შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა ქარია გარეთ (5 თავი)


8-12-2015, 01:01
ავტორი MarryLap
ნანახია 1 771

სკოლაში ყველაფერი კარგად იყო. ჩაკმა გაკვეთილებზე დასწრებას მოუმატა. ხშირად ვხედავდი და ეს მახარებდა. ერთ დღეს, გაკვეთილის მიმდინარეობისას ბიბლიოთეკაში შევედი და ჩაკი იქ დამხვდა. როგორც გვჩვევია გავუღიმეთ ერთმანეთს. მე ჩემი ადგილი დავიკავე მის მოპირდაპირე მხარეს. ღიმილს სახიდან ვერ ვიშორებდი, ხანდახან მისკენ თვალს ვაპარებდი, ჩაკი კარგ ხასიათზე იყო. როდესაც წიგნის კითხვას მოვრჩი მასთან მივედი.
-როგორ ხარ? - ვკითხე.
-კარგად, შენ?
-მეც. გმადლობთ მოკითხვისთვის.
მას ღია ნაცრისფერი ჯინსის შარვალი ეცვა და ამავე ფერის კაპიშონიანი ზედა. კაპიშონი თავზე ეხურა და თმას უფარავდა.
-არ მოიხსნი კაპიშონს?
-არა.
-რატომ?
-არ მინდა.
მე გავიცინე და ხელი მისი თავისკენ წავიღე, რათა მე თვითონ მომეძრო. არ ვიცი რატომ, მაგრამ უბრალოდ მინდოდა რომ მომეხსნა. მან ჩემი ხელი დაიჭირა და უკან გამომაწევინა. პატარა ბავშვივით ვიქცეოდი, რომელიც ცდილლობს უფროსებს ნერვები მოუშალოს და თავისი გაიტანოს. არადა თავად ვერ ვიტან ასეთ საქციელს. ჩემსას არ ვიშლიდი. ჩაკმა ხელი ძლიერად მომიჭირა ხელზე და მტკენდა. მე მაინც ვიცინოდი. ღმერთო, რა მჭირდა.
როდესაც ის მტკენდა, ვამბობდი: „ამას ჩაკისთვის მოვითმენ“. მხოლოდ ამ სიტყვებს ვამბობდი და მაშინვე გულზე მომეშვებოდა ხოლმე, რადგან ის სახელი ჩემთის ბევრს ნიშნავს. ნებისმიერ მომენთში მისი სახელის წარმოთქმა ძალას მმატებს. ჩაკთან ერთად რომ ვარ სულ მავიწყდება რომ მასზე სამი წლით უფროსი ვარ და გარკვეული მოვალეობები მაკისრია. ხმამაღლა ვიცინოდით და არ გვადარდებდა რომ თითქმის ყველა ჩვენ გვიყურებდა. ჩაკმა ხელი ძლიერად მომიჭირა, რადგან მეორე, თავისუფალი ხელი მისი კაპიშონისკენ წავიღე დამოხდა ვცადე. რა საკვირველია, არაფერი გამომივიდა. ბოლოს ზედმეტად ვხმაურობდით. ჩაკი მერხზე ავიდა და ჩემი გასაღები ეჭირა ხელში, შემდეგ ისევ ჩამოხტა და ამ დროს, სანამ გასწორდებოდა დრო ვიხელთე და კაპიშონი მოვხადე. შემდეგ კი ვუთხარი:
- ჩემი მისია დასრულებულია.
-ჩემი კი ახლა დაიწყო. - ეს სიტყვები მითხრა, ჩემსკენ წამოვიდა, ძალიან ახლოს მოვიდა, მე ზურგით დავდექი მინდოდა ხელები დამემალა, მან ხელები უკნიდან შემომხვია და ხელებზე წამავლო. სწორედ ამ დროს დირექტორი შემოვიდა ბიბლიოთეკაში.
- რა ხდება აქ ვერ გავიგე. - საშინლად ყვიროდა. - მერამდენედ შეიძლება შენიშვნა მოგცე? - ახლა ჩაკს მიუბრუნდა. - შენი ხმა მთელს სკოლაში ისმის. ზედმეტად ხმაურობ. წადი.
ჩაკმა თავისი ჩანთა და ქურთუკი აიღო და ბიბლიოთეკა დატოვა. მე გაშეშებული ვიყავი, გაყინული ვიდექი ერთ ადგილზე. ვერ ვინძრეოდი, უბრალოდ არ შემეძლო არაფრის გაკეთება. ჩემს გამო მან შენიშვნა მიიღო, თანაც სერიოზული. გასასვლელ კარს ჯერ კიდევ ვუყურებდი და ამ დროს ჩაკი შემოვიდა. ის მაგიდისკენ წავიდა და აიღო თავისი ტელეფონი. როგორც ჩანს სიჩქარეში დარჩა. მე გონს მოვეგე და დირექტორისკენ შევბრუნდი.
-ჩემი ბრალია. ჩაკს ნუ ეჩხუბებით, მხოლოდ ჩემი ბრალია. - სხვას ვერაფერს ვამბობდი, უბრალოდ მინდოდა ეს ყველაფერი შემეჩერებინა. ენა მებმოდა და ხმა მიკანკალებდა.
-არა, არა. ჩემი ბრალია. - ჩაკმა თქვა. ეს ნამდვილად ჯენტლმენური საქციეილ იყო მისი მხრიდან.
-კარგი ჩაკ, დარჩი. მაგრამ იცოდე მხოლოდ მის ტომსონის გამო გპატიობ.
დირექტორმა ეს თქვა და ოთახი დატოვა.
-გთხოვ, არ წახვიდე.- დაბალი ხმით ვუთხარი, რადგან ჯერ კიდევ არ ვიყავი ჩემი ხმის სიძლიერეში დარწმუნებული.
-რატომ?
-არ მინდ, რომ წახვიდე. ჩემს გამო მიიღე შენიშვნა და თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ. ცუდად გამოვიდა.
-კარგი რა. შენ რა შუაში ხარ. ვინ არის ეგ მე რომ მიყვირის. რა უფლება აქვს.
-უბრალოდ ყურადღებას ნუ მიაქცევ, ხომ იცი როგორი ქალია. როცა ბრაზდება არ იცის რას ამბობს.
-ვიცი და სწორედ მაგიტომ მინდა წასვლა. ყელში ამოვიდა.
ჩაკს კიდევ ბევრი ველაპარაკე. კიდევ ვცდილობდი მისთვის კაპიშონის მოხდასმ თუმცა ამჯერად აღარ ვხმაურობდით. ხელები დამიჭირა და ძალიან მეტკინა, გადამიგრიხა და ისე მოხდა, რომ თავი ვეღარ შევიკავე და მუხლებში მოვიხარე. მერე გავსწორდი, რადგან ოდნავ გამიშვა ხელი. ვხუმრობდით, შედარებით გამოუკეთდა ხასიათი, მაგრამ ბოლოს მაინც წავიდა. ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ მიდიონდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს აღარასდროს დაბრუნდებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent