შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბარიერი. -23-


8-12-2015, 05:20
ავტორი ჯია
ნანახია 4 644

სინათლე.. ვცდილობ თვალები გავახილო, მაგრამ მიჭირს.. ეს მილები რა არის? ვცდილობ გამოვიგლიჯო პირიდან, ცხვირიდან, მაგრამ ხელს ვერ ვწევ, ორივე დაბმული მაქვს. მინდა, რომ თავი დავიძვრინო.. თავს ძალა დავატანე და თვალების ოდნავ გახელა მოვახერხე, ხელზეც ხელის შეხება ვიგრძენი. მაქსიმეს ვხედავ, მგონი მიღიმის. სად ვარ? მუცელშიც ვეღარაფერს ვგრძნობ. ბავშვი? განთავისუფლებას ვცდილობ, ვერაფერი მოვახერხე.. ცრემლები წამომივიდა, თვალებსაც ვეღარ ვახელ.. რა ხდება? ისევ სიბნელე..

მინდა რომ ეს ყველაფერი სიზამრი იყოს. თვალები გავახილე.. არა, საავადმყოფოში ვარ. ხელები დაბმული აღარ მაქვს, მილიც პირიდან ამოუღიათ, მხოლოდ ცხვირზე მაქვს რაღაც გაკეთებული.
-გაიღვიძეთ? ნემსის გაკეთება გიწევთ. -ექთანი მედგა თავზე, მინდა ვკითხო რა მოხდა მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. მეშინია.. ცუდი ამბის მოსმენისთვის არ ვარ მზად. ექთანმა ხალათი გადამიწია და მუცელზე სპირტი წამისვა. - ჩხვლეტას ვერ გაიგებთ, წამალია ოდნავ მწარე. - სხვა შემთხვევაში ალბათ არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებინებდი ნემსს. პანიკურად მეშინია, მაგრამ ახლა არც ამის დროა და არც შეწინააღმდეგების თავი მაქვს.. ისევ ამეტირა, მაგრამ ხმას ახლაც ვერ ვიღებ. ისევ სიბნელე..

-რა დამემართა? ბავშვი როგორ არის? - როგორც იქნა შევძელი ხმის ამოღება. ახლაც გაბრუებული ვარ, მაგრამ წინა გაღვიძებასთან შედარებით ფხიზლად ვარ.
-თქვენ აგეღნიშნებოდათ პლაცენტის აცლა, სავარაუდო ხშირი სისხლდენით. თქვენი და ბავშვის გადასარჩენადაც გახდა საჭირო, სასწრაფოდ ჩატარებულიყო საკეისრო კვეთა. ბავშვი დღენაკლულობის გამო, ამჟამად იმყოფება ინკუბატორში, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. სანერვიულო არაფერი გაქვთ. -სიტუაცია ამიხსნა და გამიღიმა ასმათი ექიმმა. მისი სახელი ხალათის გულის მხარეს ამოვიკითხე. -ამ დროისთვის თქვენი მდგომარეობაც სტაბილურია, ალბათ 2-3 დღეში გადაგიყვანთ პალატაში, ამჟამად თქვენ რეანიმაციაში იმყოფებით.
-ბავშვი ინკუბატორში რამდენ ხანს უნდა იყოს?
-წესით ის თქვენს მუცელში კიდევ 2 თვე უნდა ყოფილიყო, სამწუხაროდ დაადრევი ორსულობის შეწყვეტის გამო პატარა 1.400 დაიბადა. ამიტომ, სანამ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მეთვალყურეობის ქვეშ გვეყოლება.
-ექიმო, რამეს ხომ არ მიმალავთ? ნამდვილად, მხოლოდ წონის პრობლემაა?
-ნუ ღელავთ, ყველაფერი კარგად არის. ბავშვს არაფერი ემუქრება. -ისევ გამიღიმა და ხელი ბეჭზე დამადო. -თუ სხვა კითხვა არ გაქვთ მე დაგტოვებთ.
-ეს რატომ მაქვს? -თითით ცხვირთან მდებარე მილზე მივუთითე.
-ჟანგბადი მოგეწოდებათ და ძალიან გთხოვთ არ მოიხსნათ.
-კი, მაგრამ მე ხომ ჩემითაც შემიძლია სუნთქვა?
-საჭიროა, უნდა გეკეთოთ.
-ჩემების ნახვა არ შემიძლია?
-ხვალ დილის 12 საათზე შემოვუშვებთ თქვენ მეუღლეს. ახლა ისევ ნემსის გაკეთება გიწევთ, შემდეგ კი დაისვენეთ.
-მადლობთ. -ექიმი გავიდა, შემდეგ კი ექთანი მოვიდა. ამჯერად ბეჭზე გამიკეთეს ნემსი და მალევე ჩამეძინა.

მთელი ღამე მეძინა, ერთხელ გამაღვიძა ნაკერების ტკივილმა, თუმცა ეგრევე გამიყუჩეს და ისევ ჩამეძინა. დილით შემაღვიძეს.. ისევ ნემსები..
ამჯერად ჩემით გამეღვიძა. კედელზე დაკიდებულ საათს ავხედე, ჯერ მხოლოდ 11 საათი იყო. როდის გავა 1 საათი, ერთი სული მაქვს მაქსიმეს როდის ვნახავ.. დრო გაიწელა, თუმცა როგორც იქნა დადგა ნანატრი წამი.
-როგორ ხარ? -შუბლზე მაკოცა მაქსიმემ და გამიღიმა.
-ნორმალურად. ბავშვი ნახე?
-კი, შენსავით ლამაზია. -თავზე მეფერებოდა და თვალებში მიყურებდა.. ისეთი თვალები ჰქონდა, ნანერვიულები, ტკივილით სავსე, თუმცა შვებაც იგრძნობოდა. ჩემდაუნებურად ამეტირა.. როგორ მინდა მეც ბავშვის ნახვა, როდის შევძლებ გავლას.. -რა დავარქვათ?
-ჯერ კიდევ არაფერი დაგირქმევია?
-არა, არ მინდოდა უშენოდ ამ გადაწყვეტილების მიღება.
-ალისა.
-ალისა? ლამაზი სახელია. -სახეზე ისევ ღიმილი გამოესახა.
-სამწუხაროდ, რეანიმაცია უნდა დატოვოთ. -ექთანი მოგვიახლოვდა.
-ასე მალე? -ჩავიკითხე დანანებით.
-რას ვიზამთ, საავადმყოფოს წესები ასეთია. -მხრები აიჩეჩა ექთანმა, მაქსიმემ ისევ შუბლზე მაკოცა და წავიდა.

თითქმის სულ მეძინა.. არასასიამოვნო სიზმრებს ვხედავდი, თუმცა თავს ვერ ვერეოდი და ვერ ვიღვიძებდი. მხოლოდ მაშინ მეღვიძებოდა, როდესაც ნემსების გაკეთება მიწევდა და ყოველდღე 12 საათზე, როდესაც მაქსიმეს ნახვის დრო დგებოდა. ამ დღეების განმავლობაში მხოლოდ ეს 3 წუთი შემიძლია გავიხსენო კარგად..
მეხუთე დღეს ექიმმა მახარა, რომ ჩემი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ჩემი პალატაში გადაყვანა შეიძლებოდა.

საშინელებაა უსუსურობის განცდა, შენით გადაადგილება რომ არ შეგიძლია. ჯოჯოხეთური წამებია, როდესაც საწოლიდან საკაცეზე გადაყავხართ, შემდეგ პალატისკენ მიგაგორებენ და ისევ საკაციდან საწოლზე. თავი უსულო საგანი მგონია..
-ბავშვის ნახვა არ შემიძლია? -ვკითხე ექიმს, როდესაც პალატაში მომათავსეს.
-ჯერ გავლას ვერ შეძლებთ, ცოტაც მოითმინეთ და მალე ნახავთ. -გამიღიმა ექიმმა და პალატა დატოვა. -მაკა ექიმს უთხარით, რომ დრენაჟის ამოსაღებად შემოვიდეს. -გავიგონე როგორ უთხრა ექთანს. როდის უნდა დამთავრდეს ეს წამება?
-ნახე მე რაები მოგიტანე. -მხიარულად შემოყო თავი ანეტამ და ხელში რაღაც პროდუქტებს ათამაშებდა. საოცრად გამეხარდა მისი დანახვა. -როგორ ხარ, ჩემო სიყვარულო? -მოვიდა და გადამეხვია.
-ვცდილობ კარგად ვიყო. -გავუღიმე და ოდნავ წამოჯდომა ვცადე, თუმცა უშედეგოდ.
-არ წამოჯდე, ნეკერები აგტკივდება.
-რა მომიტანე?
-ხაჭო. -უხერხულად გამიღიმა. -ახლა უნდა ჭამო.
-აუ კარგი რა, ამდენი ხანია არაფერი მიჭამია და ხაჭო უნდა ვჭამო? გემრიელი საჭმელი მინდა. -ამოვიკრუსუნე და საწყალი თვალებით გადავხედე დაქალს.
-რა ვქნა, ექიმმა სხვა არაფერი შეიძლებაო. -მხრები აიჩეჩა და ხაჭო გახსნა.
-მაქსიმე სად არის? -ანეტა შეიშმუშნა და ხაჭოიანი კოვზი გამომიწოდა, როგორც ჩანს პასუხის გაცემას არ აპირებდა. -ანეტა, თუ არ მიპასუხებ არაფერსაც არ შევჭამ. -ვუთხარი მკაცრად და წარბი ავუწიე.
-გუშინ გვიანობამდე სვამდა, ალბათ ჯერ კიდევ ძინავს. ცოტახანში დემეტრე გაუვლის და მოვლენ. - სვამდა? აღარაფერი ვუპასუხე, უსიტყვოდ დავიწყე ხაჭოს ჭამა. ან რა უნდა მეთქვა? ახლა ყველაზე მეტად მაქსიმე მჭირდებოდა გვერდით, ის კი სვამდა. ამით რას უშველის? როგორი სუსტი ყოფილა.. სუსტი და ბავშვი..
-ლენუკა და ამიკო როგორ არიან?
-კარგად არიან, ხვალ გნახავენ. დღეს აღარ შემოუშვებენ, სამწუხაროდ.
-ბავშვი ნახე? -ავხედე დაქალს და ბოლო ლუკმაც გადავყლაპე.
-არა, მე არ მიშვებენ. არ ინერვიულო კარგად არის.
-ძალიან მინდა ნახვა.. რანაირი დედა ვარ ბავშვის სანახავად ვერ ვდგები.
-გაგიჟდი ხო? რაებს ამბობ! მალე ნახავ და ხელშიც აიყვან.. და საერთოდ ყველაფერი კარგად იქნება!
-იმედია.. -ჩავილაპარაკე, უფრო ჩემთვის ვიდრე ანეტას გასაგონად და ჭერს ავხედე. მეზიზღება აქაურობა.. სახლში მინდა..

დრენაჟის ამოღებას ალბათ არასოდეს დავივიწყებ, ისეთი მტკივნეული იყო.. იმ დღეს მაქსიმემ ზუსტად 10 წუთით მნახა და წავიდა.. ჩემთან ანეტა დარჩა..

-ნელ-ნელა შეგვიძლია სიარული ვცადოთ. -მითხრა ექიმმა პალატაში ყოფნის მესამე დღეს. 2 დღეში უკვე ბავშვის სანახავად წასვლაც მოვახერხე.
ისეთი პატარა და ლამაზია.. მამასავით ქერა თმა აქვს. ინკუბატორში ხელი შევყავი და ხელზე მოვეფერე.. როგორი ნაზი კანი აქვს. სილამაზე პატარა.. ერთი სული მაქვს ხელში აყვანას როდის შევძლებ. ამ 10 დღეში 250 გრამი მოიმატა, როგორც ექიმებმა მითხრეს ეს ძალიან კარგია.

1 კვირაში სახლში გამწერეს, სამწუხაროდ ბავშვის გარეშე. თუმცა დღის ძირითად ნაწილს იქ ვატარებდი.. მაქსიმე ჩემი სახლში გაწერის დღიდან საბედნიეროდ მოეგო გონს და აღარ სვამდა. უკვე ერთი თვე გავიდა. თუმცა ალისას წამოყვანის უფლებას ჯერ კიდევ არ გვაძლევენ..

-ხვალ დილით სამსახურში შევივლი და მერე წავიდეთ ბავშვთან კარგი? -ვკითხე ძილის წინ მაქსიმეს და ხელი მუცელზე გადავხვიე.
-შეგიძლია მერე მუშაობა?
-ცოტახნით მივალ, ნელ-ნელა უნდა დავუბრუნდე ძველი ცხოვრების რიტმს. -გავუღიმე და თავი ბეჭზე ჩამოვადე.
-მომენატრე.- მითხრა და ტუჩებში მაკოცა.. ხელი ნელა მაიკაში შემიცურა და..
-მაქსიმე, არ შემიძლია.. -უცებ მოვიშორე და წამოვჯექი.
-რატომ?
-ალისა სახლში არ გვყავს.. ახლა ამის დრო მართლა არ არის..
-ბავშვი კარგად არის და მალე სახლში გვეყოლება.
-მაქსიმე, გთხოვ.
-კარგი, როგორც გინდა.. -მითხრა და გადაბრუნდა. აშკარად გაბრაზდა, მაგრამ რა ვქნა.. ხვალ გადაუვლის. ცოტაც და ყველაფერი ძველებურად იქნება, მე მჯერა.

მეორე დღეს სამსახურში მისვლამ უფრო გამომიყვანა მდგომარეობიდან. როგორ მომნატრებია ცხოვრების ეს რითმი.. მალე დავუბრუნდები ჩემს საქმეს სრულყოფილად. მთავარია, პატარა კარგად მყავდეს.
შუადღეს მაქსიმემ გამომიარა და ბავშვთან წავედით. მთელი გზა ხმა არ ამოუღია, არც მე მიცდია რამის თქმა. ალისასთან ვიყავით საღამომდე, თუმცა არც მაშინ უთქვამს რამე, მხოლოდ ბავშვს ეფერებოდა. დავიჯერო ისევ გუშინდელის გამო არის გაბრაზებული? ხო არ გააფრინდა? საღამოს სახლში დამტოვა და სადღაც წავიდა. ისევ არაფერი უთქვამს..
იმ ღამით სახლში არ მოსულა..




№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auu male dade ra da imedia ar dashordebian :((

 


№2  offline მოდერი ჯია

uchveulo
auu male dade ra da imedia ar dashordebian :((


შეიძლება დღეს დავდო :*

 


№3 სტუმარი Tamtaaa

Ratomgac mgonia sesilias xeli urevia maqsimes aset shecvals!velodebi shemdeg tavs <3

 


№4  offline მოდერი ჯია

Tamtaaa
Ratomgac mgonia sesilias xeli urevia maqsimes aset shecvals!velodebi shemdeg tavs <3


buubbuuu)))
Daddadaaaam egvsesilia chamagdebina xelshi xo movgudavdi araa :D eh gelodebi jiasiro


მადლობა, რომ ელოდებით და კითხულობთ love love

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

აშკარად გიშველა, წიჯნანდელმა მუზისთვის შექმნილმა ჩემმა საჩუქარმა wink wink
დიდი ხნის მერე,მაგრამ ძალიან საინტერესო,ემოციური,ჩამთრევი..და ისეთი,როგორც შენ გჩვევია...
ძალიან მომწონს ტაისია,მაგრამ მაქსიმეს რა სჭირს ვერ გავიგე.
ვნახოთ,აბა..შენ ისეთი ინტრიგანი ხარ,რომ ოსკარი გეკუთვნის.
მე უკვე მოგანიჭე და რავი. love

 


№6  offline მოდერი ჯია

უნდა ვწერო
აშკარად გიშველა, წიჯნანდელმა მუზისთვის შექმნილმა ჩემმა საჩუქარმა wink wink
დიდი ხნის მერე,მაგრამ ძალიან საინტერესო,ემოციური,ჩამთრევი..და ისეთი,როგორც შენ გჩვევია...
ძალიან მომწონს ტაისია,მაგრამ მაქსიმეს რა სჭირს ვერ გავიგე.
ვნახოთ,აბა..შენ ისეთი ინტრიგანი ხარ,რომ ოსკარი გეკუთვნის.
მე უკვე მოგანიჭე და რავი. love


კი, ნამდვილად ფრთები შემასხი შენი საჩუქრით wink
მადლობა ასეთი საოცარი სიტყვებისთვის love love

ბავშვებო, დღეს უნდა დამედო ისევ, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ ვახერხებ :( ხვალ ქუთაისში მივდივარ.. ზეგ ჩამოვალ და საღამოს დავდებ.
გკოცნით.. :*
მიყვარხართ! love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent