შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია, ანუ ასეც ხდება (1)


9-12-2015, 00:01
ავტორი ლაილა
ნანახია 2 000

-არ ვიცი რა მემართება, რამდენჯერაც დავაპირებ რომ გნახო იმდენჯერ რაღაც მიშლის ხელს- მიხსნის დაბნეული და თვალს მარიდებს.
-აღარ გჭირდები-ვჩურჩულებ და ვაცნობიერებ რომ პირველად გამოვუტყდი თავს იმაში რაც ასე ძალიან მაშინებდა.
-არაა ასე ლელა, მისმინე, მე... მართლა არ ვიცი. ჩვენ ისევ მეგობრები ვართ. ხომ იცი შენსავით არავის ვენდობი. უბრალოდ...
-უბრალოდ ახლა შენს ცხოვრებაში სხვა გამოჩნდა ვისაც ყურადღება და დრო სჭირდება. მესმის თორნიკე. არაა საჭირო ახსნა- ვაწყვეტინებ და ვცდილობ არ ავტირდე,ახლა არა.
-უბრალოდ ცოტა დრო მომეცი-უხერხულად მიღიმის, შუბლზე მკოცნის და სახლიდან გადის.
გაშეშებული ვდგავარ ჩემი პატარა,კომფორტული სახლის მისაღებში და მომხდარზე ვფიქრობ. ახლახანს ჩემი საუკეთესო მეგობარი წავიდა ჩემი სახლიდან და ცხოვრებიდან.
უმჯობესია თავიდან დავიწყო. ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. სწავლის დაწყებიდან სულ ცოტა დრო იყო გასული, თითქმის არავის ვიცნობდი კურსზე და საკმაოდ მარტოდ ვგრძნობდი თავს. სანამ ის არ გავიცანი... ლექციაზე დავაგვიანე, შესვლისთანავე შევამჩნიე განსხეულებული აპოლონი. მის უკან ცარიელი მერხი იყო და მეც იქ დავიკავე ადგილი.  არცთუისე საინტერესო ლექციის ბოლოს, ზემოთხსენებული აპოლონი ჩემსკენ მობრუნდა და სახელმძღვანელოს ავტორი მკითხა, მეც ერთობ დაბნეულმა ვუპასუხე და აუდიტორიიდან გავედი. სახლისკენ მიმავალს იდიოტური ღიმილი არ მომშორებია სახიდან. ქვეცნობიერი მკარნახობდა, რომ ეს ნაცნობობა ამით არ დასრულდებოდა. ასეც მოხდა. გადიოდა დღეები და ჩვენი ურთიერთობა ნელ-ნელა უფრო სერიოზულ სახეს იღებდა. არა სხვა რამე არ იფიქროთ, მხოლოდ მეგობრები ვართ, საუკეთესო მეგობრები. კარგით, კარგით! ვაღიარებ, მომეწონა თავიდან, მაგრამ მოწონება უკუვაგდე და მეგობრობის ქარბორბალაში თავით გადავეშვი. ყოველთვის განსხვავებული ურთიერთობა გვქონდა, თითქოს მეტი იყო ვიდრე მეგობრობა,ყველა თვლიდა რომ ასე იყო თუმცა ორივე ჯიუტად უარვყოფდით ამას. ვერ გეტყვით არასდროს მიფიქრია მასზე, როგორც ბიჭზე მეთქი, ვერც იმას, რომ არ ვეჭვიანობდი როცა სხვა გოგოებზე მიყვებოდა მაგრამ ამ ყველაფერს ქვეცნობიერის ყველაზე ღრმა და მიკარგულ ადგილას ვისროდი ხოლმე და ისევ ვკმაყოფილდებოდი საუკეთესო მეგობრის სტატუსით. უსაზღვროდ, უკოდეგანოდ ვენდობოდით ერთმანეთს. მართლაც არ შეგვეძლო ერთმანეთის გარეშე. მოკვდებოდა რომ არ ეთქვა მის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები ჩემთვის,მეც გულუხვად ვასაჩუქრებდი რჩევებით. ერთად დავდიოდით ყველგან, თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს ერთად ვატარებდით, არ გვერიდებოდა ერთმანეთის,არ ასებობდა თემა,რომელზეც არ გვისაუბრია. ერთი შეხედვით გადასარევი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ყოველთვის მაშინებდა რომ ერთ დღესაც ეს ყველაფერი საპნის ბუშტივით გასკდებოდა და ძალიან, ძალიან მეტკინებოდა გული. სამწუხაროდ არც აქ შემცდარა ჩემი ინტუიცია...
ჩვენი მეგობრობის მეხუთე წელს გამოჩნდა ის. მაღალი, ქერა,ჩამოსხმული ლამაზმანი, რომელმიც ჩემი საუკეთესო მეგობრის გულს, გონებას და დროს სრულად დაეპატრონა. ვამჩნევდი, რომ ნელ-ნელა სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებდა ჩემთან, იშვიათად მნახულობდა, მობილურზე, სოციალურ ქსელებზეც შეწყვიტა ხშირი კონტაქტი. ეს საკითხი შინაგანად მჭამდა და მაწამებდა, უკვე ვეღარ ვძლებდი უმოქმედოდ და აგერ უკვე შეუხმიანებლობის 2 თვის თავზე ჩვენს შორის ზემოთხსენებული საუბარი შედგა.

ტკბილი წარსულის გახსენებაზე მწველი ტკივილი მიჭერს გულზე. ვცდილობ გაშეშებული კიდურები ავამოძრავო, ფუმფულა მდივანზე ვეხეთქები და ვტირი. გამიმრთლა რომ ხვალ შაბათია და არ ვმუშაობ. კიდევ ერთხელ ვუხდი გულში მადლობას ჩემს უფროსს,(რომლის კომპანიის იურისტიც ვარ უკვე მეორე წელია) შაბათ-კვირის გათავისუფლებისთვის და გლოვას ვაგრძელებ.


----------------
პ.ს. ისტორიას პირველად ვაქვეყნებ და საკმაოდ ვღელავ. ესეც საცდელი თავია, თუ მოგეწონებათ და დაგაინტერესებთ გავაგრძელებ. ველი კრიტიკას. იმედია ისიამოვნებთ <3



№1  offline წევრი cancara

Ggaagrdzele

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მე მომეწონა და თუ გააგრძელებ უფრო მეტი ინტრიგა ჩადეხოლმე,რადგან მკითხველს თავს რამით თუ არ დაამახსოვრებ არ გამოგყვებიან.რაც შეეხება ისტორიას,შეცდომები გქონდა,თუმცა გამოუსწორებელი არაფერი,სიტყვათა მარაგიც კარგი გაქვს და მგონია ეს ისტორიაც საინტერესო გამოვა.წარმატებებს გისურვებ

 


№3  offline წევრი ლაილა

ლორელაი
მე მომეწონა და თუ გააგრძელებ უფრო მეტი ინტრიგა ჩადეხოლმე,რადგან მკითხველს თავს რამით თუ არ დაამახსოვრებ არ გამოგყვებიან.რაც შეეხება ისტორიას,შეცდომები გქონდა,თუმცა გამოუსწორებელი არაფერი,სიტყვათა მარაგიც კარგი გაქვს და მგონია ეს ისტორიაც საინტერესო გამოვა.წარმატებებს გისურვებ

მადლობა, გავითვალისწინებ აუცილებლად <3

 


№4  offline მოდერი sopiko

მშვენიერი დასაწყისია, არის რამდენიმე სტილისტური და პუნქტუაციური შეცდომები, მაგრამ ეს არაფერი! ნელ-ნელა დაიხვეწები! სიუჟეტი მომეწონა... ველი შემდეგს ჩემო კარგო...

 


№5  offline წევრი ლაილა

sopiko
მშვენიერი დასაწყისია, არის რამდენიმე სტილისტური და პუნქტუაციური შეცდომები, მაგრამ ეს არაფერი! ნელ-ნელა დაიხვეწები! სიუჟეტი მომეწონა... ველი შემდეგს ჩემო კარგო...

მადლობა <3 როგორც კი შევძლებ დავდებ <3

 


№6 სტუმარი Guest Snazina

Tkivilamde nacnobi situaciaa. Roca wlebi ganuyrelad gverdit gyavs megobari da ert dgesac qreba. Sheidzleba saintereso istoriis Sheqmna.

 


№7  offline წევრი ლაილა

Guest Snazina
Tkivilamde nacnobi situaciaa. Roca wlebi ganuyrelad gverdit gyavs megobari da ert dgesac qreba. Sheidzleba saintereso istoriis Sheqmna.

იმდენად მტკივნეული თემა იყო რომ ვეღარ შევძელი გაგრძელება. არც უნდაცდამეწყო. მადლობა რომ წაიკითხე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent