შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებით დატყვევებული [5;6]


9-12-2015, 20:05
ავტორი sopiko
ნანახია 2 835

ცხოვრება რა საინტერესო რამაა... ყოველ ნაბიჯზე რაღაც ახალი ხდება და შენ შეიძლება ეს რაღაც თავიდან არ მოგეწონოს, მაგრამ შემდეგ თამაშში ერთვები და სასიამოვნო ბრძოლაც იწყება.
ასე ფიქრობდა შერვაშიძეც და მთელი საღამო თვალს არ აშორებდა ბერდიას. ცდილობდა სულ მის გვერდით ეტრიალა, რადგან აქეთ ეთხოვა დახმარება მას. ხან ჭიქა ააცალა და კილომეტრებში გადადო, ხანაც მაგიდაზე დადებული მობილურით სცადა მოწინაამღდეგის მანიპულირება. უნდოდა ყველაფერი დღეს დასრულებულიყო და თავიდან მოეშორებინა ეს აბეზარი მამაკაცი.
აი, ბერდია კი კმაყოფილი იყო, გოგონას აღელვებულს რომ ხედავდა და თავად მშვიდად მიირთმევდა გემრიელ ნამცხვარს. იცოდა როგორ მოერჯულებინა მოუსვენარი ქალბატონი და ამით ორ კურდღელს დაიჭერდა, გაზეთში სკანდალურ სტატიას გამოაქყვეყნებდა მოდელის ფოტოების თანხმლებით და სამაგიეროსაც გადაუხდიდა მას.
-ბერდია, ძმაო! რა გჭირს?-მისი სახეცვლილება არ გამორჩენია თომას.
-რაღაც გეჩვენება...-მხრები უდარდელად აიჩეჩა და მოცეკვავე ლადოს და ნათიას გადახედა.-რა ბედნიერები არიან, არა?
თომა დაეჭვდა. ეუცნაურა ძმაკაცის მზერა. თითქოს მასაც სურდა ბედნიერება, მაგრამ რას დაენაღვლებინა ასე?
-ოჰ, სიყვარულო, სიყვარულო!-გაეცინა როცა ბერდიას ნათქვამს ჩაწვდა.-რა იყო, სიყრმის წლები გაგახსენდა?
ბერდიასაც ჩაეღიმა, თუმცა ევას მომღიმარი სახის დანახვაზე კრიჭა შეეკრა. ქალიშვილმა კუთხეში შეუხვია და მიხვდა, რომ საპირფარეშოში მიდიოდა. ამოუცნობმა ძალამ ხელი ჰკრა და უკან გაედევნა ევას. ქალების ოთახში დაუფიქრებლად შევიდა და სარკესთან მდგომი გოგონა გულგრილად შეათვალიერა.
-მგონი ჩემთვის რაღაცის თქმა გინდოდა...-ამრეზით უთხრა და პიჯაკი შეისწორა.
ევამ გამომწვევად გაიღიმა, თავს ძალა დაატანა და ბერდიას მხრებზე ხელები დაადო.
-ჯიბეები შეიმოწმე!-ჩასჩურჩულა ყურში და წუთით საკუთარი თავი შეეზიზღა.
ბერდიამ ხელი უბეში ჩაიყო და მხოლოდ მაშინ აღიქვა მომხდარი. ევას ხელი მსუბუქად ჰკრა და უღრიალა:
-დამიბრუნე, თორემ...
-რა? მემუქრები?-თვალებში ცრემლები ჩაუდგა, თუმცა არ შეიმჩნია, ისევ ჯიქურ აესვეტა წინ.
-ჩემთან თამაშს არ გირჩევ...-არ დაუთმო მამაკაცმა და თმაზე ხელი ანერვიულებულმა გადაისვა.
-თამაში შენ დაიწყე!-შეახსენა ევამ.
-და ერთით ნულია, ჩემ სასარგებლოდ!-საშუალება მიეცა თუ არა თავისი კოზირი გამოაჩინა ყიფიანმა.
-ეს როგორ?-შუბლი შეჭმუხნა და წყლის ნიჟარას დაეყრდნო დასუსტებული.
-როგორ? კარის გაღებაში მე არ დაგეხმარე?
-კი, მაგრამ ეს მე არ მითხოვია!-წარბები მაღლა აწკიპა ევამ.
-უჩემოდ ვერაფერს მოახერხებდი, ასე რომ...-გამარჯვებული მზერა ესროლა კაცმა და თბილად გაუღიმა.–მართალია გაზაფხულია, მაგრამ ცივა... მენანები სუსხიანი ქარისთვის... იცი, მთვარე რა დაჟინებით გიყურებდა?
-კარგი, კარგი...-დანებების ნიშნად ხელები ასწია და რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა ბერდიას. არ უნდოდა შეტყობოდა, რომ მისი სიტყვები მალამოსავით მოედო გულზე. რეტი ესხმოდა, მაგრამ უკან დახევას არ აპირებდა.-შენ გგონია ოდესმე სამამდე ახვალ?
-არ მგონია, დარწმუნებული ვარ!-თავდაჯერებით ჩაილაპარაკა და გასასვლელისკენ გაემართა.
-ხეპრე!-თმის სარჭი ესროლა ევამ მოხურულ კარებს და კიდევ უნდოდა გაგრძელება, მამაკაცის ხმა რომ მოესმა.
-გავიგონე!
-უზრდელი! არამზადა!-გაბრაზებულმა მოკუმა პირი და კედელს გაშლილი ხელი მიარტყა.
-სიმპათიური არამზადა!-გაუაზრებლად მოსწყდა მის ტუჩებს ეს ორი სიტყვა. ზუსტად მასზეა გამოჭრილი ეს გამოთქმა. თუ მწვანე თვალებს, წაბლისფერ თმას და განიერ მხრებს შევაჯამებთ საოცრად სიმპათიურია, მაგრამ თუ მის სარკასტულ გამოხედვებს და შენიშვნებს შევაფასებთ, სულ სხვა დასკვნა გამოგვაქვს. თქვენ თვითონ განსაჯეთ, მართალია უარყოფით პერსონაჟად მიიღო ევამ, მაგრამ დადებითს მაინც ვერ დავუკარგავთ.
გარეთ გამოსულ ევას მოქეიფეების შემცირებული რაოდენობა დახვდა, რაც იმას ნიშნავდა რომ მალი დაიშლებოდნენ. კარგად მოლხენა როგორ ვერ უნდა მოვასწროო და თომას სთხოვა, ვიცეკვოთო. ისიც რა თქმა უნდა არ იყო უარზე და სცენას ულამაზესი წყვილი შეუერთდა. თომა დახვეწილი მოძრაობით, ხოლო ევა ტანის ნარნარი რხევით გამოირჩეოდა სხვებისგან. აღტაცებულმა მაყურებლებმა მხურვალე ტაშით დააჯილდოვეს ისინი.
ბერდიას ძალიან, ძალიან მოუნდა იმ წუთას თომას ადგილზე ყოფილიყო და სუფრას ისე მოუჭირა ხელი, რომ გრაფინი გადაყირავდა და წყალი გადაიღვარა. ჯერ ევას გახედა მამაკაცმა და შვებით ამოისუნთქა, ნათიასთან ლაპარაკში გართული რომ დაინახა. ამ თამაშში უპირატესობით ჯერჯერობით ის სარგებლობდა და არ დაუშვებდა, რომ დამარცხებულიყო.
ღამის ორ საათზე ყველა თავის გზაზე წავიდა. ნასვამი თომა ხელს არ უშვებდა მაჩოსა და ევას, ისინიც ძვლივს მიათრევდნენ ტაქსისკენ წელშიმოხრილები და ასეთ გაჭირვებაში მიუსწრო მათ ბერდიამ.
–დაგეხმარებით...–თბილად მიმართა მაჩოს და მკლავი შემოხვია მეგობარს.
–არა!–მისდა გასაოცრად წინაამღდეგობა გაუწია ევამ. მათი წესები ახლაღა გაახსენდა და განგებ გაიოცა.
–თქვენ ამის ძალა არ შეგწევთ, ევა! ჯობს დათმობაზე წახვიდეთ...–მრავლისთქმელად მიუგო გოგონას და თომა უკანა სავარძელზე დასვა. მანაც თავი უკან გადააგდო და ფშვინვა ამოუშვა.
მაჩომ მადლიერი მზერა შეაგება მას, ევა კი არავის მოერიდა და სასაცილოდ გაეჭიმა მასზე მაღალ მამაკაცს.
–ორით ნული! ორით ნული, მაგრამ ეს ბოლოა!–საჩვენებელი თითი აუფრიალა წინ და თავადაც მანქანაში ჩაჯდა.
–მეც თქვენთან ერთად წამოვალ... ანერვიულებული ჩანხართ....–ოსტატურად, სხვების დასანახად ზრდილობიანად ესაუბრებოდა ბერდია, მაგრამ ქვეტექსტებს ადვილად კითხულობდა ევა.
–თუ რამეა მაჩო ჩემ გვერდით იქნება, ამაზე ნუ იფიქრებთ, თორემ ღამით ვერ დაიძინებთ!–მისგან განსხვავებით დაუმალავად აყენებდა შეურაცხყოფას ქალიშვილი. მაჩო კი კითხვებს ამ გრძელი ღამისთვის ინახავდა და განცვიფრებული ადევნებდა თვალს კატა–თაგვობანას.
–არა! ვერ გავიგე, რას ნიშნავდა შენი თავხედობა, ევა! რაც არ უნდა იყოს, ის კაცი თომას მეგობარია!–ხელების ქნევით ადიოდა მაჩო კიბეზე. სიბნელეში ლამის ცხვირი წაიმტვრია, მაგრამ ცნობისმოყვარეობა კლავდა და რა მნიშვნელობა ჰქონდა როგორ დადგებოდა მისი აღსასრული.
ევამ საცოდავად, ქოშინით აიყვანა თომა მეოთხე სართულზე და კარებს მუშტები დაუშინა. თან მაჩოზე ეშლებოდა ნერვები, თან ბერდიას ლანძღავდა გულში. როგორ გაბედა და ასე დაამცირა, ვითომ კეთილად იღიმოდა, სინამდვილეში კი პირდაპირ სულში უძვრებოდა. მისი საუკეთესო დაქალიც კი ვერ ხვდებოდა რის გაკეთებას აპირებდა ევა, ის იდიოტი კი გზებს უჭრიდა და თავად გამარჯვებისკენ იკვალავდა ბილიკს.
–რა იყო დედა? ბარემ შემოგენგრია კარი და ისე შემოსულიყავი...–დაუყვავა შვილს ანამ და თომას ამ მდგომარეობაში დანახვაზე, ლოყაზე იტკიცა ხელი.–რა დაემართა? ხომ ცოცხალია?
ევას გაეცინა დედის გულუბრყვილობაზე. სტუმრების საძინებელში მისივე დახმარებით შეიყვანა და საწოლში ჩააწვინა. გადასაფარებელი მზრუნველად გადააფარა და თომას ბუტბუტს ყური დაუგდო.
–დალიე! დალიე_მეთქი!–არ ჩერდებოდა ის და ერთი და იგივეს იმეორებდა, გარკვეული ინტერვალებით, მაჩომ ხმამაღლა გადაიკისკისა და ევამ პირზე ააფარა ხელი.
–ჩუუ, სულელო!–წასჩურჩულა ყურში და ხელისკვრით გამოიყვანა გარეთ.
–დაეძინა, შვილო?–ჰკითხა ანამ და ოთახში ცალი თვალით შეიჭყიტა.
–ისე ხომ არ ეძინა, რა...–სარკასტულად წამოიყვირა და კურტუმოს ქნევით გავიდა სამზარეულოში.
–მგონი ტყუილად მოვედი მე აქ, დედა მელოდება, თომაც იქ უნდა მისულიყო და შენ კიდევ აქ წამოიყვანე!–ახლაღა გაახსენდა მაჩოს და საყვედურნარევი მზერა მიაპყრო მეგობარს.
–რაო? რაო? მანქანაში მსგავსი არაფერი გითქვამს!–თვალები შუბლზე აუვიდა ევას, წყალი ერთი მოყუდებით დალია და მაღალ სკამზე შემოხტა.
ანა ხან ერთს უყურებდა, ხან მეორეს. თავს აქეთ–იქით აქნევდა და შესაფერის დროს ელოდებოდა, დაქალები რომ დაეშოშმინებინა.
–ვაიმეე, ახლა რა ვქნა?–თავი ხელებში ჩარგო მაჩომ.–ის კიდევ წევს და ხვრინავს!
–თომას რას გადაწვდი! შენი ბრალია და...
აყაყანდნენ გოგონები. აღარც ბერდია ახსოვდა ევას. თვით მაჩოსაც კი არაფერს უთმობდა ხოლმე, თუ დაიწყებდა, თავისას სანამ არ დაამტკიცებდა, უკან არ დაიხევდა. არც მაჩო ჩამორჩებოდა მას. მართალია უნებისყოფო იყო, მაგრამ ჭკვიანი და ერთი სიტყვით შეეძლო თავის მხარეზე გადმოებირებინა მტერი თუ მოყვარე.
–კარგით ახლა! საკმარისია! დღეს აქ დარჩი, მაჩო! თომაც პირველად ხომ არაა ჩვენთან! ნანამ რომ არ ინერვიულოს დაურეკე და გააფრთხილე. რას დასჭამეთ ერთმანეთი!–ორივეს თავზე ხელი გადაუსვა და შემოსასვლელში შუქი ჩააქრო.
–ღამე მშვიდობისა, ქალბატონებო!–თავის საძინებელში შევიდა და მარტო დატოვა გაანჩხლებული მეგობრები.
–ღამის სამ საათზე სად უნდა წახვიდე, დედა მართალია!–მოლბა ევა და იდაყვით სავარძლის სახელურს დაეყრდნო.
–ხოო, მეც ასე ვფიქრობ!–ხელები ნერვიულად აეხლართა მაჩოს და ეტყობოდა მომხდარში თავს იდანაშაულებდა.
–ნუ ჩამოგტირის სახე! იმ კრეტინმაც...–წამოსცდა უნებურად შერვაშიძეს.
–ბერდიამ, არა?–საჩვენებელი თითი ლოყაზე ჩამოისვა მაჩომ და თვალები მოჭუტა.
–მე კრეტინი ვუწოდე!–შეუსწორა ევამ და მრავლისთქმელად ამოიხვნეშა.
–და რა დააშავა? მოგწონს და შენ თავს და გრძნობებს ომს უცხადებ!–პირდაპირ დასვა დიაგნოზი .
–როგორც შენ იტყვი!–შეიცხადა ''ავადმყოფმა''.–მგონი ვერ არის! თავად გამომიწვია და მარცხიც მაგემა!
–რა? ნუთუ თამაშში მან გაჯობა...–ახლოს მიუცუცქდა მაჩო.
–და შენ რა იცი თამაშის შესახებ?–დაეჭვდა ევა.
–და რომ გითხრა გისმენდით_მეთქი, გამიბრაზდები?
ევამ ხელები მოხვია იმ წუთებში ერთადერთ ნუგეშისმცემელს, ნამდვილად არ აწყობდა მასთან გაბუტვა. მარტო რომ უძლური იყო ბერდიას წინაშე, კარგად ხვდებოდა და დამხმარე ძალა ესაჭიროებოდა. მაჩო შესაფერისი კანდიდატურა იყო! განა თვითონ არ უთხრა გისმენდითო, ესე იგი ბერდიამაც ვერ შეამჩნია. მოხერხებულ და გონიერ მეგობარს ნაკლი ვერ მოუძებნა. დარწმუნდა რომ ის ის იყო, ვისაც ეძებდა!
–გეგმა მაქვს!–იწივლა გახარებულმა და ფეხები ისე გაშალა, მაჩომ იატაკზე მოადინა ბრახვანი.
–რა მოხდა, დედიკო?
–ევა, შენ ხარ?
მოესმა ანასა და თომას შეშინებული ხმები და ტაში შემოჰკრა.

...............................................................
ვფიქრობ, შევწყვიტო თუ არა და იქნებ თქვენ დამეხმაროთ გადაწყვეტილებაში...
ახლა ვხვდები რამხელა მნიშვნელობა აქვს სათაურს, მაგრამ თავის დროზე სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე...
სიყვარულით სოფიკო <3



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

არ შეწყვიტო გააგრძელე. ძალიან მაინტერესებს მერე რა მოხდება. წარმატებებიიი :))))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent