შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალურად მიმზიდველი (თავი 2)


9-12-2015, 22:07
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 455

გული ამიფართხალდა და უკან დავიხიე.ერთი სული მქონდა როდის მოვიშორებდი მის მზერას და საერთოდ მას.
-მოდი,ცივილურად ვისაუბროთ.მითხარი,რა გქვია-ხელი გამომიწოდა.
-კარგი,აქედან გავიდეთ და კარგი.
-კარგი,ვხვდები,რომ აქაურობა გაფრთხობს.
-კარგი-გავუღიმე და გავყევი,შეშინებული მხარზე ვეკიდებოდი,ისე ვიქცეოდი,თითქოს სიმბოლო იყო,ნეტავ ასე რა მაშინებდა.
ცოტა ხანში სუფთა ჰაერზე ვიყავი,ფილტვებს ისე ედებოდა ეს უკანასკნელი და ისე სასიამოვნოდ მებადროდა სახე,რომ ვერც კი აღვწერ.თავს ციხიდან გამოქცეული ადამიანივით ვგრძნობდი,ვიღიმოდი და უცნობს გაკვირვებული მზერით შევყურებდი.
-რა გჭირს?-მხრები აიჩეჩა და თვალი ჩამიკრა.
-ძალიან შემეშინდა.
-მე კი მეგონა,გაშინებდი.
-არა-თავი გავაქნიე,მაგრამ რეალობაში მისი მზერაც მაშინებდა,თუმცა,შესაძლოა,ეს სასიამოვნო შიში იყო.
-ლამაზი ხარ!
-არ მიყვარს-მეთქი.
-კარგი,ჰო..-თავი გააქნია-რა გქვია?
-თათია.
-თათიამე ემილი ვარ-ხელი გამომიწოდა და შემდეგ ჩემი პატარა მტევნები დაისაკუთრა.
-ორიგინალურია-გავუღიმე გულწრფელად.
-მეგრელი ორიგინალურობა ვარ-სიხარულით წარმოთქვა და ხელი მხარზე დამადო-წამო,ღამის თბილისი ლამაზია.
-ჰო,საიდან მიხვდი,რომ აქაური არ ვარ.
-მივხვდი,ჰო..ვუგებთ ერთმანეთს და ბოდიში მაშინ თუ შეგაშინე.
-არ შემაშინე-გავაპროტესტე და წარბები მაღლა ავზიდე.
-ოდნავ მაინც..-ტუჩის კიდით გაიღიმა.
-ჰო,კახეთში ვცხოვრობდი-შევეცადე ცივილური ადამიანივით მოვქცეულიყავი-თუ ჩამოსული ხარ,არ გაგიცნობ-გავაპროტესტე და მხრები ავიჩეჩე.
-რაო? ვერ ვხვდები შენს ხედვას,სოფლიდან კარგი გოგონები ვართო და ბიჭებიო..
-აუ,ამასაც მოუსმინე.
-ჰო და ამიხსენი..მე ჩამოსული არ ვარ,აქ ვბუდობ-გამიღიმა და ნაბიჯს აუჩქარა-მერე კარგად შეგასწავლი თბილისს.
-ერთი ბიჭი იყო ჩემი მეგობრის ცხოვრებაში,სოფლიდან ჩამოვიდა სასწავლებლად და აქ აკლული ჰყავდა ქვეყანა.
-ის გოგო?
-არა,ერთი და ძალიან გაანერვიულა,ახლა საფრანგეთში სწავლობს-დავაკონკრეტე და დაბლა დავიხედე.ვგრძნობდი,რომ ემილი მიყურებდა და ვცდილობდი არ შემემჩნია მისი მზერა.
-გასაგებია,მაგრამ ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარშავ.
-ის მეგრელი იყო-წამომცდა და შემდეგ სიცილით დავარეგულირე სიტუაციაა.
-მე ჩასაკბეჩი მეგრელი ვარ,პროსტა მიყვარს უცნაურობები.
-ეგ არაფერი-გამიკვირდა მასთან ასეთი თამამი როგორ ვიყავი,მაგრამ არ შემიმჩნევია.
რამდენიმე საათის წოწიალის მერე მაკოცა და სადღაც გაუჩინარდა.როგორ მაკოცა? რაღაც საოცრად მესიამოვნა,მაგრამ არ ვიცი როგორ მაკოცა,თუმცა ვიცი,რომ ესეც არ ვიცი.დაბნეული ვიდექი და გავყურებდი ჰორიზონტს,მგონი,კიდევ მინდოდა ეს განმეორებულიყო.
ვინ იყო ემილი? ვიღაც უცნობი,რომელიც ასე იოლად მიგებდა,ასე მიზიდავდა და ასე იოლად აღწევდა ჩემამდე.
***
-დღეს გვიან დავბრუნდები..-მომაძახა ანიმ და კარებისკენ წავიდა.
-მოხვალ?
-თუმცა არა! დაქალთან დავრჩები,სახლი არ გადაწვა.
-კარგი-გავძახე მობილურში ჩარგულმა და ყურები დავიხვშე.
წავიდა თუ არა,ჩემი საყვარელი მუსიკა ჩავრთე და კარებისკენ წავედი.მივხვდი,რომ ნატალი იქნებოდა.მითხრა,რომ მისთვის უნდა მომეყოა ახალი განცდების შესახებ და მეც დავთანხმდი.
-ძალიან კარგი ტიპი ჩანს.
-აუ,ძალიან უცნაურია და სჯობს თავი დავაღწიო,სწავლაში ხელს შემიშლის..-საკაცობრიოდ მნიშვენელოვანი საკითხივით წარმოვთქვი და სიცილი ამიტყდა.
-თათია,რატომ ხარ ასეთი? ნეტავ მე გამეცნო ვინმე კარგი ტიპი...შენ გიმართლებს..
-შენ ქალაქელი გოგონა ხარ და ვერავის აბამ?
-არ დაიწყო.
-კარგი,მაშინ განახებ მის ფოტოებს და ნახავ,რომ იდეალური არაა-ნიშნის მოგებით ვუთხარი და ტელეფონისკენ გავწიე ხელი.
-არ დაგამატა?
-კი,მაგრამ არ დავეთანხმე-ირონიით ვუთხარი და ემილის სურათებში შევედი.
-გალდავა?-მხრები აიჩეჩა,სახეზე ცვლილება დაეტყო.
-რა იყო?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-არაფერი.
-არა,რაღაც მოხდა..იცნობ.
-არა,არ ვიცნობ..-ინტერესით ჩაძვრა ტელეფონში.
***
-ცუდად მეძინა..-დილით წუწუნით ადგა ნატალი.
-რატომ? ემილის იცნობდი? არ დამიმალო..
-ჩემი ბავშვობის სიყვარული იყო,ჩემი კლასელი..-სევდიანად თქვა.
-თუ გინდა,სულ არ გავეკარები,ისედაც არ ვაპირებდი..კოცნისთვის ბოდიში..მე არ მინდოდა,მაგრამ არ უნდა გავყოლოდი..
-კარგი რა,ნუ სულელობ..ეს წარსულში იყო.
-იცოდა?
-არა,ეს უბრალოდ გაორება იყო..რაღაც მაკავშირებდა მასთან და თავადაც ვერ ვხვდებოდი..
-რაო?
-მეოთხე კლასიდან და..მერე არ ვიცი...
-სკოლის მერე არ გინახავს?-ხელი ხელზე მოვუჭირე და მისი თავი მხარზე მივიდე.
-არა..-თავი გაიქნია და ფეხზე წამოდგა.
-მოდი,კვირაა და სადმე წავიდეთ,ფილმი ვნახოთ და მერე ვიბოდიალოთ,რას იტყვი?
-დაამატე,კარგი ბიჭია..მიეცი შანსი..-სენდიმენტებით აივსო ნატალის ხმა.
-კარგი-მის თვალწინ დავეთანხმე ემილის და საათს დავხედე-წავედით,საუზმის მერე რა..-ხვეწნით შევხედე ნატალის,რომლის უხასიათობაშიც საკუთარ თავს ვადანაშაულებდი.
***
„ნოუთბუქს“ შევესწარით.ჩვენს ბედზე ის გადიოდა.ჩემზე არა,რა თქმა უნდა,მეორეჯერ ვერაფერს ვუყურებ,მაგრამ ნატალის კი გაუმართლდა.უკვე მერამდენეჯერ იტირა ამ ფილმზე,სათვალავი ამერია.
-რომანტიკული ..-თვალი ჩავუკარი გამოსვლისას.
-კარგი რა.
-არა,ვინმეს უნდა შეხვდე..თუ ისევ,გაინტერესებს ემილი,გზას გაგინთავისუფლებ.
-არა,არა,ჩუმად..წამო,სადმე ნაყინი ვჭამოთ.
-ზამთარია,დეკემბერია..-დავაზუსტე და ცას ავხედე.
-მერე რა მაინც მიყვარს,თუმცა შენ მაინც არ ჭამ მსგავს რამეებს და რამე ჯანსაღი ვჭამოთ,მაგალითად რამე სალათა ან..რა ვიცი.
***
-გოგო!-კივილით შევხვდი ნატალის.
-რა იყო?
-დღეს ჩანთაში რაღა ვიპოვე?
-რა შეხვდი.
-არა,ანონნიმი მწერს ლექსს და..
-მგონი,ისაა!-სიხარულისგან გაებადრა სახე.მგონი,იმ დღის გაკვირვება გაქრობოდა.
-ანუ....
-წამაკითხე..კარგი,წამო,სადმე დავსხდეთ..-აღტაცებულმა ვუთხარი და ემოციებში დაკარგულმა ნაბიჯი გადავდგი.
-წვენს შევუკვეთ-სწრაფად თქვა და მიმტანს მოუთმენლად გასძახა.
-ახლავე..-აკანკალებული ხელით ამოვიღე ჩანთიდან ლექსი,რომელმაც საშინლად ამაფორიაქა.
-მალე..ასეთს პირველად გხედავ.
-ადრენალინი.
-მიდი.
-კარგი...
„აღარ დარჩა თემა, სალაპარაკო,
ახლა, ალბათ კოცნის ჯერი მოვიდა...
ჩვენი კოცნა არ ამხილო ქალაქო!
ვიცი ახლა ვიღაც გვიცქერს შორიდან..
მუსაიფმა ამოწურა სიტყვები,
და ნუ ცდილობ თვალების არიდებას,
აშკარაა რადგან შენი ფიქრები
და ტუჩებზე შეხება ვგრძნობ გინდება...
თავს ვიკავებ და თვალებში გიცქერი
პირველ ნაბიჯს გითმობ, შენგან მოველი,
რა ლამაზი თვალები გაქვს, ცისფერი,
და რაც კი გაქვს ლამაზია ყოველი...
შენ ვერ ბედავ ეს ნაბიჯი გადმოდგა
და სახეზე გაგიელვებს სიმორცხვე,
ბიჭმა გოგოს რომ აკოცოხს რა მოხდაა?
ან ვის კითხავ ვინ გიყვარეს და ვინ კოცნე?!
გულზე მაინც მომეყრდენი პატარავ,
ჩამეხუტე და მეტს აღარ დაგითმობ,
პირველ კოცნას მე გაჩუქებ, აბა რაა
და ნაზ სხეულს ჟრუანტელით გაგითბობ...
აღარ დარჩა თემა სალაპარაკო,
ალბათ ახლა კოცნის ჯერი მოვიდა,
რად ამხილე ჩვენი კოცნა ქალაქო?
ბევრი გვიცქერს ბევრი გვიცქერს შორიდან....“
ინტერესით მიყურებდა და მერე ხელი ხელს შემოარტყა.
-არ ვიცოდი,ემილი თუ წერდა..
-წერს,კი წერს..
-შენ მგონი კოცნაზე მეტად ლექსი მოგეწონა..
-ამ..არ გინდა..-წვენი მოვწრუპე და ლექსი ნატალის მივაწოდე.
***
ასეთ ადრენალინს პირველად ვგრძნობდი.ჩემთვის ლექსი არავის დაეწერა,ისიც კი ვიფიქრე ვინმეს ხომ არ შეეშალა-მეთქი,მაგრამ მაინც უცნაურად ვგრძნობდი თავს.
-ეს ჩემია!-ვიმეორებდი გულში და ველოდი შემდეგ მოქმედებას,თავი ლამაზ მელოდრამაში მეგონა.
ერთი კვირის მერე,შეტყობინებაც მოვიდა..ეს ემილისგან იყო,ემილი გალდავასგან..ადამიანისგან,რომელსაც არ ვიცნობდი,მაგრამ მაინც მაბნევდა და გონს მირევდა.
საკუთარი თავი გამოვიჭირე იმაში,რომ მის თითოეულ პოსტს ვაკვირდებოდი და ერთ სურათსაც არ ვტოვებდი.
„ჰეი,მომენატრე...“
„ჰეიიიი..“-მივწერე და ბოლოს ასო გამიგრძელდა.
„შენს სადარაზოში ვარ..ჩამო..“
აკანკალებულმა ტელეფონი ვისროლე და კარებისკენ წავედი.მაინტერესებდა მართლა იყო თუ არა ქვემოთ,მაგრამ უფრო მეტად მისი ნახვა მინდოდა,თავს არ ვუტყდებოდი სურვეილებდი,მინდოდა,კიდევ ერთხელ ეკოცნა.
მგონი,ჩემში რაღაც ახალი არსება იღვიძებდა...და ამას ერქვა რაღაც სხვა,არ იყო ნარცისი,არ იყო მიმზიდველი რამ..ეს სცდებოდ საკუთარ თავს და იყო რაღაც,რაც უნდა მომეპოვებინა.
-ოოოოო-ბოლო ასო გააგრძელა და ხელზე მაკოცა.
-კარგი სვლაა-სიცილით ვუპასუხე.
-მოგეწონა არა?
-რა?-უცბად დავიბენი და არ ვიცოდი რა მეპასუხა
-ლექსიი..
-აააა.
-პირველი მცდელობაა,ქალბატონო..შენ შთამაგონე.
-მუზები და მსგავსი რამეები...საეჭვოა..-გავაქნიე თავი.
-რა არის საეჭვო,რომ უგემრიელესი ტუჩები გაქვს და მას მერე საჭმელს ვერ ვეკარები,წყალსაც ვერ ვსვამ,რადგან მეშინია,რომ მისი სიტკბოება სადღაც გაქრება.
-ზედმეტად რომანტიკული ხომ არ ხარ.
-პაემანზე რას იტყვი.
-პირველ პაემანზე?
-ნამდვილ პაემანზე..-ხელი მომიჭირა და მისკენ მიმიზიდა-არ გაკოცებ!-ყურში ჩამსძახა და უკან გაიწია.
***
-უნდა წახვიდე...-ნატალი ემოცირად ამბობდა.
-მაშინ შენც შეხვდი ვინმეს.
-ახლა არავინაა და..როცა იქნება გპირდები..-ლოყაზე მაკოცა-მგონი,ლექსის გარეშე არ შეხვდებოდი,როგორ იმოქმედა ამან შენზე.
-მართლა?-თვალები დავქაჩა..-ისე მართლა კარგი ვინმე ჩანს.
-კი და უნდა შეხვდე..ის შავი კაბა ჩაიცვი,მოკლედ და გამოყვანილი რომაა,მაღლები და მაკიაჟი..-სწრაფ-სწრაფად ამბობდა.
***
ნატალის გამოწყობილი გოგო ვიჯექი მის გვერდით და ჰორიზონტს ვუყურებდი.არ ვიცოდი სად მივყავდი,მაგრამ არ მადარდებდა,სულ სხვაგან ვიყავი და სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი.მაინტერესებდა რა იქნებოდა მისი მომდევნო ნაბიჯი.
-მოვედით...-კარი გამიღო და ხელკავი გამიყარა,შემდეგ ოდნავ გადმოიხარა ჩემკენ,მეგონა,მაკოცებდა,მაგრამ მხოლოდ ლოყა გამიხახუნა.ისე დავთბი და შევხურდი,რომ ლამის იყო მივარდნილიყავი და მისთვის მეკოცნა.
-ღამით ლამაზია..-მშვიდობის ხიდიდან გადმოვყურებდით თბილისს.
-ერთხელ ნატალიმ მომიყავნა აქ..-დაბნეული სახით ვუთხარი და შევიშმუშნე.მისი ხელი ისე სასიამოვნოდ მეკროდა წელზე,რომ ხიდიდან გადახტომასაც არ შევუშინდებოდი.
მის სიახლოვეს მხოლოდ მაშინ მოვწყდი,როცა რაღაც შენობაში შემიყვანა.
-აქ პირველად ხარ?
-თბილისში თვეებია,რაც ჩამოვედი..-თავი გავაქნიე და გამეღინა.
-რომანტიკული ვახშამი..-სკამი გამომიწია და წინ დამიჯდა.
მისი სახე სანთლების შუქს ირეკლავდა.ვხვდებოდი,რომ ისიც იმავეს გრძნობდა.კიდევ კარგი სიწითლის გამოჩენისგან მაკიაჟი მიცავდა.
-რას შეუკვეთ?-მკითხა დაბნეულობის განსამუხტავად.
-იცი,მე აერობიკაზე დავდივარ ბავშვობიდან და..
-მერე რა? ფიტნესში დავდივარ საუკუნეა.
-ღამით არ გეახლებით.
-ანუ სადილზე უნდა დამეპატიჟე?-შემოხედა და ჩემი ორივე ხელი დაიჭირა..-ერთხელ არაფერია და მერე გავითვალისწინებ.
-ერთხელ?
-ჰო,ერთხელ..
-კარგი,რამე მსუბუქს ავირჩევ-მენიუს დავხედე.
რარაცები მომიყვა.როგორც მითხრა,მამამისი დედამისს დაშორებული იყო.დედა ამერიკაში გათხოვილიყო მეორეჯერ,ხოლო მამა სადღაც მიკარგულიყო.
მისი თვალები მჭამდა,მინდოდა გამეგო მათში რა იმალებოდა,მაგრამ მაინც ვიკავებდი თავს და ვცდილობდი უხერხულ სიტუაციაში არ ამომეყო თავი.
-სად სწავლობ?
-იურიდიულზე,ოღონდ მე მართლა მაინტერესებს..
-გასაგებია.
-იცი,არ მეგონა ვინმე ასე თუ დამაინტერესებდა...-თვალებში მიყურებდა,მისი გულის ცემა მესმოდა კიდეც.ალბათ,მასაც ესმოდა და,ალბათ,გრძნობდა კიდეც,რომ სასწაულად მიზიდავდა-იდეალური ხარ და არ მესმის რატომ ხარ საკუთარი თავისადმი ასეთ კრიტიკული და რატომ...რატომ გინდა,რომ..ჰო იცი...-გაწყვიტა სიტყვები და სახე ხელების ქვეშ მომიქცია..
-დამავიწყდა,რომ...-დავიებენი და სახე გავინთავისუფლე..-ცისფერი თვალები არ მაქვს და კიდევ ლექსში ფაქტობრივი უზუსტობა იყო..
-მართლა?-წარბები მაღლა ასწია და ხელები ისევ სახის გარშემო დამადო.
-ჰო,წარმოიდგინე და ჰო..ფრაერი ხარ!
___
ესეც მომდევნო.
ველი შეფასებებს,ჩემო ტკბილებო.
იმედია,მოგეწონებათ.
მიყვარხართ და ისევ გაჩუქებთ ბევრ საჩუქარს.მკითხველიც და ავტორიც ჩემთვის ერთ რანგშია.
გკოცნით ბევრს.



№1  offline წევრი Smiling girl

tkbilooo <3 sauketesoxaaarrr <3 veli shemdeg tavsss<3 pirvelii varrr :D

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

Smiling girl
tkbilooo <3 sauketesoxaaarrr <3 veli shemdeg tavsss<3 pirvelii varrr :D

მადლობ..

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

ოოო, რა ლამაზი თავი იყო... მაგრამ რა მალე განვითარდა ყველაფერი :დ ძალიან მალე აკოცა იმ ბიჭმა რაღაც და პაემანიც ოჰ :D
თუმცა ხდება ასეთი რამეებიც, ერთი ნახვით შეყვარებაა ^_^
ძალიან მაგარი თავი იყო...
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

ErckeMydass25
ოოო, რა ლამაზი თავი იყო... მაგრამ რა მალე განვითარდა ყველაფერი :დ ძალიან მალე აკოცა იმ ბიჭმა რაღაც და პაემანიც ოჰ :D
თუმცა ხდება ასეთი რამეებიც, ერთი ნახვით შეყვარებაა ^_^
ძალიან მაგარი თავი იყო...

მადლობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent