შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი დღიურებიდან : ბედნიერების ოთხი საფეხური


7-10-2015, 22:40
ავტორი წვიმა
ნანახია 1 712

არსებობს უსასრულო სივრცე ადამიანის გონებაში, სადაც ის აღმართავს ათასობით ცათამბჯენს და ინახავს მათში მოგონებებს. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებს უსასრულო მეხსიერების ბარათი გვავს, მაგრამ ზოგჯერ მათ ვკარგავთ და უხერხულ სიტუაციებში ვვარდებით.
„ - გამარჯობა ახალო, რა გქვია? - არ მინდოდა ყურადღების მიქცევა, მაგრამ სამი დღის დაგვიანებით, რომ შეხვალ კლასში კარგს არაფერს უნდა ელოდო. ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ კითხვებს პასუხები სჭირდება, ისინი კი მე მაქვს.
- სალომე.- ვთქვი ჩუმად და სულ ბოლოში მდგარი, ცარიელი მაგიდისკენ გავიწიე.
- რაა?
- სა ლო მე. - ისევ ჩუმად გავიმეორე მე. ყველა მიხვდა რომ უცხოელი ვიყავი, უფრო მეტიც იფიქრეს ფრანგული არ ვიცოდი. (#იმედგაცრუება)’’
გონებაში ახალ სკოლაში გატარებული პირველი დღე გადავათვალიერე და გამაჟრიალა. არავინ მელაპარაკებოდა, მაგრამ თავს მშვენივრად ვგრძნობდი, ეხლა კი ყველა ბევრს ლაპარაკობს და ეს საშინლად დამღლელი და მომაბეზრებელია.
„ - იმიტო დაგდევენ ეგენი აქეთ-იქით, რომ მოკლე კაბა გაცვია.
- ჩემი კაბა არც ისე მოკლეა. - ენა გამოვუყავი ჩემს კლასელს და დებილური კონცერტის ყურება განვაგრძე.
- კიდევ კარგი უფასოდ შემოგვიშვეს, თორე ამაში ფულს რა მიმაცემინებდა. - გადავჩურჩულე მე და ისევ სცენას შევხედე.’’
ძველ სკოლაში თავს მშვენივრად ვგრძნობდი. არანაირი ზედმეტი ყურადღება, კარგი რეპუტაცია და რაც მთავარია არაჩვეულებრივი მეგობრები. ალბათ იკითხავთ რა გინდა თურქეთშიო. პასუხი ძალიან მარტივია. დედა აქ მუშაობს, შემდეგ კი მან გადაწყვიტა, რომ აქ უკეთესი მომავალი მექნებოდა და ვარ ეხლა ესე.
„ - ახალო, გინდა გცემო?’’ - გვერდზე ერთი მაღალი, გამხდარი გოგო მომიჯდა. ჰო, გეთანხმებით, კითხვა არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ ღმერთმა მოთმენის დიდი ნიჭით დამაჯილდოვა.
- დამიჯერე, რომც გინდოდეს ვერა მცემ. - წყნარად ვუპასუხე და ისევ ტელეფონს დავუბრუნდი.
- ვერა გცემ?! რომ დაგარტყამ ფეხზე ვეღარ ადგები... - მოკლედ კიდევ ბევრი ილაპარაკა მე არ ვუსმენდი, უბრალოდ მოთმინებით ვუცდიდი, როდის მორჩებოდა რომ პასუხი გამეცა. ერთხანს ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ შემოვკრა - მეთქი, მაგრა გადავიფიქრე.
- არ ხუმრობს, სერიოზულად ამბობს. - საუბარში ჩაერია მისი დაქალი.
- არც მე ვხუმრობ, დამიჯერეთ. - ისეთივე ტონით განვაგრძე საუბარი.
- რაა? არ გჯერა ხო? წამოდი ვიჩხუბოთ. - ჩემი მოთმინება უკვე ზღვარს სცდებოდა, თუმცა ვხვდებოდი რომ მერე ყველაფერი მე დამბრალდებოდა, ამიტომ ისევ წყნარად განვაგრძე.
- ჩხუბი არ მიყვარს.
- არაუშავს იქით გავიდეთ.
- მოდი დაწყნარდი და შენს ადგილას დაჯექი, ან საერთოდ რა გინდა?
- ჰო მართალია რა გინდა? - ისევ მაგისი დაქალი ჩაერია საუბარში.
- ჰო რავი, მოდი ბოდიში მომიხადე და შევრიგდეთ.
- მე რატომ უნდა მოვიხადო ბოდიში?
- აი ამისნაირი ხასიათი უნდა გვქონდეს რა. - დიალოგი ისევ დაქალმა განაგრძო, მე კი ისევ ტელეფონს დავუბრუნდი.’’ სახლში ამ ამბავ რომ ვყვებოდი ყველანი ბოლო ხმაზე ვიცინოდით, თუმცა ნერვები საშინლად მომშლოდა.
„ - მისმინე, შენს უკან რომ ზის ის ბიჭი, პაემანზე თუ დაგპატიჟებს არ დათანხმდე. ყველა დაპატიჟა ჩვენი კლასიდან და სულ ყველას უღალატა. - ერთადერთი ადგილი სადაც თავს კარგათ ვგრძნობდი ავტობუსი იყო და ამასაც არ მარჩენდა ჩემი იდიოტი კლასელი. ღმერთო ნეტა გამოსართავი ღილაკი რატომ არა აქვთ ადამიანებს.
- დებილი არ ვარ და არც პაემნებზე სიარული მიყვარს, არც ბევრი ლაპარაკი... - ბოლო წინადადება ჩუმად ვთქვი, არ მინდოდა რამე სწყენოდა.“ ეს ყველაფერი, ძალიან გავდა ჩემს პირველ შეყვარებულთან შეხვედრის ამბავს, მაგრამ იმედია კლასელებიდან რომელიმეს არ მოუნდება ჩემი შეყვარებულობა.
„ - გამარჯობა, რა გქვია? - გვერდზე სუსტი ბიჭი მომიჯდა.
- უკაცრავად? დავაი დაახვიე აქედან! ეს ადგილი დაკავებულია, ჩემი დაქალი უნდა მოვიდეს.
- ჰო, კაი. - ადგა და წავიდა.
- - რაა? - გაკვირვებულმა გავაყოლე თვალი, მეგონა ვერ მოვიშორებდი. დავმშვიდდი, თუმცა დიდი ხნით ვერა. ბიჭები ყველგან დამდევდნენ სადაც არ უნდა წავსულიყავი, ტუალეტშიც კი.
ბოლოს გიგიმ ჩემს გვერდზე დაჯდომა მოახერხა, მიყურებდა და იღიმოდა.
- რა საყვარელი ხარ. შენი ნომერი მომეცი რა.
- არა.
- გთხოვ.
- არა, დაივიწყე.
- აუ მიდი რა.
- კაი, მომეცი შენი ტელეფონი.
- აჰა. -ტელეფონი გამომიწოდა და ინტერესის თვალებით მიყურებდა. მე აუღელვებლად ვწერდი ჩემს ნომერს ტელეფონში და მეცინებოდა ჩემს სულელურ საქციელზე, მაგრამ ეხლა ამ ყველაფერზე მეცინება და არც ვნანობ რომ ასე მოვიქეცი, მან ხომ კარგი მოგონებები მაჩუქა.
მთელი გზა ვლაპარაკობდით ტელეფონზე, ეს იყო ლამაზი და ბედნიერი წუთები, თუმცა ვგრძნობდი რომ ამ ურთიერთობას არ ჰქონდა მომავალი და არც მინდოდა ჰქონოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent