შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტა 3


10-12-2015, 17:31
ავტორი malena
ნანახია 7 206

იმ ღამით, ოთახის კუთხეში მიკუნჭული, საბოლოოდ დაემშვიდობა ოცნებას, რომ კარი გაიღებოდა, განრისხებული რატი დამხმარე ბიჭების ამალით შემოვარდებოდა,აქვითინებულ მარტას გულში ჩაიკრავდა და არსებულ კოშმარს ბოლოს მოუღებდა. საბოლოოდ თქვა უარი ყველა იმ ნატვრასა თუ მიზანზე, რასაც რატისთან ერთად ისახავდა. იმისთვისაც შეამზადა თავი, რომ შეიძლებოდა, დედამისი მართლა შეეგუა მისი მოტაცების ამბავს და რა უნდა ექნა მერე, რა ეშველებოდა? საქმე ქუჯის შეყვარება არშეყვარებაზე კი არ იყო, მარტასთვის მისი ოდნავი სიახლოვეც კი გაუსაძლისი იყო. უდიდესი ბრაზის, უსამართლობის, უსუსურობის, სიძულვილის და შიშის გარდა, არანაირ გრძნობაზე არ იყო საუბარი. არ ფიქრობდა რომ გაუვლიდა, დაშოშმინდებოდა და სხვა თვალით შეხედავდა ბიჭს, თბილი გრძნობა გაუჩნდებოდა მის მიმართ და არც გასჩენია. არასდროს.

მომდევნო დღეს, ახალციხეში ჩასულებს, სხვა მომღიმარ, გახარებულ ხალხთან ერთად, სახეგაცისკროვნებული დედის დანახვა, მიუხედავად ქუჯის გაფრთხილებისა, შოკი იყო მარტასთვის. „გილოცავთ დედი, ღმერთმა სულ ბედნიერები გამყოფოთ“ - ფრაზა კი გულისამრევი.
ო, როგორ ეხვეწა დედას წამიყვანეო, ემუდარა. მერე მუქარაზე გადავიდა, თავს მოვიკლავ, ან ისე მოვიქცევი, გამომაგდებენ სახლიდან და უარესად შეგარცხვენო. არაფერი გამოუვიდა. ოქროებით დახუნძლულმა დედამთილმა რომ მიუკაკუნათ კარზე, ფეხზე მკვირცხლად წამომხტარმა დედამ არც კი დაასრულებინა ლაპარაკი. გეყოს ტირილი, დედამთილს აქედანვე უნდა მოაწონო თავიო, იქით დატუქსა შვილი. პირგამეხებული მარტა ისე დახუნძლეს ძვირფასეულობით, არაფერი გაუგია. ფაქტიურად, სიგიჟის ზღვარზე იყო. ჰოდა, იმ დღეს, ახალდაქორწინებულთათვის გაშლილ სუფრაზე პირველი ისტერიკა დადგა, როცა სუფრის თავში წამოჭიმეს ეგრეთწოდებულ მეუღლესთან ერთად, როცა ის და ქუჯი, მათი მომავალი „ბედნიერი“ თანაცხოვრება, შვილები და ლამის შვილიშვილები დალოცეს.
ბოლო ხმაზე ატეხა კივილი, რომ ვერ იტანდა მის გვერდით მჯდომ მამაკაცს, რომ ყველა კარგად ხედავდა, რა უბედურიც იყო, რომ აშკარა დანაშაული ხდებოდა მათ თვალწინ და ისინი, ბედნიერი სახეებით, არაფერსაც არ იმჩნევდნენ. ყველა გალანძღა, მგონი რამდენიმე თეფში თუ ჭიქაც დაანარცხა იატაკზე, ზუსტად არ ახსოვს.
ყველას სახეზე შეახმა ღიმილი. დედამთილი მზად იყო, ოქროები დაეძრო და სახლიდან გაეშვა. აი დედა კი... სასწაული ეგ იყო, ნაწყენი და შერცხვენილი უყურებდა მარტას, კიდევ იქით იყო უკმაყოფილო. ზოგადად მშვიდი მარტასგან წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო მსგავსი ქცევა, არასდროს იყო შფოთიანი, ან ზედმეტად ხმაურიანი, მაგრამ დედას ერთი რამ ავიწყდებოდა, მის შვილზე უსერიოზულესი ძალადობა ხორციელდებოდა, გოგონა თავს გალიაში გამომწყვდეული ნადირივით გრძნობდა, სასოწარკვეთილი იყო და აგონიაში მყოფი აწყდებოდა აქეთ-იქით.
პირზე ხელი მალევე ააფარა ქუჯიმ და დიდი ჭიდაობით გაათრია ერთერთ ოთახში. მანამდე არ მოაცილა ხელი პირიდან აღმუვლებულ და აფართხალებულ გოგონას, სანამ ქანცი არ გაუწყდა, მოდუნდა მის მკლავებში მომწყვდეული და უხმო, გულამომჯდარ ტირილზე გადავიდა. მისი დროებითი სიმშვიდით გზახსნილი ქუჯი ძლიერად იკრავდა მარტას გულში, იქვე, იატაკზე მასთან ერთად დაშვებული, მთელ სხეულზე ეფერებოდა გოგონას, ნაზად და ფრთხილად უკოცნიდა სახეს. ამ გზით ცდილობდა გოგონაში თბილი გრძნობების აღძვრას. მალევე გონს მოსული მარტა კი მომენტალურად დაუსხლტა ხელიდან. ფეხზე წამომხტარი ციებიანივით ძაგძაგებდა და სიძულვილით სავსე მზერით ჯიქურ უყურებდა ბიჭს.
- არ გაბედო მოკარება! - მთელი სახლის გასაგონად დაუწივლა.
მის სახესთან აღმართულ ქუჯის ხელს ოდნავ არ შეუშინებია, თვალიც არ დაუხამხამებია. ისევ ქუჯიმ დაიხია უკან. სიმწრით მომუშტული ხელი დაბლა დაუშვა.
- რაც არ უნდა გააკეთო, ვერ დაიხსნი თავს ჩემგან. - ხმადაბლა, მუქარით წაუსისინა ყურთან.
ამით არ დამთავრებულა მისი ცუდი რძლობა, ცუდი ცოლობა და ცუდი შვილობა. პირიქით, იმდ დღიდან დაიწყო ყველაფერი. ქუჯისდა საუბედუროდ, სიყვარულის კი არა, შეჩვევის და შეგუების მომენტიც კი არ დაუდგა მარტას. ორი ნაბიჯის სიახლოვეს არ უდგებოდა გოგონა და თუ ძალის გამოყენებით ცდილობდა მის მოფერებას, მარტას წივილი და ლანძღვა მთელს უბანში ისმოდა ლამის. რძალ-დედამთილი კი ძალიან მალე დასანახად ვერ იტანდნენ ერთმანეთს.
- რა აქვს ჩემ შვილს შენი დასაწუნი! - ლმობიერობანას თამაში რომ ამოუვიდა ყელში დედამთილიც აწივლდა.
მარტამ საპასუხოდ, მგიდაზე დაგდებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა, მშვიდად მოუკიდა და შეაბოლა ქალს სახეში.
- ნამდვილი გომბიო ხარ! - მიახალა გაწიწმატებულმა ქალმა.
- თქვენ არავისზე ამოგეღებათ ხმა. ქუჯისნაირი ნაგავი გამოზარდეთ და თავი ქალად მოგაქვთ. - ისე ირონიულად იღიმოდა გოგონა, იმოდენა შხამის და ბოღმის ჩადებას ცდილობდა ნათქვამში, ისე უნდოდა გამწარებულიყო ქალი, მასავით ტკენოდა...
- შენ ჩვენი ოჯახის რა ღირსი ხარ, გაუზრდელო! - ხმა უთრთოდა გაოგნებულ ქალს.
- ჰოდა, გამაგდეთ. - პირდაპირ მაგიდაზე დაასრისა თავისი პირველი ღერი მარტამ და ნელი ნაბიჯით გაეცალა აკივლებულ დედამთილს.
კარგა ხანს ისმოდა ქუჯისა და დედამისის ჩხუბი. „გადაგვწვავს, რამეს დაგვმართებს, უბედურების მეტს არაფერს მოგიტანს.“ - ეს და მისთანანი მრავლად გაიგონა გოგონამ. ო, როგორ უნდოდა, დედისთვის დაეჯერებინა ქუჯის და თავის სახლლლლში გაეშვა ,მაგრამ არანაკლებ ჯიბრში ედგა ბიჭი და ამ ჯიბრმა სავალალო შედეგებამდე მიიყვანა.
- რის მიღწევას ცდილობ?! - ოთახში ღრიალით შემოვარდნილ ბიჭს ზედაც არ შეხედა. - არაფერი გამოგივა, ფრთხილად იყავი, მოთმინება მელევა უკვე!
რამდენჯერმე გაიქცა ქუჯის სახლიდან. ერთხელ , პოლიციაში მიქანდა. თუმცა, ქუჯის ოჯახის ახლობელმა პოლიციელმა არც კი მოუსმინა და უკან, ქუჯისთან მიაბრძანა. მეორედ, თბილისში მიდიოდა, მაგრამ ადგილამდე ვერ ჩააღწია. გორთან ახლოს, სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოხსნეს. რომელიღაც ახლობელს დაუნახავს, როგორ ჯდებოდა ტრანსპორტში. მესამედ, თბილისშიც ჩავიდა და დედასთანაც მივიდა, რატომღაც მაინც ჰქონდა მისი იმედი. ეგონა, გულს მოულბობდა, ძველ დროს გაახსენებდა და ისიც გულაჩუყებული აღარსად გაუშვებდა. შეცდა...
ერთთვიანი დავიდარაბის, ერთთვიანი დაჭმის, ერთთვიანი არ თუ ვერ შეგუების, არ მორჩილებით, თანაცხოვრების არ გამოსვლით, არ მოწესრიგებით და ყოველდღიური დაძაბულობით თავგაბეზრებული ქუჯი, მეგობრებთან ერთად წავიდა დასალევად, უფრო სწორად წაიყვანეს, გულს გადააყოლებო და იმ ღამით ის ჩაიდინა, რამაც საბოლოოდ გააფუჭა ყველაფერი.
ბარბაცით შევიდა საძინებელში, საუთარი საწოლისკენ გაექცა მზერა, რომელსაც ერთი თვე იყო არ გაკარებოდა, მარტამ მიისაკუთრა. იატაკზე მოწყობილ საწოლზე მყოფი საათობით უსმენდა გოგონას სუნთქვას, ან მის მძინარე და მშვიდ სახეს დასცქეროდა. მხოლოდ მაშინ ახერხებდა მის შავ თმას შეხებოდა ფრთხილად. ასეთ მომენტებში, ოცნებობდა, მოთვინიერებული და ათრთოლებული მარტას მკლავებში მოქცევაზე. ასეთ მომენტებში, სჯეროდა, ეს დღეც აუცილებლად დადგებოდა.მაგრამ იმ ღამით... იმ ღამით, ფეხებშუა მოექცია მძინარე მარტას საბანი. პენუარი წელზე შემოხვეოდა და ფეხები და ლამაზი უკანალი გამოემზეურებინა. ქუჩიდან შემოსული ლამპიონების შუქზე გადაშლილი სანახაობა ქუჯისთვის ზღვარი იყო. სხვა დროს თუ უბრალოდ საბანს გაუსწორებდა და ყველანაირ სურვილს დათრგუნდავდა, იმ ღამით უკვე ვეღარ შეძლო, მოთმინება გამოელია. მისი ოცნების ქალი იწვა მისგან ორ ნაბიჯში და მშვიდად ფშვინავდა. მაშინ, როცა, თავად სასმელითაც ვერ გაინელა ბოღმა. ჰო, სასმელმაც თავისი ქნა და...
წინააღმდეგობის ოდნავი საშულაებაც კი არ დაუტოვა ისე დააცხრა მძინარეს. არც მუდარა გაუგია, არც ტირილი. საკუთარი ხელებით დაბორკილს სწრაფად დაეუფლა. მარტას კივილზე წამით გარინდულმა ცრემლით სავსე თვალებში ჩახედა გოგონას, არაფერი იკითხებოდა მის მზერაში, აღარ ეწინააღმდეგებოდა, უბრალოდ იდო მის ქვეშ და ძლივს შესამჩნევად სუნთქავდა. უკვე გვიან იყო, გაჩერებას არც აზრი ჰქონდა და არც შეეძლო. მის მაჯებს შეეშვა, აქამდე მთელი ძალით რომ უჭერდა ხელებს. სახეზე ფრთხილად შეეხო ხელით, მერე ტუჩებით, გაშმაგებით დაუკოცნა ბაგეები. არანაირი საპასუხო რეაქცია არ მიუღია, ან რას ელოდა თავადაც არ იცოდა. თუმცა, ამ გულგრილობას ისევ შეწინააღმდეგებოდა, ეკივლა, გაელანძღა ერჩია. გამწარებულმა, გოგონას სხეულზე შერჩენილი პერანგი გაფხრიწა და მის ყელში თავჩარგულმა, მის თვალებს გაქცეულმა, საქმე ბოლომდე მიიყვანა...


ვიცი პატარაა, მაგრამ მეტის დაბეჭდვას ვერ ვახერხებ...



№1  offline მოდერი chica sol

ოხ მთელი დღეა გელი და მაშინ დაიდო როცა გავრბივარ. ერთი სული მაქვს შევსანსლო ეს თავი. მიყვარხარ მალენა love

 


№2  offline მოდერი malena

მარიამ ზაქარაშვილი
ოხ მთელი დღეა გელი და მაშინ დაიდო როცა გავრბივარ. ერთი სული მაქვს შევსანსლო ეს თავი. მიყვარხარ მალენა love

გაიქეცი, ეს თავი არსად გაიქცევა. <3

 


№3  offline ადმინი შამანი

პატარა თავია,თუმცა კარგია,ძალიან მომწონს ისტორია ♥
ცხოველი და არაკაცია ქუჯი!
მარტას დედის მსგავსებს დედათ არ და ვერ ჩავთვლი ვერასდროს.
ხალხის ჭორაობის და იმ ოქროების გამო თავისი შვილი ფეხებზე და*კიდა. საშინელებაა!
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№4  offline წევრი ket-kat

ძალიან პაწუკა თავია :) ხვალ დადე რა აუცილებლად ... <3

 


№5  offline მოდერი malena

შამანი
პატარა თავია,თუმცა კარგია,ძალიან მომწონს ისტორია ♥
ცხოველი და არაკაცია ქუჯი!
მარტას დედის მსგავსებს დედათ არ და ვერ ჩავთვლი ვერასდროს.
ხალხის ჭორაობის და იმ ოქროების გამო თავისი შვილი ფეხებზე და*კიდა. საშინელებაა!


მიხარია რომ მოგწონს და მიხარია აღშფოთებული რომ ხარ ქუჯის ქცევით...

ket-kat
ძალიან პაწუკა თავია :) ხვალ დადე რა აუცილებლად ... <3

ვეცდები ამაღამვე დავდო, ვნახოთ...

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

ამ გოგოს ჰქვია მ არ ტ ა, მარტა და არა მარიტა:)))

ქუჯი ხომ საქონელია, მაგრამ...აი,ბოლოს რაც გააკეთა, მომეწონა როგორ გქონდა სიტუაცია აღწერილი. არაფრით არ ვამართლებ, მაგრამ მისი მესმის. იმდენი ხანი უთმენდა ასეთ მარტას და მხოლოდ მთვრალმა ჩაიდინა მსგავსი საზიზღრობა. როგორც კაცი სანაგვეშია მოსასროლი, თუმცა მისი ადამიანური სისუსტეებიც მისაღებია და არა ძალიან გამაღიზიანებელი.

 


მესმის ქუჯისი, ძალიან მესმის... ცუდია, რაც ჩაიდინა, მაგრამ მაინც...
დანარჩენს რაც შეეხება, არ ვიცი რა. შესანიშნავად წერ. ყველაფერი იდეალურად გაქვს აღწერილი. მითრევ, მითრევ და მითრევ.

 


№8 სტუმარი Sani

Uxx malenaa ♥♥ ramden xans velodi shens shemdeg istorias neta icode ♥♥ male dade shemdegi :* jerjerobit nakacar qujize da martas tragediaze komentars ar vaketeb ♥♥ geli ♥♥

 


№9 სტუმარი nina

ვაიმე, ძალიან იმოქმედა ბოლო ნაწილმა,
დედაც ასეთი უნდა გგყავდეს, საერთოდ ასეთ ადამიანს შვილი რატომ უნდა გაუჩნდეს ვერ ვხდები...
ან ეს ძალით სიყვარული? ელემენტარული შეგნება რომ არ ექნება ადამიან.
მტკივნეული რეალობა.
პ.ს. ძალიან მაგარი იყო. სულისშემძვრელი.
უმორჩილესად გთხოვ დღეს კიდევ ერთი თავი დაგვიდო,თორე დარდით მოვკდები და ვიცი რომ არ გინდა ჩემი სიკვდილი..
გელოდები იცოდე, არ დავიძინებ <3 :*

 


№10  offline წევრი ukideganod martosuli

ise ramdeni gogo iqneba visac namdvilad gadaxdenia aseti sashineleba yvela mecodeba....

 


№11  offline ახალბედა მწერალი lullaby

გრაფომ თქვა ჩემი სათქმელი... მამაკაცი, თანაც მთვრალი და თანაც ამდენი ხნის სურვილით სავსე ნამდვილად ვერ შეიკავებდა თავს. თან თუ გამობზეკილ უკანალს დაინახავდა :დდ

თუმცა აი, მართლა არ მესმის, რა სიამოვნებას იღებენ ეს კაცები იმ ქალების დაჯაბნით, რომლებსაც მათი დანახვაც არ უნდათ // გულისამრევია.

მალო როგორ მიყვარს შენი თხრობა... რა კარგი ხარ ნეტა იცოდე... <3
კი, თავი პატარა იყო, მაგრამ მე დამაკმაყოფილა ამბავმა...
გელი სულმოუთქმელად <3

 


№12  offline მოდერი malena

უღრმესი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და აკომენტარებთ, თქვენს აზრს გამოხატავთ. აი, გულს მიხარებთ და ზოგჯერ მაწითლებთ კიდეც. სულ მგონია რომ მოსაწონად არ ვწერ და კიდევ, ეს ის ისტორიაა, რომელზეც ყველაზე მეტად მაინტერესებს მითხველის აზრი...

რაც შეეხება ქუჯის საქციელს, ძაან მიკვირს რო რაღაც პონტში გესმით მისი...

 


№13  offline აქტიური მკითხველი grafo

ქუჯის,კი არ მესმის...მე იმის თქმა მინდოდა რომ "სწორად" გადმოეცი ეს ძალადობის სცენა ანუ ხელოვნური არაფერი იყო მანდ. ამაზრზენი, მაგრამ ბუნებრივი რაღაც ჩაიდინა თავის მდგომარეობაში. რა ვიცი, მე როგორც ავტორმა შეგაქე ამის ასე გადმოცემისთვის და თუ არ დამარტყამ კარგს იზამ:)))).

 


№14  offline მოდერი malena

grafo
ქუჯის,კი არ მესმის...მე იმის თქმა მინდოდა რომ "სწორად" გადმოეცი ეს ძალადობის სცენა ანუ ხელოვნური არაფერი იყო მანდ. ამაზრზენი, მაგრამ ბუნებრივი რაღაც ჩაიდინა თავის მდგომარეობაში. რა ვიცი, მე როგორც ავტორმა შეგაქე ამის ასე გადმოცემისთვის და თუ არ დამარტყამ კარგს იზამ:)))).

ასეთივე ბუნებრივია პირუტყვის ქცევა, სადაც გაეხარდება იქ რომ მოისაქმებს ხოლმე, უფრო მეტად ბუნებრივი.
მადლობა შექებისთვის, ხო ხედავ თავში ამივარდა და ახსნა-განმარტებებს ვითხოვ. winked

 


№15  offline მოდერი malena

Sani
Uxx malenaa ♥♥ ramden xans velodi shens shemdeg istorias neta icode ♥♥ male dade shemdegi :* jerjerobit nakacar qujize da martas tragediaze komentars ar vaketeb ♥♥ geli ♥♥

ნაკაცარი... იიიფ...
მადლობა <3

 


№16  offline აქტიური მკითხველი grafo

malena
grafo
ქუჯის,კი არ მესმის...მე იმის თქმა მინდოდა რომ "სწორად" გადმოეცი ეს ძალადობის სცენა ანუ ხელოვნური არაფერი იყო მანდ. ამაზრზენი, მაგრამ ბუნებრივი რაღაც ჩაიდინა თავის მდგომარეობაში. რა ვიცი, მე როგორც ავტორმა შეგაქე ამის ასე გადმოცემისთვის და თუ არ დამარტყამ კარგს იზამ:)))).

ასეთივე ბუნებრივია პირუტყვის ქცევა, სადაც გაეხარდება იქ რომ მოისაქმებს ხოლმე, უფრო მეტად ბუნებრივი.
მადლობა შექებისთვის, ხო ხედავ თავში ამივარდა და ახსნა-განმარტებებს ვითხოვ. winked


მე ის ვიცი,რომ ქუჯი ასეთ მდგომარეობაში მისულიყო იმ ქალთან ვინც ავადმყოფურ აკვიატებად აქვს ქცეული და მხოლოდ შუბლზე ეკოცნა და იატაკზე ძილი გაეგრძელებინა,შენი ისტორიებისკენ არ გამოვიხედავდი არასდროს. ქუჯის არ ვამართლებ. მომეწონა ის, როგორ ადეკვატურადაც აღწერე სიტუაცია, მაგრამ აწი ხმის ამომღები არ ვარ:))).

 


№17  offline მოდერი malena

თუკა
ვაიმეე აი როგორ იცი ამ სცენების აღწერა მალენა შენ, დამაჟრილა და ამახუნტრუცა ამხელა ქალი.....
საუკეთესო რომ ხარ და ა.შ არ დავიწყებ ქება– დედას. ისეთი კარგი ხარ "მეკითხვინები"...
მომეწონა საშინლად ამ სცენის აღწერა, იმდენად კარგი იყო და ბუნებრივი ყოჩაღ შენ...

love love

grafo
malena
grafo
ქუჯის,კი არ მესმის...მე იმის თქმა მინდოდა რომ "სწორად" გადმოეცი ეს ძალადობის სცენა ანუ ხელოვნური არაფერი იყო მანდ. ამაზრზენი, მაგრამ ბუნებრივი რაღაც ჩაიდინა თავის მდგომარეობაში. რა ვიცი, მე როგორც ავტორმა შეგაქე ამის ასე გადმოცემისთვის და თუ არ დამარტყამ კარგს იზამ:)))).

ასეთივე ბუნებრივია პირუტყვის ქცევა, სადაც გაეხარდება იქ რომ მოისაქმებს ხოლმე, უფრო მეტად ბუნებრივი.
მადლობა შექებისთვის, ხო ხედავ თავში ამივარდა და ახსნა-განმარტებებს ვითხოვ. winked


მე ის ვიცი,რომ ქუჯი ასეთ მდგომარეობაში მისულიყო იმ ქალთან ვინც ავადმყოფურ აკვიატებად აქვს ქცეული და მხოლოდ შუბლზე ეკოცნა და იატაკზე ძილი გაეგრძელებინა,შენი ისტორიებისკენ არ გამოვიხედავდი არასდროს. ქუჯის არ ვამართლებ. მომეწონა ის, როგორ ადეკვატურადაც აღწერე სიტუაცია, მაგრამ აწი ხმის ამომღები არ ვარ:))).

მართალი ხარ შენ, ქუჯისნაირისგან მსგავსი ქცევა ნამდვილად ადეკვატურია, სხვას რას უნდა ელოდო, დაინახა, მოუნდა და ეცა, თან მძინარეს.
ბოლო წინადადება ვითომ ვერ დავინახე.

 


№18 სტუმარი nia

დღეს დადებ ახალ თავს? დაველოდოთ?

 


№19  offline მოდერი malena

nia
დღეს დადებ ახალ თავს? დაველოდოთ?

კი, დავდებ. ვბეჭდავ. :)

 


№20 სტუმარი nia

malena
nia
დღეს დადებ ახალ თავს? დაველოდოთ?

კი, დავდებ. ვბეჭდავ. :)

ვაიმე შენი ოქროს ხელებიი გაახარა ღმერთმა და შენც... ველოდებიიი

 


№21  offline ადმინი უნდა ვწერო

პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას..სურათის მერს გადავწყვიტე დამეწყო კითხვა...კარგი სტილი გაქვს,ორიგინალურად წერ და საინტერესოდ...ეტყობა,რომ ზრდასრული ადამიანის ნაწერია და არა თინეიჯერის... მეცოდება მარტა ძალიან..ვნახოთ,რა მოხდება..

 


№22 სტუმარი ბუბუკა

რა თქმა უნდა ქუჯის საქციელი ის რომ მოიტაცა გაუმართლებელია,მაგრამ მთლად არაკაციც არ არის,მე ვიცი შემთხვევები თან ბევრი რო მოტაცებულ ქალს ერთი თვე კიარა ერთ საათს არ აცდიდნენ რო არ გაქცეოდათ,ძალას ხმარობდნენ ამის გამო,ამან კიდე კარგად მოუთმინა

რაც შეეხება ისტორიას როგორც ყოველთვის შესანიშნავია

 


№23  offline ახალბედა მწერალი ერკე

ჰმ... ძალიან საწყენია ასეთი რამ, განსაკუთრებით ასეთები ბევრი ხდება რეალობაშიც და ბევრი უბედურდება ამით. არ მომწონს მარტას ტანჯვა, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც მჯერა ბედნიერებას ეწევა.
ადამიანი წარსულით არ უნდა განსაჯო, არამედ იმით რაც გულში აქვს... მომავალი უნდა გახდე მისი და არა წარსულში იძრიმოალო. შესაფერის ადამიანს იპოვის მჯერა, ვნახოთ ახლა ეს ლევანი როგორია ^_^
მომწონს შენი წერის სტილი... მართლა ისე გადმოსცემ, რომ დაგაჟრიალებს კაცს და შეგძაგს მისი ასეთი საქციელი... ბრავო!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№24  offline მოდერი malena

მადლობებიიიი... მახარებთ საოცრად. ♥♥♥♥

 


№25  offline წევრი dadeshqeliani

ვაიმე ჩემი მალენა love სასწაული ხარ,განსხვავებული,ყველასგან განსხვავებული და უუმაგრესი.იცი მართა ძალიან მეცოდება მაგრამ ქუჯიც შემეცოდა რატომღაც ყველაფრისდა მიუხედავად ბოლოს

 


№26  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე რპგპრ მეცლდწბა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent