აღიარე, გაები ბაბნიკო ! ! ! (თავი 3)
ვაიმე ემილი, რაა არის თვალებში ვერ იყურები, ეხლა რა ვქნაა?-ვეუბნებოდი საკუთარ თავს და თან ვცდილობდი, მომეფიქრებინა როგორ ამეხსნა ეს ყველაფერი ჩემზე მოშტერებული უცნობისთვის. -შენ რა თვალებში ვერ იყურები? -მითხრა და გაბრაზებული მზერა მომაპყრო. -მაპატიეთ, იცით მე უბრალოდ, მაპატიეთ, არ მინდოდა ახლავე გავწმენდ, -ვუთხარი და შევეცადე მისთვის მზერა ამერიდებინა. -რა შენ, ყავის ნორმალურად მიტანა თუ არ იცი, სამსახურს რისთვის იწყებ, ჩემს მაისურს შეხედე რას გავს სულ დალაქავდა, შენი 5-თვის ხელფასიც კი არ ეყოფა ამ მაისურის ყიდვას.-იყვირა გაბრაზებულმა. -აქ, რა ხდება?-მეორე სართულიდან ჩამოვიდა ნატალი და ორივეს გაკვირვებული მზერა მოგვაპყრო. -არაფერი, უბრალოდ, ჯერ ყავის მიტანა უნდა ისწავლონ ვიღაც-ვიღაცეებმა, და მერე დაიწყონ სამსახური.-თქვა უცნობმა და ირონიულად გადმომხედა. -ალექსანდრე, რას ლაპარაკობ ეს მოსამსახურე კი არა ჩემი მეგობარი ემილია. ემილი ეს კი ჩემი ძმა ალექსანდრეა.(ნატალი) -სასიამოვნოა, და ბოდიშს ვიხდი თქვენი მაისურისთვის(მე) -იგივეს ვერ ვიტყოდი-თქვა და ირონიულად გადმომხედა , შემდეგ კი ნატალის შეხედა-ნატალი დღეს ვერ მოვალ, თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე.შევეცდები დილით ადრე მოვიდე და სკოლაში წაგიყვანო(ალექსანდრე) -კარგი ალექს(ნატალი)-უთხრა და ძმას ჩაეხუტა.-წამოდი ემილი ჩემს ოთახში ავიდეთ, ამას მაკა დაალაგებს. -მიმანიშნა ძირს დაყრილ ფინჯნის ნამსხვრევებზე. -კარგი(მე) ვუთხარი და უკან გავყევი. ნატალის ოთხში ავედით. თავს უხერხულად ვგრძნობდი. -ნატალი მე მართლა არ მინდოდა, შემთხვევით მომივიდა(მე) -დაივიწყე ემილი, შენ მაგაზე ნუ დარდობ უბრალოდ ჩემ ძმას ასეთი ხასიათი აქვს. ძალიან ჯიუტი და ფიცხია.(ნატალი) ეხერხულობამ მალევე გამიარა. მე და ნატალიმ დრო კარგად გავატარეთ. ჯერ ფილმს ვუყურეთ,შემდეგ „ბალიშების ომი“ წამოვიწყეთ, ბოლოს ძალიან მოგვშივდა და სამზარეულოში ჩავედით. ძალიან გემრიელად ვივახშმეთ, მაკა შესანიშნავი მზარეულია. ჩვენ ოთახში დავბრუნდით, ლეპტოპი ავიღეთ და facebook-ში შევედით. ნატალი ერთ ფოტოს დააშტერდა. ფოტოზე მომღიმარი ბიჭი იყო გამოსახული, რომელიც უნდა ვთქვა როომ რაღაცით ძალიან მგავდა. -ეს ლუკაა-დაიწყო ნატალიმ-ჩემი ძმის მეგობარია, 2წელია რაც გავიცანი, მანამდე ამერიკაში ცხოვრობდა, 18წლისაა და ჩვენს სკოლაში სწავლობს. რომ დავინახე მე თვითონაც არ ვიცი რა დამემართა. გულისცემა ამიჩქარდა და საშინლად დავიბენი. მაშინვე დავმეგობრდით, თავიდანვე ვხვდებოდი რომ ის ჩემთვის მხოლოდ მეგობარი არ იყო, თუმცა ამაზე ფიქრს ჩემს თავს ყოველთვის ვუკრძალავდი. მაგრამ უკვე 1 თვეა რაც მივხვდი რომ სიგიჟემდე მიყვარს. ის კი მხოლოდ მეგობრად მთვლის და ყოველდღე ახალ-ახალი გოგოს გვერდით ვხედავ.-დაასრულა ნატალიმ და თვალიდან ცრემლი ჩამოუვარდა. -არ ინერვიულო რა, აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება-ვუთხარი და უკვე ატირებულ ნატალის ჩავეხუტე. -უკვე შევეგუე ამ ყველაფერს, თუმცა ჩემთვის მაინც მტკივნეულია მისი სხვასთან დანახვა(ნატალი) გვიანობამდე ვისაუბრეთ, საათს რომ შევხედეთ უკვე 5 საათი იყო, ამიტომაც დაძინება გადავწყვიტეთ. დავწექი მაგრამ ვერ დავიძინე იმაზე დავიწყე ფიქრი თუ როგორ მგავდა ლუკა მე, მაგრამ ვერ ვხვდებოდი საიდან, ამიტომ ამაზე ფიქრს მოვეშვი. რატომღაც ფიქრებით ალექსანდრეს გადავწვდი და გონებაში მისი სახე წარმოვიდგინე, ჯანდაბა ემილი რაზე ფიქრობ! გავუჯავრდი ჩემს თავს და როგორც იქნა ჩამეძინა. -ემილი გაიღვიძე, გვაგვიანდება-ჩამესმა დილით ნატალის ხმა. -მმმმ, რომელი საათია?(მე) -ცხრის ნახევარი(ნატალი) -რააა?- ეს გავიგე თუ არა მაშინვე ფეხზე წამოვვარდი და სააბაზანოში შევვარდი. იქიდან კი 10 წუთში გამოვედი. ნატალი ოთახში დამხვდა. -წამოდი დაბლა ჩავიდეთ, ალექსი უკვე გველოდება(ნატალი) ნატალის დაბლა ჩავყევი, იქ კი მდივანზე მჯდარი ალექსანდრე დავინახე. -გამარჯობა(მე) -ნატალი თუ მზად ხარ წავიდეთ(ალექსანდრე) ჩემთვის ყურადღება არც კი მოუქცევია, ისე ჩამიარა გვერდი. გარეთ გავედით და მანქანაში ჩავჯექით. გზაში ხმა არ ამომიღია, ალექსანდრესა და ნატალის საუბარს ვუსმენდი და ვხვდებოდი, როგორ უყვარდათ ერთმანეთი. -დღეს ბიჭები ამოვლენ, ლუკაც იქნება-თქვა ალექსანდრემ და სარკიდან გადმოხედა ნატალის, რომელსაც სახეზე ფერი აღარ ედო. -კარგია(ნატალი)-ძლივს თქვა ერთი სიტყვა და სკოლაში მისვლამდე ხმა არცერთს ამოუღია. 5წუთში მანქანა სკოლასთან გაჩერდა. -მადლობა რომ მომიყვანე(მე) -მე შენ კი არა ნატალი მოვიყვანე-მითხრა უკმეხად ალექსანდრემ და მანქანიდან გადავიდა. -ყურადღებას ნუ მიაქცევ(ნატალი)-მითხრა და გვერდით ამომიდგა. -შევეცდები(მე) ვუთხარი და გავუღმე. დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ სახლში წავედი. ამჯერად არც დედა დამხვდა შინ. დიდად არ მშიოდა ამიტომაც პირდაპირ ოთახში ავედი. გაკვეთილებს თითქმის ვამთავრებდი, როცა ჩემი ტელეფონი განათდა. -რა იყო ნატალი?(მე)-ვუპასუხე ტელეფონს. -ემილი, ხომ იცი რომ დღეს ლუკა უნდა ამოვიდეს, გთხოვ შენც ამოდი რა (ნატალი) -კარგი ამოვალ(მე) ვუთხარი და გავუთიშე. მეც გამიკვირდა ასე მალე რომ დავთანხმდი, მაგრამ რატომღაც ძალიან მინდოდა ლუკას გაცნობა.ეს ბიჭი ჩემში რაღაცნაირ ინტერესს იწვევდა. გავემზადე და წავედი. ნახევარ საათში უკვე ნატალისთან ვიყავი. სახლში შევედი თუ არა ალექსანდრეს დავუწყე თვალებით ძებნა. -ალექსანდრე ბიჭებთან ერთად მოვა(ნატალი) თქვა და გამომხედა. ძალიან შემრცხვა როცა მივხვდი რომ ჩემი ფიქრები წაიკითხა. რაღაცის თქმა დავაპირე მაგრამ ამ დროს კარი გაიღო და ხმაურით შემოლაგდნენ ბიჭები ოთახში. ჩემს დანახვაზე ყველა გაჩერდა. -ეს ემილი ნაკაშიძეა-ჩემი თავი წარუდგინა ყველას ნატალიმ. -ე, რა დამთხვევაა არა, ლუკაც ნაკაშიძეა-თქვა ერთ-ერთმა ბიჭმა და გამიღიმა. -ხო დამთხვევაა-ამჯერად ლუკამ თქვა და დაჟინებით დამაკვირდა. ყოველთვის მეუბნებოდნენ რომ თვალის ფერი მამისგან მერგო მემკვიდრეობით და ახლა როცა ლუკას დავაკვირდი მასაც ზუსტად მამასნაირი ლურჯი თვალები ჰქონდა. -ემილი- ფიქრებიდან ნატალის ხმამ გამომიყვანა- ეს გიორგია-მიმითითა იმ ბიჭზე რომელმაც პირველად ამოიღო ხმა-ეს დემეტრე-ამჯერად ქერა ბიჭზე მიმანიშნა-ეს კი ლუკაა, ლუკა ნაკაშიძე.- თქვა და თავი ჩახარა. P.S. ბავშვებო ყველას მადლობას გიხდით კომენტარებისთვის, ეს თავი ცოტა პატარა გამომივიდა, მეტის დადება ვერ მოვახერხე. მაგრამ გპირდებით ხვალ ორჯერ დიდ თავს დავდებ. აბა როგორ მოგწონთ ჩვენი გოგოები? მაინტერესებს ლუკაზე რას ფიქრობთ, თქვენი აზრი გამოხატეთ კომენტარებში, მიყვარხართთთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.