მინდა მიყვარდეს თავი 9
ბექა... ცოტა რომ დავწყნარდი საავადმყოფოში შევედით მე და ლევანი.იქ მხოლოდ ნია და ანა დაგვხვდა.ჩემი დასისხლიანებული ხელების დანახვაზე ანამ იმხელაზე იკივლა რომყველანი გაოცებული ვუყურებდით.დაინტერესდა იმითა თუ რა მომივიდა,მაგრამ იმდენადვიყავი გაღიზიანებული მისისაქციელით,რომ ნორმალურადაც არ გამიცია პასუხი.თეკო ექიმთან იყო შესული.ლექსოს მდგომარეობის გასაგებად მე და ლევანმაც ექიმის კაბინეტს მივაშურეთ.იქიდან სასიამოვნო ამბით გამოვედით,როდესაც ნიას და ანის საუბარს მოვკარით ყური.ადგილიდან არც ერთი არ გავნძრეულვართ.ვიდექით და ვუსმენდით მათ საუბარს.ნია ჩემზე ელაპარაკებოდა ანის,ის კი იმხელა ზიზღით და აგრესიით საუბრობდა ჩემზე.მეტს ვეღარ გავუძელი მის თვალში არაკაცი ვიყავი, უკანასკნელი ნაძირალა.რომელიც გოგოების შებმას ცდილობს და საერთოდ გრძნობები არ გააჩნია.ავდექი და წამოვედი.მანქანა როგორ მიმყავდა არ მახსოვს,მხოლოდ ის მახსოვს როგორ შევვარდი ლევანის ბინაში და ჩემს ჩანთაში გაგიჟებული ვყრიდი ტანსაცმელს.აქ გაჩერება აღარ შემეძლო.მისი სიახლოვე მკლავდა და მთრგუნავდა.არ შემეძლო ასე ახლოს მყოლოდა და რა შევხებოდი,თუნდაც მისი სურვილის საწინააღმდეგოდ.მისი სურნელი,თმები,თვალები მაგიჟებდნენ.სულ მის სახე მედგა წინ და მეგონა უკვე ვგიჟდებოდი.გამიმართლა სახლში არავინ იყო,ეხლა არავის თავი არ მქონდა.კველაფერი რაც ხელში მომხვდა ჩანთაში ჩავტენე და სახლის კარი გამოვიხურე.კიბეები ერტი ამოსუნთქვით ჩავირბინე.უკვე მანქანაში ჩაჯდომას ვაპირებდი რომ ჩემი ბიძაშვილის მანქანა ეზოში შემოვიდა.ანაც მასთან ერთდ იყო. მისი დანახვა სულს უარესად მიფორიაქებდა და მაგიჟებდა. ლევანს ვუთხარი რომ ლექსოსთან გადავდიოდი ცოტა ხნით სანამ ის დაბრუნდებოდა საავადმყოფოდან. ამისგაგონებაზე ჩემს ძმაკაცს სახე შეცვალა და ჩემი გადაწყვეტილების შეცვლას შეეცადა მაგრამ არაფერი გამოუვიდა.ავუხსენი რომ ანას გვერდით ყოფნა აღარ შემეძლო.ამის გაგონებაზე ანას სახეზე ფერი წაუვიდა.მიხვდა რომ ყველაფერი ვიცოდი და მის გამო მივდიოდი აქედან.ხმა არ ამოუღია.ზედგენიძემ კიდევ რაღაცა მომაძახა მაგრამ მე უკვე აღარ მომისმენია,მანქანა დავქოქე და ადგილს მოვწყვიტე.ლექსოს სახლამდე გიჟივით მივაქროლებდი და თავში სულ ანას სიტყვები მიტრიალებდა.ნუთუ მართლა ასეთი ვგონივარ,ბუთუ მართლა ასეთი წარმოდგენა აქვს ჩემზე?საკუთარ თავს კითხვებს ვუსმენდი და პასუხებს ვერ ვპოულობდი. სახლი გასაღებით გავაღე.ჩანთა სტუმრებისთვის განკუტვნილ საძინებელ ოთახში ავიტანე რომელიც მეორე სართულზე იყო.მერე ბარიდან ვისკის ბოთლი გამოვიღე და ეგრევე მივიყუდე პირზე.ნახევრამდე ისე ჩავცალე არც ამომისუნთქია,მინდოდა ეს სუტყვები გონებიდან ამომეშალა მაგრამ ვერ ვახერხებდი.რა მიქნა ამ პატარა გოგომ,სულ გადამიყვანა ჭკუიდან.ასე ნატალია მერე გოგო არ მომწონებია.მოწონებაა კი ეს ყოველივე?მორიგი კითხვა დავუსვი საკუთარ თავს და გულის ხმას მოვუსმინე.არა ეს მხოლოდ მოწონება არ იყო მე ის უკვე გაგიჟებით მიყვარდა.მიყვარდა მთელი სულით და გულით,მთელი ჩემი არსებით.მინდოდა სულ ჩემი ყოფილიყო და სულ მყვარებოდა.მაგრამ ის ამის უფლებას არ მაძლევდ.არ ვიცი რატომ შემიძულა ასე მე ხომ მხოლოდ ვაკოცე.რაიმე ცუდი მისთვის არ მიკადრებია და გულშიც კი არ გავივლებდი ამას.მაგრამ როგორ დამერწმუნებინა ანა ამაში უკვე ნამდვილად აღარ ვიცოდი.ვისკის ბოთლი ბოლომდე ჩავცალე და ბანცალ ბანცალით ავიარე მეორე სართულის კიბეები. საძინებლის კარი შევაღე და ლოგინზე პირაღმა დავემხე.ვუყურებდი გათეთრებულ ჭერს და ნელ ნელა მეხუჭებოდა თვალები.არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა,მაგრამ რაღაც ხმაურმა გამომაღვიძა.ავდექი და დერეფანში გამოვიხედე.ხმა ლექსოს საძინებლიდან გამოდიოდა .გამიკვირდა ვინ უნდა ყოფილიყო,კარი გამოვაღე და კარადებში თავ ჩარგული ლევანი დავინახე. -აქ რას აკეთებ ლევან?-ვკითხე ისე რომ თავიდან ხელები არ ჩამომიღია.თავი მისკდებოდა.ამდენი არ უნდა დამელია,გავიფიქრე ჩემტვის და ლევანს შევხედე. -ლექსოს ნივთებს ვალაგებ,დამირეკა და მთხოვა.შენ კიდევ რას გავხარ რა არის ეს?- ამომხედა გაბრაზებული თვალებით. -აუ კაი ეხლა არ დამიწყო რა მორალის კითხვა ისედაც თავი მისკდება.-ვუთხარი ისეთი სახით რომ ნებისმიერს შევეცოდებოდი ჩემი სახის დანახვისას. -მე მორალის წაკითხვას არც ვაპირებ და ჯობია მოწესრიგდე,ეგეთი არც ერთ გოგოს არ მოეწონები.-ესმაკურად შემომხედა ლევანმა და ნივთების ჩალაგებას მორჩა.რაღაცის კითხვას ვაპირებდი როცა მისი ტელეფონი აწკრიალდა.მოკლედ უპასუხა და მერე მე შემომხედა. -მიდი რა ბექუშ,ძმურად შენ გაუტანე ლექსოს ეს ჩანთა,მე სამსახურიდან დამირეკეს და უნდა გავიქცე.-მთხოვა ლევანმა. -მოვწესრიგდები და წავიღებ,ისედაც ვაპირებდი მის ნახვას.-დავამშვიდე ძმაკაცი. -კაი მასინ მე წავალ და ტუ მოვასწარი საღამოს მეც ვინახულებ.-უკვე გასვლას აპირებდა ლევანი რომ შემობრუნდა და გამაფრთხილა. -ხვალიდან სამსახურში გამოცხადდები ბატონო ბექა.-თითი გამაფრთხილებლად დამიქნია გამიცინა და ოთხიდან გავიდა. ვიდექი და მეზარებოდა აბაზანაში შესვლა,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.ცოტა უნდა მოვსულიყავი გონს და მეც ფეხების თრევით მივედი აბაზანამდე.ცხელი წყლის ქვეს ვიდექი და ანაზე ფიქრებს ვერ ვისორებდი.არ ვიცოდი რა უნდა მექნა ამ ჯიუტი გოგოსთვის.როგორ უნდა დამენახებინა ჩემი სიყვარული და მისი გრძნობაც გამეგო.დიდხანს ვიდექი ცხელი ჭავლის ქვეშ.როგორც იქნა გამოვედი პირსახოცი შემოვიხვიე წელზე და აბაზანის კარები გამოვაღე.საზინებლის კარები ღია იყო და შიგნით ანას შემოეყო თავი.მის აქ ნახვას აქ ნამდვილად არ ველოდი.გამიკვირდა,ნეტავ აქ რა უნდოდა.ერთი ფიქრი ისიც კი გავიფიქრე ჩემტან მოვიდა მეთქი მაგრამ მაშინვე ვუარყავი და გაოცებული თვალებით შევხედე.ის კი იდგა და ურცხვად მათვალიერებდა. -აქ რას აკეთებ ანა?-ვკითხე მისი ნახვით გაოცებულმა. -მე..მეეე..-ენა დაება და ხმას ვერ იღებდა,სამაგიეროდ ისევურცხვად მატვალიერებდა. მის ამ საქციელზე გულში გამეღიმა.არა და არ მოვწონვარ გოგოს, გავიფიქრე ჩემთვის კიტხვით კი სულ სხვა კითხვა დავუსვი. -დიდხანს იდგები ასე ქანდაკებასავით და ასე უნდა მიყურო?-ცოტა სიმკაცრე გავურიე ხმასი და სევატყე როგორ დაიბნა ჩემს კითხვაზე. -უკარავად,ბოდიში რომ შემოგეჭერი მე წავალ.-მითხრა და უცებ გაიქცა ოთახიდან,მეც უკან გავყევი უკვე კარებთან იყო მისული,ხელი მოვკიდე და შევაჩრე. -ან რისთვის მოხვედი აქ ან რისთვის მიდიხარ?რა თამაშს მეთამაშები ანა ვერ გავიგე.გინდა რომ სულ გამაგიჟო?-თავს უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი. -ჯერ ერთი მე აქ შენთან არ მოვსულვარ და მეორეც მე არაფერ თამაშს არ ვთამაშობ ბატონო ბექა.-ისეთი სეხით მითხრა რომ ერთი ნერვიც არ შერხევია სახეზე. -აბა აქ რა გინდა?-მის საქციელს უკვე მდგომარეობიდან გამოვყავდი. -ლექსოს უნდა წავუღო რაღაც ნივთები.დაკმაყოფილდი ჩემი პასუხით.-მომახალა პირში.მის საქციელზე გამეღიმა.საძინებლიდან ლექსოს უკვე გამზადებული სპორტული ჩანთა გამოვიტანე და მის წინ ფეხებთან დავაგდე.ვაკვირდებოდი მის რეაქციას და ტუჩის კუთხეში დნავ მეღიმებოდა.კარისკე მიბრუნდა გასასვლელად მაგრამ მასინვე უკან შემობრუნდა ტვალებში ჩამხედა და ამათვალიერა.მისი საქციელი მეუცნაურა და უცებ დავსერიოზულდი.მაინტერესებდა რატომ შემობრუნდა და მიყურებდა. -თუ გგონია რომ აქ შენს სანახავად მოვედი ძალიან ცდები,შენნაირი ტიპები არასოდეს მომწონდა და არც ეხლა მომეწონება.არ გეგონოს რომ მოვალ და კისერზე ჩამოგეკიდები მე ასეთი არ ვარ.-მისი ამ სიტყვების მერე საკუთარი თავის კონტროლი დავკარგე, როგორ მიზიდავდა და მაგიჟებდა ეს გოგო.თავისი სიჯიუტით უფრო მეტად მიყვარდებოდა და მისი დაუფლების სურვილი უფრო მიძლიერდებოდა.მინდოდა მისი ბაგეები სულ დამეკოცნა და წამითაც არ მომეშორებინა გვერდიდან.ასე არც ნატალიასთან არ ვყოფილვარ.ანა სულ სხვანაირი,ენით აუღწერელი გრძნობით მიყვარდა და მიზიდავდა.თავის მოთოკვა უკვე ვეღარ შევძელი.ძალიან ახლოს მივედი მასთან.მთელი სხეულიტ ზედ ვიკარი,ორივე ხელები დავუჭირე და მის ცხელ ბაგეებს დავეწაფე.არ ვიცი რამდენი ხანი ვკოცნიდი,მხოლოდ მისი ბაგეების სიმხურვალე და სიტკბო მახსოვს,რაღაც საოცრად ტკბილი გემო ჰქონდა.მინდოდა მთელი სიყვარულით მეკოცნა რომ ეხლა მაინც მიმხვდარიყო ჩემს გრძნობებს.მაგრამ უცაბედად მომიშორა თავიდან და მთელი ძალით მკერდზე მკრა ორივე ხელი.თავი ძლივს შევიკავე რომ არ დავარდი,ისეთი თვალებით მიყურებდა მხოლოდ ეხლა მივხვდი რომ კიდევ უარესი შეცდომა დავუშვი მისი კოცნით.მოვიდა და სახეში ერთი სილა მითავაზა.,,ძალიან მწარე ხელი გქონია,, გავიფიქრე ჩემთვის და მისმა ნათქვამმა სიტყვებმა თავზარი დამცეს. -აღარასოდეს,გესმის აღარასოდეს გაბედო და არ მომიახლოვდე.არც დამელაპარაკო. საერთოდ თავი შეიკავე ჩემთან სიახლოვისგან.გასაგებია შენთვის.-ისეთი სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა რომ გული შემეკუმშა,მისი ცრემლების დანახვაზე სისხლმა ტვინში ამასხა.ის ჩემს გამო ტიროდა,მე მას ისე ვატკინე რომ ტირილამდე მივიყვანე.მინდოდა ხელით შევხებოდი მაგრამ ამის უფლება არ მომცა.მინდოდა დამემშვიდებინა,მაგრამ ეს ვერ გავაკეთე. -არ გამეკარო მეთქი ხომ გაგაფრთხილე.-ისევ გამაფრთხილა და ზიზღით სავსე თვალებით შემომხედა.მისი რეაქციის დანახვაზე გონებას ბინდი გადაეკრა და კედელს გამწარებულმა დავუშინე მუშტები,ვურტყამდი გამეტებით,მინდოდა ჩემს ფიზიკურ ტკივილს ანას სულიერი ტკივილი გადაეფარა,მინდოდა ამით საკუთარი თავი დამესაჯა.კიდევ ერთხელ რომ ვატკინე მას გული და ვატირე.იქამდე ვურტყამდი კედელს სანამ ძვლამდე არ მიაღწია ტკივილმა.ფიზიკური ტკივილი არაფერი იყო იმასთან შედარებით როგორ ტკივილსაც სული განიცდიდა.მტკიოდა ანას თითოეული ჩემთვის დაღვრილი ცრემლი.მისი სიტყვები და მისი სიძულვილით სავსე გამოხედვა.ხელებიდან სისხლი ნაკადულივით მომდიოდა.ანა ამის დანახვაზე საერთოდ გაგიჟდა ჩანთს ხელი დაავლო და სახლიდან გავარდა.როცა საბურავების ხრჭიალის ხმა გავიგე მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს.კიბეები ავირბინე,ტანზე სწრაფად ჩავიცვი,ტყავის ქურთუკი მოვიცვი და მანქანის გასაღები მაგიდიდან ავიღე. საავადმყოფოში წავედი,ვიცოდი რომ ანაც იქ იქნებოდა.ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავლაპარაკებოდი და გაგვერკვია ურთიერთობა.ასე დიდხანს ვეღარ გავაგრძელებდით.პალატაში შესულს ანა უკვე იქ დამხვდა და მეგობრებს მხიარულად ესაუბრებოდა.ჩემს დანახვაზე ფერი შეეცვალა მაგრამ არაფერი შეიმჩნია.ლექსოს საწოლზე ჩამოვუჯექი და მასთან საუბარი გავაბი.მომიყვა რომ თეკოსთვის უკვე ყველაფერი ეთქვა და ერთად იყვნენ.ძალიან გამახარა მათმა ამბავმა.მერე უცებ მზერა ჩემს ხელებზე გაექცა ლექსოს და ჭრილობების დანახვაზე თვალები გაუფართოვდა. -ხელებზე რა გჭირს ტო.-მკითხა ისე რომ ჩემი ჭრილობებისთვის თვალიც არ მოუცილებია.იგივე რეაქცია ჰქონდა თეკოსაც. -არაფერია ისეთი,უბრალოდ ნაკაწრებია.-ვუთხარი ისე თითქოს მართლა ისეთი არაფერი ყოფილიყოს.ჩემს სიტყვებზე ანა ფეხზე წამოდგა და გასვლა დაპირა. ალბათ გაახსენდა რამდენიმე საათის წინ მომხდარი ამბები და აქ აღარ უნდოდა გაჩერება. კარებთან მისულს ჩემმა სიტყვებმა წასვლის საშუალება არ მისცეს. -შენთან სალაპარაკო მაქვს. -მე არ მინდა შენთან ლაპარაკი და არც სალაპარაკო გვაქვს რამე.-მითხრა ისე რომ ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის.მისმა უგულო საქციელმა საერთოდ დამაკარგვინა მოთმინება. -შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს ჩვენ მაინც ვილაპარაკებთ.-ეს ვუთხარი მხოლოდ.თეკოს და ლექსოს გამოვემშვიდობე.მკლავში საკმაოდ ძლიერად მოვკიდე ხელი და პალატა ერთად დავტოვეთ. ... გრძელი დერეფანი და კიბეები სულ სირბილით მივყავდი,თან ხელს არ მიშვებდა ალბათ ეშინოდა რომ გავექცეოდი.თავისი მანქანისკენ როცა წავიდა მივხვდი სადღაც აპირებდა ჩემს წაყვანას.აქ უკვე გონებამ დაიწყო მოქმედება და მთელი ძალით გამოვგლიჯე მკლავი მისი დაკუნთული ხელებიდან.ამის გაკეთება და მისი მრისხანე მზერა ვიგრძენი სახეზე,კისრის ძარღვები დაეჭიმა და თავს ძლივს აკონტროლებდა. ჩემი შეშინებული სახის დანახვისას გონს მოეგო და სახე დაუწყნარდა.სახეზე მშვიდი იერი მიიღო და კი არ მითხრა,არამედ მიბრძანა. -მანქანაში ჩაჯექი.-არ მოველოდი მისგან ასეთ საქციელს და ცოტა არ იყოს მეშინოდა კიდეც.არ ვიცოდი რაზე იყო წამსვლელი ან სად მივყავდი.უკან დავიხიე და მხოლოდ მაშინ ავხედე როცა ჩემგან ოდნავ მოშორებით დავიგულე. -არსადაც არ ჩავჯდები და საერთოდ რა გინდა ბექა ჩემგან?-ვკითხე ხმა გაპარულმა. -ჩაჯდები და მაინც წამომყვები თუნდაც შენი ძალით წაყვანა მომიწიოს და რაც მინდა შენგან მხოლოდ მაშინ გაიგებ როცა ადგილზე მივალთ.-მისმა სიტყვებმა შიში გამიორმაგეს და სულ ავცახცახდი.მაგრამ თავი მაინც მოვთოკე და თვალებში ჩავხედე. -არსად არ წამოვალ მე უკვე გასაგებად გითხარი.-პოზიციებს არ ვთმობდი მაინც. -ანუ არა ხო?-კითხვა გამიმეორა ბექამ. -არა.-გადაჭრით ვუასუხე და ამაყად მოვიღერე ყელი. -მაშინ შენ თავს დააბრალე რაც მოგივა.-სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა.მაშინვე მომვარდა ხელში ამიყვანა და მანქანაში ძალით ჩამტენა.ხელებს და ფეხებს გამწარებული ვიქნევდი მაგრამ აზრი არ ჰქონდა.კარები გარედან ჩამიკეტა და თვითონ მეორე მხრიდან სირბილით მოუარა.საბურავების ხრჭიალით გავარდა მანქანა ცენტრალურ მაგისტრალზე და მთელი სისწრაფით მიქროდა.რამდენჯერმე მეგონა ავარია არ აგვცდებოდა მაგრამ ბექა გამოცდილი მძღოლი აღმჩნდა და სირთულეს ადვილად გაართვა თავი.არ ვიცი სად მივდიოდით,რადგან გზას გაშტერებული გავყურებდი და ისიც ვერ მივხვდი როდის გავედით თბილისიდან.ვაშლიჯვარში ვიყავით გონს რომ მოვეგე.მაგრამ მისკენ არც გამიხედია და არც ხმა ამომიღია.ვიჯექი ჩემთვის წყნარად და ველოდებოდი როდის მივიდოდით დანიშნულ ადგილას. როგორც იქნა მანქანა ლამაზი ჭიშკარის წინ გაჩერდა.კარები გამიღო და გადმოსვლა მთხოვა.უკვე დამშვიდებულიყო.წინ გამიძღვა და სახლში შემიპატიჟა.ძალიან მომეწონა იქაური ინტერიერი და სტილი.მყუდროდ იყო მოწყობილი ყველფერი.ერთი ისიც კი გავიფიქრე სიამოვნებით ვიცხოვრებდი ამ სახლში თქო.ბექამ ქურთუკი გაიძრო იქვე სავარძელზე მიაგდო და სამზარეულოში გავიდა.ცოტა ხანში იქიდან ორი ჭიქა ცხელი ჩაი გამოიტანა და პატარა ჟურნალების მაგიდაზე დააწყო.ხელით სავარძელზე მიმანიშნა რომ დავმჯდარიყავი და თვითონაც ჩემს პირისპირ ჩამოჯდა.ვიჯექით ასე ჩუმად ორივე. საუბრის დაწყებას ვერც ერთი ვერ ვბედავდით.თითქოს რაღაცა გვაბრკოლებდა. ბექა იჯდა სავარძელში.თავი ხელებში მოექცია და იდაყვებით ეყრდნობოდა მუხლებს.რამდენჯერმე ძალიან სევდიანი თვალებით ამომხედა მაგრამ თვალის გასწორება ვერ შევძელი.ვხვდებოდი რომ მისი ამ მდგომარეობის მიზეზი მე ვიყავი და სხვა არავინ.მე ვართულებდი ყველაფერს მაგრამ სხვანაირადაც არ შემეძლო. მეშინოდა ბედნიერების,თითქოს ეს ყველაფერი მალე დასრულდებოდა და სწორედ ამის მეშინოდა.არ მინდოდა ერთ დღეს ბედნიერი ვყოფილიყავი და მერე გული ძალიან დიდხანს მტკენოდა.ცოტა ხანსაც მაცალა,როცა მიხვდა ჩემგან საუბრის დაწყების იმედი არ უნდა ჰქონოდა ისევ თვითონ დაიწყო პირველმა. -ჩემი გეშინია?-მისმა შეკითხვამ ყველაფერი არია ჩემს გონებაში,აქამდე დამშვიდებული ისევ ამაფორიაქა. -უნდა მეშინოდეს?-კითხვაზე კითხვითვე ვუპასეხე მე. -არ ვიცი მე შენი აზრი მაინტერესებს.თუ ჩემი გეშინია მაშინ ჩვენს საუბარს აზრი არ აქვს და ჯობს ისევ უკან დავბრუნდეთ.-არ მეგონა თუ ჩვენი საუბარი ასე დაიწყებოდა. მე სულ სხვას ველოდი.გონებაში სათითოდ ვხარშავდი მის თითოეულ სიტყვას და თან საკუთარ თავს ვეკითებოდი მეშინოდ თუ არა მისი.პასუხი არ გამიცია ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული.არც ბექა მაჩქარებდა,ჩუმად იჯდა და თვალს არ მაშორებდა,მისი ეს ქცევა უფრო მაბნევდა და გონებაში ათასი აზრი მიტრიალებდა. -არა არ მეშინია.-ვუთხარი უცებ და მის რეაქციას დავაკვირდი.არ ელოდა ჩემგან ალბატ ასეთ პასუხს რადგან ძალიან დაიბნა და ეს სახეზეცეტყობოდა. -მართლა არ გეშინია ან ჩემი თუ ეს შენი მორიგი თამაშია?-მკითხა დაეჭვებულმა. -არა,მართლა არ მეშინია ან რატომ უნდა მეშინოდეს შენი რა კაციჭამია ხარ?-ვკითხე გაოცებულიი სახით.ჩემი სახის დანახვაზე ისე გულიანად გაეცინა რომ ვიჯექი და ვუყურებდი.ამ დროს ისეთი სიმპატიური იყო რომ ჩემი გული და გონება ერთდროულად მოიცვა მისმა სიცილმა.რაც მე გავიცანი ბექა ასეთი მხიარული არ მენახა.მე საერთოდ ა მინახავს მისი გულიანი სიცილი და ეხლა მინდოდა მხოლოდ დიდხანს მეყურებინა მისთვის და მუდამ ასეთი მხიარული ყოფილიყო.სახე უეცრად დაასერიოზულა და მე გამომხედა. -არა მართლა კარგად გამაცინე მაგრამ მე ამისთვის არ მომიყვანიხარ აქ.-მითხრა უკვე ძალიან სერიოზულმა. -გისმენ.-მხოლოდ ეს ერთი სიტყვა ვუთხარი და სმენად ვიქეცი. -მხოლოდ შემპირდი რომ რაც არ უნდა გითხრა არ შემაწყვეტინებ და ბოლომდე მათქმევინებ სათქმელს.-მთხოვა ბექამ. -კარგი.-მოკლედ გავეცი პასუხი,ფეხები დივანზე ავიკეცე კომფორტულად მოვეწყე, თითქოს საკუთარ სახლში ვყოფილიყავი.კარგდ მოვკალათდი და მისკენ მივმართე მზერა.ჩემი სითამამე და ასეთი გაშინაურება ცოტათი ესიამოვნა და ოდნავ გაიღიმა ტუჩის კუთხეში.ეტყობოდა რომ უჭირდა სათქმელის დაწყება.ძალა მოიკრიბა და დაიწყო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.