შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესმერალდა [4]

11-12-2015, 19:38
ავტორი ერკე
ნანახია 2 590

იმ ღამის შემდეგ ყველაფერი შეცვლილიყო მის გონებაში. ყველაფერი აერია, ვერ გაერჩია რა იყო ნამდვილი და რა არა, უბრალოდ მომენტს ელოდა, მომენტს რომელსაც სიცოცხლის ბოლომდეც დაელოდებოდა, მაგრამ ახლა დრო არ ითმენდა. იხსენებდა დეტალებს და გულში ეღიმებოდა. რატომ? რატომ იყო ასე ხანმოკლე ბედნიერება? რატომ არ შეიძლებოდა, რომ გაგრძელებულიყო. ხვდებოდა, რომ ოდესღაც იქნებოდა ბედნიერი, მაგრამ არა ახლა!
ვეღარაფერს უდებდა გულს. ყოველ გამვლელში მას ხედავდა. უყვარდა, გიჟდებოდა, მაგრამ ვერ გაეგო ასეთი რა მოსწონდა მასში. დამცირებულ და განადგურებულ ქალმა მაინც შეიყვარა კაცი, რომელსაც არც კი შეუხედავს წესიერად მისთვის, თუმცა მზად იყო ყველაფრის დასათმობად... ყველაფერს, სულს მისცემდა, მთელ სხეულს, სიამოვნებას მიანიჭებდა, მან კი ერთი ხელის მოსმით გაისროლა გარეთ, თითქოს მნიშვნელობაც არ ჰქონდა მისთვის იმ ღამეს, როცა ფანჯრიდან მთვარის ბილიკიც კი ესოდენ გულშემატკივრობდა წყვილს.
ბრაზი სურდა მორეოდა, უნდოდა გაცოფებულიყო და ყველაფერი დაევიწყებინა, მაგრამ როგორ უნდა დაევიწყებინა მისი გამოხედვა, მისი შავ თვალებში ჩამდგარი ნაღველი, თითქოსდა რაღაც აწუხებს, მაგრამ ვერაფერს ამბობსო და როგორ უნდა დავიწყნოდა ის სიამოვნების ზენიტში მყოფი გოგონა, რომელიც იმ ღამით, უბრალოდ პრინცესად იქცა მის თვალწინ. ფიქრები მთვარიდან ჩამოცვენილ ნამსხვრევებს ჰგავდა, ყველაფერი რეალური აბსურდულად იბლანდებოდა ერთმანეთში, ობობის ქსელივით და ივიწყებდა მის პირდაპირ, ხახადაფჩენილ რეალობას, რომელსაც ერთი სული ჰქონდა როდის გადაყლაპავდა და წაიღებდა მის სულს. დიახ, ის იყო წამი, როდესაც ყველაფერი ავიწყდებოდა, საკუთარი თავიც კი დავიწყნოდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რამდენად ბრმად შეიძლებოდა მინდობოდა გრძნობებს, რომელიც მტკნარ წყალში ემზადებოდა გადასახტომად და თავის მოსაკლავად მიზეზს ეძებდა.
კარზე ზარის ჟღრიალი გაისმა. გამოაფხიზლა, ყველაფერი ჩაუშალა ამ ერთმა დაწრიპინებამ და კარისკენ გამალებით, გულაჩქარებული გაიქცა. იქ ელოდა თავის რეალობას, რომლისაც ასე ეშინოდა, რომელიც მუდამ ემდურებოდა და ყოველთვის სახეაწითლებულს პირში აორთქლებდა სიგარეტის გამონაბოლქვს.
-სად იყავი აქამდე! ჩამოვიღე კარები! - შემოჭრიალდა ბინაში ერთი მსუქანი და ბოროტი დედაბერი, ზღაპრებში უსათუოდ ბოროტ დედინაცვალს, რომ შეადარებდით, თუმცა ის არც დედინაცვალი იყო, არც ბოროტი, უბრალოდ პრინციპული ქალი იყო, რასაც იტყოდა აკეთებდა კიდეც და ყოველთვის მკაცრი თავის აღმზრდელებთან. ამ სამყაროში ამ ქერა, სადღაც უკვე ორმოც წელს გადაცილებულ ქალს, ერთი ფუნქცია ჰქონდა, რაც ჭუჭყიან ტილოს მაგიდისთვის, რასაც ხელს ახლებდა ყველაფერს აბინძურებდა, აშავებდა და ამჟავებდა მისი სახე, რომელიც ტკივილს საუკეთესოდ გადმოსცემდა. ადამიანების გრძნობებსაც კი აუფერულებდა მისი მანჭია მზერა და დიდი კეკლუცი გამოხედვა, რომელიც უთუოდ იმას მოასწავებდა, აქაოდა მბრძანებელი მე ვარ და ყველა უნდა დამემორჩილოსო... ასე და ამგვარად, მის ბინაშიც შემოიტანა ტკივილი და გრძნობები უფრო მეტად განუახლა ამ ქალის დანახვამ, მძაფრად შეიგრძნო მისი სუნამოს სურნელი და ცხვირში სიმწარე აუთამაშდა. გულის არევამდე მივიდა, მაგრამ თავს იკავებდა.
-მაპატიეთ მადამ... - ჩაილაპარაკა მორცხვად დამხვდურმა და ლოყები სირცხვილისგან შეეფაკლა.
-რას დამუნჯებულხარ ამხელა ქალი! რა ზარმაცივით ტრიალებ. ღმერთო ჩემო, ყველაფერი მოსასწრებია, შენ კი დგახარ აქ და ზოზინებ, არ შეგშვენის, არაფრად არ შეგშვენის! რა ძონძები ჩაგიცვამს, კარგად გამოეწყვე, შენი ბიჭი მოემართება შენკენ. შენი რაინდი! - ოთახის სიჩუმე გააპო მისმა შემზარავმა, სიამოვნებით გამოწვეულმა ხარხარმა. შეკრთა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა დამორჩილებოდა და თავის ოთახში ჩუმად გაიძურწა. გვერდითა ოთახიდან კი ტელევიზორის შრიალი და ვიღაც კაცის გამალებული ხრიალი ისმოდა, ამას ქალბატონის სიცილ-ღრუტუნი ერთვოდა, რომლის მსგავსი შემაზანზარებელი და შემაძრწუნებელი ხმა ჯერ არაფერი გაეგონა.
მარტივად, რომ ითქვას, ნამდვილ ჯოჯოხეთს უმზადებდა მომავალი და ყველაფერი უკვე გაწერილი იყო. მისი ფიქრები კი სხვაგან დაჰქროდა, მისთვის უფრო ძვირფასს ჩაჰპოტინებოდა და კიდევ ერთხელ ნატრობდა ახლა, მასთან აღმოჩენილიყო. არ იცოდა, რატომ მიიწევდა მისკენ, არ იცოდა, რადგან ისიც ისევე უხეშად მოექცა, როგორც სხვა ყველა დანარჩენი მის ცხოვრებაში, მაგრამ ის ის იყო. რაღაც გრძნობა ჰქონდა, პირველად ვერ დაემორჩილა საკუთარ ნებას და სხვის ნებას დაჰყვა, პირველად დარჩა დამდნარი მამაკაცის წინ, რომელსაც თან იცნობდა თან არა. პირველად შემოეძარცვა უმანკო წამიერად გაელვებული ფიქრები და სიბინძურის მიღმა, სასიამოვნო შრიალში გადაიზარდა. თავიდან არ ამოსდიოდა ჩვენი მთვარე, რომელიც ამ ორს რაღაც იდუმალებით დაჰყურებდა, თითქოს ძალას აძლევდა, რომ გაუბედავი გოგონა გაბედულად ექცია და სიყვარულის ჟინი დაეკმაყოფილებინა, რომელიც სიცოცხლეში ერთადერთს უნდა ჰყოფნოდა - მას.
აგერ, უკვე ორი კვირაა, რაც იტანჯება და საშინლად გრძნობს თავს. ყოველი დღე მასზე ფიქრებით იწყება და ისევ იმავეთი მთავრდება. ერთფეროვნად გავიდოდა ყოველი დღის წუთი, ეს ჭყიპინა ქალბატონი და მისი შვილი, რომ არ აწუხებდნენ ყოველთვის, ისიც დასთანხმდა. რა უნდა ექნა, როცა სხვა გამოსავალი არ გაქვს, უბრალოდ სიტყვებიც კი ვერაფერს მოიმოქმედებენ, მხოლოდ საქციელი, რომელიც აშკარად აღფრთოვანებდა ბიჭს და მაინც მხეცივით აბრდღვიალებულს აგიჟებდა.
მობეზრებულად, ძლივს აარჩია წესიერი, მაგრამ ულამაზო კაბა და მაშინვე მოირგო. არც უცდია ოდნავ გამოპრანჭულიყო და თავი მოეწონებინა თავისი საქმროსთვის, რომელიც არც კი ადარდებდა. პირიქით, ცდილობდა იქნებ არ მოიწონოს მისი პრინცესა და თავი მიანებოსო, მაგრამ არ გამოსდიოდა. რა აღარ სცადა, როგორ არ ეცადა უჟმურად და სევდიანად გამოჩენილიყო, ხმა საერთოდ არ ამოეღო, ტკბილი სიტყვაც კი არ ეთქვა და ზედაც არ შეეხედა ბიჭისთვის, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბიჭს ასეთი უფრო მოსწონდა, ულაპარაკო, მუდამ მოწყენილი სახით. მუდამ ეუბნებოდა, რა მიმზიდველი ხარ, ერთი სული მაქვს როდის დადგება ჩვენი პირველი ღამეო. მაგრამ არაფრად უნდოდა, მასთან ყოფილიყო პირველად, არ სურდა მისი დიდი ტორების მის სხეულზე შეხება. ეს ტანჯავდა, ბედს რომ ვერ გაურბოდა და საშინლად, რომ აღიზიანებდა იმ ურჩხულის სიტყვები. მისი ტყუილები მიმზიდველობასთან დაკავშირებით, მისი გამაღიზიანებელი გამოხედვა, რომელიც აშკარა დასაკუთრებას ლამობდა თვალების, იმ თვალების, რომელიც საერთოდ არ ეკუთვნოდა მას.
-ერთი ამას დამიხედეთ! ეს რა ჩაგიცვამს! ხომ გინდა, რომ ლამაზი იყო, ლამაზად გამოიყურებოდე და შენ მომავალ ქმარს მოეწონო! - გაეღიმა, მაგრამ ამ გაღიმებამ შეაკრთო გოგონა, რადგან თვალები ცეცხლებს ჰყრიდა. საოცარი იყო. ორი კვირის შემდეგაც არ დავიწყნია, რაც მისთვის ძვირფასი იყო. ან რატომ უნდა დავიწყნოდა, არასდროს დაივიწყებდა იმას, რასაც უზომო მნიშვნელობა მიანიჭა. იმ ადამიანის გაცნობა, ვისთანაც თავს მშვიდად, კომფორტულად და რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერად გრძნობდა. სულ არ სჭირდებოდა შენიღბვა, ეჩვენებოდა რომ არანაირი ნიღბის აფარება სჭირდებოდა, იდუმალების და საოცარი ღიმილის გარდა, რომელიც ამშვენებდა, ამას არ უარყოფდა. არანაირად არ უცდია შენიღბვა, თუმცა მაინც იდუმალი ღიმილით მოჰფინა ოთახს ნათელი.
-სულ არ მინდა მოვეწონო.. - მორიდებით ჩაიღიმა გოგომ, ფიქრობდა ვერ გაიგებსო, მაგრამ გაიგო და წამოენთო.
-რას ჰქვია არ გინდა. როგორ თუ არ გინდა, რა სისულელეებს ლაპარაკობ. მოეწონები, მოეწონები, აი, ნახავ. შენზე ლამაზი პატარძალი მეორე არ მეგულება მთელ საქართველოში და მთელ მსოფლიოში! - თავს აკანტურებდა. ატრიალებდა გოგონას და მისი სილამაზით ტკბებოდა, არც აინტერესებდა მის დანაღვლიანებულ თვალებში რა ხდებოდა, არც ედარდებოდა რას გრძნობდა მისი გული, მხოლოდ გარეგნულ სილამაზეს აკვირდებოდა, მისით აღფრთოვანებული იყო და დროდადრო მაინც იმას გაიძახდა, ყველაზე ლამაზი პატარძალი იქნები, შენ ქმარს აუცილებლად ბედნიერს გახდიო... მის ბედნიერებაზე კი არავინ ფიქრობდა. - გამოიცვალე!
დარცხვენილი ისევ თავის ოთახში შევარდა და საწოლს გადაემხო. ტირილით ცდილობდა გული ეჯერა, თავის ბედს მისტიროდა. საშინელ ბედს, რომელიც მზად იყო მის თვალწინ დამსხვრეულიყო და განადგურებულიყო. სურდა ეყვირა, განმგმირავად ეყვირა, ეღრიალა, ყველასთვის გაეგებინებინა როგორი უბედური იყო, მაგრამ მაინც ვერ იღებდა ხმას. ვერ იმაღლებდა ხმას, ეშინოდა ისიც დაენგრეოდა რაც ჰქონდა. წამიერად გონება გაუნათდა. იგრძნო, რაღაც სიცოცხლისეული მასში, იგრძნო უცხო ენერგია, ვიღაც ეძახდა. მთლად შეიგრძნო ყურში სიტყვები „მიყვარხარ“, მერე რა რომ ეს სულ მთლად მთვრალმა თქვა, ახლა მაინც ის სიტყვები უტრიალებდა, როგორც იმ დღის ბედნიერი დასასრული.
სრულიად გაშიშვლდა. მიაგდო გვერდით ის, რაც ეცვა და ახალი, უფრო მუქი ფერის ტანისამოსი გამოიღო. მის შავ თმაზე შავი ფერის თავშალი წაიფარა და ოთახიდან გაიპარა. ქალბატონმა ვერ შენიშნა, ან არც მიუქცევია ყურადღება. დრო იხელთა და ძახილს მიჰყვა, უბედობაზე ტირილი მიხვდა არაფერს მისცემდა, უნდა ემოქმედა. ზუსტად იცოდა სად უნდა ეძებნა მისი ფიქრების ობიექტი და იცოდა სიცოცხლესაც კი დათმობდა, ოღონდ ენახა.
შუაღამე იყო. მთვარე ისევ კარგად გადმოწოლილიყო და ბედნიერი ღიმილით უცქეროდა და უნათებდა გზას გოგონას. ამ მთვარიან ღამეს, რომელიც იმ ღამის მოგონებებს ფერადად უშლიდა ისევ, დაღმა მიუყვებოდა შავი იდუმალება, რომელიც თავის თავში ძალას პოულობდა დაებრუნებინა წართმეული.
***
მის წინ ულამაზესი ქალი იდგა, თავად სილამაზეზე მეტი. თვალები, როგორც ზურმუხტი ისე დაჰნათოდნენ სიბნელეში და მის ბზინვარებასაც კი ამჩნევდა. შავი, უკუნი ღამისფერი კულულები ჩამოშლოდა მხრებზე და მეტად ალამაზებდა მის გასხივოსნებულ, მომთვარულ სახეს. ნაკვთები ისეთი თეთრი ჰქონდა, მისი ფაქიზი კანი, ხელუხლებელი, თვალებში კი სიხარული ჩანდა, თუმცა წამიერად ძველი მე ბრუნდებოდა და ნაღველი ერეოდა, დარდი ცვლიდა მისი თვალების ფერს და მის მთლიან განწყობას. გული შეეკუმშა ლომიას, მაგრამ მისმა დანახვამ უდიდესი სიხარული მიანიჭა. იგრძნო, რაღაც წვა იგრძნო გულში, მაგრამ მისი სახე ნაცნობი არ იყო, უბრალოდ გაკრთომილი, მომაჯადოებელი ანგელოზი ედგა თვალწინ და ზევიდან დაჰყურებდა.
-მოვკვდი? - იკითხა საწყალი ხმით და სახეზე შიში დაეტყო ბიჭს.
გოგონამ გადაიკისკისა და მთლიანად შეძრა მთელ ტანში. როცა იღიმოდა თითქოს ყველაზე ლამაზი იყო, მოეჩვენა რომ გაფერმკრთალდა წარსული, ის სამარცხვინო დროება, როდესაც არავინ უყვარდა, როდესაც უბრალო სილამაზის და ამ სილამაზის შეყვარების არ სჯეროდა. უყვარდა გოგონა! უკვე გაგიჟებით უყვარდა, მაგრამ ჯერ არ იცოდა ამის შესახებ და ვერც გაეგო რა სჭირდა. ჟრუანტელმა დაუარა. წამოენთო და წამოწითლდა, უცნობი გოგო კი მის თავს წამომდგარი ისევ მშვენივრად იღიმოდა და ლომიას ეს აბედნიერებდა.
შემდეგ უეცრად მოიღუშა. თითქოს რაღაც ეწყინაო სახეზე ძველი დიდება აღარ ეკრა და მისთვის ტკივილი გამხდარიყო ერთადერთი მგზავრი, რომელიც არ ემორჩილებოდა ბუნების კანონებს და მხოლოდ წინ მიიწევდა, არც უკან იხედებოდა. დანაღვლიანდა გოგონა და ამით რაღაც ჩასწყდა მწოლიარეს. უკვე ვერ იტანდა მის მოწყენილობას, ვერაფრით გაეგო ეს გოგო ვინ იყო, ვერაფრით გაეგო რატომ მოვიდა და რატომ ედგა ახლა, მაგრამ მიხვდა, რომ არ უნდოდა წასულიყო, არც ის უნდოდა ასე მოწყენილს ეყურებინა მისთვის და მისი გაღიმება კვლავ სცადა.
-იცი... საოცრად ლამაზი ხარ, როცა იღიმი. - უცნობი ქალბატონიც დამორჩილდა და გაიღიმა. ლომიასთვის კი ეს პირველი კომპლიმენტი იყო, გულწრფელად ნათქვამი და ისეთი სასიამოვნო შეგრძნება იყო პირის გაღება და ამის დაყოლება, რომ კიდევ მოუნდა მის წინ ანგელოზი უფრო გაღიმებული ენახა. - მზესავით კაშკაშებ... რა გქვია?
ჩაფიქრდა. არ ელოდა ამ კითხვას, ახლა მთლად მუნჯივით ვეღარ იქნებოდა და მის ხელებს ვერ მოიქცევდა ხელებში. ზუსტად, ხელები არც კი ჰქონდა გაშვებული ბიჭისთვის. მისი სითბო ეღვრებოდა ლომიას მთელ სხეულში, გულამდე იკვლევდა გზას და იმდენად მყუდროდ გრძნობდა თავს ვერ აღწერდა. ამას ნამდვილი ოსტატის ხელიც კი ვერ აღწერდა, ფურცელზე დაკალმებული.
-სახელი არ გაქვს ლამაზო? - არ ესიამოვნა თავისი სიტყვები ისე უხეშად გამოთქვა. თან ეს იმ დროს ახსენებდა, როცა გოგონას დაკერვას უბრალო ბანალური ლამაზი სიტყვებით ცდილობდა. არა! ასე არ გამოვიდოდა. ეს გოგონა სხვანაირი იყო. საოცრად იდუმალი და უტყვი, მაგრამ მისი თვალები ამბობდნენ ყველაფერს. - მაპატიე... შენ სილამაზეს სიტყვა „ლამაზო“ არაფრით არ უხდება. ვფიქრობ, რომ საერთოდ არ არსებობს ისეთი სიტყვა, რაც შენ მოგიხდებოდა, ამიტომ მეც გავჩუმდები და თვალებში შემოგხედავ მხოლოდ. ესმერალდა. - უეცრად დაცდა სიტყვები მის ბაგეებს. „ესმერალდა“ - იგრძნო, როგორ შეეფაკლა ღაწვები გოგონას და მასში გადატრიალება მოხდა, რაც წამიერად ანათებდა და მზით უხვდებოდა. თავის შეკავებას ცდილობდა ლომია, მაგრამ არაფრად გამოსდიოდა, მაშინღა აღმოაჩინა როგორი უსუსური იყო, საკუთარი თავის წინაშე და უსუსური იყო იმ გოგოს წინაშეც.
იდუმალი სტუმარი ხმას არ იღებდა და ეს აგიჟებდა ლომიას. ამის მიზეზი არ იცოდა, უბრალოდ მუნჯი იყო, თუ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. იყო კიდევ ერთი ვარიანტი, არ სურდა მისი ხმა აქ, ამ საავადმყოფოში გაჟღერებულიყო, არ სურდა მას გაეგო მისი ხმა, ან...
ისევ კისკისი. საოცარი იყო.
-არ დამელაპარაკები? სამოთხეში ხომ არ ვარ შენნაირ ანგელოზს, რომ ვხედავ? - თავის სისულელეს მიხვდა და დაიმორცხვა. - არა, ჩემნაირი ურჩხული, როგორიც მე ვარ სამოთხეში ვერ მოხვდებოდა. აბა, რა გინდა შენ, ანგელოზო, აქ? - პასუხს დაელოდა და სანამ იცდიდა, მოეჩვენა თითქოს მთელი უსასრულობა გავიდა.
-არ ხარ ურჩხული. - დაილაპარაკა უნაზესი ხმით და ლომიას ლამის გულიც კი გადაუტრიალდა და საგულედან ამოუვარდა. სწრაფად ფეთქავდა მისი სიშავეში ამოვლებული გული. ხმა კრიალა და წმინდა იყო. სწორედაც რომ ანგელოზის ტემბრს აგონებდა.. ანგელოზი, რომ განსხეულებულიყო მიწაზე, ასეთი ხმა ექნებოდაო, ფიქრობდა თავისთვის. გოგონამ გაიღიმა. - ყველა ადამიანშია, რაღაც კარგი, რაც უნდა დაინახო და შეიგრძნო.
-ოჰო! - გაოცდა ლომია და ირონიულად გადახედა, მაგრამ მალევე წაერთვა თავი და გვერდით მიატრიალა. მაშინვე შერცხვა. - მაპატიე... არ ღირს ჩემთან ურთიერთობის დაჭერა. ყველაფერს ვანადგურებ, რაც კი ჩემს მფლობელობაში გადმოდის. - აღიარა და ხელი სახისკენ წაიღო. ტკივილი იგრძნო ამ დროს მუცლის არეში, ნატყვიარი ასტკივდა უეცრად და გრძნობებმა შლა იწყეს.
-ასე არ არის, ძვირფასო. - ესიამოვნა ბიჭს და თვალები აუთამაშა გოგოს. - ყველაფერი ბევრად უფრო რთულად არის, ვიდრე გგონია. მე შენში გმირს ვხედავ და არა ურჩხულს. - დადუმდა. ისევ შეეცვალა განწყობა და დანაღვლიანდა, ამან ლომიაზეც საშინლად იმოქმედა.
-ესმერალდა... იცი როგორ დაწერა ჰიუგომ ეს რომანი? - სასხვათაშორისოდ ჩაეკითხა და მის თვალებს დააკვირდა, რომელიც განუწყვეტლივ იცვლებოდა.
თავი უღონოდ გადააქნია გოგონამ. ლომიამ განაგრძო.
-იმ საბედისწერო დღეს, როცა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ათვალიერებდა, ერთ-ერთი კარგა მივარდნილ და მივიწყებულ ოთახში, კედელზე ამოკვეთილმა წარწერამ მიიპყრო მისი ყურადღება. ბედისწერა. - გამოკვეთილად და სიამოვნებისგან თავარდნილმა თქვა ბოლო სიტყვა.
-მაგარია. - ინტერესით შეჰყურებდა ლომიას.
-აი, შენ კი ჩემი ბედისწერა ხარ. - გაეღიმა ბიჭსაც და თავი მაგრად მიადო საავადმყოფოს ბალიშს.
-რატომ? - გულუბრყვილოდ იკითხა გოგონამ.
-ჩემი ესმერალდა ხარ! ის ულამაზესი არსება, რომელმაც უკვე დამატყვევა. საიდან გაჩნდი ვერ გამიგია, მაგრამ საოცრად კი მამშვიდებს შენი ცქერა და სულ შენ ყურებაში შემიძლია მთელი დროის გატარება.
-ოჰ.. -ახლა გოგონას გაეცინა გაკვირვებისგან. - ასე მალე გადახვედი შეტევაზე? შენ ხომ...
-ასეა... შემტევი ვარ, ამას ვერ წამართმევ. - როგორც კი შეეძლო გაიჯგიმა. ხელი უთბებოდა, მაგრამ მისი ხელებისგან გაითავისუფლა და მკლავისკენ წაიღო, სადაც შიშველ კანზე ნაზად აუყვა. ჟრუანტელმა ორივეს დაუარა. გოგონას საოცრებით მოხიბლულმა ლომია საშინლად დაიძაბა, გოგონა კი უმალ გახტა, მის ხელს გაექცა. - ბედისწერა... - დაიწყო კვლავ ლომიამ. - ქვეყნად არაფერი არ ხდება უმიზეზოდ. ყველაფერს რაღაც დანიშნულება აქვს... მითხარი, რატომ მოხვედი ჩემთან, ანგელოზის ფერო. მითხარი, რატომ მეახლე სიზმარივით, რომ შემოიჭერი ჩემში ასე მალულად? – „გამოუსწორებელია“, გაიფიქრა ესმერალდამ და თავი ნაღვლიანად ჩარგო ხელებში. ქვითინი დაიწყო. შეაკრთო ლომია მისმა უეცარმა საქციელმა და ეცადა დაემშვიდებინა.
ვერაფერი გამოუვიდა, ქვითინი არ შეუწყვეტია და ახლა იქვე საწოლთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა სასომიხდილი.
-რა? რაა... რა მოხდა? - როგორ ეტკინა გული, ღმერთია მოწმე. ყველა იმას დაგიმოწმებდათ, ვისაც ლომია ნანახი ჰყავდა, რომ სრულიად სხვა გამომეტყველებით უყურებდა ახლა გოგონას, რომელსაც ესმერალდა შეარქვა. მისი იდუმალება აგიჟებდა. მისი ცვლილება. ერთ წამში მხიარული, შემდეგ კი უეცრად მოღუშულ-მოტირალი იყო. მაგრამ იმდენად საყვარელი, რომ წამოდგომა მოუნდა. სურდა ჩახუტებოდა.
წამოიწია კიდეც.
-იწექი! - გააჩერა ესმერალდამ. - უკვე მივდივარ. - თქვა და ლომია გაფითრდა. ვერ წყდებოდა. არ უნდოდა გაეშვა.
-მოიცა! - ხელი დაუჭირა და შემოატრიალა... - დაბრუნდები? - საწყალი თვალებით შეხედა გოგონას.
ესმერალდა მისკენ წაიწია, მიუახლოვდა, ბიჭს მიეკრა და თავისკენ წაიღო ტუჩები. შუბლზე ეამბორა, რამაც საერთოდ გადაავიწყა ყველაფერი ლომიას და სრულიად დაამუნჯა. ასეთი სიამოვნება არასდროს მიეღო კოცნისგან, თან სურვილი გაუჩნდა მისი დაცვის. მერე გაახსენდა სად იყო და რა მდგომარეობაში, თუმცა იმას მაინც არ აღიარებდა, რომ ამ შემთხვევაში გოგომ აჯობა. ლომიამ თავი ვერ დაიმორჩილა, გოგონას სიახლოვით ისარგებლა და როცა მისგან უნდა მოშორებოდა, სწრაფად მოაშორა თავი ბალიშს და მისი ბაგე, ესმერალდას ბაგეს წამით შეახო. ტუჩები მოილოკა და სიტკბო იგრძნო, ისეთი სიტკბო, როგორიც აქამდე არასდროს.
-არ ვიცი, ვნახოთ როგორ მოიქცევი. - მორიდებულად გაიცინა მან და ხელი ტუჩებზე მიიდო. მანაც იგრძნო, დაასკვნა ლომიამ და თვალი ჩაუკრა. იდუმალებით სავსე გოგონამ უემოციოდ გადახედა ბიჭს და პალატიდან სწრაფად გაიქცა. საათს უყურებდა და იმაზე ღელავდა სახლში მისულს რა ამბავი დახვდებოდა, მაგრამ იმდენად ბედნიერი იყო მისი წრფელი თვალები, რომ დაინახა წამოსვლისას, ტუჩები რომ შეიგრძნო და პირველად მოექცა მისი გავლენის ქვეშ, რომ საერთოდ არ ადარდებდა რაც მოხდებოდა შემდეგ.
ლომიას ფიქრები მთლიანად გოგონაზე მიეშვა. დაიპყრო და ააფორიაქა მისმა გამოჩენამ. ის კი არ იცოდა, მისი წყალობით, რომ გადარჩა და მისი წყალობით გამოვიდა კომიდან.
-ესმერალდა... - ჰაერი ცამდე გაჭრა მისმა ყვირილმა. - ჩემი ესმერალდა ვიპოვე. - ჩაეღიმა და თავი ბალიშზე მშვიდად დადო. გათენებას მხოლოდ იმიტომ ელოდებოდა, რომ იმედი ჰქონდა, დაბრუნდებოდა.... მისი ანგელოზი.

_________

საერთოდ, ამ ისტორიის დაწერა მხოლოდ იმიტომ დავიწყე, რომ ვიცოდი სხვაგვარად არ გამოვიდოდა. დავიწყე მაშინ, როცა ემილის, ანუ ჩემთვის ჩემი ესმერალდას წინაშე ლომიასავით მოჯადოებული და გასაოცრად მოხიბლული დავრჩი და, როცა ღრმად შემოაღწია ჩემში. ჩემამდე.. და მერე დამიპყრო კიდეც, გონებიანგულიანად....
ძალიან მომხიბლა მისმა ღიმილმა...
ხო, ჩემო ძვირფასო, შენმა ღიმილმა გადამრია, იმდენად ლამაზი ღიმილი გაქვს ანგელოზებსაც კი შეშურდებათ ცაში, რომ შენ გამოგიშვეს აქ, ჩემთან, დედამიწაზე. საოცარი ხარ თავიდან ბოლომდე...
ხოდა, როცა მომაჯავოდა მისმა გამოჩენამ ჩემს უბადრუკ ცხოვრებაში და ისე იმოქმედა დაახლოებით, როგორც ესმერალდამ ლომიაზე, ან შეიძლება გაცილებით მეტადაც კი, რადგან ამას უბრალო სიტყვებით ვერ გადმოვცემ და მისი გადმოცემა ნამდვილად გამიჭირდება. ამ გრძნობებისაც, მისი სილამაზისაც და საერთოდ რაღაც ამოუცნობია ჩემთვის, ყოველგვარად საიდუმლო...
„ჩემი ესმერალდა“ - ამ სახელით ვფიქრობ, ყველაფერია ნათქვამი. სიცოცხლის არსებობას ვგრძნობ, საოცარ სიყვარულს და სითბოს. ჩემთვის ის თავად სილამაზეა, რაც ადამიანებს აიძულებს მუხლი მოიდრიკონ მის წინაშე, ყველას ატყვევებს.
ოქეი ოქეი, ცოტაც ამიტანეთ და მალე ჩავალ ბოლოში...
ამით იმის თქმა მსურს, რომ ეს ისტორია ისეთი, როგორიც ახლა გამოდის, არ გამოვიდოდა ემილი რომ არ ყოფილიყო. არ გამოვიდოდა ასეთი იდუმალი, მისი გაცნობა, რომ არ მომხდარიყო და არ გამეცნო, არც ასეთი ლამაზი გამოვიდოდა ჩემი ესმერალდა და არც ვეცდებოდი, რომ კარგად დამეწერა და ზერელედ მოვკიდებდი ალბათ ამის დაწერას ხელს, რადგან რადგან მნიშვნელობას მხოლოდ ის სძენს, რომ ამ ისტორიას მთლიანად მას ვუძღვნი.
ოფიციალურად, ემილი, ეს ისტორია შენია.. ესმერალდა შენ ხარ და შენ იქნები!
სულ გიმეორებ და გაგიმეორებ კიდეც, როგორი ტკბილი და ლამაზი ხარ. როგორი გემრიელი, თბილი, მზე ხარ, მანათობელი ვარსკვლავი, რომელიც საოცრად თბილად მაგრძნობინებს თავს და მყუდროდ. ისეთი ლამაზი ხარ, ჩემი კალამი ვერ აღწერს შენ სილამაზეს, ვერც ჩემი ნიჭი, უბრალოდ ულამაზესი და მშვენიერი ხარ, რომლის ყურებაც ვერ მომბეზრდება! შეუძლებელია!
შენმა თვალებმა, თმებმა, საოცარმა ხასიათმა და ბუნებამ, შენმა სილამაზემ მომნუსხა და გადამრია მთლიანად.
მუდამ გეცოდინება ჩემგან ეს ყველაფერი და არ მოგცემ იმის უფლებას, რომ დაგავიწყდეს... ამდენად ლამაზი რომ ხარ, შეიძლება ეს ჩემი პერსონაჟი, რომელიც მინდა, რომ ძალიან გგავდეს, რადგან ამას ხომ შენი შთაგონებით ვწერ... თუმცა თუ ვერ მიგამსგავსე, მაინც ვერ მოვახერხე და დაიწუნე, თუ უბრალოდ სხვა აღმოჩნდა, რომელიც შენ არ გგავს, გთხოვ მაპატიე...
ემილი, ჩემო ესმერალდა... იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ!

№1  offline წევრი EmyLee

ჰაჰ :დ ძლივს დავაკომენტარე პირველმა ერკე,შენი ნება აღსრულდა :დ
--------------------
Rain Of Native Girl

№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

EmyLee
ჰაჰ :დ ძლივს დავაკომენტარე პირველმა ერკე,შენი ნება აღსრულდა :დ

ძალიან ტკბილი ხარ ჩემო :**
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№3  offline წევრი Smiling girl

dzalian dzalian momwonsss <3 velodebi shemdeg tav sulmoutqmenlad <3 maagram ragaceebi ver gavige am tavshi imedia gaverkvevii :D

№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

Smiling girl
dzalian dzalian momwonsss <3 velodebi shemdeg tav sulmoutqmenlad <3 maagram ragaceebi ver gavige am tavshi imedia gaverkvevii :D

ხო, დამიჯერე ლომიამაც ვერ გაიგო :D :D სწორედ ეს მიზანი მქონდა.. იდუმალი ესმერალდა ^_^ :დ love მადლობააა <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№5  offline წევრი nini :)

თავიდან რომ დავიწყე ვიფიქრე ხო არ შეეშალა და სხვა ისტორია ხო არ დაიწყო თქო, მაგრამ მერე ისე მომეწონა რომ აი არ ვიცი რააა ძაან მაგარი იყო, მაგრად წერ და მომწონს შენი სტილი, გააგიჯებ მკითხხველს და ეს უბრალოდ ძაან მაგარია, ვგიჯდები ლომიაზე love

№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

nini :)
თავიდან რომ დავიწყე ვიფიქრე ხო არ შეეშალა და სხვა ისტორია ხო არ დაიწყო თქო, მაგრამ მერე ისე მომეწონა რომ აი არ ვიცი რააა ძაან მაგარი იყო, მაგრად წერ და მომწონს შენი სტილი, გააგიჯებ მკითხხველს და ეს უბრალოდ ძაან მაგარია, ვგიჯდები ლომიაზე love

დიდი მადლობააა ^_^ love
მე კი მომწონს ძალიან თქვენ რომ გაგიჟებთ feel არა... ამ თავის დასაწყისი ერთმა გენიალურმა რომანმა მომაწოდა love ვკითხულობდი და მაშინ მომივიდა, როგორც უნდა დამეწყო წერა, მეც შევცვალე და მხოლოდ ლომიათი არ დაგტანჯეთ... მეორე მთავარი პერსონაჟის დარდებიც გავამხილე და რასაც ვერ გაიგებთ მერე გამოჩნდებაა <3
მადლობა, რომ კითხულობთ...
ლომია გაგიჟებს? :D love ლომია უკვე ბევრს აგიჟებს, რაღაც მართლა ძალიან გოგოების მოყვარული რომ შევქმენი ნამდვილად გაბნევთ გოგოებს :დდ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№7  offline ადმინი უნდა ვწერო

ერკე,ისევ მაინტრიგებ.ეს ემილი მართლაა შენი გაგიჟების საგანი თუ ქარაგმულად გვესაუბრები...ან თუ მართლაც ასეა რას გვიმალავ ან გვიმალავდი დეტალებს...სიმართლე რომ ვთქვა,ფანტაქსიკის გარეთაც შესანიშნავად წერ..ძალიან მომწონს შენი სტილი..თითოეული ემოცია ჩემზე გადმოიტანე...აი,რატომ უნდა გერქვას ლომია და არა ერკე,მაგრამ რად გჯნდა..არავის ესმის..

№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

უნდა ვწერო

აჰამ, ქარაგმულად გესაუბრებით, და რაღაც-რაღაცებს გაპარებთ... მალე გაიგებთ დანარჩენს, ვინ არის ესმერალდა და ა.შ. მაგრამ ჩემთვის ესმერალდა ემილია.
ლომია ცალკე თემაა... ძალიან მიყვარს ეს პერსონაჟი (შეიძლება არ უნდა მიყვარდეს, რადგან ავტორი ვარ და ამ კუთხით ობიექტური არ გამოვა, მაგრამ...) და თან ბევრად ვცდილობ, რომ კარგი გამომივიდეს საერთო ჯამში ეს მოთხრობა და უფრო საინტერესო გავხადო, მეტად დავძაბო.
მადლობა შენ, რომ კითხულობ.. მკითხველებისთვის ჩემი კარი მუდამ ღიააა ^_^ love შენ კი რამდენს წერ ისე :დ მეც წავიკითხე შენები და აღფრთოვანებული ვარ...
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№9 სტუმარი black

Va vaaaa dzaan magari xar erkinio brat:Dvuh sagoll raa emilim ra mogajadovaaa aseti❤

№10  offline ადმინი უნდა ვწერო

ErckeMydass25

ვიცი,ერკე.ვნახე შენი კომენტარები..დამაინტრიგე ემილი შენი სატრფოა თუ...შეიძება პირადი ცხოვრების შესახებ არ უნდა დავსვა აქ კითხავ,მარა დამაინტერესა.

№11  offline წევრი EmyLee

Momewona saocrad gio.. gmadlob rom ase fiqrob chemze da giyvarvar.. gmadlob aseti sityvebistvis. . Mabednierebs sheni nebismieri dzghveni.. love u <3 <3
--------------------
Rain Of Native Girl

№12  offline ახალბედა მწერალი ერკე

black
Va vaaaa dzaan magari xar erkinio brat:Dvuh sagoll raa emilim ra mogajadovaaa aseti❤

შენ არ იცი ძმაო, ეგ ჯადო მარტო ჩემზე მოქმედებს ოღონდ... სხვაზე მოქმედების ნებას არ მივცემ :D love
EmyLee
Momewona saocrad gio.. gmadlob rom ase fiqrob chemze da giyvarvar.. gmadlob aseti sityvebistvis. . Mabednierebs sheni nebismieri dzghveni.. love u <3 <3

კიი ჩემო ტკბილო... ზუსტად ასე ვფიქრობ შენზე... რასაც ვამბობ, არაფერია გამოგონილი, რასაკვირველია ლომიას გრძნობებშიც კი რაღაც სიმართლეა იმ კუთხით, რომ ამ მოთხრობაში ის ჩემს სახედ მყავს გამოყვანილი, ესმერალდა კი შენ ბრძანდები გამაგიჟებელოო ****
ბედნიერებისგან უნდა დაგღალო შენ :* ბედნიერების ღირსი ხარ და სულ ბედნიერი უნდა იყო ჩემო ლამაზო love request
მეც ხომ იცი რა საოცრად მიყვარხარ :* love love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№13 სტუმარი black

Aeuf ra sheyvarebulia...h,h ar mice araa...:D:Dva va ra sityvebit sheavse chven..sheni emylee ar gaawitlo amden evrshi da stumrebshi biwo codoa:D:D;)

№14  offline ახალბედა მწერალი ერკე

black
Aeuf ra sheyvarebulia...h,h ar mice araa...:D:Dva va ra sityvebit sheavse chven..sheni emylee ar gaawitlo amden evrshi da stumrebshi biwo codoa:D:D;)

შენგან განსხვავებით მე ჩემ ნამდვილ სახეს არ ვმალავ და არც იმას, თუ რას ვგრძნობ :D
ხოდა გაწითლდეს არაუშავს... მე მაინც ვერ დავინახავ -- ჯერ ^_^ love
მალე სულ გაწითლებული მეყოლება love აი, როგორც ეს სმაილია ისე... ^^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№15  offline წევრი EmyLee

ერკე

ჰმ :დ ერკეე :დ არ გავწითლდებიი მაინც :დ :* :*
--------------------
Rain Of Native Girl

№16  offline ახალბედა მწერალი ერკე

ცდა ბედის მონახევრეაო :D მე მაინც ვცდი :*** :დ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№17  offline წევრი EmyLee

თუ ასე გააგრძელებ შეილება მართლა :დ :დ
--------------------
Rain Of Native Girl

№18  offline ახალბედა მწერალი ერკე

EmyLee
ერკე
EmyLee
ერკე
black
Aeuf ra sheyvarebulia...h,h ar mice araa...:D:Dva va ra sityvebit sheavse chven..sheni emylee ar gaawitlo amden evrshi da stumrebshi biwo codoa:D:D;)

შენგან განსხვავებით მე ჩემ ნამდვილ სახეს არ ვმალავ და არც იმას, თუ რას ვგრძნობ :D
ხოდა გაწითლდეს არაუშავს... მე მაინც ვერ დავინახავ -- ჯერ ^_^ love
მალე სულ გაწითლებული მეყოლება love აი, როგორც ეს სმაილია ისე... ^^

ჰმ :დ ერკეე :დ არ გავწითლდებიი მაინც :დ :* :*

ცდა ბედის მონახევრეაო :D მე მაინც ვცდი :*** :დ

თუ ასე გააგრძელებ შეილება მართლა :დ :დ

გავაგრძელებ :D მე ალექსანდრე მაკედონელის სისხლიც მიჩქეფს, რომელიც ბრძოლის ველს მარტივად არ თმობდა და იბრძოდა :დ
გაგაწითლებ ^_^ :დ ქალბატონო love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№19  offline მოდერი chica sol

ჰმ ერკე... შენ რა კარგი ვიღაც ხარ.
ჩვენ გვისაუბრია და ვასკვნიდი რომ გიცნობდი, მაგრამ დღეს სხვა მხრიდან დაგინახე და გაგიცანი. ასეთიც კარგი ხარ. და რამდენი მხარე გაქვს შენ?❤❤❤
კარგი ხარ, კარგიი

№20  offline აქტიური მკითხველი terooo

ერკე თუ ლომიას ესმერალდა ისე იყო გადმოცემული მხატვარი რიმ ვყოფილიყავი ყველა შტრიხსა და ჩრდილს უშეცდომოდ დავხატავდი... სასწაული გადმოცემის უნარი გაქვს. სასწაულად წერ... მომაჯადივებლად... როგორ მაინტერესებს ეს ესმერალდა ნამდვილი ის გულის ესმერალდააა??? ყოჩაღ ერკე...

ერკეეე... ეს სულ დამავიწყდა... ვიცანიიი... ეს ის წუხანდელი გოგო არ არის ნაზუ, სათუთი არსება? ბარიდან? არ თქვა რომ არ არის მაინც არ დავიჯერებ... მაგრამ შენ ხომ ჩემზე უკეთ იცი და დაწერე კიდეც. ახლა რა სისწრაფუღ უნდა წავიკითხო აზრზეეე ხააარ???

№21  offline ახალბედა მწერალი ერკე

მარიამ ზაქარაშვილი
ჰმ ერკე... შენ რა კარგი ვიღაც ხარ.
ჩვენ გვისაუბრია და ვასკვნიდი რომ გიცნობდი, მაგრამ დღეს სხვა მხრიდან დაგინახე და გაგიცანი. ასეთიც კარგი ხარ. და რამდენი მხარე გაქვს შენ?❤❤❤
კარგი ხარ, კარგიი

სასიამოვნოა შენი ახლიდან გაცნობა მარიამ love love უამრავი... ერთი მხარე რომ მქონდეს ღმერთმა დამიფაროს wink wink მადლობა <3
terooo

მაგას რა ჯობია. დროზე ჩაამთავრე, საბოლოოდ რომ გავიგო შენი აზრიიი ^_^ <3
მადლობა გოგონი <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№22  offline აქტიური მკითხველი terooo

ერკე ვერ ვიტან გოგონის რომ მეძახიან...

№23  offline ახალბედა მწერალი ერკე

კარგი გავითვალისწინებ :დ და აღარ დაგიძახეებ <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent