სიყვარული მარადიულია 3
დავწექი.ტუმბოდან ტელეფონი ავიღე და ფეისბუქში შევედი.ლუკა ონლაინი იყო ამიტომ მივწერე.მერე ისეთი ანეგდოტები მომწერა,სიცილისგან ცუდად გავხდი და როგორც მე მჩვევია ხოლმე დავპოსტე: feeling crazy with Luka Luka.გვარი არ უწერია სოციალურ ქსელში,უბრალოდ სახელი და მორჩა. მან მაშინვე დააკომენტარა: - კარგი,ამდენი სიცილით არ მომიკვდე.მერე მე რაღა მეშველება?-ბოლოს სიცილის და გულის სმაილი. - ნუ ღელავ,სიკვდილს ეშინია კატოსი და ამიტომ ჯერ არ მოგიკვდება-დემეტრემ შეეპასუხა კომენტარებში და ამ წინადადებას ბოლოს ღიმილის სმაილი მიუწერა. - ჰო.ეგრეც უნდა იყოს-ვუპასუხე და გამეღიმა.რამდენიმე წამში დემეტრესგან მესიჯი მომივიდა. - იმდენად გიყვართ ერთმანეთი,მთელმა ინტერნეტქსელმაც უნდა იცოდეს? - რა? -რა საჭირო იყო დაპოსტვა?თუ იცინით,იცინეთ რა საჭიროა ამის ინტერნეტქსელში გამოქვეყნება? - შენს თავს მიხედე ბატონო დემეტრე. - მიხედილი მაქვს.ისე კარგი წყვილი ხართ-როგორც კი წავიკითხე მაშინვე ავკისკისდი.ამას გონია რომ ლუკა ჩემი შეყვარებულია?აშკარად რიტორიკული კითხვა დავსვი.ცოტახანი გართობის სურვილი მომაწვა და ავყევი დემეტრეს. - მადლობა.ჩემთვის საუკეთესო და ერთადერთია ოჯახის შემდეგ. - რაში მაინტერესებს?-მის პასუხზე გავბრაზდი და გასვლა გადავწყვიტე. - მიყვარს როდესაც ჩემს გრძნობებს სხვას გადავცემ-მიწერე და მაშინვე გამოვედი ფეისბუქიდან.მაღვიძარა დავაყენე ტელეფონში და ტუმბოზე დავდე. შემდეგ მორფეოსის სამყაროში გადავეშვი. დილით მაღვიძარამ გამაღვიძა.სწრაფად ავდექი,შხაპი მივიღე, ჩავიცვი,თმები მაღლა ავიტანე და შევიკარი.შავი პატარა ჩანთა გადავიკიდე მხარზე და სამზარეულოში გავედი.შუა საუზმობის დროს საშინელი თავის ტკივილი ვიგრძენი თუმცა არ მიმიქცევია ყურადღება.თეფში ნიჟარაში ჩავდე და დავემშვიდობე დედას. -ნუცა მალე- დავუყვირე და უცებ ყველაფერი დატრიალდა.ეს ყველაზე საშინელი თავბრუსხვევა იყო რაც კი ამ ხნის განმავლობაში მქონია.მაგიდას ხელებით დავეყრდნენი და თავს კარგისკენ შემოვუძახე.თუმცა მალე ვიგრძენი სიმსუბუქე და იატაკზე დავეცი.სანამ გავითიშებოდი ნუცას ყვირილი ჩამესმოდა.მერე კი თვალი საავადმყოფოში გავახილე.უკვე ორი დღეა აქ ვხვდები.ძალიან მომაბეზრებელია.თვალებით ახლობლებს ვეძებ თუმცა აშკარად გარეთ მელოდებიან.ახალგაზრდა ექთანი შემოვიდა.გამსინჯა და გასვლა დააპირა თუმცა გავაჩერე. - როდის გამწერენ?ჩემი ახლობლები სად არინ?-მან რაღაც შეცოდების თვალით გამომხედა და მიპასუხა: - მალე შემოვუშვებთ.გაწერით ჯერ არ ვიცი- კიდევ ერთხელ დააპირა გასვლა თუმცა გავაჩერე. - რამე სერიოზულია?-ხმა ამიკანკალდა. - სამწუხაროდ ქრონიკული ლეიკემიით ხართ დაავადებულნი-თავი საშინლად ვიგრძენი,თვალწინ მთელი ჩემი ცხოვრება დამიდგა.ჯერ ხომ ისევ ახალგაზრდა ვარ?მეც ხომ მწყურია სიცოცხლე.საშინელებაა როდესაც იგებ რომ სიკვდილი გიახლოვდება.ყველაზე საშინელი განცდაა. - გადავრჩები?-ახლა უფრო ამიტანა შიშმა და ვგრძნობდი მალე კანკალს დავიწყებდი.თვალები ერთმანეთ მაგრად დავაჭირე და პასუხის მოლოდინში გავივნაბე. -ქრონიკული ლეიკემია იძლევა დიფერენცირებული უჯრედების პოპულაციას, თანდათანობით კი ხდება მათი შერევა პერიფერიული სისხლის ნორმალურ უჯრედებთან.ამის შედეგად განკურნვა შესაძლებელია.სანერვიულო არაა.გადარჩენის დიდი შანსებია. - თუ არ მოხდება მათი შერევა?-ექთანს აღარ უპასუხია,დამტოვა ჩემს ფიქრებთან მარტო.თავი საშინლად ვიგრძენი.მალე დედა და ნუცა შემოვიდნენ ოთახში.ხმა არ ამოუღიათ,უბრალოდ დასხდნენ და თვალებშიც კი არ მიყურებდნენ. - გადარჩენის დიდი შანსებია-ო ექთანმა ნუ ნერვიულობთ-მათი დამშვიდება ვცადე თუმცა მათზე უარესად მე ვიყავი. - ნუ ცდილობ ჩვენს გამხნევებას მაშინ როცა ჩვენზე უარესად ხარ-დამიყვირა ნუცამ და აცრემლიანებული თვალებით გაიქცა პალატიდან.თავი დავხარე და ღრმად ჩავისუნთქე. -ეს არავინ უნდა გაიგოს ჩვენ სამის გარდა-ვთქვი და დედას შევხედე რომელსაც ტირილისგან თვალები დასიებოდა და ჩაწითლებოდა.გული მომიკვდა მის ასეთ ფორმაში დანახვაზე. - კატო,იმედია მკურნალობას აპირებ და არ გამაგიჟებ-ტირილით მითხრა დედამ და თვალებში შემომხედა.ვერ წარმომიდგენია რა გრძნობაა როცა შვილს ცხრა თვე მუცლით ატარებ,უფრთხილდები,ყველაფერზე ხარ მისთვის წამსვლელი და ბოლოს იგებ რომ შეიძლება ახლო მომავალში დაკარგო.ბევრი არც მიფიქრია.ან რაიყო კი საფიქრალი?მეც ახალგაზრდა ვარ და მეც მაქვს სიცოცხლის წყურვილი.ჩემი სიცოცხლისთვის იმიტომ უნდა ვიბრძოლო რომ სამართალი დავიცვა.უდანაშაულო ხალხი არ უნდა დაისაჯოს,ამიტომ ვარ მე ადვოკატი.აუცილებლად ვიცოცხლებ,ამაში დარწმუნებული ვარ.ყველაფერი რათქმაუნდა ღმერთის ნებაა,თუმცა როცა თავდაჯერებული ხარ და საკუთარი თავის გწამს ყველაფერს მიაღწევ. - აუცილებლად დე.ვიცოცხლებ კიდევ დიდი ხანი და მოგიწევს სამსახურიდან დაღლილს სადილი დამახვედრო-ბაგეები ღიმილმა გაუპო.მის შემხედვარე მეც გამეღიმა. - დე,გთხოვ დაელაპარაკე ექიმებს და დღეს გამწერონ რა.ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს-მაშინვე დემეტრე გამახსენდა და გადავწყვიტე დღევანდელი ვახშამი არ ჩაშლილიყო. - ასეთი რა საქმე გაქვს კატო?-მკაცრად მკითხა. -რავიცი,აბა.საქმეა-გამეცინა. - შენ და შენმა საქმეებმა ხომ შემჭამეთ-ქოთქოთით გავიდა პალატიდან.მის შემხედვარე გამეცინა.მალევე შემოვიდა დედა და მას ექთანიც მოჰყვა.დღესვე შემეძლო წასვლა.მალე ჩავიცვი და 15 წუთში უკვე მზად ვიყავი.ნუცა აქამდე კაფეტერიაში იჯდა და ნერვიულად სვამდა ყავას.მასთან მივედი ჩავეხუტე და ისიც აქვითინდა.პირველ საათზე კი უკვე საავადმყოფოს შენობიდან გავდიოდით.ძალიან გამიკვირდა როცა შენობიდან გასულს ლუკა დამხვდა იქ. გამარჯობა ჩემო საყვარლებო გამიხარდა წინა თავზე კომენტარი რომ დავინახე.იმედია კიდევ გამახარებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.