აღიარე, გაები ბაბნიკო ! ! ! (თავი 4)
ყველა ინტერესით მომჩერებოდა, ალექსანდრეს გარდა. მე კი მონაცვლეობით ვუყურებდი ალექსანდრესა და ლუკას.მთელმა საღამომ ისე ჩაიარა, რომ არაფერი გამიგია. თვალი ერთი წერტილისთვის გამეშტერებინა. -ემილი, კარგად ხარ?(გიორგი) -კი,კი-უცებ გამოვერკვიე და საათს გავხედე, რომელიც 12-ს უჩვენებდა.-ჩემი წასვლის დროა, უკვე ძალიან დამაგვიანდა-ვთქვი და ფეხზე წამოვდექი. -მოიცა ემილი, უკვე ძალიან გვიანია მარტო ვერ წახვალ, მე წაგიყვან(დემეტრე) -არა, საჭირო არ არის, არ მინდა თქვენი შეწუხება(მე) -მე წავიყვან(ლუკა)-თქვა და ფეხზე ადგა. აღარ შევწინააღმდეგებივარ, ყველას ჩავეხუტე, ალექსანდრეს ნახვამდის-ო ვუთხარი და კარში გასულ ლუკას უკან გავყევი, რომელმაც ჯიბიდან გასაღები ამოიღო და მანქანის კარი გამიღო.ორივე უხმოდ ჩავჯექით. -ემილი,მომიყევი რამე შენს ოჯახზე(ლუკა) მომეჩვენა თითქოს ამით ძალიან იყო დაინტერესებული. -არაფერია მოსაყოლი(მე) -კარგი, როგორც გინდა(ლუკა) 15წუთში უკვე სახლში ვიყავით. ლუკა მანქანიდან გადმოვიდა და კარი გამიღო. -მადლობ რომ მომიყვანე, არ იყავი ვალდებული(მე) არაფერი უთქვამს, მოვიდა და ჩამეხუტა, მეც უნებურად მოვხვიე ხელები. ამ დროს ჩვენი სახლის ფანჯრებს ავხედე, საიდანაც მამაჩემი იყურებოდა. ლუკას მაშინვე მოვშორდიც და სახლსი შევედი, სადაც სერიოზული სახეებით მდივანზე მჯდარი მშობლები დავინახე. -რა ხდება?(მე) ვიკითხე მათი სახეების დანახვისას. -ემილი იმ ბიჭს საიდან იცნობ (მამა)-ასეთი სერიოზული ჯერ არ მენახა. -მამა უბრალოდ მეგობარია, სახლამდე მომაცილა.(მე) -არ მაინტერესებს ვინაა, მეორედ მაგ ბიჭთან არ დაგინახო, თორემ იცოდე სახლიდან ფეხს ვერ გაადგამ-ამჯერად დედა ჩერია საუბარში. -ვერ ვხვდები რა გინდათ-ვიყვირე გაბრაზებულმა და ოთახში ავვარდი. ვერ ვხვდებოდი ასე რამ გააბრაზათ, აქამდე დედა თვითონ მეუბნებოდა დროა შეყვარებული გყავდესო, ახლა კი? მართალია ლუკა მხოლოდ მეგობარი იყო, მაგრამ მეჩვენებოდა თითქოს ჩემი შობლები იმან გააბრაზა რომ ლუკამ მომიყვანა, ხოლო მის ადგილას ნებისმიერი სხვა რომ ყოფილიყო, ასე არ გააბრაზებდათ ეს ფაქტი. ამ ფიქრებში ჩამეძინა. დილით თვითონ გამეღვიძა, გამიკვირდა, როგორც ყოველთვის მიჭირს ხოლმე ჩემით გაღვიძება, საათს გავხედე და ჯანდაბააა!!! უკვე 12 საათია. -შესანიშნავია, სწავლა ჯერ არ დამიწყია და უკვე ვაცდენ, ნეტავ დედამ რატომ არ გამაღვიძა, ალბათ ისევ გაბრაზებულია გუშინდელის გამო, წავალ და ბოდიშს მოვუხდი. დაბლა ჩავედი მაგრამ არავინ დამხვდა. მხოლოდ წერილი იდო მაგიდაზე. „ემილი საქმეზე ვართ მე და მამაშენი და გვიანობამდე ვერ დავბრუნდებით. ნია ბაღიდან გამოიყვანე და 9 საათისთვის ნონას გაუყვანე,ის დაიტტოვებს, დილით ტკბილად გეძინა და აღარ გაგაღვიძე. სალომე“. ნონა, დეიდაჩემი იყო, მასაც ნიასხელა გოგონა ყავდა და ხშირად იტოვებდა ნიას. ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დარეკა. -გისმენ, ნატალი(მე) -ემილი ხომ კარგად ხარ, სკოლაში რატომ არ მოხვედი?(ნატალი) -ყველაფერი კარგადაა ნატალი, უბრალოდ დილით ჩამეძინა (მე) -კარგი, ეხლა უნდა გავთიშო,ზარი დაირეკა , თორემ ხომ იცი ქართულის მასწი რა მკაცრია(ნატალი) -კარგი, სიხარულო(მე) დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, საინტერესო არაფერი მომხდარა, 5 საათზე ნია ბაღიდან გამოვიყვანე, მასაც ვაჭამე და მეც ვჭამე. მერე ზღაპრები მოვუყევი და 9 საათიც მოვიდა. -ნია მიდი გაემზადე პატარა ნონასთან მივდივართ(მე) -ვაშა, რა კარგია, მადლობა ემილი მიყვარხარ(ნია)-მითხრა და მომეხვია ნიას ჩაცმაში მივეხმარე, მეც უკვე მზად ვიყავი ამიტომაც სახლის კარი დავკეტე და გზას გავუდექით. ნონა ახლოს ცხოვრობდა ამიტომაც მალევე მივედით და კარზე დავაკაკუნეთ. კარი დეიდამ გააღო. -მოხვედით, საყვარელო მოდი შვილო შემოდით, ესე უნდა მომანატროთ თავი?(ნონა)-გვითხრა და ორივეს გადაგვეხვია. -კარგი რა დეიდა 1 კვირის უკან არ ვიყავით სტუმრად(მე) -შვილო ეს თქვენი სახლიცაა, როცა გინდათ მაშინ უნდა მოხვიდეთ(ნონა) დაახლოებით ნახევარი საათი მათთან დავრჩი, მერე ყველას დავემშვიდობე და წამოვედი. რატომღაც სახლში წასვლა არ მინდოდა, ამიტომ ფეხით გასეირნება გადავწყვიტე.დრო ისე გავიდა ვერც მივხვდი. უკვე 12 იყო.მხოლოდ ეხლა შევნიშნე რომ ძალიან დაღლილი ვიყავი. გადავწყვიტე მოკლე გზიდან წავსულიყავი და ერთ-ერთ ჩიხში შევედი. შორიდან მთვრალი კაცების ხმები მომესმა, რომლებიც რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ. ალბათ სამი იქნებოდა, უკვე ძალიან ბნელოდა და ვერ ვხედავდი, ნაბიჯს ავუჩქარე. -ჰეი ლამაზო, სად მიგეჩქარება?-მომესმა ერთ-ერთის ხმა ზურგს უკან და შიშმა ამიტანა. -ჩვენთან დარჩი-ახლა უკვე სხვა გამომესაუბრა. უკან შევბრუნდი და გაქცევა დავაპირე მაგრამ ამ დროს ვიღაცას შევასკდი. -ძალიან ლამაზი ხარ, ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ უბრალოდ ცოტას გავერთობით, მერწმუნე შენც მოგეწონონება-მითხრა მესამემ და ხელი მაჯაში მომკიდა. -ხელი გამიშვით-გავუძალიანდი მე. ჩემთვის ყურადღება არავის მოუქცევია. ახლა ის ორიც მომიახლოვდა. -მიშველეთ, გთხოვთ დამეხმარეთ(მე)-ყვირილი დავიწყე მაგრამ აქ ვინ უნდა ყოფილიყო. უკვე ყველაფრის იმედი დავკარგე. -არ მიეკაროთ-გაისმა ვიღაცის ხმა. ეს ხმა ძალიან მეცნო მაგრამ ისე ვიყავი შეშინებული ვერაფერზე ვფიქრობდი. ვიგრძენი როგორ მომშორდა, კაცის ხელი რომელიც მიჭერდა. შემდეგ კი აღარაფერი მახსოვს. გონს უცხო ოთახში მოვედი. ნეტავ სად ვარ, ან აქ რა მინდა?- გავიფიქრე და გონებაში ბოლოს მომხდარი ფაქტები გავიხსენე. ახლა მივხვდი ვის ეკუთვნოდა ეს ხმა. -ლუკა-ვიყვირე ხმამაღლა, რომ გაეგო. კარი მაშინვე გაიღო და ოთახში ლუკა შემოვარდა. -რა ხდება ემილი, კარგად ხარ?-მკითხა შეშფოთებული ხმით და საწოლთან მოვიდა. -ლუკა, აქ რა მინდა ან გუშინ რა მოხდა, იქ რა გინდოდა?(მე) -დამშვიდდი ემილი, ყველაფერი რიგზეა, გუშინ იმ ადგილას რაღაც საქმე მქონდა, უკვე სახლში მივდიოდი როცა შენი ყვირილი გავიგე და... მერე გონება დაკარგე ამიტომ ჩემს სახლში წამოგიყვანე(ლუკა) -არ ვიცი მადლობა როგორ გითხრა, შენ რომ არ ყოფილიყავი, იმაზე ფიქრიც კი არ მინდა რა მოხდებოდა(მე) -ემილი, იმ დროს იქ რას აკეთებდი?(ლუკა) -მე, უბრალოდ ვსეირნობდი, დრო ისე გავიდა ვერც შევამჩნიე, უკვე გვიანი იყო და გადავწყვიტე მოკლე გზით წავსულიყავი(მე) -უნდა იცოდე რომ მოკლე გზები ყოველთვის საშიშია, მითუმეტეს ღამით.(ლუკა) -ხო მართლა რომელი საათია, სახლში ალბათ უკვე ნერვიულობენ(მე) -დილის 7საათია, რაც შეეხება მშობლებს შენი ტელეფონი ავიღე და მივწერე რომ დღეს მეგობართან რჩებოდი, დედაშენმა მოგწერა, დღეს სახლში ვერ მოვალთ და თავს გაუფრთხილდიო(ლუკა) -ლუკა ყველაფრისთვის დიდ მადლობას გიხდი, მაგრამ ახლა უნდა წავიდე. გუშინაც არ ვყოფილვარ სკოლაში(მე)-ვთქვი და ფეხზე წამოვდექი. -მოიცა ემილი სად მიდიხარ, ერთად ვისაუზმოთ, მერე სახლში წაგიყვან ჩანთა აიღე და სკოლაში წავიდეთ.(ლუკა) -არა ლუკა საჭირო არაა, ,ისედაც ძალიან შეგაწუხე(მე) -რას ამბობ ემილი წამოდი დაბლა ჩავიდეთ დედაჩემმა უკვე საუზმე გაამზადა და გველოდება(ლუკა) -რაა? დედაშენმა? კი მაგრამ ლუკა(მე)- ლუკამ სიტყვის დამთავრება არ მაცადა. -დამშვიდდი ემილი რა განერვიულებს(ლუკა) -რას იფიქრებს დედაშენი ჩემზე(მე) -არაფერსაც არ იფიქრებს, იცის რომ ჩემი მეგობარი ხარ, გვეყო ამაზე საუბარი წამოდი თორემ უკვე ყველაფერი გაცივდა(ლუკა)-მითხრა და გაღებულ კარში გამატარა. ორივე დაბლა ჩავედით, ძალიან მრცხვენოდა ლუკასიც დადედამისისაც. არ ვიცოდი ჩემზე რას იფიქრებდა. -გაიღვიძე შვილო?- ახალგაზრდა ლამაზი ქალი მოვიდა ჩემთან-ლუკა შვილო ასე ადრე რატომ გააღვიძე ეს გოგო, ჯერ ძალიან ადრეა. -ნინო ემილისთანაც უნდა გავიდეთ სახლშიც ჩანთა უნდა აიღოს(ლუკა) -კარგი , კარგი მოდით დაჯექით და ერთად ვისაუზმოთ(ნინო) მაგიდასთან დავჯექით. მეჩვენებოდა თითქოს ეს ქალი სადღაც მინახავს, მაგრამ სად? კედელზე დაკიდებულ ფოტოებს გავხედე. რათქმაუნდა, ერთხელ ძველ ფოტოებს ვათვალიერებდით სახლში, სწორედ მაშინ ვნახე ნინოს სურათი, სადაც ის და მამა ერთად იყვნენ გამოსახული. დედას რომ ვკითხე ამ ქალის ვინაობა, მახსოვს ძალიან გაბრაზდა, ფოტო დახია და მითხრა ეს ქალი დაივიწყე და აღარ ახსენოო. ნეტავ საიდან იცნობდა ნინო ჩემს მშობლებს? საუზმე დავამთავრეთმ ნინოს დავემშვიდობეთ და წამოვედით. მერე ჩემს სახლში გავიარეთ. ლუკას შევთავაზე შემოსულიყო მაგრამ უარი მითხრა. სახლში შვედი, ჩემი მშობლები კიდევ კარგი სახლში არ იყვნენ თორემ ალბათ ძალინ გაბრაზდებოდნენ როცა ლუკას დაინახავდნენ. ტანსაცმელი გამოვიცვალე, ჩანთა ავიღე და ლუკასთნ დავბრუნდი. გზაში ხმა არცერთს ამოგვიღია, როცა სკოლასთან გააჩერა მანქანა მხოლოდ მაშინ ამოვიღე ხამა. -ლუკა არ მინდა ვინმემ გუშინდელის შესახებ რამე გაიგოს, ამიტომ გთხოვ არავის უთხრა(მე) -კარგი როგორც გინდა- მითხრა და მანქანიდან გადავიდა. სკოლაში შევედი, დღეს ნატალი არ იქნებოდა გუშინ მითხრა მეგობრის დაბადების დღეზე მივდივარო. დღე ჩვეულებრივად გავიდა. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, სახლში წავედი. სახლის კარი გავაღე და ამჯერად შინ დედაც და მამაც დამხვდა. -როგორ მომენატრეთ-ვთქი და ორივეს გადავეხვიე. -ჩვენი გიჟი გოგო მოსულა-მითხრა მამამ და ლოყაზე მაკოცა. ორივეს მოვესიყვარულე, ერთად ვისადილეტ და შემდეგ ჩემს ოთახში ავედი. შუადღით წყალი მომინდა, ამიტომაც დაბლა ჩავედი მაგრამ სანამ მისაღებში სვიდოდი დედას ხმა მომესმა, რომელიც მამას ესაუბრებოდა. - დათო აღარ ვიცი რა ვქნა, ხარჯებს ვეღარ ამუდივართ, ნიასაც და ემილისაც დიდი ხარჯები აქვთ, შენც ვერ იშოვე სამსახური(სალომე) -მართალი ხარ, მაგრამ რა უნდა ვქნათ?(დავითი) მათი საუბარი აღარ მომისმენია, პირდაპირ ჩემს ოთახში ავეიდ. მთელი დღე ვფიქრობდი რა უნდა მექნა, რომ მშობლებს დავხმარებოდი. ამის მხოლოდ ერთადერთი შანსი იყო, მუშაობა უნდა დამეწყო, მაგრამ სად? ვინ აიყვანს მეთერთმეტე კლასელს სამსახურში ალბათ არც არავინ. გამახსენდა ჩემი ერთ-ერთი მეგობარი რომ ამბობდა, ერთი ფირმია რომელიც სკოლადამთავრებულ ბავშვებს იღებს სამსახურში, რათა პრაქტიკა შეასწავლოდო. იქნებ მეც იქ მეცადა ბედი? მაგრამ ჯერ სკოლა არც კი დამიმთავრებია. მაგრამ მაინც ვცდი. საღამოს უკვე გაგზავნილი მქონსა ამ კომპანიაში ჩემი სივი. სამშენებლო ფირმა იყო. -ემილი ამოდი საუზმე მზადაა-მომესმა დედას ძახილი და მეც დაბლა ჩავედი. -დედა, მამა სერიოზულად უნდა დაგელაპარაკოთ(მე) -რა ხდება შვილო, ყველაფერი კარგადაა?(დათო) -მინდა მუშაობა დავიწყო, თუ საჭიროა სწავლასაც დავანებენ თავს და მაღაზიაში დავიწყებ მუშაობას(მე) -შვილო რას ამბობ რა დროს შენი სამსახურია(სალომე) თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ ამაზე და ბოლოს იმ პირობით დავითანხმე მშობლები თუ სკოლას თავს არ დავანებებდი. ვახშმის შემდეგ ჩემს ოთახში ავედი და ნოუთბუქი ჩავრთე. კომპანიიდან შეტყობინება იყო მოსული. გავხსენი და კითხვა დავიწყე. იქ კი ეწერა რომ.... P.S აბა ბავშვებო რას იტყვით, მგონი დიდი თავია, გთხოვთ დააკომენტაროთ მაინტერესებს თქვენი აზრი თუ ღირს გაგრძელება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.