შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"პროვინციელო, შენ მე მეკუთვნი!" (ნაწ. II, თავი 3)


12-12-2015, 14:30
ავტორი N7
ნანახია 4 343

პირველ რიგში ბევრი ბოდიში თქვენ. არ მინდოდა დაგვიანება, მაგრამ არც მუზამ შემიწყო ხელი და არც ჯანმრთელობის მდგომარეობამ. ახალ თავს მალე დავდებ, გპირდებით და იმედია, ისიამოვნებთ! <3
***
საავადმყოფოს ჰოლში ისხდნენ, სამნი. ყველა დაძაბული ელოდა ექიმს, რომელსაც თითქოს პირი შეეკრა და განზრახ არ ჩანდა. ყველაზე დაძაბული მაინც ლუკა იყო, ანდა რა გასაკვირია ეს ვინმესთვის?!.. ნერვიულობისგან წაშლილი სახე თლილ თითებში მიემალა და ნერვიულობისგანვე დაცვარულ შუბლს დროდადრო იწმენდდა. ანკას სიტყვები ბუნდოვნად ესმოდა იმის შესახებ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ცუდი წინათგრძნობა თითქოს უფრო და უფრო მჟღავნდებოდა ექიმის დაგვიანებით. არაფერს ეუბნებოდა იმედით სავსე აბაშიძეს, რომელიც დარწმუნებულიც კი იყო ნინას ორსულობაში, მხოლოდ გრძნობდა და გრძნობებს გონების საშუალებით ბლოკავდა, უფრო სწორად, ცდილობდა.
გამოვიდა. ექიმი გამოვიდა და ნაცვლად იმისა, რომ მოხსნილიყო მის სხეულზე ტვირთად წოლილი დაძაბულობა, უფრო დაიჭიმა და გაძლიერდა.
ნელი ნაბიჯებით წავიდა თეთრებში გამოწკეპილი შავგვრემანი, ჯმუხი მამაკაცისკენ.
- დარჩით! - ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა და წყვილი შეაჩერა.
რა შეეძლოთ? ამ შემთხვევაში ირემაშვილი იყო მთავარი და ამ ფაქტს წინ ვერ აღუდგებოდნენ, ექიმის სიტყვა რამდენი ბედნიერების ან პირიქით - უბედურების მომტანიც არ უნდა ყოფილიყო.
- თქვენ პაციენტის.. - წამოიწყო ექიმმა.
- მეუღლე ვარ, - სწრაფად მოუჭრა, სანამ უაზრო მონოლოგებს წამოიწყებდა.
- მაშ, ბატონო... გოგონას გულის მანკი აქვს, საკმაოდ სერიოზულ ფორმაში. სასწრაფოდ სჭირდება ქირურგიული ჩარევა, - არ დააყოვნა ექიმმა, როცა მამაკაცის მოუთმენლობა შენიშნა.
თავბრუ დაესხა. ინსტიქტურად წაიღო თითები შუბლისკენ და წარბების გასწვრივ, შუბლზე, საფეთქელთან მიიჭირა. ოდნავ მოიხარა წელში, თითქოს წამში ჩამობერდა. ექიმის სიტყვები და ნატროშვილთან გატარებული თითოეული წამი ერთმანეთში ირეოდნენ და არ სჯეროდა, შეუძლებლად ეჩვენებოდა.
***
ვერც კი გააცნობიერა, ისე მიჰყვა დღეები - დღეებს, ისე აღმოჩნდა ექიმის კაბინეტში დასკვნით ხელში. დამტკიცებული საქმე იყო, მანკი გოგონას გულში არსებობდა.
- საკმაოდ დაგვიანებულია. გულის მანკმა ასე იცის, დაგვიანებით იჩენს ხოლმე თავს, თუმცა მთლად ხელჩასაქნევად არ გვაქვს საქმე. შემიძლია გერმანიის კლინიკაში გაგიწიოთ კონსულტაცია და პირობა მოქცეთ, რომ ამ საქმეს ეშველება. ქირურგიული ჩარევით მოხდება სარქველების შეცვლა ან აღდგენა. ვიმედოვნოთ, რომ მეორე ვარიანტი იქნება, რადგან ასეთი ადვილი არაა შეცვლა სარქველის, - უთხრა ექიმმა ჯმუხვით. - თუ გადაწყვეტთ გერმანიაში ვიზიტს, რაც სავალდებულოც კი ხდება დაავადების ფონზე, შემიძლია კარგი კარდიოლოგი გამოგაყოლოთ, - დაამატა.
- აუცილებლად წავალთ გერმანიაში და აუცილებლად გავიყოლებთ კარგ კარდიოლოგს, - მექანიკურად ამოთქვა ბიჭმა, რომელსაც უკვე ნერვიულობისგან ნაადრევად შეჰპარვოდა ჭაღარა თმაში. - ახლა კი, შემიშვით მეუღლესთან.
- კი ბატონო, ოღონდ არავითარ შემთხვევაში მისი განერვიულება და დასტრესვა, - გამაფრთხილებელი ტონი ჰქონდა.
- ნუ ნერვიულობთ.
პალატაში არეული ნაბიჯებით შევიდა. სამი დღე გასულიყო, რაც მისი ლამაზი თვალებისთვის არ შეეხედა, არ ჩაეხედა და არ აღმოეჩინა თავისი სამყარო მისაში. რომ იცოდა, დილით გაღვიძებულს მისი დიდრონი თვალები არ დაუხვდებოდა, მომღიმარი, ძილიც არ სურდა და ასე, სამი დღის უძილო, თვალებჩასისხლიანებული, კვებანაკლული დაბორიალობდა, არეული ნაბიჯებით.
სამი დღის შემდეგ, ისევ განახლდა ერა მის ცხოვრებაში. ახალი პირადი სამყარო აღმოაჩინა თავის თავში და თითქოს ხელახლა დაიბადა.
- ნინ, - გოგონას საწოლთან ჩაიმუხლა და მისი ნაზი, გამხდარი თითები ტუჩებთან მიიტანა. - გერმანიაში მივდივართ, ნიი! - დაიჩურჩულა.
მისი ხელების სიმხურვალით გაბრუებულს, თვალები მიენაბა და სითბო მთელს ორგანიზმში ჩაეღვარა. გოგონას სიჩუმემ და ამ დუმილში გამეფებულმა დაძაბულობამ აანერვიულა.
- ლუკა, მომიწექი, დავიძინოთ, - ამოიჩურჩულა ნინამ და თავისუფალ საწოლის მხარეზე გამხდარი და თავისუფალი ხელი მოუსვა. - არ ინერვიულო რა, - დაამატა, როგორც მისი სიახლოვე დაიგულა.
ბიჭს მის კისერში ჩაეგო თავი და ანერვიულებულ, რითმადარღვეულ, ძალიან ცხელ სუნთქვას აფრქვევდა. ეღიმებოდა, ყველაფრის მიუხედავად, აღიმებდა მისი უზარმაზარი პოზიტივი. პალატაში სითბო ტრიალებდა, მაგრამ ორივეს ეყინებოდა ძვლები.
- შენ თავს ვფიცავარ, კარგად იქნები... - უჩურჩულა რამდენიმე წუთის შემდეგ და გავარვარებული ტუჩები მიაწება საყვარელ კანს.
- ვიცი, ლუ... კარგად ვიქნებით! - გაეღიმა გოგონას. კენტად ჩამოგორებული ცრემლი მარცხენა ლოყაზე, მოიწმინდა.
- ამ კვირაში გერმანიასაც ვნახავთ, - განაგრძობდა ირემაშვილი მის ყელში ძრომიალს.
- შენთან ერთად, ხომ იცი... - გაიღიმა ნატროშვილმა.
- შენც ხომ იცი?!
- ვიცი.
***
ნაცნობ შენობაში შევიდა და ნაცნობ ხალხს მიესალმა.
- ბატონო ლუკა, როგორ ხართ? - აედევნა ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც ძალიან მოსწონდა უფროსი.
- შენ როგორ ხარ, ხათო? - სევდიანი ღიმილით გადახედა გოგონას.
- კარგად, რა მიშავს?! გვიბრუნდებით?
- ჯერ არა, - თავი გაიქნია და ლიფტში შევიდა. - გაგა აქ არის?
- კი, მიბრძანდით, - ღიმილით დაუქნია თავი და მისი ღიმილიანი სახეც მალე გააქრო ლიფტის კარმა.
გამოვიდა და პირდაპირ ნაცნობი კაბინეტისკენ წავიდა. კარზე დააკაკუნა და თანხმობის შემდეგ შევიდა.
- ლუკა? - გაუკვირდა გაგას და გაბადრული სახით წამოვიდა მეგობრისკენ, გადასახვევად. - აქ რამ მოგიყვანა, შე დაკარგულო! - სიცილით შემოჭდო მხრებზე ხელი და ძლიერად ჩაიხუტა.
- გაჭირვებამ, გაგა, გაჭირვებამ! - ამოიოხრა და სავარძელზე დაეშვა. მის წინ მოკალათდა მამაკაციც.
- რა გაჭირვება, ლუკა, მშვიდობაა?
- არა, არ არის, - თავი გაიქნია და სახეზე თითები გადაიტარა. - ჩემს ცოლს აქვს გულის მანკი, სასწრაფოდ საოპერაციოა გერმანიაში, - ოხვრით თქვა.
- ღადაობ ტო? - გაუკვირდა მამაკაცს.
- რას ვღადაობ, გაგა... როდის გინახივარ ასეთი სერიოზული? - წყენით მიმართა.
- კაი ტო, მაპატიე... რით შემიძლია დაგეხმარო?
- ჩემი სახლი გაიტანე სასწრაფოდ აუქციონზე. 100 მჭირდება ხელზე, ძვირია იქ ოპერაცია.
- ასი კი არა, ბევრად მეტს აიღებ შენს სახლზე, მაგრამ რა საჭიროა გაყიდვა? იქნებ დაგეხმარო...
- ასი ათას დოლარს საიდან გამიჩენ, თორემ გგონია მე მინდა სახლის გაყიდვა, რომელშიც გავიზარდე?
- ეჰ, ეს ჩამლპალი საქართველო! ამის დედაც... - კომპიუტერი ჩართო, - ახლავე შევეხმიანები რამდენიმე ახლო მეგობარს დანიშნონ აუქციონი და ჩეკი ხვალისთვის გექნება.
- ჯიგარი ხარ, ძმაო, გადამეხადოს, - ადგა, გადაეხვია და უხმოდ წამოვიდა.
მთელი გზა იმაზე ფიქრობდა, როგორ მიიღებდა ნინა ამ ამბავს. ეს ხომ უკვე მისი სახლიც იყო?! სახლი, რომელშიც იცხოვრა ცოტა ხანი, თუმც ძალიან კარგი დრო. გული ცუდი წინათგრძნობით გამოდიოდა. თითქოს ანიშნებდა, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა.
ნინას მშობლები ჩამოსულიყვნენ რაიონიდან. ისინიც ბევრს ნერვიულობდნენ. ჯერ არ შეხვედროდა ლუკა მათ და ეს ცალკე ტვირთად აწვა. თითქოს თავის თავს ადანაშაულებდა და გული უგრძნობდა, რომ ისინიც მას დაადანაშაულებდნენ.
მანქანას მექანიკურად მართავდა. რამდენიმეჯერ წითელზეც გაიარა, მაგრამ ამ მომენტში ეს ყველაზე ნაკლებად ადარდებდა. გულზე უდიდეს ლოდად ეწვა ყოველივე. არადა, არც ისეთი რთულიაო - აიმედებდა კონსულტაცია გაწეული კარდიოლოგი.
საელჩოში გაიარა. საბუთები მოაწესრიგა, ბილეთებიც იყიდა და დამძიმებული წავიდა საავადმყოფოსკენ.
უკვე ვეღარ იტანდა, რომ ასეთი სუსტი ცოლისთვის უნდა ეყურა. ერჩია თავად დამართნოდა ეს უბედურება, ასე უფრო მარტივი იქნებოდა.
ჰოლში ნინას ახლობლები შეკრებილიყვნენ. ნაბიჯების გადადგმა უჭირდა, თითქოს ფეხებზე ღუზა ეკიდა. ძლივს მიუახლოვდა გოგონას მშობლებს და სახეშეცვლილ მარიკას როგორც მოჰკრა თვალი, მაშინვე მჭიდროდ დააჭირა დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს. ქალის მწარე ხელმაც არ დააყოვნა და მომენტალურად აუწვა მარჯვენა მხარე.
- არამზადავ! - აყვირდა მარიკა და გულ-მკერდის არეში დაუშინა ხელები. - გაუზრდელო! შენი ბრალია, ჩემი შვილი ახლა ამ მდგომარეობაში რომაა! - ყვიროდა და ძლიერად ურტყავდა მომუშტულ ხელებს.
იდგა და ითმენდა რამდენიმე ხანს ტკივილს, რომელიც არაფერი იყო შინაგან ტკივილთან შედარებით. ბოლოს ზურამ შეაჩერა ცოლი.
მამაკაცმაც თვალები გაახილა და მაყურებელს მოავლო თვალი. თითები თავზე გადაიტარა და ცარიელ სკამზე ჩამოჯდა. შუბლზე მიიბჯინა თითები და იატაკს მიაჩერდა. მარიკა უმალ ჩაიმუხლა მასთან და მუხლებზე ჩამოსდო ხელები.
- რატომ გამიკეთე ეს, დედა... რატომ გამიუბედურე შვილი? - ატირდა ქალი.
განგაშის სიგნალი გონებამ უმალ გაუგზავნა ლუკას გულს და მიხვდა, რომ ძალიან, ძალიან ეტკინა. ყველა ტკივილზე უფრო დიდი და ჩაუცხრომელი იყო ეს უკანასკნელი. სტკიოდა მარიკას სიტყვები... სტკიოდა ფაქტი, რომ მან გააუბედურა გოგონა. ამაზე ადრე ფიქრს თუ არ გაიკარებდა, ახლა სერიოზულად ეგონა - დამნაშავე იყო, დომინანტი გოგონას უბედურებაში.



№1  offline წევრი მოლურჯო

კარგი იყო ძალიან კარგი
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი blue jeans

და ვერ ვხვდები რატომ ადანაშაულებს თავის თავს?? რა ჩაიდინა??უბრალოდ შეუყვარდა და დაქორწინდნენ ისე როგორც სეყვარებული წყვილები იქცევიან უეტეს შემთხვევაში
ისე ძალიან მომწონს უბრალოდ არ მგონია ლუკა იყოს დამნაშავე რამეში

 


№3 სტუმარი teo...

Rato adanashaulebs Lukas ver vxvdebi? Velodebi moutmenlad shemdeg tavs.

 


№4  offline წევრი N7

გიჟი - ♥♥♥,
გმადლობ... მიხარია, რომ მოგწონს! love


blue jeans,
teo...,

არ ვიცი, ვნახოთ რა მოხდება... (ინტრიგანი მე wink ) love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline წევრი Lana Tomlinson

ვაიმე რა კარგი თავი იყო feel love ინტრიგანი ხარ შენ მართლა winked იმედია არაფერი მოუვა ნინას love

 


№6  offline წევრი N7

Lanas Statusebi,
არადა, მეგონა არ მოგეწონებოდათ ასეთი ცვლილებები..
სასიამოვნოდ გაოცებული ვარ!
მადლობები! love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

მარიკა ცჰამოახრჩეთ am ეს რა თქმა უნდა ხუმრობით მაგრამ არა პრინციპში მართლა სიამოვნებით მოვკლავდი რა უვიცობაა როდის იყო გულის მანკის გაჩენაში ვინმე იყო დამნაშავე ეგეც ინფექციური დაავადება არ იყოს რომელიც შესაძლოა ლუკას გადაეცა ნინასთვის რას ერჩის ამ ბიჭს am ჩემი ლუკიტოო როგორ მეცოდება ასეთ დროს სად ყავს მეგობრები რატო არ გამოაჩინე დანაკლისს განვიცდი recourse იცოდე ამათმა სიყვარულმა ყველაფერს უნდა გაუძლოს და მე რო მიყვარს ისეტი ბედნიერი დასასრული ჰქონდეს გთხოოოვ გადაარჩინე ჩემი გოგო თორე მე დავიტოვებ ლუკიტოს wink wink

 


№8  offline წევრი N7

sameone crazy girl,

ექნება, ექნება, აუცილებლად! love
მეგობრებიც იქნებიან, რა თქმა უნდა.. love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№9  offline წევრი kaxelii

გაიტანეთ მარიკა აქედან თორე.. ვერაა ეს ქალი სრულ ჭკუაზე. ნინა როგორ შემეცოდა მაგრამ ლუკას ამ ტანჯვამ დამიწვა ჩემი სათუთი გული sad . ვე შევეგუები მე ამათ ტანჯვას recourse . მალე დადე თორე ეხლა ისეთი გაბრაზებული ვარ შეიძლება აგაფეთქო wink
.ჩემი სიხარული ხართ თქვენ love

 


№10 სტუმარი teo...

Someone crazy girl,hemo kargo sad dagvekarge??? Xomici gelodebit sheni mkitxvelebiiiii....

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

teo...
Someone crazy girl,hemo kargo sad dagvekarge??? Xomici gelodebit sheni mkitxvelebiiiii....

არ დავკარგულვარ აქ ვარ wink ბევრ ახალ ისტორიას ვკითხულობ და ვაკომენტარებ wink wink

 


№12  offline მოდერი წითური გოგონა

უკომენტროდ! მომდევნო თავს ველოდები! უკომენტაროდ!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№13  offline წევრი N7

nino k.d.,
მალე დავდებ და ამით გამოვისყიდი მარიკას ცოდვას wink love

წითური გოგონა,
ლავიუ ბეიბი love tongue
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№14  offline წევრი kaxelii

wink არაა მარიკას ცოდვას ვერ გამოისყიდი მაგრამ....
არააა ვფიქრობ ვფიქრობ და ვერ მოვიფიქრე ლოგიკა საიდან და რატო ადანაშაულებს ლუკას როცა ლუკას მაგის სისულელის გამო გაყვა ცოლად და არც ლუკას ბრალია არაფერი.
.....
აღარ დამიტანჯო ჩემი სიხარულები love

 


№15  offline მოდერი bibo

Ras miket
B shen mgupav ra gulis manki unda am cicqna gogos es ra miqeni mexi dameca megona es ro vnaxe eh :( :( :( :( inedia kargad dasruldeba es yvelaperi da gamojamrteldeba imdeni xani velode guli damwydaaa ux icode migachaqucheb ux chemi biskviwi luka rogor gaminervile ux saocreba da saswauli shokoladi da asetebi ro xar chemi tqma ar gchirdeba

 


№16  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Guli migrdznobda rom orsulad ar uyoo ase banaluri gamovidoda shen ki yvelaferi mixershii chayare da aurie :D dzalian magari tavi iyoo shemecoda lukaa au marikas ra unda ver vxvdebii veraa mag kali dalagebuli ukve magizianebs bichs chrilobaze fexs achers velodebi shemdegs ♥♥♥

 


№17  offline წევრი N7

bibo,
მაპატიე ჩემო საყვარელო, სხვანაირად ვერ იქნებოდა, ბანალურობები შორს ჩვენგან wink იმედია ესეც ბანალური არ გამოვიდა love
დიდი მადლობა! love

gvanciko_gvancunia,
გამახარე... დიდი მადლობა და მალე დავდებ შემდეგს! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№18 სტუმარი dafsd

ლუკა რაშუაშია :/ ?

 


№19  offline მოდერი bibo

ბოლოს არ მომიკლა ეს წყვილი დამიტოვე ერთად ეს ლუკა კამფეტი ბისკვიწია რა ბიჭია მაგიჯებს მალე გამოვაგდებ და დავისვამ გვერდით love ჩემი სასწაული ხარ შენ ის კარგად წერ მგონია გვერდიდან უყურებ მე და მათ ვუთვა;თვალებბ მაგიჯებ და მიყვარხარრ love request

 


№20  offline წევრი N7

bibo,
უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასო! ისე მახარებს შენი ასეთი უტკბესი სიტყვები! მიყვარხარ, მერე რა, რომ არ გიცნობ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№21 სტუმარი სოფტ

კანფეეტ თავია... ღირდა ლოდინად...მაგარი გოგო ხარ

 


№22  offline წევრი N7

სოფტ,
მიხარია, რომ მოგეწონა.. love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№23  offline წევრი Lana Tomlinson

N7
Lanas Statusebi,
არადა, მეგონა არ მოგეწონებოდათ ასეთი ცვლილებები..
სასიამოვნოდ გაოცებული ვარ!
მადლობები! love love

პირიქით ძალიან მომეწონა wink რა ჯობია ინტრიგას?მაგალითად ჩემთვის მოსაწყენია მოთხრობაში სულ სიხარული და ბედნიერება რომაა გადმოცემული.ვიცი რომ რეალობაშიც ბევრი პრობლემა არსებობს და მოთხრობაში რამდენიმე წუთით მაინც უნდა ვიგრძნოთ თავი ბედნიერად მაგრამ :დდდ ინტრიგა როცა დევს მოთხრობაში ეს უფრო საინტერესოს ხდის მას (ჩემიაზრით) love

 


№24 სტუმარი sevdis peris

Lan martla dzalian momcoms es istoria dzaliam lamazad cer da saertod intriga kvelganaa sachoro rom istoriis kitxvisas gomdodes misi bolomde kitxva da shegrdzneba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent