შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტა 5


12-12-2015, 18:15
ავტორი malena
ნანახია 7 724

- რა ხდება? - გაღიზიანებით დასმულ მარტას ამ კითხვაში, სასწრაფოდ დამაკმაყოფილებელი პასუხების მოსმენა იგრძნობოდა.
დავითი გაისუსა, შეატყო, უჩვეულოდ რომ გაბრაზდა ქალი.
- სათამაშო ოთახში გაიქეცი პატარავ, მეც მალე მოვალ. - დავითს მიმართა ლევანმა და ისიც უმალ დაემორჩილა.
- დილით რომ ჩამოვედი, უკვე გადიოდნენ. - ალაპარაკდა ლევანი, როგორც კი დათუნა გაეცალათ. - თქვეს, რომ სასწრაფო საქმე აქვთ თბილისში და რამდენიმე დღით ბავშვს ჩვენ გვაბარებენ.
- რა სისულელეა! - წამოიძახა მარტამ. საოცრად აღიზიანებდა მამაკაცის სიმშვიდე. - ეს ყველაფერი შენ მოაწყე და უტიფრად ცრუობ ახლა.
- ცდები.
- არ მგონია!
- ეს მათ გადაწყვიტეს, რომ ჩვენი მარტო დატოვება უმჯობესია. მე არაფერ შუაში ვარ. - ნელა და ისევ მშვიდად, ლამის დამარცვლით უპასუხა ლევანმა.
- გგონია,დაგიჯერებ?
- შენი გადასაწყვეტია, რას დაიჯერებ და რას არა. სიმართლე გითხრა, ჩემთვის სულ ერთია, მარტონი ვიქნებით თუ ასი კაცი იტრიალებს ჩვენს გარშემო. ხელს ვერავინ და ვერაფერი შემიშლის. - ფეხზე წამოდგა და მარტასკენ დაიძრა ლევანი. - მთავარია, გიპოვე. სხვა დაბრკოლება ჩემთვის არ არსებობს.
- მე? მე ვერ მხედავ? - უფრო და უფრო ბრაზდებოდა მარტა. - სწორედ რომ მე ვარ დაბრკოლება.
- დიდი ხანია, შენს გარდა ვერავის ვხედავ. - გაიღიმა ლევანმა და სევდიანი თვალები მიაპყრო ქალს. - დაუძლეველი დაბრკოლებები არ არსებობს.
- არსებობს! - ჯიუტი ბავშვივით შეეწინააღმდეგა მარტა.

საპასუხოდ უფრო ფართოდ გაიღიმა ლევანმა. ახლა მის სახეზე სევდის ნაცვლად, გამოწვევა იკითხებოდა. მარტას პირისპირ იდგა უკვე, იმაზე ახლოს ვიდრე ქალი ისურვებდა.
- ბავშვს რიგ-რიგობით მივხედავთ. - წაუყენა ულტიმატუმი უცებ. - ცალ-ცალკე და არა ერთად. დილიდან სამამდე შენ, სამიდან - მე.
- უფრო სერიოზული დაბრკოლებების მოფიქრება მოგიწევს.
- აი, ახლავე რომ ჩავბარგდე და თბილისში წავიდე, რა იქნება შენი აზრით?
- ის იქნება, რაც იქნება. სადაც არ უნდა წახვიდე, თან გამოგყვები, ამიერიდან, ყოველთვის შენ სიახლოვეს ვიტრიალებ, ამას შენც ხვდები, არა? - კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალს, რომელიც ცოცხალი თავით არ იხევდა უკან, არ უნდოდა უპირატესობა ეგრძნო ლევანს. სიმაღლეში საგრძნობი სხვაობის გამო, თავი უკან გადაეხარა და მრისხანედ მობრიალე თვალებით, რომლებიც ლამაზი ნამზეურის ფონზე კიდევ უფრო გამოკვეთილიყო, მამაკაცს ბურღავდა.
მისი თვალებით მონუსხულმა ლევანმა, თავი მისკენ, ძალიან ახლოს დაწია, უკეთ რომ დაკვირვებოდა უჩვეულო სილამაზეს, მისი ქმედებით დამფრთხალი მარტა კი სწრაფად გახტა უკან.
- არ გაბედო! - დაუყვირა შიშის დასაფარავად. მან ხომ სულ სხვა დასკვნა გამოიტანა. ეგონა, კოცნას უპირებდა კაცი.
მისი რეაქციით გამხიარულებულმა ლევანმა ხმადაბლა ჩაიცინა და მოწყურებული მზერა შეავლო ქალს.
- არც მიფიქრია. თუმცა, მახარებს მსგავსი მოლოდინი.
- რაღაც ძალიან გეშლება და საერთოდ, აღარ მინდა მსგავსი საუბრები შედგეს ჩვენს შორის და არც სხვა ხასიათის. - დაამატა სასწრაფო წესით. - დიდად დამავალებ, საერთოდ თუ არ დამელაპარაკები.
პასუხად ისევ ჩუმი ჩაცინება მიიღო.
- რა ვთქვი სასაცილო? -წამოიყვირა გაცოფებულმა.
რამდენიმე წამს კიდევ უყურა ლევანმა აღფრთოვანებით, მერე კი უბრალოდ გატრიალდა და წავიდა.
- საცინად მიგდებს. ჰგონია, თავი ქუდში აქვს უკვე. - ჩაილაპარაკა ნერვებმოშლილმა და ისეთი დაღლილი ჩაენარცხა სავარძელში, თითქოს ხელჩართული ებრძოდა ცოტა ხნის წინ ვინმეს. აშკარად, გადაჩვეული იყო მძაფრ ემოციებს, ამიტომაც ჰქონდა გული ამოვარდნას.
- ჩემი ბრალი არაა, შენ თუ ისეთი ომი წამოიწყე, რომლის ბოლოც უკვე ცნობილია ჩემთვის.
ლაევანის ხმამ, რომელიც კარში გახიდულიყო და მიშტერებოდა, გვარიანად შეაკრთო ქალი. მოულოდნელობის ეფექტი, აგრესიის მძლავრმა ტალღამ ჩაანაცვლა. მოუნდა, ბოლო ხმაზე ეკივლა კაცისთვის, ან რაიმე მასიური საგანი გაექანებინა და თავდაჯერებულ პირ-სახეზე ელეწა. საკუთარი სურვილებით გაოგნებულმა, ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა. ოდნავ დამშვიდდა, რომ გაახილა, ლევანი უკვე იქ აღარ იყო.
რაღაც დოზით მაინც შეიყოლია კაცმა და ეს სასტიკად არ მოეწონა. გადაწყვიტა, შემდგომში, მასთან საუბარს თავს თუ ვერ აარიდებდა, გულგრილობის ნიღაბი მოერგო და აუღელვებლად გაეცა მოკლე პასუხები.

მეტისმეტად კმაყოფილი ლევანი დავითთან ერთად, სათამაშო ოთახში იჯდა, კონსტრუქტორების აწყობაში ეხმარებოდა და ბავშვის ტიტინს ყურადღებას არ აქცევდა. შეძლო და გარკვეული ემოცია აღძრა ქალში. მერე რა თუ ეს ემოცია ბრაზი იყო. მთავარია, ზიზღი ან გულგრილობა არ იყო. მაშინ მართლა გაუჭირდებოდა. ჯერჯერობით კი ისიც საკმარისი იყო, ზომბური მდგომარეობიდან რომ მოახერხა მისი გამოყვანა. და, როგორი ლამაზი იყო მისი ბრაზით სავსე თვალები...

მომდევნო ორი დღის მანძილზე, შორიდან და მშვიდად ზვერავდნენ ერთმანეთს. მარტა მოლოდინის რეჟიმში იყო, მამაკაცისგან თავდასხმას მზადმყოფი ელოდა, ლევანს კი ჯერჯერობით კატათაგვობანას თამაში ართობდა. როგორც კი მარტა მოდუნდებოდა, მაშინ აპირებდა დასხმოდა თავს, იქამდე კი ომს თვალებით, აუღელვებლად განაგრძობდა. თუმცა, გეგმები ორივეს წყალში ჩაეყარა, როცა ზღვის ნაპირზე, დავითთან ერთად მორბენალი მარტა წაიქცა და ქვებზე არა მხოლოდ გადაიტყავა მუხლი, არამედ იღრძო კიდეც. ყვირილით სახლისაკენ გავარდნილი, შეშინებული ბავშვი ვერაფრით გააჩერა და მალე ლევანის მკლავებში ამოყო თავი, რომელიც ფანჯრიდან ადევნებდა თვალს მათ თამაშს და რომელმაც დიდი ენთუზიაზმით აიტაცა ხელში დაზარალებული. მარტას საპროტესტო შეძახილები, არც ბიძას ესმოდა და არც ძმისშვილს. თვალისდახამხამებაში სამზარეულოს მაგიდაზე იყო წამოსკუპებული, გვერდით თავმოხდილი აფთიაქის ყუთი ედგა. ლევანი მის წინ ერთერთ სკამზე მოკალათებულიყო, ნატკენი ფეხი კალთაში ედო და დასამუშავებლად ემზადებოდა. ოთახიდან კისრიტეხით გავარდნილი დავითი კი თეონასთან რეკავდა მითითებების მისაღებად.
- ახლა ცოტა აგეწვება. - გაიგონა ლევანის უჩვეულოდ დახშული ხმა და წამოიკვნესა კიდეც. სასწრაფოდ ნატკენთან დახარა თავი ლევანმა და სული შეუბერა. მერე მუხლის ზედა, შიშველი ნაწილისკენ გაექცა თვალი. გრძელი ფრიალა სარაფანი მოჭმუჭნული ჩაეტენა ფეხებშუა მარტას და გარუჯული, ბზინვარე ფეხები ლამის თეძოებამდე უჩანდა. სწრაფად განვითარებული მოვლენებით დაბნეული ქალი, მაშინღა მოვიდა აზრზე, როცა მამაკაცის მზერა ჭრილობას გვარიანად ასცდა. ერთიანად დაძაბულმა კაბის გასწორება დაიწყო, მაგრამ ლევანის ხელებმა შეაჩერა და ისეთი მავედრებელი მზერით ამოხედა, ისეთი ხიბლი იდგა მის თვალებში, ისეთი უცნაური გრძნობა დაეუფლა მარტას, ახსნაც კი გაუჭირდა... მოეჩვენა თითქოს, ვინმე განსაკუთრებული იყო და თაყვანს სცემდნენ.
- თავადაც შემიძლია დავიმუშავო. - ვერ გაიგო, რატომ ჩურჩულებდა.
- შეგიძლია, მაგრამ ახლა წყნარად იჯდები და დამაცდი. - ჩურჩულითვე უპასუხა ლევანმა და ისევ მუხლს მიუბრუნდა.
რატომღაც, მოუნდა, დამორჩილებოდა. მოუნდა, ვიღაცას ასეთი სიფაქიზით ეზრუნა მასზე. საკუთარი ნდომით დაბნეული, ცდილობდა გარკვეულიყო, რა ხდებოდა მის თავს.უეცრად კი, სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა, ლევანის ტუჩები მტკივანი ადგილის გვერდით, მუხლის შიგნითა მხარეს შეეხო და სანამ რეაგირებას მოახდენდა სულ, სულ ყველაფრით გაოგნებული... დავითის ხმა გაიგო.
- დედაც მირჩენს ხოლმე ნატკენს კოცნით, მაგრამ ახლა ასე თქვა, საავადმყოფოში წაიყვანეთ, მოტეხილი არ იყოსო.
ისეთი სისწრაფით და ისე მოუხერხებლად ისკუპა მაგიდიდან, რომ არა ლევანის სწრაფი რეაქცია, კიდევ დაეზღერთებოდა. მკლავში ჩაევლო კაცს ხელი და წონასწორობის დაცვაში ეხმარებოდა. შუბლშეჭმუხნულ მარტას კბილები მწარედ დაეჭირა ტუჩზე, მკვეთრმა მოძრაობამ საშინელი ტკივილი გამოიწვია. მისი არაადეკვატური ქცევით გაოგნებული დავითი კი წარბშეკრული ათვალიერდებდა ხან ბიძას და ხან მარტას. კულმინაცია, ისევ ლევანის მკლავებში აღმოჩენა იყო, რომელმაც მუქარით გააფრთხილა, წინააღმდეგობა არც გაბედოო და მანქანისკენ გააქანა. ბრწყინვალედ ჩატარებული სკუპის შემდეგ, შეწინააღმდეგების არც თავი ჰქონდა და არც სურვილი. მომხდარზე კი გადაწყვიტა, მოგვიანებით ეფიქრა.

მომდევნო დღეები ნამდვილი გამოცდა იყო მარტასთვის. წამლებთან ერთად, წოლითი რეჟიმიც დაუნიშნა ექიმმა და ახლა ლამის საჭირო ოთახშიც შეჰყოლოდნენ დავითი და ლევანი. ეს უკანასკნელი შანს არ უშვებდა ხელიდან და წარამარა ხელში ატატებული დაჰყავდა ქალი. ახლა კარგია ჰაერზეო, იტყოდა და გარეთ გაჰყავდა, მერე, მზე ნამეტანი აცხუნებსო - სახლში შეჰყავდა, შენი ჭამის დროაო - სამზარეულოში, უნდა დაიძინოო - საძინებელში და ა.შ. კინაღამ ჭკუიდან შეშალა. თავიდან აპროტესტებდა და მერე როგორ, რამდენჯერმე ისე აუხვანცალდა ხელებში, კინაღამ დააგდებინა თავი. მალე მიხვდა, მის არ მინდას რომ არ იგებდა კაცი და მერე, გაბუსხვა-ჩაფიქრების პერიოდი დაუდგა. მუდმივად უბღვერდა ლევანს, დავითსაც. საერთოდ არ ელაპარაკებოდა, ან უკიდურეს შემთხვევაში, უკმეხად სცემდა პასუხებს. ძალიანი იყო გაღიზიანებული და არეული. იმაზე მეტ სიახლოვეს იყო მამაკაცი, მას რომ მსგავსის დაშვება, რამდენიმე დღით ადრე, არაფრით შეეძლო. აზრზე ვერ მოვიდა, ისე გახდა ლევანი მისთვის რაღაცნაირად ახლობელი. ფიქრობდა, რომ მსგავსი ურთიერთობის ჩამოყალიბებას თავადაც შეუწყო ხელი, ან საკმარისად არ შეუშალა. უკეთესად უნდა შეწინააღმდეგებოდა, ბოლო-ბოლო კოჭლობით გადაადგილება ასე თუ ისე შეეძლო. ახლა კოცნა... სამზარეულოში მომხდარი ინციდენტი, რომელზეც ორივე დუმდა, ამისთვის რაღა მოეხერხებინა? აოცებდა ის ფაქტი, რომ იმ კონკრეტული მომენტის გახსენებისას, როცა ლევანის ტუჩები მის ფეხზე იყო მიკრული, უცნაური სიმხურვალე უვლიდა მთელს სხეულში. მსგავსი რამ არასდროს განუცდია, მაგრამ პატარა არ იყო, ვერ მიმხვდარიყო, მის გონებას თუ არ მოსწონდა ლევანის შეხება, ახლანდელი, ასკეტი მარტა თუ ეწინააღმდეგებოდა, მისი სხეული და მასში მიძინებული ქალი, სხვაგვარად ფიქრობდნენ. ჰოდა, რამდენიმე დღიანი ფიქრის შედეგად, იქამდე მივიდა რომ შეშინდა, საკუთარმა რეაქციებმა შეაშინა და გადაწყვიტა, როგორც კი თეონა ჩავიდოდა, გუდა-ნაბადი აეკრა და თბილისში არა, სადმე სხვაგან წასულიყო, დროებით მაინც გარიდებოდა ლევანის საზოგადოებას და ეს ქალური მომენტებიც გაუვლიდა. თუმცა, თეონა როდის გეგმავდა დაბრუნებას წარმოდგენა არ ჰქონდა, მისი გაპარვით გაბრაზებული არც ურეკავდა და არც მის ზარებს პასუხობდა, თანაც ფეხიც უნდა მოერჩინა.

ერთ დილას, მის ოთახში გამოცხადებული ლევანს, ფეხზე მყოფი დაუხვდა.
- შედარებით უკეთ ვარ, ხელით ტარება აღარ მჭირდება. მადლობა ზრუნვისთვის, მაგრამ ამიერიდან, თავად მოვუვლი ჩემს თავს. - გამოუცხადა შეუვალი ტონით და სახე? „აბა, გაბედე და რამე საწინააღმდეგო თქვი.“- ეს ეწერა.
ერთხანს მოჭუტული თვალებით ათვალიერა ლევანმა, მერე კი უცებ იმხელა ხმაზე გადაიხარხარა, ადგილზევე შეხტა ქალი და სიმწრით ტუჩი მოიკვნიტა.
- უკვე შეშინდი, არა?
- ნამდვილად შემაშფოთებელია შენი სულელური ხარხარი. - ირონიას მიმართა მარტამ, ვითომ შეკითხვის მთავარი მნიშვნელობა ვერ გაიგო.
- როგორ გგონია, ახლა რომ გაკოცო, რა მოხდება? - აღარ იცინოდა ლევანი.
- მე მარტო ის მგონია რომ ექიმს უნდა გაესინჯო. - მთელი ძალით ცდილობდა აუღელვებლად გაეძლო დიალოგის დასრულებამდე.
- ე.ი. ექიმს? - ქალისკენ დაიძრა ლევანი.
- დიახ ექიმს, აშკარაა აფრენ, გიჟი ხარ! - მიაყარა სწრაფ-სწრაფად აღელვების და შეშფოთების დასაფარად.
- ამბობენ, სიყვარული აგიჟებს ხალხსო. - სერიოზულობის განსახიერება იყო მის წინ აყუდებული კაცი.
- რა სიყვარული? - მომენტალურად დაიბნა მარტა.
- მიყვარხარ.
- ვერ ვიტან მაგ სიტყვას! - წამოიყვირა თავზარდაცემულმა ქალმა და უკან გახტა. იმხელა ტკივილი იდგა მის თვალებში, ტანჯვა და ისეთი შეძრწუნება, საზიზღრად იგრძნო თავი ლევანმა. რას არ მისცემდა ეს ემოციები და მტანჯველი მოგონებები რომ გაექრო ქალისთვის.
ხელებში ჩაერგო სახე მარტას და უხმოდ ქვითინებდა. ისევ იმ, თექვსმეტი წლის პატარა, დაუცველ გოგოდ იგრძნო თავი. გაახსენდა, რატის შეუგნებლად ჰაერზე ნასროლი მიყვარხარ და არაფერი, საერთოდ არაფერი სიყვარულისთვის გაკეთებული. გაახსენდა, ქუჯის მიერ, მრავალჯერ ნათქვამი იგივე და მხოლოდ ძალადობა, ამ გრძნობით გამართლებული. ყველაფერს ელოდა ლევანისგან, გარდა სიყვარულზე ლაპარაკისა. დასტიროდა ვერ დავიწყებულ და ახლა მთელი ძალით დატაკებულ წარსულს. გრძნობდა, ლევანის ძლიერად შემოჭდობილ მკლავებს და მის გულმკერდს მიყრდნობილი ცდილობდა, ყველა ვერშეხორცებული ჭრილობისათვის მოეკრა პირი. ქალი იყო, რომელსაც ერთი კაცი არ თუ ვერ გაუფრთხილდა, მეორემ კი ძალადობის გარდა არაფერი დაანახა. ზიზღი იგრძნო საკუთარი არსებობისადმი, უცებ ლევანის მზრუნველობა და თანაგრძნობაც გულისამრევი ეჩვენა.
- შენც კლანჭებში გინდა მომიქციო, არა?! - დაუკივლა და სწრაფად დაუსხლტა ხელიდან. - მძულს სიყვარული! მძულს, ჩემთვის ნათქვამი თითოეული მიყვარხარ. მძულს, ყველა კაცი, შენც მძულხარ და შენი სიყვარულიც!
გაგების და დიდი ნაღველის გარდა არაფერი იკითხებოდა ლევანის სახეზე, მარტას კი არაფრის დანახვა შეეძლო. სასოწარკვეთასა და ბრაზს ბინდი გადაეკრა თვალებზე. ძველებურ აგრესიას და გაბოროტებას გრძნობდა.
- ჩემს სიახლოვეს აღარ დაგინახო! გაეთრიე! - განაგრძობდა კივილს. მეტისმეტი დაძაბულობისგან ყელზე ძარღვები დაჰბერვოდა, ჩაწითლებული თვალები კი ლამის გადმოცვენოდა.
- დამამშვიდებელი დალიე და გავალ. - მშვიდად წარმოთქვა ლევანმა, რომელსაც გული ლამის გაგლეჯოდა საყვარელი ქალის სიმწრის შემყურეს, მაგრამ თავდაც ისტერიკას ვერ დადგამდა ახლა.
- არ მჭირდება შენი მზრუნველობა, თითქოს განსხვავდებოდე მათგან, თითქოს მათსავით ამაზრზენი არ ბრძანდებოდე. მომწყდი თავიდან! - კანკალსვერ იჩერებდა მარტა.
- დავითს შეაშინებ, დალიე წამალი!
დავითის ხსენებაზე ცოტა აზრზე მოეგო მარტა. რამდენიმე წამით ლევანის თვალებზე კონცენტრირდა. ისევე მომენტალურად დამშვიდდა, როგორც გააფთრდა, ლევანის თვალებში საყვედურის , ან გაიცხვის მსგავსი ვერაფერი რომ ვერ დაინახა. ყველაფრის მიუხედავად, სითბოთი და თანაგრძნობით უმზერდა კაცი და ძალიან შერცხვა საკუთარი გამოხდომის, დავითის გამო ცალკე ანერვიულდა.
- მშვიდად ვარ, წადი დავითთან, არ მჭირდება წამალი. - ისევ თავად აქცია ზურგი, აივანზე გავიდა და მშვიდ ზღვას გადახედა.
იმ დღეს საერთოდ არ გამოსულა ოთახიდან, არც ლევანს შეუკითხავს. რამდენჯერმე შეირბინა მასთან დავითმა და საჭმელი შეუტანა. ცოტა ხანს ბავშვთან თამაშით და მისი ფერებით შეიყოლია თავი, ისე კი მთელი დღე, მძიმე ფიქრებით გარს შემოჯარულმა გაატარა.
შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო, წესით ლევანსაც უნდა სძინებოდა, დავითს ხომ თავისთავად. უხმაუროდ ჩაიპარა კიბეზე, კოჭლობ-კოჭლობით. ზღვის ნაპირზე გავიდა. ჯერ ზღვის ნოტიო ჰავა ჩაისუნთქა ღრმად, მერე სიგარეტი ამოაძვრინა კოლოფიდან, მოუკიდა და ღრმად მოქაჩა. ეს მავნე ჩვევა ქუჯისთან თანაცხოვრებისას შეიძინა, როცა მისი ჯიბრით დაიწყო მოწევა. უყვარს, როცა ღამეა, მარტოა და ეწევა. დაჟინებულმა მზერამ აუწვა ზურგი. ვინ იქნებოდა თუ არა ლევანი. ერთი ამოიოხრა და მისკენ შებრუნდა. მარტასგან რამდენიმე მეტრში, შეზლონგზე იჯდა ლევანი. ისიც ეწეოდა და ქალს უყურებდა. გადაწყვიტა, გულახდილად დალაპარაკებოდა. აეხსნა, რა და რატომ არ შეეძლო. ორ ნაბიჯში გაჩერდა კაცის წინ, მშვიდად დაასრულა მოწევა, ნამწვი წინასწარ მომზადებულ პატარა ქილაში ჩატენა, არასდროს ანაგვიანებდა სანაპიროს სიგარეტის ნარჩენებით, ვერ იტანდა მსგავს ქცევას. მერე ლევანის თვალებს გაუსწორა მზერა და აუღელვებლად ალაპარაკდა.
- იმ ურთიერთობისთვის, რა ურთიერთობაც შენ გსურს, არ გამოვდგები ლევან, - წამიერად შეჩერდა, კაცის რეაქციას დააკვირდა, მოთმინების და მოლოდინის მეტი ვერაფერი მოიკითხა. - ვიცი, პრობლემა ჩემშია, მე კი ამ პრობლემასთან ბრძოლის არც სურვილი მაქვს და არც ძალა. ყველაფერი ქალური დიდი ხანია მოკვდა ჩემში. არ ვაპირებ, ჩემი წარსული მოგიყვე და მოგახვიო თავს, შეგაცოდო თავი, ან იმის ახსნა დავიწყო, რატომ აღმოვჩნდი იმ ღამით შენთან, ლოგინში. ისიც საკმარისია, რაც თეონამ გითხრა. უბრალოდ, არ მინდა, არც მძაფრი შეგრძნებები, არც მძაფრი ემოციები, არც ვნებათაღელვა, არაფერი გარდა სიმშვიდისა და მარტოობისა. სიყვარულთან როგორი დამოკიდებულებაც კი ნახე დღეს. მინდა ეს გაიგო, მინდა გამიგო და პატივი სცე ჩემს სურვილს. - დაასრულა, შვებით ამოისუნთქა და ახლა თავად იქცა მოლოდინად, რას უპასუხებდა კაცი.

უყურებდა ლევანი ქალს, რომელსაც თმას ზღვიდან მონაბერი ნიავი უწეწავდა და გრძელ, დავარდნილ კიმონოს სხეულზე აკრავდა. უყურებდა და ხედავდა, ყველაზე ქალურ ტანს. უსმენდა მის ნაზ და მშვიდ ხმას, აკვირდებოდა ვარდისფერი ბაგეების მოძრაობას, რომელთაც პირველად წარმოთქვეს მისი სახელი და სიგიჟემდე მოანდომეს, კიდევ უამრავჯერ მოესმინა. ხედავდა მის ულამაზეს თვალებს, სულმთლად სიშავეში რომ იყო გადასული ღამის გამო, მთვარის შუქით კი საოცრად ბრჭყვიალებდა. ნერვებს უწეწავდა, ეს ნებაზე მიშვებული, სიოსთან მოთამაშე ანცი თმა, ისე უნდოდა თითებს შორის გაესრიალებინა და მისი სინაზე ეგრძნო. ნერვებს უწეწავდა, ეს ყველა ქალზე ქალური ქალი, რომ იდგა ახლა მის წინ აუღელვებელი, ჯიუტად აჯერებდა საკუთარ თავს, რომ ყველაფერი ქალური ჩაკვდა მასში და ცდილობდა ეს აბსურდი, მისთვისაც დაეჯერებინა.
- ახლა, ალბათ, ზოგიერთი კაცი, ზოგიერთი შეგნებული კაცი, - ირონიულად შეასწორა ლევანმა, ფეხზე წამოდგა და მარტას მიუახლოვდა. - გაგიგებდა, შეგეშვებოდა და დაგტოვებდა მაგ შენს მაზოხისტურ და ასკეტურ არსებობაში. იქნებ, ღირსიც კი ხარ მსგავსი მოპყრობისა. - მკაცრად უელვარებდა თვალები ლევანს.
შეცბუნებულმა და დაბნეულმა მარტამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. კარგად ვერ გაიგო, რატომ, მაგრამ ძალიან იყო კაცი გაბრაზებული და გადაწყვიტა, საკუთარი სიმშვიდით განეიარაღებინა. ლევანმა კი დისტანციის საშუალება არ მისცა და თან მიჰყვა უკან დახეულს.
- მეგონა, გამიგებდი. - ჩაიჩურჩულა ქალმა.
- გაგიგებდი? მესმის რომ იტანჯე. შენი ცხოვრების რაღაც ეტაპზე უბედური იყავი, საშინლად უბედური და სასოწარკვეთილი. ვიცი, ყველაფერი იღონე იმ ყოფისთვის რომ დაგეღწია თავი, მაგრამ გამოდის რომ მხოლოდ ფიზიურად შეძელი თავის დაღწევა. ისევ იქ ხარ, თავად ებღაუჭები წარსულს, თავად ამყოფებ თავს უიმედოობაში, ისევ ისე იტანჯები... - სულ უფრო ბრაზდებოდა ლევანი. უკან იხევდა მარტა და მიჰყვებოდა ისიც. - გგონია, შენ ერთადერთი ხარ, ვისაც განსაცდელი მოუვლინა ღმერთმა? ვიღაცას შენთან შედარებით, ბევრად დალაგებული და უზრუნველი ცხოვრება აქვს, ძალიან ბევრს კი შენზე ბევრად მეტი ტანჯვა უნახავს. ზოგ მშობელს საკუთარი პირმშოს დამარხვა უწევს და ასეთები განაგრძობენ ცხოვრებას, მაგრამ შენ... შენ უკვე მაზოხისტურ სიამოვნებას განიჭებს თვითგვემა და მუდმივად ტანჯულის როლის მორგება. შესისხლხორცებული გაქვს ეგ უბადრუკი ყოფა, მუდმივად უკმაყოფილო და უბედურება მიხატული სახე. პირდაპირ შუბლზე გაწერია: „მე მრავალტანჯული ქალი ვარ.“ მგონი, ეს ყველაფერი გეამაყება კიდეც.
- სიცრუეა! - ამოიხავლა ამ ყველაფრის მოსმენით თავზარდაცემულმა მარტამ.
- სიცრუე იცი რა არის? - თავის სასტიკ გამოსვლას განაგრძობდა ლევანი. ზუსტად იცოდა რას და რატომ ამბობდა, სპეციალურად იქცეოდა ასე. - ის რომ ყველაფერი ქალური, მკვდარია შენში. აი რა არის სიცრუე და შენ ეს იცი. კარგად მახსოვს იმდღევანდელი შენი სახე სამზარეულოში, შენი რეაქცია, როცა ფეხზე გაკოცე, იყო მაშინ ჩვენ შორის გარკვეული მუხტი და შენ ეს იგრძენი. ჰო, პრობლემა შენშია. გეშინია, ახალი, სულ სხვანაირი ცხოვრების დაწყების. არც გინდა, სცადო.
- არაა ასე. უბრალოდ, არ მინდა. ასეც მშვენივრად ვარ. - უსუსრად ცდილობდა მარტა კაცის შემოტევის მოგერიებას, ცრემლი ჩასდგომოდა თვალებში. სულ სხვანაირად დაანახა ლევანმა საკუთარი ცხოვრება. იქნებ, სწორედ ისე იყო ყველაფერი, როგორც მან უთხრა?
- ასეა ასე. რომ არ გინდოდეს, ჩემს სიახლოვეს არ გაექცეოდი, საკუთარი სურვილების და საპასუხო რეაქციების შეგეშინდა და გადაწყვიტე მომერიდო. დარწმუნებული ვარ, როგორც კი თეონა ჩამოვა, გაიპარები კიდეც.
დანაშაულზე წასწრებულივით გაწითლდა მარტა, სასწრაფოდ ზურგი აქცია ლევანს და სახლისკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა.
- მარტა! - მკლავში ეცა კაცი და თავისკენ შეაბრუნა. - უბრალოდ, ნუ ეწინააღმდეგები საკუთარ თავს. მომეცი საშუალება, ყველა შიშის დაძლევაში დაგეხმარო.
- სიგარეტის ნამწვავები წამოკრიფე, სანაპიროს ნუ ანაგვიანებ, შენი ძმიშვილი ყოველდღე თამაშობს აქ. - ეს უთხრა მხოლოდ და თავის დახსნას შეეცადა, სახეზე დაცემული ლევანის ცხელი სუნთქვა საშიშრად მოქმედებდა მასზე.
- ერთი ეს მითხარი, რას ფიქრობ თვითმკვლელებზე? - არ გაუშვა ლევანმა.
- სუსტები არიან. - ყოველთვის ასე ფიქრობდა და ახლაც უცებ, დაუფიქრებლად უპასუხა კაცს.
- არაფრით განსხვავდები მათგან. - მიახალა მისი პასუხით კმაყოფილმა ლევანმა.
- გამიშვი! - გაბრაზებული შეხვანცალდა მარტა. თუმცა, ვერაფერი გააწყო.
- გაგიშვებ, შენ კი კარგად დაფიქრდი ჩვენზე. - ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა კაცმა.
ოდნავ მოადუნა თუ არა თითები, მაშინვე გამოგლიჯა მკლავი მარტამ და ლამის სირბილით წავიდა სახლისკენ. გადაწყვიტა, მეორე დღესვე დაერეკა თეონასთან და კატეგორიულად მოეთხოვა დაბრუნება, მერე კი სადმე მშვიდ ადგილას წასულიყო დასაფიქრებლად. არ შეეძლო არ ეღიარებინა ისიც, რომ ნამდვილად იყო სიმართლის მარცვალი ლევანის სიტყვებში, მაგრამ ფიქრი განმარტოებით, მაინც სჭირდებოდა...



№1  offline წევრი nestanuka13

მოუთმენლად დაველოდები მომდევნო თავს <3

 


№2  offline მოდერი ^paradise^

ეს რეები ხდება აქქ <3 ძალიან კარგი ისტორიიაა მომწონს რომ ასე დალაგებულად და აუჩქარებლად მოქმედებს ლევანი love იმედია ეს ისტორია მაგალითს მისცემს ეგეთი ტიპის ქალებს winked შენ კი ძალიან მაგრად წერ,არ მყოფნის კიდევ უფრო დიდი ისტორიიის წაკითხვა მინდააა tongue ველოდები შემდეგ თავს wink ოღონდ ამ მარტამ არ დაკარგოს ლევანი რააა <3

 


№3 სტუმარი salo

umagresiaaa,

mesmis martas da vgijdebi levanzee rom ase aucqareblad da tavdajerebulad moqmedebss.

 


№4  offline მოდერი malena

მადლობები ძვირფასებოოო... სამწუხაროდ, დღეს ვერ დავდებ კიდო, არ მცალია.

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

მალო, აი ეს თავი იყო რაღაცა რაღაცა რაღაცა, არ ვიცი.

" მამაკაცის მზერა ჭრილიბას გვარიანად გასცდა. " რამდენი ვიცინე. ლექსიკავგაქვს სასწაული :დდ
და ისევ თხრობა! გადამრევ.
ლევანიზე ვგიჟდები. იფ! აი ყველაფერივლ ისე სწორად და მაგრად უთხრა, გული მომეფხანა.

ისე რაღაც საეჭვოდაა ეს ქუჯინიო მოჩქმალული და დიდი იმედი მაქვს შეუფერებელ დროს არ გამოყოფს ფეხს. :დდ //

 


№6  offline მოდერი malena

lullaby
მალო, აი ეს თავი იყო რაღაცა რაღაცა რაღაცა, არ ვიცი.

" მამაკაცის მზერა ჭრილიბას გვარიანად გასცდა. " რამდენი ვიცინე. ლექსიკავგაქვს სასწაული :დდ
და ისევ თხრობა! გადამრევ.
ლევანიზე ვგიჟდები. იფ! აი ყველაფერივლ ისე სწორად და მაგრად უთხრა, გული მომეფხანა.

ისე რაღაც საეჭვოდაა ეს ქუჯინიო მოჩქმალული და დიდი იმედი მაქვს შეუფერებელ დროს არ გამოყოფს ფეხს. :დდ //

რაღაცაში კარგი იგულისხმება იმედია. ეგ ჭრილობას გასცდაო შეუფერებლად ხო არ მეწერა ქაა, რად იცინე?
მიხარია ლევანი რომ მოგწონთ. ♥♥♥ ენაცვალოს მაგას მალენა დეიდა. :)

 


№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

malena
lullaby
მალო, აი ეს თავი იყო რაღაცა რაღაცა რაღაცა, არ ვიცი.

" მამაკაცის მზერა ჭრილიბას გვარიანად გასცდა. " რამდენი ვიცინე. ლექსიკავგაქვს სასწაული :დდ
და ისევ თხრობა! გადამრევ.
ლევანიზე ვგიჟდები. იფ! აი ყველაფერივლ ისე სწორად და მაგრად უთხრა, გული მომეფხანა.

ისე რაღაც საეჭვოდაა ეს ქუჯინიო მოჩქმალული და დიდი იმედი მაქვს შეუფერებელ დროს არ გამოყოფს ფეხს. :დდ //

რაღაცაში კარგი იგულისხმება იმედია. ეგ ჭრილობას გასცდაო შეუფერებლად ხო არ მეწერა ქაა, რად იცინე?
მიხარია ლევანი რომ მოგწონთ. ♥♥♥ ენაცვალოს მაგას მალენა დეიდა. :)


რა თქმა უნდა კარგი იგულისხმება!
არა რა შეუფერებლად, სხვანაირად ვერც იქნებოდა. უბრალოდ სიტყვა გვარიანადზე გამეცინა. :დდ
დაა ქუჯიზე რო არ მიპასუხე, ამაზე უფრო დავეჭვდი. დამაცადე შენ!
არ თქვა, არაფერი არ მითხრა :დდ

 


№8  offline მოდერი malena

rebe123
ძალიან კარგია love ლევანიკო ძალიან მომწონს love love მიხარია ახალი ისტორია რომ დაიწყე love

♥♥♥♥

lullaby
malena
lullaby
მალო, აი ეს თავი იყო რაღაცა რაღაცა რაღაცა, არ ვიცი.

" მამაკაცის მზერა ჭრილიბას გვარიანად გასცდა. " რამდენი ვიცინე. ლექსიკავგაქვს სასწაული :დდ
და ისევ თხრობა! გადამრევ.
ლევანიზე ვგიჟდები. იფ! აი ყველაფერივლ ისე სწორად და მაგრად უთხრა, გული მომეფხანა.

ისე რაღაც საეჭვოდაა ეს ქუჯინიო მოჩქმალული და დიდი იმედი მაქვს შეუფერებელ დროს არ გამოყოფს ფეხს. :დდ //

რაღაცაში კარგი იგულისხმება იმედია. ეგ ჭრილობას გასცდაო შეუფერებლად ხო არ მეწერა ქაა, რად იცინე?
მიხარია ლევანი რომ მოგწონთ. ♥♥♥ ენაცვალოს მაგას მალენა დეიდა. :)


რა თქმა უნდა კარგი იგულისხმება!
არა რა შეუფერებლად, სხვანაირად ვერც იქნებოდა. უბრალოდ სიტყვა გვარიანადზე გამეცინა. :დდ
დაა ქუჯიზე რო არ მიპასუხე, ამაზე უფრო დავეჭვდი. დამაცადე შენ!
არ თქვა, არაფერი არ მითხრა :დდ

ეეე... საწყალი ქუჯიიი...

 


№9 სტუმარი Sani

Wait for next chapter maloo :* aii Saswauli leksika gakvs.. es chveni leoni professionali psikologia ♥ ♥ qujinio ar gamoaxtuno .. nervebi ameshleba ♥♥

 


№10 სტუმარი anna

მაგარია მომწონ სსსსს love love

 


№11  offline ადმინი უნდა ვწერო

რა ინტრიგებია...საინტერესოა...თავიდან ვერც კი ვიფიქრებდი,რომ იმ ერთი ღამის კაცს ასე შეუყვარდებოდა მარტა..

 


№12  offline ახალბედა მწერალი ერკე

შესანიშნავიიააა. თან როგორ დამაჟრიალა კითხვისას ბატონო, ბოლო მომენტზე განსაკუთრებით.
ძალიან მაგარი იყო love

და როგორ შეუყვარდა ნეტა ეგ გამაგებინა ;დ ათი წლის მერეც, რომ ახსოვდა და ახლა ეუბნება მიყვარხარო. ნუთუ დავიჯერო, მანამდე არავისთანაც არ ჰქონია მცდელობა შეყვარების ან ურთიერთობის დაწყება? თუ რომ ნახა მერე ამოუტივტივდა ყველაფერი :D შემდეგსაც ვნახავ ახლავე love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№13  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ნამდბილად დიდ შეცდომას უშვებს ეს გოგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent