შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტა 4

11-12-2015, 11:17
ავტორი malena
ნანახია 7 204

იმ ავადსახსენებელ, ძალადობრივ ღამეს ყველანაირი გაგებით განადგურდა მარტა და ერთი შეხედვით თითქოს დამშვიდდა. მომდევნო დილით, დამნაშავის სახით მომზირალ დედამთილს და მამამთილს, რომლებიც გოგონას მუდარის ხმამ და კივილმა, კარგად მიახვედრა რა ხდებოდა მათი ვაჟის საძინებელში, სულაც არ შეხვედრია ჩვეული აგრესიით.
ბურანში მყოფი, თითქოს ნარკოტიკული საშუალებების ქვეშ მყოფი განაგრძობდა ცხოვრებას, არსებობას უფრო. არ ლაპარაკობდა, აღარც პრეტენზიულობდა და გათიშულისთვის ორჯერ-სამჯერ უნდა გაგემეორებინა სათქმელი, რომ გაეგო. არ ახსოვდა ჭამა, საკუთარი ხელით კვებავდა ქუჯი, რომელსაც მექანიკურად უღებდა პირს. დედამთილი ისევ უკმაყოფილო იყო, ღმერთო, რა შეგცოდეთ ასეთი, ამნაირი უნიათო რძალი რომ გვარგუნეო, შვილის საცოდაობით გულდათუთქული აღაპყრობდა ხოლმე თვალებს ზეცისკენ. ქუჯის ჩამქრალ მზერას რომ დაინახავდა ხოლმე მარტასკენ მიმართულს, „მოგიკვდეს დედააა“ წამოიძახებდა და დანანებით აკანტურებდა თავს. რამდენიმე თვის შემდეგ, უშვილოა, უნდა გავაგდოთო, ამის ჩიჩინი დაუწყო ვაჟს და ...
- ქალი არა ხარ, დედა? - შვილის თვალებში დანახულმა პატივისცემის ნაკლებობამ შეაშინა ქალი და შეეცადა, უფრო თბილად მოქცეოდა მარტას, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი ქართველი დედა იყო და ვერ იტანდა ქალს, რომელსაც არ შეეძლო, მისი ერთადერთი და განუმეორებელი ვაჟი შეეყვარებინა...
თვე თვეს მისდევდა. ერთ საწოლში ეძინათ მარტას და ქუჯის. სექსიც ჰქონდათ. უფრო სწორად, ქუჯის ჰქონდა მორივით დაგდებულ თბილ სხეულთან.
უბედური იყო ქუჯი, იქნებ მარტაზე მეტად უბედურიც.
ერთხელ, მთელი ძალით გაარტყა გოგონას სახეში, რომელსაც თავი გადაებრუნებინა, თვალი ღამის შუქით განათებული ფანჯრისთვის გაეშტერებინა და უბრალოდ ელოდა, როდის დაასრულებდა მისი სხეულის ჯიჯგვნას კაცი.
- იმ ღამემდე, მეზიზღებოდი როგორც კაცი. - მშვიდად უთხრა მარტამ. - იმ ღამის შემდეგ კი, კაციც აღარ ხარ ჩემთვის.
მწარე რეალობის გასიგძესიგანებით გამწარებული ქუჯი, მის მკერდზე დამხობილი, ხმამაღლა ბღაოდა და მთელი ძალით იკრავდა მარტას სხეულს. - მიყვარხარ, მიყვარხარ... - იმეორებდა და ამაოდ ელოდა, ურეაქციო მარტასგან შებრალებას. ჰო, უბედური იყო ქუჯი.
წელიწადნახევარი განვლეს ამ ყოფაში. ერთ დღესაც კი რაღაც საქმე გამოუჩნდა ქუჯის თბილისში და გადაწყვიტა მარტასთან ერთად წასულიყო.
მგონი, მაშინ პირველად ინანა მარტას დედამ, შვილი რომ არ წამოიყვანა თავის დროზე და ქუჯისთან დატოვა. მარტას უსიცოცხლო თვალებმა დააფეთა. მას მართლა სჯეროდა, რომ მის შვილს აუცილებლად შეუყვარდებოდა ქუჯი, ის ხომ საკმაოდ მიმზიდველი ბიჭი იყო. რა მოსატანი იყო, რატისთან გაჩაღებული ბავშვური სიყვარულობანა. თანაც, ქუჯის შეეძლო, მარტას ნებისმიერი სურვილი შეესრულებინა, ოღონდ მას მოენდომებინა და გაუჩენელს გაუჩენდა. ეგონა, დედურქალური ინტუიცია სწორად კარნახობდა, რამდენი ოჯახი შექმნილა ასე. თავადაც მოიტაცა თავის დროზე მარტას მამამ და კი ცხოვრობდნენ ბედნიერად. არა, თავიდან მასაც გაუჭირდა, არ უყვარდა ცხონებული, მაგრამ შეუყვარდა, მერე მარტა გაჩნდა და ასე, მარტივად მოგვარდა ყველაფერი... მარტა კი, უყურებდა შვილის უინტერესო გამომეტყველებას, ზერელე ქცევას ყველასა და ყველაფრისადმი და პირველ რიგში საუთარი თავისადმი და ხვდებოდა, შეცდა. შეცდა და მერე როგორ.
- რა გჭირს შვილო, ეს რა დღეში ხარ? - გულმოკლულმა ძლივს შებედა საკუთარ შვილს კითხვა.
- მეითხები კიდეც? - მიიღო პასუხი. ემოციაც იყო, ზიზღი, დიდი დოზით.
ერთიანად დაკუნტული გაეცალა ქალი.
თავის ოთახში იჯდა. საწერ მაგიდაზე დაგდებულ თავისივე სურათების ალბომს მოკრა თვალი და უინტერესოდ გადაშალა. ფოტოები, როცა ახალშობილი იყო, მერე ბაღის, სკოლის. რამდენიმე ფოტოზე რატიც იყო, ოდნავ არ აჩქარებია გულისცემა მისი დანახვისას. სამაგიეროდ საკუთარმა ფოტოებმა, ძველმა მარტამ აუძგერა გული ძველებურად. უყურებდა კარადის მოზრდილ სარკეში საკუთარ ანარეკლს, ადარებდა ფოტოზე გამოსახულს და მგონი, სწორედ მაშინ მიხვდა სხვაობით შეძრწუნებული, რომ რადაც უნდა დაჯდომოდა, ბოლო უნდა მოეღო არსებული ყოფისათვის, თორემ საკუთარი თავისადმი საბოლოოდ დაკარგავდა პატივისცემას.
რამდენიმე დღე იბუყბუყა მის გაბოროტებულ გონებაში ერთმა ფიქრმა. მხოლოდ კონკრეტულ მიზანზე და საბოლოო შედეგზე იყო ორიენტირებული. ერთ საღამოსაც მტკიცე გადაწყვეტილებით მიუჯდა თავის ოათახში მტვერდადებულ კომპიუტერს. „გაიძულებ ქუჯი, გაიძულებ.“ - თითქმის ნასიამოვნებმა ჩაილაპარაკა და გაცნობის საიტების ძებნას შეუდგა. ახლა არც ახსოვს, კონკრეტულად რომელ საიტზე შევიდა. სიტუაციაში მალევე გაერკვა და საუბრის დაწყებას დააკლიკა. არ დალოდებია რას მოწერდა მოსაუბრე, სწრაფად დაიწყო ტექსტის აკრეფა... - სექსი მინდა შენთან, მისამართი რომ მოგწერო, მომაკითხავ, წამიყვან?... - უყოყმანოდ გაგზავნა და პასუხს გაფაციცებული დაელოდა.
...დარწმუნებული ხარ?... -იყო პასუხი.
... დარწმუნებული ვარ...
მერე მისამართი მიწერა. საკუთარი სახლის არა, მეზობლის, აი ქუჯის ნათესავების. დინჯად, აუღეღელვებლად გამოეწყო. არ გაპრანჭულა, არც ლამაზი თეთრეული ჩაუცვამს, არც მაკიაჟზე უფიქრია. უბრალოდ საშინაო ტანსაცმელი ჩაანაცვლა საგარეოთი. სულ მალე მზად იყო. იცოდა, გარეთ გასვლა ჯერ არ იყო საჭირო, ლოდინი მოუწევდა,მაგრამ ეგ სურდა სწორედ, მომლოდინე მოხვედროდა თვალში სამეზობლოს.
- სად მიდიხარ, დედი? - კართან დაეწია დედა. - ქუჯის არ უთქვამს გასვლას თუ აპირებდი, სადაცაა მოვა ხო იცი.
- ქუჯი უნდა დამთავრდეს ჩემს ცხოვრებაში. - არ შებრუნებულა ისე უპასუხა. - გადაეცი, რომ ამაღამ არ მოვალ.
- რას ამბობ, მარტა?! - მკლავში წაეტანა შეშინებული ქალი.
- არც გაბედო! როგორი საცოდავი ხარ, ნეტავ იცოდე. - დაისისინა თვალების ბრიალით და უხეშად გამოგლიჯა მკლავი გამეხებულ დედას.
ნახევარი საათი იდგა მეზობლის ეზოს ჭიშკრის წინ ტროტუარზე და ინტერნეტით გაცნობილს, თუ ეთქმოდა საერთოდ გაცნობილი, ელოდა.
ვითომ მისასალმებლად და სინამდვილეში, იმის გასაგებად გამოსულ ქუჯის ნათესავ ქალს, თუ რატომ იდგა მარტა მათი ეზოს ჭიშკართან და სადმე ხომ არ მიდიოდა, ღიმილით უპასუხა, დიახ, ერთ მამაკაცს ველოდები, უნდა მომაკითხოსო. გაოგნებული ქალი კარგა ხანს უხმოდ უყურებდა, მერე სწრაფად შევარდა სახლში, ერთადერთი გადაწყვეტილებით, დაერეკა ქუჯისთან და მოეხსენებინა რა ხდებოდა. თუმცა, როგორც მერე მარტამ გაიგო, არ დაურეკავს. ქუჯის დედის წუწუნით დაღლილს გადაუწყვეტია, სჯობს, მოსახდენი მოხდეს, ქუჯიც დაისვენებს, მისი ოჯახიც და თუ მარტას ასეთი ოჯახის შეშნოვება არ უნდა, ეგდოს მასეო.

ათი წელი გავიდა თითქმის, იმ ღამეზე ფიქრს ყოველთვის გაურბოდა. ზოგჯერ ეგონა, არც არსებულა ის პიროვნება რომელსაც შეხვდა და ყველაფერი თავად გამოიგონა.
სპეციალურად არ შეუხედავს მისთვის სახეზე. ალბათ შეეშინდა, რაიმე ისეთი ემოცია არ ამოეკითხა რაც შეაჩერებდა. შეეშინდა, მეხსიერებაში კიდევ ერთი მამრი არ ჩაბეჭდვოდა, ან უბრალოდ, არ უნდოდა სცოდნოდა, ვისთან აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა...
მხოლოდ ასაკით დაინტერესდა უცნობი. მიხვდა, ამოწმებდა, სრულწლოვანი თუ იყო. ამიტომ სწრაფად იცრუა, სრულწლოვანი ვარო და დიდი ფიქრის დრო აღარ მიუცია მისთვის, პირდაპირ გახდა დაიწყო...
ახლა წარმოუდგენლად ეჩვენება მსგავსი ქცევა, ვეღარასოდეს გააკეთებს ანალოგიურს. მაშინ კი, მაშინ ერთი სასოწარკვეთილი პატარა გოგო იყო, რომელიც თავს დატეხილმა განსაცდელმა კინაღამ გატეხა და იმ მომენტში, მხოლოდ საბოლოო შედეგზე ფიქრობდა.
ალკოჰოლის სუნმა დაძაბა თავიდან, ქუჯის ძალადობა გაახსენდა, მერე უცხო სურნელი იგრძნო უცნობის, სუნამოს სასიამოვნო არომატთან ერთად. ეს არ იყო ქუჯი, ეს სხვა მამაკაცი იყო, სხვა სურნელით, სხვა ხმით, აღფრთოვანებული რომ ეჩურჩულებოდა ყურში რაღაცას... რას არ ახსოვს. ეს, უცხო მამაკაცის თითები იყო, ადამიანურად, რბილად რომ დასრიალებდნენ მის სხეულზე, ქუჯის ხელებივით მომთხოვნად, მბრძანებლურად, ჩალურჯებამდე კი არ ჯიჯგნიდნენ. არ იფიქროთ, რაიმე, სიამოვნებისმაგვარი განიცადა იმ ღამით მარტამ. შვება იგრძნო უბრალოდ. შვება რადგან პირველად სექსმა არ მოჰგვარა გულის რევის შეგრძნება. იმიტომ რომ, პირველად, თავი ვიღაცის საკუთრებად არ იგრძნო, იმიტომ რომ, უცნობი საოცარი სიფრთხილით, ზრუნვით და გარკვეული თანაგრძნობითაც კი მოეპყრა, თითქოს მიხვდა დიდი სატკივარის მატარებელი რომ იყო გოგონა და ბოლოს, იმიტომაც რომ, დასასრულის სურნელი სცემდა მარტას, კოშმარის დასარულის და თავისუფლების სურნელი...

რამდენიმე დღე, წარმატებით გაურბოდა ლევანთან მარტო დარჩენას. ვატო და თეონა ატყობდნენ რაღაც რომ ხდებოდა და შეთქმულებივით დუმდნენ. დავითი საერთოდ ვერ გრძნობდა მის სიახლოვეს შექმნილ დაძაბულობას და აგრძელებდა გართობას მასზე გადარეული ადამიანების გარემოცვაში მყოფი. ერთხელ ბიძამისს გადაეკიდა, მარტას სკუტერით კატაობა უნდა და აკატავეო. ძლივს დააშოშმინა მარტამ, მისკენ დაკვირვებით მომზირალი ლევანი კი როგორც ყოველთვის, არ შეიმჩნია.
დილით, უთენია სანაპიროზე გასეირნებები შეწყვიტა. შეეშინდა, ლევანი არ აკიდებოდა. საშინლად არ უნდოდა, მასთან პირისპირ დარჩენა. ოთახიდან მხოლოდ მაშინ გამოდიოდა, როცა ქვედა სართულიდან ხმაური შემოესმებოდა და ხვდებოდა ყველას ეღვიძა.
არასდროს იყურებოდა კაცისკენ, გაკვრითაც კი აღარ შეუვლია მზერა პირველი ნახვის შემდეგ, მისგან კი ხშირად გრძნობდა დაჟინებულ მზერას. ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნიდა მისი ხმა, თითქოს საზიზღარი წარსული ულაწუნებდა სახეში. იშვიათად საუბრობდა ლევანი, ძმისგან განსხვავებით საკამოდ ძუნწი იყო და როცა ეს ხდებოდა, სწრაფი ნაბიჯით ეცლებოდა მარტა.
სერიოზულად ფიქრობდა თბილისში დაბრუნებაზე, მაგრამ...და იყო ბევრი მაგრამ, თეონას ფაქტორი თუ სხვა, ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ხვდებოდა, გაქცევას აზრი არ ჰქონდა. ადრე თუ გვიან დალაპარაკება მოუწევდათ, თავიდან არ უტყდებოდა თავს, მაგრამ იცოდა ეს. მერე, ტექსტებსაც ალაგებდა გონებაში, რომელთა საშუალებითაც უნდა შეეგნებინებინა კაცისთის, რომ ყველანაირი ურთიერთობებისთვის დაცლილი იყო უკვე. აი, ის კი აღარ იცოდა, რა აშფოთებდა ასე ძლიერ, რისა ეშინოდა.
ერთ დღეს, სამზარეულოსკენ მიმავალმა, სრულიად შემთხვევით მოისმინა თეონასა და ლევანის საუბარი.
- ე.ი. არ მეუბნები რა გადაიტანა წარსულში. - მშვიდი იყო ლევანის ხმა.
- თუ მოინდომებს, თავად მოგიყვება.
- შენ იცნობ მას, ადრეც შეხვედრილხართ, ხომ? - ცნობისმოყვარეობა იგრძნობოდა თეონას ხმაში.
- ...
- დუმხარ, სწორად მივხვდი ანუ. არ მეტყვი, სად და რა სიტუაციაში შედგა თქვენი გაცნობა, ან ახლა რატომ გაგირბის?
- თუ მოინდომებს, მოგიყვება თავად. - მსუბუქი ირონიით უპასუხა ლევანმა.
- ჰმ. - აშკარად, უკმაყოფილო იყო თეონა. - იცი, ყოველ დილით, რიჟრაჟზე, ზღვის ნაპირზე სეირნობდა ხოლმე. ისეთი ნატანჯი სახით ბრუნდებოდა მერე უკან, გული მიკვდებოდა და მართალია, საოცარი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა, რამდენჯერმე ისიც კი დავუშვი, რომ ერთერთი ასეთი გასეირნებიდან, შეიძლებოდა აღარც კი დაბრუნებულიყო. - თეონას სევდით სავსე ხმამ გული მოუწურა მარტას, ასეთ ტკივილს თუ აყენებდა ერთადერთ მეგობარს და გულშემატკივარს, არ იცოდა ნამდვილად. - თექვსმეტი წლისა ვიღაც ნაგავმა მოიტაცა და ცხოვრება დაუმახინჯა. ყველაფერი, მისი წარსულიდან, არ ვიცი, მაგრამ მისი უბედურების თავი და თავი ეს მოტაცება რომაა ეგ ნამდვილად ვიცი.
- ახლა რამდენი წლის არის? - ისე ჟღერდა ლევანის ხმა, თითქოს ახრჩობდა ვინმე.
- ოცდაშვიდის.
- ე.ი. მაშინ, ჩვიდმეტის იყო და მომატყუა. - თავისთვის ჩაილაპარაკა ფიქრებში წასულმა ლევანმა. - ასეთი პატარა და ასეთი ნატანჯი...
- მაშინ? როდის მაშინ, როცა გაიცანი?
- ჰო. - იყო მოკლე პასუხი. მერე სიჩუმემ დაისადგურა. ორივე ფიქრებში წავიდა.თეონა მიხვდა, აღარაფერს ეტყოდა მაზლი და მარტაც უხმაუროდ გაშორდა ოთახს.
მეორე დილით, პირველ სართულზე ჩასულ მარტას, მხოლოდ ლევანი და დავითი დახვდნენ მისაღებში. წსრაფად აიღო გეზი სამზარეულოსკენ, იქ ეგულებოდა თეონა.
- დედა და მამა თბილისში წავიდნენ. - დაეწია ბავშვის ხმა და ადგილზე გაშეშდა ახალი ამბით გაოგნებული, მერე მოტრიალდა და ლევანს დააშტერდა, შეთქმულების სუნი ეცა, კაცმა კი მშიდად გაუსწორა თვალი...

№1  offline წევრი nestanuka13

რამდენი ხანი ველოდი შენს გამოჩენას ჯერ მთელი ზაფხული, მერე თქვი რომ შემოდგომისკენ დაბრუნდებოდი და ეხლა ძლივს ზამთარში დაგვიბრუნდი :)))) ძალიან მომწონს შენი ისტორები და ყოველთვის ველი, ამ ისტორიაზე არც კი ვიცი რა ვთქვა იმდენად საოცარია <3

№2  offline წევრი mani156

ვაიმე ვაიმე რა ამბებიი ხდეებაა love რაღაცც კარგს მიგრძნობსს გულიი winked დღესვე დადეე რა შემდეგი თავი და ცოტა უფრო დიდი დადე ხოლმე თორე არ მყოფნის:დდ

№3 სტუმარი სტუმარი

ვაიმე ეს რა იყო...
ახლა არ ჩამქოლოთ და ქუჯი შედარებით დადებითი გამოჩნდა ამ თავში...
მართალი გითხრა, მისი გაგებაც შეიძლება....

საჭმელს ხელით აჭმევდაოოო... ცუდად ვარ

№4 სტუმარი nia

პერფექტოოო :D უმაგრესია. ველოდები ახალ თავს.

№5  offline წევრი kaxelii

არ მეყოო. მალე დადე ძალიან კარგია.

№6  offline მოდერი chica sol

ვაიმე გული მიკვდება ამ გოგოს შემყურეს. აღარ ვიცი რა გავაკეთო... ასეთი ცხოვრების გავლას ვერავის ვუსურვებდუ საშინელებაა. არ ვიცი სად გაქრა წინა თავისთვის დაწერილი ჩემი კომენტარი... იქ ავღნიშნე რას ვფიქრობ ქუჯიზე დედამთულზე და მარტას დედაზე. მეცოდება ეს გოგი... გული დამეწვა.
მალენა შენ კი...არ ვიცი რა სუტყვა ვიხმარო რომ ზუსტად გამოვხატო ჩემი აზრი. უმაგრესი ხარ უნიჭიერესი. ისე გადმოსცემ ისტორიას გულქვა უნდა იყოს ადამიანი რომ არ შეგეხოს. მიყვარხარ❤❤❤❤❤

ნიჭიერების დედოფალო, შეემატე შენც ჩემს ოთხკაციან სიას. გილოცავ :)

№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვაიიმეეე. ნამდვილად არ ველოდი ასეთ შემოტრიალებას და ვერ ვხვდებოდი საით მიგყავდა... სახელი არც კი მახსოვდა იმ კაცის, პირველ თავში რომ გყავდა, ან სახელი იყო თუ არა ეგეც არ ვიცი და ძალიან გაკვირვებულიც კი დამტოვე!
ვფიქრობ ბედნიერების ღირსია მარტა ^_^
განაგრძეეე :*
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№9  offline მოდერი malena

ket-kat
აუ გთხოვ კიდე დაგვიდე რა საღამოს <3 მაგარი გოგო ხარ მალენა <3

სამწუხაროდ, ამ საღამოს ვერ დავდებ.
მადლობა. :)

№10  offline წევრი nestanuka13

საერთოდ არ შეიძლება მისი გაგება, იცოდა რაც მოჰყვებოდა მაგ მოტაცებას, როცა არ უყვარხარ ადამიანს მეტსაც შეიძლება ელოდო

№11  offline მოდერი malena

nestanuka13
რამდენი ხანი ველოდი შენს გამოჩენას ჯერ მთელი ზაფხული, მერე თქვი რომ შემოდგომისკენ დაბრუნდებოდი და ეხლა ძლივს ზამთარში დაგვიბრუნდი :)))) ძალიან მომწონს შენი ისტორები და ყოველთვის ველი, ამ ისტორიაზე არც კი ვიცი რა ვთქვა იმდენად საოცარია <3

შენ ძალიან საყვარელი და მალენას ერთგული გოგო ხარ, პირველი ისტორიიდან მომყვები და მომყვები. უყვარხარ მალენააას. ♥♥♥

მარიამ ზაქარაშვილი
ვაიმე გული მიკვდება ამ გოგოს შემყურეს. აღარ ვიცი რა გავაკეთო... ასეთი ცხოვრების გავლას ვერავის ვუსურვებდუ საშინელებაა. არ ვიცი სად გაქრა წინა თავისთვის დაწერილი ჩემი კომენტარი... იქ ავღნიშნე რას ვფიქრობ ქუჯიზე დედამთულზე და მარტას დედაზე. მეცოდება ეს გოგი... გული დამეწვა.
მალენა შენ კი...არ ვიცი რა სუტყვა ვიხმარო რომ ზუსტად გამოვხატო ჩემი აზრი. უმაგრესი ხარ უნიჭიერესი. ისე გადმოსცემ ისტორიას გულქვა უნდა იყოს ადამიანი რომ არ შეგეხოს. მიყვარხარ❤❤❤❤❤

მადლობა დიიიდი შენ ამდენი დადებითისთვის. ♥♥♥

ჭორფლიანი გოგონა
ნიჭიერების დედოფალო, შეემატე შენც ჩემს ოთხკაციან სიას. გილოცავ :)

ისადა, კი გამეხარდა ძალიან, თან რავარი სტატუსი მომანიჭე, მაგრამ რომ არ ვიცი რა სიაზეა საუბარი? :)

ErckeMydass25
ვაიიმეეე. ნამდვილად არ ველოდი ასეთ შემოტრიალებას და ვერ ვხვდებოდი საით მიგყავდა... სახელი არც კი მახსოვდა იმ კაცის, პირველ თავში რომ გყავდა, ან სახელი იყო თუ არა ეგეც არ ვიცი და ძალიან გაკვირვებულიც კი დამტოვე!
ვფიქრობ ბედნიერების ღირსია მარტა ^_^
განაგრძეეე :*

აბააა... ბატონო ერკე, ხედავ რა საშიშები ვართ ქალები? გაამწარა ვაჟბატონმა? გაამწარა მარტამაც. ;)
მადლობა რომ კითხულობ. :)

№12  offline ახალბედა მწერალი lullaby

ნუ თავიდანვე მივხვდი, რომ ასეც იქნებოდა.
ვერ ვიტყვი, რომ მარტას საქციელი სწორი იყო ნაშინ, მაგრამ ალბათ ასეთ დროს ვერც იაზრებ რას აკეთებ, იმაზე ფიქრში, რომ ოღონდაც იგრძნო თავისუფლება.

ძალიან ძალიან მაინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები.
მალო ალბათ თავს მოგაბეზრებ, იმდენჯერ აღვნიშნავ შენი თხრობისადმი ჩემს სიმპათიას <3

№13  offline წევრი nestanuka13

საერთოდ არ შეიძლება მისი გაგება, იცოდა რაც მოჰყვებოდა მაგ მოტაცებას, როცა არ უყვარხარ ადამიანს მეტსაც შეიძლება ელოდო

№14  offline მოდერი malena

lullaby
ნუ თავიდანვე მივხვდი, რომ ასეც იქნებოდა.
ვერ ვიტყვი, რომ მარტას საქციელი სწორი იყო ნაშინ, მაგრამ ალბათ ასეთ დროს ვერც იაზრებ რას აკეთებ, იმაზე ფიქრში, რომ ოღონდაც იგრძნო თავისუფლება.

ძალიან ძალიან მაინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები.
მალო ალბათ თავს მოგაბეზრებ, იმდენჯერ აღვნიშნავ შენი თხრობისადმი ჩემს სიმპათიას <3

მაგით ვერ მომაბეზრებ შენ მე თავს, როგორ მახარებ არც კი იცი. ♥♥♥♥♥

№15  offline აქტიური მკითხველი grafo

ხოდა, ქალბატონმა სადაც ამდენს გაუძლო და ამდენი გამბედაობა გამოიჩინა თავისუფლების მოსაპოვებლად, ახლა კეთილი ინებოს და სრულფასოვანი ცხოვრება დაიწყოს, რაც ლევანის გარეშე წარმოუდგენელია.
პ.ს. მარტას გამბედაობის ნახევარი მომცა, გასაკეთებელს ხომ ვიზამდი ამდენ ხანს:))).

№16  offline მოდერი malena

grafo

ეეე... მარტას მასე, ეულად ცხოვრება რო მოსწონს?
კაცი არ გათავდეს თორეემ, არ გაკლია შენ გამბედაობა. :)

№17  offline წევრი nestanuka13

შენც ჩემი საყვარელი გოგო ხარ თამამად შემიძლია ვთქვა რომ შენი პირველი ისტორიის ყველაზე პირველი გულშემატკივარი მე ვიყავი და ის ისტორია მაინც სხვანაირად მიყვარს <3 მიყვარხარ ჩემო გოგო love

№18  offline მოდერი malena

nestanuka13
შენც ჩემი საყვარელი გოგო ხარ თამამად შემიძლია ვთქვა რომ შენი პირველი ისტორიის ყველაზე პირველი გულშემატკივარი მე ვიყავი და ის ისტორია მაინც სხვანაირად მიყვარს <3 მიყვარხარ ჩემო გოგო love

♥♥♥♥♥♥

№19  offline აქტიური მკითხველი grafo

malena
grafo
ხოდა, ქალბატონმა სადაც ამდენს გაუძლო და ამდენი გამბედაობა გამოიჩინა თავისუფლების მოსაპოვებლად, ახლა კეთილი ინებოს და სრულფასოვანი ცხოვრება დაიწყოს, რაც ლევანის გარეშე წარმოუდგენელია.
პ.ს. მარტას გამბედაობის ნახევარი მომცა, გასაკეთებელს ხომ ვიზამდი ამდენ ხანს:))).

ეეე... მარტას მასე, ეულად ცხოვრება რო მოსწონს?
კაცი არ გათავდეს თორეემ, არ გაკლია შენ გამბედაობა. :)

მორჩა მარტას ეულად ცხოვრება. მოსწონს იმიტომ, რომ არ იცის როგორია კაცის გვერდით ცხოვრება.

მოსწონს იმიტომ, რომ "სხვანაირობა" არ იცის.

№20  offline მოდერი malena

დიახ, დიახ... შენ ხომ იცი რო ყველაფერი იქნება. :) მოვა მადაზე...

№21  offline წევრი dadeshqeliani

საოცრება ხარ უბრალოდ მალენა,მარტო ჩემი გოგო love უბრალოდ აი ისე წერ აი ისე რომ ვერ გწყდები,სიგიჟემდე მიყვარს შენი ისტორია და მიყვარხარ შენ,აი ამ ისტორიაზე კი უკვე ვაფრენ,ჩემი შოკოლადი უზომოდ მიყვარხარ და მალე დადე რაა love

№22  offline მოდერი malena

dadeshqeliani
საოცრება ხარ უბრალოდ მალენა,მარტო ჩემი გოგო love უბრალოდ აი ისე წერ აი ისე რომ ვერ გწყდები,სიგიჟემდე მიყვარს შენი ისტორია და მიყვარხარ შენ,აი ამ ისტორიაზე კი უკვე ვაფრენ,ჩემი შოკოლადი უზომოდ მიყვარხარ და მალე დადე რაა love

მადლობა დიდზე დიდი. ისე მაქებთ და ისე მიხარია, თან მრცხვენია, მეტი რომ არ შეიძლება. ♥♥♥

თუკა
რა იყო ახლა ეს მალენა?? შევძვერი თავით მონიტორშ და უცებ მორჩა, ამას მე მიკეთებ გოგო? რა იყო ეს დაძაბული გარემოება...
არ ვამტყუნებ მე მარტას, ქალი რომელიც სასოწარკვეთლია და ყველანაირად ცდილობს მოძალადე ქმარს ტავი დააღწიოს ყველაფერზე წავა. ესაა რეალობა..

ვაიმე თუკააა... ჩემო ფსიქოლოგო.♥♥♥ მაგის თქმა მინდოდა სწორედ. მოძალადე ქმრისგან თავის დაღწევა კი არა... ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც მსგავს სახიფათო ზღვრამდე მიიყვან, აიღებს თავზე ხელს და სულ თავისუფლად შეიძლება ისეთი რამ ჩაიდინოს, რასაც თავადაც ვერასდროს იფიქრებდა მანამდეეე.
მარტას ადგილას წარმოიდგინოს თავი ნებისმიერმა, ვინც მის გამტყუნებას ეცდებაააა...

№23  offline წევრი harryhermione

ეს ორი დღე ვერ მოვახერხე შემოსვლა და ახლა წავიკითხე ორივე ღმერთო ეს რაშოკი თავებია და რაშოკი ისტორიაა ვაიმე ვგიჟდები ყველაზე მაგარი თუ არ იყო მალენა რავი რაა ძაან ნიჭიერი ხარ აი ძაან შენ ყველა ისტორიაზე ვგიჟდები მარტას კი ძალიან ვაფასებ ასეთი ძლირი გოგო როა <3

№24  offline მოდერი nicol

როგორც იქნა დაგეწიე :)))
ცოტა მძიმედ კი დაიწყო, მაგრამ აწი წავა სიმხურვალე, ვატყობ მე. ♥♥♥
ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავს ♥
--------------------
თინა ნიკოლ

№25  offline მოდერი malena

harryhermione
ეს ორი დღე ვერ მოვახერხე შემოსვლა და ახლა წავიკითხე ორივე ღმერთო ეს რაშოკი თავებია და რაშოკი ისტორიაა ვაიმე ვგიჟდები ყველაზე მაგარი თუ არ იყო მალენა რავი რაა ძაან ნიჭიერი ხარ აი ძაან შენ ყველა ისტორიაზე ვგიჟდები მარტას კი ძალიან ვაფასებ ასეთი ძლირი გოგო როა <3

აი, უღრმესი მადლობა. გამიხეთქავთ გულს მე თქვენ ისეთი ტკბილები თბილები და საყვარლები ხართ. love

nicol
როგორც იქნა დაგეწიე :)))
ცოტა მძიმედ კი დაიწყო, მაგრამ აწი წავა სიმხურვალე, ვატყობ მე. ♥♥♥
ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავს ♥

მადლობა რომ კითხულობ.<3 ჰო, ეს ისტორია შედარებით მძიმე გამომივიდა.

№26  offline ადმინი უნდა ვწერო

ახლა უფრო მომეწონა...უფრო ნათელი გახდა ყველაფერი.შენებური სტილი გაქვს და მომწონს,ეტყობა,რომ შენი იყო და არავისგან გადაგიტანია..გადატანილები უკვე ფერს კარგავს..იგრძნობა,რომ გულიდან წერს და გულისხმიერად ეკიდები საქმეს...

შემეცოდა მარტა.. წარმოუდგენელია იმის გაცნობიერება,რომ ასეთი რამ გამოიარა...ლევანის პერსონაჟი მაინტერესებს..

№27  offline ახალბედა მწერალი ერკე

საშიშები ნაკლებად, თუმცა მარტას შემთხვევაში ბუნებრივიც იყო ასეთი საქციელი თითქოს. დაუნგრია ცხოვრება იმ კაცმა და მისთვის უკვე სულერთი იყო.. მაგრამ მაინც იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ასე მოიქცეოდა მის ადგილას... ზოგი უფრო ძლიერი აღმოჩნდებოდა და ქმარს მეტს აღარ დააკარებინებდა ხელს, ან უბრალოდ თავს დაიცავდა ან რამე მსგავსი... და მარტასნაირად არ მოიქცეოდა. თუმცა ამ შემთხვევაში საკითხავია რა არის სიძლიერე და რა სისუსტე. როგორც მარტა მოიქცა ამას არც მივიჩნევ სიძლიერედ, უფრო სისუსტის ნიშანი იყო, დანებდა ცხოვრებას, მისთვის ყველაფერი სულერთი იყო და ბრძოლის უნარი დაკარგა... რასაც გაუძლო მაშინ მაინც ვთვლიდი ძლიერად, მაგრამ აი მერე ვეღარ. თუმცა საოცრად კარგად რომ წერ და გითრევს ისტორია პირდაპირ იცი :**
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№28  offline აქტიური მკითხველი aanamaria

მემგოონი ბედნიერებისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent