შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაკაცებო, გეძლევათ შანსი (6)


12-12-2015, 19:15
ავტორი პოეტის ცოლი
ნანახია 1 815

თავი 6
განსაკუთრებული დაბრუნება ჰქონდა ერეკლეს, შოკოლადების ღმერთად რომ იწოდებოდა ეგ უკვე ცნობილი ფაქტი იყო, მაგრამ ამდენსაც თუ ჩაიდენდა ჩემს გამო ამას არ ველოდი..
კარზე ისეთმა კაკუნმა გამაღვიძა, მეგონა კარი ჩამოიღესთქო.. მაგრამ სანამ გამოვფხიზლდი, ხალათი ჩავიცვი და გასაღებად წავედი, მანამდე კიბეებზე გაქცევაც მოასწრო "იდუმალმა ბიჭმა". კარის გაღება და ჩემი გაოგნება-გაოცება ერთი იყო, რას არ წარმოვიდგენდი , მაგრამ ამას ვერა..
თითოეულ კიბის საფეხურზე სხვადასხვა ფერის "ALPEN GOLD"-ი იყო, ზემო ასასვლელ კიბეზე კი რაფაელო და ფერერო ენაცვლებოდა ერთმანეთს, კართან უზარმაზარი რაფაელოს თაიგული დამხვდა.. (აი ის, "ეკე", რომ წაიკითხავ და ჩვენი გაცნობის მიზეზი, რომ გაგახსენდება) .. ჯერ "ALPEN GOLD"-ები ავალაგე და სახლში შევიტანე, შემდეგ რაფაელო-ფერეროს მივყევი ხელი, კიბესთან ერთი გოგონა რომ დავინახე, ხშირად შემიმჩნევია უნივერსიტეტში წასვლისას, მეზობელი რომ იყო ვიცოდი, ამიტომ გავუღიმე და მივესალმე.
-ეს რა, სულ შენია?!
-ასე გამოვიდა..
-რა მაგარიაა!! -გაიცინა მეზობელმა და კიბიდან რაფაელოები აიღო.-ასეთი სიგიჟე ვის მოაფიქრდა?
-არის ერთი "კეთილისმსურველი" ..- თაიგული ავიღე და სახლში შევიტანე, მეზობელიც შემომყვა.
- როგორც ჩანს გააგიჟე, თორემ ასეთ რაღაცას არავინ ჩაიდენდა დამერწმუნე..
-ჰო, ვეცადე , ყოველ შემთხვევაში.. - გულში ბოროტად ჩავიცინე მე.- მე ტატიანა ვარ, შენი ახალი მეზობელი და მგონი მალე სტაჟიანიც კი ვიქნები.. მომიწევს დიდხანს აქ ყოფნა..
-უჰ, რა უზრდელურად გამომივიდა. მე ნუცა ვარ.. სასიამოვნოა შენი გაცნობა..
-ჩემთვისაც.. მოდი ყავა , დავლიოთ.. რაფაელო, ფერერო თუ ალპენი? არჩევანი დიდია.. -გადავიკისკისე ისე, როგორც მჩვეოდა.
-იყოს ფერერო.. - თვითონაც სიცილით დამიბრუნა პასუხი და ჩემი ტელეფონი , რომელიც განუწყვეტლივ რეკავდა მაგიდიდან აიღო და მომაწოდა. - უპასუხე , თორემ ნერვოზი მაქვს ნერვებს მიშლის.
-გიმკურნალებ!-ისევ გავუღიმე და მობილური გავთიშე. საუბარი ნამდვილად არ მაწყობდა მასთან. შეტყობინება მივწერე : "ეს "იმ საქმისთვის"განკუთვნილი ნომერია, თუ პირადი?"-პასუხი რომ სხვა ნომრიდან დამიბრუნა ყველაფერს მივხვდი.
"ეს ნომერი ჩაიწერე. სურპრიზი მოგეწონა?"
"მადლობა".-ესღა ვუპასუხე და ნუცასთან საუბარი განვაგრძე.

***
-ერეკლეს შესახებ გსმენია რამე?
-ერეკლე ვინაა?
-აი ჩემი კარის მეზობელია, რა.
-ეჰჰ, მანდ იმდენი ვინმე ცხოვრობდა, უკვე აღარც ვიცი რომელზე ამბობ..
-აი ის, ქერა, სიმპატიური..
-ოო, ზუსტად, გამახსენდა.. მოიცა , ეგ არის ამ სურპრიზების ავტორი?-ყავა გადასცდა ნუცას.
-ჰო..
-ეგ ის არაა?! ვიღაც გოგო, რომ მთელ სადარბაზოს გასაგონად უყვიროდა?!
-ჰოო...
-თუ გინდა ნუ მომიყვები, მაგრამ იცოდე, რომ ინტერესით ვკვდები..- საწყლად მობრიცა ტუჩები და ხვერწნის გასამძაფრებლად ყელი უკიდეგანოდ გამოწელა და თვალები საყვარლად დაახამხამა..
-მაინც მჭირდებოდა ისეთი ვინმე , ვისაც ამ ყველაფერს მოვუყვებოდი..
-ანუ შევემზადო?! ერთი წუთით.. -თითით მანიშნა, რომ ხმა არ უნდა ამომეღო.მობილურზე ვიგაცას დაურეკა და ყსწრაფესად მიააყარა: დედა, მეზობელთან ვარ, არ დამირეკო, არ მცალია. კაი, ვეცდები მალე ამოვიდე.. კარგიი რაა,ხომ შეიძლება, რომ ნათიაც გაუშვა ხოლმე მაღაზიაში. მიდი სთხოვე რა.. წავედი. -გაუთიშა და მოსასმენად შეემზადა.

***
მოყოლა, რომ დავიწყე 2 საათი ისე გავიდა ვერც გავიგე.. გულდასმით მისმენდა და აანალიზებდა ყველაფერს, მითუმეტეს, რომ ერეკლე თავიდან "არარაობად, ნაგავად" გამოიყვანა, თანდათან არვიცი ჩემი მონაყოლიდან თუ ჩემი მუხტიდან მისთვის პოზიტიური გახდა.
-ანა, არვიცი რა გითხრა.. იქნებ მასაც უნდა რომ შენც იგივე გაგიკეთოს?! - პირველად მომმართეს ტატიანას ნაცვლად, ანათი და რაღაცნაირად მესიამოვნა.
-ეგ მეც მაეჭვებს, მაგრამ რას ვიზამთ.. მოდი, ერეკლეს მოვეშვათ.. გამეხარდა, რომ გაგიცანი. ახალი ჩამოსული ვარ ასე თუ ისე და მეგობარი თითქმის არ მყავს, ნატალია არის ერთი და იმასაც იშვიათად ვნახულობ..
-დამერწმუნე, დღეიდან ვეღარ მომიშორებ.. ნუ მანამდე მაინც, სანამ ეს გემრიელობები არ გამოილევა.. გავიქეცი ეხლა, თორემ დედა გადამერევა და ამაწრიალებს. აქამდეც ასე მშვიდად როგორ გაჩერდა არვიცი. ამომირბინე ხვალ შენ .
-ვეცდები, ნუც.-კარამდე მივაცილე და შიგნით შემოვბრუნდი.

ჩემი გემრიელი რაფაელოს ყუთი გავხსენი და ერთი დავაგემოვნე, 3წთი არ იყო გასული ნუცას წასვლიდან, კარზე ისევ რომ ატყდა კაკუნი.
ალბათ რამე დარჩა, თვალი მოვავლე ოთახს, მაგრამ ვერაფერი შევამჩნიე ისეთი, რომელიც მე არ მეკუთვნოდა.
კარის გასაღებად წავედი, არც გამიხედავს ისე გამოვაღე..
-რამე დაგრ....-კარი სწრაფად მიმახურინა და კედელზე ამაკრა..
-მგონი, მადლობა კარგად ვერ გადამიხადე... - ჩაიცინა და ჩემს ტუჩებს ვნებიანად წაეტანა.
ხელები კისერზე მოვხვიე და კოცნაში ავყევი..

ესეც ჩემი არანორმალური დღის ვნებიანი დასასრული.
საკმაოდ სასიამოვნო და მოულოდნელი.
სახლიდან როგორ გავაგდე არვიცი, მაგრამ მოვახერხე და გავუშვი..
ჯანდაბაშიც გავუშვებდი მის ამ ქცევებს, მაგრამ ვაი, რომ არ შემეძლო.
ერეკლე, მაგ ქცევებს მოგაშლევინებ!
ჩემთან ასეთები არ გაგივა!
განანებ!!
გაბრაზებული ვბუტბუტებდი და დასაწოლად ვემზადებოდი.

ასეა, რისი მოლოდინიც გაქვს, აუცილებლად ხდება.
ჰოდა, მოხდა კიდეც.

პ.ს გმადლობთ ვინც კითხულობთ და მელოდებით ხოლმე.
ფოტოდან ტატიანა და ნუცა გესალმებათ.
დიდ თავებს ოჯახური პრობლემების გამო ვერ ვწერ. ეს ისე, პასუხად.

პატივისცემით, "პოეტის ცოლი"
ავტ: ანა ბლიაძე



№1  offline წევრი Firefly

ძალიან მომწონს!ტატიანა კი ძალიან მაგარი გოგოა იმედია მალე წაატეხს რქებს ერეკლეს...
გელოდები მოუთმენლად♥
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი პოეტის ცოლი

♥მარიამი♥
ძალიან მომწონს!ტატიანა კი ძალიან მაგარი გოგოა იმედია მალე წაატეხს რქებს ერეკლეს...
გელოდები მოუთმენლად♥

დიდი მადლობა ❤❤

 


№3  offline მოდერი D-roni

გავგიჟდი აქაც როგორი საყვარელი ვარ :დდდ wink
ჩემიშეუდარებელი love

 


№4  offline წევრი პოეტის ცოლი

D-roni
გავგიჟდი აქაც როგორი საყვარელი ვარ :დდდ wink
ჩემიშეუდარებელი love

ნუ იტყვი, ნუ

[quote=პოეტის ცოლი][quote=D-roni]გავგიჟდი აქაც როგორი საყვარელი ვარ :დდდ wink
ჩემიშეუდარებელი love
ზატო შოკოლადები გაჭამეე❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent