შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკვალევი მეორე ნაწილი (19 თავი დასასრული)


12-12-2015, 20:52
ავტორი murachashvili
ნანახია 4 023

მეცხრამეტე თავი დასასრული
სიამოვნებით ვიქნებოდი ასე ჩახუტებული, რომ არა ექიმების სავალდებულო შემოვლები. ცოტა ხანში კარებზე ფრთხილი კაკუნის ხმა გავიგონეთ და მაშინვე მოვშორდი. თუმცა შორს არ წასულა. იქვე ჩამოჯდა ლოგინთან.
- მობრძანდით. - სუსტი ხმით გავძახე, როცა კაკუნი განმეორდა. კარებში ტატინას აფეთქებული მწითური თმა გამოჩნდა, უკან მომღიმარი აიშაც იჭყიტებოდა.
- ესე იგი ბიჭები არ შემცდარან! - მრავალ მნიშვნელოვნად აღნიშნავს ის და აიშას თვალს უკრავს.
- ვერ ვხვდები რას ამბობ! - თავს ვიშტერებ და ვწითლდები.
- გაგვაფრთხილეს, პალატაში პირდაპირ არ შეხვიდეთ, კარებზე დააკაკუნეთო! - იცინის აიშა.
თემომ თავი დახარა კმაყოფილმა, ღიმილი ვერ შეიკავა. გოგოები გაბრწყინებული, სახეებით გვიმზერდნენ.
- არ გინდათ ჩამეხუტოთ? მკითხოთ როგორ ვარ? - საუბრის თემის შეცვლას ვცდილობ.
- ჩახუტება ნამდვილად არ გვაწყენდა, თუმცა კარგად რომ ხარ ისედაც ვხედავთ! - მაინც არ ჩუმდება ტატიანა და მეხვევა - ასეთი ბედნიერი არც კი მინახიხარ! - ისე მეუბნება თემომ რომ ვერ გაიგოს.
- გილოცავთ! როგორც იქნა... - ემოციებს ვეღარ იკავებდა აიშაც.

შემდეგ დაიწყო ანალიზები, მუდმივი კონტროლი. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ სერიოზული მოტეხილობის ფონზე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მთლად სახარბიელო არ გახლდათ. თუმცა იმდენად ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, რომ ექიმების დაძაბულ და სერიოზულ სახეებს ყურადღებას არ ვაქცევდი.
გამოჯანმრთელების პროცესი ნელ-ნელა მიიწევდა წინ. მეც საწუწუნო არ მელეოდა, ჯერ ჰაერში დაკიდებულ, დაჭიმულ ფეხზე ვწუხდი. როგორც იქნა ფეხი ჩამომაწევინეს. ამჯერად თითქმის ბარძაყამდე დადებული უხეში გიფსი მაწუხებდა. შემდეგ ნელ-ნელა, ეტაპ-ეტაპ გიფსიც მომხსნენ. გადავედი ყავარჯნებზე, ყავარჯნიდან კი ჯოხზე.
ასე გავიდა თითქმის ექვსი თვე. ნახევარი წელი. უკვე მამიდა ვარ. როგორც ვახო დამცინის ყავარჯნიანი, „მაფიოზა“ მამიდა. გვყავს პატარა, მჩხავანა ოდნავ მწითური სასაცილო გოგონა.
- მაც ასეთი ვიყავი? - გაოცებული უმზერს თემურიკო თითქმის ერთი მკლავის სიგრძე ჩვილს.
- კი. - თმას ვუჩეჩავ ჩემს მოუსვენარ ბიჭუნას, რომელიც ბავშვის წამოტირებაზე კრთება და შეშინებული მასზედ არანაკლებად დაფეთებულ ვახოს ისე უმზერს, თითქოს ხსნას მისგან ელის.
- არა, თემურიკო ასე ხმამაღლა ტირილს ვერ ახერხებდა! - უხერხულად იშმუშნება ისიც. - იქნებ რამე აწუხებს? წამალი რომ მივცეთ?
მეცინება: - მოვა ორ წუთში მისი წამალი და დამშვიდდება.
ოთახში თმაგაჩეჩილი, თვალებ დასიებული ტატიანა დაფეთებული სახით შემორბის.
- გაიღვიძა? დედას პრინცესა ისევ ტირის? - თითქოს სწორედ მას ელოდაო, ბავშვი უცებ ჩუმდება და კმაყოფილი გვიცინის.
ვახომ აშკარად შვებით ამოისუნთქა.
- ამ პატარა აფერისტს უყურებ? აბა რომ ამბობენ ორმოც დღემდე ბავშვებს არც ესმით და ვერც ხედავენო? - გაოცებული მეკითხება ის.
- მაგას ზოგიერთ ორმოც წლამდე კაცზეც ამბობენ! - მხიარულად იცინოდა ტატიანა.
- ჩვენი გოგონა ჭკვიანია, ჩვენი დახატული, ჩვენი ანგელოზი... - თბილად, ვეფერებოდი პატარა არსებას და ნამდვილად მჯეროდა, რომ დღემდე მასზე ლამაზი ბავშვი არ მენახა.
- თემომ რაო, რა გითხრა? - მეკითხება ვახო.
თემოს ხსენებაზე სითბო მეღვრება, ვგრძნობ ისევ ვწითლდები: - ამ დღეებში აპირებს ჩამოსვლას. შეხვედრაზე მოდის და ჩვენთანაც შემოირბენს.
- მამა მოდის? - მხიარული სახით კითხულობს ბავშვიც.
- მოდის, მოდის. - ჯერ კიდევ ვერ მივეჩვიე თემოს ასე რომ ეძახის. თითოეულ მის მიერ ნათქვამ მამაზე გული ძლიერად მიცემს. ბედნიერი ვარ.

თემო
დავრწმუნდი, რომ სალომეს ჯანმრთელობას აღარაფერი ემუქრებოდა და ორ კვირაში თბილისშიც დავბრუნდი. ვალდებულებები მიხმობდნენ. ამდენი ხნით არც სამსახურის მიტოვება მეპატიებოდა და არც ოჯახის. თუმცა ეს მეორე უკვე პირობითადღა არსებობდა. ჩემი გული თემურიკოსთან და სალომესთან დარჩა. წინასწარ ვიცოდი, რომ მათ გარეშე ჩემი არსებობა უკვე წარმოუდგენელი იყო.
დიმკას და აიშას კიდევ ერთხელ ვუხდიდი მადლობას ამ მძიმე პერიოდში მხარში დგომის გამო, აეროპორტშივე ვემშვიდობები და სახლში ვბრუნდები. კარებიც კი არ მაქვს დაკეტილი, რომ სოფის ირონია ნარევი ხმაც მესმის:
- ინებეთ დაბრუნება?
- ვინებე. - ცივად ვპასუხობ, ქურთუკს მშვიდად ვიხდი და მისაღებში შევდივარ. სავარძელში მოვკალათდი. უკმაყოფილო სახით გადავხედე სიგარეტის ნამწვებით სავსე საფერფლეს.
- ამდენს როგორ ეწევი? ბავშვი მაინც შეიცოდე. - მის მოზრდილ მუცელ ვუმზერ მე.
უკმაყოფილო სახით ხალათი მჭიდროდ მოიჭირა.
- გაგახსენდა? არ ფიქრობ, რომ ჩემი აღზრდის ნაცვლად საკუთარ თავზე უნდა იზრუნო?
- რამე არ მოგწონს? - ცივად ვეკითხები მას.
- სად ეგდე? ვისთან? - წინ დამიჯდა და გამომწვევი ტონით მეკითხება.
- ოდესაში.
- მერე?
- რა მერე?! - ირონია შემერია ხმაში.
- მარტო იყავი?
- არა.
- ის ქალბატონიც იქ ეგდო? - ზიზღით კითხულობს ის.
- ვინ? - ვცდილობ გაღიზიანება არ შევიმჩნიო.
- ანასტასია კოვალიოვა. თუმცა კითხვა რათ უნდა? მთელი გაზეთები აჭრელებულია. თავს როგორ გრძნობს? ფეხი ხომ არ აწუხებს? გავიგე დაშორებია მის ჰოკეისტს. ხომ არ შემარცხვინე, შესძელი მისი დამშვიდება?
- არ გიხდება ეჭვიანი ცოლის როლი! - მეცინება მე.
- არც რქიანის! - კაპასობს ის.
- საკმარისია სოფი. ნუ ცდილობ თავი დამნაშავედ ვიგრძნო. მშვენივრად იცოდი, რომ არ მიყვარდი. პრინციპში ამის ამბიცია არც გქონია. კომფურტი გიყვარს და იღებდი კიდევაც. ისე ნუ იქცევი, თითქოს მოგატყუე.
- რა ვიცი, შენთვის რომ გეკითხა, სალომეს გარდა ვერავის ამჩნევდი. ის იყო შენი იდეა ფიქსი. არადა იმ რუსს კი გაეკიდე თავ-ქუდ მოგლეჯილი. ფარისეველი და აფერისტი ყოფილხარ. ეხლა აღარ გიყვარს სალომე? ეხლა აღარ ღალატობ მის ხსოვნას? - თავი ვეღარ შევიკავე და ავხარხარდი: - ღმერთო ჩემო რა ამაზრზენი ხარ?! ხვდები მაინც როგორი ორ პირი ხარ? მოღალატე...
- ვის ვუღალატე იქნებ მითხრა? შენ? - ვატყობ რომ თანდათან ვბრაზდები.
- სალომეს. - გამომწვევი ხმით მპასუხობს ის.
- როდის აქეთ ღელავ სალომეს ხსოვნაზე? - ირონიულად მეცინება.
- მომისმინე თემო, ჩამგან ასე იოლად ვერ განთავისუფლდები. ამ ბინიდან ვერ გამაგდებ.
გამეცინა, როგორც იქნა მობეზრდა თამაში და დაიწყო ვაჭრობა.
- შენი ამ ბინიდან წასვლა არც კი მიფიქრია. ეს ბინა ჩემი შვილისაა, შენ კი მისი დედა ხარ. - მტკიცე ხმით ვპასუხობ.
- ფეხით სიარულიც არ შემიძლია. - პრეტენზიული ტონით აგრძელებს ის.
თითქმის წინასწარ ვიცი შემდეგი სიტყვები რაც იქნება, ამიტომ ჩემითვე ვეუბნები:
- არც ღამის თევა შეგიძლია, ბავშვს ძიძა სჭირდება, ვერც სახლის საქმეს გააკეთებ, ხელები დაგიჭკნება და ასეთი ლამაზი არ იქნები, დამხმარე ქალიც გჭირდება. კიდევ?!
- კიდევ?! - კმაყოფილი მიმზერს. - გარკვეული თანხაც დამჭირდება, ბავშვს იმდენი ხარჯი ექნება. ექიმები, ბაღი, სკოლა...
- ეგ საკითხები შენ არ გეხება, ყველაფერი ექნება რაც დასჭირდება.
- და კიდევ.... - აშკარად ყოყმანობს ის.
- რა კიდევ? - ინტერესით ვეკითხები.
- მეც ხომ მაქვს ჩემი ხარჯები....
- იმედია დასპონსორებას მე არ მთხოვ!..- გამიმკაცრდა ხმა. - არ გაგიჭირდება ჩემისთანა შტერის ნახვა და პირად ხარჯებს ის გადაგიხდის.
უკმაყოფილოდ მიმზერს, აშკარად კიდევ ახალი მოთხოვნის წამოყენებას აპირებდა:
- კარგად დაფიქრდი. უკიდურეს შემთხვევაში მაინც დაგშორდები და მხოლოდ ალიმენტის ამარა დაგტოვებ. - ცივად ვემუქრები.
აშკარად ითვლიდა და საბოლოოდ საკმაოდ კმაყოფილი სახით გამომიცხადა: - დღესვე წაბრძანდები ჩემი სახლიდან. მანქანის გასაღებსაც დამიტოვებ!.
სიტყვა „ჩემი“ მკვეთრი მახვილით წარმოსთქვა. გამეცინა, მისგან სხვაგვარ რეაქციას არც კი ველოდი. თითქოს მხოლოდ დაფინანსების წყარო ვიყავი. სადღაც გულის სიღრმეში მეწყინა, თავი ფულის ტომრად ვიგრძენი. სწრაფად წამოვდექი და ბინა დავტოვე.

და აი, გავიდა რამდენიმე თვე, უკვე ორგზის მამა ვარ. სოფისთან გოგონა შემეძინა. ლამაზია. თბილი. უცნაურია. სამი თვის გოგონა დედამ ძიძას დაუტოვა და თავად სამოგზაუროდ წავიდა.
- მშობიარობამ ნერვული სისტემა დამიზიანა და განტვირთვა მჭირდება. - გამოუცხადა შიდა მოსამსახურეს.
სიმართლე გითხრათ ამით კმაყოფილიც ვიყავი. ბავშვი და ძიძა დროს ძირითადად ჩემთან ატარებდნენ, საკუთარ შვილსაც უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობდი.
სოფი ამრეზილი სახით შეირბენდა ხოლმე სახლში. გადაახალისებდა გარდერობს. დამოძღვრავდა ძიძას და მოსამსახურეს და ისევ გარბოდა. წასასვლელი მიზეზი რა თქმა უნდა არ ელეოდა, მის მეგობარს დახმარება სჭირდებოდა ქორწილისთვის ემზადებოდა, მისი მეგობარი დასასვენებლად მიდიოდა და ის მიჰყვებოდა.... ყველასთვის ჰქონდა დროს, არ ეცალა მხოლოდ პატარა არსებისთვის. თუმცა ამის გასამართლებელი მიზეზიც იოლად იპოვა: - არ შეეძლო ჩვილის ხელში ჭერა... არ შეეძლო ბავშვის ჭიჭყინის ატანა. აი ცოტა მოიზრდება და....
ნამდვილად არ მეცალა სოფის სისულელეებზე საფიქრად. მისი ცხოვრება იყო და როგორც უნდოდა ისე მოიქცეოდა. ჩემთვის მთავარი ჩემი შვილი და მისი კეთილდღეობა გახლდათ.
გარდა ამისა, უკვე ვამზადებდი საფუძველს სალომესა და თემურიკოს ჩამოსაყვანადაც. მეთაური მეხმარებოდა, კულტურის სამინისტროში, ანასტასია კოვალიოვას, როგორც ცნობილ, თბილისში დაბადებულ მომღერალს ერთ-ერთ განყოფილების უფროსად იწვევდნენ, მისი ფუნქციაში უცხოელ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან კონტაქტზე გასვლა და საქართველოში სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიების მოწყობა შედიოდა.
თითქმის ყველა დეტალი მოგვარებულია. მართალია სალომეს დავპირდი, რომ ჩავიდოდი, ვახოსთანაც მინდოდა მათი წამოყვანის დეტალები შემეთანხმებინა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხე. სკაიპით ვესაუბრე, პატარას დაბადება მივულოცე, სალომემ წყენა არ შეიმჩნია, სამაგიეროდ საყვედურები თემურიკომ არ დამაკლო.
- არ მოდიხარ? ასეც ვიცოდი. დამპირდი და მომატყუე!. - გაბუტული ხმით მეუბნება ის.
- მაპატიე, მამი. მართლა ვერ ვახერხებ. სამაგიეროდ შენ და დედიკო წამოხვალთ ჩემთან. ხომ გინდოდა თბილისის ნახვა?
- აღარ მინდა. - ისევ გაბუსხულია ის.
- კარგი,მორჩი. პატარა ბავშვივით ნუ იქცევი. უკვე დიდი ბიჭი ხარ და უნდა ხვდებოდე, საქმეები აქვს და ვერ წამოვიდა. - ჩემს გამართლებას ცდილობს ვახო.
- რაო მეთაურმა?! - თემას ცვლის სალომე.
- გელოდებიან. მოწვევები მზადაა, რამდენიმე დღეში გამოგზავნიან და მერე შენ იცი, როგორ სწრაფად მოახერხებ წამოსვლას...
- რა ვიცი, აქ კიდევ მინდოდა რამდენიმე კლიპის ჩაწერა. - თვალები ეშმაკურად უციმციმებს ქალს.
გულმა რეჩხი მიყო, გამაცია: - კარგი, რა... გეხვეწები. აქ ჩავწეროთ... - მუდარაზე გადავდივარ მე.
- როგორი საზიზღარი ხარ! - მხარი გაჰკრა ვახომ. - შენც კარგი შტერი ხარ, ყოველთვის ახერხებს შენს მოტყუებას. მართლა დაიჯერე, რომ კლიპის გამო გადადებს წამოსვლას? დღეებს ითვლიან დედა-შვილი. გამოგზავნეთ დოკუმენტები და ვეცდები დროულად გამოვუშვა ორივე.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს დაჩქარებული ტემპით ვაკეთებ, დრო მაინც იჭიმება.
ისევ გაზაფხულია. ისევ აღდგომა. დედა როგორც ყოველთვის მზადებაშია. ტრადიციას არც ამჯერად ვღალატობთ. ორშაბათს სასაფლაოზე უნდა გავიდეთ. ავტომობილიდან მეორე დღისთვის შეძენილი სურსათი გადმოვიღე და სამზარეულოში შევიტანე. მოფუსფუსე დედას მოვეხვიე და დავაბზრიალე.
- ამ ბოლო დროს უცნაურად ხარ შეცვლილი. - გამომცდელად მითხრა მან.
- ვითომ? მე ვერაფერს ვამჩნევ. - მეღიმება და დაღლილ სახეზე ვეფერები.
- არაფრის თქმა გსურს? - არ მეშვებოდა ის.
- სათქმელი ბევრი მაქვს. ოღონდ არ ვიცი რამდენად გამიგებ. ამის ახსნა საკმაოდ რთულია.
სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა. - დრო ბევრი გვაქვს, გისმენ.
- შვილი მყავს.
- ვიცი, მაგრამ შენს გოგონას ამასთა რა კავშირი აქვს? ! - დაბნეული მეკითხება ის.
- დამაცადე გთხოვ. მე კიდევ მყავს შვილი. რომელსაც შენ არ იცნობ. - აშკარად სიტყვებს ვარჩევდი. არ მინდოდა მისი მოტყუება, თუმცა ბოლომდე ვერც სიმართლის თქმას ვბედავდი. დედას გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, თუმცა არაფერი უკითხავს. ალბათ გრძობდა, საუბარი რომ მიჭირდა და არ მაწყვეტინებდა. - ის ჩემი პირველი შვილია, მოსკოვში ცხოვრობს.
- მოსკოვში?! რამდენი წლისაა?
- რამდენიმე თვეში ექვსის გახდება. - დედამ გონებაში თარიღები გადათვალა, აშკარად დავინახე როგორ გაფითრდა.
- ბავშვს ვინ ზრდის?
- დედამისი და ვახო.
- ვახო? ვინ ვახო კოროშინაძე?!... - დედა თითქოს ყველაფერს მიხვდა თვალები ცრემლებით აევსო. ხელები უცახცახებდა. მაინც ჩამეკითხა: - ვახოსთან ბავშვი როგორ მოხვდა? ვინაა დედა?
- ვახო მისი ბიძაა.
ცრემლები ვეღარ შეიკავა: - შეუძლებელია... ანუ ის თქვენი შვილია? - სალომეს გადიდებულ ფოტოს გახედა მან. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. - კი მაგრამ ბავშვი ვახოსთან როგორ მოხვდა?
ვხედავ რომ სანახევროდ სიმართლეს ვერ ვეტყვი, არც დედაა სულელი.
- ეს გრძელი ამბავია. ძნელია ახსნა, მაგრამ.... მას, როგორც ანასტასია კოვალიოვას ისე იცნობენ.
- ანასტასია? წარმოუდგენელია. - დედა რამდენიმე წუთით იაზრებდა ჩემს ნათქვამს - როგორ შეძელი ამის დამალვა?! ან ამხელა სიხარული გულში როგორ დაიტიე?
- სხვა გზა არ მქონდა. ერთად-ერთი გამოსავალი იყო. ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე მეგონა.
- ხედავდი, როგორ განვიცდიდი და სიმართლე მაინც არ მითხარი?!. - მსაყვედურობს ის.
- მაპატიე, მაგრამ... ვერ გეტყოდი. არ შემეძლო.
- და ეხლა რა შეიცვალა? რით დავიმსახურე შენი ნდობა? - ირონიით მეკითხება.
- დედა, ხომ იცი რომ მიყვარხარ. მინდოდა ჩემი სიხარული გამეზიარებინა. საქართველოში ბრუნდებიან, ჩემთან მოდიან.
სახე გაუბრწყინდა, აშკარად დაავიწყდა წუთის წინანდელი წყენა, ბედნიერი მომეხვია.
- მადლობა უფალს, მადლობა უფალს! - ჩუმად ბუტბუტებდა ის და მეფერებოდა.
და, აი, როგორც იქნა თბილისში მათი დაბრუნების დღეც დადგა. საპატიო სტუმარს დელეგაცია ხვდება. სპეციალურ ბრიფინგზე გამოცხადდა, ანასტასია კოვალიოვას საქართველოში მოწვევის თაობაზე. აეროპორტში ისევ ტრიალებს დაცვა, ესკორტი, თაყვანისმცემლები, ჟურნალისტები. ვდგევართ მე და დიმკა და მოთმინებით ველით. სალომე როგორც ყოველთვის ლამაზია. ჩვენი მიმართულებით არც კი იყურება, სერიოზული სახით უმზერს მის დასახვედრად მისულ მომავალ კოლეგებს, იღიმება და თბილად ესალმება მათ. სამაგიეროდ თემურიკო ცქმუტავს. წარა-მარა აქეთ-იქით იჭყიტება. როგორც იქნა შეგვამჩნია. უნდა გამოიქცეს, მაგრამ დედა მკაცრად უმზერს და ისეც ადგილზე უკმაყოფილო სახით ჩერდება. სიცილს ვერ ვიკავებთ, შორიდან თავის ქნევით ვესალმებით.
თამაში ისევ გრძელდება. შეთანხმებისამებრ ისინი სასტუმროში წავიდნენ, ჩვენ კი დიმკასთან ვბრუნდებით. ასე მოვილაპარაკეთ, როგორც კი დაბინავდებოდნენ, ჟურნალისტებს შეხვდებოდნენ და ჩვენთან მოვიდოდნენ. დედაჩემმა რა თქმა უნდა ვერ მოითმინა, აიშასთან მისვლა მიგვასწრო.
წარა-მარა საათს ვუმზერდი. ჯერჯერობით სულ რაღაც სამი საათი გავიდა, მაგრამ მეჩვენება რომ საუკუნეა გასული. დრო ისე საზიზღრად გაიჭიმა. ლოდინისგან სული მელევა. ადგილზე ვეღარ ვისვენებ და აქეთ-იქით ნერვიულად დავდივარ.
- სასტუმროდან გამოვედი. - მივიღე მისი მესიჯიც.
ინსტიქტურად წუთების თვლას ვიწყებ.
- ერთი, ორი, სამი..... - და ვინ იცის მერამდენედ ამერია სათვალავი. ისევ ხელახლა ვიწყებ. ქალები ფუსფუსებენ. სუფრას აწყობენ. დიმკას როგორც ყოველთვის მატჩი აქვს ჩართული, მე კი ისევ ვბორგავ.
როგორც იქნა ეზოში ავტომობილიც შემოვიდა. ფანჯარას მოვშორდი და გარეთ გავრბივარ. თემურიკო დაცვას არ ელოდება, კარებს თავად ხსნის და კისრის ტეხით მორბის:
- მამიკო, მამიკო....მოვედი, მოვედით! - ხმამაღლა ყვირის, ხელში ვიტაცებ მონატრებულ შვილს და გულში ვიკრავ.
- რომ არ იკივლო არ შეგიძლია?! - სიცილით საყვედურობს სალომე, რომელსაც გადმოსვლაში მძღოლი ეხმარება. მონატრებულ ქალს თავისუფალ ხელს ვხვევ და მსუბუქად ვკოცნი.
- მომენატრე. - მისი ხმა მესმის და ყელთან კოცნას ვგრძნობ. ჟრუანტელმა დამიარა.
- მეც. - ვნება მორეული ვცდილობ გრძნობები მოვთოკო. რა ვქნა დღემდე ვერ მივეჩვიე ხალხში ემოციების გამოხატვას. - ფეხი გაწუხებს?
- თითქმის აღარ, მაგრამ ექიმებმა მირჩიეს ცოტა ხანი ზედმეტად ძალა არ დავატანო. მკლავზე დამეყრდნო ის.
თემურიკო ხელებიდან დიმკამ გამომტაცა: - ჩვენი ვაჟკაცი, ჩვენი გმირი... - ჰაერში აბზიალებდა ბავშვს.
როგორც იქნა ორივე ხელით მოვეხვიე მონატრებულ ქალს და ძლიერად ჩავიხუტე. ნელი ნაბიჯით მივყევით სახლში შევარდნილ თემურიკოს და დიმკას.
თუმცა სალომეს კიდევ ერთი სიურპრიზიც ელოდა. წინასწარ არ გავაფრთხილე. ოთახში მისი მშობლებიც ელოდნენ. არასოდეს დამავიწყდება მათი შეხვედრა. დედამისი ცრემლებს ვერ იკავებდა. ხელები უთრთოდა. მამამისი, რომელიც ყოველთვის მკაცრი, ჯმუხი ხასიათით გამოირჩეოდა მათი ნახვით გაოგნებულ შვილს მიუახლოვდა და ძლიერად ჩაიკრა გულში:
- რამდენი იწვალე შვილო, როგორ დამეტანჯე... - უკვე მერამდენედ ეუბნებოდა ის. სალომემ სიტყვა ვერ დაძრა. მამამისის მკერდში ჩარგო თავი და ბედნიერებისგან ატირდა.- მაპატიე, გთხოვ... - ბუტბუტებდა კაცი.
მართალია უკვე აღარ ველოდი, მაგრად ჩემს ცხოვრებაშიც იყო დიდი სიხარული, იყო დიდი მონატრება. ცრემლები და ბევრი სიხარული.
როგორც იქნა გვეღირსა ერთად ყოფნა. ქართულმა საზოგადოებამაც მალევე შეიყვარა მუდამ მომღიმარი და თბილი ანასტასია კოვალიოვა, არავის აღელვებდა არც მისი ვითომ რუსული წარმომავლობა, შესაბამისად არც ჩვენი ქორწინება გაუპროტესტებია ვინმეს.
პერიოდულად ისევ მიდიოდა მოსკოვში, ატარებდა კონცერტებს, უშვებდა კლიპებს და ასე მონატრებითა და სიყვარულით გადიოდა წლები.
სოფი ისევ დაუსრულებლად მოგზაურობდა. მისი არ ყოფნის დროს ჩემი გოგონაც ჩემთან რჩებოდა. თემურიკომ უფროსი ძმის საპატიო ადგილი ღირსეულად შეიფერა. და-ძმა მართალია ხშირად კინკლაობდნენ, მაგრამ სწრაფადვე რიგდებოდნენ.
- მელას მისი მახრჩობელა უყვარდაო. ამათზეა ნათქვამი. - ეცინებოდა დედაჩემს.
თემურიკო დაქალებს უწუნებდა, ის მის ძმაკაცებს აკრიტიკებდა, თუმცა მაინც ერთად დადიოდნენ ყველგან.
- თქვენი ვერაფერი გავიგე, თუ ერთმანეთის მეგობრებს ვერ ეწყობით ერთად როგორ დადიხართ? - გაოცებული ვეკითხებოდი მათ.
ერთმანეთს გადახედავდნენ, სიცილი წასკდებოდათ და სწრაფადვე გარბოდნენ.

თემურიკო თხუთმეტი წლის პრესპექტიული ფეხბურთელი გახლდათ. თუ დიმკას დაუჯერებდით, ამ ბავშვს დიდი მომავალი „ეჯღანებოდა“. ხშირად დადიოდა ზბორებზე, სხვადასხვა ახალგაზრდულ თამაშებზე.
და, აი ისევ აეროპორტი. ამჯერად მოსაცდელში ვსხედვართ სამნი, მე სალომე და ჩემი გოგონა, მოთმინებით ველოდებით თემურიკოს. რომელიც კარგა ხანია კაცობს, და გვიკრძალავს მოფერებითი სახელით მიმართვას.
თვითმფრინავიდან ტრაპი დაეშვა. გულმა ბაგა-ბუგი დაიწყო. ყოველთვის ასე მემართებოდა, მასთან შეხვედრას ისევ განვიცდი, თითქოს პირველად ვხედავ. და, აი ისიც მომღიმარი სახით. ჩემი ვაჟკაცი ტრაპზე ეშვებოდა. მაღალი იყო, ახოვანი, თაფლისფერი თვალებით, აჩეჩილი თმით. ხელს შორიდამვე გვიქნევს. მე კი ინსტიქტურად მასთან ერთად მომავალ გოგონას მივჩერებივარ. გაოგნებული ვუმზერ. გრძელ, წაბლისფერ თმიან, ზედმეტად გაჩხინკულ არსებას. თვალებს არ ვუჯერებ, გოგონამ თბილად გაუღიმა ბიჭს დაემშვიდობა და წავიდა.
- შეუძლებელია! - გაოცებულმა სალომეს შევხედე, რომელმაც თვალებ მოწკუტულმა გახედა მიმავალ გოგონას.
- ვინ არის? - კითხვით შეხედა მონატრებულ შვილს და ჩაეხუტა.
- ჩემი კაპასა გოგო როგორ არის? - თითქოს მისი კითხვა ვერ გაიგო ისე მოეხვია თავისუფალი ხელით დას.
ავტომობილისკენ წამოვედით. ერთ მხარს დედა უმშვენებდა, მეორეს და. ისეთი ამაყი მოაბიჯებდა მათ შემხედვარემ ღიმილი ვერ შევიკავე.
ბავშვები უკან მოთავსდნენ, ჩვენ წინ.
- მობილურს რომ დამპირდი, ჩამომიტანე? - უჩურჩულა გოგონამ.
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- მერე?
- ქრთამი რომ არ მიმიღია? - მაცდურად უცინოდა ბიჭი.
- უმაგრესი ძმა ხარ. - კმაყოფილმა აკოცა ბავშვმა. - მაინც არ თქვი, ის ვინ იყო?
- ვინ ის? - თითქოს ვერ მიხვდა ვაჟი.
- ის გოგო. აეროპორტში. - უკონკრეტებს ბავშვი. უკანა ხედვის სარკიდან შვილს გავხედე. აშკარად გაწითლდა.
- მა, როგორ უნდა მიხვდე ის ის თუა?
- ვინ ის? - ჩაერია საუბარში სალომეს.
- ერთად ერთი.
- რა ვიცი, მაგის გამოწერილი რეცეპტი არ არსებობს... უბრალოდ ხვდები... - მეღიმება მე.
- აბა, რა ჰქვია ჩვენს ერთადერთს? - ეკითხება დედა.
- სალომე. - ყრუდ ჩაილაპარაკა მან.
მე და სალომე ერთმანეთს ვუმზერთ და სიცილს ვეღარ ვიკავებთ.
- აშკარად გენეტიკურია. ვერაფერს ვიტყვით.
- ვერ მივხვდი. - ჩვენი სიცილი ეწყინა თემურიკოს. თვალი აგვარიდა და ავტომობილის ფანჯრიდან ღამის თბილისს აკვირდებოდა.
- დროა მივიყვანოთ. - ჩუმად მეუბნება სალომე. მეც თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.
მეორე დღეს ჩემი გოგონა დედაჩემთან დავტოვეთ, თემურიკო კი ჩვენს ძველ ბინაში წავიყვანეთ. ამ ადგილს ბინა პირობითად ერქვა. კედლები ჩვენი სურათებით მქონდა აჭრელებული. მისთვის სიმართლე უნდა გაგვემხილა. ეს კი მხოლოდ იქ იყო შესაძლებელი.
-სად მივდივართ? - ცნობისმოყვარედ გვკითხა მან.
- შემდეგ აგიხსნი. ჩემს ცხოვრებაშიც იყო გოგონა სახელად სალომე.
- სალომე?!
- მივალთ და ყველაფერს მიხვდები.
არ დამავიწყდება თემურიკოს გაოცებული სახე, როცა იქ მივედით. ყველგან ფოტოები, ყველგან მოგონებები. აი, მათი ფოტოც. სალომე, თემურიკო და ვახოს გოგონა.
- ეს ფოტო შენ გამოგზავნე? - ღიმილით გახედა დედას.
- აი, ვახო და ტატიანაც.....აი, მეც. ისევ დედა....აქ, როგორი ახალგაზრდა ხარ. ესეც დედაა? - გაოცებული უმზერდა ჩვენი პირველად დაქორწინების დღეს გადაღებულ ფოტოს.
- კი. - ვეთანხმებით გაოცებულ ვაჟს.
- დაქორწინებულები ადრეც იყავით? - ისევ ვეთანხმებით. - არ ვიცოდი! - ყრუდ ჩაილაპარაკა მან.
- ამ ფოტოზე ვინ არიან? - სვანეთში გადაღებულ სურათს უმზერდ.
- მე, დედაშენი, ვახო, მამუკა და გვანცა! ჩვენი მეგობრები.
- ესეც დედაა? - კაფანდარა სალომეს უმზერდა - როგორ გავს ის. - სახე ოდნავ აუწითლდა, ძნელი მისახვედრი არ იყო, ვინ იგულისხმა.
- ეს?
- ყველაზე მეტად ეს ფოტო მიყვარს. აქ დედაშენი სწორედ იმ ბენდენითაა ვახოს რომ წავართვი! მანდ ათი წლისაა. მაშინ ვნახე პირველად ჩემი სალომე. - ხელი მოვხვიე მეუღლეს და გულში ძლიერად ჩავიხუტე.
- სალომე? - თემო გაოცებული გვიმზერდა. ყურადღებით მისმენდა, ვიდრე ჩვენს ისტორიას ვუყვებოდით. ვგრძნობდით, რომ მოსმენა უჭირდა, მის ასაკში ალბათ ჩვენც გაგვიჭირდებოდა, როგორც იქნა დავასრულეთ. ორივეს ბედნიერი მოგვეხვია. ვგრძნობდი, რომ სწორად მოვიქეცით. თითქოს გულიდან მძიმე ლოდი მომხსნეს. ჩვენმა შვილმა სიმართლე იცოდა. ჩემი და სალომეს სიმართლე.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

უმაგრესი ისტორიის უმაგრესი დასასრული იყო მეტს ვერაფერს ვიტყვი wink love გავბედნიერდი love love love love love

 


№2  offline წევრი tako1987

Rogor momenatreba es istoria

 


№3  offline წევრი nestanuka13

მეორე ნაწილის ბოლო თავები წავიკითხე მარტო და მომეწონა კარგი იყო, დასასწყისში არ ვიცი რა ხდება :)

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან ძალიან მაგარი დასასრული იყო მე როგორც შენი და ამ ისტორიის ერთგული მკითხველი ძალიან მომემატრება ეს ისტორიაც და პერსონაჟებიც. ვფიქრობ ყველაფერი ლოგიკურად დალაგდა სალომეს და თემოს ისე ძლიერად უყვარდათ ერთმანეთი რომ მათი სიყვარული ყველაფერს გაუძლებდა... სოფის ასეთი საქციელი სწორი გადაწყვეტილება იყო შენი მხრიდან ეს ის შემთხვევაა როცა ორივე მხარე კმაყოფილი და მოგებული დარჩა... მოკლედ ძალიან მაგარი იყო რა... იმედი მაქვს ახალი ისტორიით მალე გაგვახარებ ძალიან მინდა კიდევ ვისიამოვნო შენი ისტორიების კითხვით...

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

sameone crazy girl
უმაგრესი ისტორიის უმაგრესი დასასრული იყო მეტს ვერაფერს ვიტყვი wink love გავბედნიერდი love love love love love

tako1987
Rogor momenatreba es istoria

უცნობი ქ
ძალიან ძალიან მაგარი დასასრული იყო მე როგორც შენი და ამ ისტორიის ერთგული მკითხველი ძალიან მომემატრება ეს ისტორიაც და პერსონაჟებიც. ვფიქრობ ყველაფერი ლოგიკურად დალაგდა სალომეს და თემოს ისე ძლიერად უყვარდათ ერთმანეთი რომ მათი სიყვარული ყველაფერს გაუძლებდა... სოფის ასეთი საქციელი სწორი გადაწყვეტილება იყო შენი მხრიდან ეს ის შემთხვევაა როცა ორივე მხარე კმაყოფილი და მოგებული დარჩა... მოკლედ ძალიან მაგარი იყო რა... იმედი მაქვს ახალი ისტორიით მალე გაგვახარებ ძალიან მინდა კიდევ ვისიამოვნო შენი ისტორიების კითხვით...


უღრმესი მადლობა, რომ იმის გამო რომ დამითმეთ დრო და კითხულობდით ამ ისტორიას. თქვენი კომენტარები მამხნევებდა და სტიმულს მაძლევდა წერისთვის. თუმცა, უნდა გავამხილო, თავიდან სრულიად სხვაგვარ დასასრულზე ვფიქრობდი. უბრალოდ ისე აქტიურად უჭერდით მხარს სალომესა და თემოს წყვილს, (თან გავიზირე ჩემი მეუღლის სურვილიც :) ) რომ პირველი ვერსია შევცვალე. და ზღაპარივით ლამაზად დავასრულე. იმედია მოგეწონათ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.

nestanuka13
მეორე ნაწილის ბოლო თავები წავიკითხე მარტო და მომეწონა კარგი იყო, დასასწყისში არ ვიცი რა ხდება :)



მადლობთ რომ წაიკითხეთ,თუმცა ჩემის აზრით დასასრულით ისტორიის არსის გაგება რთულია. არ მინდა რეკლამაში ჩამითვალოთ. უბრალოდ გირჩევთ, თუ დრო გექნებათ წინა თავებსაც გადაავლეთ თვალი. :)

 


№6 სტუმარი lizazu

ძალიან მომეწონა დასასრული, რა ვქნა მიყვარს ბედნიერი დასასრული. სულ ვკითხულობ შენს ისტორიებს და ველოდები ახალ ისტორიას. love

 


№7 სტუმარი სტუმარი მ

მართლა კარგი იყო...

ყოველდღე მოუთმენლად ველოდი ამ ისტორიას...

ბოლო თავის მასალა შეიძლებოდა უფრო გაგეშალა, მაგრამ მაინც კარგი იყო...

იმედია თავს არ მოგვანატრებ love

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

lizazu
ძალიან მომეწონა დასასრული, რა ვქნა მიყვარს ბედნიერი დასასრული. სულ ვკითხულობ შენს ისტორიებს და ველოდები ახალ ისტორიას. love

სტუმარი მ
მართლა კარგი იყო...

ყოველდღე მოუთმენლად ველოდი ამ ისტორიას...

ბოლო თავის მასალა შეიძლებოდა უფრო გაგეშალა, მაგრამ მაინც კარგი იყო...

იმედია თავს არ მოგვანატრებ love

მადლობთ ჩემო ძვირფასებო wink კიდევ რომ გამეგრზელებინა აღარ ეღირსებოდა დასასრული fellow

 


№9  offline წევრი deamedo

ვაიმეეეეე ეს როგორ გამომრჩაააა am
მთელი საღამოა ამ შემოქმედებას ვკითხულობ და აღფრთოვანებული ვააააააარ love
აი ძალიან ძალიან ძალიან მაგარი ავტორი ხარ...
არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა
უბრალოდ საუკეთესოა love
კიდევ ბევრჯერ დავუბრუნდები მე ამათ ერთ ჯერზე ვერ დავკმაყოფილდი love

 


№10  offline აქტიური მკითხველი lalita

გული გამითბა პირდაპირ რა მაგარი ხარ , მეამაყები რომ არსებობ და ასეთი ლამაზი ისტორიებით გვანებივრებ უმაგრესი იყო ვგიჟდები შენზე.ველოდები ახალ ისტორიას.

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

deamedo
ვაიმეეეეე ეს როგორ გამომრჩაააა am
მთელი საღამოა ამ შემოქმედებას ვკითხულობ და აღფრთოვანებული ვააააააარ love
აი ძალიან ძალიან ძალიან მაგარი ავტორი ხარ...
არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა
უბრალოდ საუკეთესოა love
კიდევ ბევრჯერ დავუბრუნდები მე ამათ ერთ ჯერზე ვერ დავკმაყოფილდი love

lalita
გული გამითბა პირდაპირ რა მაგარი ხარ , მეამაყები რომ არსებობ და ასეთი ლამაზი ისტორიებით გვანებივრებ უმაგრესი იყო ვგიჟდები შენზე.ველოდები ახალ ისტორიას.


მადლობთ ასეთი თბილი სიტყვებისთვის. love მეამაყებით და მიყვარხართ. იმდემად მივეჩვიე და მსიამოვნებს თქვენი კომანტარები, რომ სავარაუდოდ დიდხანს ვერც მოვითმენ. wink ვეცდები დროულად დავდო ახალი ისტორიაც fellow

 


№12 სტუმარი Tamo

Momenatreba es istoria da gmirebi dzaan magaria cudia rom dasrulda

 


№13  offline წევრი tegi

Vaimee es ra iyo ha???? Gavgijdi aseti araferi wamikitxavs, mteli dgea vkitxulob da agfrtovanebuli var:) amas albat atiatasjer movubrundebii, chem usayvarles istoriad iqca. Avtor unichieresi xar. Tavidan bolomde yvela detali umagresi iyo.. Warmatebebiiii

 


№14  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Tamo
Momenatreba es istoria da gmirebi dzaan magaria cudia rom dasrulda

tegi
Vaimee es ra iyo ha???? Gavgijdi aseti araferi wamikitxavs, mteli dgea vkitxulob da agfrtovanebuli var:) amas albat atiatasjer movubrundebii, chem usayvarles istoriad iqca. Avtor unichieresi xar. Tavidan bolomde yvela detali umagresi iyo.. Warmatebebiiii


მადლობა თბილი სიტყვებისთვის. ძალიან მსიამოვნებს ასეთი შეფასება. მიყვარხართ ძალაინ. wink იმედია შევძლებს კიდევ თქვენს გახარებას ახალი ისტორიებით.

 


№15 სტუმარი nia

გაიხარე რა , ამ საიტზე ძვლივს ვიპოვე ნორმალური ისტორია ტყუპებივიტ გვანან ერთმანეტს პირველი კოცნის მოპარვით და მუცელში პეპლების ფრენით ხანდახან მგონია დაკოპირებული აქვთ ერთმანეთის ისტორიები ... განსხვავებული საინტერესო დაწყობილი არ იყო ნაბოდიალები, ნუ მოკლედ წარმატებები :))))

 


№16  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nia
გაიხარე რა , ამ საიტზე ძვლივს ვიპოვე ნორმალური ისტორია ტყუპებივიტ გვანან ერთმანეტს პირველი კოცნის მოპარვით და მუცელში პეპლების ფრენით ხანდახან მგონია დაკოპირებული აქვთ ერთმანეთის ისტორიები ... განსხვავებული საინტერესო დაწყობილი არ იყო ნაბოდიალები, ნუ მოკლედ წარმატებები :))))


მადლობ, რომ წაიკითხეთ. პრინციპში არც პეპლების ფრენაა ცუდი wink

 


№17  offline წევრი Nia♡Nia

Yvela tavi wavilitxe udidesi siamovnebit. Vtvli ro shesaperis sityvebs ver gamoviyeneb im sitbos gadmosacemad tsac sheni istoriebi manichebs. Wera arasodes shewyvito tundac mxolod imos gamo ro me moutmenlad veli shenga tundac mcired siaxles. Pirveli adamiani xar visac madlobas mxolod imos gamo vuxdi rom tavisi patara istoriebit guls mitbobs :*

 


№18  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Nia♡Nia
Yvela tavi wavilitxe udidesi siamovnebit. Vtvli ro shesaperis sityvebs ver gamoviyeneb im sitbos gadmosacemad tsac sheni istoriebi manichebs. Wera arasodes shewyvito tundac mxolod imos gamo ro me moutmenlad veli shenga tundac mcired siaxles. Pirveli adamiani xar visac madlobas mxolod imos gamo vuxdi rom tavisi patara istoriebit guls mitbobs :*

უღრმესი მადლობა ამ სიტყვებისთვის, პატარა ბავშვივით მიხარია, ვერც კი წარმოიდგენ რამხელა სტიმულს მაძლევს შენი შეფასება love დიდი მადლობა ამ სითბოსთვის, იმედია იმედს არ გაგიცრუებ არც ახალი ისტორიებით love

 


№19 სტუმარი Kusa

Dzaan magari . tavi realur cxovrebashi megona da ara gamogonil istiriashi ,titkos es realoba me tvitin ganvicade imdenad kargad gaqvs dacerili.eseti iwtiria cota ar iyos ishviatia am gverdze

 


№20  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Kusa
Dzaan magari . tavi realur cxovrebashi megona da ara gamogonil istiriashi ,titkos es realoba me tvitin ganvicade imdenad kargad gaqvs dacerili.eseti iwtiria cota ar iyos ishviatia am gverdze


არც მეგონა ამ ისტორიას თუ კიდევ კითხულობდა ვინმე, მიხარია თუ მოგეწონათ. უღრმესი მადლობა ამ სიტყვებისთვის heart_eyes

 


№21  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგი ხარ.. წარმატებებიიი...

 


№22  offline წევრი utsnobi

ძალიან მაგრად წერ, ეს არ არის ბანალობა, სერიოზული ნამუშევარია, წარმატებები

 


№23  offline ახალბედა მწერალი murachashvili

utsnobi
ძალიან მაგრად წერ, ეს არ არის ბანალობა, სერიოზული ნამუშევარია, წარმატებები

დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგწონთ.

terooo
რა კარგი ხარ.. წარმატებებიიი...

უყურადღებო არ ვარ, უბრალოდ არ მეგობა ძველ ისტორიებს თუ კითხულობდით. მიხარია ძალიან. უკაცრავად უყურადღებობისთვის

 


№24 სტუმარი სტუმარი მარინა

თავიდან ბოლომდე საუკეთესო იყო.ისტორიის გმირებთან ერთად გვამოგზაურეთ მათ სამყაროში.მათთან ერთად განგვაცდევინეთ მათი დარდი და სიხარული.ერთგული მკითხველის დატყვევება კარგად გამოგდით.დიდებული დასარული იყო.ეს ყველაფერი თქვენი ნიჭის დამსახურებაა.არასდროს მიეტოვებინეთ მუზას.დაგილოცავთ მარჯვენას.დიდი მადლობა იმ განცდებისთვის და ემოციებისთვის,რაც კითხვის პროცესში მივიღე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent