შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შერლოკ ჰოლმსი:სიყვარულის პატიმარი5


13-12-2015, 00:22
ავტორი Weirdo
ნანახია 1 751

როგორც კი ჯონმა შერლოკის ეს სიტყვები გაიგონა,სიცილი ატეხა და ასე 5წუთის განმავლობაში ვერ ჩერდებოდა
-შერლოკ?კარგად ხარ?-ისევ სიცილნარევი ხმით უთხრა
-რათქმაუნდ შენში ეს რეაქცია იქნებოდა
-მართლა რამე მოხდა?
-რაღაც უცნაური მჭირს
-ამ უცნაურში რას გულისხმობ?
-ნუთუ ვერ ხვდები
-ანუ შენთვის თუ უცნაურია,ანუ ჩემთვის სავსებით ნორმალურია ხო?
-როგორც იქნა-თქვა შერლოკმა
-რაგჭირს მეტყვი?!
-თითქოს ჩემში ვიღაცეები ერთმანეთს ებრძვიან
-ვიღაცეები?
-აი ერთი ცოტა შენნაირი ნორმალური,ანუ ბანალური ტიპის ადამიანი და ჩემი ნამდვილი თავი
-ნუთუ სხვანაირად დაიწყე აზროვნება?-გაეცინა ჯონს
სწორედ ამდროს ნატალი გამოვიდა საპირფარეშოდან
-გამარჯობა ჯონ-მიესალმა ნატალი
შერლოკმა ამდროს საათზე დაიხედა
-აი მეჩქარება-აიღო თავისი ქურთუკი-კარგად-და კარები მაგრად მოიჯახუნა
-ნატალი იქნებ მითხრა რაჭირს?
-ესხომ სულ ასეთია?-კითხა ღიმილით ნატალიმ
-არა დღეს უცნაურზე კიდევ უფრო უცნაური მომეჩვენა
-ჯონ შერლოკზე რაღაც უნდა შეგეკითხო-თქვა მორიდებული სახით ნატალიმ
-გისმენ ნატალი
-გახსოვს გუშინ მამაჩემი რომ შემოვიდა ჩემს დედინაცვალთან ერთად?
-კი კარგად მახსოვს
-და შერლოკის სახე გახსოვს ამდროს?
-კიი მახსოვს-თქვა ცოტა უცნაურად ჯონმა
-შენი სახის გამომეტყველებიდან თუ ვიმსჯელებ იცი რაღაც ამის შესახებ
-ნატალი არგვინდა მოდი
-არა მინდა
-ცუდ გუნებაზე დადგები
-ესეიგი ამიტომ წახვედი ასე უცებ გუშინ?-კითხა ნატალიმ
-ნატალი,ეს შერლოკს შეეხება
-სწორედ მეც მაგიტო ვიკითხე-წამოცდა ნატალის
-მართლა?-გაეღიმა სხვანაირად ჯონს
-უფროსწორად ჩემს დედინაცვალს რა ესაქმება ამ საქმეში თუ რაც არის-დაიბნა ნატალი
-ნატალი ვერ გეტყვი ამას შერლოკს არ მოეწონება ეს
-არც მე მომეწონება თუარ მეტყვი
-რა მოხდება თუარ გეტყვი?
-გაიძულებ
-კარგი გეტყვი ოღონდ პირობა უნდა მომცე შერლოკთან რომ არაფერს იტყვის
-პირობას ვდებ-თქვა ღიმილით ნატალიმ
-ნატალი...-ამოისუნთქა ჯონმა-ის ქალი რომელიც გუშინ შერლოკმა ნახა ანუ იგივე შენი დედინაცვალი...სწორედ ეგ არის ვინც შერლოკს თავისი არადამიანური ცხოვრების მიუხედავად უყვარდა,ნუ მთლად სიყვარულიც არქვია,უფრო შეიძლება ითქვას რომ მაგ ქალმა შერლოკს თავბრუ დაახვია
ნატალი ამყველაფერს ცივი სახით უსმენდა,მაგრამ მის გულში კი ნამდვილი ქარბორბალა დატრიალებულიყო.
-არა...-ამოღერღა ბოლოსდაბოლოს-ესხომ შეუძლებელია, კარგი დაიცადე...ეს როდის იყო?
-ასე 4წლის უკან
-ახლა შერლოკს ისევ უყვარს?
-არვიცი ნატალი...მაგრამ ამდენი ხნის შემდეგ მისმა ნახვამ გააკვირვა
-ჯონ ეს შეუძლებელია...მგონი გერევა,4წლის უკან ეს ქალი მამაჩემის ცოლი იყო
-სწორედ მაგაშია საქმე-დაფიქრდა ჯონი-ეგ ქალი ჩვეულებრივი მოქალაქე არ არის
-რას გულისხმობ?
-ის სპეცაგენტია,გაიხსენე 4წლის უკან ის ზაფხულში შენთან იყო?
ნატალი დაფიქრდა
-არააა-ამოღერღა ბოლოდაბოლოს თან თვითონაც გაუკვირდა-მახსოვს ეგ დღეები,მაშინ თქვა რომ სამოგზაუროდ მიდიოდა
-რათქმაუნდა მაგას იტყოდა,ის მორიარტის საუკეთესო ჯაშუშია,ყოველი შემთხვევისთვის იყო ახლა აღარ ვიცი არის თუარა
-და შერლოკი რაშუაშია?-იკითხა და მერე თვითონაც მიხვდა რომ არღირდა ამ შეკითხვის დასმა-რათქმაუნდა...ის მორიარტიმ გამოგზავნა
-კი,და შენ წარმოიდგინე ის რამოდენიმე დღით აქაც კი ცხოვრობდა რადგან შერლოკმა შეიფარა
-ასე როგორ მოაჯადოვა?-გაუკვირდა ნატალის
-შერლოკი ვერ იტანს ამ თემაზე ლაპარაკს,რაც არუნდა შეკითხვა დავუსვა არ მიპასუხებს
-გააჩნია რას კითხავ
-ჩემი მოსაზრებით შერლოკმა მაგ ქალში ის ნახა რომ სწორედ ეგ შენი დედინაცვალი ძალზედ უცნაური და გამოუცნობი ქალი იყო
-არმჯერა...და მამაჩემი? მამაჩემმა იცის ამის შესახებ?
-რათქმაუნდა არა ნატალი-უპასუხა ჯონმა
-აი ახლა კი ზუსტად ვიცი რომ მაგ ქალმა მოკლა დედაჩემი-თქვა ნატალიმ და ხელი თავის დანებისკე წაიღო-მაგრამ ის თუ მორიარტის ჯაშუშია
-ნატალი ნუ იფიქრებ მაგაზე
-როგორ არ ვიფიქრო,ეს ქალი პირდაპირ იჭრება ჩვენს ცხოვრებაში!
-შერლოკთან სიტყვა არ დაგცდეს
-შერლოკს არაფერს ვეტყვი
-შენთვის აჯობებს
ნატალი გაკვირვებული იჯდა და ყველაფერს ანალიზებდა.
-ნატალი უნდა წავიდე-უთხრა ჯონმა-თავს მიხედე
-შევეცდები
ნატალი განცვიფრებული იყო,არ ჯეროდა იმის რომ ამდენიხნის მანძილზე თავისი ეჭვი მართლა სწორი აღმოჩნდა,რომ ამ ქალმა შეძლო და შერლოკის ყურადღება მიიპყრო
-არა არა ეს შეუძლებელია,რავქნა არვიცი...შერლოკი! უნდა ამოვიგდო გონებიდან,მაგრამ როგორ!!!! შერლოკს მე არასდროს ვაინტერესებდი და არც ახლა...ალბათ ისევ ეს ქალი უყვარს...სამუდამოდ უნდა წავშალო შერლოკი ჩემი ტვინიდან-გაიფიქრა ნატალიმ,ჩანთა აიღო და გარეთ გავარდა
ნატალი გეზს მამამისის სახლისკენ უმიზნებდა,საკმაოდ დიდი გზა გაიარა და აი მივიდა
ნატალი სახლში შევარდა
-როგორც ვხედავ პატარა გველი მოსისინდა-უთხრა მისმა ნახევარდამ
-შენი თავი არმაქვს მაწანწალავ,დედაშენი სად არის?
-დედაჩვენზე მეუბნები?
-გეუბნები იმ ქალზე,რომელიც ჩემს გულის რევას იწვევს
ამ ნათქვამზე ნახევარდამ ბოროტი სახით შეხედა,უკან გაბრუნდა და იქიდან კი მხოლოდ დედამისი შემოვიდა
-ნატალი,როგორც ვხედავ ძალიან მოგენატრე
-ზოგადად ღვარძლიანი ხალხი არ მენატრება მაგრამ მაინც მოვედი-თქვა ნატალიმ-შეგვიძლია ცალკე ვილაპარაკოთ
-კარგი-და კაბინეტისკენ წავიდნენ ორივე
-უნდა ავღნიშნო რომ გემოვნება ნამდვილად კარგი გაქვს,გიხდება შენი როგორც ყოველთვის მუქი კაბა მაგრამ მგონი დახეული ტანსაცმელი უფრო მოგიხდებოდა-გაეღიმა დედინაცვალს
-არაა-თქვა ირონიულად ნატალიმ-ახლა ტანზე ვეღარ შემომახევთ ვერაფერს როგორც ადრე,აიმეკი ცუდი რაღაცეების გაკეთება შემიძლია
-მითხარი რაგინდა
-სად ბრძანდებოდით ზუსტად 4წლის უკან ზაფხულში?
-მოგზაურობაში
-ტყუით
-კრუიზზე მაშ
-ისევ ტყუით
-როგორც ვხედავ პატარა გველს რაღაცეები გაუგია
-ნამდვილად ცუდ დღეშია ადამიანი რომელსაც თქვენს შესახებ რამის მოსმენა უწევს
-ალბათ შერლოკზე იცი უკვე
-ალბათ?!
-ოო შერლოკი ჩემი ცხოვრების ყველაზე რჩეული ნაწილია
-ნუთუ?ეგ ისედაც ვიცოდი რომ მამაჩემს ფულის გამო გაყევით მაგრამ ღალატიც?
-მე არმიღალიტია
-არვარ დარწმუნებული რატომღაც
-მეარა,მაგრამ შერლოკმა თავის პრინციპს უღალატა
-მას თქვენ არ ყვარებიხართ
-რათქმაუნდა არა-გაეღიმა-ის ჩემზე გიჟდებოდა
-ძალიან სასაცილოა
-ნატალი შეგიძლია არდაიჯერო,მაგრამ შერლოკს თავდავიწყებით ვაინტერესებდი მე
-ტყუით
-მისთვის გამორჩეული ხილი ვიყავი
-ისევ ტყუით
-შერლოკს ჩემზე მეტად არავინ ყვარებია
-არმჯერა
-საყვარელოო-გაეღიმა ისევ-შემიძლია დაგიმტკიცო
-გისმენთ
-არ გახსოვს რომ პრობლემები შემექმნა ჩამოსვლასთან დაკავშირებით?
-ეგ არმაინტერესებს!-უთხრა სიბრაზით ნატალიმ
-სწორედ მაშინ ჩემი საიდუმლოება გაირკვა შერლოკმაც გაიგო ვინ ვიყავი სინამდვილეში და როცა სიკვდილი მომისაჯეს იცი რაქნა
-რა?-თქვა უკვე ნატალიმ რომელიც თავს ძლივს ერეოდა
-იმისდამიუხედავად რომ მან ყველაფერი გაიგო ჩემს შესახებ,მან სიკვდილისგან მიხსნა სწორედ მისი მეშვეობით მიყურებ დღეს
-რა სამწუხაროა
-ოო ნატალი როგორ არგინდა დაიჯერო,მაგრამ სინამდვილე ესაა,შერლოკმა თავისი დიდი სიყვარულის გამო გადამარჩინა სწორედ
-იქნებ ეს დაავალეს
-არა,მე სახელმწიფოებრივი საიდუმლოება გავყიდე-გაეღიმა ბოროტულად-შერლოკმა კი ესეც არაფრად ჩააგდო ჩემი გულისთვის
-არმჯერაა
-ჩემი გულისთვის-დახელი დაკრა მაგიდას-რადგან მე ვუყვარვარ!!!!
-ვერგიტანთ-და თავისი დანის ამოღებას აპირებდა
-ეგ არ გიშველის ნატალი-ჩაეცინა-შერლოკის გრძნობებს ვერ შეცვლი,როგორც ხედავ შერლოკი სწორედ ამიტომ შენთვის არაფერს გააკეთებს-გაეღიმა ისევ ბოროტულად-ის თავისი ფრჩხილის ფასადაც კი არ გაგდებს
ნატალიმ დანა დაუშვა,უკან მობრუნდა და გარეთ გამოვარდა.ვერ წარმოედგინა რომ შერლოკს ამ ქალის შეყვარება შეეძლო.
-ნატალი ღონე მოიკრიბე,რაცარუნდა ვერ იტანდე ამქალს,ის მართალია,შერლოკს შენ არაინტერესებ,მაგრამ არც შენ განიცდი მის მიმართ არაფერს-გაიფიქრა ნატალიმ მაგრამ მისი ბოლო სიტყვები კი რეალობისგან შორს იყო
სწორედ ამდროს ჯონმა დაურეკა მას.
-ნატალი სახლში დარჩი
-რახდენა ჯონ?
-სახლში დარჩითქო
-ჯონ გარეთ ვარ
-სად ხარ ნატალი?-უცებ მოესმა შედარებით ბოხი ხმა...ესხომ შერლოკი იყო
-არაქვს მნიშვნელობა-ნატალი მიხვდა რომ მას ჰოლმსი ელაპარაკებოდა და ცდილობდა თავიდან აერიდებინა ეს ყველაფერი
-ნატალი მისმინე-გამოართვა ისევ ჯონმა ტელეფონი შერლოკს-წმინდა ბართლომეს საავადმყოფო იცი?
-კი
-შეგიძლია აქ მოხვიდე?
-კარგი ჯონ მად მოვალ
ნატალი ბართლომეს საავადმყოფოსკენ გაემართა,რომელიც ახლოში იყო და შიგნით შევიდა.
-ჯონ მოვედი-დაურეკა ჯონს-სად ამოვიდე?
-მოლი დაგხვდება ძირს
-მოლი?
-ხო-გასცა უცებ მის წინ მდგომარე გოგონამ პასუხი
-შენ ალბათ მოლი ხარ-უთხრა ნატალიმ
-კი ნამდვილად მევარ-უთხრა მოლიმ რომელიც ნატალის მიშტერებოდა,აღსანიშნავი იყო ის ფაქტი რომ ნატალი ძალიან ლამაზი იყო ამიტომაც მას ყურადღებას ძალიან ბევრი ადამიანი ამდაგვარად აქცევდა-მე შერლოკის თანაშემწე ვარ
-სასიამოვნოა ნატალი
-შერლოკთან მუშაობ?
-არა,უბრალოდ იქვე ვცხოვრობ-უთხრა ნატალიმ-შერლოკი აქაც ისეთი უცნაურია?
-შერლოკი?-გაეღიმა მოლის რომლის თვალებშიც ნატალიმ იმწამსვე ამოიკითხა რომ შერლოკი თავდავიწყებით უყვარდა-ხოლმე-თქვა ბოლოს
-მგონი მოვედით-თქვა ნატალიმ და ლიფტიდან გადმოვიდა
-ნატალი-შეეგება ჯონი-როგორც იქნა მოხვედი
-რამოხდა?
-მორიარტი ლონდონშია
ამდროს ნატალიმ გადაწყვიტა რომ სამუდამოდ უნდა მოშორებოდა შერლოკს,რომელიც წინ იდგა და სულ სხვა საქმეზე გადართულიყო
-ჯონ-უთხრა ნატალიმ-სახლში ვბრუნდები
-რააა?-გაუკვირდა ჯონს-მორიარტი იქ მოგაკითხავს
-ჯონ მისმინე,ადრე თუ გვიან ის მაინც მნახავს და ჯობია გზა გავუმარტივო რომ თქვენ ძნელად მოგწვდეს
ეს სიტყვები შერლოკს დანასავით ჩაერჭო გულში.შერლოკსაც იგივე გადაეწყვიტა რაც ნატალის,მას ამგოგოსგან თავი შორს უნდა დაეჭირა რათა ამ უცნაურ გრძნობებს კვლავ არ შეეწუხებია
-კარგი აზრია-მოტრიალდა და ცივი სახით თქვა შერლოკმა
-შერლოკ გადაირიე?-კითხა ჯონმა
-არა,ესგოგო მართალია,ჯობია მამასთან იყოს
აი ამას კი ნამდვილად არ მოელოდა ნატალი,ეგონა შერლოკს ოდნავ მაინც აღელვებდა მისი ბედი,ახლა კი საბოლოოდ დარწმუნდა რომ ამ კაცს ისევ მისი საშინელი დედინაცვალი უყვარს,ცრემლები ახრჩობდა ნატალის მაგრამ თავის შეკავება შეძლო მაინც
-არაფერს იტყვი?-კითხა შერლოკმა ნატალის
ნატალიმ კი ამაზე უბრალოდ გვერდი იბრუნა,ჩანთა გახსნა და რაცკი დანები ქონდა ყველაფერი ამოიღო
-თქვენთან დარჩეს
-სამახსოვროდ არ გვჭირდება-უთხრა შერლოკმა
-რომც იყოს სამახსოვროდ თქვენ მაინც არ გაგახსენდებით მერწმუნეთ-ვეღარ მოითმინა ნატალიმ
უეცრად კარები გაიღო. ვიღაც უცნობი შემოვიდა
-ეს პიტერია-თქვა მოლიმ-ახალი დამწყებია აქ
ყველა გაჩუმებულიყო,ხმას არავინ იღებდა
-გამარჯობათ-დაიწყო პიტმა და ნატალის მიაშტერდა უეცრად-თქვენ ის ასტროფიზიკოსი არხართ? თქვენს შესახებ დიდი თემა მაქვს დაწერილი-და გაუღიმა
-ხო კარგია-უთხრა ნატალიმ
-შეგიძლიათ რამოდენიმე რაღაც გკითხოთ?
-რათქმაუნდა
-კარგი მაშინ გვერძე გავიდეთ,ბევრი კითხვა დამიგროვდა-გაეღიმა პიტერს
-ვერსადაც ვერ გახვალთ-მოუჭრა შერლოკმა-რომ გახვალთ კარი დახურეთ
როგორ კი პიტერმა ეს გაიგონა აწითლდა და გარეთ გავარდა.პიტერს კი მოლი გაყვა უკან.
-შერლოკ დღეს უცნაურად იქცევი ძალიან-უთხრა ჯონმა და გარეთ გავიდა ისიც
-რადგანაც თქვენ ასეთი უგულო ხართ ყველა მასეთი გგონიათ?-კითხა ნატალიმ ცივი სახით
-იმ ბიჭს თავდავიწყებით უყვარხართ-უთხრა შერლოკმა გაბრაზებული სახით- და თქვენ გინდოდათ მასთან ერთად გასვლა?
-სიყვარულის შესახებ თქვენ რატომ მელაპარაკებით
-არ გირჩევ გიპასუხო
-არმინდა თქვენი პასუხი,ისედაც ყველაფერი ნათელია
-და რა არის ნათელი-შერლოკი ახლოს მივიდა ნატალისთან და მაგრად მოუჭირა ხელზე
-თქვენთვის მაინც არანაირ მნიშვნელს წარმოადგენს გაგცემთ პასუხს თუარა
-და თუ წარმოადგენს?
-არ გამაცინოთ
-იქნებ მართლა ასეა
-არგინდათ ვითომ ადამიანობა
-არც ვცდილობ
-ერთხელ უკვე გიცდიათ-წამოცდა ნატალის
-რას გულისხმობთ?
-არაფერი
-მითხარით!-გაბრაზდა შერლოკი
-არვიცოდი მე და თქვენ რამე თუ გვაკავშირებდა
-და რა არის ეს თქვენი მოსაზრებით
-სიყვარული
-რაა?-განცვიფრდა შერლოკი
-არა თქვენ ვერ გამიგეთ,ჩვენი სიყვარული არა არამედ სხვა ადამიანის სიყვარული გვაკავშირებს ჩვენს
-რატომ იძიებთ იმას რაც 4წლის უკან იყო!
-და რაც დღესაც გრძელდებაა-გაბრაზდა ნატალი
-დღეს არაფერი არ გრძელდება
-არგინდათ თავის მოკატუნება!! ერთმანეთს არ ხვდებით მაგრამ როგორც ვხედავ ფარული გრძნობები მაინც გაწუხებთ
-ვინ გითხრათ?
-თვით თქვენმა სიყვარულმა
შერლოკი დადუმდა.ნატალის ყველაზე მეტად ის უნდოდა ახლა მას ხმა ამოეღო მაგრამ ის კვლავ დუმდა,ახლა კი ნატალი დარწმუნებული იყო რომ შერლოკს ეს ქალი ისევ უყვარდა.
-დანებს გადავაგდებ -მოუჭრა ნატალიმ და გარეთ გავარდა
შერლოკი კი კვლავ დუმდა...
ნატალი ლონდონის ქუჩებში გავარდა,თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები წასკდა.
მამამისის სახლისკენ გაემართა ისევ ნელი ნაბიჯებით.გზაში მიდიოდა... ფიქრობდა...რაექნა ახლა...ყველაფერი არეულიყო...ყველა გზა მოჭრილი იყო მისთვის.
სახლში მივიდა.ყველა წასულიყო მხოლოდ მამა დახვდა
-ნატალი აქრაგინდა?
-დღეს აქ დავრჩები
-კარგი
თავის ოთახში აირბინა.თავისი შავი კაბა ჩაიცვა რომელიც თავის სხეულს ყველაზე კარგად კვეთდა,თმები გაიშალა და აივანზე გავიდა.
30 წუთის განმავლობაში ასე იყო,შემდეგ სამზარეულოში ჩავიდა,დანები აიღო და გარეთ გავიდა.
მის სახლს ძალიან დიდი ეზო ქონდა რომელიც რაღაცით ტყესაც კი გავიდა.მის ყველაზე ბნელ ადგილას წავიდა,ვინაიდან დაღამებულიყო ვერავინ ვერ ხედავდა.დანები კი...დანებს უბრალოდ ხეს ესროდა,მაგრამ ვერცერთი ვერ მოარტყა რადგან ცრემლებისგან უკვე კანკალი დაეწყო.
შერლოკი კი სწორედ ამდროს სავაადმყოფოდან გამოვიდა,მის გვერდით ჯონი მიდიოდა
-შერლოკ როგორ ფიქრობ ნატალი წავიდოდა უკან ისევ?
-შერლოკ რას ფიქრობ?
-შერლოკ არ მიპასუხეებ?
ჯონი აგრძელებდა შეკითხვების დასმას.შერლოკი კი ამდროს მას სულ არ უსმენდა,ის უბრალოდ იმ უჩვეულო არსებაზე ფიქრობდა რომელსაც რამოდენიმე საათის უკან სასტიკი რაღაცეები უთხრა.
ფიქრობდა თუ რახდებოდა მის თავში სინამდვილეში,განა შეეძლო მას?!
სახლში მივიდნენ ჯონი და შერლოკი.
-როგორც ვხედავდ წასულა-თქვა დამწუხრებულმა ჯონმა-რა ეშველება ამგოგოს ახლა
-ნუღარ მელაპარაკები ნატალიზე!
-შერლოკ ვიცი რომ არ გადარდებს მაგრამ გამოხატე მაინც ოდნავ რაღაც გრძნობა
-არ მადარდებს?-წამოცდა უკვე გაბრაზებულ შერლოკს და თავის ოთახში შევიდა
გათენდა.
შერლოკსაც გაეღვიძა,თავი მოიწესრიგა და როგორც ყოველთვის გაზეთი აიღო.
ფურცლავდა...მაგრამ კი სულ სხვა რამეზე ფიქრობდა...მორიგი გადაფურცვლისას კი რაღაც უცნაური შეამჩნია
სტატია*ლონდონის ცენტრში ერთ-ერთი ცნობილი ლორდის ეზო აბსოლიტურად განადგურდა გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად*
სწორედ ამდროს კაკუნი გაისმა კარებზე.
ოფიცერი ლესტრეიდი შემოვიდა
-შერლოკ ცუდი ამბავია
-ამასთანაა დაკავშირებული?-და გაზეთზე მიუთითა
ამდროს ჯონი გამოვიდა.
-ოფიცერო?-იკითხა ჯონმა
-ნატალი-დაიწყო ოფიცერმა
-რა ნატალი?-თქვა გაბრაზებით შერლოკმა
-შერლოკ...გუშინ ის ხანძარში მოყვა
-მძიმედ დაშავდა?-იკითხა შერლოკმა და გაზეთი აიღო ისევ
-არა შერლოკ...
-მით უკეთესი
-არა შერლოკ არ დაშავებულა... ის მოკვდა-ამოღერღა ოფიცერმა
შერლოკს გაზეთი ხელიდან გაუვარდა და საოცარი თვალებით მიაშტერდა ოფიცერს
-ოფიცერო რაღაც შეცდომაა-დაიწყო ჯონმა-ის ვერ მო-მოკვდებოდა-აუკანკალდა ხმა
-სწორედ ამ საათებში თვალმა დააფიქსირა როგორ მიდიოდა ეს გოგო დანებით იმ ტყეში რამოდენიმე წუთში კი იქ ხანძარი გაჩნდა.გვამი საშინლად დამწვარია
შერლოკი უცებ ადგა წინ წავიდა,კარები გაიბრახუნა და ლონდონის ქუჩებში გაიჭრა.
შერლოკს ამხელა მწუხარება თითქოსდა არასდროს განეცადა.ვეღარ მოითმინა და თვალებზე ცრემლი მოადგა და მუშტი დაუშინა მის წინ მყოფ კედელს.
-შერლოოკ?-დაუძახა ჯონმა-ლესტრეიდს იქმივყვებით ლორდ ნორტონთან წამოხვალ
-არა
-შერლოკ საჭირო ხარ
-არათქო
-ხელს რაგიშლის
-ხელს რამიშლის?-დაიძახა გაბრაზებულმა შერლოკმა-იქნებ ნატალის დამწვარი ფერფლისთვისაც შემეხედა?-წამოცდა შერლოკ
ამდროს ჯონიც და ოფიცერიც ჩამოვიდნენ
-იძულებული ხარ წამოვიდე-უთხრა ოფიცერმა-შენს გარეშე ხომ იცი ვერაფერს ვახერხებთ
და ძალით წაიყვანეთ შერლოკი
ლორდ ნორტონთან მალევე მივიდნენ.სახლში მხოლოდ ლორდი ნორტონი იყო
-გამარჯობა სერ-უთხრა ოფიცერმა-ვიზიარებ თქვენს მწუხარებას
-მადლობთ ,სამწუხაროა დედამისისნაირად რომ მოკვდა
-შეიძლება წავიდე?-იკითხა შერლოკმა
-ჯერ გვამი უნდა ვნახოთ
-არაა არვნახავ!
-შერლოოკ-დაუწყო ჯონმა-რახდება მორიგი საქმეა შენთვის
შერლოკს ხმა არგაუცია ამისთვის.
გვამის სანახავად წავიდნენ.ოფიცერი და ჯონი დამწუხრებით უყურებდა გვამს,შერლოკი ახლოსაც არ მისულა
-შერლოოკ-უთხრა ოფიცერმა-ეს ერთი რაღაც და გახვალ
შერლოკი გვამთან მივიდა.დამწვრობა ისეთი საშინელი ყოფილიყო რომ სახე აბსოლიტურად არ ჩანდა.მაგრამ დარჩენილიყო რაღაც ნაწილები რომელიც არ დამწვარიყო
-უნდა წავიდე-თქვა შერლოკმა
-უკან არ არის ძან დამწვარი არა ჯონ?-კითხა ოფიცერმა
-ხო არ არის
-უკაან?-შერლოკი უცებ მობრუნდა-მანახეთ უკან-და შეასრულეს მისი პირობა,როგორც კი ეს გააკეთეს შერლოკმა სიცილი დაიწყო-ასეც ვიცოდიი
-შერლოკ რახდება-კითხა ჯონმა
-ეს ნატალი არ არის-უთხრა მოცინარმა შერლოკმა
-როგორ თუ არ არის?
-მას ზურგზე უკან ნაიარევი აქვს,ეს ნაწილი დამწვარი არ არის მაგრამ არის სადმე ნაიარევი?! არ არის,გვამი შეცვალეს
-ანუ ნატალი არ მომკვდარა?
-რათქმაუნდა არა ჯონ,მაგრამ უფრო ცუდი ის არის რომ არვიცით სად არის ახლა ნატალი...
-დაიცა შენ რაიცი უკან როგორია?-კითხა ოფიცერმა ალმაცერად
-უბრალოდ მორიგი შემთხვევა
სწორედ ამდროს შერლოკს შეტყობინება მოუვიდა ტელეფონზე
*საყვარელო შერლოკ,როგორც ვხედავ ისევ ისე ჩინებულად ხსნი რაღაცეებს,მაგრამ ეს იცოდე ნატალის შენ ვეღარასდროს იხილავ! და თუ იხილავ მხოლოდ მკვდარს,ნატალი ახლა ჩემთან არის და სამუდამოდ ასე იქნება!ცოტახანში შენთვისაც მოვიცლი მხოლოდ იმის შემდეგ რათქმაუნდა რაც ნატალის ჩემს საკუთრებად გავხდი მერე კი შენს საწინააღმდეგოდაც გამოვიყენებ...ან იქნებ ახლავე დავიწყო ასე?
მორიარტი*
ამ შეტყობინებას თან მოყვა ფოტო. ნატალისი.
-არა არაა!-დაიყვირა შერლოკმა-მორიარტი ნატალის აწამებს რომ ჩემს საწინააღმდეგოდ გამოიყენებს
-რას ამბობ შერლოკ?
-მორიარტის ყავს ნატალი.სწორედ მან გააკეთა ეს ყველაფერი.გვამი შეცვალა ნატალი კი თავისთან წაიყვანა.-ეს შეტყობინება ანახა მათ და ნატალის ფოტოც უჩვენა რომელიც ქვემოთ იყო...ნატალი დასისხლიანებული იჯდა სკამზე მის გვერძე კი მორიარტი იყო რომელიც დანით ზიანს აყენებდა მას.
-მთავარია სწრაფად მოვძებნოთ-თქვა ჯონმა
-და სწრაფად გავცე ნატალის პასუხი!-თქვა შერლოკმა
-პასუხი?
-კი მისი ერთი კითხვა უპასუხოდ დავტოვე...



№1  offline წევრი სალომე09

ძალიან მაგარი ხარ.როგორც ყოველთვის. ნატალი მეცოდება მაგრამ აი შერლოკი უფრო მეცოდება. მან ხო უნდა დაინახოს ნატალი სისხლიანი. ხოდა გადაჭარბებული ინტრიგაც მომეწონა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent