შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

back to black (1)


13-12-2015, 11:09
ავტორი liziglonti
ნანახია 1 758

-ჩვეულებრივ, ისე! არეფერი არ ხდება და ყველაფერს თავის მიზეზი აქვს ეს რით ვერ გაიგე?
-ყოველთვის ცდილობ ჩემი აზრების საწინააღმდეგოდ იფიქრო და საქმეც ამაშია...
-ეეეე.. შენთან არაფერი არ გამოვა. დაუჯერე სხვებს და ნახავ რა შარშიც გაეხვევი ! შენი გადასწყვეტია ამ სამყაროს როგორი თვალებით შეხედავ.
-წადი ლიზა აქედან! ვერ ხედავ შენი დანახვა არავის არ სიამოვნებს! -ოთახში მაღალი ტანის ბიჭი შემოვიდა და არსებული სიტუაციით ისარგებლა და საწოლზე მწოლარეს ჩაეხუტა , თითქოს თანაუგრძნობდა ..
- თვალთმაქცი ხარ! შენ კი ელენე ყველაზე დებილი გოგონა ვინც მე მინახავს! ჩემ გარდა ყველას უჯერე...
-წადიო გითხრეს! ვაფშე გინდა აქედან ძალით გაგათრიო და ძირს გადაგაგდო. მიდი! ჩაიცვი და შენი ფეხი აღარ ვნახო ამ სახლში. გაქრი აქედან! დროზე! ბიჭმა ისევ დაუყვირა და თვალები დაუბრიალა.
ლიზამ ქურთუკი შემოიცვა , თან ოთახის თითოულ კუთხეს თვალი კიდევ ერთხელ შემოავლო, თითქოს რაღაცას ეძებდა.. თმები ხელებით შეისწორა და თავის დას გაუღიმა -იცი? ელე მე მაინც ძალიან მიყვარხარ , ეს სახლიც მიყვარს, იმიტომ რომ ჩევნი მშობლებისაა ხოდა აქედან ვერცერთი სულიერი ვერ გამაგდებს. მითუმეტეს მაწანწალა და ნაძირალა გიორგი ვიბლიანი! კარები გააღო და გარეთ გავიდა.
ბიჭი ფეხზე წამოდგა ჯერ დააპირა უკან გაჰყოლოდა, მაგრამ შემდეგრაღაც მიზეზების გამო თავი შეიკავა და ისევ ელენეს მიუბრუნდა: - როდის მოვიდა აქ? გუშინაც აქ იყო?
-არა. ანდრეამ მოიყვანა და ალბათ ისევ ის წაიყვანს. ამ სიტყვების გაგონებაზე გიორგი ფანჯარას ეცა და ძირს გადაიხედა.
-ნაბ-- ვარი გოგო! არ შევარჩენ, ხედავ როგორი და გყავს ერთი ოთახიც არ ემატება შენთვის შენ კი უფლებას აძლევ თავუსუფლად მოვიდეს და ჭკვაზე დაგარიგოს.. სულელი ხარ ! რამდენჯერ გაგაფრთხილე შენ კი ისევ შენსას აგრძელებ..რა მოგწონს მაგის?ვხვდები რაც ? კარადა გამოაღო და ელენეს ტანსაცმელი აქეთ-იქით აფრიალა..
-გიორგი რას აკეთებ ? საწოლიდან ძლივს ადგა , მაგრამ ახლოს მიკარებას ვერ ბედავდა..
-ეს მისი მოტანილია.. ხოდა წაიღოს ესენიც და ყველაფერი. შენ კი აღარ დაგინახო ხმა გასცე თორემ არ გაცოცხლებ..
-მაშ რა ვქნა? ხმამაღლა დაიყვირა და თვალებში მიაშტერდა. შემდეგ მიხვდა , რომ ზედმეტი მოუვიდა და თავი დახარა - შენ სამსახურიც კი არ გაქვს!
-შეიძლება არ მქონდეს სამსახური, მაგრამ ვიღაცის დაყვედრებული ამ მჭირდება. და ყელში, რომ ამოგადენს ის კიდევ.. არც ბიძაშენის და არც მაგის.. ეს სახლი კიდევ ჩემია და ვერავინ ვერ წამართმევს.. ეს ტანსაცმელი აკრიფე და გადაყარე ან რამე უქენი.. იცოდე ელე საღამოზე რომ მოვალ და კიდევ აქ დამხვდეს, მაგრად გავჭედავ! სახლიდან გავარდა და კარები მაგრად მოაჯახუნა .. ელენე ძირს დაეცა და ტირილი დაიწყო.



№1 სტუმარი მარეე:)

რა არის ეს?;დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent