"პროვინციელო, შენ მე მეკუთვნი!" (ნაწ. II, თავი 4)
არეული შევიდა გოგონას პალატაში ირემაშვილი. თავი მარცხნივ, ფანჯრისკენ გადაეწია და უემოციოდ მისჩერებოდა აყვავილებულ ხეებს. როგორ უნდოდა გაზაფხულის სურნელით გაეჟღინთა ფილტვები და ლამაზი კვირტებისთვის ჩუმად გაენდო საიდუმლო - რომ გიჟდებოდა მათზე. - საღამო მშვიდობისა, ანგელოზო, - ღიმილით მიუახლოვდა საწოლს ლუკა და მისკენ შემობრუნებულ გოგონას კოცნის ცხელი კვალი დაუტოვა შუბლზე. - როგორ ხარ? - არამიშავს. ლუ, როდის მივდივართ? - ამოიკვნესა ძლივს. - სამი დღეც აიტანე ეს საშინელი გარემო და წავალთ გერმანიისკენ, - ბალიში შეუსწორა, როცა მიხვდა, არც ისე კომფორტულად იდო. - ესეიგი, სამ დღეში მივდივართ? - გაიღიმა გოგონამ. - ჰო, ნინ. - და თანხები? - ისევ სევდა გადაეკრო სახეზე. - სახლს ვყიდი, ნინ, - თავი გაიქნია და თითებზე მოეფერა. - სახლს? - გაკვირვებულმა სპონტანურად წამოწია თავი და მიუჩვეველზე კისრის დაძაბულობამ უმალ დააბრუნა. - ჰო... - ლუკა, სახლი არ გაყიდო! - მომთხოვნი გაუხდა ტონი. - სხვა რა გზა გვაქვს, ნინა? - არ ვიცი... - ამოიჩურჩულა დაბნეულმა. - მაგრამ სახლი არ გაყიდო! - დაამატა მტკიცედ. - სესხი გამოვიტანოთ და ნელ-ნელა დავფარავთ, ვიმუშავებთ, ჩემებიც მოგვეშველებიან... - ნინა, არა. არ გამოვა, - ღიმილით გაიქნია თავი და ცხელი ტუჩები გოგონას თითებს შეახო. - გთხოვ, მე არ მწყდება გული სახლზე მაშინ, როცა ვიცი, რომ ამით შენს სიცოცხლეს ვიხსნი ბოროტების მარწუხებისგან.. გთხოვ, ნუ ინერვიულებ ამაზე! ვიცი რასაც ვაკეთებ. - ლულუ ვისთან იქნება? - შეცვალა თემა, როცა მიხვდა, აზრი არ ჰქონდა. - ანკასთან არის და ანკასთანვე დარჩება, ხომ არაა პრობლემა? - არა, პირიქით. კიდევ ცოტა ხანს ისაუბრეს, მოეალერსნენ ერთმანეთს. ორივე გრძნობდა ძალიან დიდ დაძაბულობას, ასევე უდიდეს სევდას. იმდენად საერთო იყო ეს მათი ტკივილი, როცა ოდნავ დაიძაბებოდა ნინა, მაშინვე გრძნობდა ირემაშვილი, თუნდაც ძალიან შორ მანძილზე. ერთმანეთს ეკუთვნოდნენ, ერთმანეთს გრძნობდნენ და ნუთუ გააჩნდათ ამაზე წმინდა?! ჰოლში ხმაური გაისმა. წყნარი ხმაური. გარეთ უკვე ბინდი ეპარებოდა დღის სინათლეს და შეჭმას უპირებდა. პალატაში ოდნავ ბჟუტავდა სინათლე და სითბოსთან ერთად უდიდესი სიყვარული იღვრებოდა. გაღებულ კარში ნაცნობი სხეულები შემოვიდნენ. ნაცნობები ლუკასთვის და არც თუ ნაცნობები ნინასთვის. ეს გოგო-ბიჭები ნატროშვილის პირველი თბილისის დღეობის ‘ჩამშხამებლები’ იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღის ზეიმი, ანდა საახალწლო კარნავალი არ იყო, მაინც მხიარულებით შემოვიდნენ, ნაირფერ სამოსსა და ბუშტებში. სხვა შემთხვევაში გაუკვირდებოდა ეს მოკაზმულობა ირემაშვილს, მაგრამ ახლა ძალიან გაუხარდა, რადგან ესენი მისი მეგობრები იყვნენ, მუდამ უცვლელი უწესოები და ბევრი გრძნობების მატარებელნი. შეიძლება ითქვას - ამ უაზრო ქცევაშიც რომ დიდი აზრი იდო! - საღამო მშვიდობისა, თბილებო და ტკბილებო! - გამოვიდა სიტყვით თემო, მხიარული განწყობის თანხლებით, რა თქმა უნდა. - მოგესალმებათ ბატონი ირემაშვილის პირადი ცირკი... - რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა წინ ელისომ. - ჩვენი საცირკო ნომრების სიაა: მაგდა ლიკუნას თავზე, მისი თმებით ხელში; ლიზი ცალთვალა ველოსიპედზე, ცალ ხელში ნაყინით; თეკლა გიუნას მოტანილი ალუბლებით მკერდდამშვენებული; ელისო ბუშტების ბერვით გაწითლებული ირბენს ცეცხლის გარშემო; ნიკა ცეცხლს გამოუშვებს მწარე პირიდან და მე - ვიმღერებ სპილოს ხმით! - დაასრულა. ბიჭის თითოეულ სიტყვაზე სიწითლე ეპარებოდა ნატროშვილს და სიცილისგან მუცელი სტკიოდა. ვისღა ახსოვდა ცუდად ყოფნა და ლოკაცია, ისე ახორხოცდნენ, ვითომც მართლა ცირკში ყოფილიყვნენ. ბოლოს მოხუცმა შემოაღო კარი: - ჩემი გამჭირვებია, ტელევიზორის პულტი ვერ მიპოვნია და თუ ვერც ტელევიზორს ვუყურებ და ვერც თქვენი ხმაურისგან ვერ ვისვენებ, დავჯდები და მეც გიყურებთ! - წყრომით წარმოდთქვა და ჩანჩალით წაიწია თავისუფალი სკამისკენ. - ქალბატონო ნორა... ქალბატონო ნორა! - კივილით შემოიჭრა ექთანი და მოხუცს სწრაფად შემოხვია ხელები. - პალატაში უნდა დავბრუნდეთ! - არ მინდა პალატაში, ამათი ყურება მინდა! - გაჯიუტდა ქალი. - რას ჰქვია ამათი ყურება? წამობრძანდით და მათ მთავარი ექიმი მიხედავს! - მუქარით ასწია თითი და ქალი ძლივს გაიყვანა პალატიდან. მალე ჩაიშალა მხიარულება. ბავშვები დაიშალნენ. დღეისთვის იკმარეთო - სიცილით გააფრთხილა პუტკუნა, საყვარელმა მთავარმა ექიმმა. მხოლოდ თემო დარჩა მეგობრებთან. - ლუკა, შემპირდი, რომ სახლში წახვალ და გამოიძინებ! - გადმოხედა ნინამ მაშინღა, როცა სიწყნარე დაიგულა. - ნი, ვერ ვისვენებ ხომ იცი უშენობისგან გაყინულ საწოლში! მეც ვიყინები, მთელი არსება მეყინება... - წარმოიდგინე, რომ მე შენს გვერდით ვარ... შენ ხომ იცი, რომ ჩემი სული ყოველთვის არის და იქნება შენი მეგზური? ჰოდა, წადი და დილით იოგურტებით ხელდამშვენებულს გელოდები, - სიცილით დააბოლოვა და ტუჩები წინ წამოწია - მაკოცეო. ღიმილით დაიხარა ბიჭი საყვარელი სხეულისკენ და მონატრებულ ტუჩებს ნაზად აკოცა, თითქოს პირველი ყოფილიყოსო. - ახლა წადით! მეძინება! - სიცილით აიქნია ხელი და გვერდი იცვალა. - ტკბილ ძილს გისურვებ, ანგელოზო... - ჩაილაპარაკა დაბალი ხმით, პალატიდან გასვლამდე ირემაშვილმა. ნატროშვილს ჩაეღიმა და სიამოვნებისგან გადაღლილს მალევე ჩაეძინა. *** - ბიჭო, როგორ მოხდა? - ჰკითხა მათემ და ღვედი მოირგო. - სამზარეულოში წაუვიდა გული... კიდევ კარგი ანკა იყო მასთან და მარტო არ იყო, - ამოიხვნეშა და ძრავა ჩართო. ინციდენტის გახსენებაზე ისევ ნერვიულობა შეეპარა და საჭეს ძლიერად მოუჭირა თითები. - ეს დაავადება მემკვიდრეობითია ძირითადად, ვინმეს აქვს ნინას სანათესაოში? - არა, ... გაუჩნდა, არაა მემკვიდრეობითი, - სიგარეტს მოუკიდა. - გაჩენილი უარესიაო - ამბობენ, - მხრები აიჩეჩა და მიბაძა. - არ ვიცი რა გავაკეთო, მათე... გული მიკვდება ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავ. მგონია ჩემი ბრალია... მე ვანერვიულე ამდენი, ნერვიულობის საფუძველზე კი ხედავ რაც წარმოიშვა, - ამოიხვნეშა. - კაი ტო... თავს ნუ იდანაშაულებ! - ბრაზით გაჰკრა მხარზე ხელი. - დედამისიც მე მადანაშაულებს და მძაფრავს. აღარ შემძლია, მათე, აღარ... ამდენი პრობლემა ჩემს ცხოვრებაში, სულ ოცდაორი წლის ვარ, მხოლოდ ოცდაორის... - ყველაფერი კარგად იქნება, ხომ იცი, არა? შენ ყველაზე ბედნიერი ადამიანი უნდა იყო, ყველა კი ვერ პოულობს ნამდვილ სიყვარულს! - რამე რომ მოუვიდეს.... რამე რომ მოუვიდეს, თავს არ ვიცოცხლებ! - ცალი ხელი სახეზე გადაიტარა და შუბლთან შეაჩერა. - ნუ მკითხაობ რა... თუ კი არა, ყველაფერი ჯიგრულად იქნება! უფალი არ მიგატოვებთ! - დავლიოთ რა. - ლუკა, რა გთხოვა ნინამ, დაგავიწყდა? - მტკივა, მათე, მტკივა! ძილი გამიქრობს ტკივილს? - ხმას აუწია და ბართან დაამუხრუჭა. *** ძალიან ბევრი დალია, გონის დაკარგვამდე. გაბრუვდა და ეს უკანასკნელი ეჩვენებოდა ხსნად. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ყველაფერი ორმაგი იყო... ყველაფერი გარდა ტკივილისა! ტკივილი სადღაც შორს მოესროლა თითქოს ქვეცნობიერს. უყურებდა გოგონებს, გამომწვევად მოცეკვავეებს და მამაკაცებს, მათზე დორბლებ ჩამოდენილებს. უყურებდა და ეცინებოდა. სხვა ცხოვრებაში იყო თითქოს. თითქოს არც არაფერი მომხდარიყო! ყველაფერი ჩვეულ, უბრალო რიტმს მიჰყოლოდა. - ყველა ლამაზ ქალს გაუმარჯოს ამ ჭიქით! - ენა ძლივს გადმოატრიალა და მათეს უმოქმედო თითებში მოქცეულ ჭიქას ოდნავ გაჰკრა თავისი. - აღარ გინდა, ლუკა.. წავიდეთ, - შექანდა ბიჭი. - ბოლოც და წავიდეთ. იმ ჭიქის შემდეგ კიდევ დალიეს და დაიძრნენ. ბევრი იუარა მათემ, ასეთ მთვრალს მე შენ არ დაგიჯდები მანქანაში, მე დამსვიო. - , ჯერ არასდროს ვმჯდარვარ მთვრალი? - შექანდა და კარი გამოაღო. - ასეთი მთვრალი - არასდროს! დამსვი! - ჩემს მანქანაზე მე უნდა ვიჯდე... - განაგრძობდა სიჯიუტეს. - დამსვი-მეთქი, ლუკა! - შეუღრინა კიდევ ერთხელ. - შენ რა, მთვრალი არ ხარ? - წარბები ზემოთ აზიდა, გაკვირვების ნიშნად. - შენნაირი მთვრალი არა! - თვალები დაუბრიალა. - კარგი, დაჯექი. *** დილით საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა. დილა კი არა, შუა დღე იყო. გაზაფხულის ჩვეული ქარი ტრიალებდა და გახსნილ ფანჯარაში უსირცხვილოდ იჭრებოდა. თავის ჭკუაზე ატრიალებდა ზამთრის სიცივისგან გამოქცეულ, ცოტა მოღონიერებულ ხეებსაც, რომლებსაც შვილები ჯერ მხოლოდ ახლა ეშობათ. კვირტები სწრაფად წყდებოდნენ ტოტებს და იშლებოდნენ ნაზი სურნელით ოთახში, რომელსაც ალკოჰოლის სურნელი შეპარვოდა და მთლიანად მოსდებოდა. ამოიზმუვლა და გვერდი იცვალა. გრადუსი ჯერაც გააჩნდა, ამიტომ არ უკანკალებდა ძვლებს შემოჭრილი სიცივე. თუმც, როგორც ცარიელი საწოლის მხარე დალანდა, მაშინვე დენდარტყმულივით წამოიჭრა და შუბლის ორივე მხარეს ორივე ხელისგული მიიჭირა. - ღმერთო! ამიტომ მსჯი?! - იკითხა სასხვათაშორისოდ და ფეხზე წამოფრინდა. როგორ დაავიწყდა ცოლი, ასე როგორ შეტოპა... ტკივილის გასაბრუებლად სასმელს მიეტანა და ტკივილთან ერთად ყველა ძვირფასი დაივიწყა. - ასე როგორ დაეცი! - უბრაზდებოდა საკუთარ თავს. საავადმყოფოში ასვლამდე ყვავილების მაღაზიაში შეიარა და ყველაზე დიდი თაიგული შეარჩია. ნაირფერი ტიტები სასიამოვნო სურნელს ტოვებდნენ. ზუსტად იცოდა - ახლა ყველაზე მეტად გაახარებდა გოგონას ეს ‘საჩუქარი’. *** იმედია მოგეწონათ... დიდი მადლობა უთბესი სიტყვებისთვის! მიყვარხართ მე თქვენ, საოცრად!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.