ყველაფერი ჩხუბით დაიწყო♡ 6
მთელი ღამე კოშმარები არ ასვენებდა ნიას.საწოლში წრიალებდა და წუხდა.ესიზმრებოდა თითქოს უამრავი ადამიანი შემოჰხვეოდა გარს და ათას საზიზღრობას ეძახდნენ. -მკვლელო_ისმოდა ერთი მხრიდან -ბოროტმოქმედო _თითქოს და საპასუხოდ ბანს აძლევდა მეორე მხარე -მკვლელი არ ვარ_თავჩახრილი იდგა ნია და თავის გამართლებას ცდილობდა_მკვლელი არ ვარ არააა_წამოიყვირა და საწოლში წამოჯდა.სულ მთლად ოფლში ცურავდა სხეული მოდუნებოდა და ვერაფერს გრძნობდა.მერე დასამშვიდებლად ღრმად დაიწყო სუნთქვა და სხეულიც ნელნელა დაიმორჩილა.მერე ოთახს მოავლო თვალი.თაფლის ფრად შეღებილი კედლები სასიამოვნო გარემოს ქმნიდნენ.ჭერიდან დაშვებული ამავე ფერის ფარდები დღის სინათლეს საშუალებას არ აძლევდა ოთახში შემოჭრილიყო.მერე კედელში ჩაშენებული თაროებისკენ გაექცა თვალი რომელზეც უამრავი წიგნი ელაგა.საწერი მაგიდაც აქვე იყო მდივანიც თავისი პატარა სავქრძლით.ბოლოს თავის უზარმაზარ საწოლზე გადაიტანა ყურადღება.ყველაფერი გემოვნებით იყო შერჩეული -ვაღიარებ გემოვნება ნამდვილად აქვს_ჩაიცინა თავისთვის_მაგრამ არააა,ეს ჭაღი ამ ოთახს არ უხდება_მაინც მოიძებნა წუნი.თავის ფიქრებზე აღიმებოდა კარებზე რომ დააკაკუნეს. -მობრძანდით_დაუძახა ნიამ.ოთახში თავი სასიამოვნო გარეგნობის ქალმა შემოყო. -უკვე გაიღვიძე ჩემო გოგო_თბილად გაუღიმა ქალმა -დიახ_ასეთი უშუალობა გაუკვირდა ნიას მაგრამ ძალიან ესიამოვნა -ძალიან კარგი,თუ ასეა ახლა ვისაუზმოთ კარგი?? -დიდი მადლობა მაგრამ არქფერი მინდა. -აბა ასე როგორ შეიძლება_მოჩვენებითად გაუწყრა ქალი_ალბათ არ იცი თამრიკო ცინცაძე რა ბლინებს აცხობს და რა ჩაის აყენებს თორემ უარს არ იტყოდი -მადლობა მაგრამ მართლა არაფერი მინდა -შენ რა ჯიუტი ყოფილხარ შვილო.ჭამე თორემ ბერდიამ დამიბარა თუ უარს იტყვის უთხარი რომ დავბრუნდები ორმაგის ჭამა მოუწევსო. -მისი არ მეშინია_ბრაზიანად გაიბღინძა ნია -ეჰ შენ არ იცი ჩემი ბიჭი ფიცხია.ჭამე თორემ მერე თუ გაბრაზდა ვერც მე გადავრჩები და ვერც შენ.ჩემი ხათრით მაინც ჭამე.ცოტა მაინც.თორემ ტირანი რომ დაბრუნდება მე დამაბრალებს ყველაფერს. -კარგით ცოტას შევჭამ.ოღონდ მხოლოდ თქვენი ხათრით. -შემოგევლოს თამრო შენ.წავალ ოთახში მოგოტან ყველაფერს. მალე თამრო ოთახში დატვირთული დაბრუნდაა ნიას წინ ლანგარი დაუდო და ანიშნა ჭამეო. -თქვენ მიბრძანდით თუ გინდათ.ლანგარს თავად ჩამოვიტან რომ მოვრჩები. -დავრჩები.ბერდიამ დამიბარა სანამსახლში არ ვიქნები ჩემი თვალები და ყურები შენ უნდა იყოო. -დესპოტი_ჩაიბურტყუნა ნიამ. -ჩემი ბიჭი მკაცრი ჩანს მაგრამ ძალიან თბილია დამიჯერე. ახლა ჭამე ნუ ცდები გაცივდება ბლინები ნიამ დიდი ხვეწნა მუდარით შეჭამა ნახევარი ბლინი და სულ რაღაც ორი ყლუპი ჩაი მოსვა.მეტი აღარ შემიძლიაო და დანარჩენი თამროს გაატანა. შუადღე იყო თამრო და ნია მისაღებში ისხდნენ.ქალი ნიას ბერდიას პატარაობაზე უყვებოდა.ნიაც გაფაციცებით უსმენდა და ყურებს არ უჯერებდა მონაყოლს.ლაპარაკით რომ გული იჯერეს თამრომ ტელევიზორი ჩართო და ნიაც გვერდით მოისვა -ცოტახანი კურიერს ვიყუროთ_გაუცინა ქალმა გოგონას -კარგით.მამასაც უყვარდა საიმფორმაციოების ყურება_ცრემლი მოადგა ნიას თვალებზე -მოგიკვდეს შენ შენი თამრო_ხელი მოხვია და გულზე მიიკრა. -მკვლელობა თუ თვითმკვლელობა_იტყობინებოდა საინფორმაციოს ჟურნალისტი_რა გახდა 45 წლის ქალის თვითმკვლელობის მიზეზი და რატომ ადანაშაულებს გარდაცვლილის მეუღლე თავის გერს დედამისის სიკვდილში.მიმდინარეობს გამოძიება.საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული. ეს სიტყვები ექოსავით მოედო ოთახს და ნიამდე რომ მიაღწია იგრძნო გოგონამ როგორ გამოტოვა გულმა რამდენიმე დარტყმა.ცრემლები უკითხავად მოსდიოდნენ.ეგონა სხეულიდან გულს აგლეჯდნენ.ეგონა ნაწილებად იშლებოდა ქალის კითხვებს აიგნორებდა. -ნია შვილო კარგად ხარ?რამოხდა რატომ გაფითრდი?რამოხდა? ნუას კი მხოლოდ ერთი ფრაზა უტრიალებდა თავში "მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?".თამროს მკლავებოდან დაუძვრა და ატირებული მეორე სართულისკენ გავარდა.პირდაპირ სააბაზანოში შევარდ ცივი წყალი მოუშვა და სახეზე შეისხა.მაგრამ გულში გაჩაღებული ცეცხლისთვის რა მოეხერხებინა. -ნია შვილო გამიღე კარი_თამროს ძახილი მოესმა კარს იქით_ის მაინც მითხარი რომ კარგად ხარ.დედი სისულელე არ გააკეთო იცოდე.პასუხი გამეცი გთხოვ. ნიას უკვე აღარაფერი ესმოდა იქვე დუში მოუშვა კაფელზე დაჯდა და სხეული მთლიანად ცივ წყალს მიუშვირა.მოიკუნტა მუხლებზე ხელები შემოიწყო.თავი მუხლისთავებზე დადო და უბრალოდ გაჩუმდა.კარს უკნიდან კვლავ თამროს შეშინებული ხმა ისმოდა. -ნია გააღე გთხოვ. არა რა ვქნა ახლა მე. ბერდიას უნდა დავურეკო სასწრაფოდ_თქვა და ტელეფონი მოიმარჯვა.დიდხანს არ უცდია.ბერდიამ მალევე უპასუხა. -ბერდია დედა სასწრაფოდ სახლში მოდი -....... -ახლა ვერაფერს აგიხსნი რაც შეიძლება მალე მოდი სახლში.გელოდები უკვე ოცი წუთი იყო გასული რაც თამრომ ბერდიას დაურეკა და რაც ნია ცივი წყლის ქვეშ იჯდა.გონება გათიშული ჰქონდა მხოლოდ ერთ ფრაზას ატრიალებდა გამუდმებით"მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?" -რახდება?_დერეფანში ხვიბლიანის ხმა გაისმა -დედა ნიაა შიგნით.ოცი წუთია ვეძახი და პასუხს არ მცემს. -რაა?_შიში შეეპარა ბერდიას ხმაში_იქ რატომაა?რამოხდა? -რა და დედა რეპორტაჟი იყო ტელევიზორში ნიას მამინაცვალი გოგოს უჩივის დედა მოკალიო.ეს რო გაიგო დედა გადაირია სააბაზანოში შევარდა და ღმერთმა იცის ახლა როგორაა -დედა შევ*ცი_გაცოფდა ხვიბლიანი_ნია კარი გააღე.იცოდე სისულელეების გარეშე.ჟურალისტებს რას უსმენ აა? ეგენი მაგ სი*ობის ლაპარაკში ღებულობენ ფულს. -დედი არ აღებს ხო ხედავ შევამტვრიოთ -გაიწიე ხვიბლიანს არც კი გაჭირებია კარის გაღება ერთი ძლიერი მიწოლით საკეტი გატეხა და შიგნით შევიდა.ელდა ეცა როდესაც ცივი წყლის ქვეშ მჯდომი გოგონა დაინახა რომელიც სიცივისგან სულ მთლად გაყინულიყო და ერთიანად ცახცახებდა. -ნია_დაიყვირა ხვიბლიანმა გოგონას ცალი ხელი წელში შეუცურა ცალი მუხლებში ამოსდო და ნაჭრის თოჯინასავით აიტაცა -დედა შე*ცი ვაბშე გაყინულია -მოგიკვდეს თამრო შენ_იქიდან ქალმაც შემოტირა -ნია ხმა გამეცი ახლავე_უბრძანა ხვიბლიანმა -წავალ დედა პლედებს და ცხელ ჩაის მოვიტან -პლედი და ჩაი უშველის?_დაიყვირა ბერდიამ _ხო ხედავ არაფერზე რეაგირებს.ნია?ფუ ამის თამრო ქვევით ჩადი ექიმს დაურეკე მე ნიას მივხედავ -ახლავე დედა_უთხრა ქალმა და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა -შენ მე გადამრევ და ჭკუიდან გადამიყვან_უთხრა ნიას და კარებზე მიაყუდა_რაზე ფიქრობდი ნეტა შუა დეკემბერში ცივ შხაპს რომ იღებდი_უწყრებოდა ნიას და მისი პერანგის ღილებს ხსნიდა -რას... რასაკეთებ?_ძლივს ამოიკანკალა ნიამ -ცუდს არაფერს და შენი ხმა არ გავიგო_თვალები დაუბრიალა მამაკაცმა_გსჯი იმისთვის რომ ამ ორ დღეში ჩემი ნერვული სისტემა მოშალე. -არგინდა_გაყინული თითები წაატანა ნიამ მამაკაცის ხელს როდესაც იგრძნო როგორ შეუხსნა ბერდიამ შარვლის ღილი -დამშვიდდი არაფერს დაგიშავებ. მამაკაცმა ნია მხოლოდ საცვლების ამარა დატოვა საშხაპე კაბინაში შეაგდო და წყლის ტემპერატურა მაქსიმუმამდე აიყვანა.ნიას საშინლად ესიამოვნა თბილი წყალი მაგრამ წყალზე მეტად ის ესიამოვნა მამაკაცმაც რომ გადაიძრო პერანგი და საშხაპეაში მასთან ერთად აღმოჩდა.გოგონა გაღტაცებული აკვირდებოდა მამაკაცის უზადო სხეულს განიერ და ძლიერ მხრებს ნავარჯიშებ პრესს. ბოლის თავი ვერ შეიკავა და სისულელე წამოროშა. -წარმომიდგენია რამდენი ქალი გახვევია თავს. -რაა?_თვალები გაუფართოვდა ბერდიახ და მერე სახეზე საყვარელი ღიმილი გამოესახა_ეტყობა წყალმა მარტო სხეული კი არა ტვინიც გაგიყინა. -მე ის მაინც გამიყინა რაც მაქ შენგან განსხვავებით_მაინც წაკბინა მამაკაცს.რეაქციამაც არ დააყოვნა.მამაკაცმა ძლიერად დაქაჩა და ნახევრად შიშველი ქალი თავის გულმკერდზე აიკრა -ოხ როგორ ცდილობ მოთმინება დამაკარგვინო.ნუ იკბინები პატარა ქალბატონო თორემ გაფრთხოლებ ცუდად დამთავრდება.ეს შენთვის თორემ ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იქნება -ხეპრე ხარ -ხოო? მაშინ რატომ ცახცახებ როცა გეხები,_უთხრა და ქალის სველ კისერზე თითები აასიალა.რეაქციამაც არ დააყოვნა.ნას ჟრამტელმა დაუარა და გასცახცახა. -აი ხედავ?_ცინიკურად ჩაიცინა ბერდიამ _სხეული სულ სხვა რამეს ამბობს. -შენნ.... -ჩშშ აღარაფერი თქვა_უფრო ძლიერად აიკრა მამაკაცმა გოგონა სხეულზე_ისედაც ძვირად მიჯდება თავის შეკავება მითუმეტეს როცა ასეთ ფორმაში გხედავ.ასე რომ პატივი დამდე და ისევ შენივე კეთილდღეობისთვის გაჩუმდი. ნია ყურებს არ უჯერებდა მოსმენილს და გულის ცემას ვერ იმორჩილებდა.ვერც კი გაიაზრა როგორ გამოიყვანა ხვობლიანმა საშხაპედან როგორ გაახვია პირსახოცში და ასე ხელში აყვანილი როგორ მიიყვანა ოთახამდე.მაშინ გაიაზრა ყველაფერი როცა ფეხები ცივ იატაკზე დადგა. -ახლა მე ქვევით ჩავალ შენ კი გამოიცვლი თმას გაიშრობ და ეგრევე დაწვები.არც კი გაბედო შეკამათება. -კიმაგრამ... -არანაირი მაგრამ გააკეთე რაც გითხარი_გამაფრთხილებლად დაუქნია ხვიბლიანმა თითი და ოთახი დატოვა.თხუთმეტი წუთი იდგა ნია გაოცებული და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა.სულ რაღაც ორი დღე იყო რაც ამ კაცს იცნობდა და ხვიბლიანს გოგონა უკვე თავის ნებაზე დაყავდა.ვერც ის გაიაზრა რატომ შეასრულა მამაკაცის განკარგულება ზედმიწევნით.უკვე საწოლში მწოლიარე მიხვდა რომ მამაკაცი ჰიპნოზს უკეთებდა -აი ასე_მოესმა კარიდან მამაკაცის ბარიტონი_უკვე გისწავლია როგორ უნდა მოიქცე ჩემთან თორემ სიმართლე გითხრა უკვე დავიღამე პატარა ბავშვთან კამათით. -თუ დასაცინად მოხვედი შეგიძლია უკან წახვიდე. -გადამრევს ეს ბავშვი _ამოიფრუტუნა მამაკაცმა_ცხელი ჩაი მოგიტანე. ახლა ამას აქ დავტოვებ და ათ წუთში დავბრუნდები.თუ ისევ ისეთ მდგომარეობაში დამხვდება მერე საკუთარ თავს დააბრალე_თქვა და ნიას სიტვის თქმაც კი არ აცადა ისე დატოვა ოთახი.თავიდან იფიქრა არ დავლევო ნიამ მაგრამ მერე მიხვდა რომ ხვიბლიანი ყოველთვის ასრულებდა თავის სიტყვას.ჩაის გადაწვდა და მოსვა. ესიამოვნა ცხელი სითხე თითქოს ძვლებიც კი გაუთბა.ჩაიმ მოთენთა და მალევე ჩაეძინა.ალბათ შუა ღამე იქნებოდა შუბლზე შეხება რომ იგრძნო. -სიცხე აქვს_დაღლილი ხმით თქვა ხვიბლიანმა -საწყალი გოგი_ამოიტირა თამრომ -გათენდება თუ არა ექიმს მოვიყვან.არ მინდა რამე დაემართოს. ძილშივე გაეღიმა ნიას ეს ყველაფერი ტკბილი სიზმარი ეგონა.გვერდი იცვალა და საბოლოოდ გადაეშვა მორფეოსის სამფლობელოში. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ვინც თბილი სიტყვები არ დაიშურა :* თქვენ ჩემი მუზები ხართ ::* ესეც ახალი თავი იმედია მოგეწონებათ :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.