შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესმერალდა [5]


13-12-2015, 21:14
ავტორი ერკე
ნანახია 2 114

საავადმყოფოს თეთრი ფერები უკვე გულს ურევდა. მიწოლილიყო სუსტად და უკვე რწმუნდებოდა, რომ სიზმარში არ იყო. არც კომაში, სადაც დაბმული ხმას ვერ იღებდა და ის მომენტი, საშინელი და შემაძრწუნებელი, სულის ამაფორიაქებელი მომენტი გულს უწვავდა. შეგრძნებები ტანჯვისა კი ნელ-ნელა ფერმკრთალდებოდა. რაღაცას გრძნობდა, მაგრამ რას, რა უწვავდა გულ-მუცელს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა თუ იმ უცნობი, მაგრამ ძალიან ნაცნობსახიანი გოგონას ღიმილი ვერ ხვდებოდა. არც უნდოდა საკუთარ თავს გამოსტყდომოდა, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა. თავი გვერდზე მიაბრუნა და საწოლის გვერდით პატარა ნათურა აანთო, რომელმაც ღამე ისე ვერ გაანათა, როგორც გოგონას მჭრელმა და საოცნებო გამოხედვამ, ასე რომ დააბნია.
წამით იგრძნო, სხეული მოუდუნდა. ფეხების გამოძრავება სცადა, მაგრამ ვერაფრით ასწია, თითქოს ისევ ის შეგრძნებები დაუბრუნდა, მძიმედ ესვენა და ვერაფრით ექაჩებოდა მასზე დაგდებულ მძიმე საგანს. წამოწევა სურდა, უნდოდა ამდგარიყო და გოგონას გაკიდებოდა, მაგრამ ადგილიდან ვერ იძროდა. უაზროდ იღიმოდა, ხელები მკერდზე დაედო და ჭერს გამალებული აკვირდებოდა. მზემ ისე მოსჭრა თვალი ვერც მიხვდა. თავიდან იფიქრა ესმერალდა ისევ მესტუმრაო, მაგრამ როცა დაინახა გათენებულიყო გული დასწყდა.
„ო, ნეტა სულ არ გათენებულიყო, ის წამი გაჩერებულიყო, როცა ის მიღიმოდა... ღმერთო, რატომ მეფიქრება სულ მასზე... - თავისი თავი გაკიცხა. - ისიც ხომ ერთი ჩვეულებრივი გოგონაა, რომლის მსგავსებთანაც არც მეტი არც ნაკლები ერთღამიანი ურთიერთობები მაკავშირებს ხოლმე... მაგრა... მაგრამ... ის... არ ვიცი... რა იყო ეს, კომის შემდგომი გულაჩუყება თუ გრძნობების მომძლავრება, იმისგან რომ დამჭრეს, თუ რა... ვერ ვხვდები...“
ამ ფიქრებში ისევ ჩაეძინა. თქვენ წარმოიდგინეთ, საერთოდ აღარც სჭირდებოდა ხელოვნური ჟანგბადი, რომლის გარეშეც სუნთქავდა, აღარ სჭირდებოდა სასიცოცხლედ წრიპინა აპარატურა, რომლის გამორთვასაც კი ცდილობდნენ ექიმები და დედამისის ანერვიულებული გნიასი, ღრიალი რომელსაც თან ერთვოდა მამამისის ჩუმი ცრემლები და სიტყვები, რომ დაემშვიდებინა მეუღლე. ლელა ღრიალებდა, ცალკე ექიმების გასაგონად, ცალკე ქმარს უღრიალებდა რომ ამ მომენტშიც კი უტყვად იდგა და თითქმის მშვიდად ცდილობდა ამ ყველაფრის გადატანას. უყურებდა როგორ აუდ-ჩაუდიოდა მკერდი ლომიას, მაგრამ ვერ იჯერებდა, რომ მალე შეწყვეტდა მისი გული ფეთქვას.
ლელას არ ესმოდა რატომ იყო ასეთი მშვიდი მიშა გარსევანიძე, მაგრამ თამამადაც კი შემიძლია იმის თქმა, რომ მის თვალებში იმაზე მეტ ტკივილს აღმოაჩენდით, ვიდრე ქალბატონის ღრიალს ერთვოდა. უჭირდა მიშას, საშინლად უჭირდა და სტკიოდა, როცა მის ვაჟს აცლიდნენ ხელიდან. შიგნით რაღაც სჭამდა მის გულს, უნებართვოდ აძრობდნენ სათუთ გულს ლომიას და ეს მის ნაცვლადაც სტკიოდა. მისი სიმშვიდე მხოლოდ გარეგნული ფანდი იყო, რომელსაც სახის მშვიდი გამოხედვა ფარავდა... ფარდის მიღმა განადგურებული იყო მიშა. ცოცხალიც აღარ ეთქმოდა, მის ბიჭს თვალწინ ურთავდნენ აპარატს, თვითონ კი წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ამაში საკუთარ თავსაც ადანაშაულებდა. საკმარისად ძლიერად არ მიიჩნევდა თავს, სწორედ ამიტომ ტანჯავდა ასე მისი წუხილი, უნდოდა შეწინააღმდეგებოდა, ყველას და ყველაფერს გადადგომოდა წინ ლომიას გამო, მაგრამ არ შეეძლო... ისევე, როგორც არ შეეძლო ცხარე ცრემლებით ტირილი და ემოციებისგან დაცლა.
ბოლოჯერ, ამოიხრიალა ქალბატონმა ლელამ და ბოლოჯერ გაიგონა მისი დაწვრილებული და გაცვეთილი ხმა, როგორ მოედო მთელ დერეფანს და აზანზარდნენ ახლადდაწმენდილი ფანჯრები.
ტანთ საშინლად დაგივლიდათ ლელას ხმა... შემდეგ იყო წრიპინის მიჩუმება და ლოდინი, რომ ბიჭი შეწყვეტდა სუნთქვას და სამუდამოდ ჩაინთქმებოდა, ჩაიკარგებოდა ტკივილი, რომლის გადატანაც მათ უწევდათ.
სუნთქვა არ შეწყდა.
რა სასწაულსაც არ უნდა დაბრალებოდა, ექიმიც კი პირღია უყურებდა ისევ მოძრავ მკერდს, ნელ-ნელა შეფერადებულ კანს, რომელშიც სისხლის მოძრაობაც აშკარად იკვეთებოდა. ექიმი თავზე ხელებს იდებდა და რაღაცას ბუტბუტებდა.
-ღმერთო... როგორ... როგორ შეიძლება... ასე არ გამოდის.... არალოგიკურია... თითქოს ყველაფერი უნდა მორჩენილიყო... ქალბატონო, ჩემი პრაქტიკიდან ასეთი რამ არ მახსოვს... ეს სასწაულია! - წამოიყვირა ბოლოს და ხელები ააცახცახა. დედამისმა ღმერთს შესთხოვა მადლობა, რომ არ გაწირა შვილი და პირჯვარი გადაიწერა მუხლებზე დამხობილმა.
-რა გაღრიალებთ ექიმო? - ცალი თვალი გაახილა ლომიამ.
-ლომია შვილო, ღმერთო... - მივარდა მაშინვე საწოლს და უნდოდა გულში ჩაეკრა, მაგრამ ექიმმა არ დაანება. ჯერ სუსტად არის და გადატვირთვა არ შეიძლებაო. ლელას თვალები უბრწყინავდა, მიშაც იქვე იდგა, გახარებული, სიხარული უფრო ეტყობოდა და იმ პატარა ღიმილშიც კი ატევდა მთელ მის ბედნიერებას. - როგორ ხარ დედი?
-კარგად დედა... ძალიან კარგად. - გაიღიმა და ხელები ასწია ცრემლები, რომ მოეწმინდა ლელასთვის. ეს ცრემლები აწუხებდა, ტანჯავდა. თავის თავს ადანაშაულებდა და დედამისის ცრემლებში უდიდეს ღვაწლს საკუთარ დანაშაულად აღიქვამდა. მაგრამ გამოიღვიძა თუ არა წამით არ უნანია ის საქციელი, რამაც საავადმყოფომდე მოიყვანა. რაღაც აუხსნელი ჯაჭვი იყო, რომელიც მის ცხოვრებას ასე ცვლიდა, ასე გადაება უცნაურად მოვლენები და სიტყვებსაც ვერ პოულობდა თავის გასამართლებლად, მაგრამ იცოდა ახლა რაღაც უნდა ეთქვა. - მაპატიე დედა... ვიცი ძალიან განერვიულეთ, მეც მიჭირდა უთქვენოდ, მეშინოდა, მაგრამ ბევრ რამეზე დამაფიქრა ამ შემთხვევამ და საერთოდ არ ვნანობ როგორც მოვიქეცი გესმით? - მამასაც გადახედა, რომელმაც თავი დაუქნია.
-როგორ გვანერვიულე... მეც თან გამოგყვებოდი შენ რომ დამეკარგე ლომია. - ცრემლები ისევ გადმოყარა, ლომიამ თითი დაუქნია და გაუღიმა, ამ ღიმილში კი ტკივილის კვალი საერთოდ არ ყოფილა. ეს ის ღიმილი იყო, როგორც უწინ, მაგრამ რაღაც შეცვლილიყო, რაღაც ამოუცნობი, უფრო ღრმა გამხდარიყო. ღიმილში იყო, რაღაც რითიც თავისუფლად იტყოდით ეს ის ლომია აღარ არისო, მაგრამ ანერვიულებულმა და ნახევრად მკვდარმა დედამ, რომელსაც შვილი ეს-ეს იყო დაუბრუნდა, რა გასაკვირია, რომ ეს ვერ შენიშნა.
-აბა რას ამბობ! - გაკიცხა შვილმა და კოპები შეკრა. - იქ, რომ დამენახე სულ კინწის კვრით გაგაგდებდი უკან, ასე ადრე აქ რამ მოგიყვანა-მეთქი თან მოგაძახებდი. - თავის ნათქვამზე ლომიას არ გაცინებია, ახლა დაბღვერილ და ნაწყენ ლომს უფრო ჰგავდა. დედამ გაიღიმა და გულში ჩაიკრა საყვარელი ვაჟი. - სად არიან ჩემი ძმები? - უნებურად იკითხა და თვალი მოავლო ცარიელ პალატას, სადაც მხოლოდ მიშა და ლელა იდგნენ. ექიმი კი რაღაცას ასწორებდა გვერდით.
-გარეთ იცდიან. მათ ჰგონიათ რომ... რომ...
-რა? რომ მოვკვდი? - გაეღიმა.. - არაა... ასე მარტივად ვერ მომიშორებთ ხომ იცით?
-ჩემი ძლიერი ბიჭი.. - შუბლზე აკოცა ლომიას დედამ და მაშინვე დაეჯახა სიზმარი, რომელიც წინა ღამით ნახა. უცნობი გოგონა და მწარედ ნაცნობი სახე. ვერ იხსენებდა, მაგრამ დარწმუნებული იყო იმაში, რომ ნანახი ჰყავდა. სიზმარი ვერ იქნებოდაო, გაიფიქრა. ისეთი რეალური და ნაზი იყო მისი ტუჩები... გაახსენდა შეგრძნებაც, როცა ფეხებს ვერ სწევდა.
-დედა... ექიმს დაუძახე ჯერ გთხოვ. პირისპირ მინდა ვესაუბრო, თქვენ გარეშე. - ლელამ გაოცებული შეხედა ჯერ ლომიას, შემდეგ დადუმებულ მეუღლეს.
-გავაკეთოთ, როგორც გვეუბნება.
-არა! - ამოიგმინა ქალმა.
-ლელა... ცოცხალია, მას ვეღარავინ წაგვართმევს. - გულში ჩაიკრა მიშამ და ხელი დაადო ხელზე ლომიას. ამით გამოხატა თანაგრძნობა და სიყვარული და კიდევ, მთელ მის მზერაში ჩააქსოვა მისადმი გრძნობა. ლომია თვალებით მიუხვდა სათქმელს და პასუხიც დაუბრუნა.
-მეც მიყვარხარ მამა. - როგორი უცრემლოც არ უნდა ყოფილიყო, ისიც ადამიანი იყო, მეტს ვერ გაუძლო და ცრემლები წამოუვიდა. აქვითინდა ლომიას თვალწინ, რომელსაც მისი ტირილი არასდროს ენახა, მაგრამ ბიჭმა თავი დაუქნია, სწორად გაიგო მისი რეაქციაც და ლომიასაც წასკდა ცრემლები, ჩანჩქერივით რომ ჩამოედინებოდნენ მისი თვალებიდან და თეთრ ბალიშს ასველებდნენ. - მიყვარხართ! - ამოთქვა ისევ.. სასიამოვნო იყო, ისევ ამ სიტყვის თქმა.
მიშამ ძალდატანებით გაიყვანა მეუღლე. რამდენიმე წუთში კი ექიმი შემოვიდა.
-მითხრეს ჩემი ნახვა გინდოდა ბატონო ლომია. - სევდიანი და ჩაფიქრებული თვალებით შეეგება ექიმი ბიჭის მგრძნობიარე თვალებს.
-დიახ ექიმო... შეიძლება ეს უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ გუშინ მნახველი მყავდა.
-რა ბრძანეთ? - გაოცებას ვერ მალავდა ექიმი.
-გოგონა... ვარდივით ლამაზი, სიცოცხლით სავსე, შავი მოსასხამი ჰქონდა და საოცარი თვალები. აბრწყინებდნენ. უბრალოდ მინდოდა... მისი ნახვა მინდოდა ისევ! - მტკიცედ თქვა ლომიამ. - დაუმშვიდობებლად წავიდა და...
-კომაში იყავით ბატონო...
-ლომია დამიძახე, უბრალოდ ლომია.
-კომაში იყავი ლომია. ისიც ნაკლებ სავარაუდო იყო, რომ დღეს გამოფხიზლდებოდით. აპარატურის გამორთვას ვაპირებდით და გამოგირთეთ კიდეც. - თავი დახარა დარცხვენილმა. - თუმცა შენ მაინც ცოცხალი იყავი და გადარჩი.
-და ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევის ბრალი გგონიათ? ჩემთან პირდაპირ ანგელოზი მოვიდა, საოცარი გოგონა, რომელმაც ისე იმოქმედა ჩემზე, თითქოს საერთოდ გოგონა პირველად მყავდეს ნანახი. მისი ტუჩები ისეთი ტკბილი იყო, რომ მისი გემო... - გაჩერდა. ზედმეტი მომდისო გაიფიქრა და გაწითლდა. ექიმი კი გაღიმებული უყურებდა.
-ყოველ ღამე კარები იკეტება. - შეშფოთებით დაიწყო. – კარი ორმაგი ურდულით იკეტება შიგნიდან, სადაც დაცვა დგას, გარედან კი გასაღებით და ცალკე ელექტრონული კოდით, რომლის კომბინაციაც რამდენიმე ადამიანმა იცის, ვინც ყველაზე ადრე მოვდივართ საავადმყოფოში. მცველებს არაფერი გამოეპარებოდათ, გარდა ამისა ეზოს კარსაც სათანადოდ ვკეტავთ. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ჩიტიც კი ვერ შემოფრინდებოდა აქ, თქვენ კი ამბობთ, რომ... - გაეცინა, თავი ვეღარ შეიკავა. მერე უხერხულობის განსამუხტავად, როცა ლომიას ინტერესით, მაგრამ ასევე ბრაზით სავსე თვალებს წააწყდა, ჩაახველა და განაგრძო. - იმაზე არ მაქვს პასუხი, როგორ გამოხვედით კომიდან და რა მოხდა. ამ სასწაულს ვერანაირი სიტყვებით ვერ ავწერ, მაგრამ რაც ნამდვილად ვიცი, თამამადაც შემიძლია განვაცხადო. რაც გუშინ ღამით დაინახეთ, ამ შეგრძნებებს კომაში მყოფი ადამიანი რეალურად განიცდის. ვეჭვობ იმ შენთვის უცხო გოგონას, აქ შემოღწევა შესძლებოდა, ის მხოლოდ შენს თავში ხდებოდა ლომია... ვწუხვარ. - ჩაიბურტყუნა ბოლოს და მიუახლოვდა პაციენტს. - უნდა დაისვენოთ. ახალი გამოსული ხართ კომიდან... მნახველები ჯერ ადრეა თქვენთვის.
-არა! - წამოიკნავლა. - ვიდეო კამერები შეამოწმეთ, ყველაფერი შეამოწმეთ და მიპოვეთ ის გოგო! - ანერვიულებული ღრიალებდა უკვე. - ნამდვილი იყო! როგორ არ გესმით, რომ მე ის ვნახე... ვნახე და ვაკოცე კიდეც. შევეხე, დამაბნია მისმა სურნელმა, ნაზი ტუჩების მოძრაობამ. მისი სიტკბო ვიგრძენი, სინათლე, რომელსაც ის ასხივებდა! არა! არ შეიძლება ეს ტყუილი ყოფილიყო... ჩემი საცოდავი გონება ამას ვერ წარმოიდგენდა და ეს მხოლოდ ჩემ თავში ვერ მოხდებოდა... მისი სილამაზე, წარმოუდგენლად ლამაზი იყო ექიმო. გთხოვთ. გააკეთეთ ჩემთვის.
თავი დაუკრა და გავიდა. კამერების შემოწმებას შედეგი არ გამოუღია. დაცვა გულმოდგინედ აკვირდებოდა ეკრანს, წარამარა ახვევდა წინ და უკან, მაგრამ ლომიას აღწერილი გოგონა არ იყო აღბეჭდილი ვიდეოზე. დერეფნებში აუტანელი სიჩუმე იყო. ლომიას ხმაც კი არ ისმოდა. შემზარავი სიჩუმე კიოდა და ყველაფერი უმნიშვნელო, არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. საავადმყოფოს კარიდანაც არავინ შემოსულა, არც ლომიას პალატაში შესულა ვინმე. ეძებდნენ, მაგრამ ვერაფერი... მხოლოდ ლომიას გამოგონილი ისტორია, გოგონაზე, რომელიც არ არსებობდა. ბიჭი მტკიცებას არ წყვეტდა. თავის თავს უმეორებდა ის არსებობდაო და ექიმებსაც გასძახებდა უფრო გულმოდგინედ ეძებნათ. საყვედურებით ავსებდა და ვერაფრით იჯერებდა.
დღე ძალიან იწელებოდა. ყოველი წუთი საუკუნო ტანჯვად გადაქცეულიყო მისთვის, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც საწოლიდან ვერ დგებოდა. გაუნძრევლად იწვა და მასზე ფიქრები აგიჟებდა. უკვირდა, როგორ მოახერხა ასეთი ეფექტის მოხდენა. რატომ არ ქრებოდა მისი სახე მეხსიერებიდან, მას ხომ არცერთი გოგოს თმის ფერიც კი არ ახსოვდა, ვისთანაც დრო კარგად უტარებია. დღის განმავლობაში ეძინა კიდეც. მნახველებიც არ წყდებოდა. სათითაოდ დაუჯდებოდნენ და ესაუბრებოდნენ. ბოლოს ძმაკაცებმა დიდი თაიგული შემოიტანეს ვარდების. „შენი უცნობი თაყვანისმცემლისგანო“ და გაუცინეს. ლომია გაახარა მათ დანახვამ და სათითაოდ მიეფერა ყველას. მათ თვალებში ცრემლის შემჩნევისთანავე გაკიცხა. რა გატირებთო.
-რაღა რა გვატირებს... ლამის დაგკარგეთ ჩვენო მხეცო... - ცოტა ხუმრობითაც გაბედა დიტომ ამის თქმა.
-ლამის არ ითვლება. - გაეცინა ლომიას და მის რეაქციაზე ყველას გამოუკეთდა გუნება. - ნეტავ ვინ უნდა იყოს იდუმალი თაყვანისმცემელი? - ეჭვით იკითხა.
-არ ვიცით. - თავი გააქნიეს ერთხმად. - პალატის კარებთან დაეტოვებინათ გუშინ ღამით.
გულში რაღაცამ გაჰკრა ლომიას. ყველაზე მეტად ეს გუშინდელი ღამე აინტერესებდა. სწორედ მასზე ეფიქრებოდა. ვერ იცილებდა, მაგრამ ვერც ვერავის ელაპარაკებოდა ამის შესახებ. იცოდა მეგობრები სხვაგვარად მიიღებდნენ ასეთ ლომიას, არ უნდოდა მათთვის ყველაფრის თქმა.
-რამ მოგაწყინა ჩემო ძმაო? - ჰკითხა ლუკამ და ხელი მაგრად მოუჭირა მხარზე გამხნევების ნიშნად. - ის ლომია აღარ ხარ, ვისაც ადრე ვიცნობდი. - ნაღვლიანად გადახედა ლომიამ. ვაი, რომ მართალი იყო ბიჭი. სწორედ, რომ რაღაც უწვავდა გულს ლომიას, მაგრამ ამის აღიარება არ სურდა. საკმარისად მხოლოდ რატის ენდობოდა, რომ ყველაფერი ეთქვა. რატიანი გაუგებდა, ყველაფერს გაუგებდა, მაგრამ თავისი ძმაკაცების ნდობის მიუხედავად, იცოდა არ ღირდა მათთვის თქმა, ისევ ცანცარობად და ოინად ჩაუთვლიდნენ, რაზეც გაიცინებდნენ და მეტი არაფერი. მას კი საუბარი სჭირდებოდა ადამიანთან, ვინც ყველაზე მეტად გაიგებდა მის ფიქრებს, მის გრძნობებს და სერიოზულად მიიღებდა ამ ყველაფერს. რატი სჭირდებოდა!
-არაფერი, უბრალოდ გადავიღალე წოლით და ადგომა და გავლა არ მაწყენდა.
-აბა, ეგ არ ქნა! - დაუღრინა თედომ და თავისებურად მიეალერსა სიტყვებით. - შე მძორო... ჯერ აქ უნდა იწვე!
-კარგი მახინჯო! - ენა გამოუყო.
-დავასვენოთ ეს კაცი. - ბოლოს თქვა რატიმ და გასვლა დააპირა, მაგრამ ლომიამ არ დაანება.
-რატი შენ დარჩი... სალაპარაკო მაქვს. - ბიჭი შეშფოთდა. მის ხმაში რაღაც ტკივილი იგრძნობოდა, რაც სხვებმაც შენიშნეს. ყველა იმას წუწუნებდა, როგორი სხვანაირი გახდიო, მაგრამ ამ სხვანაირობის რეალურობას კი მანამდე ვერ ხვდებოდნენ, სანამ მის თვალებში ჩამდგარი ცრემლი არ შენიშნეს და შეკრთნენ. - გთხოვ... - შეევედრა მეგობარს და თითები ყელისკენ წაიღო.
-რას ამბობ ლომია. რას მთხოვ, რა სალაპარაკოა დავრჩები აბა რას ვიზამ. - გაუღიმა. ძმასავით უყვარდა და მასაც ტკიოდა ასეთს რომ ხედავდა. უმძიმდა, მაგრამ ლომიას ცრემლიანი ღიმილი მაინც აწყნარებდა, ან ილუზიას იქმნიდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და არაფერი სერიოზული არ არისო. - აბა ქათმებო, გაეთრიეთ პალატიდან! - სულ ხელით გაყარა დანარჩენები და კარები მაგრად მოხურა. მის საწოლთან მიიჭრა და გვერდზე მოუჯდა. თვითონაც ცრემლიანი თვალებით უყურებდა ლომიას, მას კი დაწყება ემძიმებოდა. ცხოვრებაში პირველად, არ იცოდა სათქმელი როგორ დაეწყო. ლომიას, რომელსაც ვერავინ აჩერებდა, გინდაც ჩხუბში, გინდაც საუბარში. ყოველთვის პირველი ურტყამდა მუშტს, დამრტყმელი იყო, მერე როგორი, ყოველთვის ისე კარგად აყალიბებდა სათქმელს, რომ ყველანი განაბულები უსმენდნენ ხოლმე და ბევრსაც სწავლობდნენ, მაგრამ ახლა პირველად, თავს უცნაურად გრძნობდა, უნდოდა თქმა მაგრამ ვერაფერს ამბობდა, სიტყვები გამოლეოდა ლომიას, სიტყვები, რომლის გარეშეც უკვე თავი არარაობად მიაჩნდა და უკვირდა, ერთმა ციდა გოგომ, როგორ გამოაცალა ძალა და სიტყვებიც. მისი ცვლილებები აბნევდა თავადვე.
-ჰაჰ... ბედის ირონიაა ეს ცხოვრება და მეტი არაფერი... მე, ლომია გარსევანიძეს, ამ სიტყვის თქმა მიჭირს და ასე დამადუმა. რატი... ჩემო რატი... სერიოზულად მინდა, რომ მომისმინო. ყურადღებით და ისე არ შემომხედო, თითქოს გიჟის ნაბოდვარს უსმენდე.
-არა, რას ამბობ ლომია. ჩემი ძმა ხარ. ყურადღებით გისმენ.
-ჯიგარი ხარ რა.
-რა სალაპარაკოა.
-ბიჯო, ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ფრენასაც კი შევძლებ, თითქოს.. თითქოს მსურს წამოვხტე გავიჭრა და... მოკლედ, ერთზე მეფიქრება სულ და ვერ ამოვიგდე თავიდან. არ ვიცი როგორ გითხრა..
-როდის მოასწარი შეყვარება? - გაეცინა რატიანს.
-რა?
-შეყვარებული ხარ ძმაო. ნახე როგორ გაწითლდი მასზე საუბრით. დაბნეული ხარ... ვინ გიქნა ეს ჩემო ძმაო, ვინ? - ტრაგიკული სახე მიიღო, თითქოს მკვდარს დასტიროდა.
-ნუ ცანცარებ რა... - შეუღრინა.
-კარგი.
-გუშინ იყო ვიღაც, გუშინ ღამით მოვიდა ჩემთან. ისეთი ლამაზი იყო, ჯერ თავი სამოთხეში მეგონა, მაგრამ მერე მივხვდი სამოთხეში არავინ მიმიღებდა. თითქოს სინდისიც მქენჯნიდა და მაწვალებდა ამდენ გოგოს, რომ ვატკინე გული და ყველა თვალწინ დამიდგა გესმის? აი ჩემი ტანჯვის ნამდვილი მიზეზი.
-ვინ გოგო? - დაინტერესდა. - გახსოვს რას გეუბნებოდი? არ მომწონს შენი გოგოებისადმი დამოკიდებულება-მეთქი. შენ ხელს მკრავდი. არ მოგწონდა, როცა ვინმე რამეს გისწორებდა და შენ ცხოვრებაში ერეოდა. მე კი გაფრთხილებდი, ერთხელაც ეს ცუდად შემოგიტრიალდება-მეთქი. მაგრამ არ მისმენდი არა! გეგონებოდა ყველაფერი იცოდი და არაფრის შესწორება არ გჭირდებოდა. პირიქით, ბრაზდებოდი კიდეც რამეს რომ გეუბნებოდი... ახლა კიდევ ბოლომდე გეტყვი. გოგოები ფაქიზები არიან, მათ ის სიამოვნებთ, ბიჭს რომ უყვარს და არა იყენებს გესმის?
-ხო, მაგრამ რა გამოყენება ის იყო, ორივე ვიღებდით სიამოვნებას.
-აი კიდევ... შენში ძველი ლომია კვლავ არის და ისევ ხელს გიშლის ამის გააზრებაში.
-მოიცა რა! - ხელი აიქნია. - სიყვარული არა ტოლმა. არც ტოლმაზე ვგიჟდები ნამეტნავად. უბრალოდ ინტერესია იმ გოგოსადმი, წუხელ რომ ვნახე.
-ვინ ნახე ვინ? აღარ იტყვი?
-ესმერალდა! - წამოიყვირა თვალებანთებულმა.
-ვინ?
-მოკლედ გრძელი ამბავია.
-არსად მეჩქარება.
-კარგი.
ლომიამ ყველაფერი უამბო, მისი თვალის გახელიდან და იმ უმშვენიერესი არსების ნახვით დაწყებული, მისი ბოლო, დასამშვიდობებელი კოცნით დამთავრებული. სიტყვებიც არ გამორჩენია... „არ ვიცი, ვნახოთ როგორ მოიქცევი“, მაგრამ რა იგულისხმა ამ სიტყვებში ვერაფრით ამოიკითხა. მის აზრს ვერ ჩასწვდა.
რატიმ გადაიხარხარა. ისეთი სიცილის კორიანტელი დააყენა ლამის გაიგუდა კიდეც, მაგრამ გაღიზიანებულმა ლომიამ ხელი მოჰკიდა და შეანჯღრია. წამში გამოაფხიზლა მეგობარი.
-მასაც შენი შეცვლა სდომებია...
-როგორ? როგორ უნდა შევიცვალო?
-მეგობარო, ეგ შენს გულს უნდა ჰკითხო. ყოველთვის, როცა არ უნდა შეგეშინდეს, შენს გულში ჩაიხედე, იქ ნახავ იმედს, ძალას, რომელიც გჭირდება, რადგან ჩვენ ყველანი, გაცილებით ძლიერები ვართ, ვიდრე გარედან ვჩანვართ. ციხე-სიმაგრის სიძლიერე, მხოლოდ გალავანით არ უნდა შეაფასო ასე ზედაპირულად. - მისმა სიტყვებმა დააფიქრა. სიმართლეს ამბობდა. მხოლოდ საკუთარი თავი თუ დაეხმარებოდა.
-დაცვამ მისი არსებობის ვერანაირი სამხილი ვერ აღმოაჩინა. თითქოს არც ყოფილიყოს და მომეჩვენა.
-თუ გულს მიენდობი, სხვა სამხილი არც დაგჭირდება.
-რა ფილოსოფოსივით ლაპარაკობ შე ჩემა. - გაცინება სცადა ლომიამ, მაგრამ სუსტად გამოუვიდა მხოლოდ.
-აბა მარტო შენ გინდა ფილოსოფოსობა? - ტუჩის კუთხე აწია და ოდნავ ჩაეღიმა. - მისმინე, აი რა. შენ გულს უსმინე. იქნებ დაბრუნდეს კიდეც ის შენი იდუმალი სატრფო.
-გაიხარე ძმა. ხომ იცი როგორ მიყვარხარ.
-მეც რომ მიყვარხარ ამიტომ მინდა შენ ბედნიერი იყო ძმაო... ძალიან ბედნიერი უნდა იყო! დანარჩენს ყველაფერს ეშველება გესმის? შევჭამთ ერთად ყველას და გავანადგურებთ ვინც ამ ბედნიერებას დაგვირღვევს და ხელიდან გამოგვაცლის. მაგრად იდექი ჩემო ძმაო! - შეაგულიანა და პალატა დატოვა...
ლომია ფიქრებთან დარჩა. აღარც სურდა ვინმეს შეეწუხებინა. არ უნდოდა ყველაფერი ამ ერთი შეხვედრით დასრულებულიყო. რადაც არ უნდა დაჯდომოდა ისევ უნდა ენახა ესმერალდა, ნათლით გაბრწყინებული. მისმა ღიმილმა ასე, რომ მოაჯადოვა.
იმ ღამეს, ორ რამეზე ფიქრობდა მხოლოდ. რატომ ვერ სწევდა ვერაფრით ფეხებს და რატომ არ ეკარებოდა ძილი მასზე ფიქრებში. სიამოვნებდა და ვერაფრით გაეგო, უნებურად წამოსული ცრემლები რატომ ადარდებდა. რა შეიცვალა მასში?
გოგონა კვლავ ესტუმრა ლომიას. ისევ სიზმარივით ჩაიქროლა მისმა ცისარტყელასავით განათებულმა მზერამ და ისევ მასზე მიაჯაჭვა მთელი არსებით ვაჟკაცი. კი სჯეროდა მისი რეალურობის, მაგრამ ექიმის სიტყვები აფრთხობდა. „ვეჭვობ იმ შენთვის უცხო გოგონას აქ შემოღწევა შესძლებოდა, ის მხოლოდ შენ თავში ხდებოდა ლომია...“ და ბოლოს როგორი დანანებით თქვა ვწუხვარო. მაინც უყურებდა მის წინ მდგარ ანგელოზს და ეღიმებოდა. ვერ ბედავდა საუბრის დაწყებას, ეშინოდა არ გამქრალიყო, მაგრამ მისმა ულამაზესმა და უტკბესმა ხმამ ეს შიშიც გადაავიწყა.
-გამარჯობა. - მიესალმა გოგონა და თავი დაუკრა.
ბიჭი ბედნიერების ზღვარზე იყო და ახლა თვითონ ვერ იღებდა ხმას. როლები გაეცვალათ. იწვა მუნჯივით, ვერც ინძრეოდა, ვერც ხმას იღებდა, არადა რამდენი რამის თქმა უნდოდა მისთვის.

*****
დავბრუნდი მეხუთე თავით და დაგვიანებისთვის იმედია არ გამიწყრებით.
მიყვარხართ ყველანი რააა...
ესმერალდა განსაკუთრებით!



პირველი ვაარ :დდ მაგარია *--*

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

წკაპუნა მატატა
პირველი ვაარ :დდ მაგარია *--*

ჯერ წაიკითხე და მერე თქვი :D :D მადლობაა <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3  offline წევრი EmyLee

ჰმ .. მოვიწყინე ცოტა სევდიანი თავი გამოვიდა ერკე.. თბილი და ლამაზი ისტორიაა.. ნუთუ მართლა მის წარმოსახვაში ცხოვრობს ანგელოზი და მართლა უფალმა გამოუგზავნა მას.. შესანიშნავია ! <3
--------------------
Rain Of Native Girl

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

EmyLee
ჰმ .. მოვიწყინე ცოტა სევდიანი თავი გამოვიდა ერკე.. თბილი და ლამაზი ისტორიაა.. ნუთუ მართლა მის წარმოსახვაში ცხოვრობს ანგელოზი და მართლა უფალმა გამოუგზავნა მას.. შესანიშნავია ! <3

უფალი ყველას გვიგზავნის ჩვენ ჩვენ ანგელოზებს love იმისთვის, რომ გონს მოვეგოთ, ან რაიმე შეტყობინება მოგვიტანოს... ჩემთვის ყოველი ადამიანი ღვთის გზავნილია და ყველას რაღაც დანიშნულება აქვს, ვისაც გზად ეყრები ცხოვრების პერიოდში.
შენ ჩემი ანგელოზი ხარ :* ღვთისგან გამოგზავნილი!
love
ხო... იმედი მაქვს გონს მოეგება ლომია და მიხვდება თავის შეცდომას...
მადლობა, რომ კითხულობ საყვარელო love request
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline წევრი EmyLee

ერკე
EmyLee
ჰმ .. მოვიწყინე ცოტა სევდიანი თავი გამოვიდა ერკე.. თბილი და ლამაზი ისტორიაა.. ნუთუ მართლა მის წარმოსახვაში ცხოვრობს ანგელოზი და მართლა უფალმა გამოუგზავნა მას.. შესანიშნავია ! <3

უფალი ყველას გვიგზავნის ჩვენ ჩვენ ანგელოზებს love იმისთვის, რომ გონს მოვეგოთ, ან რაიმე შეტყობინება მოგვიტანოს... ჩემთვის ყოველი ადამიანი ღვთის გზავნილია და ყველას რაღაც დანიშნულება აქვს, ვისაც გზად ეყრები ცხოვრების პერიოდში.
შენ ჩემი ანგელოზი ხარ :* ღვთისგან გამოგზავნილი!
love
ხო... იმედი მაქვს გონს მოეგება ლომია და მიხვდება თავის შეცდომას...
მადლობა, რომ კითხულობ საყვარელო love request

იმედია მეც მაქვს დანიშნულება :დ <3
--------------------
Rain Of Native Girl

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

EmyLee
ერკე
EmyLee
ჰმ .. მოვიწყინე ცოტა სევდიანი თავი გამოვიდა ერკე.. თბილი და ლამაზი ისტორიაა.. ნუთუ მართლა მის წარმოსახვაში ცხოვრობს ანგელოზი და მართლა უფალმა გამოუგზავნა მას.. შესანიშნავია ! <3

უფალი ყველას გვიგზავნის ჩვენ ჩვენ ანგელოზებს love იმისთვის, რომ გონს მოვეგოთ, ან რაიმე შეტყობინება მოგვიტანოს... ჩემთვის ყოველი ადამიანი ღვთის გზავნილია და ყველას რაღაც დანიშნულება აქვს, ვისაც გზად ეყრები ცხოვრების პერიოდში.
შენ ჩემი ანგელოზი ხარ :* ღვთისგან გამოგზავნილი!
love
ხო... იმედი მაქვს გონს მოეგება ლომია და მიხვდება თავის შეცდომას...
მადლობა, რომ კითხულობ საყვარელო love request

იმედია მეც მაქვს დანიშნულება :დ <3

შენ აქ გაქვს <3 ჩემ გულში :*** რასაკვირველია ჩემო ესმერალდა love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№7 სტუმარი black

Gapiceb am grdzel tavebs ramdenxansi amtavreb?!sagol rogorc shen ambob: imena glejavoi tavia am

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

black
Gapiceb am grdzel tavebs ramdenxansi amtavreb?!sagol rogorc shen ambob: imena glejavoi tavia am

ორი საათის თემაა რა :D მეტი არც უნდა. რა დიდი თავი ეს არის 7 გვერდია თუ 8... უფრო დიდი თავებიც დამიწერია რამდენიმე საათში. მთავარი რაოდენობა კი არა ხარისხია ჩემო ძმაო am
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№9  offline ადმინი უნდა ვწერო

რა რომანტიკული ხარ,გააგიჟებ ადამიანს...საშინლად საინტერესო და რომანტიკულია..აი,სასწაულად განიცადა მეტამირფოზი.....როგორი გულწრფელი და თბილია...მინდა ჩავყლაპო.

 


№10  offline წევრი marisa

ასეთი მეტამორფოზი, მართლა ძალიან იშვიათად მინახავს, მგონი.. ასეთ ბიჭებთან, ვგულისხმობ ძველ ლომიას, შეხება ნაკლებად მაქვს და ცოტა რთულად ჟღერს, მისი ასე გადასხვაფერება. თუმცა, სხვა ისეთი მაგალითები მინახავს, არ მაქვს უფლება, არ დავიჯერო. ლომია მგონი ჩემზე რომანტიული, თბილი, ტკბილი გახადე.

 


№11  offline ახალბედა მწერალი ერკე

უნდა ვწერო
რა რომანტიკული ხარ,გააგიჟებ ადამიანს...საშინლად საინტერესო და რომანტიკულია..აი,სასწაულად განიცადა მეტამირფოზი.....როგორი გულწრფელი და თბილია...მინდა ჩავყლაპო.

ჩაყლაპე რა გიშლის ხელს :დდ ^_^
მადლობა <3
marisa
ასეთი მეტამორფოზი, მართლა ძალიან იშვიათად მინახავს, მგონი.. ასეთ ბიჭებთან, ვგულისხმობ ძველ ლომიას, შეხება ნაკლებად მაქვს და ცოტა რთულად ჟღერს, მისი ასე გადასხვაფერება. თუმცა, სხვა ისეთი მაგალითები მინახავს, არ მაქვს უფლება, არ დავიჯერო. ლომია მგონი ჩემზე რომანტიული, თბილი, ტკბილი გახადე.

მმმ... სიყვარულს ყველაფერი შეუძლია love
ჯერ კიდევ თავის თავი არ უპოვია ლომიას. იქნებ ეს დროებითი მეტამორფოზი და ცვლილებაა, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება შემდეგ... love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№12 სტუმარი სოფია

ძალიან მომწონს და შევყევი ძალიან. სიტყვები ალბათ ზედმეტია ვერც გამოვთქვავ ვერც აზრს ვერც აღფრთოვანებას. ერკე სიტყვები არ მყოფნის შეგაქო ❤

 


№13  offline ახალბედა მწერალი ერკე

სოფია
ძალიან მომწონს და შევყევი ძალიან. სიტყვები ალბათ ზედმეტია ვერც გამოვთქვავ ვერც აზრს ვერც აღფრთოვანებას. ერკე სიტყვები არ მყოფნის შეგაქო ❤

ეგ ყველაზე მეტი შექებაა ალბათ ^_^ love
ძალიან მიხარია... მომყევი! <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№14  offline აქტიური მკითხველი terooo

იმდენად თბილი და ტკბილი თავებია ხანდახან მგონია ვაზუსტებ ,, მხოლოდ ხანდახან" რომ გოგო ხარ. მიკვირს სუპერ შემთხვევა ხარ, შენ უკვე მეორე ხარ ჩემს ნაცნობება შორის ვინც სიტყვა უხვობითა და რომანტიკით გამოირჩევა. ეკრე მშურს შენი გულის იცი? ეს ყველაფერი ჰაერზე არ მოდის ეს უნდა იგრძნო... შიგ გულში უნდა გრძნობდე. .... ყოჩაღ ერკე... და ლომია.. ალბათ ნამდვილად ცვლის სიყვარული ადამიანს... ლომიას კი მაგრად ..... აქვს..

 


№15  offline ახალბედა მწერალი ერკე

terooo
იმდენად თბილი და ტკბილი თავებია ხანდახან მგონია ვაზუსტებ ,, მხოლოდ ხანდახან" რომ გოგო ხარ. მიკვირს სუპერ შემთხვევა ხარ, შენ უკვე მეორე ხარ ჩემს ნაცნობება შორის ვინც სიტყვა უხვობითა და რომანტიკით გამოირჩევა. ეკრე მშურს შენი გულის იცი? ეს ყველაფერი ჰაერზე არ მოდის ეს უნდა იგრძნო... შიგ გულში უნდა გრძნობდე. .... ყოჩაღ ერკე... და ლომია.. ალბათ ნამდვილად ცვლის სიყვარული ადამიანს... ლომიას კი მაგრად ..... აქვს..

ყველას რატომღაც გოგო ვგონივარ :D ჰო.. ალბათ რომანტიკა დღესდღეობით მხოლოდ გოგოებისთვის არის დამახასიათებელი, ან ასეთი ხელწერა :D <3
არ ვიცი რატომ მიმაწერენ გოგოს ხოლმე... მაგრამ ბიჭებიც ვართ რომანტიკოსებიიიიიი!! ვაჰ!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

ერკე
terooo
იმდენად თბილი და ტკბილი თავებია ხანდახან მგონია ვაზუსტებ ,, მხოლოდ ხანდახან" რომ გოგო ხარ. მიკვირს სუპერ შემთხვევა ხარ, შენ უკვე მეორე ხარ ჩემს ნაცნობება შორის ვინც სიტყვა უხვობითა და რომანტიკით გამოირჩევა. ეკრე მშურს შენი გულის იცი? ეს ყველაფერი ჰაერზე არ მოდის ეს უნდა იგრძნო... შიგ გულში უნდა გრძნობდე. .... ყოჩაღ ერკე... და ლომია.. ალბათ ნამდვილად ცვლის სიყვარული ადამიანს... ლომიას კი მაგრად ..... აქვს..

ყველას რატომღაც გოგო ვგონივარ :D ჰო.. ალბათ რომანტიკა დღესდღეობით მხოლოდ გოგოებისთვის არის დამახასიათებელი, ან ასეთი ხელწერა :D <3
არ ვიცი რატომ მიმაწერენ გოგოს ხოლმე... მაგრამ ბიჭებიც ვართ რომანტიკოსებიიიიიი!! ვაჰ!

ჰოოო. ეგ გასაოცარია . საშინლად რომანტიკოსები ხართ თუ ხართ თუ არა და საერთოდ არ ხართ... უიმეეე... მაგრამ შენ განსაკუთრებული ფენომენი ხარ ერკესიუს...

 


№17  offline ახალბედა მწერალი ერკე

terooo
ერკე
terooo
იმდენად თბილი და ტკბილი თავებია ხანდახან მგონია ვაზუსტებ ,, მხოლოდ ხანდახან" რომ გოგო ხარ. მიკვირს სუპერ შემთხვევა ხარ, შენ უკვე მეორე ხარ ჩემს ნაცნობება შორის ვინც სიტყვა უხვობითა და რომანტიკით გამოირჩევა. ეკრე მშურს შენი გულის იცი? ეს ყველაფერი ჰაერზე არ მოდის ეს უნდა იგრძნო... შიგ გულში უნდა გრძნობდე. .... ყოჩაღ ერკე... და ლომია.. ალბათ ნამდვილად ცვლის სიყვარული ადამიანს... ლომიას კი მაგრად ..... აქვს..

ყველას რატომღაც გოგო ვგონივარ :D ჰო.. ალბათ რომანტიკა დღესდღეობით მხოლოდ გოგოებისთვის არის დამახასიათებელი, ან ასეთი ხელწერა :D <3
არ ვიცი რატომ მიმაწერენ გოგოს ხოლმე... მაგრამ ბიჭებიც ვართ რომანტიკოსებიიიიიი!! ვაჰ!

ჰოოო. ეგ გასაოცარია . საშინლად რომანტიკოსები ხართ თუ ხართ თუ არა და საერთოდ არ ხართ... უიმეეე... მაგრამ შენ განსაკუთრებული ფენომენი ხარ ერკესიუს...

ამივარდება ახლა თავში love wink
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent