შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული სხეული “4“


13-12-2015, 21:27
ავტორი მორი-ელი
ნანახია 6 318

-ჩემი გულის გავლით შენ გულამდე არასოდეს მოვალ,არ ვაპირებ შენთან ნამდვილად ცოლად ვიქცე,დრო გავა და ჩვენ ერთმანეთის აღარავინ ვიქნებით,ისევე როგორც გუშინწილ
-სიტყვები ერთია და ქმედებები მეორე,ჩვენ ხომ არასოდეს ვიცით რა გველის მომავალში,რომ გცოდნოდა შეძლებდი თავიდან აგეცილებინა,მაგრამ იცოდე,რომ რაც საჭიროა ის ხდება ჩვენს ცხოვრებაში,დაიმახსოვრე,საჭირო და არა სასურველი,ჩვენ ცხოვრება არ გვგკარნახობს რა ვაკეთოთ,ჩვენს გაკეთებულს აჯამებს და საპასუხო დამსახურებასაც გვაწვდის.
-თვლი რომ დავიმსახურე?,-მისი ნათქვამით შეძრწუნებული,ადგილს ვეღარ პოულობდა,-არაფრის მჯერა,საკუთარი თავის გარდა
-ხომ იცი ანგელოზი არავინ იბადება,ყველა ცდილობს ცხოვრებაში შეისხას ფრთები,მაგრამ ყველაფერს ხომ მიღწევა სჭირდება,ისე ლუკმას ვერ ჩაიდებ პირში,თუ არ იმუშავე და ფული არ იშოვე,ჩვენ გვინდა თავისუფლად ვიცხოვროთ,რაც გვინდა ვაკეთოთ,მაგრამ ის გვავიწყდება რომ ცხოვრებას აქვს კანონები,რომლებიც შესაძლოა ჩვენი ფრთების მოჭრის მიზეზი გახდეს.
-გადი,-მხოლოდ ეს მიუგო ელენემ და საბანში ჩაიმალა,-ჩემს შეცდომებზე პასუხს მე ვაგებ,ახლა ჯობია ადგომა დამაცადო,სახლში ყოფნას არ ვაპირებ,ახლობლები მყავს სანახავი,-მიუგო ძლივს გასაგონად,დამიანე შებრუნდა და გასვლა დააპირა,როდესაც ოთახში ელენეს მამა შემოვიდა,შეწუხებული და გაფითრებული სახით,დამიანემ ფეხი ვეღარ გადადგა,ხნიერ მამაკაცს მიაჩერდა გულ აჩქარებული.
-ვინ ბრძანდებით?-ჰკითხა დამიანეს და ჩანთა,რომელიც ხელში ეკავა,იატაკზე დადგა.
-ნინელიმ არაფერი გითხრათ?-აღელვება დაეტყო ხმაში და მოუსვენრობამ შეიპყრო
-ნინელი მაღაზიაში წავიდა,,მე ახლა მოვედი,-მიუგო ელენეს მამამ,-ჩემი შვილის ოთახში რას აკეთებ?
-იცით. . .-ენის ბორძიკი მიუგო,-მე და თქვენი შვილი. . .-შუბლზე გადაისვა ხელი,-უფრო სწორად,მე მინდა თქვენი შვილი შევირთო,-მამაკაცმა გაოცებული სახით შეხედა დამიანეს.
-შენთვის არავის უთქვამს რომ რაღაც კანონები მაქვს შვილის გათხოვების შესახებ,-მარცხენა წარბი აზიდა მან,-თუ კი ჩემი შვილის ღირსი ხარ,კი ბატონო,-გაუღიმა და საწოლის ახლოს დადგა.ელენე მათ საუბარს ისმენდა უხმოდ,აინტერესებდა რა პასუხს გასცემდა დამიანე მამამისს და იყო გაყურსული,ვითომ ეძინა,-ელენე!-მოესმა გიორგის ხმა და შეკრთა,უცებ დახუჭა თვალები,-სძინავს?,-მიუბრუნდა გიორგი დამიანეს,იგი უხერხულად შეიშმუშნა.
-კი,-მიუგო და ელენეს დახედა,რომელსაც მხოლოდ თმა მოუჩანდა.
-ძალიან მენატრებოდა,აქამდე თუ კილომეტრები მაშრებდა სვილთან,ახლა ძილი არ მაცდის ჩავეხუტო და მოვიკითხო,-ამღვრეულმა დახედა საბანს და ჩამოსცილდა საწოლს.
-რაღაც მითხარით კანონების შესახებ,იქნებ განმიმარტოთ,გამაცნოთ
-რა თქმა უნდა,ერთ საიდუმლოს გაგიმხელ,ეს კანონები ელენეს შედგენილია,რამდენიმე წლის უკან ,სანამ უცხოეთში წავიდოდა,დამაწერინა,როგორი სიძე დამაკმაყოფილებდა მე და როგორი ქმარი უნდოდა მას.
-შემდეგ?-სკამი გამოწია ინსიქურად,-დაბრძანდით,-მიუთითა გიორგის,მან მადლობის ნიშნად გაუღიმა და ჩამოჯდა,მერე დამიანემაც გამოწია მეორე სკამი და თავადაც გიორგის პირდაპირ დაჯდა.
-გაგეცინება ალბათ,ამხელა კაცი,ამ ბავსვურ რამეში რომ ამიყოლია,მაგრამ ის ჩვენი ერთადერთი შვილია და ყოველვის იმას ვაკეთებდით, რაც მას უნდოდა.
-თუმცა არ არის ქედმაღალი,დედისერთა ბავშვები უფრო სხვანაირები იზრდებიან
-გეთანხმები,არაფერი აკლდა,მაგრამ ისეთივე თავაზიანი და თავმდაბალი იყო,როგორც უქონელი,იმედია უცხოეთმა არ შეცვალა,-გაეცინა და საწოლისკენ მიაბრუნა თავი,-ახლა ბევრი რომ არ ვისაუბროთ,მოკლედ გეტყვი რა უნდა შეეძლოს ჩემს სიძეს და მის ქმარს,-ხელი მოკიდა დამიანეს და ჩამოთვლა დაიწყო,-პირველ რიგში,უნდა უყვარდეს ძალიან,მთელი სიცოცხლის განმავლობაში,-დამიანეს გასცრა და თავი დახარა,საშინელმა დანაშაულის შეგრძნებამ შეუტია,-შემდეგ,ისევე უნდა სცემდეს მის ოჯახის წევრებს პატივს,როგორც თავად და ისინიც უნდა უყვარდეს.უნდა შეეძლო ცეკვა,ელენეს ძალიან უყვარს,როდესაც ეცეკვებიან,-ეს რომ ესმოდა უნდოდა წამომდგარიყო და მამამისი გაეჩერებინა,მაგრამ ვერ ბედავდა,-აუცილებელია,როდესაც ის რამეზე ტირილს დაიწყებს,საკუთარი ხელით შეუმშრალო ცრემლი,გულში ჩაიკრა და უთხრა,რომ ძალიან გიყვარს.
-ასე ცოტაა?-ნაძალადევად გაეღიმა დამიანეს,-თქვენს შვილზე არ იღელვოთ,კარგად იქნება მუდამ.
-მოკლედ,ყველა მამას უნდა თავისი შვილი კარგ ოჯახში მოხვდეს,ვერ დავუშვებ რომ გული ეტკინოს,ჯერ შევხედავ რამდენად გიყვარს ჩემი შვილი და მერე გადავწყვეტ,იქორწინებთ თუ არა,-გაუღიმა და წამოდგა,-საქმე ოჯახს ეხება,ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ადამიანების ცხოვრებაში.
-რა თქმა უნდა,-წამოწითლდა,უნდოდა ეთქვა,თქვენი შვილი ძალიან მიყვარსო,მაგრამ სიმართლესთან შეუსაბამო წინადადების თქმა გაუჭირდა,იმის და მიუხედავად რომ ელენეს უთხრა,ერთი გზა გვაქვსო,მას მაინც ჰგონია,რომ ეს გზა სადღაც მაინც გაწყდება.
-წამოდი,რამე დავლიოთ,-ხელი გადახვია მხარზე გიორგიმ,-შენც გეშიება და მეც,ერთად გავიდნენ ოთახიდან,ელენემ კი დრო იხელთა და საბანი წამს გადაიძრო,ფეხზე წამოხტა და ჩაცმა დაიწყო,როცა დამიანე შემობრუნდა ოთახში და შეშინებული ქალი ლიფის და შარვლის ამარა დაეცა საწოლზე.
-მაპატიე,-ხელები აიფარა დამიანემ და უკან შებრუნდა,-მეგონა იწექი
-მოკეტე და გადი,-დაუყვირა ელენემ და ძლივს ძლიობით წამოდგა,მაისურს დასწვდა და გადაიცვა,-რომ გამოვალ რაღაცას გეტყვი
-ახლა მითხარი,-სიცილით მიუგო დამიანემ
-არა,მოწესრიგება მაცადე
-მითხარი!
-ჯანდაბას. . .,ჩემს მეგობრებთან წამიყვან?
-რას მეკითხები,აბა რას ვიზამ,რომ მოწესრიგდები წავიდეთ
-ჯერ ჭამე.
-არის,ჩემო მზრუნველო ქალბატონო.
-ჯერ შენ ჩემი მზრუნველობა არ გინახავს
-იმედია სერიოზულად ამბობ
-არა , რა თქმა უნდა,-ცინიკურად გაეცინა ელენეს,-წადი
-კარგი,-გავიდა დამიანე ოთახიდან,-გაეღვიძა,-მიუგო გიორგის და გვერდით მიუჯდა,მაგიდასთან.
-კარგია,ეს ჭიქაც და თავისუფალი ხარ
-ვეღარ დავლევ,ბოდიში
-რატომ?
-ელენე მიმყავს თავის მეგობრებთან
-კი ბატონო,ჭკუით იყავით
-ეგ რა სათქმელია,-სიცილი დააყოლა მან,-როგორც წავივან ისევე მოვიყვან
-ამდენს ვლაყბობ და სახელი არ გკითხე,არც წელი
-დამიანე ილდანი
-სვანი!
-დიახ
-ძალიან კარგია,ელენეს უყვარს სვანეთი
-მამცნეს უკვე
-ნინელიმ ?
-სხვა ვინ,-გაეცინა,-30 წლის ვარ
-მშვენიერი ასაკია,თითქმის ისეთი უკვე რომ შეიძლება კაცის ნდობა
-მერწუმენთ,ჩემში ეჭვი აასოდეს შეგეპარებათ,-ენაზე იკბინა მწარედ
-ვიმედოვნებ,-მიუგო გიორგიმ და წითელი ღვინით სავსე ჭიქა ბოლოდე ჩაცალა.ამასობაში ელენეც გამოვიდა ოთახიდან და მათ საუბარში ჩაერია.
-ვაგვიანებ,-წუწუნით თქვა,გიორგი წამოდგა რომ შვილს ჩახუტებოდა
-ჯერ არ მოსულხარ და უკვე სადღაც მიდიხარ,-გამწყრალი ხმით უთხა შვილს
-როგორ ხარ გიორგი?
-მე რა მოსაკითხი ვარ შე ოხერო,შენ როგორ ხარ?-მოეხვია შვილს,-ლამის ავიღეთ ბილეთები და შენთან გამოვფრინდით,მაგრამ როგორც ყოველთვის შენ დაგვასწარი.
-კარგია,-გაუღიმა ელენემ-უნდა წავიდეთ,არ ინერვიულოთ გვიან მოვალ,აწი სულ აქ ვიქნები.
-არ ვნერვიულობ,მგონი,-გაეღიმა,-სანდო ხელში ხარ.
-კარგი,მაშ წავალთ ჩვენ და ნინელი რომ მოვა გადაეცი,ხომ იცი მაგან უაზრო ნერვიულობა იცის.
-კი,მა რას ვიზამ.-დამიანემ ყურში უჩურჩულა
-ჩაეხუტე,-და ელენეც მისი თხოვნით ჩაეხუტა გიორგის.-ახლა თავისუფალი ხარ,-ისევ უჩურჩულა და ხელი წელზე მოხვია.



პ.ს იმედია მოგეწონებათ. წინა კომენტარებისთვის დიდი მადლობაა. მიყვარხართ მე თავენ



№1  offline წევრი kaxelii

კარგია მე მომწონს მაგრამ ეცადე თავები გაზარდო. ველოდები მომდევნო თავს.

 


№2 სტუმარი სტუმარი მ

ამ გოგოს რა აწიკვინებს, ვერ ვხვდებიი

ზოგს რა ბედი აქვსო, ამაზეა ნათქვამი..

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

მე რას ვერ ვიგებ იცი? ეს გოგო მაღალ ფეხზე რომ დგას რატო ავიწყდება რა გააკეთა მისთვის დამიანემ ისე რო კბენს თიტქოს იქეთ იყოს მასთან ვალში ჩემი დამი მოვკლავ მე მაგ გოგოს და დავიტოვებ დამის love love შენ მაგარი გოგო ხარ ველოდები შემდეგს

 


№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

კარგი გოგო ხარ თეო,ეს ბიჭიც მომწონს,მაგრამ. ელენეს ვერ ვუგებ

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

მართლაც, იმის მაგივრად, რომ მადლიერი იყოს როგორ ენამწარობს და უყვირის კიდევ. თავაზიანობა უნდა გამოიჩინოს მისდამი, სულ მცირე მაინც და მადლიერების გრძნობა. ძალიან მოწყენილი და ცხოვრების აზრდაკარგული დგას მამის წინაშეც კი. საოცარია და არ მომწონს ეს ელენეს პერსონაჟი. მართალია ამდენი გადაიტანა, მაგრამ უნდა ეცადოს მაინც წარსული უკან დატოვოს და ისე იცხოვროს, როგორც ცხოვრება უკარნახებს.
დამიანე ამ შემთხვევაში მართალი იყო, მაგრამ რატომღაც არ უჯერებს ეს გოგო :((
თეოოო, ძალიან კარგად წერ და მსიამოვნებს შენი წერის სტილი.
თან ღრმა და დამაფიქრებელი იყო დამიანეს საუბარი ელენესთან. მეც კი ვეთანხმები მის სიტყვებს და ცხოვრებაში სწაავლაგავლილი კაცის სიტყვებს ჰგავდა, ნასწავლ და გამოცდილების მქონე. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ კომპანიაში მუშაობს, სადაც ასეთ გოგოებს ეხმარებიან, მაინც მიმაჩნია, რომ დრო ყველაფერს აჩვენებს, შეუყვარდებათ თუ არა ერთმანეთი.
საინტერესოდ წერ... ხოდა განაგრძე <3
შენი ერთგული ერკე love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6  offline წევრი nini31323

ვერგავიგე რას ნაგლობს ეს ელენე?! როგორც მეგრელები ვიტყვით ,,ჯგირობუაქ ვამურთუო?,, ვთარგმნო? ანუ ეს ნიშნავს კარგი არ ეამა?! ნუ დახლოებით მსგავსია. მიყვარს მეგრული ეს ისტორიასთან რა შუაშია, მოკლედ კარგია მარა ელენე მოარჯულე რა

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

ცოტა დათმობა არ აწყენს ელენეს... მადლობის მაგივრად აქეთ იღრინება. ვხვდები რონ არც ისე იოლი გზა არ გამოიარა მაგრამ მაინც ხომ უნდა შეძლოს თავის მოთოკვა. ვხვდები რომ ძველსა და ახალ ელენეს შორის აბსოლუტური განსხვავებაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent