შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შერლოკ ჰოლმსი:სიყვარულის პატიმარი6


14-12-2015, 00:02
ავტორი Weirdo
ნანახია 2 184

შერლოკი,ჯონი და ოფიცერი ლესტრეიდი საქმეს შეუდგნენ
-არც კი ვიცი საიდან უნდა დავიწყოთ-თქვა ჯონმა
-რაღაც მინიშნება უნდა იყოს-თქვა შერლოკმა
-შერლოკ მაპატიე ამას რომ გეუბნები-დაიწყო ოფიცერმა-მაგრამ მეეჭვება ნატალი მორიარტისგან დაიხსნა
-ახლა კარგად მომისმინე ოფიცერო ლესტრეიდ-დაიწყო სერიოზული სახით შერლოკმა-თქვენ თქვენს პატარა ტვინში ამის გააზრება გიჭირთ მაგრამ იქნებ მაცალოთ
ოფიცერი დადუმდა და ჯონთან მივიდა
-რაღაც ძან გაბრაზებული მეჩვენება
-არ გეჩვენება,ზედმეტად აჰყვა ემოციებს-ჩაეცინა ჯონს
შერლოკი კი ამდროს ისევ იმ შეტყობინებას კითხულობდა.ეძებდა...მაგრამ რას ეძებდა თვითონაც ვერ გაიგო
-საად შეიძლება წაეყვანა მორიარტის ქალი რომელიც უყვარს-დაიწყო ისევ ოფიცერმა
-ლესტრეიდ ხომ შეგიძლია ხმა ჩაიგდო!დარაიცი რომ უყვარს-გაცეცხლდა შერლოკი
-კარგი დამშვიდდი,ესხომ ისედაც ვიცით
უცებ შერლოკს სახე გაუნათდა
-ხოლმე ჭკვიანურ რაღაცეებს ამბობ-უთხრა ოფიცერს-ესეიგი,ვინაიდან ჩვენ ვიცით რომ მორიარტის ნატალი დიდიხანია...უყვარს-ამ სიტყვაზე შეჩერდა და ძლივს ამოღერღა შერლოკმა-საიდან შეიძლებოდა თავდაპირველად მორიარტის ნატალი ენახა? გამოვრიცხოთ ლონდონის ხალხით სავსე ქუჩები ამას პლიუს გავიხსენოთ ისიც რომ მას ქალი არ შეუყვარდება 1.თუ ძალიან ლამაზი არ არის2.თუ რაღაც ნიჭი არაქვს,ყველაფერია ნათელია-გაუნათდა შერლოკს სახე-ნატალის მამას უნდა ველაპარაკო
შერლოკის სიტყვებს ოფიცერი და ჯონი გაკვირვებით უსმენდნენ ბოლოს კი ორივემ ერთად ამოღერღა:
-გასაოცარია!
შერლოკი,ჯონი და ოფიცერი ლორდ ნორტონთან წავიდნენ
-ამხელა სახლი და ასე ცოტა ადამიანი ცხოვრობდეს-ჩაიჩურჩულა ჯონმა
-მობრძანდით-თქვა ლორდ ნორტონმა და შემოსასვლელისკენ გაუძღვა-დაბრძანდით,გთხოვთ
-ლორდ ნორტონ-დაიწყო შერლოკმა-თქვენთან რამოდენიმე შეკითხვა მაქვს ნატალისთან დაკავშირებით
-მასზე ისე ლაპარაკობთ თითქოს ცოცხალი იყოს ახლაც-თქვა ცივი სახით ლორდმა
-რატომღაც დიდად არ განგიცდიათ ერთადერთი მკვირდი ქალიშვილის დაკარგვა
-საყვარელი ადამიანების დაკარგვას თითქოსდა მივეჩვიე-უპასუხა ისევ ცივი სახით ლორდმა
*ახლა გასაგებია ვის გავს ნატალი ემოციების გამოხატვის მხრივ*გაიფიქრა შერლოკმა
-ერთი სიტყვით ნატალის ბავშვობაზე მინდათ რაღაც გკითხოთ
-გისმენთ-უპასუხა ლორდმა ნორტონმა
-ნატალიმ თავიდანვე კარგად იცოდა დანების გამოყენება?
-არმითხრათ რომ თქვენთანაც ცადა-ხელი ჩაიქნია ლორდმა
ამაზე კი შერლოკს გაეღიმა,მაგრამ მალევე ისევ სერიოზულ სახეს დაუბრუნდა,რადგან მიხვდა სიტუაციას ნამდვილად არ შეეფერებოდა
-დიახ-უთხრა შერლოკმა-მომიყევით ამის შესახებ კიდევ რამე
-დანებს უკვე 4წლიდან არაჩვეულებრივად იყენებდა,თითქოსდა დაბადებისთანავე დედამ ეს დააბედაო,მაგრამ სწორედ ამ დანების გამოყენება აწბილებდა ჩემ ახლანდელ მეუღლეს,ამიტომაც მას ხშირად სასტიკად ვსჯიდი
-და მაინც რას აკეთებდა ამ დანებით?-ჩაეკითხა ოფიცერი
-როდესაც გაბრაზებოდა თავისი საყვარელი ბასრი დანა ყოველთვის თან ქონდა,და ის ადამიანი ვინც მას გააბრაზებდა სწორედ მისკენ ისროდა,მაგრამ ამაში ის ძალიან დახელოვნებული იყო ამას შესაშინებლად აკეთებდა და დანაც ყოველთვის სანტიმეტრებში მცდებოდა
-მცდებოდა?-კითხა შერლოკმა-ანუ თქვენც ყოფილხართ მისი მიზანი?
-რაღა დაგიმალოთ და უმეტესად კი
-და იმ ნაიარევზე რას იტყვით ზურგზე რომ აქვს მიყენებული?
უცებ ლორდი შეცბუნდა
-როგოც ვხედავ ზურგი გინახიათ-თქვა ისევ დამშვიდებულმა
-ვინ მიაყენა ეს ნაიარევი?
-არვიცი-თქვა გაკვირვებულმა ლორდმა
-იცით-მოუჭრა შერლოკმა-კარგით კარგით,სახლიდან ხშირად აგდებდით?
-ოო რაკარგად დაგიმახსოვრებიათ მისტერ ჰოლმს იმ დღის ნატალის ნათქვამი-თქვა ლორდმა-კი რადგან ღირსი იყო
-და მერე მთელი ღამე სად იყო?
-თავიდან არვიცოდი სად დადიოდა,მაგრამ მერე ეს ფაქტი ხშირად რომ განმეორდა ვიღაცა უცხო კაცი მოვიდა და მითხრა რომ აქედან მომავალი გოგო ჩემს მინდორზე იჭრებაო თან ამავადროულად იმ კაცმა აღნიშნა რომ ნატალი მარტო არიყო,ვიღაც ბიჭი გაიცნო იქ როგორც ჩანს სადაც ორივე დანებზე ვარჯიშობდა
-სად იყო ეს ადგილი?-ჩაეკითხა შერლოკი
-ეს მაიმუნი გოგო საკმაოდ შორს მიდიოდა,მდინარე ტემზასთან არის ერთი ტყე რომელიც უკვე მიტოვებულ საავადამყოფოს აკრავს
-უკვე?
-დიახ,მაშინ როცა დადიოდა ნატალი იქ ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა მაგრამ უკვე წლებია გააუქმეს
-რათქმაუნდა-წამოიჭრა უცებ შერლოკი-ესხომ ლონდონის დასაწყისშია
-დიახ სწორად მიხვდით
-კარგით მადლობა ლორდ ნორტონ კარგად-დაემშვიდობა შერლოკი
ლორდ ნორტონმა სტუმრები გააცილა თვითონ კი სახლში დაბრუნდა.
-ყველაფერი გასაგებია-თქვა შერლოკმა-წავედით
-და სად?-იკითხა გაკვირვებულმა ჯონმა
-ნუთუ ვერ მიხვდით?
ოფიცერმა და ჯონმა უცნაური შესახედაობა მიიღეს.
-ოო ოდესმე შეძლებთ თქვენი ბანალური ტვინიდან გამოსვლას-აღნიშნა შერლოკმა-ლორდმა როგორც თქვა ნატალი ხშირად დადიოდა იმ ტყეში საავადმყოფოსთან,სწორედ ეს იქნებოდა ადგილი სადაც მორიარტი მას აღმოაჩენდა,ამას პლიუს მამამისმა ისიც თქვა რომ დანებს სულ დაატარებდადა პლიუს ვიღაც ბიჭთან ერთად იყო,ანუ რაგამოდის რომ ტყეში ის თავის შესაძლებლობებს კიდევ უფრო აძლიერებდა,აირა ნიჭი აღმოაჩინა მორიარტიმ მასში და სად წაიყვანდა მორიარტი თუარა მათი გაცნობის ადგილის გარდა?
-ისევ შენი გონება-თქვა სიცილით ოფიცერმა ლესტრეიდმა
-ლესტრეიდ პოლიციელთა ჯგუფი წამოიყვანე ოღონდ მინდა შორს იდგნენ ჩემგან რათა მორიარტიმ მხოლოდ ჩვენ შეგვამჩნიოს
-კარგი-თქვა ლესტრეიდმა და სამივენი დანგრეული სავაადმყოფოსკენ გაეშურნენ
-რა საშინელი სანახაობაა-აღნიშნა ჯონმა და იქაურობას გადახედა.მართლაც საზარელი სანახავი იყო ძალიან დიდი უდაბური ტყე და დანგრეული შენობა რომელიც მას შიშის გრძნობას მატებდა
-მოჩვენებათა სახლში მგონია თავი-თქვა ოფიცერმა
-წამოდი დავათვალიეროთ-უთხრა შერლოკმა-ოღონდ ძალიან ჩუმად
შენობა მართლაც დიდი იყო იმისდამიუხედავად რომ დანგრეული ყოფილიყო.3სართული და საკმაოდ განიერი იყო,ამიტომაც გადაწყვიტეს რომ ცალცალკე წასულიყვნენ თითო სართულზე
ჯონი ნელი ნაბიჯებით ავიდა მეორე სართულზე სადაც უეცრად დიდი ფარდა დახვდა ჩამოკიდებული,მან ფარდა გადაწია ოდნავ და უკვე რაღაც ხმები გაიგონა
-ჩემო საყვარელო ნატალი-ჯონი მიხვდა რომ ეს მორიარტი იყო-დღეს შენ აბსოლიტურად ჩემი გახდები!!რაიყო ხმას რატომ არ მცემ?-გაბრაზდა უეცრად მორიარტი და ყვირილი დაიწყო-განა მაშინ არვიყავი შენი სიყვარული როცა ტყეში შეგხვდი!!!
ჯონიმ გზა იქითკენ გაიკვალა სადაც ესმხა მოდიოდა,ფარდა ისევ ოდნავ გადაწია და არაჩვეულებრივ სურათს გადააწყდა:
ნატალის თეთრი კაბა ეცვა,რომელიც სისხლით მოთხვრილი იყო,თვითონ ნატალი კი სკამზე იჯდა და ხელები დასერილი ჰქონდა ბოლოში კი შეკრული.
მორიარტი ალაპარაკდა ისევ
-კარგი რადგანაც ხმას არმცემ,მაშინ ძალით ამოგაღებიებ!კიდევ ერთხელ გისვამ კითხვას გახდები თუარა ჩემი კანონიერი ცოლი!-ნატალი ხმას მაინც არ იღებდა-ოო ნუთუ ძალიან გინდა შენი საყვარელი მამიკო მოკვდეს?მეშემიძლია იქაურობა ახლავე ავაფეთქო
ნატალი კვლავ დუმდა,მორიარტი კი აგრძელებდა
-ასეთი უგულოხაარ რომ მამას სიკვდილისგან არ იხსნი!-უთხრა საოცრად გაბრაზებულმა მორიარტიმ...მაგრამ უეცრად ეს გაბრაზება ღიმილით შეეცვალა
სწორედ ამდროს შერლოკიც ამოვიდა მეორე სართულზე
-შერლოკ-დაუძახა ჩუმად ჯონმა-აქ მოდი
შერლოკი მივიდა,ფარდა გადაწია,როდესაც ნატალი დაინახა...ასეთი...
სწორედ მაშინ მოხდა შერლოკში კიდევ ერთი დიდი ცვლილება:მისმა ადამიანურმა ერთმა თვისებამ აჯობა თავის გენიას
რაც შეეხება ნატალის ის იჯდა და უყურებდა მორიარტის რომელსაც უეცრად სახე გაუნათდა:
-ვიცი რაც აგალაპარაკებს-დაიწყო ტკბილად მორიარტიმ-როგორც ვხედავ მამაშენის სიცოცხლე დიდად არ გადარდებს მაგრამ ვიცი ვისიც გადარდებს-ახლოს მივიდა მორიარტი და თმაში ხელი წაუჭირა-ეს ხომ დამპალი შერლოკია!
ამდროს ნატალის სახე ეცვალა და ცახცახი დაიწყო
-ასეც ვიცოდი,მაგრამ რაღა მაინცდამაინც შერლოკი-უყვირა მორიარტიმ-რაც არუნდა იყოს,შერლოკთან მაინც ვერასდროს იქნები-გაეღიმა უცებ-რადგან თუ ამწუთასვე ხმას არ ამოიღებ უბრალოდ ჩემს მცველებს მის მოკვლას დავავალებ რომლებმაც ძალიან კარგად იციან სად ცხოვრობს მისტერ ჰოლმსი და დამთავრდა-და ტაში შემოკრა მორიარტიმ
-რაგინდა ჩემგან?-ამოიღო ბოლოსდაბოლოს ხმა ნატალიმ
-როგორც იქნა მისის უდიდებულესობის ლაპარაკს ვეღირსე-და რევერანსი გაუკეთა მორიარტიმ-მე შენგან არაფერი მინდა მხოლოდ შენი თავი-და გაუღიმა
-და თუასე არიქნება?-შეეკითხა ნატალი
-მხოლოდ ერთი ზარი-აიღო ტელეფონი მორიარტიმ-და შერლოკს დავაძინებთ-გაუღიმა ისევ-რათქმაუნდა სამუდამოდ
ნატალი ისევ აკანკალდა.
ამდროს მორიარტი ისევ ახლოს მივიდა,სახეზე ხელი მოკიდა და რაც შეიძლება ახლოს მიიტანა მასთან
-მითხარი გინდა შერლოკმა იცოცხლოს?
-ძალიან-თქვა ცრემლმორეულმა ნატალიმ
-მაშ თანახმა ხარ გახდე ჩემი კანონიერი ცოლი?
-თანახმა ...-ვეღარ დაამთავრა ეს ნატალიმ
-არ არის-უეცრად ფარდა გაიხსნა
ეს ბოხი ხმა...ნატალიმ იცნო ვინც იყო ეს
-ოო შერლოკ ჩემო ერთგულო მეგობარო-დაიწყო ისევ მორიარტიმ-ნუთუ გგონია რომ ნატალის გადაარჩენ?- ნატალისთან ახლოს მივიდა მორიარტი,დანა აიღო და ხელზე გადაუსვა
-შემოთავაზება მაქ-დაიწყო შერლოკმა,რომელიც თვალს არ აშორებდა ამ დანის ტრიალს და სადაც იყო აფეთქდებოდა
-გისმენ-თქვა ეს მორიარტიმ და ნატალის კისერზე აკოცა
შერლოკი აინთო.სახეზე ცეცხლი მოედო მაგრამ მიხვდა რომეს არაფერში გამოადგებოდა და სწრაფადვე დამშვიდდა.
-ნატალი ჩემს მაგივრად
-შენს მაგივრად?-გაეცინა მორიარტის
-კი
-ნამდვილად კარგი შემოთავაზებაა,შეიძლება დავფიქრდე,მაგრამ მაშინ ჩემი ნატალის ხელი უნდა გავუშვა?
-კი-უთხრა მოჭრით შერლოკმა
-კიმაგრამ უკვე მე ის გამოვაწყვე-დაიწყო ირონიულად მორიარტიმ და იმ თეთრ კაბაზე მიუთითა
-მორიარტი მე თუ გეყოლები აბსოლიტურად ყველა გეგმის ასრულებას შეძლებ
-შერლოკ რას აკეთებ-დაიყვირა ნატალიმ,რომელსაც თვალები ცრემლით ავსებოდა
-ოო როგორი დრამატულია-თქვა ირონიით მორიარტიმ-მაგრამ ნატალი სამუდამოდ ჩემი იქნება!
-არამგონია-შემოვიდა ოფიცერი
-ოფიცერო გგონიათ აქ ჩემი ხალხი არარის?-გაეცინა მორიარტის
-კი საკმაოდ კარგი ჯაშუშები გყოლია,მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ უკეთესი აღმოგვაჩნდა-და დანარჩენი პოლიციელები შემოვიდნენ
-შეუძლებელია-გაუშეშდა სახე მორიარტის-თქვენ ჩემს ჯაშუშებს ვერ და-ა-ამარცხებდით-აუკანკალდა ხმა
-მორიარტი ვხედავ ისევ ძველი განლაგება გქონია ვითომ შენდა საიდუმლო ჯაშუშების ადგილზე-გაეღიმა შერლოკს-გეგონა შენს ჯაშუშებს ვერ ვიპოვიდით?!
-შერლოკ შენ შეიძლება იპოვე ჩემი ჯაშუშები-დაიწყო მორიარტიმ და ნატალის ისევ ახლოს მიუახლოვდა-მაგრამ ვეღარასდროს იპოვი ნატალის ცოცხლებში!-თქვა ეს ყვირილით,ნატალის ხელი აიღო და ვენები დანით გადაუჭრა
-ნატალიი!-დაიყვირა შერლოკმა
შერლოკში კიდევ ერთი დიდი ადამიანური ძალა აღიძვრა,ეს სიძულვილი იყო... როგორც კი ეს დაინახა მორიარტთან მივარდა და სასტიკად გაუსწორდა.
-მორიარტი თქვენ დაპატიმრებულიხართ-თქვა ოფიცერმა და სხვა პოლიციელებთან ერთად გარეთ გაიყვანა
შერლოკი ნატალის მივარდა
-ჯონ დროზე მოდიაქ-დაიყვირა შერლოკმა-შენ ხომ ექიმიხარ უშველე რამეე-თითქმის ვედრების ხმით უთრა
ამაზე ჯონმა გაკვირვებული სახით შეხედა
-კარგი დამშვიდდი-და ნატალის პულსი გაუსინჯა-ჯერ კიდევ ცოცხალია დროზე უნდა წავიყვანოთ სავაადმყოფოში
ზუსტად 10წუთის შემდეგ ნატალი საავადმყოფოში იყო,საკაცეზე იწვა,ექიმები თავს დატრიალებნდნენ
-რას აკეთებენ ამდენხანს-იკითხა უკვე სასოწარკვეთილმა შერლოკმა
-შერლოკ დამშვიდდი,ისინი პროფესიონალები არიან,ნატალი გადარჩება
შერლოკი მაინც ვერ ისვენებდა.დაჯდებოდა თუარა ისევ წამოდგებოდა და ასე წინდა უკან დადიოდა
-შერლოკ ნერვებს მიშლი-უთხრა ჯონმა
შერლოკი დუმდა მაინც
-შერლოოკ-თითქმის დაუყვირა ჯონმა
-ჯონ! მომეშვი
და ისევ შეტრიალდა უკან.
-ღმერთო ჩემო ასე განიცდი ნუთუ?მიკვირს
ამაზე კი შერლოკი შემოტრიალდა
-შენ მეუბნები თუ როგორ განვიცდი?როგორ უნდა განვიცადო როცა ადამიანი იქ წევს და სიკვდილს ებძვის! მისი სიკვდილი ერთხელ უკვე ძლივს გადავიტანე მეორეჯერ ვეღარ შევძლებ!-უთხრა ხმამაღლა სიქაგამოცლილმა შერლოკმა
ჯონი მიხვდა,რომ რაღაც შერლოკი სხვანაირად იქცეოდა.
-განა ნატალი ასე განაღვლებს?
-ჯონ ახლა მაინც გამოიყენე ეგ შენი პატარა ტვინი!!!
სწორედ ამდროს ექიმები გამოვიდნენ საოპერაციოდნენ,სწორედ იქ სადაც ნატალი იყო...
-ექიმო-მივარდა შერლოკი-როგორ არის ნატალი
-ახლა კარგად არის?-კითხა ჯონმა
ექიმი რატომღაც დუმდა
-გაგვეცით პასუხი-თითქმის ყვირილით უთხრა გაბრაზებულმა შერლოკმა
-თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა...
-ასე რატომ იწყებთ-არ აცალა შერლოკმა-ახლა როგორ არის!!!!
-მაგრამ უეცრად მას გული გაუჩერდა...გვაპატიეთ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო,მართლაც ყველაფერი კარგად მიდიოდა,სისხლიც არ დაუკარგავს ბევრი მაგრამ გულმა ამდენი ზეწოლა ვეღარ გადაიტანა...გვაპატიეთ
რა დაემართა შერლოკს ამ სიტყვების მოსმენის დროს? ძნელია გადმოცე სიტყვებით ის გრძნობები რომელიც ამდროს შერლოკს მოაწვა.ის უბრალოდ გახევდა...გაქვავდა...
-არა არაა-დაიწყო ისევ ჯონმა-ნუთუ ასე შეიძლება ცხოვრება მოგექცეს
-შერლოოკ-კითხა ჯონმა-ახლა გონება უნდა მოიკრიბო და დამშვიდე
-შეერლოკ გესმის ჩემიი?
-შერლოოკ!!!-იმეორებდა ჯონი ამას
მაგრამ შერლოკს ამწამს არავის ხმა არ ესმოდა.მისთვის სამყარომ მოძრაობა შეწყვიტა...სამუდამოდ...შერლოკის თვალწინ ყველა სულიერი არსება გაქრა,ჯონსაც კი ვეღარ ხედავდა რომელიც ყოველწამს მას ეძახდა
-შეიძლება საბოლოოდ ვნახო ის?-კითხა შერლოკმა უეცრად ექიმს
-კი შეგიძლიათ
შერლოკი წინ რობოტივით წავიდა,შეაღო საოპერციოს კარი და იქვე მყოფ სკამზე ჩამოჯდა
ნატალის თითქოსდა ეძინა.თითქოს არაფერი აწუხებდა.მის ლამაზ სახეს კვლავ ეფინა ბედნიერების ფერი,ბედნიერების რომელიც მას არ ეღირსა...
-ნატალი-დაიწყო უცებ შერლოკმა რომელიც სადაც იყო ატირდებოდა-მაპატიე-და თავი ჩახარა და მის ხელს აკოცა რომელიც იმწუთასვე დაეკავა ხელში-ვერ შევძელი...ვერ შევძელი შენი გადარჩენა...მინდოდა ერთ რაღაცაზე შენთვის პასუხი გამეცა მაგრამ...მაგრამ შემიძლია გითხრა რაღაც რომ ჩემ ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი იყავი და სულ მუდამ ასედარჩები-თქვა ეს შერლოკმა და ნატალის შუბლზე აკოცა
გარეთ გამოვიდა ცრემლები მოიწმინდა და სახლის გზას გაუდგა.
1დღე ასე გამომწყვდეული იყო სახლში
-შერლოოკ-დაიწყო ჯონმა-ცხოვრება მოგბეზრდაა?!
-დიდიხანია-თქვა შერლოკმა და თავისი არაყის ბოთლი გვერძე გადადო
-დღეს კარგად გამოიძინე
-რატომ
-ხვალ დიდი საქმე გვაქ
-არანაირი საქმე
-როდემდე შერლოკ?-კითხა ჯონმა
-სამუდამო
-შერლოკ აზრზე მოდიი
-ჯონ თავი დამანებე
-ეგ ბოთლი გადადეეე!
-არ მაინტერესებს რაც გინდა ის გიქნია!
-ხვალ საქმეზე უნდა წამოხვიდე-მოუჭრა ჯონმა
-არათქო
-და თუ საქმე
-არაა
-ნატალის შეეხება?
უცებ შერლოკმა ბოთლი დადო.
-რაღა გინდა ნატალისგან?!-კითხა გაბრაზებულმა
-ექსპერტიზა უნდა ჩავუტაროთ,მორგში ხვალ შენი საქმე იქნება ზუსტად
-არა არწამოვალ!
-შერლოოკ სხვა გზა არგაქ
-მე ნატალის ისეთს ვერ ვნახავ
-მოგიწევს
-არ შემიძლია ჯონ არ გესმის?-უთხრა ყვირილით
-რატომ შერლოკ რატოომ! შენთვის აქამდე პრობლემა არ ყოფილა მორგში წამოსვლაზე!!! არც იმაზე გითქვამს უარი როცა მოგვატყუეს! გახსოვს 4წლის უკან როცა გვითხეს ის "ქალი" რომ მოკვდა! მაგრამ შენ მაშინაც წამოხვედი,იმისდამიუხედავად რომ იცოდი იქ ის მკვდარი დაგხვდებოდა! მართალია ეს არიყო მართალი ინფორმაცი ამაგრამ შენ არ გიწუწუნიაა!
-ჯონ შემეშვი
-ესხომ მორიგი საქმეა
-მორიგი!?-გაცეცხლდა შერლოკი
-ხვალ წამოხვალ,საბოლოოდ ნახავ ნატალის-უთხრა ეს და ოთახში შევიდა
გათენდა.უკვე 9საათი იყო
-მოლი შერლოკი არ მოსულა?-კითხა ჯონმა მოლის
-არმოსულა?-დაიწყო მოლიმ-დილის 6ზე აქ იყო უკვე
-ასე ადრე?
-ხოო,გვამი ჯერ არც მოეტანათ
ჯონის გაუკვირდა ძალიან შერლოკის ეს საქციელი.
-შერლოკ-მივიდა მასთან ჯონი-აბსოლიტურად სწორად მოიქეცი რომ მოხვედი
შერლოკი დუმდა.ნატალის გვამი წინ იყო.
შერლოკმა ოდნავ სახეზე გადაუწია ნატალის ის ნაჭერი რომელიც მას მთლიანად ეფარა
შერლოკს გაეღიმა
ნატალის ლამაზი სახე ოდნავადაც კიარ შეცვლია,მისი ლამაზი ნაკვთები მისი უბედურ ცხოვრებაზე მეტყველებდა
შერლოკს ცრემლი მოადგა ისევ...მაგრამ მალევე მოიწმინდა რომ სხვებისგან დაემალა.
-შერლოკ აღარ შეუდგები საქმეს?-კითხა მოლიმ
შერლოკი ისევ დუმდა.უნდოდა ნატალის ხელი საბოლოოდ დაეჭირა,მისი ეს ლამაზი მაჯა რომელიც მორიარტიმ სასიკვდილოდ გაიმეტა...
მის მაჯას მოკიდა ხელი მაგრად და სწორედ გაშვებას აპირებდა უკვე რომ...
რომ შერლოკმა უეცრად რაღაც იგრძნო...
ეს ნატალის მაჯა იყო...ის ჯერ კიდევ ცემდა...
-კიმაგრამ ესხომ შეუძლებელია-დაიყვირა შეშინებულმა და თან გახარებულმა შერლოკმა-ბოლოს როცა მისი მაჯა დავიკავე უსიცოცხლო იყო...ჯონ მოდი სწრაფად აქ!



№1  offline წევრი სალომე09

ვაიმმმეე, იმხელა ემოციებით იყო დატვირთული ეს თავი რომ ცრემლებმაც იწყეს დენა. მაგრამ ბოლო სტროფზე შევკივლე სიხარულისგან. მაგარი ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent