მინდა მიყვარდეს თავი 12
თავი 12 ბექა... საავადმყოფოდან ისე გიჟივით გამოვვარდი და თან ანას ხელს არ ვუშვებდი არ მინდოდა ისევ გამქცეოდა სადმე.გადაწყვეტილება მიღებული მქონდა დღეს ყველაფერი უნდა მეთქვა მისთვის და ვალდებული იყო მოესმინა.არ უნდოდა წამოსვლა თვალებში ეტყობოდა რომ ჩემი ცოტა ეშინოდა კიდეც მაგრამ მე ხომ ვიცოდი რომ მისთვის არაფერი ცუდის დაშავება არ შემეძლო.მე ეს პატარა გოგო რომელიც მუდამ ჩემს ნერვებზე თამაშობდა სიგიჟემდე მიყვარდა და უკვე ჭკუიდანაც გადავყავდი.ვატყობდი ჩემს თავს რომ სიგიჟეების ჩადენაც შემძლებია და ეს ორმაგად მაგიჟებდა.მისი უმანკო გამოხედვა სულ თავგზას მიბნევდა,მისი ბაგეების სიტკბო კი თავს მაკარგვინებდა.არ შემეძლო მასთან ყოფნა ისე რომ არ შევხებოდი,არ მეკოცნა.ამ ფიქრებს ჭკუიდან გადავყავდი.მეტს ვეღარ მოვითმენდი ყველაფერი დღესვე უნდა გარკვეულიყო ყველაფერი რაც ჩემს თავს ხდებოდა. თორემ მერე საკუთარ თავზე პასუხისმგებელი არ ვიყავი. მანქანაში ჩაჯდომის დროს ისევ თავისი ჯიუტობა გამოიჩინა მაგრამ ჩემთან ფონს ვერ გავიდა.ხელში ავიყვანე და მანქანაში კი არ ჩავსვი არამედ ჩავტენე,მეც მაშინვე სეჭესთან მოვკალათდი და მანქანა ადგილიდან მოვწყვიტე.რადგან ვიცოდი თუ არ წავიდოდი მაშინვე მისგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო.ალბათ მანქანიდანაც კი გამექცეოდა.მთელი გზა ხმა არც ერთს არ ამოგვიღია.ვაშლიჯვარში ჩემს სახლში მივიყვანე და მანქანიდან გადმოვედით ორივე.სახლში შევედით,სამზაეულოდან ორი ფინჯანი ჩაი გამოვიტანე და ვთხოვე რომ ყველანაირი შეწყვეტის გარეშე მოესმინა ჩემთვის.ისიც დამთანხმდა.დავიწყე ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე მთელი ჩემი ცხოვრების მოყოლა,მინდოდა მას უფრო ახლოდან გავეცანი და ის ფიქრები და განცდები რაც ჩემს მიმართ ჰქონდა ერთხელ და სამუდამოდ გამექრო მისი გონებიდან.ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის ყოველი მტანჯველი წამის გახსენება ჩემი ბავშვობიდან მაგრამ როგორმე გადავიტანდი ოღონდ ანას ჩემთვის მეორედ ზიზღნარევი მზერით არ შემოეხედა.რაც ნატალიასთან მაკავშირებდა ის სულ დეტალურად მოვუყევი,ვხვდებოდი რომ მისთვის არ იყო ადვილი ასატანი ჩემი ცხოვრების ყველა დეტალი რომ გავაშიშვლე მის წინაშე და ყველანაირი შელამაზების გარეშე წინ გადავუშალე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა,მასთან მისასვლელი ყოველი გზა თვითონვე მომიჭრა,მხოლოდ უკიდურესი გზა დამიტოვა ხოდა მეც ამ უკიდურეს ზომებს მივმართე ბოლოს როცა ყველანაირი იმედი გადამეწურა ანასთან ყოფნის.საუბარი რომ დავასრულე მისი კითხვა მხოლოდ ნატალიასადმი ჩემს სიყვარულს შეეხო,მხოლოდ ერთადერთი კითხვა გაუჩნდა ამ 3 საათის საუბრის შემდეგ და ის ერთი კითხვაც ნატალიას ეხებოდა.ამ კითხვის გაგონებისას ჩემი გული საგულედან ამოვარდნას ლამობდა,არ იცით იმ წუთას მე რა ბედნიერი ვიყავი,მივხვდი რომ ანა არც ისეთი გულგრილი იყო ჩემს მიმართ როგორადაც თავს მაჩვენებდა და ეს ჩემი უკიდურესი ზომა თავის მიზანს მალე მიაღწევდა.როდესაც მისი კითხვა უარყოფით დავადასტურე მივხვდი რომ მთლად ბოლომდე ვერ დავარწმუნე,უკვე მოქმედების დრო დადგა.მთავარი გეგმა ჯერ კიდევ შესასრულებელი მქონდა და არც ვჩქარობდი რადგან მინდოდა მისი მზერით დამეჭირა ის გრძნობა რასაც ამ წუთებში განიცდიდა.მაგრამ ეს საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. საბოლოოდ გამოვუთყდი სიყვარულში.ის მართლა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო მთელს დედამიწის ზურგზე.მისი თვალების,ტუჩების და შეხების გარეშე ერთი წუთითაც არ შემეძლო ცხოვრება,ასე მეგონა თუ ის არ მიყურებდა უკუნეთ სიბნელეში ვიყავი და გზის გაკვლევას ვერანაირად ვერ ვახერხებდი,როდესაც მისი ლამაზი თვალები მომანათებდა ამ ჯოჯოხეთში ნათელი წერტლი აკიაფდებოდა და მეც მაშინვე ვაღწევდი თავს წყვდიადს.ანას ხმა არ ამოუღია.არ ელოდა ბოლომდე რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო და მე მასთან თამაშს არ ვაპირებდი.მე მის მიმართ წმინდა და წრფელი გრძნობა მქონდა,ამის დაჯერება უჭირდა ამიტომ დრო მივეცი რომ ყველაფერზე დაფიქრებულიყო,დრო კი მთელი ღამე ჰქონდა რადგან პასუხის გარეშე ის დღეს აქედან ვერსად ვერ წავიდოდა.ბოლოს ისიც კი ვუთხარი რომ თუ პასუხი მისგან უარყოფითი იქნებოდა,რაშიც ეჭვი მეპარებოდა საერთოდ აღარასოდეს შევაწხებდი მას ჩემი არსებობით და მითუმეტეს ჩემი სიყვარულით. მხოლოდ ერთი შეკითხვა დავუსვი ოდნავ მაინც მოვწონდი თუ არა.მაგრამ პასუხი ვერ მივიღე ჩემს დასმულ შეკითხვაზე,რაზეც ძალიან დამწყდა გული.ვხვდებოდი რომ ანას უჭირდა ამ ყველაფრის აღიარება ,მას მართლა დრო სჭირდებოდა მაგრამ მე მეტს ვეღარ მოვითმენდი პასუხი დღესვე უნდა მიმეღო ან დადებითი ან აუარყოფითი.ცოტა მეშინოდა კიდეც რომ ანას ჯიუტ ხასიათს არ გადაეწონა ეს გრძნობა და საბოლოოდ არ წაერთმია მისი თავი ჩემთვის.ამიტომ ჩუმად ვიჯექი და ველოდი როდის ამოიღებდა ხმას,ის კი იჯდა და ჯიუტად არც ერთ სიტყვას არ ამბობდა.ბოლოს საერთოდ ადგა და უკანა ეზოში,ბაღში გავიდა.ცოტა ხანს დავტოვე თავის ფიქრებთან ერთად.დრო სჭირდებოდა რომ ეს ყველაფერი გადაეხარშა და ერთ დასკვნამდე მისულიყო.ძაან რომ დააგვიანა მე თვითონ გავედი და კარებთან გავჩერდი.დამინახა და ისიც გაჩერდა ეტყობოდა სახლში აპირებდა შემოსვლას მაგრამ მე დავასწარი.ვგრძნობდი რომ საუბრის დაწყება უჭირდა,მაგრამ საბოლოოდ ისევვ გამონახა თავის თავში ძალა და დაიწყო.მიყვებოდა თავის უდარდელ და ლაღ ბავშვობაზე. მინდოდა ჩემთან გახსნილი ყოფილიყო და მეც უფრო ახლოდან გამეცნო ჩემი საყვარელი გოგო.მთავარი ის გავიგე რომ არავინ ჰყვარებია ორმხრივი გრძნობით,რადგან მისი გრძნობა ყოველთვის ცლმხრივი იყო და მხოლოდ ანასგან მოდიოდა რომრლიც მუდამ უპასუხოდ რჩებოდა.როდესაც ჩემზე დაიწყო საუბარი ვუყურებდი და გაოცებას ვერ ვმალავდი,თურმე რამხელა გრძნობა ჰქონია და ამას საგულდაგულოდ ინახავდა ისე რომ ვერავინ ვერაფერს ამჩნევდა.ნეტავ როგორ შეეძლო ამ ყველაფრის დამალვა.ისეთი გრძნობით და სინაზით ჰყვებოდა ყოველ დეტალს,ყოველი ჩვენი შეხვედრის თითოეული წამი და სიტყვა ახსოვდა და მაშინ მივხვდი თუ რამხელა სიყვარული ყოფილა ამ პატარა,ერთი ციდა გოგოს გულში და საკუთარ თავს მადლობას ვუხდიდი რომ დღეს ეს ყველაფერი გავარკვიე და ბედნიერება ვაჩუქე ანას.ეტყობოდა და ამბობდა კიდეც რომ ასეთი გულწრფელი არასოდეს არავისთან ყოფილა.ყველას არ შეუძლია ყოველთვის ყველა განცდის თუ გრძნობის ვინმესთვის გადმოცემა, მაგრამ ანა დღეს ჩემს წინაშე ყველაზე გულწრფელი ადამიანი იყო მთელს დედამიწის ზურგზე.მისი გულწრფელობა თავიდანვე მაოცებდა,არასოდეს დამალავდა არაფერს რაც არ უნდა მწარე მოსასმენი ყოფილიყო.სწორედ ამან დამამახსოვრა მისი თავი და გულში სიყვარულის ნაპერწკალი გააჩინა.ეს იყო 22 წლის გოგო პატარა ბავშვის სიალალით და სიმართლით,რომელსაც არაფრის დამალვა არ ეხერხებოდა.მაგრამ გრძნობები აშკარად კარგად ჰქონდა გადამალული სადღაც კუთხეში,ისე რომ მის გამომზეურებას არც აპირებდა რომ არა დღევანდელი დღე.,,მიყვარხარ,, როდესაც მისი ბაგეებიდან ეს ჯადოსნური სიტყვა გავიგონე,საკუთარი ყურების არ მეჯერა,არ მეგონა თუ ეს ჯიუტი გოგო ასე მალე დაყრიდა ფარხმალს სიყვარულის წინაშე მაგრამ ვცდებოდი და ეს ყველაზე მეტად მახარებდა.ხელები გავუშალე და ნატვრის ასრულება შევთავაზე,არ ელოდა მაგრამ მაინც მალე მოვიდა გონს,ჩემსკენ გამოიქცა და გულში ისე მაგრად ჩამეკრა რომ სუნთქვა შემეკრა.მისი კანის შეხება ყველა უჯრედს მიწვავდა და სულს მიხუთავდა.ასეთი ამაღლებული გრძნობა და შეგრძნება ნატალიასთანაც კი არასოდეს მქონია.ეს რაღაც ჯადოსნურ სამყაროში გადასვლას ჰგავდა,სადაც ყველაფერი საოცარი ხდება.შეიძლებათ უზომოდ რომანტიკული ან რომანტიკაზე შეყვარებულიც კი გეგონოთ მაგრამ,ჩემთვის თვითონ ანა იყო ჩემი რომანტიკა,ჩემი მუზა და ჩემი ქალღმერთი.ის ჩემთვის ყველაფერი იყო,ჩემი ბედნიერება ჩემი ცხოვრება და ჩემი უზომო სიყვარული. ხელები ოდნავ მოვაშორე და ორივე ხელში მის პატარა,ციცქნა სახე მოვიქციე, მინდოდა მის ბაგეებს ისევ შევხებოდი,ისევ განმეცადა ის საოცარი სიამოვნების განცდა როდესაც მისი კოცნით ვიღებდი.ოდნავ შევეხე ბაგეებზე,არ გაუპროტესტებია ამიტომ მეც სითამამე მომემატა და მთელი გრძნობით ვუკოცნიდი ჯერ კიდევ გემო გაუსინჯავ მის ვარდისფერ ბაგეებს.ღვინოსავით მათრობელა და სასიამოვნო იყო მისი კოცნა.არ მინდოდა მის ბაგეებს მოვწყვეტოდი,მაგრამ არც ის მინდოდა რომ ზედმეტი მომსვლოდა.რადგან ამას ანას არასოდეს ვაკადრედი და არც საკუთარს თავს ვაპატიებდი რაიმე ისეთის ჩადენას.სახლში შევიყვაე,უკვე ძალიან გვიანი იყო და დასაძინებლად ავედით. საწოლში ჩავაწვინე,უკვე გამოსვლას ვაპირებდი როცა დარჩენა მთხოვა. ისეთი თბილი ხმით მითხრა რომ თავი ვეღარ შევიკავე,გვერდით მივუწექი და ძლიერად მოვხვიე ხელები.ვეფერებოდი თავზე და დროგამოშვებით შუბლზე ვკოცნიდი. ვიწექი მის გვერდით და ვფიქრობდი უკვე ჩვენს მომავალზე.რა ბედნიერი ვიყავი ეხლა რადგან ანა მყავდა და ის მე მეკუთვნოდა, საერთოდ ძალიან მესაკუთრე ადამიანი ვარ და ის რაც ჩემია მუდამ ჩემი უნდა იყოს.მას ზედმეტად ვერავინ ვერ შეეხება და ასე ვიყავი ანასთანაც.ის სამუდამოდ მე მეკუთვნოდა და ეს ყველას უნდა დაემახსოვრებინა.არ ვიცი ამ ფიქრებში როდის ჩამეძინა მაგრამ დილით ტუჩებზე ნაზმა შეხებამ გამომიყვანა ძილის სამყაროდან. ... დილით ადრე გამეღვიძა.ისევ ბექას მკერძე მედო თავი და მისი ძლიერი მკლავები მთლიანად ჩემს სხეულზე იყო შემოხვეული.მაიკა ოდნავ ამწეოდა საიდანაც თეთრი კანი მიჩანდა.ბექას ხელი ჩემს შიშველ კანზე ედო და მშვიდად ეძინა. ცოტა არ იყოს მეუხერხულა ნელა ავდექი საწოლიდან.აბაზანაში შევედი და მერე პირველ სართულზე საათის სანახავად ჩავირბინე.ისრები დილის 7 უჩვენებდნენ. გამიკვირდა ასე ადრე რომ გამომღვიიძა,ვიცოდი რომ ვეღარ დავიძინებდი ამიტომ საუზმის მომზადებას შევუდექი.დღეს კვირა იყო და უნივერსიტეტში არ ვიყავი წასავლელი,ამიტომ არსად არ მეჩქარებოდა.ხილს ვჭრიდი როდესაც წუხანდელი საღამო ამომიტივტივდა თავსი და ტანში სასიამოვნო ჭრუანტელმა დამიარა. ბექას თითოეულ სიტყვას ვიხსენებდი და სულ უფრო და უფრო მიყვარდებოდა ჩემი ბიჭი.ის ჩემი იყო და მადლობელი ვიყავი უფლის რომ ასეთი საოცარი ადამიანი მომივლინა ცხოვრებაში.საუზმე გავამზადე და გადავწყვიტე ბექაც გამერვიძებინა, რადგან მარტო ყოფნა მომწყინდა,მინდოდა რაც შეიძლება მეტი დრო გამეტარებინა მასთან,თითქოს გულის სიღრმეში მეშინოდა კიდეც რომ ისე არ იქნებოდა ყველაფერი როგორც წარმომედგინა და როგორც მინდოდა ყოფილიყო.ამიტომ სანამ დრო მქონდა ყველაფერი უნდა გამეკეთებინა იმისთვის რომ ბედნიერები ვყოფილიყავით.კიბეები ავირბინე და ოთახის კარი შევაღე.გასვიანს ისეთი მშვიდი ძილით ეძინა,რომ ცოტა არ იყოს შემშურდა კიდეც მისი.საწოლის კუთხეზე ჩამოვჯექი და მისი სახის შესწავლა დავიწყე.მუქი ყავისფერი მოკლედ შეჭრილი თმა.სწორი და საშუალო ცხვირი.ოდნავ დიდი შუბლი და ვარდისფერი ტუჩები, საოცრად სიმპატიური იყო.მითუმეტეს მის სახეს ტუჩის მოხაზულობა უსვამდა ხაზს და ვნებიანს ხდიდა,თაფლისფერი უძირო თვალები საერთოდ მატყვევებდა და შეგრძნების უნარს მიკარგავდა.კიდევ დიდხანს ვიჯექი და მას დავცქეროდი როგორი უდარდელი ძილით ეძინა.იმ წუთებში ძალიან მომინდა მისი კოცნა. ოდნავ დავიხარე და ჩემი სველი ბაგეები მისას შევახე.მაშინვე იგრზნო. ოდნავ შეიშმუშნა და ტვალები ნელა გაახილა.როდესაც მე დამინახა ისე მოულოდნელად წამავლო ორივე ხელი და ლოგინზე გადამაგორა რომ გონს მოსვლაც კი არ მაცალა. მაშინვე ჩემს ზემოდან მოექცა და ღიტინი დამიწყო. -რაო პატარაო,უკვე გავიღვიძეთ და ცელქობა მოგვინდაო?-მესამე პირსი მელაპარაკებოდა და სიცილს ვერ იკავებდა.მე კიდევ მისი ღიტინისგან ლამის ცუდად გავმხდარიყავი და ვეხვეწებოდი შეეწყვიტა. -ბექა გთხოვ,გეყოს მეტი აღარ შემიძლია.-არ ვწყვეტდი ხვეწნას და გულიანად ვიცინოდი.უცებ ბექა დასერიოზულდა.სახეზე ყველა ნაკვთი დაუწყნარდა და თვალებში ჩამხედა.როგორ მიყვარდა მისი უძირო თვალები როცა ასე მიყურებდა მან ხომ არ იცოდა. -შენ სამუდამოდ ჩემი ხარ და ვერავინ ვერასოდეს შეგეხება ჩემს გარდა.ეს დაიმახსოვრე.-ისე მითხრა ეს სიტყვები რომ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. მისმა სიტყვებმა გულში სითბო ჩამიღვარა და ღიმილი მომგვარა სახეზე. -რაზე გეღიმება?სახე მოექუფრა საავდროდ გამზადებული ცასავით. -არა არაფერი.-ვუპასუხე უდარდელად და მზერა სხვა რამეზე გადავიტანე. -აბა რატომ გაგეღიმა რაიმე ისე ვთქვი რაც არაა სიმართლე?-უკვე წყობიდან გამოდიოდა ბექა და ვხედავდი როგორ უკრთოდა საფეთქელთან მთავარი ნერვი. მისი შემხედვარე უფრო მომერია ღიმილი და ეს უკვე პიკი იყო მისთვის. -რა ხდება ანა გსიამოვნებს ჩემი გაგიჟება?-მითხრა სრულიად წაშლილი სახით. არაფერი არ მითქვამს მისთვის მხოლოდ ოდნავ წამოვიწიე და მაგრად მოვეხვიე კისერზე და ყურში ჩავჩურჩულე. -შენ კი ჩემი ხარ და ვერავინ ვერასოდეს შეგეხება ეს დაიმახსოვრე.-ვიგრძენი ამ სიტყვებზე როგორ შეაჟრიალა ტანში და საოცრად მესიამოვნა რომ ამდენად შემეძლო მისი გაგიჟება. -ჩემი პატარა ეშმაკუნა ამისათვის დაისჯები.-ბექას თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ და უფრო ახლოს მოიწია ჩემთან.მთელი სხეულით ზედ ამეკრო.ხელი მაისურსა და შარვალს შორის დამადო სადაც ჩემი თეთრი კანი ურცხვად იმზირებოდა.ამაზე ოდნავ გამაკანკალა.ჩემმა რეაქციამ ოდნავ გაათამამა ბექა და ხელი ნელა შეაცურა წელზე.მის შეხებაზე ცეცლი მომეკიდა სხეულზე და უკვე გიზგიზს დაიწყებდა.სასწრაფოს წყალი მჭირდებოდა მის ჩასაქრობად,მაგრამ რა წყალი რის წყალი ბექამ მას ნავთი გადაასხა და ჩემს ბაგეებს ვნებიანად დაეკონა.იმხელა ვნებით და სიამოვნებით მკოცნიდა ბექა რომ არ აყოლოდი არ შეგეძლო.ვგრძნობდი რა ყოფილა სიამოვნების შეგრძნება როდესაც შენი საყვარელი ადამიანი ასე ახლოსაა შენთან და მთელი არსებით ცდილობს დაეუფლოს შენს სულს,გულს,გონებას,სხეულს და სრულიად შენ.მაგრამ ბექა ზედმეტს არაფერს არა აკეთებდა თითქოს მას შემოხაზული ჰქონდა ის საზღვრები რომელსაც არ უნდა გადაცილებოდა რა სიტუაციაც არ უნდა ყოფილიყო. ვნების უმაღლეს საფეხურამდე ავყავდი მის კოცნას და ალერს.მისი ხელი ჩემს შიშველ წელზე დათარეშობდა და ყველა ადგილს მიწვავდა სადაც კი მეხებოდა.მისი კოცნა ბაგეებს არ დაკმაყოფილდა და ახლა ყელზე გადაინაცვლა.მკოცნიდა ნელა და აუღელვებლად.ეტყობოდა მასაც როგორ უჭირდა თავის შეკავება მაგრამ ზედმეტს მაინც არაფერს აკეთებდა.მწველი ბაგეები კოცნის კვალს ყველგან მიტოვებდა მაგრამ ყელს არ სცდებოდა.მიყვარდა და ვაფასებდი ამისთვის რომ მე მისთვის მხოლოდ ვნების დასაკმაყოფილებლად არ ვიყავი.მას მთელი სხეულით და სულით შევეყვარებინე ამ მოკლე ხანში და ეს ყველაზე მეტად მაბედნიერებდა. მაბედნიერებდა მისი სიალოვე,შეხება კოცნა და ყველაფერი ისე რაც მასთან იყო დაკავსირებული.არასოდეს ვყოფილვარ უბედური მაგრამ ამხელა ბედნიერება არასოდეს მქონდა განცდილი.ის ჩემში ყველა ლამაზ და და ფარულ გრძნობას აღზრვდა.მიყვარდა მისი შეხება და მისი ხმის ტემბრი.მასში არა არსებობდა ისეთი რამ რაც მე არ შემეძლო შემყვარებოდა რადგან ეს ადამიანი იყო მოსიარულე სიყვარული.რომლიც უხვად გასცემდა ამ გრძნობას და სამაგიეროდ არაფერს ითხოვდა.არ ვიცი ეს ბიწი რას მიკეთებდა მაგრამ ბოლოს იმ დასკვნამდე მიმიყვანა რომ სიყვარული ყველაზე ამაღლებული და ყველაზე სათუთი გრძნობაა,რომელსაც პატარა უსუსური ჩიტივით უნდა მოფრთხილება და მოფერება.როგორც იქნა ბექა მოსწყდა ჩემს სხეულს და გულში მაგრად ჩამიკრა. -ისეთს არფერს გავაკეთებ რაც შენ არ გენდომება და შეგაშინებს ჩემო ცხოვრებავ.-მითხრა ვნება მორეული ხმით რომლის ჩახშობასაც გახშირებული სუნთქვით ცდილობდა. -ვიცი და მე მჯერა შენი.-ვუთხარი არანაკლები ვენბამორეული ხმით მეც და ლოყაზე ნაზად ვაკოცე.ესიამოვნა ჩემი ეს ქცევა.მანაც მაკოცა და აბაზანისკენ აიღო გეზი.სანამ ბექა აბაზანასი ნებივრობდა მე ტელეფონი მოვიმარჯვე რომ ტეკოსთვის დამერეკა და ვნახე რომ უკვე გათიშული იყო.,,ალბათ დაჯდა,,გავიფიქრე და მაშინვე ბექას ტელეფონს დავწვდი.ნაცნობი ნომერი ავკრიფე და დაველოდე როდის მიპასუხებდა. მანაც არ დააყოვნა და ოდნავ გაკვირვებული ხმით მიპასუხა. -გისმენთ. -თეკ როგორ ხარ?-მხიარულად ჩავძახე ტელეფონში საყვარელ დაქალს. -ანუკი?-არ ელოდა ჩემი ხმის გაგინებას თანაც უცხო ნომრიდან ვრეკავდი და ამან უფრო გააკვირვა ჩემი დაქალი.-სად ხარ გოგო მთელი ღამე გირეკავდი,სულ გამორთული გქონდა ტელეფონი,ისე გიჟებივით გავარდით ორივე არაფერი გითქვამს ჩემთვის,ეხლა მაინც გამაგებინე რა ხდება თქვენს შორის?-დავაცადე თეკოს სანამ გულს დაიცლიდა და ყველაფერს მეტყოდა რაც სათქმელი ჰქონდა და ამის მერე ვუპასუხე ყველა მის კითხვას მხოლოდ სამი სიტყვით. -თეკ უზომოდ ბედნიერი ვარ.-ჩემს საქციელზე ოდნავ გამეცინა და თეკოს რეაქცია დაველოდე.,რომელმაც არ დააყოვნა. -რა ხდება ანი?ეხლა არ მითხრა რომ შენ და ბექა ერთად... -კი ერთად ვართ.-კითხვა არ დავასრულებინე ისე ვუთხარი სათქმელი.-და იცი როგორი ბედნიერი ვარ თეკო?აი ისეთი რომ ვერ აგიღწერ. -ძალიან გამახარე ჩემო გადარეულოო გოგო.მიხარია შენი ბედნიერება.ვინმემ იცის ეს კარგი ამბავი კიდევ?-მკითხა ცნობისმოყვარე დაქალმა.იცოდა რომ როდესაც ჩემს ცხოვრებაში რაიმე ისეთი ხდებოდა რაც უშუალოდ მე მეხებოდა ყველაფერს პირველს ის იგებდა და ეხლა სწორედ ეს აინტერესებდა. -არა სიხარულო ხომ იცი რომ ყოველთვის ყველაფერში პირველი შენ ხარ.-ვუთხარი მხიარულად და დავამშვიდე. -მოცა ანუ.ერთი წუთით კარზე ვიღაცაა გავაღებ და ეხლავე დაგელაპარაკები.-თეკომ კარეი გაარო და გავიგონე ლევანს როგორ ესაუბრებოდა რაღაცაზე,ბოლოს ისიც გავიგონე რომ უთხრა ანუკის ველაპარაკები ტელეფონზეო და ამის მერე ლევანის ხმა გავიგონე. -როგორაა ჩემი გადარეული გოგო?-მომიკითხა მხიარულად ჩემმა მეგობარმა. -კარგად ლევან შენ?-მეც ასევე მხიარულად მოვიკითხე. -მეც კარგად მაგრამ შენ გამაბრაზე,ერთი არ უნდა გეთქვა რომ ბექასთან ერთად რჩებოდი მაანდ?მაინც და მაინც ბექას უნდა დაერეკა ჩემთვის და ეთქვა ეს ყველაფერი?-ოდნავ სიბრაზე გაერია ხმაში ზედგენიძეს,მაგრამ მე ხომ ვიცნობდი მას და ისიც ვიცოდი რომ სულაც არ ბრაზობდა ეხლა ჩემზე. -კაი რა ლევან ნუ მიბრაზდები რაა.-დავიწყე თავის მართლება.-ყველაფერი ისე უცებ მოხდა ეგ ვეღარ მოვიაზრე,მთავარია რომ იცოდით სადაც ვიყავი და არ ინერვიულეთ.კაი მიყვარხართ და როცა ჩამოვალთ ყველაფერს მოიყვებით.ეხლა კი თეკოს მიეცი ტელეფონი რაღაც მინდა ვუთხრა. -კარგი და ჭკვიანად იყავი ხო იცი.-პატარა ბავშვივით დამარიგა ლევანმა და მეგობარს მისცა ტელეფონი. -თეკ რაღაც მინდა გთხოვო,თუ დედაჩემი დაგირეკავს და გკითხავს უთხარი რა რომ დღესაც შენთან ვრჩები და ხვალ სასწავლებელში ერთად წავალთ კაი?0ვთხოვე ლამის მუდარით დაქალს. -შენ რა მანდ რჩები კიდევ?-მკითხა გაოცებულმა რადგან ჩემგან ასეთ საქციელს არ მოელოდა.მაგრამ მე ხომ ვიცოდი რომ ჩემი აქ დარჩენით არაფერი არ მოხდებოდა ისეთი რისიც ეხლა თეკოს ეშინოდა. -ხო ოღონდ ნურაფრის ნუ გეშინია და ეხლა არ დამიწყო კითხვები რომ ჩამოვალ ყველაფერს გეტყვი.მიყვარხარ და ლევანსაც უთარი კარგი?-მხოლოდ ეს ჩავძახე თეკოს ტელეფონსი და მაშინვე გავუთიშე სანამ ლექციის კითხვას დამიწყებდა. ეს საქციელი ჩემტვისაც უცხო იყო მაგრამ ხომ გეუბნებით რაღაც ისეთი გრძნობე მეუფლებოდა ბექასთან ყოფისას რომ მინდოდა ეს დრო სულ მასთან გამეტარებინა და არ მოვცილებოდი ერთი წუთითაც კი.ტელეფონი ადგილზე დავაბრუნე და ბექას გამოსვლას დაველოდე.არც მან დააყოვნა.წელზე პირსახოც შემოხვეული გამოვიდა და მთელი მისი სხეული წყლის წვეთებს დაეფარათ.ისეთი მზერით ვუყურებდი რომ სადაც იყო ჭკუიდან გადამიყვანდა მისი სხეულის ფორმები.ისეთი სექსუალური იყო რომ გონებას მირევდა და ჭკუას საბოლოოდ მაკარგვინებდა. ნელნელა მიახლოვდებოდა.უცებ ჩემს წინ გაჩერდა და ვნებამორეულმა ტუჩზე მაგრად ვიკბინე. არ განძრეულა ჩემს მზერას აკვირდებოდა და ტუჩის კუთეში იღიმოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.