წესები იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო! (6)
წესი #6–არასოდეს აღფრთოვანდე მისი სიურპრიზით,რადგან ეგონება რომ საბოლოოდ დაგიმორჩილა!.. იმ ღამეს მე და ნიაკოს ღამის 4 საათამდე არ დაგვიძინია,მეორე დღეს კი რა თქმა უნდა გვიან გაგვეღვიძა,თურმე ეს ასეც უნდა ყოფილიყო,რადგან ესენი თურმე ერთ ამბავში იყვნენ.ჩვენს გაღვიძებამდე რაები არ გაუკეთებიათ.თვალების ფშვნეტით გავიღვიძე და ხმაური რომ გავიგონე, ნიაკოსაც იგივე ბედი ვარგუნე,ნჯღრევა დავუწყე და შეშინებული წამოხტა ზეზე.რა ხდებაო მძინარე ხმით იკითხა,მე კი ხელით ვანიშნე ქვემოთ მომყევიმეთქი.აივანზე რომ გავედი ძალიან დიდზე დავაღე პირი რადგან კიბეებზე ვარდის ფურცლები ეყარა და ირგვლივ თუ სადმე კედლები იყო ბანერები აეკრათ.,,ამათ სულ გაურეკიათ’’ გავიფიქრე ჩემთვის,სიგარეტს მოვუკიდე და კიბეებზე დავეშვი.. ქვემოთ ჩასვლისას უარესი აღფრთოვანება გამოვხატე..რომანტიული სადილი? ნიაკოს გადავხედე,მან აღარ იცოდა რა ექნა..ანდრია და ნიკუშა გაღიმებულები იყურებოდნენ. –ააააა...რა საყვარლები ხართ!!–ერთდროულად ვიყვირეთ მე და ნიამ და ჩვენს ბიჭებს ჩავეხუტეთ.. –დაბრძანდით ახლა..–გვითხრა ანდრიამ –უმე ჩემი ჯელტმენი..–ვუთხარი და ვაკოცე. ოთხივენი ძალიან ბედნიერები ვიყავით..უეცრად ტელეფონი აწკრიალდა,რომ დავხედე უცხო ნომერი იყო.. –გისმენთ..–ვუპასუხე ინტერესით. –მია შენ ხარ? –ჰო გისმენ,რომელი ხარ? –ნატა ვარ,სალომე გათხოვდა გოგო.. –რაა? ხო არ გაურეკია მაგას? –გოგო მოიტაცა რა ირაკლიმ,რაღას ველოდოო.შენ სად ხარ? –მე არ ვარ თბილისში და ახლა ეგენი სად არიან ტო?!–უკვე ძალიან აღელვებული ვიყავი და ლამის ვიღრიალე. –საგურამოში აიყვანა რა.. –ძალიან კარგი!მერე შეგეხმიანები!–ვუთხარი და სასწრაფოდ დავკიდე ტელეფონი. –რა მოხდა? –მკითხა სასოწარკვეთილმა ნიაკომ,როცა წაშლილი სახით დამინახა. –ირაკლიმ სალომე მოიტაცა.აქ ამოიყვანა საგურამოში. სალომე და ნატა ჩვენი დაქალები იყვნენ,ერთი სასტავი ვიყავით,მაგრამ მე და ნიაკო განსაკუთრებულად ერთად..ირაკლის სალო ძალიან დიდი ხანია უყვარს,ჩვენზე ერთი წლით უფროსია უკვე სწავლა დაამთავრა,მაგრამ მისაღები გამოცდების ჩაბარება ჯერ ვერ მოესწრო,რომ ამ იდიოტმა ყველაფერს მოწყვიტა და წაიყვანა.. –იცი ირაკლის სახლი?–ვკითხე ნატას,როდესაც ხელახლა დავრეკე. –არ ვიცი გოგო,ირაკლისაც და მაგასაც ტელეფონები გამორთული აქვთ,სადაც ვნახავ იქვე მოვკლავ ისეთ დღეში ვარ!–ნატაც ღრიალებდა ტელეფონში. –კარგი დამშვიდდი,მეც არანაკლებ მინდა ირაკლის მოკვლა–იკაც ჩვენი ძმაკაცი იყო.–კარგი დაგირეკავ მერე,მე საგურამოში ვარ და იქნებ ვიპოვო ეგ ორი იდიოტი.–მივძახე ნატას და გავუთიშე.ზემოთ ავვარდი,სიგარეტს მოვუკიდე,რომ მოვწიე ტანსაცმელი გამოვიცვალე და ქვემოთ ჩავედი ისევ,მე ნიაკო,ნიკუშა და ანდრია მანქანაში ჩავსხედით და ირაკლის და სალომეს საძებნელად გავემართეთ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.