შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვენიერი ლედის ვნებიანი ღამეები -5-


14-12-2015, 18:15
ავტორი Firefly
ნანახია 3 711

განადგურებული ლელას გამხნევება იმაზე რთულია ვიდრე წარმომედგინა,აკრუსუნებული ხმამაღლა მოთქვამს და ახლოს არავის იკარებს...მესმის მისი,მე ხომ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე.გული მეწურება თვალებდასიებული ლელას ყურებისას ის ისეთი სათუთია,ვიცი მარტო ვერ შეძლებს ტკივილთან ჭიდილს...
თამარა სახლში გადმოასვენეს,სიტუაცია უფრო დაიძაბა,შეძრწუნებული მეზობლები კი მოთქმა ვაებით სხედან და უფრო ამძიმებენ ლელას ფსიქიკას.ისინი იმდენ კითხვას უსვამენ ჭირისუფალს რომ იძულებული ვარ ჩავერიო და ადამიანურ ენაზე ავუხსნა რომ ამაზე სასაუბრო დრო ახლა ნამდვილად არაა.
საათის სიფერბლატი შუაღამეს უჩვენებს,არც კი ვიცი რავქნა...სახლში ისევ მედა ლელა ვართ,ის ისვ გაუთავებლად ტირის.საბოლოოთ მასთან მივდივარ და ვაიძულებ სულ ცოტა ხნით მაინც მოატყუოს თვალი,ისიც ყოყმანით მთანხმდება და საძინებელში გამყავს.

***
ერთი კვირა სწრაფად გადის,სახლში დაღლილი ვბრუნდები და შხაპის მისაღებად ვემზადები.წყლის წვეთები კანზე ნაზად დასრიალებს და საოცარ შვებას ვგრძნობ,აბაზანიდან გამოსული თავს ბულბულივით ვგრძნობ და თბილ ხალათში ვეხვევი.სამზარეულოში გავდივარ და ყავას ვიმზადებ იქნებ გამოვფხიზლდე.
ყავით ხელდამშვენებული ფანჯარასთან ვგები და ვფიქრობ,ვფიქრო ყველაფერზე რაც მაწუხებს,ყველა პრობლემა უკვე ყელში მიბუყბუყებს და ასე მგონია დავიხრჩობი.ცივ ხელს ყელზე ვისვამ და ვფიქრობ კარგი იქმნება ძველ სამსახურს დავუბრუნდე.გატაწყვეტილებას ვიღებ ხვალ წავალ რედაქციაში და ნათელას დაველაპარაკები,მისი იმედი ადვილად მაქვს.აღარ შემიძლია სახლში უსაქმურად ჯდომა,მართალია მამამ სოლიდური თანხა დამიტოვა ჩემს ანგარიშზე თუმცა არმინდა ჰაერში გავანიავო მამაჩემის ნაოფლარი.ცარიელ ჭიქას ნიჭარაში ვდებ,დაღლილობისგან ტერფებში ძალა მეცლება მახსენდება რომ ამ კვირის განმავლობაში ნორმალურად რომ არ მიძინია ამიტომ საძილე აბებს ვსვამ და დასაძინებლად ვემძადები.
დილა პოზიტიურად იწყება,სტამბაში წასასვლელად ვემზადები.ვცდილობ სოლიდურად ჩავიცვა.კლასიკურ ტანზე გამოყვანილ შინდისფერ ქვედაბოლოს ვიცვამ,ზევით შავი ოდნავ გამჭირვალე პერანგს.თმას უბრალოდ კოსად ვიკრავ კონტურს ყუჩებზე ვიტარებ და სარკეში საკუთარ თავს ვათვალიერებ.ბოლოს ტყავის ქურთუკს ვიცვამ,სუნამოს ვისხამ და სახლიდან გავდვარ.
გარეთ ოდავ ნაწვიმარია,ტროტუარს წვიმის სურნელი ასდის კუშტად შეკრული შავი ღრუბლები უთუოდ ცუდ ამინდს მოასწავლებენ.წვიმის მიუხედავად ფეხით მივყვები ფილაქანს.ვიტრინებზე გამოფენილ საპატარძლო კაბებს ვათვალიერბ და უნებურად მეღიმება,ისეთი ფითქინა და ჰაეროვანია მინდება ხელით შევეხო.წვიმის მსხვილი წვეთები ხმაურით ეცემა ტროტუარს, ფიქრებს ვიშორებ,ტაქსიში ვჯდები და მისამართს ვკარნახობ.
რადიოში Bryan Adams-ის Everything I do ჟღერს,ტანში ჟრუანტელი მივლის...ერთი კვირა გავიდა უტაქტო მამაკაცთან შეხვედრიდან და ვგრძნობ,როგორ მომენატრა მისი რბილი ტუჩების გემო,მისი სურნელი.თითებს ტუჩებზე ვიტარებ და გემრიელ კოცნას ვიხსენბ,არ მინდა ვიფიქრო რომ მიცნო.უარყოფის ნიშნათ თავს ვაკანტურებ და თვალებს ვხუჭავ.
-მოვედით.-ტაქსისტის სიტყვებს ფიქრებიდან გამოვყავარ,ანგარიშს ვუსწორებ და მანქანიდან გადმოვდივარ.ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და შენობაში შევდივარ,უამრავი ნაცნობი მხვდება და ყველა თბილათ მიღებს.დირექტორთან ცოტა აღელვებული შევდივარ თავს კარგისაკენ მოვუწოდებ და კარებს ვაღებ.
ნათელას ძალიან უხარია ჩემი ნახვა და უყოყმანოდ მიყვანს სამსახურში,რომლის მიტოვებაც რამდენიმე თვის წინ მომიწია.ბედნიერი გამოვივარ კაბინეტიდან და სამ უცხოენურ სქელ კანიან წიგნს ჩანთაში ვდებ და შენობიდან გამოვდივარ.
თავს კარგად ვგრძნობ,ჩემს პრობლემებს ერთი სადარდებელი მოაკლდა და სახლშიც ლამის ფრენა-ფრენით ვბრუნდები.სადარბაზოში შესვლისას მახსენდება სულ გამოლეული საკვები და სუპერმარკეტში ვბრუნდები.შოკოლადების სექციას გვერდს ვერაფრით ვუვლი ამიტომ ხელში რაც მომხვდება ყველაფერს კალათში ვყრი.საბოლოო ჯამში უმარავი პარკის გაზიდვა მიწევს სუპერმარკეტიდან.
სახლში შესულს სიეთი სითბო მხვდება რომ სულ ერთიანად ვდუნდები.ტანსაცმელს ვიცვლი და სამზარეულოში შევდივარ,ძალიან მომენატრა კუბდარი ამიტომ მის გაკეთებას ვიწყებ,ცომს ვზელ და თბილად ვახვევ რომ მალე ამოვიდეს,საქონლისა და ღორის ხორცს პაწაწინა კუბიკებად ვჭრი და დიდი ჯამში ვყრი,ხახვსა და ნიორს ვჭრი და ხორცში ვურევ.სუნელებს და მარილს გემოვნებით ვამატებ,ასევე კუბდრისათვის აუცილებელ სუნელს "გიცფულს" და მასას ერთმანეთში ვურევ. სურნელი მართლაც ჯადოსნური აქვს.ღუმელს ვაცხელებ ცომში ხორცის ულუფას ვდებ და როგორც ხაჭაპურს ისე ვახვევ და ღუმელში ვდებ.
ვახშამი ისეთი გამომდის როგორც არასდროს და მეც გემრიელად ვილუკმები.სამზარეულოს ვასუფთავებ და სტამბიდან წამოღებული წიგნების თარგმნას ვიწყებ.

***
დღეები ერთმანეთის მიყოლებით მიდის,დეკემბრის პირველი კვირაც თვალსა და ხელს შუა მეპარება.უტაქტო მამაკაცზე ფიქრი უკვე მოუნელებელ ჩვევად მექცევა,დიდი ხანია გონებაში ერთი აზრი მიტრიალებს წავიდე კლუბში, ვიმედოვნებ ის იქ იქნება.გარდერობიდან ზურმუხტისფერი მოკლე კაბა გამომაქვს და ვიცვამ ხოლო ფეხზე შავ ქუსლიანებს.
-მიხდება!-ვამბობ კმაყოფილი და სახეზე მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ.ხელი სივრცეში მეყინება და ხასიათი მიფუჭდება,ვფიქრობ"სწორად ვიქცევი თუ არა?



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

რა გაუკეთე ამ გოგოოს?გამოაშტერრეე?უტაქტო მეც კი შემიყვარდა,მარტო ამ გოგოს კი არაა♥

 


№2  offline წევრი Firefly

ლორელაი
რა გაუკეთე ამ გოგოოს?გამოაშტერრეე?უტაქტო მეც კი შემიყვარდა,მარტო ამ გოგოს კი არაა♥

ძალიან მახარებს მე შენი კომენტარი!♥
უტაქტომ გადამირია ჩემი მართა :დ
--------------------
M.T

 


№3 სტუმარი darina

amdeni xani rogor moitmina mis unaxavad mikvirs, ai eg utaqto mec momenatra, saocrad kargi gogo xar.

 


№4  offline წევრი Firefly

darina
amdeni xani rogor moitmina mis unaxavad mikvirs, ai eg utaqto mec momenatra, saocrad kargi gogo xar.

მადლობა♥
--------------------
M.T

 


№5  offline წევრი მოლურჯო

ძალიან კარგი იყო
მაგრამ არ მეყო უფრო მეტი მინდოდა.
--------------------
მარიამი

 


№6  offline წევრი Firefly

გიჟი - ♥♥♥
ძალიან კარგი იყო
მაგრამ არ მეყო უფრო მეტი მინდოდა.

მეტის წერას ვერ ვასწრებ სამწუხაროდ..
--------------------
M.T

 


№7 სტუმარი lizazu

patara tavi iyo da paqtiurad araperi momxdara. cota movlenebi daachqare ra.

 


№8  offline წევრი Firefly

lizazu
patara tavi iyo da paqtiurad araperi momxdara. cota movlenebi daachqare ra.

Gavitvaliswineb♥
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent