ტკივილი-ჩემი თანამგზავრი
-ჩემს გამო მიდიხარ,არა? -პირველ რიგში,ჩემი თავის გამო..უნდა წავიდე...უნდა გადაგეჩვიო.. -ანუ მიმეჩვიე? მეტი არაფერი? თავისი მწვანე თვალებით გამომხედა,წყენა იკითხებოდა მის თვალებში,დიდი ხნის დაგროვილი წყენა...იმედგაცრუება და მოლოდინი...მოლოდინი იმისა,რომ დარჩენას ვთხოვდი... -ხო,მიგეჩვიე და მეტი არაფერი... -მაშინ წადი,ასე სჯობს გამოვბრუნდი და ცრემლები დავმალე.ხელების მოძრაობით ჯაკეტი მჭიდროდ მოვიხვიე და ისედაც დამძიმებული სული,უარესად დავამძიმე,ცრემლებს გზა არ მივეცი... -არასოდეს,არასოდეს ვიტირებ შენს გამო.. სანაპიროზე გზა აბნეულივით დავდიოდი,და რა შუაშია "ვით"? თვალები დავხუჭე და ჩემს ცხოვრებას გადავხედე,არ უნდა გამეშვა...ვიცი,რომ არ უნდა გამეშვა,მაგრამ...ვერ ვიტან სინანულის გრძნობას,ყველაზე მეტად მძულს. თუ აკეთებ,პასუხიც უნდა აგო,სხვას ნუ დააბრალებ... -გეყოს,გეყოს ბაბი,არასოდეს იტირო მის გამო,არ იმსახურებს,არა! ისევ მინდა ტირილი,მაგრამ გარეთ არ ვუშვებ ცრემლებს...საკუთარ თავს ვებრძვი,საკუთარ გრძნობებს ვებრძვი,არ მინდა...თვალწინ მისი ბედნიერებით სავსე მწვანე თვალები მიდგება და სულიც თბება,მოგონებები იღვიძებენ და ისევ გადავდივარ წარსულში...მახსენდება პირველი "მიყვარხარ" , პირველი ჟრუანტელი, მისი პირველი შეხება და ხელის ჩაჭიდება... -მეტი აღარ შემიძლია...საკუთარ თავს პირობა მიეცი-მახსენებს მეორე მე და ისევ მაბრუნებს რეალობაში. ძლიერ ტკივილს ვგრძნობ ფეხებში და თვალთ მიბნელდება. გამოფხიზლებულს ბუნდოვნად ჩამესმის მისი ხმა,მონატრებული ხმა... -ნუ ნერვიულობთ,ყველაფერი კარგად გაქვთ,ხვალ გაგწერენ-თბილად მპასუხობს ექთანი. -ნუთუ მომესმა?-ჩემს თავს ვეკითხები და პალატას ვათვალიერებ,არავინაა,ჩვენ ორის გარდა. -შეიძლება ავდგე? -რა თქმა უნდა,მოგეხმარებით... წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი.როგორ თოვს,ისე,როგორც ჩვენი პირველი შეხვედრის დროს,ისევ თვალებს ვხუჭავ,რომ მისი ხმა აღვიდგინო.. -რას აკეთებ,სრულ ჭკუაზე ხარ?-და აი ისიც... მოგონებები ცოტა ხნით უკუვაგდე და მისკენ მივბრუნდი. -და რას ვაკეთებ? -რა გინდოდა შუა გზაზე? რას აპირებდი? მომხდარის გახსენება დავიწყე,მაგრამ არაფერი გამომივიდა,მისკენ მივბრუნდი და მისი გამომეტყველებით მივხვდი,ჩემზე მეტად ის იყო გაოცებული. -მეტყვი თუ ექიმს ვკითხო რა მოხდა? -შენ რა მართლა არაფერი გახსოვს? -ვერ ვიტან ასე რომ იქცევი!-ახლოს მივედი-ოდესმე მომიტყუებიხარ?! თვალები დახარა და თითების წვალება დაიწყო,ასე იცის,როცა ნერვიულობს... -მანქანა დაგეჯახა ან დაეჯახე! მძღოლი ამბობს,რომ სპეციალურად გააკეთე ეს,რათ.. -შემომხედე! შემომხედე მეთქი!-დავუყვირე და მანაც პირდაპირ თვალებში მომანათა მისი მწვანე თვალები-შენ როგორ ფიქრობ? -მე... -რა შენ? გგონია თავს ვიკლავდი?-ახლა კი მართა გავბრაზდი -მე... -დაიმახსოვრე,არც შენს და არც სხვის გამო,ჩემს ცხოვრებას წერტილს არ დავუსვამ,არასდროს! გესმის? არასდროს!- ისე ვყვიროდი,ექთანი შემოვიდა -ხომ კარგად ხართ? -მაპატიეთ,აღარ განმეორდება... -ახლა კი წადი!შენს ცხოვრებას მიხედე! -ჩემს ცხოვრებას,არა? დაუდნობელი ხარ,ბაბი,სასტიკი! ხანდახან მგონია,საერთოდ არ გყვარებივარ! -ხოდა გეგონოს! არაფრის მტკიცებას მე არ დაგიწყებ,საკმარისი დრო გავატარეთ ერთად,რომ მიმხვდარიყავი,მიყვარდი თუ არა! სწრაფი ნაბიჯით მომიახლოვდა და მომაბრუნება,მაჯებში დამწვდა და შემაჯანჯღარა. -არასდროს დათმობ არა? მე დამთმობ და შენს სიჯიუტეს-არა,არა? -მე რომც დავთმო,გონება არ დათმობს! წადი და აღარასოდეს მნახო! -მარტო დარჩებით,შენ და შენი სიჯიუტე! დამკარგავ ბაბი! დამკარგავ იცოდე! ახლა თუ წავალ,აღარ დავბრუნდები! დამკარგავ-ტონი შეურბილდა -ჩემს დაბადების დღეზე დაგკარგე უკვე,მის მერე შევეგუე უშენობას... -არ მაპატიებ? -არასდროს! და აი ისიც,ნანატრი ცრემლი...მივხვდი ეტკინა,ძალიან ეტკინა...მეც ეს მინდოდა,ჩემსავით მინდოდა სტკენოდა. მივხვდი,მართლა წავიდოდა,მაგრამ ამისთვის მზად ვიყავი,გონებით მზად ვიყავი,გულით-არა. -როგორც შენ იტყვი,ბ ა ბ ი !-როგორც სჩვევია ხოლმე,ირონიანარევი ტონით,დამარცვლით წარმოთქვა ჩემი სახელი და მომშორდა. სიცივე აუტანელი აღმოჩნდა, მისი სურნელით გაჟღენთილ ჩემსავე "მე"-ში მეტი სიცარიელე მეგონა აღარ არსებობდა,მაგრამ შევცდი,ახლაც ისე შევცდი,როგორც მაშინ,როცა მისი ნათქვამი "მიყვარხარ" დავიჯერე... ხელები უფრო მჭიდროდ შემოვიჭდე და გვერდით გავიხედე,კარებთან მისულს,გულმა მაჯობა- -იკა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.