შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული სხეული “5“


14-12-2015, 22:19
ავტორი მორი-ელი
ნანახია 6 425

***
დამიანეს ქცევებით გაკვირვებული ჩაჯდა მის მანქანაში და ღვედი გადაიჭირა.არ ელოდა თუ დასთანხმდებოდა მეგობრებთან წაყვანაზე,მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა,იმაზე უნდა ეფიქრა ამდენი ხნის უნახავ მეგობრებს როცა ნახავდა რა მოეყოლა,როგორი დრო გაატარა ქვეყნის გარეთ,ეს ხომ პრესტიჟის საკითხია.ელენეს არასოდეს ჰყოლია ისეთი ახლო მეგობარი,ვისაც გულახდილად დაელაპარაკებოდა,თითქმის ყველა ზურგში დანას სცემდა და პირში შაქარივით ატკბობდა.
-წავიდეთ?,-ფიქრებში გართულს დამიანეს ხმა მოესმა და შეკრთა,ამღვრეული თვალებით შეხედა საჭესთან მოკალათებულს და თითები ერთმანეთში გადახლართა,-ნერვიულობ?,-მის ხელებს დახედა დამიანემ,-თუ გინდა არ წავიდეთ,-ელენემ ნაძალადევად გაიღიმა და მარჯვენა ხელით შუბლზე ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია,მის ქედებას ღიმილით აკვირდებოდა დამიანე.
-რატომ არ მივდივართ?-ჰკითხა ყბა ჩამოვარდნილ მამაკაცს და პირზე აიფარა ხელი,დამიანეს გამომეტყველებამ სიცილი მოჰგვარა,-ან ასეთი სახით რატომ მიყურებ,პირველად მხედავ?
-მგონი კი,-ცალყბად გაეღიმა და გამოფხიზლებულმა მანქანის ძრავი ჩართო,-აქამდე არ შემიმჩნევია,-თქვა და გაზის პედალს მიადგა ფეხი
-რა?-დაინტერესდა ელენე და მის პასუხს დაელოდა
-არაფერი,-გაუღიმა მან,-შენს მეგობრებზე ცოტა რამ მომიყევი,სულ ისე ხომ არ მივალ,თანაც ჩემით ძალიან დაინტერესდებიან და მეც ხომ უნდა ვიცოდე რამე
-ახლო მეგობარი არავინ მყავს,უბრალოდ ერთად ხშირად ვიკრიბებოდით ხოლმე
-და რას აკეთებდით,თუ საიდუმლო არაა?
-რაში გაინტერესებს?
-თუ არ გინდა ნუ მეტყვი,-გაეცინა დამიანეს და ცოტა დაძაბულობა მოეხსნა,რომელიც სახლიდან წამოსვლის მერე აწუხებდა,ოდნავ მოდუნდა და სავარძელის საზურგეს მიეყრდნო,ცალი ხელით თმა შეისწორა,ცალი კი ისევ საჭეზე ეკიდა.
-განსაკუთრებულს არაფერს,ერთი მეგობარი გვყავს,რომელმაც გიტარაზე დაკვრა იცის და მისი მოსმენა არასოდეს გვეზარებოდა,საწყალი დატანჯული იყო,რამდენი შევიკრიბებოდით,იცოდა რომ გიტარა უნდა წამოეღო და ემღერა
-აჰამ,-ჩაეცინა,-ეგ პიროვნება ახლოს უნდა გავიცნო,-თქვა დარწმუნებით და სიჩქარეს მოუმატა
-მეშინია,-გულშეკუმშული ელენე მისკენ გადაიხარა და პერანგში ჩაავლო ხელები,-შეანელე,არ მიყვარს სიჩქარე,-მისი შეშინებული ხმა რომ გაიგონა დამიანემ,პედალს ფეხი აუშვა და სვლა შეანელა.
-მაპატიე,-შეწუხებული ხმით მიუგო დამიანემ,-მგონი იმ კაფესთან ვართ,სადაც შენი მეგობრები აპირებენ შეკრებას,-ხელი გაიშვირა,ელენეს მხარეს,მისი ფანჯრიდა ნათლად მოჩანდა შენობა.
-ასე სწარაფად?,-ხელი უშვა მის პერანგს ელენემ და ფანჯარაში გაიხედა,-რა კარგია,-მანქანიდან გადასვლა დააპირა,მაგრამ დამიანემ მოკიდა მკლავში ხელი და ნება არ მისცა გადასულიყო
-ჯერ მე,-მიუგო და ღვედი შეიხსნა,მანქანიდან გადავიდა და ელენეს მხარეს წავიდა,კარი გააღო და ხელი გაუწოდა,-ახლა გადმოდი,-გაშტერებულს უთხრა და გაუღიმა,ელენემ ხელი მის ხელისგულზე დადო და ფრთხილად გადმოვიდა
-მადლობ,-გაეღიმა,მისი თავაზიანობა ძალიან მოეწონა,-არ ველოდი
-მე ყოველთვის იმას გავაკეთებ,რასაც შენ არასოდეს ელოდი
-მგონი დღეს მოთოვს,ძალიან ცივა,-შეაჟრჟოლა და ხელის გულები მკლავებზე დაისვა,რომ ცოტა გამთბარიყო,-ჩქარა შევიდეთ,-მიუგო და წინ გაიჭრა
-დამელოდე,-დაუძახა დამიანემ და დაეწია,მოსაცმელი გაიხადა და ელენესთვის მოულოდნელად ტანზე მოახურა,-გციოდა მგონი,-სიცილით თქვა და კარი შეუღო,რომ შესულიყო,მისი პიჯაკი ელენეს ძალიან დიდი ჰქონდა,აღარც კი ჩანდა,მაგრამ გათბა და იმას არც კი დაეძებდა,დამიანეს მოსასხამი რომ ეცვა.
-ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებ რომ ბევრი მადლობები გიხადო?
-არა,უბრალოდ რაც საჭიროდ ჩავთვალე ის გავაკეთე
-კარგი
***
დიდი შემართებით გაუძღვა ელენე დამიანეს მისთვის საგანგებოდ შეკრებილი მეგობრების სანახავად,თითქმის ყველას სახელი ჩამოუთვალა სანამ სუფრას მიუსხდნენ,დამიანეს უკვე მობეზრებული ჰქონდა იქ ყოფნა,მაგრამ ამ ყველაფერს ელენეს გულისთვის აკეთებდა
-ელენე,როგორ მოგვენატრე,-ჭიქა ხელში აიღო ნინომ,-კარგია რომ ჩამოხვედი,იმედია აღარ წახვალ
-არ ვიცი,-მიუგო ელენემ,-ჯერ-ჯერობით აქ ვარ,თქვენთან,-ბექას გახედა,რომლის მზერაც დამიანემ შენიშნა და უსიამოვნოდ შეიშმუშნა
-ბექა,შენზე ხმები დადის რომ გიტარაზე უკრავ,-მიუგო დამიანემ ბექას და ღვინით სავსე ჭიქა აიღო-თუ არ შეწუხდები,შენი გიტარა მათხოვე
-კი ბატონო,-მიუგო ბექამ და კედელთან მიყუდებული გიტარის ასაღებად ფეხზე წამოდგა,-ახლავე მოგიტან,-თქვა და მის ასაღებად წავიდა.
-შენც იცი დაკვრა?-ჩაერია ელენეს გვერდით მჯდომი მარიამი,-რა კარგია
-არ ვიცი,უბრალოდ მაინტერესებს როგორი გიტარა აქვს,-რომ თქვა მიხვდა,როგორი სისულელე გამოუვიდა და საკუთარ ნათქვამს დასცინა
-ტყუილი არ შეგძლებია,-მიუგო ფხუკუნით მარიამმ,-ყურადღებით გისმენთ,-თვალების ფახუნით მიუგო და მოემზადა მოსასმენად,ელენე კი უხმოდ იჯდა,არც კი იცოდა რა მოელოდა,გაოგნებული იყო დამიანებს ქცევებით,ხმაც არ სცემდა,აკვირდებოდა,რამდენხანს გასტანდა მისი ტყუილები.ამასობაში ბექამ მოუტანა გიტარა დამიანეს და მანაც დიდის ამბით დაიდო ფეხზე,ექვსივე სიმს ერთი მეორის მიყოლებით ჩამოჰკრა თითები,
-კარგი გიტარაა,-მრავალმნისვნელოვნად წარმოთქვა და ის იყო დაკვრა უნდა დაეწყო,რომ ელენემ შეაჩერა,-ნუ გეშინია არ შეგარცხვენ,-ოდნავ ნაწყენმა მიუგო და დაკვრისთვის მოემზადა.
joe cocker -ის you are so beautiful დაიწყო და მთელი ემოციები ჩააქსოვა,ძალიან ეცადა რომ კარგად გამოსვლოდა,მას ხომ ბავშვობის მერე აღარ დაუკრავს,დაწყება გაუჭირდა,მაგრამ მაინც არ მიანება თავი,გონებაში სულ ელენეს სახე უტრიალებდა,როგორ უყურებდა ბექას და როგორ უხაროდა მან გიტარაზე დაკვრა რომ იცის.



პ.ს ესეც ჩვენი დამიანე,აბა როგორ მოგეწონათ,იმედია არ დამრჩებით უკმაყოილო.მიყვარხართ.



№1 სტუმარი rita

dzalian pataraaa. male dade didi Tavi .

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ეს გოგო სულელია თუ?ნერვებს რატომ მიშლის?ცოტა დაათბე თორემ ვბრაზდები.მესმის კაცთან ყოფნა უჭირს,ვერ ენდობა,მაგრამ ამ ბიჭმა იხსნა,ამხელა რამეს უკეტებს და ცოტა მეტის ღირსია,არა?შენიი იმედი მაქვს თეოო

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

uiih ra sayvarloba iyoo male dadde

 


№4 სტუმარი darina

Au ra kargi tipia damiane am gogos tavshi ra aqvs.

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

ო, როგორ მომეწონა ჩემო თეოოოო ^_^
ძალიან კარგი იყო. თან დასასრული მომეწონა. დამიანესაც, რომ შესძლებია დაკვრა..
გააგრძელე, უნდა განაგრძო!
და ახლა ვუსმენ ჯერ კიდევ იმ სიმღერას.
მიყვარს ეს სიმღერა მეც <3
ხოდა დაკრული არ მქონდა მოსმენილი :დ ეს საასიამოვნოა ^_^
კარგი გოგო ხარ შენ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

მაპატიეთ ასეთი პატარა თავისთვის,მაგრამ რაც მმდის მუზაში ყოველვის იმას ვწერ და არ მინდა მერე უაზროდ ვიბოდიალო,ისტორიის სიდიდს გამო. <3 ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ :* <3 მიხარია ძალიან.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№7 სტუმარი mtvaro svani

au am gogom tu ar moishala es stervoba gavputav.bichi ras ar aketebs mistvis da is kide maimunobs

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

მომეწონა. რაღაცნაირად მომინდა ელენეს რეაქცია მენახა დაკვრის დროს. დამიანეა ანთებული და ელენეს დამთბარი თვალები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent