შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შერლოკ ჰოლმსი:სიყვარულის პატიმარი7


15-12-2015, 00:00
ავტორი Weirdo
ნანახია 1 795

-ჯონ სწრაფად მოდიაქ-დაიყვირა შერლოკმა
-რახდება შერლოკ?
-დროზე-თქვა გამწარებით შერლოკმა-ნატალის პულსი
-რაპულსი?
-შეამოწმე
ჯონმა ნატალის მაჯა აიღო
-ღმერთო ჩემო-კინაღამ სახეზე გათეთრა ჯონი-ის ცოცხალია
-საავადმყოფოში გადავყიყვანოთ სანამ დროა-თქვა შემართებით გახარებულმა შერლოკმა-ამწუთასვე წავალ და მოვაგვარებ-და კარებიდან გავარდა
-ჯონ რახდება?-იკითხა მოლიმ-ასე რატო გაუხარდა?
-ესგოგო ცოცხალია-და ნატალიზე მიუნიშნა
-განა ეს გოგო-ჩაფიქრდა მოლი-რამეს ნიშნავს შერლოკისთვის?!
-ოო მოლი ეგ არცმევიცი-თქვა დაბნეული სახით ჯონმა
-ყველაფერი მზადაა-შემოანათა კარებში მომღიმარმა შერლოკმა
15წუთში ნატალი ისევ სავაადმყოფოში იყო.ისევ საკაცაზე...თითქოსდა ისტორია მეორდებოდა,შერლოკი ისევ ვერ პოულობდა ადგილს,ისევ აქეთ იქით დადიოდა...ჯონი კი ისევ მას ნერვების მოთოკვას ურჩევდა,მაგრამ ამ შემთხვევაში განსხვავება მხოლოდ ერთი იყო
შერლოკს უწინდელივით არა შიშის გრძნობა,არამედ ბედნიერების გრძნობა არ ასვენებდა
ექიმი გამოვიდა.შერლოკი და ჯონი მასთან სწრაფად მივიდა
-ექიმო ,იმედია ახლა მაინც გვეტყვით კარგ ინფორმაციას-თქვა შერლოკმა
-ბოლომდე კარგს მაინც ვერა
შერლოკს ღიმილი სახეზევე შეაშრა
-ბოლობოლო თქვით-უთხრა უკვე გამწარებულმა შერლოკმა
-ესეიგი ნატალის შესახებ ყველაფერი გამოვიკვლიეთ,აღმოჩნდა რომ როდესაც მას გული გაუჩერდა ის არ მომკვდარა არამედ მან კლინიკური სიკვდილი გადაიტანა.მაგრამ რაშია ახლა საქმე უარესად-თქვა ექიმმა და გაჩერდა-საქმე ის არის რომ როდესაც მან გამოიღვიძა სავარაუდოდ ეს იყო დრო როცა მისი გვამი სწორედ მორგისკენ მოგვქონდა
-არა არა ოღონდ ეგარაა-იფეთქა შერლოკმა-ყველაფერი ნათელია უბრალოდ...ყველაფერი!!!-წამოიყვირა და უკან გაბრუნდა
-ექიმო მაპატიეთ ჩემი მეგობრის გამო-უთხრა ჯონმა-ის უბრალოდ წინასწარ ყველაფერს ხვდება,რას ამბობდით შეგიძლიათ დაამთავროთ?
-დიახ რათქმაუნდა,ნატალიმ როგორც ჩანს სწორედ მაშინ გაიღვიძა როცა ის მორგში გადმოგვყავდა,ამდროს ის დახურულ სივრცეში იყო,გავარკვიეთ რომ ნატალის კლაუსტროფობია ჭირს ამას დაემატა კიდევ უამრავი რაღაც რაც ადამიანის ფსიქიკას აზიანებს
-და რას ჭირს ბოლოსდაბოლოს?-კითხა ჯონმა
-ის კომაშია,მაგრამ ვვარაუდობ რომ მცირეხნიანი კომა იქნება
-აი მაგას შერლოკი კი ვერ გამოიცნობდა-გაუღიმა ჯონმა-ანუ მალე გამოვა კომიდან?
-სავრაუდოდ,მანამდე კი მისი პულსი ჩვეული იქნება როგორც ნორმალური ადამიანის
-კარგით მადლობა-და ჯონი გამოემშვიდობა ექიმს და შერლოკის მოსაძებნად წავიდა
ჯონმა მთელი სავაადმყოფო შემოიარა მაგრამ ის ვერსად ნახა...გარდა ნატალის პალატისა...ბოლოს იქამდედაც მივიდა და როდესაც დაინახა რომ შერლოკი იქვე იყო გადაწტვიტა აღარ შეეწუხებია და უკან გამობრუნდა და სახლისკენ გზას გაუდგა.
შერლოკს კი რაც შეეხება,მან ეგრევე გაიაზრა თუ რა დაემართა ნატალის მაგრამ ის დაავიწყდა რომ ეს კომა ძალიან ცოტა ხანს რომ გაგრძელდებოდა.
როგორც კი მან ექიმის სიტყვები გაიგონა ეგრევვე ნატალის მიაშურა,ჩამოჯდა სკამზე და ყურება დაუწყო მას
შერლოკის გონებაში უამრავმა აზრმა დაიწყო თავის მოყრა.
საკვირველი იყო მაგრამ შერლოკმა მხოლოდ ახლა შეამჩნია რომ ნატალი ძალიან ლამაზი იყო
-აქამდე მხოლოდ შენს თვისებებს და უჩვეულო აზროვნებას ვუკვირდებოდი-ფიქრობდა შერლოკი-მაგრამ საკმაოდ ლამაზიც ყოფილხარ-და თავისთვის ჩაეღიმა
ეს მართლაც საკვირველი ფაქტი იყო,რადგან შერლოკს აქამდე ლამაზი არავისთვის არ უწოდებია და არც გონებაში გაუვლია ამდაგვარი აზრები.
შერლოკი დიდიხნის მანძილზე აკვირდებოდა ნატალის და მის უნიკალურ ნაკვთებს.იმის და მიუხედავად რომ თვალები დახუჭული ჰქონდა,გონებაში მაინც წარმოედგინა შერლოკს უეცრად მისი დიდრონი ლამაზი თვალები,მისი კანი რომელსაც საზიზღარი მორიარტი შეეხო.-ეს აზრები შერლოკს აცოფებდა მაგრამ როგორც კი ისევ ნატალის შეხედავდა თითქოსდა წყნარდებოდა.
უეცრად ზარის ხმა გაისმა.შერლოკმა ტელეფონი აიღო
-ძმაო ნუთუ სულმთლად დაგავიწყდი-თქვა უცხო ხმამ
-მაიკროფტ,რამ შეგაწუხა ძამიკო?-თქვა ირონიულად შერლოკმა
-რაც არუნდა ერთმანეთს ნერვებს და ხელს ვუშლიდეთ შენზე მაინც ვდარდობ,გავიგე მორიარტისთან მორიგი საქმე მოგიგია
-მასზე ისე ლაპარაკობ თითქოს სასამართლოში ვიყო
-ვინ არის ეს გოგო?-კითხა ბოლოს მაიკროფტმა
-ნუ მეკითხები ისეთ რამეს რაც უკვე იცი-მიუგო შერლოკმა
-არვიცოდი ლორდ ნორტონის ასეთი მზეთუნახავი ქალიშვილი თუ ეყოლებოდა-უთხრა მაიკროფტმა
-მაიკროფტ რაგინდა?
-იმ გოგოს გაცნობა-ჩაეცინა მაიკროფტს-ვინც ჩემი ყინულის ძმა გაადნო-ისევ გაეცინა
-გადასარევი დროა გასაცნობად,ის ვერც პასუხს გაგცემს და ვერც ვერაფერს...კომაშია
-მაშ როცა გამოვა მაშინ,კარგად ძამიკო
შერლოკმა მობილური გათიშა და ისევ ნატალის დაუწყო ყურება.დაღამდა.შერლოკი სახლში არ წასულა,იქვე სადაც იჯდა იქ ჩამოეძინა.იმ ღამესაც ნატალი დაესიზმრა.
გათენდა.მზე ამოვიდა უკვე ლონდონის ქუჩებში,ჯონი საავადმყოფოში მოვიდა და პირდაპირ შერლოკისკენ გააჭრა,როდესაც იქ შევიდა კი მის წინ გამოსახულმა სურათმა მასში დიდი გაკვირვება გამოიწვია.
ნატალი რომელიც მძინარე იწვა ისევ,შერლოკს მის ლოგინზე თავი დაედო და მისი ხელი მაგრად მიეხუტებინა.
ჯონმა გადაწყვიტა რომ გასულიყო ისევ მაგრამ...
-ჯონ ვიცი რომაქხარ-თქვა ახალმაგამოღვიძებულმა შერლოკმა რომელსაც ჯერ კიდევ თვალები დახუჭული ჰქონდა
-ხო-ოო-კარებისკენ წაიღო ხელი ჯონმა
-მასეთ სახეს ნუ მიიღებ-უთხრა შერლოკმა
-კიმაგრამ შენ არცკი მიყურებ-გაეცინა ჯონს
-რათუნდა ყურება,ისედაც ადვილი გამოსაცნობია რა სახე გექნება ამწამს
-ოხ შერლოკ-გაეცინა ისევ ჯონს-ცოტახნით იქნებ გაუშვა მის ხელს,წამოდი ყავა დავლიოთ,გამოფხიზლდები
-კარგი აზრია-გაახილა შერლოკმა თვალები და პალატიდან გამოვიდნენ
ჯონი შერლოკს ისევ უცნაურად უყურებდა,აი საავადამყოფოს სამზარეულოშიც ჩავიდნენ და ყავა გამოიტანეს
-რა შეკითხვა გაწუხებს?-კითხა შერლოკმა
-რაიცი რომ რამის კითხვა მინდა?
-განა არიცი ამწამს ვის ელაპარაკები?-გაეღიმა შერლოკს
-ნატალი როგორც ვხედავ გაღელვებს,ხოასეა?
-ხო-მოუჭრა პასუხი შერლოკმა
-შერლოკ ვიცი ამთემაზე ლაპარაკი ზოგადად არგიყვარს-გაეღიმა ჯონს
-ხო
-მაგრამ მაინც გკითხავ-უთხრა მოუთმენლად ჯონმა-ნატალის მიმართ რამე განიცდი?
-მგონი დროა ავიდე-და საათზე დაიხედა შერლოკმა ღიმილით
-დაუჯერებელია-გაეცინა ჯონს
-როგორც ვხედავ გონება ამუშავდა-თქვა შერლოკმა
-არმჯერაა-გაიცინა პირდაღებულმა ჯონმა-განა შენ ეგ შეგეძლოო?
-მიყვარს როცა ჩემს უპასუხოდაც ხვდები ყველაფერს
-რათქმაუნდა შენ ჯერ ამის თქმა გაგიჭირდება-და ჩაეცინა ჯონს
ჯონმა როგორც კი გაიგონა რომ შერლოკი თავს იძვრენდა ამ კითხვებისგან ის უმალ მიხვდა მის უკან დამალულ გრძნობებს
*შერლოკს ის უყვარს-გაიფიქრა ჯონმა და გონებაში გაეცინა კვლავ*
შერლოკი და ჯონი ზემოთ მიდიოდნენ ისევ ნატალისკენ როცა ჯონს რაღაც გაახსენდა:
-შერლოკ გუშინ შენი შეწუხება არმინდოდა მაგრამ ექიმს ბოლომდე არ მოუსმინე შენ
-ისედაც ყველაფერი ნათელი იყო
-არა რაღაც გამოგრჩა
-ისეთი არაფერი გამომრჩებოდა რაც გულს გამიხარებდა-თქვა ირონიულად შერლოკმა
-როგორც ვხედავ ხოლმე მარტო ცუდს ხედავ-გაეცინა ჯონს
-რახდება ბოლობოლო?-კითხა მოთმინებაგამოლეულმა შერლოკმა
სწორედ ამდროს ხმამაღალი ყვირილის ხმა გაისმა,რომელიც ნატალის პალატიდან მოდიოდა
-მოკლევადიანი კომა-დაიყვირა ჯონმა-აი რაგამოგრჩა
შერლოკი ნატალის პალატისკენ გაიქცა,მაგრამ თითქოსდა კარის შეღება ეშინოდა...ეშინოდა რამე უარესი არ დახვედროდა იქ მაგრამ მან ეს მაინც გაბედა
-შერლოოკ!-მოესმა ჰოლმს ნაცნობიხმა
შერლოკს სწორედ იგივე დაემართა როცა ექიმებმა ნატალის სიკვდილის შესახეებ შეატყობინეს...ის გაქვავდა,სამყარომ მოძრაობა შეწყვიტა ,ახლაც ვერავის ამჩნევდა მაგრამ გამონაკლისიც დაეშვა აქაც...ის მართლაც ვერავის ამჩნევდა ნატალის გარდა,რომელიც უკვე წამომჯდარიყო და ლოგინს მიყუდებოდა.
-შერლოოკ-დაუყვირა კიდევ ერთხელ ნატალიმ და ფეხი გადმოდგა ლოგინიდან,მაგრამ ძალა ისე ჰქონდა გამოლეული რომ კინაღამ წაიქცა
მაგრამ ამ წაქცევისგან სწორედ უკვე "პარადოქსიდან" გამოსულმა შერლოკმა იხსნა
-როგორც იქნა გაიგონე ჩემიხმა-უთხრა ნატალიმ და მაგრად მიეყრდნო
შერლოკმა კი თითქოსდა ენა ჩაყლაპა...რათქმაუნდა სიხარულისგან
მაგრამ სიტყვების მაგივრად მისი მოქმედება ალაპარაკდა...ნატალის მჭიდროდ შემოხვია ხელები და მისი სურნელი მთლიანად შეიგრძნო.
ბოლოსდაბოლოს მიხვდა შერლოკი რომ ასე დიდხანს ვერ იქნებოდა,ხელში აიყვანა და ისევ პალატის ლოგინზე დააწვინა ნატალი
-ხმას არ გამცემ?
-კი-ი-უთხრა აკანკალებული ხმით შერლოკმა
ორივეს რამდენი რამე ჰქონდა ერთმანეთისთვის სათქმელი,მაგრამ ვერცერთი სიტყვებს ვერ პოულობდა ამისთვის.
ამდროს ჯონიც შემოვიდა ექიმთან ერთად
-ნატალი-ჩაეხუტა ჯონი ნატალის-გილოცაავ ...გაცოცხლებას-გაეცინა ჯონს
-მადლობა ჯონ-უთხრა ლამაზი ღიმილით ნატალიმ
-როგორც ვხედავ ის ყვირილი თქვენ გეკუთვონდათ-უთხრა ჯონმა
-ნამდვილად-ჩაერთო ექიმი-ეს შოკური მდგომარეობიდან გამოსვლის ერთ-ერთი ვარიანტი იყო,ანუ ცუდ კომაში ჩავარდნილხართ-უთხრა ექიმმა ღიმილით
-ნამდვილად ცუდი სიზმარი ვნახე-თქვა ნატალიმ ნაღვლიანი სახით
-კარგი ჩვენ გავალთ-თქვა ჯონმა და ექიმიც თან გაიყოლა
სიჩუმე ჩამოვარდა.არცერთი სიტყვას არ ამბობდა.მაგრამ თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს
ბოლოს ნატალიმ თავი ჩახარა
-იცი-ამოღერღა ბოლოს ნატალიმ-მე შენი სიტყვები მესმოდა-და გაეღიმა
-რომელი სიტყვები?-უმალ დაინტერესდა შერლოკი
-თავს ნუ იკატუნებ თითქოსდა არიცოდე-გაეცინა ნატალის
-მე შენ ბევრი რაღაც გითხარი-იხტიბარი არ გაიტეხა შერლოკმა
-მადლობა
-რისთვის?-კითხა შერლოკმა
-ძალიან ბევრის ჩამოთვლა მომიწევს-გაეღიმა ისევ თბილად ნატალის-მადლობა რომ გადამარჩინე,ეს ერთი-თქვა სიცილით
-კიდევ?-გაეცინა შერლოკსაც
-მადლობა რომ მორიარტის კინაღამ შენი თავი შესწირე ჩემს გამო
-დარჩა კიდევ?
-მადლობა იმ სიტყვებისთვის როცა გამომშვიდობებისას მითხარი
-რატომღაც მგონია კიდევ რაღაცის თქმა გინდა-თქვა მაინც შერლოკმა
-კი-ჩაეცინა ნატალის-მაინც ყველაზე დიდი მადლობა იცი რას ეკუთვნის?
-ვერ მიგიხვდი ნატალი-უცებ დასერიოზულდა შერლოკი
-თუ მასეთ განწყობაზე იქნები არ გეტყვი
-ბავშვივით ნუ მეთამაშები-ხელი მოკიდა შერლოკმა სახეზე და ახლოს მიიზიდა
-იცოდე არ გეტყვი
-ნუ მეტყვი
-ვიცი რომ გაინტერესებს-გაეღიმა ნატალის
-კარგი თქვი-გაეცინა შერლოკსაც
-ამ მადლობებს შორის ყველაზე დიდი მადლობა დაიმსახურა-გაჩერდა ნატალი და გააგრძელა ისევ-კოცნამ...გამომშვიდობების კოცნამ-და გაეღიმა
-ამისთვის მაწვალე?-გაიცინა შერლოკმა-ეგრატომ გახსოვს
-ჩემი შუბლი ზედმეტად მგრძნობიარეა-დახელი მიიდო იმ ადგილას ზუსტად სადაც შერლოკმა აკოცა
-მგონი შენ გვატყუებდი-უთხრა ღიმილით შერლოკმა,რომელიც თვალმოუწყვეტ უყურებდა ნატალის რომელსაც ძალიან ამშვენებდა და კიდევ უფრო ქალურს ხდიდა ღიმილი
-გუგულეებო-შემოვიდა ჯონი სიცილით-მაპატიეთ მაგრამ უნდა წავიდეთ,ექიმები გვიშვებენ
-როგორც იქნა-თქვა ნატალიმ
15წუთში ექიმი ნატალის დაეხმარა რათა ჩაეცვა,ვინაიდან მას ფეხზე წამოდგომა და გაჩერება უჭირდა
-მისტერ ჰოლმს და ჯონ-გაუღიმა ექიმმა ჯონს-ნატალისთვის არ შეიძლება ბევრი მოძრაობა,მან საკმაოდ დაკარგა სისხლი,ჯერ მოძლიერდეს მანამდე კი სათანადოდ უნდა მიხედოთ
-ნუ ღელავთ-დაასწრო ჯონს შერლოკმა თქმა
-ახლა კი ნატალის თავი თქვენთვის გადმომიცია-უთხრა ღიმილით ექიმმა
შერლოკმა ნატალის ერთი ხელი მძლავრად დაიკავა და მანქანისკენ გაუძღვა.
სახლში 10წუთში მივიდნენ.
-ნატალი კიბეებზე ასვლას შეძლებ?-კითხა ჯონმა
-ალბათ-გაუღიმა ნატალიმ
-ალბათ?! რათქმაუნდა ვერ შეძლებს ჯონ,შენ ხარ ექიმი აქ თუმე-თქვა ეს შერლოკმა და ნატალი იმწამსვე ხელში აიყვან
-არიყო საჭირო-გადაუჩურჩულა ნატალიმ და მძლავრად ჩაჭიდა ხელი შერლოკს
ჯონი კი გაკვირვებული ავიდა კიბეებზე ნელა
*რაღაც შეცდომაა-გაიფიქრა თავში და ზემოთ ავიდა*
შერლოკს კი ამდროს ნატალი ზემოთ აეყვანა და ტახტზე დაესვა
-ნატალი მაპატიე ვერ დავრჩები-უთხრა ჯონმა
-არაუშავს ჯონ-გაუღიმა ნატალიმ
-პაემანი მაქ-ხმამაღლა თქვა ეს რათა შერლოკს გაეგონა-კარგად-თქვა ეს და კარები გაიხურა
ისევ სიჩუმე ჩამოწვა.
-არასდროს შეგიძლია ხო ლაპარაკი დაიწყო?-უთხრა სიცილით ნატალიმ
-შენთან ვეღარ-გამოუტყდა შერლოკი
-შერლოკ სად გაქრა შენი სითავხედე?
-ასე ძალიან მოგენატრა?
ნატალი დადუმდა
-არგაქვს პასუხი არ?-კითხვას აპირებდა შერლოკი
-კი-რომ ნატალიმ უცებ მოუჭრა
-რაა?-გაუკვირდა შერლოკს
-კითქო-გაიღიმა ნატალიმ
-ანუ გააქვს პასუხი?
-ანუ მომენატრათქო შერლოკ!
შერლოკს ეს ნამდვილად ესიამოვნა,მას აბსოლიტურად ყველაფრის გამოხატვა შეეძლო ახლა მაგრამ მისთვის ზედმეტად ძნელი იყო ნატალისთვის ეჩვენებინა ის გრძნობა რადგან მისთვის ეს ჯერ კიდევ უცხო ხილი იყო ნამდვილად.
-ნატალი-მივიდა შერლოკი ტახტთან და გვერძე ჩამოუჯდა ნატალის-სანამ ჩვენ გიპოვიდით მორიარტიმ რამე ხომარ დაგიშავა?-კითხა რატომღაც შეშინებული სახით შერლოკმა
-არა,ერთიორჯერ ჩემი დანაც მოხვდა მაგრამ სამწუხაროდ ყველანაირი დანა წამართვა
-უნდა ვაღიარო ვერ წარმოვიდგენდი თუ მას ვინმეს...შეყვარება-ამ სიტყვაზე ისევ შეჩერდა შერლოკი და განაგრძო-შეეძლო
-არც მე არვიცოდი თუ ჩემი ბავშვობის ამხანაგი აღმოჩნდებოდა
-ვიცი,მამაშენმა მითხრა
-მამაჩემთან იყავი?ოოო როგორი დამწუხრებული იქნებოდა-თქვა ირონიით ნატალიმ
-ძალიან-გაეცინა შერლოკს
ისევ საზარელი სიჩუმე ჩამოვარდა
-ნატალი-დაიწყო შერლოკმა
-ნუთუ ეს შენ დაარღვიე სიჩუმე?-გაიღიმა ნატალიმ
-ამ ბოლო დროს ხშირად იღიმი
-ამ ბოლო დროს რაღაც დაბრკოლებებით მელაპარაკები-თქვა ნატალიმ-თითქოს გიჭირს ჩემთან საუბარი
-რათქმაუნდა მიჭირს-ვეღარ მოითმინა შერლოკმა და ფეხზე ადგა
-მითხარი!-თქვა ნატალიმ და ფეხზე წამოდგა,ოღონდ მიხვდა რომ წაიქცეოდა და იქვე მდგარ პატარა კარადას მიეყუდა
-ნუ მაიძულებ-დაიწყო შერლოკმა ოთახში თავისნაირად ბრუალი
-იქნებ სულ სხვა რამის თქმა გინდა
-რას გულისხმობ?
-იქნებ შენ ისეთს მეუბნები რასაც მე არველი-თქვა ნატალიმ მოწყენით
-ნატალი ახლა კარგად მომისმინე-დაიწყო შერლოკმა-ის რა სიტყვებიც იქ გითხარი ყველაფერი აბსოლიტურად
-ხოო-თქვა მოუთმენლობისგან ნატალიმ
-ტყუილი იყო
-რას ამბობ-გაბრაზდა ნატალი
-ეს ყველაფერი ფარსი იყო
-შერლოკ ვიცი რომ მატყუებ!
-ნატალი მაპატიე-თქვა შერლოკმა და ნატალის პირდაპირ თვალი გაუსწორა-აღარ შემიძლია ამის ატანა
-რისი ატანა შერლოკ-თითქმის ყვირილით თქვა ნატალიმ-ეს შენი ცვლილება უბრალოდ ტყუილს მივაწერო?!
-ეს ტყუილი ახლაც გრძელდება შენ თუარ შეწყვეტ ამას!
-იმედია გაანალიზებ ოდესმე რაც ამწამს გამიკეთე!-უყვირა ნატალიმ შერლოკს,სწრაფად გადმოდგა ნაბიჯები რაც კარადას მოშორდა და ჯონის ოთახისკენ გაწია რომ უეცრად ფეხი კინაღამ დაუცდა
შერლოკი უკვე დასახმარებლად მიდიოდა.
-არ მჭირდება-უთხრა სერიოზული სახით ნატალიმ
შერლოკი აღარ მისულა,ნატალის კი იღბლად ჯონის ოთახი ღია დახვდა და პირდაპირ იქ შევიდა,რადგან მას არ შეეძლო თავის ოთახში შესვლა,ვინაიდან გასაღები დიდიხანია დაკარგა.
ნატალი როგორც კი ოთახში შევიდა ცრემლები წასკდა,მაგრამ ეს ცრემლები მხოლოდდა მხოლოდ სიბრაზისგან იყო გამოწვეული.
შერლოკი კი იქვე მდგომ სავარძელზე ჩამოჯდა
*ოო შერლოკ-ფიქრობდა თავისთვის-ეს რაგააკეთე*
რამოდენიმე წუთი შერლოკი თავისთავში ჩაიკეტა,მაგრამ საბოლოოდ მაინც ვეღარ მოითმინა და ჯონის ოთახის კარებთან მივარდა
-ნატალი კარი გამიღე-უთხრა შერლოკმა ნატალის მშვიდად მაგრამ არანაირი პასუხი იქიდან არ გაუგონია მას
-ნატალი! გესმის ჩემი-დაუყვირა შერლოკმა და კარებს ხელი მიარტყა
-ნატალი გააღე თორემ..-ვეღარ მოასწრო დამთავრება
-თორეემ?-კითხა ნატალიმ რომელმაც კარი უეცრად გააღო და რომელიც ძლივს იდგა ფეხზე
-ნატალი მისმინე
-არა შერლოკ შენ მისმინე-დაიწყო ნატალიმ სერიოზული სახით რომელსაც შერლოკი თვალს ვერ წყვეტდა-პირველი შემთხვევა როცა ნამდვილად ვერ მივხვდი რაგინდა! ამდენიხანი გისმენდი,მაგრამ ყელში ამოვიდა ამდენი ტყუილი უკვე დამთავრდა,აღარ შეგაწუხებ ამიერიდან-თქვა ეს კარებიდან გამოვიდა
-სადმიდიხარ?
-ამ სახლიდან შორს
-საფრთხე გემუქრება ვერ ხვდები?!
-ამჯერად მორიარტი ვეღარ მომიტაცებს! აღარც შენ აღარ დაგჭირდება შენი ფარსი თამაში!! და საერთოდ სამუდამოდ დავივიწყოთ ერთმანეთი-თქვა გაბრაზებულმა ნატალიმ და უკვე სახლის კარში გასვლას აპირებდა რომ
-მიყვარხარ-თქვა უეცრად შერლოკმა რომელმაც არც თვითონ არიცოდა ეს როგორ თქვა
ნატალი უეცრად შემოტრიალდა და კარს დაეყრდნო ოდნავ
-რა მითხარი?-უთხრა გაკვირვებულმა ნატალიმ
-მიყვარხართქო-თქვა უკვე თავდაჯერებულმა შერლოკმა
ნატალი ჯერკიდევ გაკვირვებული უყურებდა ამ ადამიანს...ადამიანს რომელიც სულ შეუარცყოფას აყენებდა...ადამიანს რომელსაც საერთოდ არ ადარდებდა და პირიქით აღიზიანებდა ნატალი თავიდან...ადამიანს რომელიც ყინული იყო ახლა კი თითქოს ამ ყველაფერს გაედნო ეს უგულო ადამიანი...
-ვიცი რომ ეს სიტყვები ჩემგან გიკვირს-ჩაილაპარაკა შერლოკმა-განსაკუთრებით იმის შემდეგ რაც რამოდენიმე წუთის უკან გითხარი...არც კი ვიცი რატომ ვთქვიეს-და ნატალის მიაშტერდა შერლოკი-თუმცა ვიცი...მე ისვარ ვისაც გრძნობა არარსებობს,ვინც ამყველაფერს არ აღიარებს,ვინც ყოველთვის დასცინის იმას ვინც ამ გრძნობით შეიპყრობა და მგონი ახლა ცხოვრება მე დამცინის-ჩაეცინა შერლოკს-რადგან სწორედ მე გავხდი ჩემი თავისვე დაცინვის ობიექტი...-ცოტახნით გაჩუმდა დაისევ გააგრძელა-თავიდან ამას ვერ ვაღიარებდი,თურმე ხოლმე გენიებსაც სჭირს ცუდი სენი-და ჩაეღიმა-მაგრამ ახლა ნამდვილდ,მთელი ჩემი საკუთარი თავის რწმენით შემიძლია ვთქვა რომ...მიყვარხარ!
ნატალი ისევ დადუმებული უყურებდა.
-ნუთუ არაფერი გაქ სათქმელი?-შეეკითხა უკვე მოთმინებაგამოლეული შერლოკი
ნატალიმ თავი ჩახარა...და რაც ძალიდა ღონე შერჩენოდა ამ ყველაფრის შემდეგ შერლოკს მივარდა...და ძალიან მაგრად ჩაეხუტა
-ძალიან ბევრი რამ-თქვა ბოლოსდაბოლოს ნატალიმ და თვალი გაუსწორა შერლოკს-იმდენი რამ-და ცრემლი მოადგა თვალზე-იცი ცხოვრებაში არავის ასე თბილად ჩემთან არ ულაპარაკია-გაეღიმა ნატალის-და ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ეს შენ იქნებოდი-ისევ გაეცინა
შერლოკმა ნატალის სახეზე ორივე ხელი დაადო და თვალებში შეხედა.
-შენ არაფერს იტყვი?-კითხა შერლოკმა
-კი
-რას ნატალი?
უეცრად ნატალიმ ხელები შერლოკს სახეზე მიადო,რაც შეიძლება ახლოს მიიზიდა და აკოცა...ეს ნატალისთვის პირველი კოცნა იყო...
შერლოკი იმწამსვე მიხვდა პასუხს და ნატალის კიდევ უფრო მჭიდროდ ჩაჭიდა ხელები,კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა და კიდევ უფრო ძლიერად,ვნებიანად აკოცა
სწორედ ამდროს კარზე კაკუნი გაისმა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent