შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვენიერი ლედის ვნებიანი ღამეები -6-


15-12-2015, 16:36
ავტორი Firefly
ნანახია 3 525

ხასიათი მიფუჭდება,კაბას კარადაში ვაბრუნებ და აივანზე გავდივარ.თავს სუსტად ვგრძნობ,თითქოს ყელში რაღაც მეჩხირება და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს.ბოლო დროს სულ წვიმს,ახლაც ტროტუარი წვიმით არის დანამული,აივნიდან ლამაზად მოსჩანს ფერადი ქოლგები,შემოდგომის გამოფიტული ფოთლებივით რომ დაფრივანენ თითქოს.საშინლად მინდა ახლა გარეთ ბოდიალი,ნაჩქარევად ვბრუნდები ოთახში ვიწრო ჯინსებს და თბილ მაისურს ვიცვამ,თავზე შავ ქუდს ვიხურავ და დუტის ქურთუკით ჩათფუნული სახლის კარებს ვკეტავ.ტურსასმენებს ვირგებ და ღიღინით მივყვები ტროტუარს.
-Well, I think you're crazy
I think you're crazy
I think you're crazy
Just like me-ხმადაბლა ვმღერი და ქალაქს ვაკვირდები.მუსიკა სასიოვნო იმპულსებს გზავნის გონებაში და აღტკინებული მივიყვები ფილაქანს.ერთერთ კედელზე გაკრულ განცხადებებს ვკითხულობ,თვითონაც არ ვიცი რატომ მაგრამ ვდგავარ წვიმაში და უბრალოდ ვკითხულობ.
"შეყვარებული გამოძახებით" -თვალში მხვდება განცხადება და სიცილით ვიგუდები.უმრავ სასაცილო განცხადებას ვკითხულობ და გვარიანადაც ვიცინი,სანამ მუსიკალურ ჯგუფზე არ ვნახავ განცხადებას.წინაპირობას ვკითხულობ და გახარებული ერთადგილას ვცქმუტავ,ტელეფონზე მითითებულ ნომერს ვკრიფავ და მოუთმენლად ველი პასუხს.
საბოლოოდ მისამართს ვიწერ და უზომოდ კმაყოფილი მივდივარ დანიშნულების ადგილამდე.ძალიან მყუდრო კაფე მხვდება,საინტერესო დიზაინით.შესვლისთანავე ვგრძნობ მუსიკის ხმას და სხეულზე ტაო მაყრის.ხმაურით შევდივარ კაფეში და ველოდები რომელი სულიერი მომქცევს ყურადღებას.ჯგუფს ერთი საკმაოდ სიმპატიური ბიჭი აკლდება და ჩემსკენ ღიმილით მოდის.
-დემე დადიანი-ხელს მიწვდის ბიჭი.
-მართა წულაძე.
-ანუ შენ გესაუბრებოდი ტელეფონზე?-ინტერესით შემათვალიერა ბიჭმა.
-დიახ მე ვიყავი-ვეუბნები ღიმილით.
-ადრე გიმღერია?ანუ გამოცდილება თუ გაქვს?-ირონიით ამათვალიერა ბიჭმა რაც ცოტა არ იყოს არ მომეწონა.
-ახლახან დავამთავრე კონსერვატორია,ვმღერი და ვუკრავ რამოდენიმე ინსტრუმენტზეც...
-მაშ კარგი,გვაჩვენე რაშეგიძლია-ხელები გაშალა ბიჭმა და მინი სენამდე მიმაცილა,თვითონ კი დანარჩენ სამ ბიჭთან ერთად სკამზე დაჯდა.მიკროფონი გავისწორე და გიტარაზე რამდენჯერმე ჩამოვკარი,ვფიქრობდი რა მემღერა, ბოლოს ბოლო დროს აკვიატებული სიმღერა დავუკარი,და ბედნიერბისგან გამაკანკალა.
- This is for all the years you've been
My companion as well as my best friend
So tonight Baby I'm giving you what you want
It's all yours...მუსიკა ისე დავასრულე არ მინერვიულია ანაც,რა იყო სანერვიულო.მომწონდა ეს ბიჭებიც ეტყობოდათ რომ წესიერი ადამიანები იყვნენ და რაც მთავარია მუსიკა უყვარდათ!
რაღა ბევრი გავაგრძელო და მე მათი წევრი გავხდი.რამოდემიმე კომპოზიცია ერთადაც შევასრულეთ,რეპეტიციის გრაფიკი შევადგინეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
კეფეს ორმაგად არა ასმაგად ბედნიერი ვტოვებ და ერთი სული მაქვს ლელას როდის გავუზიარებ ჩემს წარმატებას.ლელას ვწერ რომ გამომიაროს და სწრაფი ნაბიჯებით ვბრუნდები შინ.
შინ ყოფნა ყველაზე მეტდ მიყვარს,შემიძლია საათობით ვიჯდე სახლში მარტო და ვიყო ბედნიერი,არა იმიტომ რომ მარტოობა მიყვარს არა მე ნამდვილად არ მიყვარს მარტოობა პირიქით,მაშინებს ის...ჩემი სახლის ყოველი კედელი ჩემი განვილი ცხვრების სარკეა.მახსენებს ბავშვობის წლებს და მანახებს თუ რაოდენ სუსტი ვარ...
კარებზე ზარია,ლელას კარში შემოსვლას არ ვაცლი ისე ვეკიდები კისერზე და ახალ ამბავს ვამცნობ.მასაც ძალიან უხარია და მილოცავს,ბოლოს კი მახსენებს რომ ჩვენს კლასელს ნაინას ხვალ დაბადების დღე აქვს და რომ აუცილებელია წავიდეთ,მეც ჩემი აღტკინებული ხასიათის გამო უყოყმანოდ ვთანხმდები და სხვა საკაცობრიო საკითხებს განვიხილავ ლელასთან.არვიცი როგორ დაველაპარაკო და როგორ ვკითხო კლუბში მისი სამსახური მხოლოდ სიმღერაა თუ კიდევ არის რამე...ბოლოს ენას კბილს ვაჭერ რადგან არმინდა ვაწყენინო დაავსაუბარს შემდეგისთვის ვდებ.


***
გუშინდლისაგან განსხვავებით დღეს მეზარება დაბადების დღეზე წასვლა.საწოლიდან ძლივს ვიზლაზნები და სააბაზანოში შევდივარ,ცივ წყალს სახეზე ვისხამ და ვფხიზლდები.სამზარეულოში ფეხშიშველი შევდივარ და ყავას ვიდუღებ,იმედია ლელა არ მომკლავს დაგვიანებისთვის.ყავას აუჩქარებლად ვსვამ და ველოდები როდის ამიკლებს ლელა.ისიც ქოთქოთით შემოდის და ბუზღუნებს რომ ვერ მოვასწრებთ საჩუქრის არჩევას,თუმცა ყველაფერს ვასწრებთ.ნაინასთვის ოქროს კოლიერს ვყიდულებთ და საიუველირო მაღაზიას კამაყოფილები ვტოვებთ.
ვცდილობ არაჩვეულებრივად გამოვიყურებდოდე,მოკლე ზურგამოღებულ წითელ კაბას ვიცვამ აულამაზესი დეკოლტით,კაბა ყოველ მოძრაობაზე ულმაზესად იშლება,ფეხზე შავ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ვირგებ.გრძელ თმებს უბრალოდ ვიშლი და ბოლოებს ვიხვევ,ტუჩებს ტონტურით ვიფერადებ და მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ,სუნამო და მორჩა.სარკის წინ ვტრიალებ და მომწონს ყველაფერი!-მშვენიერია!ვამხნევბ ჩემს თავს და ლელასთან ერთად ტაქსში ვჯდები.გული მიჩქარდება,სისხლი ტვინში მაწვება და ლელას გაკვირვებული ვუყურებ...იმ ბარში მივდივართ სადაც ლელა მუშაობს.
თავი ხელში ამყავს და გაღიმებული მივდივარ იუბილართან."ნეტავ აქ არ იყოს!" "ან იყოს" გონება ქაოსურ მდგომარეობაში მაქვს,ოფიციანტის მიერ მოწოდებულ შამპანიურის ჭიქას ერთი ამოსუნთქვით ვცლი და მოცეკვავეთა მასას ვუერთდები.თვალებ დახსახუჭული რიტმის შეგრძნებას ვცდილობ,მაგრამ უკნიდან ვიღაც მეკვრება და ყელში მკოცნის...ათასში გამოვარჩევ მის სურნელს,მისი ტუჩები ქაოტურად მოძრაობენ ხან მხრებზე ხანაც ყელში.ვნებისაგან ტუჩებს კბილებშუა ვიქცევ კვნესა რომ არ აღმომხდეს.
არ მახსოვს როდის დავტოვეთ საცეკვაო მოედანი,მაგრამ ვიღაცის კაბინეტში რომ აღმოვჩნდი ეს აშკარაა!კარებზეა ამაკრა და ანთებული თვალებით ტუჩებზე მეკონება.მის ცხელ ხელებს მთელს სხეულზე ვგრძნობ და სიამოვნებისგან ვკრუსუნებ.მისი კოცნა უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება,ვგრძნობ როგორ მიხსნის კაბის შესაკრავს და გული უცნაურად მითრთის,შორს არ შეტოპო მახსენებს ჩემი მეორე მე და ვცდილობ მის ცხელ ტუჩებს მოვშორდე...

-----------
ესეც შემდეგი თავი,იმედია მოგეწონებათ.გადახედვას ვერ ვასწრებ ისე ვდებ ამიტომ მომიტევეთ შეცდომები.გამიზიარეთ თქვენი აზრი...



პირველი ვააარ მარა პატარა ზაან (?

 


№2 სტუმარი teo...

Vaime radros gawyvite !!!!!! Male dsdersgtxov,kargiaaaa

 


№3 სტუმარი Anita

Dzaan magaria dzaan momwons magrmam dzaan patara tavebiaxolme da ar myofniis.velodebi shemdeeeeegs,darwmunebuli var magari iknebaa.:*

 


№4  offline წევრი მოლურჯო

ძალიან კარგი იყო.
--------------------
მარიამი

 


№5 სტუმარი darina

Uh ra vnebiani tavi iyooo es kaci gadamrevs, rogori magari tipia. Shen xom ici rogor miyvars sheni istoriebi.

 


№6 სტუმარი koiava

Magari gogo xar ici rogor shheik vano interesshi xalxi. Kochag. Momwonxar
.adre mec vwerdi da vici es ra shegrdznebaaa. Ase vtqvat lamazi shvilebi gkavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent