შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩამკიდე ხელი (10)


15-12-2015, 17:53
ავტორი zak
ნანახია 1 805

ხელის მოწერის ცერემონიალი კარგად დასრულდა.ამის შემდეგ კი თავიანთი მცირე ამალით გაეშურნენ რესტორნისაკენ.ყველაზე მეტად ის ფაქტი გაუკვირადა ლიკას,რომ ანის დედა ქორწილში არ მოსულა.ანის კი ამაზე დიდი ყურადღება არ გაუმახვილებია.ქორწინების შემდეგ,თედომ,როგორც სამეგობროს დამსახურებულმა იურისტმა,სასამათლოშ სარჩელი შეიტანა და გოგონებს აცნობა რომ საქმის განხილვა დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყებოდა,მანამდე კი მითითებული გარეგნობის მიხედვით დამნაშავეების ძებნას დაიწყებდნენ.ეს თედოს მოთხოვნა იყო.სასიამოვნოდ დაღლილნი დაბრუნდნენ სახლში და პირდაპირ მიესვენნენ სავარძლებზე.
-მომავლა წელს,შენ რომ სკოლას დაამთავრებ,ნეკას რომ პატარა უკვე ეყოლება,სავარაუდოთ ჩვენც და იმედია გიგის და დიკოსაც მოარჯულებთ ვინმე,ერთად წავიდეთ კუბაზე,ვიცი რომ იქ ჩასვლა შენი ოცნებაა,ამიტომ ჩვენი ქორწინების წლის თავი იქ ავღნიშნოთ ჩვენს შერეკილებთან ერტად,კარგი?...ღიმილით ამოთქვა ქალმა და გვერდით მჯდარ გაბადრულ გოგონას თბილად აკოცა საფეთქელზე...ახლა კი დავიძნოთ,დღეს ძალიან დავიღალეთ,მომდევნო ერთი კვირა კი ჩვენს მყუდრო სახლში მოვიწყოთ თაფლობის თვე და არავინ გავაკაროთ აქაურობას.რა თქმა უნდა ჩაპას გარდა...დაამთავრა სათქმელი ანიმ და მას შემდეგ,რაც ლიკას საფეთქელზე აკოცა,ძლიერად ჩასჭიდა გოგონას ხელი და საძინებელში გაიყვანა.ძლიერად ეკვროდნენ ერთმანეთს და ტკბილად ეძინათ.
დილაადრიან ჩაპას ყეფამ გააღვიძათ,მაგრამ არც ერთმა მათგანმა ფეხზე ადგომა არ იკადრა,უბრალოდ გვერდი იცვალეს.ჩაპა კი მაინც არ წყვეტდა ყეფას.
-ლიკუ,აუ მიდი რა ადექი,აჭამე და მოდი მერე,გთხოვ რააა...მუდარით ამოიზმუვლა ანიმ და ბალიშზე უკეთესად მოათავსა თავი.
-ოოო,რატომ მაინცდამაინც მე?!...ბუზღუნით,მაგრამ მაინც წამოდგა ფეხზე და ცუგოს თვალებდახუჭულმა დაუყარა მისთვის განკუთვნილ ჭურჭელზე საჭმელი,შემდეგ კი კომფორტულად ჩაუგორდა ანის საწოლში და გაყინული ფეხები მის ფეხებში ახლართა.
-როგორ გაყინულხარ,მოდი ჩაგეხუტო და გაგათბობ,ჩემი ლამაზთვალება,ჩემი სიხარული...სითბოთი გაჟღენთილი ხმით ამოიჩურჩულა ქალმა და უფრო ძლიერად ჩაიხუტა გოგონა.
-დღეს არ ავდგეთ რაა...მუდარით ამოთქვა გოგონას სიახლოვით გაბრუებულმა ლიკამ და მას შემდეგ რაც ქალის კისერში მოაკალათა თავი,საძილე ართერიაზე ეამბორა.
-პირადათ მე არანაირი პრობლემა არ მაქვს...ვნებიანი ტონით უპასუხა გოგონას და მის ფეხზე მსუბუქად აასრიალა ხელი.
-ანი,ნუ მაიმუნობ,მეძინება...წყრომით მიუგო ლიკამ ტრფობის ობიექტს,მაგრამ მის ხმაში მაინც შეინიშნებოდა ის რომ ნელ-ნელა გოგონას ღიმილი ეპარებოდა.ანი,მოხერხებულად მოექცა ზემოდან გოგონას და ცოტა ხნით მის,ძილისაგან დასიებულ ბაგეებს დააჩერდა,შემდეგ კი მსუბუქად ეამბორა მათ.რამოდენიმე წამში ორივე მათგანი განცხრომას მისცემოდა.
ეს ერთი კვირაც სასიამოვნოდ გალიეს.სიმყუდროვე მხოლოდ სასამართლოს უწყებამ დაურღვიათ,რომელიც ლიკას მომდევნო დღით სასამართლოში მისვლის აუცილებლობას ატყობინებდა.
-ანი,იქნებ არ ღირს,ჰა,იქნებ ახლავე გამოვიტანოთ საჩივარი და ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის....ანერვიულებულმა მიგო ქალს და სავარძელზე დაჯდა სუნთქვის დასარეგურილებლად.
-ლიკუ,ჩემო თვალებხატულა,ნუ სულელობ,გახსოვს როგორ იყავი?შენ სიკვდილს ებრძვოდი საყვარელო,იმის გაფიქრებაც კი არ მინდა შენ რომ რამე მოგსვლოდა რას ვიზამდი,წარმოგიდგენია მაგ არა***ებმა რამდენი რამე დაგვიშვეს?ამას ვერ შევარჩენთ.დაფიქრდი,კიდევ რამდენი გოგონას სიცოცხლეს გადაარჩენ.შენი ამ საქციელით,შენ წაახალისებ ყველა იმ გოგონას ვინც მსგავს სიტუაციაშია,რომ იბრძლონ საკუთარი უფლებების დაცვისათვის და არვის მისცენ უფლება ისინი შელახონ.ლიკა,დაფიქრდი,თუ გგონია რომ არასწორად ვიქცევით შეგვიძლია გავჩერდეთ,უბრალოდ დაუკვირდი,შენ იქნები ერთ-ერთი პირველთაგანი რომელიც სხვას სტიმულს მისცეს...გოგონას წინ ჩაიმუხლა და მისი ხელი ძლიერად მოათავსა თავისაში.ძლიერად მოუჭირა მის თითებს თავისი და ამით აგრძნობინა რომ მუდამ მის გვერდით იქნებოდა.
-მართალი ხარ,იმ არა***ებს თავისი მიეზღვევათ.ჭკკუას ისწავლიან.ამას გავაკეთებ,აუცილებლად გავაკეთებ...თავდაჯერებული კილოთი წარმოსთქვა ლიკამ და ანის ძლიერად აკოცა ლოყაზე...მაგრამ ახლა,მე და ჩაპას ძალიან გვინდა ნაყინი,ოღონდ შოკოლადის.ასე რომ მოემზადე და გარეთ გავიდეთ,მანამ სანამ სერიოზულ შარში არ გაგვიყვია თავი,უკანასკნელი მშვიდი დღით დავტკბეთ.მხოლოდ მე,შენ და ჩაპა...ღიმილით წამოიძახა ლიკამ და საძინებელში შესულმა პირდაპირ კარადისაკენ გასწია.
როგორც ყოველთვის შოკოლადის ნაყინები იყიდეს და წყნარად დაუყვნენ ქუჩას.ენერგიული და ცელქი ჩაპაც კი მშიდათ,ხმისამოუღებლად მიჰყვებოდა გოგონებს და არც ერთ უსახლკარო ძაღლს არ ტოვებდა უყურადღებოთ.ქუჩაზე სიწყნარე იყო გამეფბული,იშვიათად თუ ცაივლიდა ვინმე.გოგონები კი უხმაუროდ მიუყვებოდნენ ტროტუარს და უაზროდ იღიმოდნენ.არც ერთი მათგანი არ იღებდა ხმას.ორივეს მთავარი საფიქრალი ხვალინდელი სასამართლო იყო,ორივე მათგანი შფოთავდა და ღელავდა იმ მომალის გამო,რომელიც სავარაუდოთ უამრავი წინაღობით იქნებოდა სავსე.ფიქრობდნენ მომავალზე და მიუხედავათ იმისა რომ თავს მხოლოდ კარგზე ფიქრს აძალებდნენ,გულისა და გონების ყველაზე მალულ,ბნელ კუნჭულებში მაინც ფიქრობდნენ ცუდზე.ფიქრობდნენ და აშნებდათ ის ფაქტი,რომ შეიძლებოდა მათი უფლებები შელახულიყო და შესაფერისი კვალი ვერ დაეტოვებინათ.ერთმანეთს გადახედეს და უთქმელად მიხვდნენ ყველაფერს.ძლიერად ჩასჭდა ანიმ ლიკას ხელი და მზერით ანიშნა,შენს გვერდით ვარო...მიუყვებოდნენ გზას და ფიქრობდნენ მხოლოდ იმაზე,რომ მიუხედავათ ყველაფრისა მაინც ძალიან გაუმართლათ ამ ცხოვრებაში,რადგან ერთმანეთი იპოვეს და არასოდეს გაუშვებენ ერთმანეთს იმ ხელებს,რომლებიც ახლა ძლიერად ჩაეჭიდათ ერთმანეთისათვის...
******
დილა დაზაბულათ დაიწყეს.ხელის კანკალით ჩაიცვეს ტანთ და ყავა დალიეს.ჩაპა ასაუზმეს,მაგრამ თავად არცერთს არ ჰქონდა მადა.ხმის ამოუღებლად ეჭირათ კვლავ ერთმანეთის ხელები და მოუთმენლად ელოდნენ თედოს,რომელიც გოგონებს სასამართლოში წაიყვანდა და მათ უფლებეს დაიცავდა.
სასამართლოს შენობის წინ იდგნენ და შესვლას ვერ ბედავდნე.ბოლოს ლიკამ ძლიერად აკოცა ქალს ბაგეებზე და თავდაჯერებული ღიმილით შეაბიჯა შენობაში...
სასამართლო დუნედ მიმდინარეობდა.მოსამართლე აშკარად უარყოფით დამოკიდებულებას ავლენდა.შუა პროცესისას მოპასუხე მხარის ადვოკატმა ლიკა დასაკითხად გამოიძახა.ანერვიულებული,ხელების სრესით გამოვიდა გოგონა და ტრიმუნისაკენ გაემართა.კიდე ერთხელ გადახედა ანის და მისმა მზერამ ოდნავ დაამშვიდა.
-დაიფიცეთ რომ იტყვით სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა...გაისმა სამართალდამცავის გამყინავი ხმა.
-ვფიცავ,რომ ვიტყი სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა...ამოთქვა მტკიცე ხმით,ყოველგვარი კანკალის გარეშე და ტავადც გაუკვირდა საიდან მიეცა ამდენი გამბედაობა.
-მაშ ასე,თქვენს მიერ შემოტანილ განცხადებაში თქვენ წერთ რომ,როდესაც მეგობრის გამოფენიდან ბრუნდებოდით ჩიხში სამი მამაკაცი დაგხვდათ და მათ თქენ ფიზიკური ზიანი მოგაყენეს,ადასტურებთ ამ ფაქტს?
-დიახ,მართალია...გაუბედავად წარმოსთქვა გოგონამ.იმ სშინელი საღამოს გახსენება არც კი უნდოდა.
-არის ვინმე,ვინც თქვენს სიტყვებს დაადასტურებს?
-ის მამაკაცი,რომელიც საავადმყოფოში მიმიყვანა,სწორედ მან მიპოა იმ ჩიხში,მამაკაცს პირადათ ესაუბრა ჩემი მეუღლე,ანი...კიდე უფრო ტავდაჯერებულმა გამოაცხადა გოგონამ და ბოლოს იტყვა ხაზგასმით წარმოთქვა.
-გაქთ თუ არა თქვენ და ქალბატონ ანის,ხელი მოწერილი?
-ვაპროტესტებ...წამოიყვირა თედომ და როდესაც მოსამართლის ნიშანი მიიღო სწრაფად წამოდგა ფეხზე...ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პირადი ცხოვრებაა და სასამართლოს არ აქვს უფლება მასში ჩაერიოს.
-პროტესტი მიღებულია...მტკიცედ თქვა მოსამართლემ და ადვოკატს ანიშნა დაკითხვა გაეგრძელებინა.
-კარგით,მაშინ ასე გკითხავთ,სად იმყოფებოდა ამ დროს თქვენი მეუღლე?
-სამსახურში,სამწუხაროდ შვებულება დროზე ადრე დაუმთვრდა და იძულებული გახდა სამსახურში გასულიყო.
-თქვენი აზრით რატომ აწიეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა თქვენზე ხელი?
-სავარაუდოთ,არა დარწმუნებული ვარ ეს ჩემს ორიენტაციას ეხება.ზოგადათ ქართული მენტალიტეტის მქონე ხალხი,მითუმეტეს მამაკაცები ლესბ****ებს ადამიანებად ვერ აღიქვამენ.
-ანუ,გინდათ თქვათ რომ თავად გააღიზიანეთ ისინი?
-არა,მე ამას...
-ბატონო მოსამართლე,ყველაფერი მარტივადაა,ამ ორმა ქალბატონმა,გადაწყვიტეს რომ ჯერ თავად გაეღიზიანებინათ ადამიანები,რომლებიც ერის გარყვნას ვერ აიტანდნენ,შემდეგ კი გეგმები დასახეს და დარწმუნებული იყავით მალე ზიანის ანაზღაურებასაც მოითხოვენ.დარწმუნებული ვარ ყველაფერი ამ გოგონამ და მისმა პარტნიორმა დაგეგმეს...ამაყად გამოაცხადა ადვოკატმა და მოსამართლისაკენ ხელებგაშლილი შებრუნდა.
-მოსამართლეს ვთხოვ,მტკიცებულებების გარეშე,ნუ გამოიტანს დასკვნას.ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთ,არანაირი მატერიალური პრობლემა არ გააჩნიათ,თავად შეგიძლიათ ნახოთ...საქაღალდიდან რამოდენიმე თაბახის ფურცელი ამოაცურა თედომ და მოსამართლეს დაუწყო წინ...ეს ქალბატონი ანის,სახელფასო შეთანხმების ასლია.როგორც ხედავთ მისი ხელფასი საკმაოდ სოლიდური და მსგავსი ქმედების არანაირი საფუძველი არ ჰქონდა,მითუმეტეს რომ ჩემს კლიენტს მსგავსი არაფერი დაუწერია განცხადებაში...მაყად წარმოსთქვა კაცმა და მოპასუხე მხარის ადვოკატს გადახედა.
-შენიშვნა მიღებულია.მოპასუხე მხარის ადვოკატს ვთხოვ დაბრძანდეს,მოსარჩელე მხარის ადვოკატს კი ვთხოვ დაკითხვა გააგრძელოს...დინჯი ნაბიჯით გაემართა გაბრიელი საკუთარი მაგიდისაკენ,თან სახეზე უკმაყოფილება ემჩნეოდა.თედო კი ღიმილით გაემართა ლიკასაკენ.
-ქალბატონო ლიკა,გთხოვთ კიდევ ერთხელ მოგვიყევით რა მოხდა იმ საღამოს,როდესაც საავადმყოფოში აღმოჩნდით.
-დიანას,ჩემი მეგობრის,გამოფენიდან ვბრუნდებოდი და გადავწყვიტე გამსეირნა,ჩიხში შევუხვიე და მაშინ დავინახე ისინი,უფრო სწორად ჯერ მხოლოდ ერთი იყო,შემდეგ დანარჩენებიც მოვიდნენ,მერე რაღაცას ამბობდნენ და მე გაქცევა დავაპირე,მაგრამ დამიჭირეს და,მერე აღარაფერი მახსოვს.საავადმყოფოში გავიღვიძე...დაკითხვა კიდევ კარგა ხანს გაგრძელდა.პროცესი მოსამართლის სიტყვებმა დაამთავრა.
-სასამართლოს პროცესი გაგრძელდება ერთ კვირაში...ლიკამ ამოისუნთქა და როგორც კი ოთახიდან გავიდა ძლიერად ჩაეხუტა ანის.გარშემო ყველაფერი გაქრა,არსებობდნენ მხოლოდ ლიკა და ანი...

_________
აი,მეც დავბრუნდი.საბედნიეროდ კომპიუტერი გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობს.თუ კიდევ ვინმე გააგრძელებს კითხვას უღრმესი მადლობა.დიდ ბოდიშს გიხდით მართლა ვერანაირად ვერ მოვახერხებდი დადებას.ალბათ გაბრაზებულები ხართ,ვიცი რომ არ ვიმსახურებ,მაგრამ დაწერეთ რა თქვენი კომენტარები გთხოვთ!!!
სიყვარულით,ზაკ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent