ჩამკიდე ხელი (9)
ყველამ ერთად არაჩვეულებრივად გაატარეს ბოლო სამი დღე,ნეკას თავს ევლებოდნენ და თითქოს ცხრა თვის ორსული ყოფილიყო ყურადღებას არ აკლებდნენ.მაგრამ იძულებულები იყვნენ ქალაქში დაბრუნებულიყვნენ,სასამრთლოშიც შესატანია განცხადება და ხელიც მოსაწერი აქვთ,წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი გართულდება... -როგორც იქნა სახლში ვართ...ამოოხრებით მოთქვა ლიკამ და სავარძელზე მიესვენა.შემდეგ კი მავედრებელი მზერით შეხედა ანის. -ხო,როგორც იქნა,ლიკუ დღეს მეზარება,ჩაპა ხვალ ამოვიყვანოთ სახლში,კარგი?...ისიც გვერდით მიუჯდა გოგონას და მის კათაში მოათავსა თავი. -კარგი,თან მე უკეთესი აზრი მაქვს...მაცდურად წარმოსთქვა გოგონამ და ქალის სახეს საკუთარი სახე მიუახლოვა. -ო,როგორ ვგიჟდები ამ ვნებიან მზერაზე?!ვერ ავიტან ასე სხვა ვინმეს რომ შეხედო...ჩურჩულით წარმოსთქვა ანიმ გოგონას ბაგეებს ეამბორ.ისე წამოიმართა სავარძლიდან რომ გოგონას ბაგეებს არ მოსწყდომია.აწრაფად გადააძრო მაისური სხეულიდან და შემდეგ მის კისერზე აასრიალა ხელები.სიამოვნებისაგან წამოძახილი ვერც ერთმა ვერ გააკონტროლა.რამოდენიმე წუთში ორივე მათგანი საწოლზე მოწყვეტით დაეცნენ და ვნების მორევში გადაეშვნენ.ცოტა ხანში საწოლზე,სუნთქვა აჩქარებულები იწვნენ და ერთმანეთს ძლიერად აჰკროდნენ. -ლიკუ,ჯვარს ზეგ დავიწერთ,ხომ იცი?!...ჩაფიქრებულმა მიმართა გოგონას და ნიკაპზე მიაწება ტუჩები. -აჰამ,ხვალ კაბების საყიდლად წავიდეთ,ანგელოზებივით უნდა გამოვიყურებოდეთ...ღიმილით ამოთქვა ლიკამ და გოგონას საფეთქელზე მიაწება ტუჩები. -შენ ისედაც ანგელოზი ხარ,ჩემი ლამაზთვალება,ჩემი სიმშვენიერე,სილამაზე.რაც არ უნდა ჩაიცვა მაინც ლამაზი იქნები...ჩურჩულით წარმოსთქვა სიტყვები პირდაპირ გოგონას ყურთად და მის ყურის ბიბილოს კბილები დაასო. -ხომ გითხარი,ნუ მკბენ ხოლმე თორემ სულ დაწითლებული მაქვს ყურის ბიბილოები...ამოიწუწუნა და თვალები მინაბა. -კარგი,მე ახლა ავდგები,ვახშამს მოვამზადებ,შენ დაიძინე და მერე გაგაღვიძებ,დღეს ძალიან დაიღალე...თბილად წარმოსთქვა ანიმ და გოგონას საფეთქელზე აკოცა.შემდეგ კი მსუბუქი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.ლიკამ კი თავისი ბალიში ძლიერად ჩაიხუტა და მორფეოსის სამყაროში გაემგზავრა. მომდევნო დღეს დიკოსთან და ნეკასთან ერთად წავიდნენ საყიდლებზე.ლიკამ მარტივად აარჩია მსუბუქი,თავისუფალი კოქტეილის კაბა აი ანის ოცნების კაბის პოვნა კი რთული საქმე აღმოჩნდა.არც ერთი ვარიანტი არ მოსწონდა.ბოლოს მოკლე,წელში გამოყვანილი კრემისფერი კაბა ამოირჩია და მეჯვარეების კაბების ასარჩევად გასწიეს.სახლში გასავათებულები დაბრუნდნენდა სამზარეულოს მიაშურეს ცივი წყლის დასალევად. -მეჯვარეები ხო,კარგი გოგონები არიან,მაგრამ პატარა გიგის მვანათლინოთ რაა...თხოვნით მიმართა ოდნავ დამშვიდებულმა ლიკამ ქალს. -კარგი აზრია,იმედია მისი მხოლოდ ოპტიმიზმი დაენათლება და სხვა არაფერი...ღიმილით ამოთქვა ქალმა და კიდევ ერთხელ ჩამოასხა წყალი,მარალ ჭიქაში. -ანი,ექიმთან როდის წავალთ?...ინტერესით დაეკითხა გოგო და მისი პასუხის მოლოდინში გაისუსა. -ცოტა მოვითმინოთ,ჯერ ეს სასამართლო და ხელისმოწერა გადავაგოროთ.მერე სწავლასაც დაიწყებ,თან აბიტურიენტი იქნები და ცოტა გაგვიჭირდება.მოვითმინოთ სულ ცოტა კიდევ და ყველაფერი რომ მოგვარდება მერე წავიდეთ,კარგი? -კარგი,მთავარია ახლა მოგვარდეს ყველაფერი და ეგ მოესწერბა...ღიმილით ჩაილაპარაკა გოგომ და ანის ხელიდან ააცალა ნახევრად სავსე ჭიქა.შემდეგ კი ღიმილით გაკუსკუსდა სამზარეულოდან. -ეეე,ეს უსამართლობაა...დაადევნა ღიმილით სიტყვები ქალმაც და უკან მიყვა გოგონას.ჩაპას მოსაყვანად წავიდნენ და საღამოს ერთად გაისეირნეს.სახლში გადაღლილები დაბრუნდნენ და პიდაპირ საწოლს მიაშურეს და დაღლილებს ტკბილად ჩაეძინათ. დილით ძალით არცერთი ამდგარა,როგორც კი მაღვიძარის ხმა გაისმა,ორივე მათგანი სწრაფად წამოდგა ფეხზე და მზადება დაიწყო. -იცოდე,მე პირველი შევდივარ სააბაზანოში...თითის აწევით წამოიყვირა ლიკამ და სწრაფად გაიქცა სააბაზანოსაკენ. -მე უკეთესი იდეა მაქვს,ერთად ვიბანავოთ...ვნებიანი მზერა შეავლო მოკლე პენუარში გამოწყობილ გოგონას და სააბაზანოს კარებთან ატუზულ გოგონას მიუახლოვდა. -მაგის დრო არ გვაქვს,მალე დიკო მოვა...ხმაწართმეულმა ამოიჩურჩულა ლიკამაც,რომელიც ქალის სიახლოვეს დაებნია და კოცნის მოლოდინში თვალები მინაბა...მაგრამ არაუშავს,ცოტა ვალოდინოთ...კვლავ თვალებდახუჭული ელოდა კოცნას და რეალობაში კარის ხმამ დააბრუნა. -ჩემო თვალებხატულა,შენით დღის დაწყებას არ დავიწუნებდი,მაგრამ მართალი ხარ,მაგის დრო არ გვაქვს...სიცილით გამოსძახა სააბაზანოს კარებს მიღმა მდგარმა ანიმ და აშკარად წყალი მოუშვა. -მაგის გამო დაგსჯი...მოჩვენებითი წყრომით ამოიტირა ლიკამ და სამზარეულოს მიაშურა,ყავის გასაკკეთებლად.მანამ სანამ ანი სააბაზანოდან გამოვიდა ლიკამ ჩაპას აჭამა კიდეც და ყავებიც გაცივდა.ბოლოს როგორც იქნა ინება ანიმ სააბაზანოდან გამოსვლა და ღიმილით გადახედა გოგონას,რომელიც სააბაზანოში ფრუტუნით შევიდა და ქალს ზედაც არ შეხედა.სასაცილოდ გადააქნია თავი ანიმ და შეგრილებული ყავა აიღო სამზარეულოს მაგიდიდან.გუშინ კი მოამზადა ვახშამი,მაგრამ ლიკას ისე საყვარლად ეძინა რომ გასაღვიძებლად ვეღარ გაიმეტა,ამიტომ თავადაც კომფორტულად შეუგორდა გოგონას და ტკბილად დაიძინა.ახლა შეაცხელა გუშინ მომზადებული „მუსაკა“ და ლამაზად გააფორმა თეფშებზე,იცის რომ ამ შემთხვევაში ლიკა საუზმეზე უარს ვერ იტყვის.მართალიც აღმოჩნდა,სააბაზანოდან გამოსულმა გოგომ,კერძი რომ შენიშნა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და სწრაფად გავიდა საძინებელში,მაგრამ ვერ მოითმინა და მაინც დაბრუნდა უკან. -იცოდე,მხოლოდ იმიტომ შევჭამ რომ მშია,მაგრამ არც კი იფიქრო რომ შეგირიგდი...ამოაბრუნა ცალი ტუჩი და ძვლივს დამალული ღიმილით მიუჯდა მაგიდას. -კარგი რა,ჩემო ლამაზთვალება,ჩემი ანგელოზი ვინ არის?...ეშმაკურად მიუგო ქალმა და კისერზე შემოჰხვია,გრძელი,ნატიფი თითები.ლიკა კი ჯიუტად არ იღებდა ხმას.მშვიდად ილუკმებოდა და ღიმილის შეკავებას ცდილობდა...კუს,გთხოვ რაა?იცოდე ჩავშლი ქორწილს და ნახე მერე...ანიმაც გაბრაზებული ტონით მიუგო ლიკას და მისი კისრიდან ხელების მოშორება დააპირა.მაგრამ გოგონამ არ მისცა ამის უფლება.ძლიერად ჩასჭიდა მის ხელებს თავისი და ქალის პირისპირ დადგა. -გთხოვ,მითხარი რომ მეხუმრები,მითხარი რომ არასოდეს დამტოვებ,ხომ იცი რომ ერთადერთი ხარ,ვინც გვერდში მიდგას,მითხარი რომ არასოდეს გამიშვებ ამ ხელს და რომ სულ ძლიერად ჩამკიდებ ხოლმე როცა რთულ სიტუაციაში ჩავვარდები,ხომ იცი არა როგორ მიყვარს ეს ლამაზი თითები,გახსოვს რომ გითხარი ბებია მიყვებოდა-მეთქი,რომ ვისაც დიდი ხელები აქვს იმას დიდი გული აქვს,,მითხარი რომ გიყვარვარ...ემოციები მოეძალა გოგონას და ძლიერად ჩაეკრო ქალს,თან ცრემლებს გასაქანი მისცა. -ჩუ,ჩემო თვალებხატულა,ჩემო სიცოცხე,გპირდები,არასოდეს გაგიშვებ ხელს,ახლა დამშვიდდი,ჩუ,ნუ ტირი საყვარელო...გოგონას ზურგზე თბილად დაასრიალებდა ხელებს და მის დამშვიდებას ცდილობდა.ცოტა ხანში ლიკამაც შეწყვიტა ტირილი და ქალის მერდზე მიკრული გაინაბა. -ანი,წარმოგიდგენია?დღეს ხელს ვაწერთ.წელს სკოლაში დაოჯახებული მივალ,მალე პატარაც გვეყოება,ეს ხომ რაღაციტ ზღაპრულია არა?!მაგრამ მე ის მაშნებს რომ შესაძოა ყველაფერი თავზე დაგვექცეს,განადგურდეს და ჩვენც გაგვანადგუროს,მეშინია რომ ეს ბედნიერებაც წარმავალი აღმოჩნდება,რომ ისევ მარტო დავრჩები. -ნუ ფიქრობ ამ სისულელეებზე,არაფერი მოხდება,ყველაფერი კარგად იქნება.ახლა ავდგეთ და კაბები ჩავიცვათ,თორემ მალე დიკო და ნეკა მოვლენ და დაგვალურჯებენ,მე კი არ მინა საკუტარ ხელის მოწერაზე დალურჯებული თვალით მივიდე...სწრაფად მოემზადნენ და თან კისკისით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს.მსუბუქი მაკიაჟი და არანაირი მაღლები,ორივე მათგანმა კედები მოირგო და ღიმილით გაუღეს კარი მეჯვარეებს.ზღაპრულად გამოიყურებოდნენ ოთხივენი,ნამდვილ ანგელოზებს გავდნენ,თანაც თაველები ისე უბრწყინავთ რომ ერთი შეხედვით მიხვდები თუ როგორი ბედნიერები არიან.ლიკას ახლა ორმაგად ჰგონია თავი ზღაპრის მეტნაკლებად მთავარი პერსონაჟი. ქორწინების სახლში შესულმა ლიკამ თვალი ჯერ გიგის და თედოს მოჰკრა,ღიმილით მიესალმა მათ და მათ უკან მდგარ წყვილზე თვალი გაუშეშდა.ბიჭების უკან საზეიმოდ გამოწყობილი მისი დედა და მამა იდგნენ.ნიკოლოზს სახეზე მაინც ემჩნეოდა იმედგაცრუება მაგრამ თვალები ბედნიერებისაგან უბრწყინავდა.ცრემლებით აევსო თვალები ლიკას და ნელი ნაბიჯით გაემართა მშობლებისაკენ.თან ძლიერად ჰქონდა ხელი ანისათვის ჩაკიდებული და რაც უფრო უახლოვდებოდა მშობლებს კიდევ უფრო ძლიერად სჭიდებდა ხელს. -არ გელოდით...მისალმების მაგივრად შეეცადა ცივი ტონით მიემართა მათთვის,მაგრამ არც ისე კარგად გამოუვიდა. -ჩვენ ანიმ დაგვპატიჟა,დაგვირეკა და გვითხრა რომ შენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი აქ ყოფნა...დაბნეულმა,თითქოს ჩურჩულით წარმოსთქვა ნიკოლოზმა ეს სიტყვები და დაბნეულობის დასაფარად თავი ძირს დახარა. -შვილო,ჩვენ შენი მშობლები ვართ და ბუნებრივია ჩვენც გვინდოდა შენი ნახვა ამ მნიშვნელოვან დღეს,იმაზე ხომ საერთოდ გავგიჟდით როცა გავიგეთ რომ ჯვარი უჩვენოდ დაიწერე...ახლა დედამისი გამოვიდა სიტყვით. -და ვინ ხართ თქვენ?!მშობლები,რომლებმაც ორიენტაციის გამო სახლიდან გამომაგდეს?უპატრონოდ გამომიშვეს სახლიდან და არც კი დაინტერესებულან თუ როგორ ვიყავი,ახლა რამ გადაგაწყვეტინათ ჩემი მონახულება? -შვილო,ჩვენ უბრალოდ დაბნეულები ვივყავით,ანიმ გვაპატია,გთხოვ შენც გვაპატიე,ნუ გაგვწირავ იმისათვის რომ ერთადერთი ქალიშვილიც დავკარგოთ...თირილის პირას იყო მისული ქალი და შვილს თვალებში შესციცინებდა. -ალბათ,ხვდებით რომ მიუხედავათ იმისა,გაპატიებთ თუ არა ჩვენს შორის ძველებური ურთიერთობა ვეღარასოდეს ვერ ჩამოყალიბდება. -ვიცით,მაგრამ მართლა განვიცდით,ჩვენ გვინდა რომ გვ...სიტყვის თქმაც არ დააცალა მშობლებს,ძლიერად ჩაეხუტა ორივე მათგანს და ცრემლნარევი სიცილით დაუკოცნა ორივე მათგანს ლოყები. -ნუთუ ფიქრობდით,რომ არ გაპატიებდით?რა სულელები მყავხართ,ხომ იცით რომ ძალიან მიყვარხართ.თან დღეს ჩემი ქორწილია მიხარია რომ ამ დღეს ჩემთან ატარებთ,ამით მეც და ანისაც საოცრად გვაბედნიერებთ...კიდევ ერთხელ გადაეხვია მას და ანის მადლიერი მზერით გადახედა.არ იცის რა უთხრა მის მშობლებს,მაგრამ ფაქტია რომ ისინიც ისევე მოაჯადოვა,როგორც თავად ლიკა. ************************************* კომპიუტერი გავაკეთე და შევეცდები ყოველ დღე ავტვირთო ახალ-ახალი თავები.თქვენ კი გთხოვთ რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ.სიყვარულით zak. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.