შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“მოთამაშე”: საიდუმლო (7)


16-12-2015, 16:52
ავტორი Evelina
ნანახია 2 021

“მოთამაშე”: საიდუმლო (7)

შუადღის 2 საათი იყო, კარების დახურვის ხმამ გამომაღვიძა. საწოლიდან ძლივს-ძლიობით წამოვდექი, სკამზე გადაფენილი ხალათი მოვიცვი და სააბაზანოსაკენ წავედი. ვცდილობდი გონებაში გუშინდელი დღე დამელაგებინა… გუშინდელი დღეც და ღამეც…
ნეტავ თუ ახსოვს?! - ეს კითხვა მიტრიალებდა თავში და ცხელ შხაპს შიშველ სხეულს ვუშვერდი. თავი ყველაზე სულელი ქალი მეგონა. განა ვინ თხოვდება ასე?! თუმცა უარესი ის იყომ რომ ირაკლის ვუთხარი მიყვარხარმეთქი. თავს ვიიმედებდი, არ ემახსოვრება, ან სულაც ვერ გაიგონებდა მეთქი…
არაფერი მომხდარა… ჩაგვეძინა… ერთმანეთის ფერებაში ჩაგვეძინა. თუმცა ესეც საკმარისი იყო იმისათვის რომ ირაკლისთვის თვალი ვერ გამესწორებინა. თითქოს, გამიხარდა კიდეც მის წასვლამდე რომ არ გამეღვიძა…
ოთახში გამოვედი და ჩანთიდან ტანსაცმელები ამოვიღე. უცებ ტელეფონმა დამირეკა.
_ჰო დე…_ვუპასუხე დედაჩემის ზარს.
_რაშვები ინგა?
_რავიცი, ახლა გამეღვიძა…
_ელენემ დამირეკა, გაემზადეთ შენ და ირაკლი და გავიდეთ. მითხრა რაღაც საქმე მაქვსო._მომაყარა დედაჩემმა.
_კაი, მოვალ. ასე ერთ საათში._ვუთხარი და გავუთიშე.
უცნაურ ხასიათზე დავდექი, თავიდან ვერ მივხვდი რატომ, მერე კი გამახსენდა ირაკლის საიდუმლოებით მოცული ისტორია და მისი ‘’გაპარვა’’ სასტუმროდან. ტელეფონს დავწვდი და მას დავურეკე. ტელეფონი გათიშული ჰქონდა…

***
_გამარჯობათ!_ნაძალადევი ღიმილი ავიფარე სახეზე და ერეკლესა და ელენეს სახლის მისაღებში შევაბიჯე.
_მოხვდეით?_შემომეგება ელენე.
_ირაკლი სადღაც გავიდა და ცოტა მოგვიანებით დაბრუნდება._ისევ ცივად გავიღიმე და იქვე, დივანზე ჩამოვჯექი.
_კარგია!_გვერდით დამიჯდა ელენე და ხელი მხარზე დამადო._მე და ერეკლეს საჩუქარი გვაქვს თქვენთვის!
_აი! ირაკლიც რეკავს…_გახარებულმა დავხედე ტელეფონს და ვუპასუხე.
_ინგა! ახლა მისამართს მოგწერ და სასწრაფოდ ტაქსით მოდი. ფული შენ უნდა გადუხადო!_არაფრის თქმა არ დამაცა და ტელეფონი გამითიშა.
მივბრუნდი თუ არა ელენეს შეშინებულ სახეს შევეფეთე.
_სად არის?_არ იმჩნევდა ნერვიულობას იგი.
_საქმეზე…_არ ვიცოდი რა მეპასუხა._საფულე დარჩა სახლში და უნდა მივაკითხო. საღამოს მოვალთ!_ სწრაფად ჩავილაპარაკე, ჩანთას ხელი დავსტაცე და ადგილს მოვწყდი.
ირაკლის მოწერილ მისამართზე მივედი. პირდაპირ კაზინოს წინ გაჩერდა ტაქსი. გული ამიჩქარდა და სუნთქვა შემეკრა… ილიას სიტყვები გამახსენდა და თავი ნერვიულად გავაქნიე.
_წავედით!_უეცრად ვიღაც ჩაჯდა მანქანაში.
_ირაკლი?!_ლამის გონება დავკარგე როდესაც შევხედე და მისი ჩასისხლიანებული სახე და სხეული დავინახე._რა მოგივიდა?
_სასტუმროში წავიდეთ!_მხოლოდ ეს თქვა და თავი საზურგეს მიადო.

***
_არაფერს მეტყვი?_შევეკითხე ნომერში შესვლისას ირაკლის. პასუხი ისევ არ გაუცია. გული მეკუმშებოდა ასეთს რომ ვუყურებდი. თეთრი პერანგი სულ შემოხეული ჰქონდა სხეულზე, ტუჩი და წარბი გახეთქილი, თვალი ჩაწითლებული და ხელები სისხლიანი. აშკარა იყო ვიღაცას ეჩხუბა.
_წყალს გადავივლებ!_მხოლოდ ეს თქვა და აბაზანისაკენ გაემართა.
ჩამოვჯექი საწოლზე და ტირილი დავიწყე… საკუთარ თავზე მეშლებოდა ნერვები ასეთი სუსტი და უსუსური რომ ვიყავი.
_გისმენ ილია!_ტელეფონს ვუპასუხე.
_მაინც გაყევი, არა?_ირონიულად ჩაილაპარაკა მან.
_ჰო…_ღრმად ამოვისუნთქე.
_მე არ დამიჯერე ხო? ჩემი არ გჟერა არა?_სინანულით მეკითხებოდა.
_მჯერა, უბრალოდ…
_რა?_არ მეშვებოდა ილია.
_ახლა ასე იყო საჭირო ილია…
_მიატოვე!_დუმილის შემდეგ შემომთავაზა მან.
_ახლა არ შემიძლია… თუ გინდა შევხვდეთ და დავილაპარაკოთ?_შევთავაზე და ჩემს თავს ვეკითხებოდი რაზე უნდა ველაპარაკო-მეთქი… თუმცა ირაკლი არ მეუბნებოდა სიმართლეს და ვინმეს ხომ უნდა ეთქვა?
_ვის უნდა შეხვდე?_წელზე პირასხოც შემოხვეული შემოვიდა ირაკლი ოთახში.
_დროებით ილია!_დავემშვიდობე სასწრაფოდ და ტელეფონი გავუთიშე.
_ოჰ!_ირონიულად გამიღიმა ირაკლიმ._შეაბი უკვე?
_ირაკლი…_თვალები გადავატრიალე და ფეხზე წამოვდექი._რა მოხდა დღეს?
_კოტეს ვუთხარი…_სინანულით დააქნია თავი დაფანჯრის რაფას დაეყრდნო ხელებით._ვუთხარი სალომე რომ ჩემგანაა ორსულად.
_იმან გცემა?_შეშინებული მივუახლოვდი მას.
_იმას რომ ვეცემე,?ახლა მე კი არა, ის იქნებოდა ასეთ დღეში…_გაეცინა ირაკლის.
_ირაკლი!_გაოცებულმა შევხედე მის ხელებს._ეს რა არის?_ვუთხარი და ვენაზე ჩაყვითლებულ წერტილებზე მივუთითე.
გვერძე გამწია და მისაღები ოთახისაკენ წავიდა.
_ალო? _ვიღაცას დაურეკა მან._ჰო… არაფერი რაღაც საქმეზე ვიყავი… ტანსაცმელი გამოატანე რა მამუკას… რავი რაც გინდა… მიდი მალე და მერე ჩვენც მოვალთ…
მერე ისევ დაბრუნდა ოთხაში და მითხრა დავიძინებ და როგორც კი მამაჩემის მძღოლი მოვა გამაღვიძეო.
_არაფერს არ მომიყვები?_არ ვაპირებდი მისთვის ძილის უფლება მიმეცა.
_საღამოს მოგიყვები… ან ხვალ!_მითხრა და საწოლზე წამოწვა.
_არა ირაკლი! ახლავე მომიყვები!_მკაცრად ვუთხარი და ხელები გულ-მკერდზე გადავიჯვარედინე.
_ვალი მქონდა…_მითხრა და თვალები დახუჭა._ვითამაშე და წავაგე… კიდევ გაინტერესებს რაიმე?_თვალები არც გაუხელია ისე შემეკითხა.
საშინელი გრძნობა დამეუფლა, ასე აგდებულად პირველად მელაპარაკებოდა. უკვე აღარ ვიცოდი რა მეფიქრა, ნუ თუ ყველაფერი მომატყუა?! ეს მხოლოდ ვალისათვის გააკეთა?! საერთოდ იყო კი სალომე ორსულად?!
_ის დღე გახსოვს, ლონდონში წასვლა რომ გადავწყვიტე?_დიდხნიანი დუმილის შემდეგ დაილაპარაკა ირაკლიმ, თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა.
_მახსოვს…_ვუპასუხე და საწოლზე ჩამოვჯექი.
_წინა დღეს შენი დაპატიჟება მინდოდა სადმე, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მეთქვა… დილით, სანამ უნივერსიტეტში წახვიდოდი, გავიღვიძე და სადარბაზოსთან დაგხვდი. უნივერსიტეტამდეც მიგაცილე… მერე გითხარი, ეს საღამო მინდა ერთად გავატაროთმეთქი… შენ კიდე…
_მე გითხარი რომ არ მეცალა._გამღიმა და მეც წამოვწექი მის გვერდით.
_ჰო… იმ საღამოს, სახლიდან რომ გამოხვედი გამოგყევი. დავინახე როგორ შეხვდი ერთ ბიჭს.
_გიორგის!_დავუკონკრეტე მე._ჩემი პირველი პაემანი იყო.
_იმ ღამით ჩემს მეგობარს ველაპარაკე, ლონდონში ცხოვრობდა… იმ ღამითვე გადავწყვიტე ლონდონში წასვლა…ოღონდ მაშინ ასეთი არ ვიყავი._უცებ წამოჯდა საწოლზე და გაშმაგებული თვალებით შემომხედა._მაშინ მართლა მეგონა სასწავლებლად მივდიოდი, მეგონა დაგივიწყებდი და მოგცებდი საშუალებას სხვას შეხვედროდი…წავედი და… _ისევ წამოწვა საწოლზე._შენთან უნდა დავრჩენილიყავი!_წაიჩურჩულა და ისევ დახუჭა თვალები. მე ხმას აღარ ვიღებდი. ვხვდებოდი რასაც გულისხმობდა, მაგრამ დაჯერებისაც კი მეშეინოდა.
_თავიდან სმაში ავყევი ბიჭებს_გააგრძელა მან საუბარი._მერე კაზინოშიც წავყევი…ერთხელ, მეორედ, მესამედ… მამაჩემის სასწავლებლად გამოგზავნილი ფული მთლიანად კაზინოში მიდიოდა…მთელი ერთი წელი ასე გავიდა… ყველაზე საშნელი ერთი წელი… ყველაზე ბინძური ერთი წელი…ბოლოს ბიჭები ერთ-ერთი კაზინოს მფლობელის სახლის გასაქურდად წავიდნენ და მეც წავყევი…გავქურდეთ კიდეც… მეორე დილით, თითქოს გონს მოვეგეო, მივხვდი ღრმად შევტოპე, ბილეთი შევუკვეთე და ორ დღეში უკვე აქ ვიყავი…დანარჩენები ერთ კვირაში დაიჭირეს…_თმაზე ხელი გადაისვა ირაკლიმ და გამშრალი ტუჩები ოდნავ გაისველა._თავიდან კარგად დავიწყე, მერე ბიჭების დაჭერის ამბავი რომ გავიგე, იმ ღამით მაგრად დავთვერი… მეორე ღამითაც, მესამე ღამითაც… მერე კაზინოში წავედი… მთელი ორი წლის განმავლობაში ერთხელაც არ წამიგია… დაიჯერებ?… კოტე იმ კაზინოს უფროსია სადაც დავდიოდი… არ მოვწონდი… დიდი ფსონის ჩამოდების უფლებას არ მაძევდა… მერე ცოტახანი შევეშვი… მერე ისევ სმა და ისევ კაზინო… უკვე ვეღარ ვჩერდებოდი… სალომეც კაზინოში გავიცანი. ოთხი თვის წინ. მის ქმარს ვეთამაშებოდი და იმას მოაკითხა… ზუსტად ერთ კვირაში გავარკვიე სად მუშაობდა და მეორე კვირაში შევაბი კიდევაც… არ გავუგიჯებივარ, მაგრამ ძალიან მსიამოვნებდა მასთან ერთად ყოფნა… ორი თვის წინ თვით კოტემ შემომითვალა, მოდი და რამხელა ფსონიც გინდა იმხელა დადეო… ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ მაინც მივედი და წავაგე… გამიჩალიჩა იმ ნა*******ა! $50 000 წავაგე… თითი დამიქნია და ისე მითხრა ორ თვეში ფული მედოს მაგიდაზეო… იმ დღესვე მოდის სალომე ჩემთან და მეუბნება რომ მშორდება… ასე მითხრა, ორსულად ვარ და აღარ მინდა ქმარს ვუღალატოო… ყველაფერი ერთად დამატყდა თავს… ხშირად მელაპარაკებოდა უშვილობაზე სალომე, და ზუსტად ვიცი ბავშვი ჩემია!… დღეს კოტეს ფული მივუტანე… ბოლოს ვუთხარ, ერთ ამდენს კიდევ მოგიტან თუ სალომე ჩემს ბავშვს მომცემსთქო… შედეგი სახეზე მაქვს!_ცალყბად გაეცინა და მხოლოდ ახლა გაახილა თვალები._რა სულელი ვარ არა?_გამომხედა მე. მე კი საწოლს მიყინულ უშედეგოდ ვცდილობდი აზრების დალაგებას.
_ახლა რას აპირებ?_თვალი გავუსწორე მას.
_ჯერ არ ვიცი!_თავი გააქნია.
უცებ ვიღაცამ კარზე დააკაკუნა.
_მე გავაღებ!_ვუთხარი და კარისაკენ წავედი.
_ეს ბატონი ირაკლის სახელზე მოიტანეს!_მითხრა ახალგაზრდა გოგონამ და ხელში ცელოფნის პარკი მომაწოდა.
_მადლობა!_ ვუთხარი და კარი მივხურე._ტანსაცმელი მოგიტანეს!_გავსძახე ირაკლის და ოთახისაკენ წავედი.
_ჰო დედა!…_ტელეფონზე საუბრობდა ირაკლი._რა მოხდა? რა გატირებს?… არ მესმის არაფერი… მამა დამალაპარაკე…რა ხდება?.., რა?!… არ შეუშვათ ჩემს ოთახში… არ აქვთ უფლება… ახლავე მოვდივარ!… შეეცადე არ შეუშვა სანამ არ მოვალ…_გათიშა ტელეფონი ირაკლიმ და ხელიდან გამომგლიჯა ტანსაცმელები…
_ტაქსი გამოიძახე, სასწრაფოდ!_დაიყვირა და ჩაცმა დაიწყო._დღეს ბოლოჯერ დამჭირდება შენი დახმარება ინგა!_ მავედრებელი თვალებით შემომხედა



№1  offline წევრი Firefly

მაგარიაა ძალიან არდააგვინო რაა
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი Evelina

გუშინ ვერ დავდე, გამოცდისთვის ვემზადებოდი (((

 


№3  offline წევრი LoNdA DM

მაგარია და ველოდები შემდეგ თავს wink

 


№4 სტუმარი lool

au magara da male dade raa gtxov

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent