“მოთამაშე”: ფიქტიური ბედნიერება(5)
_უნდა დავქორწინდეთ!_დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ მითხრა ირაკლიმ. _რაო?_ თავი ამოვყავი პლედიდან. _შენი დახმარება მჭირდება ინგა…_ჩაილაპარაკა ისე რომ არ შემოუხედავს ჩემთვის. _რაში?_გამიკვირდა მე. _გეტყვი, ოღონდ ყველაფერს ვერა… ალბათ იმაზე მეტი კითხვები გაგიჩნდება რაც ახლა გაქვს, მაგრამ ამ ამბის ნაწილი მაინც გეცოდინება… არაფერი მითქვამს. სადღაც წავიკითხე, თუ გსურთ ადამიანმა თავისი პირადის შესახებ მოგიყვეთ, არაფერი უთხრათ, დადუმდით, გულის ყურით მოუსმინეთ და აუცილებლად იმაზე მეტს იტყვის ვიდრე აპირებდაო. _ლონდონში რომ ვიყავი წასული, სულაც არ დავდიოდი იქ უნივერსიტეტში… _დაიწყო ირაკლიმ_ მეტიც, ლოდნონშიც კი არ ვცხოვრობდი… ლონდონიდან მოშორებით, ერთი საშინელი ქალაქის, საშინელ სასტუმროში ჩემს მეგობართან ერთად ვცხოვრობდი. მოკლედ რომ გითხრა, იქ კარგი არაფერი მიკეთებია…_ღრმად ჩაისუნთქა ირაკლიმ._ ბოლოს ისეთ საქმეში გავერიე, ვიცოდი პოლიციამდე მივიდოდა. ასეც მოხდა, მაგრამ მე უკვე საქართველოში ვიყავი… მოვასწარი ჩამოსვლა…._კონკრეტულად არაფერს მეუბნებოდა, თუმცა ვერაფრით წარმომედგინა ის, რომ ირაკლის რაიმე ცუდი საქმის ჩადენა შეეძლო._მერე აქაც იგივე დავიწყე… რაც მთავარია ახლა ყველაფერი დასრულდა და თავიდან მინდა დავიწყო ცხოვრება… _მერე მე როგორ დაგეხმარო ირაკლი?_გაოცებული მივშტერებოდი მას. _სალომე სამი თვის წინ გავიცანი, არ მკითხო ოღონდ სად და როგორ… იმ კაცის, კოტეს უკანონო შვილია… მამამისს არ აღიარებს და ცდილობს თავი თვითონ გაიტანოს. ამიტომაც მუშაობს მიმტანად… ძალიან მოვიხიბლე და გადავწყვიტე დავახლოებოდი… იოლი აღმოჩნდა, თუმცა ქმარი ჰყავს და ხშირად ვერ ვხვდებოდით. ერთი თვის წინ დამშორდა და მითხრა ქმარს ვუბრუნდებიო… მის ქმართან შვილი 6 წელი არ ჰყავდა, ახლა ორსულადაა… ორი თვის ორსულია…ჩემგანაა ორსულად… მინდა ბავშვი ჩემთან იყოს. სალომე აღარ მაინტერესებს…_ანერვიულდა ირაკლი._შეუძლებელი არ არის, უბრალოდ, ამისთვის უამრავი ფული და მამა ჩემის ნაცნობობა დამჭირდება… ერეკლეს რომ მოვუყევი ყველაფერი, არ მაპატია… მითხრა როგორც გინდა ისე მოიგვარე პრობლემებიო… ერთი დღისთვის ძალიან დიდი ინფორმაცია იყო, ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა… კითხვების რაოდენობა კიდევ უფრო იზრდებოდა, მაგრამ ირაკლის თხოვნით ვერაფერს ვეკითხებოდი. განსაკუთრებით ის მიკვირდა ჩემზე დაქორწინება როგორ დაეხმარებოდა მას ბავშვის შენარჩუნებაში. _იმ დღეს, აეროპორტში რომ შეგხვდი… გახსოვს?_მკითხა ისე თითქოს ეს ერთი კვირის წინ კი არა 1 საუკუნის წინ მომხდარიყო. _მახსოვს…_გამეღიმა უნებურად. _იქ ჩემს მეგობარს ველოდებოდი, იტალიიდან ჩამოდიოდა და მანქანით სახლში უნდა წამეყვანა… შემთხვევით სალომეს გადავაწყდი. მის ქმარს ელოდებოდა… პირდაპირ მივახალე, ვიცი ბავშვი ჩემია და სჯობს შენი ნებით დამითმო-მეთქი. ასე მიპასუხა, მისი გაშვილებაც რომ მომიწიოს, შენნაირ ჩამოუყალიბებელ პიროვნებას მაინც არ მივაშვილებო, ისეთი ადამიანიც კი არ გყავს გვერდით ვისაც უყვარხარო… არც მე მიყვარდი, უბრალოდ ჩემი ქმრისაგან დაკლებულ სითბოს ვინაზღაურებდიო… მაშინ ვუთხარი, ცდები უკვე საცოლეც კი მყავს მეთქი, ნია ქვიათქო… უცებ შენ დაგინახე და… მერე შენც იცი რაც მოხდა. _ირაკლი, შენ ხომ ხვდები რომ ჩემზე დაქორწინებით ის ბავშვს არ მოგცემს?_ გაკვირვებულმა გავხედე მას. _ვიცი, ამაშ არ არის საქმე…_ისევ ღრმად ჩაისუნთქა მან._ორი თვის წინ ბებიაჩემი გარდაიცვალა, ანდერძით ნიშნობის ბეჭედი დამიტოვა და დაიბარა როდესაც ცოლს მოვიყვანდი სოფლის სახლი ჩემს სახელზე გადმოეფორმებინათ და თანხა, რომელსაც ბანკში ინახავდა ჩემთვის მოეცათ… 60 000 დოლარი… ეს სრულიად საკმარისი იქნება რომ ბავშვი ჩემთან იყოს… _არ ვიცი ირაკლი, არ ვიცი…_ნერვიულად გადავისვი თავზე ხელები. _ვიცი რთულია ინგა, ვიცი… მაგრამ ერთი წლით, ძალიან გთხოვ… სულ რაღაც ერთი წლით. ბავშვს ჩემთან მოვიყვან თუ არა გავაწეროთ ხელი. _მერე სალომე? ის ხომ დედაა? _ხომ გითხარი, რომ უამრავი კითხვა გაგიჩნდებოდა… _გაეღიმა მას_დამიჯერე, ბავშვისთვის უკეთესი იქნება თუ ჩემთან გაიზრდება, ვიდრე მოღალატე და მატყუარა დედასთან… _შენ ამის განსჯის უფლება არ გაქვს._თითქოს გავუბრაზდი კიდეც ირაკლის. _მეც ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე… მაგრამ სალომე აპირებს საერთოდ არ გამაკაროს შვილს, აპირებს რომ მისი ნაგავი ქმრის შვილად აღიაროს… მემგონი არც მას აქვს ამის უფლება._მკლავზე მომიჭირა ხელები._ძალიან გთხოვ ინგა! _კარგი…_ დიდი ფიქრის შემდეგ ვუპასუხე. _ვიცოდი!_დაიყვირა მან და გულში ჩამიკრა._შენ ხარ ყველაზე კეთილი ადამიანი მთელს მსოფლიოში… შენ ხარ ჩემი ანგელოზი.. ჩემი გადამრჩენელი!_სიხარულისაგან მეცხრე ცას ეწვია ირაკლი. უცებ ჩემმა ტელეფონმა დარეკა. დავხედე და დედაჩემი იყო. _ჰო დე…_გაუბედავად ვუპასუხე. _ინგა, შვილო.. სად ხარ? ღამით სახლში არ მოსულხარ?_აღელვებულმა მომაყარა კითხვები. _ვერ მოვედი დე… არ ინერვიულო ყველაფერი კარგადაა.. _რა მოხდა ინგა?… გული ცუდს მიგრძნობს შვილო…_ლამის ტირილი დაიწყო დედაჩემმა. ზოგადად დედაჩემი ძალიან ემოციურია, მითუმეტეს თუ საქმე მე მეხება. _დამშვიდდი დედა!_ხმა გამიმკაცრდა._ ხომ გითხარი, რომ კარგად ვარ, უბრალოდ ვერ მოვახერხე მოსვლა.. ირაკლი ხომ გახსოვს? _ირაკლი?_ჩაფიქრდა დედაჩემი._ჩვენი ირაკლი?_სულ ასე იხსენიებდა ხოლმე… მივხვდი ირაკლიმაც გაიგონა და სიამოვნების ღიმილი გამოესახა სახეზე. _ჰო… ახლა მასთან ერთად ვარ, საღამოს მოვალ და ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები. _კარგი, კარგი…_თითქოს დამშვიდდაო._ირაკლიც მოიყვანე, ძალიან მომენატრა!_ისევ ცრემლნარევი ხმით მიპასუხა მან. _კარგი დე… საღამომდე…_ვუთხარი და გავუთიშე. _სიმართლეს ეტყვი თუ…?_შემეკითხა ირაკლიმ. _თუ!_დაუფიქრებლად ვუპასუხე…_დამიბერდა დედიკო… ამ ბოლო დროს ყველაფერზე ტირის… ცოტა გულს მაინც გავუხარებ, თან შენ ისე უყვარხარ რო… ან რატომ უყვარხარ ეს გამაგებინა?!_გავიკვირვე და ირაკლის ავხედე. _ჰო არა?_თავისებურად გადაიხარხარა ირაკლიმ… *** საღამოს უკვე თბილისსში ვიყავით. ირაკლიმ სახლთან დამტოვა და მითხრა მოვწესრიგდები და ერთ საათში ამოვალო. _როგორც იქნა დაბრუნდი!_მისაყვედურა დედამ._მეგონა დღესაც არ მოხვიდოდი…_ჩაიბუტბუტა და სამზარეულოში გაბრუნდა._ ირაკლი არ წამოგყვა? _ერთ საათში მოვა…_ ვუთხარი და დედაჩემს ზურგზე ავეკარი._დე, რაღაც უნდა გითხრა… _რა მოხდა?_ შეიცხადა და ჩემსკენ შმოტრიალდა. _კაი რა დე… ადამიანი სულ ცუდზე როგორ უნდა ფიქრობდეს ? _რავიცი შვილო, ცუდის მეტი რა ესმით ამ ყურებს… _კარგიც ხომ ესმით?!_ გავჯიუტდი მე. _მითხარი რისი თქმა გინდოდა._სიტყვა ბანზე ამიგდო. _ყავა მომიზადე რა…_ შევევედრე და მაგიდასთან დავჯექი._ დე… პარიზში რომ ვიყავი, ირაკლის იქ შევხვდი… _რა?_ თვალები დაქაჩა ნინამ._ამას ახლა მეუბნები?! _დე… მაცადე თორემ არ მოგიყვები… _გისმენ!_მითხრა და გაზქურაზე ჩაიდანი დაადგა. _ამას ხედავ?_ვუთხარი და მარჯვენა ხელი ავწიე. _ბეჭედი?_კიდევ უფრო გაიკვირვა დედამ. _ჰო დე, მე და რიაკლი ვქორწინდებით!_ისეთი ბედნიერი სახე მქონდა რომ, ლამის მეთითონაც დავიჯერე ჩემი ნათქვამის. _მერე?_შემომიბღვირა ნინამ. _რა მერე? _რა მერე და შებრძანდი ოთახში და თავი მოიწესრიგე, ასე ხომ არ დახვდები?_ გამიბრაზდა დედა._ან ეს კაბა რას გავს, ან შენ რას გავხარ… ასე როგორ დაენახები? _დედა, ირაკლიმ მომიყვანა…_გამეცინა გულიანად. _სირცხვილი მერე შენ! ადექი ახლა და გააკეთე რასაც გეუბნები!_ გამომაგდო სამზარეულოდან დედამ. რას ვიზამთ, ზოგი ბედნიერებას ასე გამოხატავს… *** სასიამოვნო საღამო გავატარეთ მე, ირაკლიმ და დედამ. ცოტა აღშფოთდა რომ ვუთხარით ქორწილი ერთ თვეში გვაქვსთქო, თუმცა მაინც ბედნიერი იყო. მეც და ირაკლიც იმდენად ბუნებრივად ვიქცეოდით, მეგონა მართლა სიყვარულით ვქორწინდებით-თქო. სახლში წასვლამდე კისერში მაკოცა ირაკლიმ და მისი სურნელი შემატოვა. მთალი ღამე მასზე ვფიქრობდი… მახსენდობოდა ის ვნებიანი კოცნა ვანაში და ტანში ჟრუანტელი მივლიდა. მიუხედავად იმისა, რომ ვნანობდი იმას რომ თავი ვერ შევიკავე, ალბათ დრო რომ უკან დაბრუნებულიყო მაინც იგივეს გავიმეორებდი. *** _დილა მშვიდობისა ილია!_ კაბინეტში შემოსულ ილიას მივესალმე. _როგორ ხარ ინგა?_ გამიღიმა და თავის სავარძელში ჩაეშვა._როგორ მოხდა რომ ამ შაბათ-კვირას არ შემეხმიანე? _რავიცი, იმდენი რამ მოხდა, რომ ამისთვის დრო აღარ დამრჩა._ვითომ აქაც არაფერიო ისე ვუთხარი. _და მაინც რა მოხდა? _ბევრი რამ, პირველ რიგში ის რომ დავინიშნე!_თვალი ჩავუკარი და ეშმაკურად გავუღიმე. _დაინიშნე?_ წამოიწია სკამიდან. _ჰო… ქორწილი ერთ თვეშია და დაპატიჟებული ხართ ბატონო ილია!_ გავუცინე და ფეხზე წამოვდექი._ ყავა ხომ არ მოგიტანო? _რას ნიშნავს დაინიშნე?_ გაბრაზდა ილია._რას ნიშნავს დაინიშნე?_ უფრო მკაცრი ხმით გაიმეორა, ფეხზე წამოდგა და წინ დამიდგა. _იმას რომ დავინიშნე. რა? კონტრაქტით ამის უფლება არ მაქვს?!_ მხრები ავიჩეჩე._რამ აგაღელვა ვერ ვხდები… _მერე სამსახური? _სამსახური?_გამეცინა._სამსახური დარჩება სამსახურად! _არ მესმის, ასე უცებ რამ გადაგაწყვეტინა? მე საერთოდ არაფერი ვიცოდი. ვერც კი ვხვდებოდი რომ ვინმე გყავდა. _ირაკლი ქვია._მივხვდი ყველაფერი დაწვრილებით აინტერესებდა._ის ბიჭია, აქ რომ მომაკითხა პარასკევს… ერთი თვის წინ პარიზში შევხვდით ერთმანეთს. _პარიზში?!_ნერვიულად გაეღიმა და ოთახში აქეთ-იქეთ დაიწყო სიარული._ამიტომაც არ გაინტერესებდა სად ვიყავი არა? _უკაცრავად?_ცალი წარბი ავქაჩე ზემოთ. _მერე ერთი თვის გაცნობილს მიყვები ცოლად?_ ისევ ნერვიულად იცინოდა. _არა, მე და ირაკლი ბავშობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. უბრალოდ წლებია არ გვენახა ერთმანეთი… _მაინც ცოტა დროა იმისთვის რომ დაქორწინება გადაგეწყვიტათ. _მე ვერ ვხვდები, შენ რამ აგაღელვა?! _მშვენივრადაც ხვდები!_დაიყვირა ილიამ. მერე მე შემომეხდა და გაიაზრა ზედმეტი მოუვიდა._არაფერი…_ჩაილაპარაკა და ისევ თავის სავარძელზე დაჯდა. მთელი დღე ხმა არ ამოუღია, საღამოს ერთი საათით ადრე წავიდა და გასვლისას მთელი სამსახური დაცოფა. _იმას რა ჭირდა თუ იცი?_შემოვიდა კაბინეტში ლელა. _არ ვიცი ლელა…_ ვუთხარი ისე რომ ლეპტოპიდან თავი არ მომიღია._მე მთელი დღე არ დამლაპარაკებია. _ნინო გაეკიდა უკან_ დამიჯდა წინ ლელა._ასეთ სულელს მარტო ეგ და მისი მკერდი თუ დაამშვიდებს!_გადაიხარხარა მან. _კარგი რა ლელა, არ მოგბეზრდა ეს ჭორაობა? _სხვა რა მაქვს საქმე?_ აქოთქოთდა და კაბინეტიდან ჩემზე ნაწყენი გავიდა. *** დღეები სწრაფად მიჰქროდნენ, სამსახურში ილიას დაძაბული სახე არ მაძლევდა მოსვენებას, საღამოს კი ირაკლის ვნებიანი თვალები. თითქოს გაორება დამეწყო, მაგრამ ბოლომდე ვიაზრებდი იმ ფაქტს, რომ ირაკლისთან ყველაფერი ფიქტიური იყო და მას ჩემს მიმართ არანაირი გრძნობები არ გააჩნდა. დედაჩემი და ირაკლის მშობლები ერთად დადიოდნენ საქორწილო საქმეებზე. მარტო მათი ბედნიერება მაძლებინებდა ამ ფარსისთვის, თორემ ირაკლის ვერ ვუძლებდი. არ ვიცოდი რა მე მართებოდა, რატომ მაშინებდა იმ ადამიანის სიახლოვე, რომელთანაც მთელი ბავშვობა გავატარე. თვითონაც კარგად ამჩნევდა ამ შიშს ჩემს თვალებში და ცდილობდა იშვიათად ვენახე, ალბათ ეგონა გადავიფირებდი და თავს არ მაწყენდა. *** ჩვენი ქორწილის დღეც დადგა, მეგონა ყველაფერი უემოციოდ ჩაივლიდა, თუმცა შევცდი.. იმაზე მეტად ემოციური იყო მთლიანად ეს დღე ვიდრე მთელი ჩემი ცხოვრება. თავიდან, ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც დაგეგმილი იყო: დილაადრიან გავიღვიძე, ვიბანავე. სხეული ვარდის სურნელოვანი კრემით შევიზილე, მამაჩემის, წლების წინ გამოგზავნილი კოკო შანელის N5 მივიპკურე და საკორწილო კაბა ჩავიცვი. დავჯექი სარკის წინ და ვუყურებდი საკუთარ თავს. გავიფიქრე, ალბათ ღიმილისგან საღამოს სახის კუნთები მეტკინაბათქო. ველოდებოდი ლელას, რომელსაც ჩემთვის მაკიაჟი და თმები უნდა გაეკეთებინა, მას ეს კარგად გამოსდიოდა და თან მეჯვარე იყო და მითხრა ჩემი საჩუქრის ნაწილი ეს იქნებაო. თუმცა, ილიას მოსვლამ ყველაფერი არია… _უნდა დაგელაპარაო!_სახლში ამომაკთხა ილიამ დილაადრიან. _აქ რას აკეთებ ილია?_გამეღიმა და ვანიშნე სახლშ შემოსულიყო. _სერიოზული საქმე მაქვს!_ ნერვიულად შემოაბიჯა. _გინდა ჩემს ოთხაშ შევიდეთ?_ აღელვებულმა ვკითხე. _ჰო, ასე აჯობებს!_ დედაჩემს გახედა მან. ოთახშ შევედით თუ არა უკან მიტრიალდა და ოთახის კარი ჩაკეტა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.