შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვენიერი ლედის ვნებიანი ღამეები -7-


16-12-2015, 17:43
ავტორი Firefly
ნანახია 3 894

არ მეთმობა მისი ტუჩები,არ შემიძლია ეს სიამოვნება მოვიკლო მაგრამ გონება იმარჯვებს და მამაკაცს ვშორდები.ის გაოგნებული მიყურებს და ოდნავ შესამჩნევად იღიმის,ორივე მძიმედ ვსუნთქავთ.დაბნეული ვარ!კაცი რომლის სახელიც კი არ ვიცი მკოცნის და თან არა ერთხელ,თუმცა რაც მართალია მართალია მეც არანაკლებ მსიამოვნებს მისი თითოეული შეხება.
-უნდა წავიდე-ვამბობ ძლივს გასაგონად თუმცა ადგილიან არ ვიძვრი.
-უნდა წახვიდე...-ჩურჩულებს ისიც და ცერა თითით ჩემი ტუჩების კონტურებს ხაზავს.ვცდილობ მის დაჟინებულ მზერას თავი ავარიდო და კედელს ვშორდები.გული საშინელ დღეში მაქვს ასე მგონია სადაცაა გასკდება.კარებისკენ მივდივარ მაგრამ მისი ხელები მაჩერებს,ვგრძნობ როგორ დასრიალებენ ჩემს სხეულზე მისი ხელები და სიამოვნებისგან თვალები მელულება,კაბის შეხსნილ შესაკრავს ფრთხილად მიკრავს და მხარზე სველ კოცნას მიტოვებს.სულ ერთიანად ვკანკალებ ახლა ეს ოთახი რომ არ დავტოვო ალბათ სისულელეს დავუშვებ...ვნებააშლილი ვტოვებ ოთახს და საპირფარეშოში შევრბივარ.ცივ წყალს სახეზე ვისხამ რომ გამოვფხიზლდე,ორივე ხელით ნიჟარას ვეყრდნობი "მამოფხიზლდი მართა,გამოფხიზლდი" ვაგულიანებ ჩემს თავს და თავსვიწესრიგებ.
ხალხის მასაში ლელას ვეძებ და ვაფრთხილებ რომ შეუძლოდ ვარ,ხელჩანთას ვიღებ და გარეთ გავდივარ.ცივ ჰაერს სახეს ვუშვერ და ფეხით მივყვები ქუჩას,ჩემდა ბედად ტაქსი არ ჩანს და წვიმაში მიწევს თხელი კაბით ჭყლაპუნი.ისევ გემრიელ კოცნაზე მეფიქრება და თითებს ტუჩებზე ვიტარებ,ფიქრებში გართულს ვამჩნევ რომ მანქანა ფეხებთან მიჩერდება და როცა მძღოლში უტაქტოს ვცნობ სულელივით მეღიმება.
-გაგიყვან-ამბობს და თვალისმომჭრელად მიღიმის.უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ და ჩქარი ნაბიჯებით მივყვები ფილაქანს,მაგრამ მანქანა ფეხ და ფეხ მომყვება.
-წვიმს...-ღიმილით ამბობს კაცი.
-დასველდები და გაცივდები-არგრძელებს საუბარს მე კი ჯიუტად მივყვები ქუჩას სულ ერთიანად გაყინული.მანქანის ხმა აღარ მესმის და ვფიქრობ წავიდა,მაგრამ წამის მეასედში ვგრძნობ რომ ჰაერში ვარ...
მანქანაში არცერთი ვიღებთ ხმას,თითქოს დუმილის ფიცი დაგვედოს მხოლოდ მალულად გადავხედავთ ხოლმე ერთმანეთს და შეუმჩნევლად ვიღიმით.
-სახელი?-მეკითხება სერიოზული გამომეტყველებით.
-მართა.
-გემრიელი ტუჩები გაქვს მართა!-ამბობს ღიმილით და ტუჩებზე მაკვირდება.
-გზას უყურეთ!-ვეუბნები წარბებ შეჭმუხნული ფანჯარაში ყურებას განვაგრძობ.
-არ გინდა თქვენობით საუბარი,ზურა ხერგიანი!-ხელს მიწვდის და თვალის მომჭრელად მიღიმის.
-მართა-ვამბობ გაპარული ხმით და მანქანიდან გადასასვლელად ეზადები.
-პარასკევს 8 საათზე გამოგივლი!-ამბობს და ტუჩთან ახლოს მკოცნის.პასუხის გაცემას ვერ ვახერხებ და მანქანიდან აჩქარებულად გადმოვდივარ.ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და გამართული შევდივარ სადარბაზოში.გული სიხარულით ფართხალებს "პაემანზე დამპატიჟა!" ზეიმობს ჩემი ალტერ ეგო და ლამისაა შამპანიური გახსნას. "ქარაფშუტა ხარ!" მაგონებს გონება და ლამისაა გავგიჟდე ფიქრების გასაფანტად თავს ვაქნევ და სახლში შევდივარ.
ფიქრებისგან თავი მისკდება,არვიცი წავიდე თუ არა მსგავს საკითხში არ ვარ გარკვეული.ნერვიულობისგან ვცქმუტავ და საქმეს გულს ვერ ვუდებ...დიდი ენთუსიაზმით ვთარგმნი ფრანგულ რომანს და თავზე მაღამდება.თვალები მეხუჭება,ფეხე ვდგები და საწოლში ვწვები.


***
ჩემი სიზმრების ანგელოზს ვლანძღავ,გარყვნილი სიზმრისთვის და ბუზღუნით შევდივარ სააბაზანოში.კაფეში უნდა წავიდე რეპეტიციაზე და წარმოუდგენლად მიხარია,ეს ხომ ჩემი ოცნებაა!
საუზმის შემდეგ საძინებელში სარკისწინ ვარჩევ თუ რა ჩავიცვა.ბოლოს შინდისფერ გრძელმკლავიან ნაქსოვ კაბას ვიცვამ,მაღალყელიან შავ ჩექმებთან ერთად.თმას ცხენის კუდათ ვიკრავ და სახლს ვტოვებ.
ყველაზე სასიამოვნო გრძნობაა როცა შენს საყვარელ საქმეს აკეთებ!დიდი ენთუსიაზმით ვრეპიტიციობდით.ორ კვირაში იხსნებოდა კაფე სადაც რეპეტიციას გავდიოდით და ჩვენც მაყუეებლის წინაშე ცოცხალი მუსიკით გამოვიდოდით ყოველ საღამოს.
სახლში კმაყოფილი და სასიამოვმოთ დაღლილი ვბრუნდები.ორგანზი საკვებს მთხოვს და მეც კარტოფილს ვფცქვნი.თან ლელას ვურეკავ რომ გამოვიდეს მასაც მინდა ვკითხო აზრი პაემანთან დაკაშირებით.

***
პარასკევი საღამო თვალის დახამხამებაში მოდის.ჯერაც არ გადამიწყვიტავს წავიდე თუ არა...ზუსტად რვა საათზე ვდგები ფანჯარასთან და ველოდები ზურას მანქანას.ლოდინი დიდხანს არ მიწევს ზურას შავი ფერარი ჩემი სადარბაზოსთან დგება...


------------------
პირველ რიგში ბოდიში პატრა თავისთვის!დღეს მეპატიება :დ მგონი არ დადებას სჯობდა პატრა მაინც დამედო.არ გადმიხედავს ისე ვდებ,როგორ დავწრე ისიც არ ვიცი თან ტორტს ვაქრობდი თან ვწერდი :დ გამიზიარეთ თქვენი აზრი ♥



№1  offline მოდერი X.G

კარგია ძაან მომეწონა ველი შემდეგ თავს წარმატებები

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ჩემი გემრიელი გოგოოს გემრიელი კოცნა♥ძალია მომწონს მე ეს მართა,ზურას ჯერ კიდევ ვერ გავუგე,მაგრამ იმედია მალე გამოავლენს თავის თავს♥

 


№3  offline წევრი Firefly

ლორელაი
ჩემი გემრიელი გოგოოს გემრიელი კოცნა♥ძალია მომწონს მე ეს მართა,ზურას ჯერ კიდევ ვერ გავუგე,მაგრამ იმედია მალე გამოავლენს თავის თავს♥

მადლობა♥

თაკოთაკო
კარგია ძაან მომეწონა ველი შემდეგ თავს წარმატებები

მადლობა მიხარია თუმოგეწონა ♥
--------------------
M.T

 


№4 სტუმარი Anita

Kargi iyo gilocav dab. Dges

 


№5  offline წევრი Firefly

Anita
Kargi iyo gilocav dab. Dges

მადლობა ♥
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent