შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბარიერი. -25- (დასასრული)


16-12-2015, 20:16
ავტორი ჯია
ნანახია 5 450

ძალიან გვინდოდა ძველი ურთიერთობის დაბრუნება და მიხაროდა, რომ ამას მხოლოდ მე არ ვციდლობდი. მაქსიმეც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ძველი „ჩვენ“ დაბრუნებულიყო. თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ არა ისე როგორც ადრე. ალბათ, ურთიერთობაში ერთხელ ბზარი თუ გაჩნდა, რთულია შემდეგ აღდგენა..
იდეალური მამაა, იმაზე იდეალური ვიდრე აქამდე ჩემთვის იდეალური მამაკაცი იყო. რატომ აქამდე და რატომ იყო? ალბათ, ეს კითხვა არც უნდა გაგიჩნდეთ.. გულში მაინც ცუდად მაქვს ჩარჩენილი მისი საქციელები და ის ღამე, სახლში რომ არ მოვიდა. ვცდილობ დავივიწყო.. მართლა ვცდილობ.. მაგრამ ჯერ არაფერი გამომდის. თუმცა, არც არაფერს ვიმჩნევ. ყველაფერს ჩემში ვიკლავ და მაქსიმეს ერთი წამითაც არ ვაგრძნობინებ, რომ მსგავს რაღაცეებს მეფიქრება.
3 თვე გავიდა რაც ალისა სახლში გვყავს, შემიძლია ვთქვა, რომ 3 ბედნიერი თვე.. ასმათი ექიმმა ქვეყნიდან გაყვანის ნებაც დაგვრთო, რადგან ბავშვი სრულიად ჯანმრთელია და არაფერი ემუქრება.
-სახლში ხართ? - მაქსიმემ დამირეკა, ჯერ კიდევ არ მოსულა სამსახურიდან.
-კი, ცოტა ხნის წინ მოვედით. სასეირნოდ ვიყავით.
-წითელ ღვინოს ხომ დალევ?
-ეეე, რამდენი ხანია არ დამილევია. კი, როგორ არ დავლევ. -ვუპასუხე გახარებულმა. -ისე რამე ხდება?
-არაფერი, ისე.. დიდი ხანია ჩვენებური საღამო არ გვქონია.
-შენ სიგარეტს წამომიღებ? -ვკითხე მორიდებულად და თან გამეცინა.
-ტაისია!
-თუ ვიხსენებთ ძველ დროს, ბოლომდე გავიხსენოთ. -ვუთხარი სიცილით.
-ხო, კარგი, კარგი.. -მასაც გაეცინა და გამითიშა.
ალისასთან გავედი, რომ დასაძინელად მომემზადებინა. მაქსიმე რომ მოვიდა, ბავშვს უკვე ეძინა და იმ წამის ჩაწვენილი მყავდა საწოლში.
-მამიკოს ბედნიერება.. -თბილად დახედა ბავშვს და ლოყაზე მოეფერა.
-მე? -ტუჩები დავბრიცე 2 წლის ბავშვივით.
-შენ ჩემი მთელი ცხოვრების აზრი ხარ! -მოვიდა და მაგრად მომეხვია.
-მე წავალ ხილს დავჭრი. -ვაკოცე და სამზარეულოში გავედი, ისიც გამომყვა.
პატარა სუფრა გავშალე ლამაზად და შემდეგ ორივე დივანზე მოვკალათდით. მაქსიმემ ჭიქებში დაასხა ღვინო და ერთი მე მომაწოდა.
-სულ ესეთი ბედნიერები მინდა, რომ ვიყოთ.
-არა, კიდევ უფრო ბედნიერები. -გავუღიმე და ერთმანეთს ჭიქები მივუჭახუნეთ.
-რაღაც მინდა გკითხო. -უცებ სახე დაუსერიოზულდა.
-გისმენ.
-დრო, რომ უკან დაბრუნდეს და წინასწარ რომ იცოდე მსგავსი რაღაცეების გადატანა მოგიწევდა, იმ საღამოს რესტორანში მაინც გამომელაპარაკებოდი?
-რა სისულელეებს მეკითხები, მაქსიმე. -გამეცინა და სიგარეტს მოვუკიდე. მმმ, რა სიამოვნებაა ამდენი ხნის შემდეგ პირველი ნაპასი.
-სერიოზულად გეკითხები და მიპასუხე გთხოვ.
-კი, გამოგელაპარაკებოდი. შენთან ერთად გატარებული დრო, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ეპიზოდია.. არც ერთი წამით მინანია და არც არასოდეს ვინანებ, რაც არ უნდა მოხდეს. -გავუღიმე და თვალებში ჩავხედე. -შენ? შენ გამომელაპარაკებოდი?
-არც ერთი წამით არ დავიხევდი უკან. -მანაც გამიღიმა ჩემკენ მოიწია და ვნებიანად მაკოცა. - მე შენთვის საჩუქარი მაქვს. -ჩემს ტუჩებთანვე ჩაიუჩურჩულა და ვიგრძენი, როგორ გაეღიმა.
-მმ, საინტერესოა. -ხელები მოხვიე კისერზე და ცხვირით ცხვირზე წავეთამაშე.
-მოიცა, მოვიტან. -წამოდგა და პიჯაკს დასწვდა, რამოდენიმე წამიანი ძებნის შემდეგ, ერთ-ერთი ჯიბიდან ბილეთები ამოიღო. -ჩვენ პრაღაში მივდივართ. -მხიარულად ამიფრიალა თვალწინ.
სიხარულისგან წამოვხტი, კისერზე მოვეხვიე და ბედნიერმა მთელი სახე დავუკოცნე.
-ვგიჟდები პრაღაზე და შენზე! -სიცილით ვუთხარი და მის ტუჩებს წავეტანე. ვნებაარეულები ნელ-ნელა ოთახისკენ მივემართებოდით, ერთმანეთზე ტანსაცმლის შემოძარცვით, როდესაც ბავშვის ტირილის ხმა გავიგონეთ.
-მე მივხედავ. -სიცილით გავხედე უკმაყოფილო მაქსიმეს და ძირს დაგდებული მაიკა სხარტად გადავიცვი.
ბავშვის საძინებელში რომ შევედი, ალისა აღარ ტიროდა და თვალებს ნაბავდა. აშკარად ეძინებოდა, ამიტომ არ გამიჭირდა მისი დაძინება და მალევე გავბრუნდი ჩვენს საძინებელში.
-დაიძინა? -მაქსიმე უკვე შეწოლილი იყო.
-კი. -გავუღიმე და მაიკა გადავიძვრე, რასაც მალევე ბრაც მივაყოლე და ნელ-ნელა ბიჭს მივუახლოვდი, საბნის ქვეშ შევუძვერი და ზემოდან კომფორტულად მოვექეცი. კისერს ვნებიანად ვუკოცნიდი, როდესაც ისეც ალისას ტირილი შემოგვესმა.
-მე მიკეთებ, მამა, ამას? -ისე ამოიწუწუნა მაქსიმემ, სიცილი ვერ შევიკავე და მეორე მხარეს გადავგორდი. -რა გაცინებს? -შემომიბღვირა, რომ ვეღარ გავჩერდი.
-მი..დი ახლა შენ დაა..ძი..ნე.. -სიცილისგან ძლივს ამოვღერღე რამოდენიმე სიტყვა. მაქსიმე ბურტყუნით გავიდა ბავშვის ოთახში და რამოდენიმე წუთში შემობრუნდა.
-გვეღირსება დაწყებულის დამთავრება? -შემომიგორდა გვერდით.
-ასეთია მშობლის ხვედრი. -გამეცინა და ისევ დავაგემოვნე ჩემი მარწყვის ბიჭის ტუჩები.
-კიდევ რომ იტიროს, ძილის წამალს დავალევინებ. -კოცნა შეუწყვეტლივ წაიდუდღუნა და ბავშვზე გამწარებულმა, იმ ღამეს ჩემზე „იყარა ჯავრი“, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სასიამოვნოდ.

-კვირას არის ფრენა და ერთი თვით მივემგზავრებით. -მითხრა დილით ამიკომ, როდესაც სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა.
-ერთი თვით? კი, მაგრამ თვის ბოლოს სამსახურში გასვლას ვაპირებდი, მომკლავს ამიკო. -აწუწუნებული წამოვჯექი საწოლზე.
-სადაც ამდენი ხანი არ ყოფილხარ, ერთი-ორი კვირაც გადაამატე და ეგაა. -ტუჩზე მოწყვეტით მაკოცა და სწრაფად გავიდა ოთახიდან. -მგონი ბავშვმა გაიღვიძა. -მომაძახა, რასაც შემდეგ კარების დაკეტვის ხმაც მოყვა.
წამოვდექი და ბავშვთან გავედი.
-დედას ცხოვრებამ გაიღვიძაო? -ხელში ავიყვანე ალისა და ლოყები დავუკოცნე. შემდეგ დავბანე, გამოვუცვალე, მოკლედ მოვაწესრიგე და ცოტახნით თავის საწოლში დავაბრუნე, რომ უცებ მეც მოვწესრიგებულიყავი.
როდესაც ვაჭმევდი, ლენუკამ დამირეკა.
-ნათლი, ცოტახანში ანეტა გამოვა შენთან და მეც მალე მოვალ, რაღაც უნდა გითხრათ. -მომახალა პირდაპირ და პასუხსაც არ დაელოდა ეგრევე გამითიშა. რა გიჟი გოგოა რა, გამეღიმა ჩემთვის და ბავშვის გამოკვება განვაგრძე.
-ჩემი ჭკვიანი გოგო. -შევაქე პატარა, როდესაც ბოლო ლუკმა გადაყლაპა და ჭურჭელი გასარეცხებში ჩავდე.

-რა უნდა გვითხრას იმ გადარეულმა ხო არ იცი? -შემოვიდა ანეტა სახლში და გადამკოცნა.
-აზრზე არ ვარ. -ვუპასუხე და ანეტასთან ერთად შემობაჯბაჯებულ დამიანესთან დავიხარე. -ჩემი სიყვარული ბიჭი, როგორ არის? -ვკითხე და ლოყები დავუკოცნე.
-სად გყავს, კუკლა?
-მისაღებში მომღერალ ავანში წევს, მგონი ჩაეძინა. -ვუთხარი, თან დამიანე ხელში ავიყვანე. -როდის უნდა დაიწყო შენ ლაპარაკი? რატომ ანერვიულებ დედას? -ცხვირზე თითი ჩამოვკარი და გემრიელად ჩავიხუტე გულში.
-მგონი ალისაც მოასწრებს ლაპარაკის დაწყებას. -ხელი აიქნია ანეტამ და მისაღებში გავიდა.
-კარგი რა, ბიჭები გვიან იწყებენ ლაპარაკსო არ გაგიგია? -შევეცადე დამეწყნარებინა დაქალი და თან უკან გავყევი.
-ბაღში შემყავს ახლა და იქნებ იქ მაინც ამოიდგას ენა. -გაეცინა ანეტას და მძინარე ალისას მოეფერა ლოყაზე.
-როდის მოვა ახლა ის გიჟი? -დივანზე კომფორტულად მოვთავსდი ბავშვთან ერთად და ხელებზე თამაში დავუწყე.
-მგონი მოვიდა. - კარების ხმა გავიგეთ და ანეტა წავიდა გასაღებად.
-დაჯექით და კარგად მომისმინეთ. -შემოვარდა ქოთქოთით ლენუკა და ჩემ წინ მაგიდაზე ლოტუსის ყვავილის ფორმაში დაჯდა.
-მშვიდობა გაქვს? -დაფეთებული მომიჯდა გვერდით ანეტა.
-მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და თქვენს თინეიჯერულ ფიზიკურობასაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ.. ჰმ.. მმ.. ისიც მესმის, რომ ჯერ შვილები გყავთ პატარები და ამისთვის მზად არ ხართ და ისედაც ეს წოდება, შეიძლება შეურაცხმყოფელი იყოს თქვენთვის.. მაგრამ.. მოკლედ, თქვენ ბებიები გახდებით. - ბოლო სიტყვები სწრაფად მოგვახალა და თვალები ისე დახუჭა, გეგონებოდა ჩვენი გაქრობა უნდოდა გონებაში.
მე და ანეტამ ერთმანეთს გაოგნებულებმა გადავხედეთ, ცოტა არ იყოს გაგვიჭირდა ინფორმაციის გადახარშვა, მაგრამ 2 წუთში ყველაფერი გავიაზრეთ და ბედნიერები წამოვხტით და ლენუკას მოვეხვიეთ.
-რა მაგარიააა! გილოცავთ! - თითქმის ერთ ხმაში შევყვირეთ, რამაც ალისას გაღვიძებაც და ატირება გამოიწვია.
-შეგიძლია, აქედანვე დაიწყო რეპეტიციები და ალისას მიხედო. -დავეჭყანე ნათლულს და სამზარეულოში გავედი. -მე ყავას მოვადუღებ და ვიჭორაოთ. უფს, შენთვის არ შეიძლება. -უცებ მოვტრიალდი და ლენუკას მუცელს ღიმილით დავხედე. -შენ ფორთოხლის წვენს დაგიწურავ. -უცებ გადავწყვიტე და ისევ სამზარეულოსკენ გავემართე.


-დღეს რაღაც შესამჩნევად ბრწყინავ. -მითხრა ანეტამ, როდესაც მაგიდას მივუსხედით.
-მგონი მე და მაქსიმეს ყველაფერი დაგვილაგდა. -ვუთხარი გაღიმებულმა და ნამცხვარი გადავიღე.
-რა მაგარია, ყველას ყველაფერი კარგად რომ გვაქვს. -ხელები შემოკრა ერთმანეთს ლენუკამ.
-ანეტა სულ ოჯახის გოგო იყო, მაგრამ მე და შენ როგორი მეოჯახეები გავხდით. -გამეცინა და ლენუკას გავხედე.
-ისე არ გენატრებათ ძველი დრო? -გვკითხა ანეტამ.
-ხანდახან მომინდება ხოლმე, რომელიმე რესტორანში მარტო ნებივრობა წითელი ღვინით და სიგარეტით, მაგრამ მერე მახსენდება რამხელა ბედნიერება მყავს სახლში ალისას სახით და მისი ფერებით ვიჯერებ ხოლმე გულს.
-ჩემთვის ჯერ არაფერი შეცვლილა, მე და ამიკო ისევ ისე ვართ, როგორც შეყვარებულების პერიოდში ვიყავით.
-ხოდა დატკბით კიდევ კარგად, სანამ პატარა დაიბადება. -გაგვეცინა მე და ანეტას, ჯერ კიდევ ვერ წარმოუდგენია წინ რა ელის.
-ისე ალისა ძალიან ადვილი გასაზრდელი ბავშვია, არ არის ჭირვეული.
-დამიანეც ჭკვიანი ბიჭი იყო 6 თვემდე. -დანანებით ჩაილაპარაკა ანეტამ, რაზეც სამივეს გაგვეცინა.
-კვირას პრაღაში მივდივართ ერთი თვით. -ახლა გამახსენდა, რომ გოგოებისთვის ჯერ არ მითქვამს.
-ეე, რა მაგარია.. დაისვენებთ ამ ყველაფრის შემდეგ. -გულწრფელად გაეხარდა ლენუკას.
-გაიგე სესილიაზე? -უცებ ჩაერთო ანეტა.
-რა?
-იტალიაში წასულა, როგორც ვიცი, მაქსიმემ აღარ გააჩერა თბილისის სახლში და საგურამოში ასვლაც აუკრძალა.
-ჩემთვის არაფერი უთქვამს მაქსიმეს.
-მეც არ ჩავთვლიდი საჭიროდ. -მხარი აუბა ლენუკამ მაქსიმეს.
-კარგი მოდი რა, შევცვალოთ თემა.
მთელი დღე იმდენი ვიჭორავეთ, მაქსიმემ დროულად მოგვისწრო თორემ ლაპარაკის ზედმეტი დოზისგან გარდავიცვლებოდით.
-რა გჭირთ? -აოცებულმა გადმოგვხედა დივანზე მიცვენილებს.
-დავიღალეთ.. -ამოვიკრუსუნე ძალა გამოცლილმა.
-ბავშვებმა დაგღალეს? -გაეღიმა მაქსიმეს.
-არა, ლაპარაკმა. -გაეცინა ლენუკას და ფეხზე წამოიზლაზნა.
-ოოჰ, რთული დღე გქონიათ. -გაეცინა მაქსიმესაც, გვერდით მომიჯდა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა.
-მე წავალ, მომენატრა ჩემი ქმარი.
-ჩვენც წავალთ, დამიანეც ცოდოა.. -წამოდგა ანეტაც.
-ქმარი არ მოგენატრა? -გახედა წარბაწეულმა ლენუკამ.
-ქმარიც მომენატრა. -გაეცინა ანეტას.
ერთმანეთი გემრიელად ჩავკოცნეთ და წავიდნენ.
-შენ არ გშია? -ვკითხე მაქსიმეს, რომელიც დაღლილი მომეჩვენა.
-არა, უბრალოდ დასვენება მინდა. -დივანზე კომფორტულად მიწვა და ხელები ჩემკენ გამოიშვირა. -მოდი რა ჩემთან.
-ალისას დავხედავ და მოვალ.


გასამგზავრებლად მზადებაში შაბათი დღეც მალე მოვიდა. გამთენიისას იყო ჩვენი რეისი.. მაქსიმე სახლში გვიან მოვიდა.
-სად ხარ ამდენ ხანს? დასვენება ხომ უნდა მოასწრო.. მიდი წაიძინე და გაგაღვიძებ წასვლამდე ნახევარი საათით ადრე. -მივაყარე ეგრევე, როგორც კი მოვიდა, სიტყვის თქმაც არ ვაცადე.
-ტაისია, მისმინე. -ხელი მომკიდა და დივანზე ჩამომსვა და ჩემ წინ ჩაიმუხლა.
-რა ხდება? -ახლახანს შევამჩნიე მაქსიმეს ანერვიულებული სახე.
-უჩემოდ მოგიწევთ გამგზავრება.
-რაა? -შევიცხადე სასოწარკვეთილმა.
-ხო, სამსახურში სერიოზული პრობლემებია. შევეცდები ერთი კვირის მანძილზე მოვაგვარო და ჩამოვალ მალევე.
-და ჩვენც არ წავალთ დაგელოდებით.
-არა, რატომ უნდა მელოდოთ, თან სამსახურში მომიწევს ხშირად ყოფნა და სახლში მარტო იქნებით. არ ჯობია პრაღაში დაისვენოთ?
-კი, მაგრამ..
-გაგაცილებთ დღეს და მეც მალე ჩამოვალ. -შემაწყვეტინა წინადადება მაქსიმემ და შუბლზე თბილად მაკოცა.
-კარგი. -ვთქვი წყენით და ხელები კისერზე მოვხვიე. -შენ მალე ჩამოდი. -ვუჩურჩულე ყურთან და ვნებიანად წავეტანე ტუჩებზე.
-მიყვარს ასეთი დამშვიდობებები. -ეშმაკურად გაიღიმა ბიჭმა და ხელში აყვანილი გამიყვანა საძინებელში.


უკვე ერთი კვირაა აქ ვართ, ძალიან მიყვარს პრაღა, მაგრამ არა იმდენად რომ აქ მარტო ყოფნა არ მომბეზრდეს. ხოდა, უკვე მომწინდა, თან მაქსიმეც მომენატრა და ხვალც თუ მისი ჩამოსვლა გადაიდო, საგიჟე გარანტირებული მაქვს.
ბავშვთან ერთად ბევრი ვისეირნე და დაღლილი ამოვბრუნდი ნომერში. ალისა საწოლზე დავაწვინე და გვერდით მივუწექი.. ცოტახანში სკაიპში მაქსიმემ დამირეკა.
-რა დაღლილი სახე გაქვს.
-ხო, ვსეირნობდით და ახალი მოსულები ვართ, შენ რას შვები?
-ოფისში ვარ, 10 წუთი გამომიჩნდა და გადმოგირეკეთ.
-მითხარი, რომ ხვალ მოდიხარ, გთხოვ. თორემ გავაფრენ უკვე.. აღარ მინდა აქ.
-ვერა, ტაისია.. სამწუხაროდ, რამოდენიმე დღე კიდევ ვერ ჩამოვდივარ.
-აუ, კარგი რა.. -დავიწყე წუწუნი.
-ცოტაც და შენთან ვიქნები. წავედი ახლა, გკოცნი ბევრს და ალისაც ჩამიკოცნე. -მითხრა და გამითიშა.
არა, აღარ მინდა აქ დარჩენა. წამოვხტი და მიმღებში დავრეკე, რომ დღევანდელი რეისისთვის ბილეთები დამეჯავშვნა. ფრენა ღამის 4 საათზე იყო, დილით უკვე სახლში ვიქნებოდით. ჩავლაგდი და ისევ ბავშვს მივუწექი, 2 საათამდე წაძინება გადავწყვიტე.


8 საათისთვის უკვე სახლში ვიყავი. კარები გავაღე და ჩუმად შევიპარე, მინდოდა მაქსიმესთვის სიურპრიზი გამეკეთებინა. ალისას ოთახისკენ მივდიოდი, როდესაც საუბარი შემომესმა.
-დღეს რაც მოხდა არასოდეს აღარ განმეორდება, დროზე ჩაიცვი და წადი. -აშკარად მაქსიმეს ხმა იყო.
საძინებელს მივუახლოვდი და ბავშვი ლამის ხელიდან გამივარდა, ნანახისგან იმხელა შოკი მივიღე. მაქსიმე იდგა და იცმევდა, ჩემს საწოლში კი.. ლილე იჯდა შიშველი და საბანი ჰქონდა აფარებული გულ-მკერდზე.. ლილემ უტეხად გამომხედა, მაქსიმეს კი სახე აელეწა.. არაფერი მითქვამს, ბავშვის ოთახში გავედი, რომ ალისა საწოლში დამეწვინა.

ბავშვი დავაწვინე და მის საწოლს დავეყრყდენი.. მუცელი შემეკუმშა, შიგნით ყველაფერი ამეწვა, გული დამიმძიმდა და ამოსუნთქვა მიჭირს. ყელში ბურთულა გამეჩხირა, მაგრამ არ ვიტირებ.. არ ვიტირებ.. ახლა არა.. კარების ხმა გავიგონე, როგორც ჩანს ლილე წავიდა. ამიტომ მისაღებში გავედი და უემოციო სახით დივანზე ჩამოვჯექი.
-ტაისია, ყველაფერს აგიხსნი. -სახეწაშლილი ჩაიმუხლა ჩემ წინ და მუხლებზე ხელები დამადო. მე ხელი ავწიე იმის ნიშნად, რომ გაჩუმებულიყო.
-არ მინდა ბანალური და მრავალგზის გაცვეთილი ფრაზები.. ეს ის არ არის რაც მე მგონია და მსგავსები. ეს სწორედ ის არის რაც მგონია, რაც დავინახე და რაც ვიგრძენი. ერთადერთი რაც მაინტერესებს, რამდენი ხანია რაც ეს ყველაფერი ხდება? -მაქსიმალურად ვცდილობდი სიმშვიდის შენარჩუნებას, თუმცა აკანკალებულ ხმას ვერაფერი მოვუხერხე.
ბიჭმა რაღაცის თქმა დააპირა და ისევ გავაწყვეტინე.
-მაქსიმე, ოღონდ სიმართლე მითხარი. მგონი, სიმართლეს მაინც ვიმსახურებ!
-სულ ორჯერ მოხდა.. დღეს და.. -თავი ჩახარა მაქსიმემ.
-და იმ ღამით სახლში, რომ არ მოხვედი. -მე დავასრულე მისი დაწყებული წინდადადება.
-მაპატიებ? -ამომხედა საწყალი თვალებით.
-კი, გაპატიებ, მაგრამ ერთად ვეღარ ვიქნებით. -თვალებში სინანულით ჩავხედე და ფეხზე წამოვდექი. -ახლა მე გავალ და რომ დავბრუნდები, აქ აღარ დამხვდე, გთხოვ. -ვუთხარი და ბავშვთან გავედი, პატარა ჩანთაში მისი ნივთები ჩავალაგე და სახლიდან წამოვედი.
-ანეტა, სახლში ხარ? -დავურეკე დაქალს, როგორც კი მანქანაში ჩავჯექი.
-კი, შენ რა ჩამოხვედი?
-ხო, ჩამოვედი.
-რა ხმა გაქვს?
-გთხოვ, დღეს ალისა დაიტოვე და ხვალ წასაყვანად რომ მოვალ აგიხსნი ყველაფერს. ოღონდ დღეს ნურაფერს ნუ მკითხავ, გემუდარები. -შევევედრე დაქალს და მის პასუხს დაველოდე.
-კარგი, მოდი.. იმედია ძალიან სერიოზული არაფერია. -ჩაილაპარაკა, ტელეფონი გავთიშე და მანქანა დავძარი.
ბავშვი ანეტასთან დავტოვე და იმ წამსვე უკან გამოვბრუნდი. მანქანაში რომ ჩავჯექი ჩემს ადვოკატთან გადავრეკე.
-გიორგი, როგორ ხარ?
-კარგად, ტაისია შენ?
-ოფისში ხარ? -კითხვა წავუყრუე და პირდაპირ საქმეზე გადავედი.
-კი, მოხვალ?
-ხო, აი 15 წუთში მანდ ვარ. შენ მანამდე ჩემი და მაქსიმესთვის განქორწინების საბუთების მომზადება დაიწყე კარგი?
-რაა? განქორწინების? -გაოცებული ჩამეკითხა.
-არ მინდა ამ თემაზე საუბარი, უბრალოდ გაამზადე კარგი? მალე მოვალ.
-კარგი, ტაისია, როგორც მეტყვი.
ადვოკათთან ყველა პუნქტის შეთანხმების შემდეგ, საბუთები წამოვიღე და ბარისკენ გავემართე. შევედი და პირდაპირ ბარის მაგიდასთან მივედი.
-ორმაგი ვისკი? -მკითხა ბარმენმა.
-ასე აშკარად მეტყობა? -ირონიულად ჩამეცინა.
-დაშორება?
-ოოხ, ეს ბარმენები ყველა როგორი ფსიქოლოგები ხართ. -გამეღიმა და თავი ჩემს მტევანს ჩამოვაყრდნე.
-ანუ ორმაგი ვისკი?
-წითელი ღვინო. -თვალი ჩავუკარი და შეკვეთას დაველოდე.
-წითელი ღვინო იცი როგორი ქალების სასმელია? -წინ ჭიქა დამიდო და ღვინის ბოთლი გახსნა.
-როგორი? -ჭიქის ძირს დავადე ხელი და წელში გავიმართე, თვალებით ფლირტშიც ავყევი.
-სექსუალური და ვნებიანი ქალების სასმელია.
-ხოო? -წამწამები ავუხამხამე და გამეღიმა.
-ერთი შეხედვით თავშეკავებულები ჩანან, მაგრამ სინამდვილეში ძალიან სექსუალურები არიან და უამრავი ეროტიკული ფანტაზია აქვთ. -სასმელი ჭიქაში ჩამისხა და თვალი ჩამიკრა.
აღარაფერი ვუპასუხე, უბრალოდ გავუღიმე და ჩემს სასმელს დავეუფლე. ვერ გეტყვით უკვე მერამდენე ჭიქა, თუ ბოთლ ღვინოს ვსვამ ან მერამდენე ღერს ვეწევი. მაგრამ ის შემიძლია გითხრათ, რომ სასმელი ტკივილს არ ანელებს.. პირიქით, აორმაგებს.. არა, აათმაგებს.
-ერთი ბოთლი წასაგებად გამიმზადე და ანგარიშიც მომეცი. -ამოვიბლუკუნე ძლივს და მიმტანს ავხედე.
-ძალიან ნასვამი ხარ, ტაქს გამოვიძახებ. - საჩვენებელი თითი ავუწიე ტუჩთან ახლოს.
-ჩუ, ჩუ.. მე უკეთ ვიცი ტაქსითი ჯობია წასვლა თუ ჩემი მანქანით.
ბარში გადავიხადე, ბოთლს მოვკიდე ხელი და მანქანასთან ლამის მივბობღდი. ჩავჯექი, სიგარეტს მოვუკიდე და რამოდენიმე წუთით თვალი ცარიელ სივრცეს გავუშტერე. ცრემლებმაც გზა გაიკვლიეს, ჩემს სახეზე..


იცით რა? არ ვუბრაზდები მაქსიმეს.. ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა ასე. ძალიან ახალგაზრდაა, მე კი მალე დავბერდები.. ჯობდა ასე მომხდარიყო და ადრე გამეგო ყველაფერი, ვიდრე კიდევ რამოდენიმე წლის შემდეგ. უბრალოდ მტკივა.. ძალიან მწარეა ყოფილა ღალატი. ასეთ ტკივილს თუ მომაყენებდა ვერ წარმოვიდგენდი.. თითქოს მომკლა.

მაგრამ მაინც მადლიერი ვარ მაქსიმესი, ყველა იმ ბედნიერი წამისთვის რაც ერთად გავატარეთ ამ წლების განმავლობაში. შემიძლია ვთქვა, რომ უაზროდ არ მიცხვორია და ერთხელ მეც გამოვცადე ბედნიერება. დღეიდან კი.. დღეიდან ჩემი სიცოცხლის აზრი და ბედნიერება მხოლოდ ჩემი ალისა იქნება. მისი ხათრით შევინარჩუნებ სიძლიერეს და ჩვეულებრივად გავაგრძელებ ცხოვრებას.

ერთი ყლუპი მოვსვი და მანქანა დავძარი სახლისკენ. მთელი გზა ვსვამდი, თან ვფიქრობდი. რატომ არ შემიძლია ვაპატიო? სიმართლე გითხრათ, ვაპატიე.. უბრალოდ მის გვერდით ვეღარ დავწვები, ვეღარ მოვეფერები ისე როგორც ადრე, ვერც მის მოფერებას მივიღებ ისე, როგორც ადრე. ამხელა ტკივილი ბევრ რამეს აუფერულებს, უნდობლობაც საკმაოდ ბევრ ბზარს აჩენს. ან ყველაფერი, ან არაფერი.. ამ შემთხვევაში კი, უკვე აღარაფერი.. მისი საქციელით, პირველ რიგში, საკუთარ თავს მიაყენა შეურაცყხოფა და მის არჩევანს არ სცა პატივი, შემდეგ კი მე..

დილით დივანზე გამეღვიძა, საათს ავხედე 10 საათი იყო დაწყებული. თავი მისკდება, მაგრამ არაუშავს, შხაპს მივიღებ და გამივლის. ტელეფონს დავსწვდი და მაქსიმეს ნომერი ავკრიფე.
-შეგიძლია ერთ საათში შემხვდე?
-კი, რა თქმა უნდა, სად მოვიდე?
-ჩვენს სახლ.. ჩემს სახლთან, რომ კაფეა იქ. -პასუხს არ დაველოდე გავუთიშე და აბაზანისკენ გავემართე.
მოვწესრიგდი და ერთ საათში კაფეში ვიყავი, მაქსიმეც უკვე მისული იყო.
-ეს რა არის? -მის წინ დადებულ საბუთებს დახედა და გაკვირვებულმა მკითხა.
-განქორწინების საბუთებია, ხელი მინდა რომ მოაწერო.
-ტაისია, ძალიან ჩქარობ. იქნებ..
-არ გადავიფიქრებ, არც გადამივლის და არც ვინანებ. -მივხვდი რისი თქმაც უნდოდა და დავასწარი.
-ტაისია, გთხოვ მომისმინე და ახსნის საშუალება მომეცი.
-რა უნდა ამიხსნა? არ მაინტერესებს, ისეთს ვერაფერს მეტყვი რაც გაგამართლებს. ხომ ასეა?
-ასეა. -თავი ჩახარა ბიჭმა.
-ხოდა სალაპარაკოც არაფერია. მოკლედ, შენი ქონებიდან არაფერი მინდა, მგონი არც შენ გინდა ჩემი ქონებიდან რამე. ალიმენტიც არ მომითხოვია, შენი ნებაა ალისას აღზრდაში მიიღებ მონაწილეობას თუ არა. ბავშვს როცა გინდა და რამდენი ხნითაც გინდა ნახავ, ოღონდ მე აუცილებლად უნდა ჩამაყენო საქმის კურსში. თუ ყველა პირობა მოგწონს და არაფერი გაქვს დასამატებელი, გთხოვ ხელი მოაწერე.
მაქსიმე ჩუმად იჯდა და კალამსაც არ კიდებდა ხელს.
-მაქსიმე, აზრი არ აქვს.. ტყუილად გაწელავ პროცესს.. ჯობია მალევე დავამთავროთ, დამიჯერე.
მაქსიმემ უსიტყვოდ აიღო კალამი და ხელი მოაწერა.
-მადლობა, კარგი ბიჭი ხარ. -გავუღიმე, საბუთები ავიღე და წამოვედი.
-ტაისია, -უკან გამომყვა და ხელში ჩამეჭიდა.
-მაქსიმე, გთხოვ გამიშვი.. ბევრი რამე გადავლახეთ ერთად, მაგრამ ამ ბარიერს ვეღარ გავცდებით. -ხელი გავაშვებინე და აჩქარებული ნაბიჯით მანქანისკენ გავემართე.


-ანეტ, უცებ ავეჯის მაღაზიაში გავივლი და მოვალ. ძალიან შეგაწუხე ხო?
-გაგიჟდი, რა შემაწუხე, სულ დამიტოვე თუ გინდა. -გაეცინა ანეტას.
-არა, სულ ვერ შეველევი. -მეც გამეცინა.
-ავეჯის მაღაზიაში რა გინდა?
-ჩემს საძინებელში მაქვს გასანახლებელი რაღაც დეტალები. -ირონიულად გამეღიმა და ტელეფონი გავთიშე.

-
-ე.ი. ხვალ ჩამოდიხარ? -შევხედე ლეპტოპის ეკრანის უკან მყოფ მაქსიმეს.
-ზეგ პირველად მიდის ალისა სკოლაში და მაგას გამოვტოვებ? -გაეღიმა მაქსიმეს.
-კარგია, გაეხარდება. -გავუღიმე მეც.
-თან 2 წელია არ მინახავს და ძალიან მომენატრა.
-ალისასაც მოენატრე.
-შენ?
-რა მე?
-შენ არ მოგენატრე?
-მაქსიმე, აზრი არ აქვს.. ნუ დაიწყებ თავიდან.
-კარგი, კარგი.. წავედი და ხვალ გნახავთ. გკოცნით.


-------
დადააამ ))) ესეც ასე! იმედია მოგეწონათ..
ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მოთმინებისთვის.
მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმეეე მეწყინა ამათი დაშორებაა რას ერჩოდიი? :(( ამის მეორე ნაწილი კარგი იქნაბა ... მაქსიმე რამ გამოაშტერა უიმეეე

 


№2 სტუმარი lizazu

ძალიან მეწყინა ასეთი ფინალი. ისე მართლა მეორე ნაწილი რომ დადო კარგი იქნება. love

 


№3  offline მოდერი ჯია

uchveulo
ვაიმეეე მეწყინა ამათი დაშორებაა რას ერჩოდიი? :(( ამის მეორე ნაწილი კარგი იქნაბა ... მაქსიმე რამ გამოაშტერა უიმეეე


lizazu
ძალიან მეწყინა ასეთი ფინალი. ისე მართლა მეორე ნაწილი რომ დადო კარგი იქნება. love


ბავშვებო, დასრულებულ ისტორიებს აღარ ვუბრუნდები :)
მადლობა, რომ კითხულობთ love

 


№4 სტუმარი ნი ნი

მე ველოდი მათ დაშორებას. ალბათ ასე ჯობდა.მერე უფრო ატკენდა მაქსიმე გულს ტაისიას და ჯობდა ახლავე დაშორებოდა.
მაქსიმე ძალიან ცუდად მოიქცა. ძალიან ცუდად კი არა ამაზრზენად. სახლში როგორ მიიყვანა ის გოგო და მითუმეტეს ტაისიას სახლში.
მეორე ნაწილის იდეა მეც მომწონს. ისე დასრულდა რომ კიდევ მინდა გაგრძელდეს ეს ისტორია. თითქოს არ მეყო. ძალიან კარგად წერ და ეს მოთხრობაც ძალიან მიყვარს.

 


№5  offline წევრი kora

მომეწონა დასასრული. ჩემი აზრით კარგად მოიქცა ტაისია, მაქსიმეს არც ვამტყუნებ, ის ახალგაზრდაა და დღეს თუ არა ხვალ მაინც უღალატებდა. გვინდა ეს ჩვენ თუ არა ასაკი მაინც დიდ როლს თამაშობს, ისტორიის პირველ ნაწილებშივე არ ვიყავი მათი ურთიერთობის მომხრე და შესაბამისად ასეთი ფინალი პირადად ჩემთვის მისაღებია.
ძალიან მაგრა წერ და მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით <3
--------------------
kira.G

 


№6  offline წევრი Paaw

ძალიან კარგი იქნება თუ გააგრძელებ.ეს ცოტა დაუსრულებელს გავს :// იმედიაა გააგრძელებ <3

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

არ ველოდი ასეთ დასასრულს...სიმართლე გითხრა,მომეწონა..რეალობასთან ახლოს იყო...ისე რამდენი იფართხალეს...ცოტა რაღაცნაირადაც მომეჩვენა კაცმა ცოლი მოიყვანე,გადალახე ამდენი ბარიერი,შვილი შგეეძინე და მერე...თუმცა ასე ხდება ხოლმე..ხშირად ბოლოში ფუჭდება ყველაფერი,წყალში ცვივდება...
ტაისია ძალიან შემიყვარდა..ძლიერი ქალია და ვაფასებ ასეთ ადამიანეებს..
შენც იფართხალე..იმდენი ხანია,რას ამ ისტორიას წერს,უკვე სათვალავი ამერია,მაგრამ მთავარია ბოლომდე მიხვედი...
love
მაქსიმესიც მესმის და მიხარი,რომ ტაისიამ გაუგო........
მართალი ხარ,ცხოვრება გრძელდება...ბევრი სიბნელითაც გრძელდება...და საერთოდ სიყავრულის დაკარგვითაც გრძელდება...ერთი ნათელი წერტილი ყველას აქვს..იმოქმედე ჩემზე...დასასრული რარაცანაირაირი იყო...ეფექტური და ემოციური..
კარგი ხარ,ჯოა.
წარმატებები.

 


№8  offline მოდერი ჯია

ძალიან ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის love
გაგრძელებას რაც შეეხება, ჩემთვის ეს ისტორია დასრულდა და მეტს ვეღარ დავწერ.

უნდა ვწერო
არ ველოდი ასეთ დასასრულს...სიმართლე გითხრა,მომეწონა..რეალობასთან ახლოს იყო...ისე რამდენი იფართხალეს...ცოტა რაღაცნაირადაც მომეჩვენა კაცმა ცოლი მოიყვანე,გადალახე ამდენი ბარიერი,შვილი შგეეძინე და მერე...თუმცა ასე ხდება ხოლმე..ხშირად ბოლოში ფუჭდება ყველაფერი,წყალში ცვივდება...
ტაისია ძალიან შემიყვარდა..ძლიერი ქალია და ვაფასებ ასეთ ადამიანეებს..
შენც იფართხალე..იმდენი ხანია,რას ამ ისტორიას წერს,უკვე სათვალავი ამერია,მაგრამ მთავარია ბოლომდე მიხვედი...
love
მაქსიმესიც მესმის და მიხარი,რომ ტაისიამ გაუგო........
მართალი ხარ,ცხოვრება გრძელდება...ბევრი სიბნელითაც გრძელდება...და საერთოდ სიყავრულის დაკარგვითაც გრძელდება...ერთი ნათელი წერტილი ყველას აქვს..იმოქმედე ჩემზე...დასასრული რარაცანაირაირი იყო...ეფექტური და ემოციური..
კარგი ხარ,ჯოა.
წარმატებები.



ვგიჟდები შენს შეფასებებზე!!! ძალიან ძალიან დიდი მადლობა love love

 


№9 სტუმარი ბუბუკა

ძალიან ვისიამოვნე

 


№10  offline მოდერი ჯია

ბუბუკა
ძალიან ვისიამოვნე


მადლობა love

 


№11  offline წევრი Firefly

განსაკუთრებულ ისტორიას განსაკუთრებული დადასრული სჭირდება. :დ
რაღაც მომენტებში მინდოდა მათი ერთად დარჩენა,ალბათ ეს გრძნობა იმიიტომ დამებადა რომ ვხედავდი რამდენ "ბარიერს"ლახავდენენ ერთად მაქსიმე და ტასია,როგორ უფრთხილდებოდნენ ერთმანეთს თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გაუფრთხილდნენ.მაქსიმეს გამტყუნება ნამდვილად არ შემიძლია,ის ხომ ახლაგაზრდა და სულისკვეთებით სავსეა ტასიასთან შედარებით...
ხოლო დასასრული ამაზე სწორი და მისაღები ვფიქრობ არ შეიძლება ყოფილიყო,ასე ორივე აიცილებდა თავს ტკივილისგან და დარდისგან...ერთი სიტყვით მე აღფრთოვანებული დავრჩი ისტორიის ამგვარი განვითარებით!
ძალიან,ძალიან მაგარი ხარ ავტორო! ♥♥♥
--------------------
M.T

 


№12  offline მოდერი ჯია

♥მარიამი♥
განსაკუთრებულ ისტორიას განსაკუთრებული დადასრული სჭირდება. :დ
რაღაც მომენტებში მინდოდა მათი ერთად დარჩენა,ალბათ ეს გრძნობა იმიიტომ დამებადა რომ ვხედავდი რამდენ "ბარიერს"ლახავდენენ ერთად მაქსიმე და ტასია,როგორ უფრთხილდებოდნენ ერთმანეთს თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გაუფრთხილდნენ.მაქსიმეს გამტყუნება ნამდვილად არ შემიძლია,ის ხომ ახლაგაზრდა და სულისკვეთებით სავსეა ტასიასთან შედარებით...
ხოლო დასასრული ამაზე სწორი და მისაღები ვფიქრობ არ შეიძლება ყოფილიყო,ასე ორივე აიცილებდა თავს ტკივილისგან და დარდისგან...ერთი სიტყვით მე აღფრთოვანებული დავრჩი ისტორიის ამგვარი განვითარებით!
ძალიან,ძალიან მაგარი ხარ ავტორო! ♥♥♥


ძალიან ძალიან დიდი მადლობა შენ love love

 


№13 სტუმარი ენანა

ძალიან კარგად წერ. ვაფასებ შენს ნიჭს.კარგად გაქვს საკითხი აღწერილი მისი თანმდევი პლიუს მინუსებით. საკმაოდ რეალურია შინაარსი, მაგრამ ვფიქრობ რომ ამ წყვილის ურთიერთობა ე.წ. ჰეფი ენდით უნდა დამთავრდეს, რადგან კონკრეტული შინაარსის მიხედვით აშკარად უყვართ ისევ ერთმანეთი და იმის გამო რომ ტაისა ყველაფერს დაუნდობელი გონებით საზღვრავს, თავის თავსაც ტანჯავსდა მასაც. მართალია რეალურად ასეთი დასასრულიც ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ბოლოო ნაწილI მაძლევა იმის საფუძველს, რომ ვიფიქრო მათი ურთიერთობის აღდგენაზე. ვთვლი რომ ეს სწორედ ის მომენტია როცა ადამიანი ძალით ირთულებს ცხოვრებას. თვითონვე თქვა ტაისამ რომ ქალს დიდი ძალა აქვს. მან კი ადგა და სასწორის ის პინა, რომელზეც თვითონ იმყოფებოდა, კიარ დაამძიმა, პირიქით - დაამსუბუქა და ეგრევე განქორწინების საბუთები მიაყარა სახეში ასე გამოვიდა. მართალია ღალატი ძალიან რთული თემაა, მაგრამ ამ ფაქტის გადატანა წყვილმა ერთად უნდა სცადოს. მან კი მაქსიმეს ეგრევე ზურგი აქცია. თუმცა რა თქმა უნდა ამაში არ იგულისხმება მრავალჯერ თვალის დახუჭვა.მათ შემთხვევაში კიდევ შეიძლებოდა შანსის მიცემა ასე მგონია. მსგავსი კრიზისების გადატანა თითქმის ყველა ოჯახს უწევს, მიუხედავად წყვილების ასაკისა და ქორწინების წლებისა. მე მგონია რომ ცხოვრება არის რაღაც დონეზე. არც რთული არც მარტივი. უბრალოდ ჩვენვე ვამარტივებთ ან ვართულებთ მას.ასე რომ მესიამოვნება ძალიან ამ ისტორიის სხვაგვარი დასასრული. მართალია შენ მყარად იცავ შენს პოზიციას უკვე დასრულებულს აღარ ვუბრუნდებიო მაგრაამ... მააგრაამ... კარგის და სასიამოვნოს მეტი არაფერი მოხდება ამ შემთხვევაში თუ შენ დათმოობ. :) :) ისე გაქვს შინაარსობრივად დასრულებული, რომ არაფერი აირევა ოდნავადაც კი გაგრძელების შემთხვევაში. :) კარგი გოგო ხარ შენც და ზოგადად ავტორები რა. გამორჩევას არ დავიწყებ ახლა. ნამდვიალდ არ მეგონა თუ ამდენი ნიჭიერი მყავდა თანამედროვე. მიხარია ძალიან რომ თქვენ ნიჭს არ " ჟმოტავთ" და გვატკბობთ მისით. :* წარმატებებს გისურვებთ

ვაიმეე რამხელა კომენტარი გამოსულა :დ მომიტევეთ :). არად რამდენი ვამოკლე :( აშკარად არ გამომდის გრძელი სიტყვის მოკლედ თქმა. :( :)

 


№14  offline მოდერი ჯია

ენანა, ძალიან დიდი მადლობა, რომ არ დაიზარე და შენი პოზიცია დააფიქსირე. ძალიან დიდ პატივს ვცემ შენს აზრზს და საერთოდ ჩემი მკითხველის აზრზს, მაგრამ...
ჩემი ისტორიებით ვცდილობ ხალხი ბევრ რამეზე დავაფიქრო. თუნდაც იმაზე, რომ შესაძლებელია უფროს ქალს შეუყვარდეს მასზე პატარა ბიჭი და ეს არ იყოს მარაზმი.
მაგალითად, მყავს ერთი პერსონაჟი მია, რომელიც, არ დაგიმალავ და, ჭკუიდან მჭრის ისეთი უტვინო გოგოა (განათლებას არ ვგულისხმობ). ალბათ, გაგიკვირდება, რატომ ვქმნი ისეთ პერსონაჟებს, რომლებიც მაღიზიანებენ. მე უბრალოდ ვცდილობ ვთქვა, რომ "ასეც ხდება ცხოვრებაში" . არავინ ვიცით, ვის რა გადაგვხდება თავს და მინდა სიტყვა "გამორიცხულია" ამოვიღო ლექსიკიდან. მოვიშველიებ მრავალგზის გაცვეთილ ფრაზასაც "Aრასოდეს თქვა არასოდეს"
რაღა შორს წავედი, ამ ისტორიის წერა რომ დავიწყე, ბევრმა გააპროტესტა ასაკში ამხელა სხვაობა, რადგან მიუღებელი იყო მათთვის მსგავსი სახის ურთიერთობა (ნუ ახლაც არის), მაგრამ დღეს ბევრს დაწყდა გული, რომ დაშორდნენ. მიუხედავად პროტესტისა, ბევრი გულშემატკივრობდა ამ წყვილს. ანუ, მე მოვახერხე იმდენი, რომ მკითხველმა დადებითად მიიღო ეს "აკრძალული სიყვარული".
რაც შეეხება ღალატს, მე ვთვლი, რომ როდესაც ურთიერთობაში ჩნდება ბზარი, მხოლოდ სიყვარული ვერაფერს გადაარჩენს. სამწუხაროდ, არ ვეკუთვნი იმ კატეგორიის ქალებს, რომლებიც თვლიან, რომ ერთი ღალატის გამო ოჯახი არ უნდა დაინგრეს. კაცის ტვინი მუშაობას ასე (ჩემი აზრით) "სადაც ერთხელ მაპატია, მეორედაც მაპატიებს" ..ქალიც ცოდოა, რამდენჯერაც ქმარს დააგვიანდება ან სახლში არ მოვა, ყოველთვის გაუღრღნის გულს ეჭვები, რადგან უკვე ჩნდება უნდობლობა. დამეთანხმები ალბათ, რომ ძალიან ძნელია ისევ ბრმად ენდო ადამიანს, რომელმაც ერთხელ უკვე გიღალატა.
შეიძლება სხვა ისტორიაში ერთჯერადი ღალატიც აპატიონ ერთმანეთს პერსონაჟებმა, ან საერთოდაც ხანგრძლივი რომანი საყვარელთან (მსგავს თემებს აუცილებლად შევეხები და რა შედეგიც მოყვება ამ ყველაფერს იმასაც კარგად დავხატავ). მაგრამ ამ ისტორიაში, ეს სიყვარული და ეს ურთიერთობა, თან როგორი "სიმწრით" შექმნილი ურთიერთობა, ღალატს არ იმსახურებდა, ამიტომ უპატიებელია და აქ ნათლად გამოვხატე ჩემი პროტესტი ღალატთან დაკავშირებით. იმედია მომიტევებთ და მართლა ვწუხვარ, რომ ასე ძალიან გწყვეტთ გულს, მაგრამ დასასრული არ შეიცვლება და არც გაგრძელდება.
ძალიან დიდი მადლობა ამდენი კომპლიმენტისთვის და მიხარია, რომ ნიჭიერ ადამიანად მთვლი. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს love

 


№15  offline წევრი enana

სხვისი არვიცი, მაგრამ მე პირადად მსგავსი ურთიერთობებისადმი სულაც არ ვარ უარყოფითად განწყობილი :) შენ ძალიან მკაცრ პოზიციას იცავ. რეალისტი ხარ სიტუაციის ყველა ეტაპზე და არ უშვებ ერთი შანსის შესაძლებლობას. ბზარი პირდაპირ უფსკრულად რომ აქციე, ჯერ მისი ამოვსება გეცადა :)
შენგან განსხვავებით, ამ კონკტეტულ შემთხვევაში, მე პირველ ეტაპზე ლიბერალი ვარ და გულის გამოძახილით ვხელმძღვანელობ ხოლმე( შეიძლება ითქვას, რომ ვდგამ ერთ ნაბიჯს უკან), მაგრამ მეორე ეტაპზე უკვე მკაცრად რეალისტი ვარ და გონება ბრძანებლობს ყოველგვარი დაშვებების გარეშე. თუმცა ვფიქრობ, რომ მეორე ეტაპის რეალიზმი ბევრად უფრო მკაცრი, პრინციპული და დაუნდობელია, ვიდრე პირველი ეტაპის. იმედია ძალიან არ ჩაიხლართა ჩემი აზრი. ზოგადად პატივს ვცემ ნებისმიერი ადამიანის სურვილს, თუ ის არ არის მიმართული მეორე ადამიანის საზიანოდ და ვაფასებ ინდივიდუალიზმს, ასე რომ შენთან არ მაქვს არანაირი პრეტენზია. უდაოდ კარგად წერ. მაგრამ აშკარად ჯიუტი ხარ :) ბევრზე ბევრ წარმატებებს გისურვებ. :*

 


№16  offline წევრი meri89

დასასრულმა დამძაბა.არ მეგონ ათუ ასე დამთავრდებოდა

 


№17 სტუმარი #NBAVOTE Zaza Pachulia

დილის 5ის ნახევარია, თავი მისკდება, ძალიან მშია და შენ გინდა მითხრა, რომ ეს ამბავი აქ მორჩა ? ადამიანი არ ხარ ? ეს ხალხი ალაპარაკე, აჩხუბე, აახსნევინე, რამე უქენი, როგორ შეიძლება ურთიერთობები ლაპარაკის გარეშე მთავრდებოდეს ?! ბაზარი არაა დაშორდნენ მაგრამ თქვან მიანც რატომ, გაამართლონ თავიანთი საქციელები, თუნდაც არაადეკვატურად მაგრამ გაამართლონ. მე არ მინდა ისეთ რეალობაში ცხოვრება სადაც საყვარელ ადამიანებს ლაპარაკის გარეშე დავკარგავ.
ამ კომენტარს არანაირი შენიშვნის სახე არ აქვს, უბრალოდ იმდენად მჯეროდა ამ ბიჭის ემოციებიდან ვერ გამოვდივარ :დ

 


№18  offline მოდერი ჯია

შენი აზრით, ტაისიასთვის რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა ახსნა-განმარტებებს? ამ ყველაფრის მერე ძალიან უმნიშვნელო იქნებოდა რაიმეს ახსნა. მიყვარს ძალიან მაქსიმე, მაგრამ იქ დასვა წერტილი როდესაც ტაისიას უღალატა. თანაც ორჯერ.. თანაც მეორედ ტაისიას სახლში და საწოლში სადაც ტაისიასთან ერთად ეძინა. ჭკვიანი და ძლიერი ქალია ტაისია, მაგრამ დაიღალა. ამდენი ბრძოლის მერე, თვითონ საყვარელი ადამიანი რომ მოგაყენებს ასეთ დარტყმას, მწარეა. დანებდა და ომის წაგება არჩია, ბრძოლის გაგრძელებას. ღალატს ერთხელ რომ აპატიებ, დიდი შანსია მეორედაც განმოერდეს. ასე რომ....

 


№19  offline წევრი Metalhead

მაქსიმე ძალიან ცუდად მოიქცა....მან საყვარელი ქალის გამო დედა "დათმო" და ამ პატარა პრობლემას ვერ გაუმკლავდა?? (ლილეს ვგულისხმობ) რაღაც კუთხით მართალია, მაგრამ არც ტაისიაა უფრთო ანგელოზი...როცა ეჭვი შეიტანა მაქსიმესა და ლილეს "ურთიერთობაში" მაშინვე უნდა ეთქვა მისთვის.....მაგრამ რას გაიგებ იქნბე და მაქსიმეს მიეღო და გაბრაზებოდა ტაისიას.... ახლა რაც შეგეხება შენ ჯია.. შენ ხარ უნიჭიერესი! ძალიან მომწონს შენი წერის სტილი და მომწონს ის, შენი ყველა ისტორია რეალობასთან ძალიან ახლოსაა...ახლოსაა კიარადა რელურია..მიყვარს შენი ისტორიები და მიყვარხარ შენც <3 <3

პ.ს. ისტორიის გმირებზე ისე ვწერდი თითქოს რეალურები იყვნენ :D მაგრამ რეალურადაც ხდება ასეთი ისტორიები ამიტომ....

პ.ს.ს. ხო რაც შეეხება ისტორიის გაგრძელებას..მეც ძალიან მინდა ვიხილო გაგრძელება თუნდაც 1 თავი, მაგრამ ჯობია ასე დარჩეს და ჩემით დავასრულო, წარმოსახვაში <3 <3 <3

*მაგრამ რას გაიგებ იქნებდა მაქსიმეს მიეღო ცუდად და გაბრაზებოდა ტაისიას (ცუდად გამომრჩა :D )

 


№20  offline მოდერი ჯია

ტაისიას რომ ეთქვა მაქსიმესთვის, მაქსიმე მაინც იგივეს გააკეთებდა. ასე ხდება ცხოვრებაშიც. იუარებდა, მაგრამ მაინც გააკეთწბდა.

მადლობა შენ, ასეთი შეფასებისთვის! ძალიან გამახარე ❤️

 


№21 სტუმარი #NBAVote Zaza Pachulia

აუ რა მაგარი გოგო ხარ, რა მაგარ რამეებს წერ, იმდენად რეალურს და საინტერესოს რომ ვჯდები და ჩემს აზრს კომენტარის სახით გიწერ,შენ კიდე დაკავებული ხარ და ყოველ დღე ვერ ახერხებ წერას. აზარტში სად გააქრე ? ეს თავი ხელახლა გადავიკითხე და მივხვდი რომ საოცარი დასასრული აქვს მოკლე დიალოგით და "გკოცნით". მე მაქვს ჩემს შეყვარებულთან მუდმივი კამათი იმაზე რომ ურთიერთობაში ლაპარაკი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ალბათ ჩემი პირველი შოკი ამ ისტორიაში ლაპარაკის ნაკლებობამ გამოიწვია :დ

 


№22  offline მოდერი ჯია

არსებობს მომენტები, როდრსაც ლაპარაკს არსებითი მნიშველობა აღარ აქვს.
ამ შემთხვევაში ტაისიასთვისაც ასე იყო.
მადლობა შენ, რომ კითხულობ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent