შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასიამოვნო ლაშქრობა(თავი 6)


16-12-2015, 21:59
ავტორი chica sol
ნანახია 4 343

ჩემო ძვირფასებო, ეს თავი გუშინ დავდე, მაგრამ წაიშალა რამდენიმე სიახლე და ეს ჩემი ისტორიაც მოყვა. ასე რომ ახალა თავიდან ვამატებ და ისიამოვნეთ...
დიდი მადლობა თვითოეული ტკბილი სიტყვებისთვის.
ველი შეფასებებს <3


_____
დილით მშვენიერ გუნებაზე გავიღვიძე. გოგონები უკვე ამდგარან. ვახ, როგორც სჩანს ბეშუმის ჰაერი კარგად მოქმედებს მიაზე. მან გაიღვიძა და მე არ გამაღვიძა? პირდაპირ საოცრების მომსწრე გავხდი.
საბანში კარგად გავეხვიე. ჯერ 9საათია და ამიტომ არსად მეჩქარება. ფეხის კუნთები საშინლად მტკიოდა. მორჩა, ბოლო ლაშქრობაა ჩემს ცხოვრებაში, აღარ მივქარავ მეტს. ცხვირის წვერი მომყინვია და ადგომა უფრო მესიკვდილება. რა უბედურებაა შუა ზაფხულში ასეთი სიცივე?
-პადიომ ცუნცუუულ...-ოთახის კარი შემოანგრია მიამ.- დაფეთებულმა წამოვწიე თავი. რაო, რა საოცრების მომსწრეო, რას ვამბობდი?
-რა გაყვირებს?-შევუტიე.
-აჰაა... როგორც ჩანს დილის აგრესიის საათი გაქვს. ანუ შეიძლება ითქვას დღე გეგმის მიხედვით დაიწყო.- დაკვირვების მერე განაცხადა.- ადგომას არ აპირებ?- საწოლზე მუხლებით შემოხტა.
-აუ, ჯერ ადრე არაა?- მესიკვდილებოდა ადგომა.
-ლან ადექი, იცი რა ლამაზია აქაურობა? გუშინ ბნელოდა და წესიერად ვერაფერი გავარჩიე. თან ნისლია გარეთ და... აუ, ადექი რა უნდა ნახო...-წამოხტა საბანი სწრაფად გადამაძრო და ხელზე დამექაჩა.
ვიცოდი, მეტი გზა არ მქონდა და წუწუნისა და ბურტყუნის გარეშე ავდექი. სასწრაფოდ ამოვიცვი ჯინსის შარვალი, ბოტასებში ჩავყავი ფეხები და მაისურზე სპორტული ჯაკეტი მოვიცვი. მაინც მცრიდა სიცივისგან, ხელები ერთმანეთზე მოვიხვიე და გულზე მივიკარი.
ერთ სართულიანი ხის სახლში ვიყავით, რომელსაც შესასვლელთან აივნის მსგავსი ფიცრული აკრავდა. კარიდან გამოსულმა ისეთ სილამაზეს მოვკარი თვალი, ენა დამება. ამწვანებულ მთებზე არც თუ ისე ვიწროდ ჩაწყობილი ხის სახლები შელაგებულან და მათ შორის მძიმედ დაწრწოდა სქელი ნისლი. სადაც ნისლის თხელი ფენა იყო და თვალის გატარებას შესძლებდა ადამიანი, დაინახავდა რომ მთებს იქით მოჩანდა ხშირი ტყე, რომელის მთაზე იყო შეფენილი. ასეთი სილამაზე ჩემს თვალწინ პირველად გადაიშალა და ჩემდაუნებურად სახე გამებადრა.
კოტეჯის სასადილოში შევიკრიბეთ ყველა 10 საათზე, როგორც ბატონმა ლუკამ დაგვიბარა გუშინ. მსუბუქად ვისაუზმე. არ ვიცი რატომ, მაგრამ საოცარ ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობდი. ვიღას ახსოვდა კუნთების ტკივილი და სიცივე?
საუზმის შემდეგ გადავწყვიტეთ სანამ რამე ღონისძიებები დაიწყებოდა აქაურობა დაგვეთვალიერებინა. თან სახლების შორის დავდიოდით და ყველაფერს ვათვალიერებდით და თან ქეთი გვიწევდა გიდობას.
-ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზღვის დონიდან 1930 მეტრზე. გოდერძის უღელტეხილის მდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ ჯერ კიდევ გზაში ავივსეთ არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით, რადგან გზად გავიარეთ აჭარისწყლის, მაჭახელას, სხალთისა და სხვა ულამაზეს ხეობები. ბეშუმი გამოირჩევა ჰაერის განსაცვიფრებელი სისუფთავითა და გამჭვირვალობით. კურორტის შემოგარენი წიწვოვანი ტყე ახდენს ჰაერის განსაკუთრებულ იონიზაციას. ბეშუმი საუკეთესო კურორტია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ბრონქიალური ასთმა აწუხებს.
-სხვათაშორის ჩვენ სპეციალურად დავამთხვიეთ ეს დღეები შუამთობის დღესასწაულს. -ჩაერთო ლუკა.- აქ უამრავი გასართობი იქნება და მალე თქვენი თვალით იხილავთ ყველაფერს: გაიმართება ჭიდაობა, დოღი, ხარების ჭიდილი და ასევე მოწვეული მომღერლები ჩაატარებენ კონცერტს. საღამოს ინთება დიდი კოცონი და იქნება გართობა, იამახები... მოკლედ, წესით არ უნდა ინანოთ აქ გატარებული არც ერთი წუთი.
რაც მთავარია. რამდენიმე საათში აქ ძალიან ბევრი ხალი შეიკრიბება და ერთმანეთს რომ არ ჩამოვრჩეთ დავიყოფით ჯგუფებად. იქნება ხუთი ათ-ათ კაციანი ჯგუფი, რომელსაც ეყოლება ერთი ხელმძღვანელი . მოკლედ ახლა გადანაწილდებით სიის მიხედვით ჯგუფებში.
მე არ ვიცი ეს სია ვინ შეადგინა, მაგრამ თითო ათ კაციან ჯგუფს მიუჩინა ლუკამ ერთი ხელმძღვანელი. მე, მია, ნატა, დეა, ლიკა, თეკლა და კიდევ ერთი გოგო და სამი ბიჭი რომლელთა სახელებიც არ ვიცოდი, ერთ ჯგუფში მოვხვდით და სულაც არ გამკვირვებია ჩვენს ხელმძღვანელად ლუკამ რომ დაინიშნა თავი. მერე კი გავიცანი „ჯგუფელები“. გოგოს მაია ჰქვია, ბიჭებს კი სანდრო, ბექა და ნოდარი.
უკვე შუადღე იყო ამიტომ კოტეჯის სასადილოში წავედით და ვისადილეთ. უგემურად ვილუკმებოდი და ვცდილობდი არ შემემჩნია ლუკა, რომელიც დეას გვერდით მოკალათებულიყო ჩემს წინ.. ნერვები ისე მქონდა უკვე, ცოტაც და ამდენი ხალხის წინ თმით ვათრევდი ამ ქაჯ გოგოს. ერთი სული მქონდა ლუკასაც როდის დავიმარტოხელებდი, რომ სათქმელი მიმეხალა პირში. არამკითხე იდიოტი.
მოიცადე განახებ როგორ უნდა ნერვების მოშლა... -კი ვბაქიბუქობ გულში, მაგრამ დილიდან ტვინს ვიჭ....ტ და ვერაფერი მომიფიქრებია ლუკას გასაბრაზებლად. არა, კი მიღიტინებს თავში ერთი მაცდური აზრი... თუმცა არა... ეს მეტისმეტია...
-აუ ლუკა...შეგიძლია ჩემს ოთახამდე გამომყვე მოგვიანებით? მინდა მაისური გამოვიცვალო და მარტო წასვლის მეშინია, რომ დავიკარგო?-ისე გაწელა ბოლო ორი სიტყვა, ნერვები სახეზე მომაწვა.
-რა თქმა უნდა შემიძლია.- გაუღიმა ტყის პრინცმა. ჩემი დაზაფრული მზერა არ გამოჰპარვია ლუკას. თუმცა მაინც დასთანხმდა.
რატომაც არა? სამი დღეა დეა მხოლოდ ლუკას საწოლში შეთრევაზე ფიქობს და ვერ მოუხერხებია. რატომ არ დასთანხმდება ლუკა? რას კარგავს ან რა აჩერებს? მე? რომელსაც ერთი ორჯერ მხოლოდ „კოცნის ფრაქტიკა გამატარა“ და მეტი არაფერი? კარგი ისე იყოს როგორც გენებოს ვაჟბატონო, მაგრამ მაინც მოგიშლი ნერვებს... ახლა სულად აღარ მეჩვენება ის აზრი ცუდად რომელიც წუთის წინ უარვყავი...
წამოვდექი მაგიდიდან და ნიკასკენ წავედი. წურგიდან მივუახლოვდი და მხრებზე ჩამოვეყრდენი. მალულად გავხედე ლუკას, რომელიც წარბშეკრული მოგვჩერებოდა მე და ნიკას.
-აუ, ნიკა... -მეც დეას მსგავსად გავწელე სიტყვები.- შეიძლება მე შენს ჯგუფში გადმოვიდე? ვინმეს გავუცვლი რა ადგილს.- გავუღიმე ჩემსკენ მობრუნებულს.
-კი როგორ არ შეიძლება. ლუკას ახლავე ვეტყვი და...-მითხრა გაღიმებულმა. მეც ლუკას ჯიბრზე ვეცი და გადავეხვიე. არც ლოყაზე კოცნა დავიშურე და თეძოების რხევით გავედი სასადილოდან.
ესეც ასე. შეიძლება ბევრი ვერაფერი გავაკეთე და ლუკას სულაც არ აინტერესებს რომელ ჯგუფში ვიქნები, მაგრამ მე ხომ მაინც არ დავინახავ მათ სახეებს ერთად? არ ვიცი რატომ, მაგრამ ბრაზი მკლავს, როცა დეა ლუკას უახლოვდება.


***
ჩემს ოთახში შევედი და გადავწყვიტე ელასტიკი ჩამეცვა. უკვე შუადღე იყო, ამიტომ ძალიან აღარ ციოდა. ჯინსის შარვალი გავიხადე და ელასტიკი ამოვიცვი. ფეხზე ბოტასი მოვირგე და ისევ სასადილოსკენ ავიღე გეზი. სანამ სასადილოს მივუახლოვდებოდი, ჩემს წინ ლუკა შევნიშნე, რომელიც ჩემსკენ წამოვიდა ჩქარი ნაბიჟით. გავჩერდი. მოახლოვებულმა სწრაფად დამავლო მაჯაზე ხელი და სასადილოს უკანა მხარეს გამაქანა.
-რა იყო, რა გეტაკა?-თან ვუბღვერდი ლუკას და თან გულში ვზეიმობდი. როგორც ჩანს მოხვდა ვაჟბატონს გულზე ჩემი ნიკას ჯგუფში გადასვლის ამბავი.
ხმა არ ამოუღია. მეცა, ხელები მომხვია და ტუჩებზე დამაცხრა. რამ გადარია? ჯერ მისი მოშორება ვცადე, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ, მის კისერზე მქონდა ხელები მოხვეული და მეც გამალებით ვუკოცნიდი ტუჩებს. რატომ ვერ ვაკონტროლებ მასთან თავს? ისევ მე მომიყვანა უჰაერობამ გონს და ლუკას მკერდზე მივაბჯინე ხელები. წამიც და მომშორდა.
-რატომ გინდა ჯგუფის შეცვლა?-მკითხა როცა სუნთქვა მწყობრში ჩაიყენა.
-შენი თავისუფლებისთვის. თავი რომ შეზღუდულად არ იგრძნო.- დაუფიქრებლად მივახალე. ჯერ ისევ სუნთქვა არეულმა.
-მართლა? და გზას ვისკენ მიხსნი?- სახეზე კმაყოფილება ეხატა.
ნერვები მომეშალა მის ღიმილზე, ცოტა წამაიმუნება გადავწყვიტე. თან იქნებ ერთი ქულა დავიწერო ჩემს სასარგებლოდ. მასთან ძალიან ახლოს მივიწიე. ცხვირი მის ყელში ჩავრგე და ყელზე გავუხახუნე. ყურის ძირში ვაკოცე, ვიგრძენი როგორ გააჟრჟოლა. ესიამოვნა ისე როგორც მე... ცხვირის წვერი ლოყაზე ავუსვი და სახე მის სახეს გავუსწორე. მაცდურად გავუღიმე, ქვედა ტუჩზე ენის წვერი გადავისვი და ტუჩებით ოდნავ შევეხე მის ტუჩებს.
-დეასკენ გიხსნი გზას.-ვნება ნარევი ხმით ვუთხარი, გამოვბრუნდი და სწრაფი ნაბიჟით წამოვედი.
სანამ თვალს მოვეფარებოდი უკან გავიხედე. ინტერესი მკლავდა, რას აკეთებდა ნეტავ? არ შემეძლო არ დამენახა მისი რეაქცია. ლუკა გახევებული და თვალებ გაფარტოვებული იდგა და თვალს არ მაშორებდა...
-ახლა ერთით-ორია. -გავძახე სიცილით და გამოვბრუნდი.
სასადილოში შევვარდი. ისეთი კმაყოფილი ვიყავი ჩემი საქციელით, ლამის ცეკვა დავიწყე.
-აბა თვალებში შემომხედე ქალბატონო... მეჩვენება და რაღაც უცნაურად გიციმციმებს ეგ თვალები, თუ რა ხდება?-ჩემი გაბადრული სახის დანახვამ გააკვირვა მია.
-ოო, საიდან მოიტან ხოლმე ასეთ რაღაცეებს?- ვითომ მკაცრად მინდოდა მეთქვა, მაგრამ სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი.
-ნატა. -შესძახა მიამ და თავით ჩემზე ანიშნა. მანაც ნიკაპზე მომავლო ხელი, თავი ამაწევინა და მოჭუტული თვალებით შემათვალიერა.
-ამოთქვი.- მიბრძანა ჩემი სახის შესწავლის შემდეგ ნატამ.
-ვაიმე, რა გჭირთ? -ხელი ნიკაპიდან გავაშვებინე ნატას. -გავიცინე, არ შეიძლება? თუ გირჩევნიათ დავიბღვირო?-მაშინვე ბრაზი მოვირგე სახეზე და გოგონებს დავუჭოჭე.
-არა რა უნდა დაიბღვირო...-წამოიძახა მიამ.-ასე გვირჩევნია ჩვენც. იმედია რამეს არ გვიმალად დოლიძევ, თორემ ხომ იცი, განდის სული მაქვს დაფიცებული და უკან არაფერზე დავიხევ.
-ვიცი, ვიცი.- ხელი ავიქნიე და გავიღიმე. არა ახლა ისეთი ბედნიერი ვიყავი ხასიათს ვერაფერი გამიფუჭებდა.


ყველა ისევ ერთად მოვიყარეთ. ჯგუფებად დავიყავით და გავეშურეთ ახლად დაწყებულ კონცერტზე დასასწრებად. უამრავ ხალხს მოეყარა თავი. კონცერტი სამი საათი გრძელდებოდა. ბევრი ვიცეკვეთ და ვიმხიარულეთ. მე ნიკას ჯგუფში ვიყავი. ყველა გავიცანი, მაგრამ დროს მაინც ნიკასთან ერთად ვატარებდი. წამითაც კი არ მტოვებდა მარტო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. კარგია რომ ჯგუფი შევიცვალე, თორემ ასე ნამდვილად ვერ გავერთობოდი ლუკასა და დეას შემყურე. მართალია ჩემი გოგონები მაკლდნენ, მაგრამ მაინც...
უკვე მეორე ლუდის ჭიქას ვცლიდი. ამდენი ცხოვრებაში არ დამილევია. ამდენი კი არა, ლუდს მხოლოდ მეორედ ვსვამდი.
ბოლოს თითქმის ყველამ ერთად მოვიყარეთ თავი და კოცონი ავანთეთ. კოტეჯის პატრონმა პლედები დაგვირიგა, რადგან უკვე ციოდა. მე მიწაზე ვიჯექი კოცონის წინ, მუხლები მკერდზე მივიკარი და თვალი კოცონს გავუშტერე.
ნიკა მომიახლოვდა ჩემთან ჩამოჯდა და თავისი პლედი მეც მომახურა ბეჭებზე.
-შეგცივდება.-მზრუნველი ტონით მითხრა და გამიღიმა.
-მადლობა. აქ საღამოს ძალიან ცივა.- ახლაღა ვიგრძენი სიცივე.
ჩემს პირდაპირ ლუკა და დეა ჩამოსხდნენ. აჰა, როგორც ჩანს დროს არ კარგავენ. ლუკამ თვალი ჩემსკენ და ნიკასკენ გამოაპარა.
-ახლოს მოიწიე.-მითხრა ნიკამ და თვითონ მოიწია ჩემსკენ. ხელი გადამხვია და პლედი უკეთესად მომახურა ბეჭებზე.
თვალი ისევ ლუკასკენ გამექცა. დავინახე როგორ მიყურებდა თავდახრილი, ქვემოდან. ჩემი მზერა რომ იგრძნო, დეასთან ახლოს მიჯდა და ხელი მოხვია.
იდიოტი. ახლა ვინ ვის ეჯიბრება? აჰა... ასე ხომ? კარგი...
ბრაზი ყელში მომაწვა.ლუკას ჯიბრზე თავი გადავხარე და და ნიკას ჩამოვადე მხარზე. მანაც კმაყოფილი სახით გადმომხედა და თავზე მაკოცა. სამაგიეროდ ლუკა არ ჩანდა კმაყოფილი.
აბა, იგემე არამზადავ? აი ასე...
ლუკამ უცებ ხელი მოავლო დეას და კალთაში ჩაისვა. გოგონამაც თავს უფლება მისცა და ხელები კისერზე მოხვია ლუკას და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.
თვალი მოვარიდე. ამის ნახვა არ მინდოდა.მორჩა, ბოლო წვეთი იყო. სასწრაფოდ წამოვვარდი ფეხზე. ყელში ბოღმა მომაწვა.
-რა გჭირს?- ამომხედა ნიკამ და წამოდგომა დააპირა.
-საპირფარეშოში გავალ.-ამოვიბუტბუტე და უკანმოუხედავად გავვარდი.
აფერისტი!
არამზადა!
არამკითხე იდიოტო!
ჯანდაბა! აკოცა... აკოცა იმ ტუჩებით, რომლითაც რამდენიმე საათის წინ, მე მკოცნიდა...ეს ყველა საზღვრებს ცილდება. მორჩა! ხვალინდელი დღეც და დამთავრდება ყველაფერი, მანამდე კი მისი დანახვა აღარ მინდა.
გაცეცხლებული მივიკვლევ გზას სახლებს შორის და ვცდილობ გზა არ ამებნეს. როგორც იქნა მივაღწიე „ჩემს“ სახლამდე და ოთხი კიბე ავირბინე. ერთი სული მაქვს ოთახამდე მივაღწიო, რომ შეკავებულ ცრემლებს გზა გავუხსნა. კარი კი არ შევაღე შევანგრიე. ვიცოდი მია და ნატა სახლში არ იყვნენ ქეთის და ლაშას ჯგუფს გაჰყვნენ დიდ კოცოთან, სადაც გართობა ჯერ კიდევ გრძელდებოდა. სანამ კარს დავხურავდი, კარებში მამაკაცის სხეული დავლანდე, რომელიც ოთახში სწრაფად შემოვიდა, მიხურულ კარს თვალის დახამხამებაში ამაკრა და ტუჩებზე დამწვდა.



№1 სტუმარი darina

Gushin ki wavikitxe magram axlac didi siamovnebit wavikitxe kidev ertxel gavbednierdi da gavixsene beahumis umshvenierrsi xedebi, chemi mari rom xar ukve ici, cota chemi bichi ki miechviane magram mouxdeba ufro met kocnis praqtikas gaatarebs lanas :-D :-D mec mominda

 


№2  offline მოდერი chica sol

darina
Gushin ki wavikitxe magram axlac didi siamovnebit wavikitxe kidev ertxel gavbednierdi da gavixsene beahumis umshvenierrsi xedebi, chemi mari rom xar ukve ici, cota chemi bichi ki miechviane magram mouxdeba ufro met kocnis praqtikas gaatarebs lanas :-D :-D mec mominda

ჩემო გოგოო. უთბილესო და უტკბილესო. ჩაგწერ პრაქტიკაზე გინდა??? :დდდდ
მიყვარხარ

 


№3 სტუმარი darina

მარიამ ზაქარაშვილი
darina
Gushin ki wavikitxe magram axlac didi siamovnebit wavikitxe kidev ertxel gavbednierdi da gavixsene beahumis umshvenierrsi xedebi, chemi mari rom xar ukve ici, cota chemi bichi ki miechviane magram mouxdeba ufro met kocnis praqtikas gaatarebs lanas :-D :-D mec mominda

ჩემო გოგოო. უთბილესო და უტკბილესო. ჩაგწერ პრაქტიკაზე გინდა??? :დდდდ
მიყვარხარ

Maswavlebeli luka tu meyoleba uars ar vityvi :-D utbilesi shen xar aseti tbili istoriebit rom gvanebivreb.

 


№4  offline წევრი kora

სიამოვნებით წავიკითხე კიდევ ერთხელ. ჯადოსნური ძალა აქვს, შეუძლებელია წაიკითხო და არ გამხიარულდე, სახეზე ღიმილი არ მოგეფინოს <3
--------------------
kira.G

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აუ მაგარი ხარ მაგარი არ ვიცი ტა გითხრა სიტყვებით ვერ გადმოგცემ როგორ მომეწონა ჩაუტარა მასტერკლასები არა? ძალიან მაგარი იყო და უძალიანმაგრესად მომეწონა... ახალი თავით მალე გაგვანებივრე რა გთხოვ...

 


№6  offline მოდერი chica sol

kora
სიამოვნებით წავიკითხე კიდევ ერთხელ. ჯადოსნური ძალა აქვს, შეუძლებელია წაიკითხო და არ გამხიარულდე, სახეზე ღიმილი არ მოგეფინოს <3

ჩემი კორა როგირ მიყვარხართ?
რას მიშვებით ხალხო ბევრი სიცილი ნაოჭებს აჩენს მე კი თქვენი წყალობით იმდენს ვიღიმი არ ამცდება დანაოჭება:დდდ
ჩემი გოგო ხარ❤❤❤

უცნობი ქ
აუ მაგარი ხარ მაგარი არ ვიცი ტა გითხრა სიტყვებით ვერ გადმოგცემ როგორ მომეწონა ჩაუტარა მასტერკლასები არა? ძალიან მაგარი იყო და უძალიანმაგრესად მომეწონა... ახალი თავით მალე გაგვანებივრე რა გთხოვ...

ჩემი სალო...
ვრცდები არ დავაგვიანო საყვარელო
არ ვიცი რა ვთქვა სიტყვები არ მყოფნის გამივხატო თქვენდამი სიყვარული❤❤❤❤
მადლობა რომ მყავხართ

 


№7  offline მოდერი nicol

მარიკუნა, მოკლედ, ხო შენი ისტორია ყველა მომწონს, მაგრამ ეს რაღაც სასწაულია. ♥♥♥
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს. ♥♥♥

შენზე ხომ ვგიჟდები და ვგიჟდები ♥♥♥
--------------------
თინა ნიკოლ

 


№8  offline მოდერი chica sol

nicol
მარიკუნა, მოკლედ, ხო შენი ისტორია ყველა მომწონს, მაგრამ ეს რაღაც სასწაულია. ♥♥♥
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს. ♥♥♥

შენზე ხომ ვგიჟდები და ვგიჟდები ♥♥♥

ჩემი ნიკოლი...
გამბადრე(არსებობს ნეტავ ეს სიტყვა? მაგრამ ზუსტად აღნიშნავს ჩემს ემოციას) გამახარე გამაბედნიერე...
შენს მარიკუნას უყვარხარ შენ love

 


№9  offline ახალბედა მწერალი MariamG

ვაიმე ჩემო გოგო იმედია ეს მამაკაცი ნიკა არ იქნებააა. ჩემი ლანა და ლუკააა, როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს :დდდ მაგრამ ორივე ცუდ შედეგამდე ნუ მივა რა :დდდდ

ძალიან მომენატრა და მიყვარს ეს ისტორია <3 რაც ყველაზე კარგია ზედმეტი დრამა არაა, არც შემოიტანო, თუმცა შენი გადასაწყვეტია <3
მიყვარხარ

 


№10  offline მოდერი chica sol

MariamG
ვაიმე ჩემო გოგო იმედია ეს მამაკაცი ნიკა არ იქნებააა. ჩემი ლანა და ლუკააა, როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს :დდდ მაგრამ ორივე ცუდ შედეგამდე ნუ მივა რა :დდდდ

ძალიან მომენატრა და მიყვარს ეს ისტორია <3 რაც ყველაზე კარგია ზედმეტი დრამა არაა, არც შემოიტანო, თუმცა შენი გადასაწყვეტია <3
მიყვარხარ

მეც არ მაკვს ჯერ გადაწყვეტილი რას ვიზავ ჩემო გოგო...
ხომ იცი როდის რა დამარტყავს ისე ვარ...
მიყვარს მე ჩემი მარიკო love

 


№11  offline წევრი Salo me

ეს ისტორია ნამდვილი ანტიდეპრესანტია ჩემთვის. ძაან მომწონს. ლუკა საყვარელია ძალიან. იმედია ერთმანეთის ჯიბრით შორს არ შეტოპავენ და გონს მალე მოეგებიან. შეუძლებელია კარგ ხასიათზე არ მოხვიდე ამის წაკითხვის შემდეგ. მიყვარს ეს ისტორია უკვე.
--------------------
Sally

 


№12  offline მოდერი chica sol

Salo me
ეს ისტორია ნამდვილი ანტიდეპრესანტია ჩემთვის. ძაან მომწონს. ლუკა საყვარელია ძალიან. იმედია ერთმანეთის ჯიბრით შორს არ შეტოპავენ და გონს მალე მოეგებიან. შეუძლებელია კარგ ხასიათზე არ მოხვიდე ამის წაკითხვის შემდეგ. მიყვარს ეს ისტორია უკვე.

მახარებს შენი ასეთი დამოკიდებულება.
მიხარია რომ კითხულობ და მეც მიხარებ გულს love

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

ამ წყვილზე მეფანატება wink ეს ნიკა ცუდად ეჩხირება არ მიყვარს მეგობრები გოგოს გამო რომ კამათობენ და იმედია უბრალოდ ყურადღებას იცენს და არ მოსწონს ჩვენი გოგო wink

 


№14  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ძაან მაგარი იყო კიდე კაი დავბრუნდი მეორე გვერძე თორე ხო გამოვტოვებდი ამ თავს ლუკაზე მე ჩაან გაბრქზებული კი ვარ მარა ესე გოგოც არ იქცევა სწორად მერე ნიკას რო შეუყვარდეს ცოდო არ იქნება? ნუ მოკლედ აღარ ქნას რა მეტი ესეთები
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№15  offline მოდერი chica sol

sameone crazy girl
ამ წყვილზე მეფანატება wink ეს ნიკა ცუდად ეჩხირება არ მიყვარს მეგობრები გოგოს გამო რომ კამათობენ და იმედია უბრალოდ ყურადღებას იცენს და არ მოსწონს ჩვენი გოგო wink

მეც მიყვარან ორივე და მიყვარხარ შენ... ისე როდის დაამატებ შენი ისტორიის ახალ თავს? ველი ახალს... კარგი ხარ... love მახარებ

♡EPICLOVE♡
ძაან მაგარი იყო კიდე კაი დავბრუნდი მეორე გვერძე თორე ხო გამოვტოვებდი ამ თავს ლუკაზე მე ჩაან გაბრქზებული კი ვარ მარა ესე გოგოც არ იქცევა სწორად მერე ნიკას რო შეუყვარდეს ცოდო არ იქნება? ნუ მოკლედ აღარ ქნას რა მეტი ესეთები

არ ვიცოდი თუ კითხულობდი ჩემს ისტორიას და გამიხარდა ამის გაგება.
გამახარე და გამაბედნიერე. კიდევ კარგი გადახვედი მეორე გვერდზე wink

 


№16  offline წევრი Crystal

ისტორიის წაკითხვას სანამ დავამთავრებ,ღიმილი სახიდან არ მშორდება :დდ მაგარი გოგო ხარ მაგარი ისტორიებით <3 ისე არმეყო :(( დაუსრულებლად წავიკითხავდი :*

 


№17  offline მოდერი chica sol

Crystal
ისტორიის წაკითხვას სანამ დავამთავრებ,ღიმილი სახიდან არ მშორდება :დდ მაგარი გოგო ხარ მაგარი ისტორიებით <3 ისე არმეყო :(( დაუსრულებლად წავიკითხავდი :*

ზუსტად ვიცოდი რომ ეს შენ იქნებოდი:დდდ თუმცა არ ვიცი საიდან wink
მიხარია რომ მოგწონს და დიდი მადლობა პოზიტივისთვის love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent