შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"პროვინციელო, შენ მე მეკუთვნი!" (ნაწ. II, თავი 5)


16-12-2015, 22:01
ავტორი N7
ნანახია 3 923

დიიდი ბოდიში დაგვიანებისთვის.
მიყვარხართ, გკოცნით და ვეცდები მალე დავდო შემდეგი...
იმედია ისიამოვნებთ! <3
***
პალატაში ანკა და ნიკა დაუხვდნენ. გოგონას სახე გაებადრა, როგორც კი ტიტების ნაზმა სურნელმა უღიტინა ცხვირზე. უკეთესს ვერაფერს ინატრებდა ახლა.
– ლუ, ჩემს გულში ზიხარ! – სიცილითა და ნიშნისმოგებით ასწია საჩვენებელი თითი და ტუჩები, ბიჭის ტუჩების შესახვედრად, წინ გამოსწია.
– ყოველ წამს მენატრება შენი ტკბილი და რბილი ტუჩები, ნი, – უჩურჩულა დაბალი ხმით ყურთან. გოგონამ ჩაიფხუკუნა და ოდნავ უბწკინა, თავის ასაწევად უბიძგა.
– აბა, შენ უნდა ამირჩიო ტანსაცმელი? – ჰკითხა მაშინვე, როგორც უხერხული სიჩუმე ჩამოწვა სავსე პალატაში.
– თუ ჩემს გემოვნებას არ ენდობი, ანკა წამოვიდეს და... – მხრები აიჩეჩა ლუკამ.
ის იყო ქალმა რაღაცის სათქმელად პირი გახსნა, რომ ტელეფონმა დარეკა. ლუკას ურეკავდნენ. ჯიბიდან ამოაცურა და ნაცნობ სახელზე გაეღიმა.
– გისმენ, გაგა... – ჩაახველა და უმალ უპასუხა.
– შემხვდი, საქმე მაქვს, – მკაცრი ჰქონდა ტონი.
– სად?
– კომპანიაში მოდი.
– ნახევარ საათში მანდ ვარ, – სწრაფად უთხრა და გაუთიშა. ღრმად ამოისუნთქა და გაკვირვებულ ნინას გახედა. – მგონი გაიყიდა სახლი, ნიი, – ღიმილით მოახსენა, შუბლზე აკოცა და უკან დაიხია. – ახლა გავალ და ცოტა ხანში დავბრუნდები.
სწრაფი ნაბიჯებით დატოვა პალატა.
– სახლს ყიდის? – ჰკითხა მაშინღა ანკამ, როცა აღარ იყო ნერვიულობას აყოლილი ირემაშვილი პალატაში.
– ჰო, – ამოიკრუსუნა საწყლად.
– სერიოზულად? – პირი შეხსნა გოგონამ. – აი, მაგას ვერასდროს წარმოვიდგენდი! – გაიცინა.
– ძალიან მრცხვენია, ან... – წყალგადაკრული თვალები უმალ მიმალა დამძიმებული ქუთუთოების ქვეშ.
– რისი, გოგო? – გულწრფელად გაუკვირდა.
– ჩემგამო რომ უწევს სახლის დათმობა... ჩემთვის, – ამოიჩურჩულა და ხელები დაისრისა, ნერვიულობისგან რომ დაცვაროდა.
– ნინ, სიყვარულის ნიშანია... რად უნდა კაცს სასახლე თუ საყვარელი ქალი არ იტრიალებს იქ?!
ნინას გაეღიმა და ანკას სიტყვებზე სერიოზულად დაფიქრებულს, უდიდესი სითბოთი გაეჟღინთა მთელი არსება.
***
სწრაფად შეხსნა გაგას კაბინეტის კარი ლუკამ.
– რა სწრაფი ხარ?! – სიცილით მიეგება და გადაეხვია ძმაკაცს.
– დრომ მოიტანა, – გაეცინა მასაც. – აბა, არის კარგი ამბები?
– დაჯექი და გეტყვი, – სკამზე მიუთითა და თავად ფანჯრის რაფას მიეყრდნო. – მოკლედ, ვიცი დიდად ვერ გასიამოვნებ ამ ფაქტით, შენს პიროვნებას ვერ ვასიამოვნებ, მაგრამ არ მაინტერესებს! ამას აქამდეც ვაპირებდი, ახლა კი შესაფერი მომენტი ჩამივარდა ხელში და არავითარი დაწუწუნება! – ნიშნისმოგებით დაუქნია საჩვენებელი თითი და სიგარეტს მოუკიდა.
– რაებს ბოდიალობ? – გაბრაზებით ჰკითხა. – გაყიდე თუ არა სახლი?
– სახლის გაყიდვა არ მოგიწევს... ლუკა, გადავწყვიტე, რომ დაგიბრუნო ყველაფერი, რაც შენ გეკუთვნის! – სუნთქვას სიგარეტის კვამლი მოაყოლა.
– რას გულისხმობ?
– ბიჭოო... კომპანიას გიბრუნებ! ყველა აქცია შენია დღეიდან! – სიცილით დაუქნია თავი.
– ნუ სულელობ, გაგა... რაც გთხოვე გამიკეთე ის? – სავარძელში ნერვიულობისგან დაძაბული დატრიალდა.
მამაკაცი რაფიდან ჩამოვიდა, მაგისიკენ ნელი ნაბიჯებით, უხმოდ მივიდა და საქაღალდეების დასტა გაუწოდა.
– აქ ყველა საბუთია, ხელი მოაწერე მხოლოდ.
– გაგა, ეს კომპანია შენია! – მკაცრად შეუღრინა.
– არაა ჩემი, არასდროს იყო. მისმინე, – დაძაბულმა ღრმად ამოისუნთქა და თვალებმოჭუტული მიაჩერდა სიმივით დაჭიმულ მამაკაცს. – საკმარისი მაშოვნინე, ამას მე შენ არასდროს დაგივიწყებ! ეს დასასრული არ არის, პირიქით! ჩემი შრომით ნაშოვნი თანხა დავაბანდე და იქიდან რომ ჩამოხვალ, ჩემს რესტორნების ქსელს აუცილებლად ეწვევი! – თვალი ჩაუკრა და კალამის მიაწოდა.
– სისულელეს აკეთებ! – კბილებში გამოსცრა.
– იმას ვაკეთებ, რაც უნდა გამეკეთებინა, – გამკაცრდა ისიც. – ეს გარდაუვალი მოვლენა იყო, დასაწყისიდანვე. ასე რომ, მოეშვი სი**ბას და მოაწერე.
ხვნეშით ჩააჩერდა სიტყვებისგან სავსე ფურცელს. ნერვიულობისგან ქშინავდა. ესღა აკლდა. გაეყიდა ამ დალოცვილს სახლი და მერე მოეგვარებინათ თუ რამ იყო მოსაგვარებელი, დაშავდებოდა კი რამე?
მოაწერა.
– ჯიგარი ხარ! – მხიარულად გაჰკრა მხარზე ხელი. – დავიწყებ აბარგებას, თუმც შტაბს ჯერ ნუ გავაგებინებთ. რომ მოგვარდები, აქ დაგიხვდებით. აქციები დღესვე გავა აუქციონზე და მიიღებ სასურველ თანხას.
– ყველაზე სწორად მოვიქეცი მაშინ, ჩემს ცხოვრებაში! ძმა ხარ, – სევდიანად გაუღიმა და გადაეხვია.
– საღამოსთვის შეგეხმიანები! – მიაძახა კართან მისულს.
ხელი აიქნია დამშვიდოდების ნიშნად და გაუჩინარდა.
***
კომპანიიდან სახლში გაიარა. გაუკვირდა, როცა ღია დაუხვდა კარი, მაგრამ მიხვდა, აბაშიძე იქნებოდა. სახლში შესულს მართლაც დაუხვდა მოფუსფუსე წყვილი, ნინასა და ნიკასი.
– მიმიტოვეთ ცოლი, არა? – სიცილით შევიდა თავიანთ საძინებელში და დიდ ჩემოდანს მოჰკრა თვალი, რომელიც ნახევარზე მეტად გავსებულიყო ტანსაცმლით.
– შენებს არ ვეხებით, ლუკს... შენ თვითონ მიხედავ მერე! – თითით ანიშნა მოდიო ანკამ. – აი, ბევრი კია, მაგრამ რა იცი რაში დასჭირდეს, – სიცილით მიანიშნა მოზღვავებულ ტანსაცმელზე.
– მთელს გარდერობს მეც კი გადმოვალაგებდი, – გაეცინა მასაც და ერთ–ერთ სარაფანს დასწვდა. ცხვირთან მიიტანა და ასე ნაცნობი, საყვარელი და მონატრებული სურნელი შეიგრძნო. სიამოვნებისგან თვალები მილულა და საწოლის კიდეზე დაეშვა. – ის სიცოცხლით სავსე ნინა მენატრება, მარტო ჩემი რომ იყო... – ამოიჩურჩულა უფრო თავისთვის.
***
საღამოს კიდევ შეეხმიანა გაგა. კომპანიაში მისულს, გაგამ გაყიდული აქციების ას ორმოცდაათასიანი ჩეკი დაახვედრა.
– ძმა ხარ, გაგა, – მხრებში ჩააფრინდა და თვალებში ჩახედა. – გადაგიხდი, ძმაო.
– გადახდილია, ძმამ გენაცვალოს...
კომპანიიდან ხელდამძიმებულმა გაიარა საავადმყოფოში. ბოლო საღამო იყო ამ საავადმყოფოს კედლების სურნელის სასუნთქი. ამ ღამ გაფრინდებოდნენ. ‘საყვარელი სიდედრი’ და სიმამრი დაუხვდნენ. რაიონიდან სოფლის ნობათით დახუნძლულები ჩამოსულიყვნენ და მარიკა უკვე წიკვინებდა იმ ფაქტზე, რომ, ნინას თქმით, შეიძლება ამდენი რამ არ გაეტანებინათ საბაჟოზე.
– შემოდი, შემოდი! – დაუძახა ლუკას, როგორც კარში მდგარი შენიშნა. ისეთი სიტუაცია გამოუვიდა: „თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლშიო“. ნინამ თავისთვის, ჩუმად ჩაიფხუკუნა და ყელზე ცერა გაიტარა, ლუკას დასანახად. ბიჭსაც ღიმილი შეეპარა, თუმც არ შეამჩნია და ძვირფასი სახით მიაჩერდა ქალს. – მისმინე! ეს ნობათი უნდა წაიღოთ, ვიღაც გერმანელის მოყვანილს ვერ გავაკარებ ჩემ შვილს! თუ არადა, მე წავალ შენს ნაცვლად, – ხელები მუცლისა და წელის კვეთაზე შემოირტყა და ცალწარბაწეული მიაჩერდა ბიჭს. – რამე პრობლემაა?
– არავითარი, – აიჩეჩა მხრები. – წავიღებთ, აუცილებლად.
– აკი საბაჟოზე არ გაგვატანენო? – ახლა შვილს შეხედა მტრული გამომეტყველებით.
– რას ქვია არ გაგვატანენ?! – თვალები ფართოდ გაახილა და ცოლს გახედა. – არ გრცხვენია, ნინა, ასე გეპარება ეჭვი საკუთარ ქმარში?
გაეცინა ნინას, ტუჩები მომუწა და უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია.
– მარიკა, დაანებე თავი, შენ გგონია იქ ნაკლები საჭმელები აქვთ? ვის ეცლება შენი ქათმის ჩასახოხბად? – შეუღრინა ზურამ.
– მამაჩემი ხარ რა, მა! – სიცილით გაუგზავნა ჰაეროვანი კოცნა.
– მე რა, დედაშენი რომ ვარ, ცუდი მინდა შენთვის თუ? – ეჭვნარევად შეათვალიერა შვილი და ძლივსგასაგონად დაამატა: – შენ მგონი რაღაც ჩაგიყარეს, უბედურო!
ამ სიტყვებზე ძლიერ გაღიზიანდა ლუკა, მაგრამ ნინას პოზიტივმა ისევ მოიყვანა ხასიათზე.
რამდენიმე წუთში, პალატაში კარდიოლოგი კონსულტანტი შემოვიდა.
პატარა, დახვეწილი გოგო იყო. ცოტა ურევდა საუბრისას, ენის მორთხმით საუბრობდა. როგორც თქვა, გასინჯვისა და ფსიქოლოგიური მომზადების დრო იყო, ამიტომ საჭირო იყო პალატის დატოვება. ძლივს დაიყვანა მარიკას არსებამდე, რადგან ქალი მაინც თავისას ‘უბერავდა’: ჩემი შვილის ფსიქოლოგიას ვიღაც გაწრიპული მასწავლისო?! ბოლოს, ისევ ზურას ძალისხმევით, დაძრეს ადგილიდან.
***
აეროპორტში ყველა მივიდა. არ ელოდა ნინა ამდენ გულშემატკივარს და გული გაუთბა. ოჯახის წევრები, აბაშიძეების ოჯახი, ბავშვები... ყველა მისულიყო უდიდესი პოზიტივით. ყველანაირად ათბობდნენ და ახარებდნენ, ამშვიდებდნენ.
საავადმყოფოში ვერჩატარებული საცირკო წარმოდგენის აქ დასრულებას გეგმავდნენ, თუმც არც ეს იყო საცირკო დარბაზი და, როგორც ხუნტრუცში გამოიჭირა დაცვამ, მაშინვე შემოიფარგლა პირველი სიტყვიერი შენიშვნით, რომელსაც მოჰყვა გაფრთხილება: „მსგავსს დავინახავთ და დაზვერვას გამოვიძახებთო“.
რაღას იზამდნენ, ისევ სენტიმენტალურსა და ბანალურ გაცილებას დასთანხმდნენ.
დიდად არ უნდოდა ნატროშვილს ასე გამოსულიყო და თვითმფრინავზე ასულს გული სტკენოდა, ასეთ საახლობლოს რომ ტოვებდა აქ, მაგრამ ერთადერთით ინუგეშებდა თავს: გამოჯანმრთელებული დაბრუნდებოდა და აღარ მოშორდებოდა გვერდიდან მათ.
– ნუ ნერვიულობ, ანგელოზო! – უჩურჩულა ირემაშვილმა და საფეთქელზე კოცნის ცხელი კვალი დაუტოვა.
კომფორტულ სავარძლებს შორის ბორტგამცილებელი გოგონა დადიოდა, სახეზე ღიმილაკრული და რჯულიანსა თუ ურჯულოს, უაზრო თუ აზრიან გამოხტომებს უძლებდა. რას იზამდა, ესეც მისი სამუშაო იყო.
დაიძრა თუ არა თვითმფრინავი, შეშინებული ჩაებღაუჯა საყვარელი მამაკაცის მაისურს, თავი მხარზე ჩამოსდო და ქუთუთოები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა.
– არ ინერვიულო, ღრმად ისუნთქე! – გააფრთხილა ლიკამ (კარდიოლოგმა) მაშინვე.



№1 სტუმარი darina

Marikas gavwewav ra shemichama bichi, kargi iyo.

 


№2  offline წევრი kora

საოცრად თბილი ისტორიაა, ვგჟდები თითოეულ პერსონაჟზე <3
--------------------
kira.G

 


№3  offline წევრი Smiling girl

ტკბილოოო <3 როგორ გამახარე რო დადეე )))) ძააან კაიაა love უფფფ როგორ მიყვარხარრრ

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეე რა საყვარლები არიან ვგიჟდები მე ამათზე wink ჩემი ტკბილები და თბილები love

 


№5  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Gmerto ra kargiaa mecodeba dzalian chveni gogo imedia martla gamojamrteldebaa marika ratom sheicvala ase radikalurad vervxvdebii zedmetebi modis ukve erti unda wyvitos lukam magram ar sheileba :D velodebi shemdegs ♥♥♥

 


№6  offline წევრი N7

უღრმესი მადლობა ჩემო უტკბესებო, უთბესებო, უკარგესებო!!!
მიყვარხართ ძალიან, ძალიან...
მიხარია, ბედნიერებისგან ვიბერები, ასე ძალიან რომ მოგწონთ და, მიუხედავად ჩემი უპასუხისმგებლობისა, მაინც მელოდებით, გვერდში მიდგახართ!
ჩემი ვარსკვლავები ხართ! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline მოდერი bibo

აი ხო მალოდინებ ამდენს ხო გელოდები გულით სულით კუჭით და რავი კიდე რითი არა მაგრამ ისეთი სასწაული საოცარი და შოკოლადი ბულკი და კიდე ბევრბა რაგაცები ხარ ისე წერ ისე რო უცებ მიქრება საყვედურის თქმის თავი უხ რატო ხარ ასეთი კარგიიი love love love love love ისე კარგად წერ რო რავი აი ძან მაგარი ხარრ შოკოლად შოკი მოკი კოკი და ტასი კაი რაგაც request request request request ისეთი თბილი თავებია დადებითი ემოციებით ვარ ხოლმე ამის მერე love love სუ მგონია იქ ვარ და უყურებ ამათ love ეს ლუკა რა ბისკვიწი მყავს გადმომიგდე რა ეს საოცრება ბიჭი love love love love

 


№8  offline წევრი Lana Tomlinson

მარიკას მოკვლის სურვილი მინდება ყოველი თავის წაკითხვისას ;დ ლუკაზე და ნინაზე ვგიჟდები love გაგაც მაგარი ვინმეა,უკვე შემიყვარდა love

 


№9  offline წევრი N7

bibo,
შენს კომენტარს სულ ყოველთვის გაბადრული ვკითხულობ!
ძალიან მახარებ!
დიდიიი მადლობა!! love love


პ.ს ლუკა გავწიწკნოთ, რამდენსაც გვეყოფა wink

Lanas Statusebi,
ოხ, ეს მარიკა, ეს არასწორი! wink
გპირდებით, ბევრი რამ შეიცვლება რადიკალურად, ცოტა ხნით არ გავპუტოთ, ვადროოთ, თორემ ამას რამე დაემართოს, ნინაც მოკვდება belay wink
გაგაც კარგი სიმპაწიჩნი ტიპი გვყავს, არ მიკვირს სიმპათიები wink love feel
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent