შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"პროვინციელო, შენ მე მეკუთვნი!" (ნაწ. II, თავი 2)


6-12-2015, 01:14
ავტორი N7
ნანახია 4 655

სახლში გვიან საღამოს დაბრუნდნენ. მთელი დღის განმავლობაში ისეთი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ საშინლად მოღრუბლა ნოდარის სიტყვებმა მშობლების შესახებ. რა თქმა უნდა, ნინას ეს ფაქტი არ გამორჩენია და, როცა ლეკვს თავისი ადგილი მიუჩინა, ფეხაკრეფით მიირბინა ბიჭის სავარძელთან და გვერდით მოუკალათდა. ლუკამ სევდიანი ღიმილით გადმოხედა და ხელი ასწია, მოდიო. სწრაფად ჩაიჩოჩა, გულზე თავი დაადო და სიამოვნებისგან გაიტრუნა.
– ლუუ, რამე მოხდა? – ჰკითხა რამდენიმე წუთის შემდეგ.
იგრძნო თუ როგორ დაიძაბა სიმივით ბიჭის სხეული.
– საგანგაშო არაფერი, ნინ, – თბილი ღიმილით ჩამოხედა.
– როგორ თუ საგანგაშო არაფერი? – წამოენთო, მაგრამ ძალიან ხმადაბალი ტონით. – მთელი დღეა მოქუფრული დადიხარ და საგანგაშო არაფერი? – ნაწყენმა დაასრულა.
– ნინა, მშობლები გამახსენდა... – ჩაილაპარაკა მცირე პაუზის შემდეგ.
ახლა გოგონას სხეულიც სიმივით დაიჭიმა.
– მაპატიე, – ამოიჩურჩულა.
– რა გაპატიო? – ღიმილით მიიხუტა ისევ სიფრიფანა სხეული.
– გრძელი ენა მაქვს და უტვინო ვარ! – სწრაფად გასცა პასუხი.
– დაიცა, ანუ არ უნდა ჰკითხო შენ ქმარს, მოწყენილობის ამბავი? – გაკვირვება არც დაუმალავს.
– ხო, მაგრამ უარესად აგანერვიულე, – მუცელზე გააცოცა თითები და გული შემოხაზა.
– პირიქით, ნინ! – თავზე მხურვალედ აკოცა.
– ხვალისთვის რა მოვამზადო? – მობეზრებულმა ახედა.
– რაც შენ გაგიხარდება! – სწრაფად გასცა პასუხი.
– მაშინ... სიას დაგიწერ, რაღაცები მომირბენინე დილით, კაი? – ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და ისე ახედა ირემაშვილს.
– მასე ნუ აკეთებ! – გამაფრთხილებლად შესძახა და სიცილი ატეხა.
– ოო, მასე ნუ აკეთებ, ისე ნუ აკეთებ! ჩემ ქმარს ვეპრანჭები ბოლო–ბოლო! – გადაიკისკისა.
– გამომწვევად, თანაც, – თვალი ჩაუკრა.
– მერე რა მოხდა? იქნებ მომენატრა შენი ალერსი? – ჭინკებგამრავლებული თვალებით ახედა ბიჭს, რომელმაც არ დააყოვნა და ცარიელ ტუჩებს მოუნახა შემხვედრი.
***
დილით იგრძნო მამაკაცის ადგომა ნატროშვილმა, მაგრამ თავად ჯერ ვერ მოსულიყო აზრზე, ამოიზმუვლა და გვერდი იცვალა. ტკბილად ეძინა და არ გაუღვიძებია ირემაშვილს. სწრაფად მოკრიბა მიმოყრილი ტანსაცმელი და ადგილი მიუჩინა, შემდეგ კი საშხაპესკენ დაიძრა.
უაზროდ და სასაცილოდ ეფიქრებოდა თავის ცოლზე. როგორი საყვარელი, როგორი სათნო და ბავშვური იყო. მის თითოეულ ქცევაში რომ იხატებოდა ბავშვურობა. ყველაზე მეტად ეს მოსწონდა მასში. მისი თითოეული წერტილის სიწმინდე. და, როცა ეხებოდა, მის თითოეულ წმინდა წერტილს უღირსი ტუჩებით უწვავდა, რაღაცნაირ სინანულს გრძნობდა. იმაზე მეტს, ვიდრე საჭირო იყო. თითქოს ღალატობდა, გულის სიღრმეში ღალატობდა ფიცს, რომელიც მასთან აკავშირებდა.
მის თითებს არ მიჰკარებოდა სიგარეტი და კბილებში არ იგრძნობოდა თამბაქო. ვერც ალკოჰოლით დაავადებულ ორგანიზმს აღმოუჩენდით, მეტიც, პირველად ლუკას ძალდატანებით გაუსინჯა ამ ‘ელექსირს’ გემო. უყვარდა მისი თითოეული ღიმილი, ასე ახლო და ლამაზი. უყვარდა მისი გემრიელი ტუჩებიც, აქამდე სხვების გაუსინჯავი.
ეს ის ქალი იყო, რომელზეც არაერთ წამს უოცნებია. იყო და იქნებოდა, მუდამ, ამას პირდებოდა არა თავს, არამედ უფალს.
***
რომ გაიღვიძა ნატროშვილმა, საათის ისრები უჩვენებდა თორმეტს. სწრაფად წამოიჭრა ფეხზე, ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა. რა წესი იყო, მეუღლეს რომ უსაუზმოდ ტოვებდა? მაგრამ, მოიცადეთ, ისეთი გემრიელი სურნელი მოდიოდა მისკენ, სამზარეულოდან... ისეთი გემრიელი, რომ კინაღამ დაადნო. როგორც ჩანს, აქეთ უმზადებდა ლუკა საუზმეს.
სწრაფად ჩაირბინა კიბეები და სამზარეულოში შეეჭრა.
– ქმარს გაუმარჯოს! – კისკისით აეკრო უკნიდან გაზქურასთან მოფუსფუსე მამაკაცს.
– ხელს დაიწვამ, იცოდე! – გამაფრთხილებლად ჩაილაპარაკა ირემაშვილმა.
– შენი სიყვარულისთვის, არ ღირს, ვითომ? – სწრაფად ჰკითხა სასაცილოდ და გამობრუნებული მაგიდასთან მდგარ მაღალ სკამზე დაეშვა.
– ყავას დალევ? – მოუტრიალდა ბიჭი ღიმილით.
– ჩემს გულში ზიხარ რა!
– ეგ ვიცოდი, – სიცილით აღნიშნა.
– ჰოდა, მიდი, როგორიც მარტო შენ იცი ხოლმე... – თვალების ხამხამს მოჰყვა ნატროშვილი და მამაკაცს იქამდე მიაშტერდა ჯიქურად თვალებში, სანამ გაცინებულმა თავადვე არ დაუთმო ქალს პოზიცია.
– გიჟი ხარ!
– შენსავით!
***
.– ნიკა! ადექი, წავიდეთ რა! – შეანჯღრია ანკამ მეუღლე.
– საით? – ძლივს წამოჯდა საწოლზე ჯერაც ნაბახუსევი მამაკაცი.
– ნინას მინდა ვესტუმროთ! – ღიმილით გააცნო დღის გეგმა.
– აუ, – სახე დაემანჭა მამაკაცს, მაგრამ ქალის თვალების ბრიალმა უმალ გაუფანტა აზრები იმასთან დაკავშირებით, რომ რამეს შეცვლიდა დღის გეგმებში, ასე რომ, ფარ–ხმალი დაყარა.
– რატომ იმანჭები ხოლმე ასე, როცა გეუბნები, რომ სადმე უნდა წავიდეთ? – ჰკითხა ნაწყენმა.
– იმიტომ, რომ ნაბახუსევზე ვარ და ახლა სიარულის თავი არ მაქვს! – უხეშად გასცა პასუხი.
– მასე ნუ მელაპარაკები! – უარესად გაუნაწყენდა ტონი.
– მასე როგორ? – გაუკვირდა ნიკას.
– ისე, თითქოს ვიღაც, რიგით გომბიოს ელაპარაკებოდე! – უნებლიედ წყლიანი გაუხდა თვალები.
– ხომ იცი, რომ ჩემთვის უძვირფასესები ხართ, არა? – სწრაფად უთხრა, გადააწვინა და ოდნავ გამობერილ მუცელზე თბილი ხელები დაუსვა.
– შეირხა! – ბედნიერებისგან სახე გაებადრა აბაშიძეს.
***
მისაღებში წამოკოტრიალებულიყვნენ კუთხის დივანზე. მამაკაცს ცალ მხარეს გაეშალა ფეხები, ნინას კი კომფორტულად მოეთავსებინა თავი მის უბეში. ირემაშვილი ისედაც აბურძგნილ თმას უარესად ურევდა, გოგონას კი სიამოვნებისგან მიელულა თვალები.
– ნინ, – წამოიწყო ლუკამ. – რაღაც რჩევა მჭირდება შენგან...
– გისმენ, აბა? – თვალები უმალ გაახილა და ქვემოდან დააკვირდა კედელს მიშტერებულ მამაკაცს.
– ანუ, მე ხომ ვსწავლობ, ბოლო კურსზე ვარ, ამავდროულად ვმუშაობ, ჩემს ყოფილ კომპანიაში, თანაც არა სახუმარო პოსტზე... ორივეს ერთად ვერ ვუთავსებ და ვფიქრობ, რომ სწავლად უნდა შევეშვა...
სწრაფად წამოჯდა გოგონა დივანზე და გაკვირვებულმა გახედა ჩაფიქრებულ ბიჭს.
– სერიოზულად ამბობ, ლუკა? – თვალები დაუბრიალა.
ის იყო დასათანხმებლად პირი გახსნა, რომ კარზე ზარი დარეკეს.
– ვინმეს ველოდებით? – ჰკითხა ბიჭმა.
– მე არავის... – მხრები აიჩეჩა და არეული ნაბიჯებით წავიდა კარისკენ.
როგორც კი სახლის კარს გასცდა, მაშინვე დაინახა ჭიშკართან აყუდებული წყვილი და სიცილით დაიძრა მათკენ.
– როდის აქეთ ვრეკავთ ერთმანეთთან ზარს? – ჰკითხა მაშინვე, როგორც კარი გამოაღო და გადაეხვია სათითაოდ.
– რა ვიცი, იქნებ რას საქმიანობთ ცოლ–ქმარი! – თვალი ჩაუკრა ანკამ და დაბღვერილს ოდნავშესამჩნევად უბწკინა გვერდზე.
– მოგკლავ, აბაშიძე, ერთხელ იქნება! – დაემუქრა და წამოდითო, გაუძღვა წინ.
– სახლშია ვაჟბატონი? – იკითხა ნიკამ.
– პირდაპირ მიბრძანდი, დაგიხვდება... კოტრიალობს და რა უჭირს! – სწრაფად ჩამოარაკრაკა და ანიშნა მისაღებისკენ წადიო.
– რა ხდება აბა, ახალი და კარგი? – ჰკითხა უმალ ანკამ და წვალებით გახდილ ქურთუკს ადგილი მიუჩინა.
– ძველებურად, ან! ცოტა გამაბრაზა თქვენს მოსვლამდე, – სწრაფად დაამატა.
– რა მოხდა? – წარბები, ინტერესის ნიშნად, ზემოთ აწკიპა.
– აქ ვიდგეთ? წამოდი სამზარეულოში... – წინ გაუძღვა. – ყავას ხომ დალევ?
– შენ ვერ ისწავლე, რომ არ მიყვარს ყავა! – სიცილით გაიქნია თავი. – ჩაი რა.
ჩაიდანი გაზქურაზე მოათავსა და სანამ ადუღდებოდა, კარადას მიეყრდნო.
– ვაჟბატონი, ვერ უთავსებს თურმე სწავლასა და მუშაობას! – გაბრაზებულმა ამოიჩურჩულა.
– მერე, პირველად გესმის, რომ რთულია ორი საქმე ერთად? – ინტერესით შეათვალიერა.
– გოგო, ორივე საჭიროა! – სიცილით ჩაილაპარაკა.
– მესმის, მაგრამ რთულია ნინ, გაუგე. ვიცი, რომ ოჯახს მუდმივი შემოსავალი სჭირდება, მაგრამ თან ისწავლო და თან მთავარი მენეჯერის პოზტზე იყო – რთულია! სულ მაგას ვეჩიჩინებოდი შენამდეც, – თვალი ჩაუკრა და ჩაიდანზე ანიშნა, ადუღდაო.
– ანუ შენ გადამირიე ქმარი, არა? – სიცილით ჰკითხა და ფინჯნები პირამდე აავსო წყლით.
– სანამ შენ იქნებოდი, მე ვიყავი გენერალი! – თვალი ჩაუკრა ანკამ.
– დამიჯერე, ახლაც ხარ, – წინ დაუჯდა.
– ჰო? – გაუკვირდა აბაშიძეს.
– ვაიმე, ჯერ არ მახსოვს დღე შენი სახელის ხსენების გარეშე დასრულებულიყოს! ათასჯერ უნდა გახსენოს..
– მერე მაგას რა სჯობს? შენ არ გაგახსენდები და... – ნაწყენი კილოთი ჩაილაპარაკა.
– ანკა, ჯერ ორი დღეც არაა, რაც ჩამოვედით, შემარგე! – სიცილით დაუქნია თითი.
– ერთი თვე რომ იგულავე პარიზში, გახსოვდა ანკა? – მოჩვენებითი სიბრაზითა და წყენით საუბრობდა.
– ვერ გიტან, აბაშიძე! – სიცილით დაეჯღანა.
– ნინ, გოგო მეყოლება! – შეაპარა.
– ხუმრობ!
– გეფიცები.
– ჩემ თავს...
– შენ თავს გეფიცები! – არ დაასრულებინა.
– ვაი! გილოცავ ან! – სწრაფად წამოფრინდა ფეხზე და პატარა ბავშვივით, ხტუნვით ჩაიმუხლა გოგონასთან. – ნათლიას გოგო! – მხიარულად მიეფერა მუცელზე.
***
საღამოს, როცა კარგად მოილხინეს და შეზარხოშებული ბიჭები დააწვინეს გოგონებმა, სუფრის ალაგებას შეუდგნენ. მხიარულ ამბებს ყვებოდნენ, რაც იცოდნენ ერთმანეთზე და რაც არ იცოდნენ. უცბად თავბრუ დაესხა ნატროშვილს, იგრძნო, რომ თავზე კონტროლს კარგავდა. შებარბაცდა. შეეცადა რამეს ჩასჭიდებოდა, მაგრამ ბოლო გაჩერება იატაკი აღმოჩნდა.
– ნინა! – დაიკივლა შეშინებულმა ანკამ, როცა უგონო სხეული დალანდა იატაკზე და სწრაფად ჩაიმუხლა მასთან.
***
მიხარია, რომ გაგახარეთ დაბრუნებით.
თქვენც საოცრად გამახარეთ უდიდესი სითბოთი.
იმედია ისიამოვნეთ.
მიყვარხართ! <3



№1  offline მოდერი chica sol

დღეს რა კარგი დღე მაქვს... ჯერ ნიკოლი ახლა შენ... მახარებთ და მილამაზებთ ცხოვრებას...❤❤❤❤❤

 


№2  offline წევრი Smiling girl

ძალიან მაგარი ხარ შენ <3 ისეგამახარეეე <3 დაძინებას ვაპირებდი მაგრამ ჯერ უნდა წავიკიტხოოო love wink დარწმუნებული ვარ რო ძალიან კარგი იქნებაა

 


№3  offline წევრი N7

მარიამ ზაქარაშვილი,
ძალიან ტკბილი ხარ, მარიამ!
გმადლობ! love

Smiling girl,
უსაყვარლესო!
მეც იმედი მაქვს მოგეწონება, თუმც ვერ შეგპირდები love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4  offline მოდერი bibo

Au ra kargi xar xo ar ici shen ra gitxra ver vxdebi rame kargi darcha rac ver gitxari.ai ro vkitxulob guli sitboti mevseba iseti kargi da emociebit datyvirtul tavebs wer artla gamagijeb shen.amsagamos tkbilad mimedzineba :D ninchosa orsulada mgoniii xo

 


№5  offline წევრი N7

bibo,
ტკბილო და თბილო, მეც არ ვიცი, როგორ მოგიხადო მადლობა უკვე!
მიხარიხარ!
და ნინას რაც შეეხება, ეგ ჯერ მეც არ ვიცი winked ვნახოთ, ვნახოთ, რას იზამს ჩემი მუზა wink love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№6  offline წევრი tvinischia

Vaime ra kargi wyvilia Nina da luka ❤ ani da nikac kargebi Arian :d dzaan kaiiko tkbilk da kargii ❤ male Dade shemdegi tavi ra da didi kide cota upro ra ❤

 


№7  offline წევრი სოფი

Magaria❤momewona dzalian♥♥

 


№8  offline წევრი kaxelii

ნინა ორსულად არიო? :D მალე დადე მომწონს ეს ისტორია ტკბილი და თბილი ლუკას და ნინას წყვილზე ვგიჟდები

 


№9 სტუმარი teo...

Kargia ,guli gamitba,sayvarelo.velodebi shemdeg tavs...

 


№10  offline წევრი N7

მადლობა ჩემო ტკბილებო!
სასწაულად მახარებთ!
ვეცდები შემდეგიც მალე დავდო love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№11  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Gmertoo rogor momwons matbobs matkbobs da mabednierebs kidev ertxel vityvi da arc mombezrdeba imis tkma rom vgijdebi lukas da ninas wyvilzee ♥ siyvarulis xasiatze davdeki♥♥♥

 


№12  offline წევრი N7

gvanciko_gvancunia,
მე თქვენ გახარებთ და გათბობთ, თქვენ კი მე მილამაზებთ თითოეულ დღეს!
დიდი მადლობა ამისთვის love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№13  offline მოდერი წითური გოგონა

გადამრევს ეს მე!
რომ გაგეგრძელებინა არა?
საღამოს ველოდები ამ თავის გაგრძელებას!
სათქმელიც არ დამიტოვა არაფერი! am wink
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№14  offline წევრი N7

წითური გოგონა
ქალბატონო, ცოტა ინტრიგა მეც ხომ უნდა შემოვუშვა, არაა? am
მიხარიხარ.
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№15  offline წევრი blue jeans

აუ ძალიან ძალიან მაგარია <3 მიყვარს ეს ისტორია და შენც <3

 


№16  offline წევრი სოფი

აღარ დაიდება ახალი თავი?

 


№17  offline წევრი N7

blue jeans
მე თქვენ მიყვარხართ! love

სოფი
აუცილებლად, ხვალ ვეცდები დავდო, ამ მომენტში ვერ ვახერხებ დადებას sad
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№18  offline წევრი სოფი

ველოდები ხვალ ჩემო საყვარელო და ნიჭიერო❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent