შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯინსები,როკი და ვარდისფერი ღრუბლები. (3)


16-12-2015, 22:05
ავტორი Soow
ნანახია 1 813

ჩემი უსახლკაროდ არსებობის ოთხი წლის შემდეგ ,მოვახერხე რომ სკოლა დამემთავრებინა და ფილოლოგიურზე ჩავაბარე.კიდევ კარგი ეს ფაკულტეტი უფასო იყო.ჩემი საცოდავი არსებობის გამო ბევრი დამცინოდა,ყოველ დღე ვამბობდი რომ ხვალ ეგრე არ იქნება და ასე ოთხი წელი გავიდა.ოთხი წელი საცოდავი არსებობა,საზარელი დამოკიდებულება ყველაფრისადმი ამ ყველაფერმა საშინელი ბეჭედი დაასვა ჩემს ხასიათს.თითქმის არ ვიცოდი რა იყო ნორმალნი ცხოვრება.ერთ დღეს როცა ჩვეულებისამებრ დავპირდი ჩემს თავს რომ ხვალ ასეთს აღარ გამეღვიძებოდა,ხელში ჩამივარდა ვაკანსია "გვესაჭიროება როკ მომღერალი!ქალი და კაცი." აქამდე არასდროს არ მიფიქრია რომ ჩემი ღიღინი და გიტარის ფლობა რამეში გამომადგებოდა,მაგრამ რამე ხომ უნდა მეღონა რომ სულ ასე აღარ მეცხოვრა?! იმ საღამოსვე წავედი აღნიშნულ მისამართზე,თან გზაში ვფიქრობდი როკ ჯგუფი,შენ არ იცი რა ხდება იქ იქნებ რა მოხდეს .დაფიქრდი როკ მომღერლები იგივე ნარკომანები.ჩემში ორი არსება იჯდა ერთი მეუნებოდა რომ გამერისკა და მივსულიყავი მეორეს კი პანიკურად ეშინოდა და თავში ხატავდა საზარელ კადრებს.მეგონა რომ რაღაც ძველ სარდაბში იქნებოდა მიღება რომელიც კლუბად იყო გადაკეთებული,მაგრამ ამ დროს შუშებიან კაფეში აღვმოჩდი.შეედი თუ არა იმ წამსვე მივიქციე ყურადღება ჩემი პირსინგებითა და ჩაცმულობით.კუთხეში ჩემნაირები დავინახე, ხუთი ბიჭი მაგიდასთან ისხდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ ,როდესაც მე შემამჩნიეს შუათანას რომელსაც მოკლე შავი წვერი ჰქონდა, ამათვალიერა და ცალყბად ჩაეცინა.ახლა უკვე მზად ვიყავი რომ გავქცეულიყავი და შევბრუნდი და გარეთ გავედი.უკან ხუთივე გამომყვა." ეს რაში გავყავი თავი?!" ვეკითხებოდი ჩემს თავს.ერთმა მათგანმა ხელი მომიჭირა და მისკენ შემომატრიალა.ჩემს სახეზე შიში რომ ამოიცნო მომღიმარე სახე გაუქვავდა და ხელი გამიშვა.
-შენ ალბათ გასაუბრებაზე მოხვედი არა? მაგრამ ამდენი ბიჭი რომ დაინახე გადაიფიქრე.-მითხრა გამხდარმა ბიჭმა რომელსაც "AC DC"-ის მაისური ეცვა.-მე პიტი ვარ.
-არა მე უბრალოდ,მე არ მოვსულვარ იმისთვის რომ...-ძალიან დაბნეული ვიყავი თან ნდობა გამიჩნდა და თან მაინც ვბორძიკებდი.
-პიტსონ ვერ უყურებ მე ვაშინებ-ხითხითით თქვა ძალიან მაღალმა ჩაფსკვნილმა ტიპმა.-არ შეგეშინდეს გოგონი არ ვიკბინები,მე პიტბული ვარ.-ამაზე მეც ჩამეცინა მაგრამ თავი შევიკავე.
-სასიამოვნოა მე სამირა ვარ.
-მმმ არც ისე ცუდი მეტსახელია!მითხრა პიტმა.
-არა ეს ჩემი სახელია.
-დედაშენი ვერ იყო?-გამეხუმრა პიტბულმა
-საიდან იც...ცოტა წესიერად -შევუბრუნე მე.
-კარგი გეყოთ!შეგვიძლია მოგისმინოთ?მეორე სართულზე ჩვენი სტუდიაა.-ამ პიტის წინადადებაზე შევყოყმანდი.სანამ იმ ხუთი ბიჭიდან ცალყბად ჩაცინებული შავ წვერიანი ბიჭი არ გამოვიდა რომელსაც ძალიანლ ლამაზი თვალები ჰქონდა ,ხელებიც, და საერთოდ ყველა ნაკვთი.წუთით გავშტერდი.
-მისმინე აქ არავის არ უნდა შენთვის რამის დაშავება,ფსიქოპატი არც ერთი არ ვართ, თუ გინდა ჯგუფში შეგაფასებთ და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას.
-კარგი,თანახმა ვარ-აკანკალებული ხმით მაგრამ მაინც მტკიცედ წავრმოვთქვი.
-მაშინ საქმეს შევუდგეთ ! ხო მე სანდრო მქვია და სენდის მეძახიან.
-სასიამოვნოა.
სტუდია საკმაოდ ნათელი და სუფთა იყო რამაც ძალიან გამაკვირვა,ამასობაში ყველა ბიჭის გაცნობა მოვასწარი "სენდი","პიტი","პიტბული","ნაბოლარა"და გიგი ხო ცჰვეულებრივად და მარტივად გიგი.ნაბოლარა დამხმარე გიტარისტი იყო და მგონი რაღაც სჭირდა,მაგრამ მე ყველა თბილად შემხვდა სულ ვერ ვხვდებოდი რომ უცხო გარემოში ვიყავი.
Guns'n Roses -Don't you cry-ის შესრულების შემდეგ ყველა მათგანის გამომატყველება დამამახსოვრდა.ყველას განსხვავებული მიმიკები ჰქონდათ მაგრამ ფაქტი ერთი იყო ზოგს მოვეწონე ზოგს კიდევ ძალიან ძალიან მოვეწონე.
ყოველი შემდეგი დილა მართლაც სხვანაირად თენდებოდა,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს დიდი ხნის შემდეგ დავბრუნდი სახლში,ოღონდ ოცნების სახლში იმ ვარდისფერ ღრუბლებში რომ იდგა.



№1  offline წევრი khatia khatia

კაია ძააანნ ძააან
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent