ნიუტონის მეოთხე კანონი [ნაწილი 4]
ნაწილი 4. მთელი დღე უაზროდ გაატარა. ხან სიმღერებს მოუსმინა, ხან წიგნი წაიკითხა, რომელიც სულ თან დააქვს სადაც არ უნდა წავიდეს, გაუმართლა, გამოადგა. მაინც ვერაფრით გაიყვანა დრო მალე. დედამისს დაურეკა და უთხრა ცოტა ხანი წავედი სასწავლებელიდან ელენესთან და 3–4 საათში მოვალ, არ ინერვიულოო. გულიც და გონებაც დაუმშვიდდა, რადგან იცოდა რომ დედა ზემოთ ხსენებული დროის განმავლობაში არას დიდებით არ დაუკავდა. უკვე ჩაცმას აპირებდა, რადგან ექთანი შემოვიდა და უთხრა რომ შეიძლებოდა მისთვის უკვე წასვლა, თანაც იფიქრა რომ, როცა ელენე მოვიდოდა, უკვე გამზადებული დახვდებოდა. ტელეფონი ამღერდა. გაკვირვებულმა და ცნობისმოყვარეობის გამო აღტკინებულმა უპასუხა უცხო ნომერს. – გისმენთ. – თამარ, როგორ ხარ? – მაშინვე იცონ ნოეს ხმა. იმდენად დიდი ბედნიერება გამოიწვია მასში იმ აზრმა, რომ ნოეს ის ახსოვდა, მეტიც არ შეიძლება. შეიძლება ეს ძალიან ფერმკრთალი აზრია მამაკაცით ,,შეპყრობილი’’ გოგონასაგან, მაგრამ იმას ვერსად გავექცევით, რასაც ახლა და ზოგადად მაშინ გრძნობს თამარა, როცა ნოესთან სიახლოვეს არის, ან უბრალოდ მისი ხმა ესმის. – ნოე? – ადვილად შეიმჩნეოდა მის აკანკალებულ ხმაში, თუ როგორი გავლენა მოახდინა მამაკაცის ზარმა მასზე. – ჰო, მე ვარ. როგორ ხარ? – გაუმეორა ისევ კითხვა. – კარგად, გმადლობ. შენ? – მოვალ და წამოგიყვან მაქედან. – არ გაუცია შეკითვაზე პასუხი, ისე გადავიდა პირდაპირ სათქმელზე. ვერ გაიგო თამარამ, რა საჭირო იყო მისი იქ მისვლა. – დღეს პარასკევია, რაც იმას ნიშნავს რომ გორიდან ჩამოხვედი, გზაში დაიღლებოდი, თანაც უკვე გვიანია, არ გინდა, არ წამოხვიდე. – ისეთი სითბოთი ჩამოურაკრაკა მისი დღის განრიგი, თითქოს თვითონ ნოემ არ იცოდეს. – გახსოვს? – იგრძნო გოგონამ, როგორ გაეღიმა კაცს. – რა თქმა უნდა. – დაუფიქრებლად უპასუხა და სწორედ ამიტომაც იკბინა ასე მწარედ ტუჩზე. – ნუ მალაპარაკებ ისეთ რაღაცეებს, რისი თქმაც არ მინდა. – უსაყვედურა აფორიაქებულმა. – მაინც მოგიწევს ადრე თუ გვიან თქმა და რატომ ახანგრძლივებ ამ მომენტს? – ისე მშვიდად ცდილობდა გოგონას გამოტეხას, ისე აბამდა თითოეულ სიტყვას ერთმანეთს, ისეთი მომნუსხველი ბგერები ირკვეოდა მის ხმაში, სწრაფად მოიფიქრა თამარამ რომ უნდა დაესრულებინა დიალოგი, თანაც სასწრაფოდ. – არ მინდა, რომ მოხვიდე. – განუცხადა ასე თუ ისე მტკიცედ. – გინდა. – თავდაჯერებულობა გამოსჭვიოდა მის ტემბრში. – მე, არ მინ... – წინადადების დასრულებაც კი არ აცადა, ისე გაისმა ყურმილში ერთნაირად გაბმული ბგერები. – უზრდელი! * * * დაახლოებით 15–20 წუთში ნოე შევიდა მის პალატაში. – აბა, როგორაა ჩემი გულის გამხეთქველი? – სიცილით ჰკითხა. ყურში ძალიან განსვავევუბულად და ამაღელვებლად მოხვდა ,,ჩემი გულის.’’ აფორიაქებული, ჩამოჯდა ლოგინზე. – შენი გულის გამხეთქველი რატომ ვარ? – მეამიტურად ჰკითხა თამარამ და ქურთუკიც მოიცვა. – რა რატომ?! ჯერ კიდევ ბაზაზე ვიყავი, ელენემ რომ დამირეკა ცუდად გახდა თამარი და საავადმყოფოში ვართო, თან ვერც მოვდიოდი ჯერ და ვინერვიულე. – მართლა? – საყვარლად დაუსვა შეკითხვა. ოჰ, ნეტავ იცოდეთ, როგორ უნდოდა ცრემლები გადმოეშვა თვალებიდან, მაგრამ მიხვდა რომ მისი ამ ქმედებით მარტივად ,,გაიშიფრებოდა,’’ თუმცა უკვე ყველაფერი იცოდა ნოემ. – მართლა. – მისკენ დაიხარა და ოდნავ შეახო ტუჩები შუბლზე. შეეცადა, მთელი ძალით შეეცადა, რომ ცრემლისთვის წამოსვლის უფლება არ მიეცა, არც მისცა კიდეც, მაგრამ მაინც წამოვიდა. ბედნიერებისაგან ატირდა. ხომ არ უთქვამს ისეთი განსაკუთრებული არაფერი ნოეს, მაგრამ მთავარია რა იგრძნო. რა იგრძნო? ამის აღწერა ძალიან რთულია, მართლა. ვისაც გიყვართ, ან უბრალოდ გყვარებიათ, მარტივად შეიძლება მიხვდეთ რა ხდება ახლა ორივეს გულებში. – წავიდეთ? – ჰკითხა ერთიანად დაბნეულ გოგონას გაღიმებულმა ნოემ. – რა? – ჯერ კიდევ არ იყო რეალობას დაბრუნებული ბოლომდე. – წავიდეთ–თქო? – კითხვა გაუმეორა. – ჰო, წავიდეთ. თამარას დედამ მაინც დასტყუა შვილს ყველაფერი და ტირილით მილანძღა, ასეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორ დამიმალეო. გოგონაც თავჩაღუნული უსმენდა დედის სიტყვებს და იმ მომენტში იგრძნო ყველაზე მეტად დანაშაული. საღამოს დივანზე წამოწოლილი, თან ლეოს ელაპარაკებოდა სკაიპში, თან ჭამდა და თან ტელევიზორში ტომი და ჯერის უყურებდა. მოგვიანებით, დიდ ხნიანი საუბრის გამო ლეოსთან, ისე ჩაეძინა, კარგა ხანი გაუნძრევლად იწვა, არადა როგორი საშინელი წოლა იცის, მაგრამ საშინელმა დაღლილობამ ასე იცის... ნოეზე, მის კოცნაზე, მის ყურადღებიან საუბარზე, ყველაფერი მოუყვა საერთოდ ლეოს და თითქოს ერთიანად მოეშვა, უფრო თავისუფლად იგრძნო თავი, თანაც ასე სჯობდა, ეწყინებოდა მამაკაცს სხვისგან რომ გაეგო ეს ამბავი. იტყვით, რა ამბავიო, მაგრამ ნოესგან მართლაც რომ დიდი ამბავია ასეთი საქციელი, თავისი დის გარდა, არავისთან არ არის თბილი. აი, პროგრესი! – დეე, – გასძახა სამზარეულოში მხიარულად მოფუსფუსე დედას ჩახლეჩილი ხმით. –დედაა! – ჰო, დედი. – მალევე გამოვიდა ფქვილით დასვრილი ხელებით ქალბატონი ნინო. – მამა არ ჩამოვა ამ შაბათ–კვირას? – არა, ამ შაბათ–კვირას იქ რჩება. – მოწყენილობა დაეტყო ქალს ხმაში. – აუ, ძალიან ცუდად ვარ, მიშველე რა... მგონი, სიცხეც მაქვს. – დაიკრუსუნა თამარამ და გვერდზე გადატრიალება სცადა, თუმცა ვერ შეძლო, იმდენად ჰქონდა დამძიმებული სხეული. – ,,რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო,’’ ხომ გაგიგია? ახია შენზე! – გამოაჯავრა ქალმა. – დღეში ათასჯერ გეუბნები, ნუ იცვამ თხლად ამ სიცივეში–თქო, მაგრამ მიჯერებ? – გაბრაზებული აბუზღუნდა. – კაი რა, დეე, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ. – აფერისტულად ააფახუნა წამწამები და ბავშვური ღიმილით ,,დააჯილდოვა’’ კოპებ შეკრული დედა. – გახსენი ახლა ეგ კოპები, წაცუნცულდი და წამლები მოიტანე, ხომ იცი რომ მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი გადარჩენა. – ბუზი სპილოდ აქცია უცბად. – ოჰ, რა ქრესა შვილი გამომივიდა, ღმერთო! – ჰაერში აღაპყრო ხელები, შემდეგ კი აქეთ–იქით დანანებით გადააქნია თავი. – არადა, რა კარგი ბავშვი იყავი 4 თვემდე. ნტ, ნტ! – ჩემი ასეთად გაკეთება, თქვენი დამსახურებაა, ახლა ეგეც მე არ გადმომაბრალო! – თვალები ჩუმი სიცილით დააკვესა. – მამაშენის შვილი ხარ, როგორ გეტყობა. მეტის ღირსი ვარ, რას გამოვყევი ამ უჯიშო თითბერიძეს. – სიცილით წავიდა სამზარეულოში, სადაც წამლების ყუთი ელოდებოდა. * * * – გიგა გამომიყვანს, რა გჭირს? – შეუტია ბუზღუნით ელენემ დაქალს. – თერთმეტი საათია, ღამის, ელენე, ღამის! – ხმის აწევა უნდოდა ცოტა, მაგრამ ტკივილის გამო ვერ შეძლო. – თუ ამოხვალ, დარჩი თან. – ჰო, ვრჩებოდი ისედაც, აბა, გიგა ისე ხომ იცი რომ არ გამომიშვებდა. – ეგ ვერ მოვიფიქრე უცბად. – ჩაიფხუკუნა დამნაშავემ. – რა ამოგიტანო? – თეთრი შოკოლადი და რძიანი ყავა ამომიტანე რაა. – ყელზე მიიდო ორი თითი თხოვნის ნიშნად. კი, ფაქტიურად დაინახა ელენემ მისი ეს ჯს... – კარგი, გასაგებია. – სწრაფად უთხრა და სანამ გათიშავდა თამარის სიტყვებსაც მოჰკრა ყური. – გიგაც ამოიყვანე, მომენატრა ეგ მაიმუნი. – სიცილით ჩაილაპარაკა გოგონამ და თვითონ დაასწრო ელენეს ყურმილის გათიშვა. * * * ისე მაგრად გაერთნენ იმ საღამოს, იმდენი იცინეს და იმდენი იმხიარულეს, ბოლოს სამივეს მუცლები სტკიოდათ სიცილისაგან. მაინც ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს თამარა, მიუხედავად იმისა რომ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო იფიტებოდა, გრძნობდა რომ დასვენება სჭირდებოდა აუცილებლად. გიგას და ელენეს ურთიერთობა და სიყვარული მართლაც რომ იშვიათია. არანაირი უთანხმოება არ გააჩნიათ არასდროს, თუმცა მათი ერთადერთი პრობლემა არის ის რომ ელენე ჯერ თავს იკავებს ნოესთან ყველაფრის გამხელაზე. იცის მამაკაცის ხასიათი, ისიც იცის რომ ისეთ მწარე რაღაცას ეტყვის ნოე გოგონას და მითუმეტეს გიგას, როგორც მას სჩვევია ხოლმე. ხვდება რომ ნოე არაფერს დაუშლის, მითუმეტეს არასდროს ჩაერევა მის პირად ცხოვრებაში, მაგრამ მაინც ძმა არის და ელენეს უჭირს სიმართლის თქმა, თითქოს რიდი აქვს. ბევრჯერ უთქვამს თამარას მთელი მათი მეგობრობის პერიოდში; ,,ნოეს რომ ატყუებ, სხვისგან არ გაიგოს, უფრო ეწყინება, თანაც ყველაზე უარესს შემთხვევაში გიგას მიმართ ძალიან ცუდად განეწყობა, იმიტომ რომ შენი შეყვარებული ვალდებულია პირადად მოუყვეს და გააგებინოს თქვენი ურთიერთობის შესახებ. აუცილებლად იფიქრებს გიგაზე რაიმე არასწორს, არადა მან რა იცის რომ შენ არ ანებებ გიგას, რომ მივიდეს და დაელაპარაკოს. მართლა ვერ ვხვდები რისი გეშინია, ,,ბუა’’ კი არაა შენი ძმა. ცუდად იქცევი ძალიანო’’ იცის ელენემაც ეს ყოველივე, განა ასეთი ჩერჩეტია. ბევრჯერ უფიქრია ამ ყველაფერზე, მაგრამ ყოველთვის როცა გადაწყვიტავს მისვლას, სულ რაღაც უშლის ხელს. – როგორი ურთიერთობა გაქვთ შენ და გიგას? – ჰკითხა თამარამ მაშინ, როცა მამაკაცი გააცილეს და გოგონას საძინებელ ოთახში, უკვე დაწოლილები იყვნენ. – იდეალური. – დაუფიქრებლად, ზედმეტი ყოყმანის გარეშე უპასუხა ელენემ. – იდეალური ურთიერთობა, ჩემი აზრით, არ არსებობს... – ეგ, შენი აზრით. – ენა პატარა ბავშვივით გამოუყო და განაგრძო. – არსებობს, როგორ არ არსებობს. ჩვენ 7 თვეა ერთად ვართ და ერთხელაც კი არ გვიჩხუბია. ყველაფერში ვუგებთ ერთმანეთს და თუ ვერ ვუგებთ რაღაც კონკრეტულ საკითხში ერთმანეთს, ხან ის თმობს და ხან – მე. – არ გბეზრდებათ მერე? რაღაც ძალიან მებანალურება. – შეპარვით ჰკითხა, რადგან იცოდა ელენეს ,,აფეთქება,’’ როგორი იყო. – მეც ასე ვფიქრობდი სულ, მაგრამ როცა შემიყვარდა და ვიგრძენი ეს გრძნობა, სულ სხვანაირად შევხედე ყველაფერს, ისე მოულოდნელად მეწვია ეს ყოველივე, რომ აზრზე ვერ მოვედი თავიდან, ვერც კი წარმოვიდგენდი, რადგან გიგა სულ ნერვებს მიშლიდა, მაღიზიანებდა, მაწვალებდა და აბა, რას წარმოვიდგენდი, თუ ეს დეგენერატი შემიყვარდებოდა, თანაც ასე თავდავიწყებით. უცნაურია ძალიან, ძალიან უცნაური. – დაასრულა ღიმილით და უმალ გადაიტანა თემა. – შენ რომ წამოგიყვანა ნოემ, მერე მე მკითხა ყველაფერი. უეჭველად მოეწონე, თორემ ეგ ისეთი ტიპია, ვინც კი გავაცანი ჩემი მეგობრებიდან, ზედ არ შეხედა. – სიცილით კინაღამ იხოხიალა ელენემ. – აუ, რა კარგია იცი? ზუსტად შენნაირი ადამიანი, თუ გაუძლებდა მაგას და მაგის რეჟიმს. – დაასრულა თხრობა და დამშვიდებულმა დაადო თავი მხარზე. – მართლა? – ძალიან გაუკვირდა მისი ეს ყურადღება, რადგან იოტის ოდენადაც კი ვერ გრძობდა მისგან დაინტერესებას. – 2 თვე ნახევარია, რაც ვიცნობ და ვერაფერი შევატყვე მე. და საერთოდაც, ჩვენს შორის არაფერი არ ხდება, ნუ ლაპარაკობ ასეთ სისულელეებს. – მხრები აიჩეჩა. – ხომ იცი რომ ძალიან მომწონს. – რაღაც მომენტში ხმა ვეღარ დაიმორჩილა და წუთით ჩაუწყდა. – ვიცი, როგორ არ ვიცი. – ვიცი, ვხვდები რომ ხვდება ისიც და ძალიან განვიცდი ამას, არ მინდა რომ გაიგოს, თუ რა სერიოზულად ვარ მისდამი განწყობილი. – სევდიანად მიუგო და განათებულ ტელეფონს წამით შეხედა, რომელიც იუწყებოდა რომ შეტყობინება მოუვიდა, თუმცა არ უნახავს. – ოღონდ არ მითხრა, რომ იმის გჯერა, გოგომ პირველმა არ უნდა თქვას და გამოხატოს თავისი გრძნობები და თუ გამოხატა, მორჩა, დაღუპულიაო. – კოპებ შეკრულმა დაუბრიალა თვალები. – ალბათ, ასე ვფიქრობ. – ეს არ გაიგოს ნოემ, თორემ მაგრად ,,გაუტყდება'', რადგან სულ სხვანაირი ჰგონიხარ და ეს ასეც არის. რეალურად შენ ასე არ ფიქრობ. – სხვანაირი როგორი? – განსხვავებული! ვიცი რომ სინამდვილეში მსგავსს არ ფიქრობ, ასე რომ, ნუ დაუჯერებ შენ სულელ და ჩერჩეტ დეიდაშვილებს. – ნუ მიბრაზდები რა, თორემ მეც აღარ გაგცემ ხმას. – სიცილით აკოცა ყელში თამარამ, შემდეგ კი ტელეფონს დასწვდა. როცა დაინახა როგორ ამოხტა ნოეს ნომერი, შეტყობინებით: ,,ძილინებისა,’’ ლამის გული წაუვიდა ბედნიერებისაგან. ხელები აუკანკალდა, სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა, თითქოს ხომ არაფერი, მაგრამ ამ დროს – ყველაფერი. ^^^ და დაააააამ :დ ხელოუუ ფიფოოოოლ (ბესელიას დეიდაშვილი ვარ :დ) როგორ ხართ? ნელ-ნელა ყველაფერი უფრო საინტერესო და სასიამოვნო იქნება ისტორიაში, გპირდებით... მიყვარხართ. ჰო, რაღაც მაქვს თქვენთვის სათხოვარი და ვინც დაინტერესდება მომწერეთ, წინასწარ მადლობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.