ალისა: მოგზაურობა შავ-ბნელ წარსულში (ნაწილი 1)
-დედა ამბობს კარგად აღზრდილ ახალგაზრდა გოგოს არ შეშვენის ბიჭებს უთვალთვალებდესო_ სიცილ-კისკისით წარმოთქვა თვალებანთებულმა ალისამ ,რომელმაც მზერა ქუშის კუთხესთან მდგარ ახალგაზრდა მამაკაცისკენ გააპარა. მერე ხელკავი გამოსდო თავის მეზობელ გოგონას და იქეთკენ აიღო გეზი. თითქოს სულ სხვა მიზეზით აპირებდა იმ ადგილას ჩავლლას. -ალისა ნამდვილი გიჟი ხარ. ერთხელაც მიხვდება ,რომ უთვალთვალებ და იცოდე შერცხვები მის წინაშე. -დიდი ამბავი მთელი ქალაქი ეთაყვანება იმის გამო ,რომ სკოლა გაგვიხსნა. ერთით მეტი ან ერთით ნაკლები რა სათქმელია. -ის ჭკვიანი, დახვეწილი და განათლებულია. შენ კი ერთი გლეხის თავცარიელი გოგო ხარ. -თავცარიელი ,მაგრამ მოხერხებული. საკმარისია ერთხელ გამოვედო თვალში მაშინვე შევუყვარდები -ჰო როგორ არა მაგაზე ფიქრობს ზუსტად. -იცი? ჭორები დადის სკოლაში გაკვეთილებს ჩაატარებსო.დედა ამბობს ნამდვილი ანგელოზია. სკოლა გაგვიხსნა და ახლა ყველა შეზლებს წერა-კითხვა ისწავფლოსო. გეფიცები მეც ,რომ ვისწავლი მერე გრძელ წერილს მივწერ და მთელს ჩემს გრძნობებს ჩავაქსოვ შიგნით. - ჩააქსოვე ხო ოღონდ ეცადე თვალი არ ჩაგიწყდეს ... -რატომ ცდილობ დღევანდელი დღე ჩამაშხამო? ახალი წლის ჯადოსნური ღამეა , ნახე მალე ფეიერვერკსაც ისვრიან ქალაქში. მანამდე მე ქალაქში გავივლი და ჩემი პრინცის ცქერით დავტკბები ახალგაზრდა ალისას რომელსაც დედამ სახელი საყვარელი წიგნის პატივსაცემად დაარქვა შეიძლება ითქვას საერთო არაფერი ჰქონდა თავის სეხნიასთან. იგი საყვარელი,ლამაზი, ჭკვიანი და მეოცნებე გოგონა იყო. ყოველ ღამით ესიზმრებოდა , რომ ქუჩის კუთხეში მშვენიერ პრინცს შეხვდებოდა და შეუყვარდებოდა. თანაც ამ სიზმარში ყოველთვის თავის კარის მეზობელთან და საუკეთესო მეგობართან თინანოსთან ერთად დასეირნობდა ხელკავით. რამდენჯერაც ამ ამბავს მოუყვებოდა თინანო სულ დასცინოდა სიზმარში მიმოიხედე იქნებ ჩემთვისაც გამოიძებნოს პრინციო. სკოლის მასწავლებელი გახლდათ ქალბატონი ალისა. ისეთი ჭკუამხიარული იყო სკოლაში ყველა მოსწავლეს უყვარდა. თან სულ ახალგაზრდა იყო და ბავშვები თავს უტოლებდნენ ხოლმე. გასულ წელს ბოლო გამოშვების ჯგუფში მეთორმეტე კლასელი რეზი ეხუმრებოდა კიდევაც ცოტა პატარა ,რომ იყოთ პაემანზე დაგპატიჟებდითო. თინანო ეჩხუბებოდა ასე ნუ გაითამამებ თორემ სათითაოოდ წამოგასხდებიან თავზეო. ალისა კი მუდმივად იცინოდა და აგდებულად უყურებდა ამ თემას. დღესაც სიზმრის არ იყოს სწორედაც ,რომ ახალი წლის ღამე მოდიოდა. თინანომ შუადღე იქნებოდა კარზე,რომ დააკაკუნა და ტანის რწევით შემოქანდა ოთახში -სალამი დაიკო როგორ ხარ? რა გემრიელი სურნელი ტრიალებს. ნანო დეიდამ ციბრუტივით იტრიალა ხომ მთელი დღე? -იცი ,რომ წუხელ სიზმარში თავცარიელი გლეხის გოგო მიწოდე? მაგის მერე აქ მოსვლას როგორ ბედავ? -ალისას თავი საოოცრებათა ქვეყანაში ჰგონია. ტყუილა არ დაურქმევიათ ეგ სახელი შენთვის. დეიდა ნანო მაჭმევთ თქვენს გაკეთებულ გოზინაყს? _ სამზარეულოსკენ აიღო გეზი გოგონამ. ალისა მხოლოდ დაიმანჭადა უკან გაჰყვა დაქალს -ნამცხვარზე კრემს თუ გადაუსვამ გასამრჯელოდ გოზინაყს მიიღებ. სამწუხაროდ ჩემი ქალიშვილი ისე დადის გეგონება სიზმარშიაო -აუ სად ''გაარტყით'' დეიდა ნანო? _გოგონა დაჯდა და ხის ჩოკნით კრემის მოზრდილი მასა ამოიღო -ყოჩაღ თინანო. გამოდი გოგო და უყურე როგორ კრემავს ნამცხვარს შენი დაქალი. შე ვინ გაგაჩერებს გოგო სახლში. -როგორც მახსოვს მაგის პრინცი ქუჩის კუთხეში ცხოვრობს. ალბათ უსახლკაროა და სად უნდა გამოაგდოს? -დამცინი ხო? დამცინე... -წადი გოგო შენ შენი ამოყირავებული ოთახი მიალაგე. მოვა სადაცაა ახალი წელი და დაგებედოს რამე ნორმალური. -ოჰ რას ამბობ შარშან თუ დავახვედრე ახალ წელს დაბზიალებული მიტომაც რა...ცრურწმენაა ყველაფერი. -გოგო ცრურწმენის გამო ალაგებენ სახლებს? შენს მოსწავლეებზე მეტი ტვინი არ გაქვს საინტერესოა რას ასწავლი. -აბა თინანო წავიდეთ დღეს მოედანზე? კონცერტს ვუყუროთ, თორმეტისთვის ფეიერვერკს დავესწროთ და მერე დავბრუნდეთ უკან. -აბა იმას კი არ იტყვის დედას რამეზე მოვეხმაროო. სულ წასვლაზე უჭირავს თვალი -არ ვიცი დედას ვეტყვი -ხოდა დაუჩქარე და უთხარი. ექვსი დაიწყო და უკვე წასვლის დროა თინანო წამოხტა და სწრაფად გავიდა კარში. ალისა მანამდე ტრიალებდა სუფრასთან და სასუსნავებს ეძებდა სანამ კარში თავი არ შემოჰყო თინანომ და გაკრიჭულმა მოახსენა მოვდივარო. მერე გაქრა და ალისაც შეუდგა წასასვლელად მზადებას. ისედაც გადმონგრეულ გარდერობში თბილი ზედა და შარვალი ამონახა და გასასვლელად მოემზადა. -ფეხზე უგები უნდა ჩავიცვა ,თორემ გარეთ ცივა. სწრაფად შემობრუნდა და გამოიცვალა. -ტაქსი გამოძახებულია. შენ ჯერ ისევ არ ხარ მზად? -დღეს იქნება საზიზღარი მოძრაობა. -ეჭვის არ მეპარება. -ყინავს გარეთ ჰო? ამ ახალ წელს რა ვუთხარი თორემ კაცი გავიდოდა ახლა გარეთ? -ალისა საოცრებათა ქვეყანაში მიემგზავრება. -ნუ დამცინი თორემ გადავაგდებინებ დედაჩემს იმ წიგნს იცოდე. -კაი ჰო. გადი დროზე გოგონებმა სწრაფად ჩაირბინეს კიბეები. გზები მართლაც საშინლად გადატვირთული იყო. ცოტა ადრე ჩამოვიდნენ ძირს და ფეხით გაიარეს. -უკვე ვნანობ,რომ წამოვედით._აბუზღუნდა თინანო. თან ბეწვის საყელოში მალავდა თავს. -შეწყვიტე თორემ იცოდე ახლა მართლა დავბრუნდები ტაქსში -ღმერთო რამდენი ხალხია ეს რა უბედრებაა. წამოდი შევერიოთ და გავთბებით შიგნით. -ჰო როგორ არა გქონდეს მაგის იმედი._გოგონებმა ფეხს აუჩქარეს და მალევე შეერივნენ ხალხის მასას. -ელისა მას...ელისა მას... _გაისმა საღაციდან ხმა -მეჩვენება თუ ვინმე მეძახის? მგონი ყინვისგან ჰალუცინაციები მეწყება. -არა მეც გავიგონე_თავი ამოჰყო საყელოდან თინანომ და ყურები ცქვიტა. -ელისა მას _რამდენიმე წამში მოუახლოვდა ბავშვი. ხელში რაღაც მბზინავი ეჭირა და ფოსფორისფრად ანათებდა._ელისა მას ახალ წელს გილოცავთ _თვალებში მიაჩერდა ბავშვი და ფეხის წვერებზე აიწია ,რომ მოხვეოდა -ვანო შენ ხარ? -შორიდან დაგინახეთ. იცით როგორ გამიხარდა? ამას თქვენ გაჩუქებთ_ ანთებული ნივთი გაუწოდა. -გმადლობ საყვარელო. ახალ წელს გილოცავ. სულ ბედნიერი იყავი. -მგონი მამაჩემი მეძებს_ თვალი გვერდულად გააპარა ბავშვმა. -გამოეპარე? ასე არ უნდა მოიქცე საყვარელო -თქვენი ნახვა მინდოდა. -მოდი მამასთან დავბრუნდეთ. -კარგი ახლავე წავალ. მიხარია ,რომ გნახეთ. -ხელი მომეცი მე წაგიყვან აქ ბევრი ხალხია და არ დაიკარგო. -მეოთხე კლასში ვარ. უკვე დიდი ვარ. -ჰო ეგ შენ გგონია მასე. თინანო წამომყვები? ვერ მოვისვენებ აქ მარტო ,რომ დავტოვო. -რათქმაუნდა_ ელისამ ხელი ჩაჰკიდა ბავშვს და მასთან ერთად გზას გაუდგა. ვანო გზა და გზა ლაპარაკს არ წყვეტდა. ერთი წამითაც არ გაჩერებულა. ელისას ხშირად ეცინებოდა მის ამ ჩვევაზე,მაგრამ კარგი საშვალება იყო გარემო პირობების დასავიწყებლად._ღმერთო როგორ ცივა_ძლივს ამოიხვნეშა თინანომ და ხელები ჯიბეებში უფრო კარგად მოათავსა -მამა, მამა_ ხელიდან გაუსხლტა ბავშვი და იქვე მდგომი კაცისკენ გაქანდა. ქურთუკზე ჩამოქაჩა და როგორც იქნა მისი ყურადღებაც მიიქცია_აქ ვარ მამა -სად გამექეცი ბიჭო? გული გამისკდა ამდენ ხალხში სად ვიპოვნო-თქო. ახლა სცენასთან მისვლას და გამოცხადებას ვაპირებდი -მასწავლებელი დავინახე და იქეთ გავიქეცი. ნახე აქ არის. მოდი გაგაცნობ_მკლავზე მოქაჩა ბავშვმა და ალისასკენ შემოაბრუნა -სალამი, ახალ წელს გილოცავთ_გაუღიმა ალისამ მასზე ცოტათი უფროს და ბევრად მაღალ კაცს -თქვენც ასევე. ჩემმა ბიჭმა ძალიან შემაშინა -რის გამოც უკვე დავტუქსე. ასე აღარ მოიქცევა ხომ ასეა ვანო? -ჰო_ თავი დააქნია ბიჭმა _მამა ეს ალისაა. გახსოვს ,რომ გეუბნებიოდი ჩემს საყვარელ მასწავლებელს ჩემი საყვარელი ზღაპრის გმირის სახელი ჰქვიათქო? -ალისა საოცრებათა ქვეყანაში_გაიმეორა კაცმა -დედაჩემი გიჟდება მაგ ზღაპარზე. ბავშვობაში სულ მაგას მიკითხავდა. მის პატივსაცემად მიწოდეს ეს სახელი. სასიამოოვნოა თქვენი გაცნობა_ხელი გაუწოდა მან -ნიკა, ნიკოლოზ დვალიშვილი -თქვენი გვარი უკვე ვიცი, ვანო ხომ ჩემი მოსწავლეა და თანაც ძალიან საყვარელი მოსწავლე. -ძალიან მიხარია ამის მოსმენა. ახლა თავს აღარ შეგაწყენთ. საბავშვო პროგრამები ამოიწურა სჯობს ვანო სახლში წავიყვანო. -არა რა გთხოვ_აწუწუნდა ბავშვი -ძიძამ ალბათ შენი საყვარელი შოკოლადის ტორტი გამოაცხო. რომ არ მიხვიდე აწყენინებ_ მხარზე მოვია ხელი ბავშვს ._ თანაც ამდენი ფეიერვერკი იმიტომ მაყიდინე ,რომ შევინახოთ? ხომ უნდა ისროლო არა? -ვიცნობ ქალბატონ ლუიზას. ხშირად აკითხავს ხოლმე სკოლაში. -დიახ, ჩემი შვილი თავიდან ბოლომდე მისი გაზრდილია. ერთმანეთი ძალიან უყვართ_ რაღაცნაირად თბილი და სევდიანი სხივი ჩაეღვარა კაცს თვალებში. -მესმის -ახლა მართლა წავალთ და თქვენც აღარ შეგიშლით ხელს გართობაში -რას ბრძანებთ. გამიხარდა შენი ნახვა ვანო_ კაცი შებრუნდა და ბავშვი ხელჩაკიდებული წაიყვანა გზის მეორე მხარისკენ. -ამ კაცს აქამდე არ იცნობდი ალისა? -არა, სკოლაში არასდროს მოსულა. ვანო ყოველთვის ძიძას დაჰყავს ხოლმე. იცი რა კარგი ქალია? გიჟდება ამ ბავშვზე. -დედამისი? -სიმართლე გითხრა წესიერად არ ვიცი. არ ჩავძიებივარ მაგ თემას ,მაგრამ მშობლებისგან როგორც გავიგე მის დაბადებას გადაჰყვა. გასულ წელს ექსკურსიაზეც ლუიზა ახლდა. -საბრალო ბავშვი. -ჰო, როგორც ჩანს ეს კაცი შეშლებულია. ბავშვს არაფერში აკლებსს. მაგრამ როგორც აქამდე მეგონა თვითონ მაინც და მაინც დიდი ყურადღებით არ გამოირჩევა. აბა რას ვიფიქრებდი ახლა, მეოთხე წელია ბავშვს ვასწავლი და ერთხელაც არ მინახავს თვალით. ალბათ ვერც ვერასდროს ვნახავდი ,რომ არა დრევანდელი შემთხვევა. -საბრალო ბიჭი. ალბათ რძნობს დედა ,რომ არ ყავს . ალბათ რამხელა სიცარიელეა ... _ დაღონდა თინანო და ღრმად ამოისუნთქა. -და მაინც დღეს ახალი წლის ღამეა. წავიდეთ ცოტა უფრო ახლოს სცენასთან. იქნებ ვინმე ნაცნობიც ვნახოთ. -სხვათასორის სანამ სახლიდან გამოვიდოდი ლაშამ მომწერა ფეისბუქზე მეც მანდ ვიქნები და გამომიგზავნეთ ესემესიო. -ხოდა გაუგზავნე მერე VVV ლაშა ცოტათი პუტკუნა ,მაგრამ საყვარელი ბიჭი იყო. მუდამ იცინოდა და მხიარულობდა. თმა ქოჩორივით ქონდა შეჭრილი და წინ აპრეხილი. ალლისას სახლში ქუდი ,რომ მოიძრო ყვავის ბუდესავით გაეჩეჩა. გოგონების სკოლის ამხანაგი იყო და როგორც ხშირად იკვეხნიდა თორმეტი წელი ალისასთან ერთად გაატარა ერთ მერხზე. როგორც თინანო ხირად იხსენებდა სწორედ ლაშამ ამოუკაწრა მერხზე დიდი ასოებით ''ალისა საოცრებათა ქვეყანაში''. გოგონას სკოლასიც ყველა ასე ეძახდა. თავიდან გასაბრაზებლად ბოლოს კი ეს სახელი ისე შერჩა მასწავლებლებმაც კი აიტაცეს. -გახსოვს ალისა ნორა მასწავლებელი რომ ამოიკითხავდა ხოლმე სიას ''კობახიძე ალისა საოცრებათა ქვეყანაშიო?'' -და მერე ეს ,რომ დაუძახებდა ხოლმე ალისა ჩაის წვეულებაზეა წასულიიიი -ბავშვებო ნუ იხსენებთ ხოლმე ასეთ რამეებს თორემ მრცხვენია სკოლაში როგორ მივდიოდი. ღმერთო რა ცელქი იყო _ თავი გააქნია ქალბატონმა ნანომ და სუფრის გაწყობა განაგრძო_ ის გახსოვთ ბიჭი ,რომ ცემა დერეფანში? -დირექტორის კაბინეთთან_დააკონკრეტა სავარძელში მოკალათებულმა ალისამ და თან ტკბილეულს ჭამდა. -მთელმა სკოლამ გაიგო. ამას კიდევ ვითომც არაფერიო. -ახია მაგაზე ახლა მისმა მოსწავლეებმაც მასე რომ მოექცნენ_ უჯიკა თინანომ. -ლაშა შვილო დარჩები?ახალ წელს ერთად შევხვდეთ -არა ნანო დეიდა სახლში მირჩევნია. თან ალბათ უკვე მელოდებიან ლაშამ საათს გახედა. უკვე თორმეტის თხუთმეტი წუთი იყო. წასასვლელად წამოდგა და მაგრად გამოიფუთნა ქურთუკში. -ყინავს გარეთ საშინლად. გმადლობთ ხაჭაპურისთვის. თქვენნაირს ვერავინ აცხობს _ გაიკრიჭა ბიჭმა და სირბილით დაუყვა კიბეებს თორმეტს წუთებიღა აკლდა თინანო სახლში რრომ გავიდა. დარჩნენ ალისა და დედამისი მარტო ისევე როგორც წლები. იყო ხდებოდა. თორმეტზე ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ცოტ-ცოტა ღვინოც მოწრუპეს. საერთო ყველაზე რთული სიმართლისთვის თვალის გასწორებაა ან უარესი საკუთარი ოცნებებისგან გამოღვიძება. იმის ახსნა რომ ოცნება იშვათად თუ ხდება რეალობის თანასწორი. უფრო უარესი ხშირად რეალობა იმდენად მწარეა უარს გათქმევინებს ოცნებაზე. უკვე მეოთხე წელიწადი იყო რაც ალისა თავის პირველ ჯგუფს ასწავლიდა. თავის პირველ სადამრიგებლოს. მხიარული და წკვიანი იყო. მეტად მონდომებულიც იმისათვის, რომ ეკეთებინა ის რაც ევალებოდა. პირველში დილით ადრიანად ადგომას სულაც არ გეგმავდა, მაგრამ დედამისმა ისე ძლიერად შეანჯღრია რომ ნდომოდა ვერ განაგრძობდა ნებივრობას. წამით გამოფხიზლდა და ამღვრეული თვალები დედას მიაპყრო. -რა ხდება? -შენთან არიან . სასწრაფოდ უნდათ შენი ნახვა. -ამ დილაადრიან? ამ ახალ წელს? - როგორც ჩანს... ზანტად წამოდგა ალისა და კარისკენ აიღო მიმართულება. დედას ჯერ ისევ ღრიჭოდ დაეტოვებინა. -ახალ წელს გილოცავთ. -უცვლელი სახით გაიმეორა კოსტიუმიანმა კაცმა და კონვერტი გაუწოდა. -მოსვლა აუცილებელი იყო? დედაჩემი ტყუილა დააფეთეთ-შეუღრინა გოგონამ თუმცა კაცმა იმავე უცვლელი სახით შეტრიალდა და წავიდა. ალისამ კარი მიახეთქა და ოთახში შევიდა. დედამისი ჯერ ისევ იქ ელოდა. -რა მოხდა? მშვიდობაა? -კი.. - ვინ იყო ის კაცი? -ბანკის თანამშრომელი . -ბანკი დღეს არ მუშაობს. -ფოსტა მუშაობს... -მეეჭვება...-გადახედა ქალმა -ორი თვეა შეტანილი მაქვს განაცხადი რომ ხელფასი არ მერიცხება სრულად. როგორც ჩანს სანტამ საჩუქარი გამოაცხო ჩემთვის. -მართლა ყველაფერი რიგზეა? -ცალი თვალი მოჭუტა ქალმა -მართლა. გამიმზადე რა რამე დეე...-ჩამოდნა ალისა. ქალიც წამოიმართა ,მაგრამ საწოლზე დაგდებული კონვერტისთვის თვალი არ მოუცილებია.უნდობელი მზერით გაშორდა იქაურობას. ალისამ ცოტაც მოიცადა და მოუთმენლად დაეტაკა კონვერტს. ზედ ეწერა გადამუქებული ასოებით "ძვირფას ალისას" ყური ჩამოახია და ფარატინა ფურცელს დააკვირდა. "იმედია ალისა სოროში აღარ ჩავარდება" -ჯანდაბა უკვე თავი მომაბეზრა.-ქაღალდს ცეცხლი წაუკიდა და საფერფლეზე დააგდო. მერე სანთებელა ჩაუქრობლად მიაშვირა სიგარეტს და მყარი ნაბიჯებით გავიდა სამზარეულოში. ნანო ხაჭაპურს აცხელებდა. ზემოდან კი კუპატი დაედგა შესაწვავად. -რაო? -ა? -ბანკმა... -აღარ დაიგვიანებსო. -აახჩოლე ახლა აქაურობა. არ იცოდე მაინც რომ მაღიზიანებს მაგის სუნი.-ალისა ფანჯარასთან გადაჯდა და შეაღო. -იქეთ უნდა ასწავლიდე ბავშვებს და ადამიანებს რომ არ არგებთ მაგის მოხმარება. -ვასწავლი კიდევაც -ნაკლებად სავარაუდოა ამ სურათის ფონზე. -კაი რა დედა...-ცხვირი აიბზუა გოგონამ. -გადი თინანოს წაეჭორავე თორე ცუდადა შენი განწყობის საქმე. – მე მშვენივრად ვგრძნობ თავს- ხარბად მოქაჩა სიგარეტს და ნამწვავი საფერფლეზე დაასრისა.-სკოლა მღლის მიუხედავად იმისა რომ იქაურობა მომწონს. ბავშვებიც და ...უფროსკლასელებთანაც კი შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს სულ იმას მეუბნებიან ნეტა შენ გვასწავლიდეო. -ახალგაზრდა ხარ შვილო და მაგიტომ. თან ადამიანებთან ურთიერთობის ნამდვილი ოსტატი. ამაშია საქმე... -დღეს გავისეირნო უნდა ქალაქში... -წადი ეგებ ვინმე ნორმალური იპოვო... ნორმალური და ცოლად გაჰყვე... შვილიშვილებს ვიმსახურებ...რას უცდი ვერ გავიგე... ტყუილი კი არაა, რომ ამბობენ ალისასავით საოცრებათა ქვეყანაში დაფრინავსო... -ახლა ჩემი თავი შერლოკს უფრო მაგონებს. -რას არ მოიგონებ ხოლმე რა... -გუშინ ჩემი ერთი მოსწავლე ვნახე მამამისთან ერთად. ნამდვილად გამორჩეული ბავშვია. ვანო ჰქვია. ოთხი წლის მანძილზე მამამისი დღეს პირველად ვნახე პირისპირ. -მერე? -არაფერი. რაღაცნაირი სიტუაციაა. -მგონი ამასობაში სევდიან მხარეს გადაუხვიე. ნანოს უკვე დაესრულებინა სუფრის გაწყობა. ალისა ჯერ ისევ თვალმოუწყვეტად გასცქეროდა ცას. VVV ლუიზამ ლანგარზე დააწყო სუფრის ნარჩენები და ალაგებას შეუდგა. ვანო ჯერ ისევ ნაძვის ხის ქვეშ თამაშობდა ახლად მიღებულ საჩუქრებზე. ნიკამ სავარძელში გადაინაცვლა და სისხლისფერი ღვინის თამაშს მოჰყვა უზარმაზარ ჭიქაში. თითქოს სადღაც გაიტაცა სითხეზე მიშტერებამ. უყურებდა როგორ ეხეთქებოდა მინის კედლებს ღვინო და ზედ შერჩენილი ლაქებიც წამის მეასედში ქრებოდა და უკანვე ჭიქაში იღვრებოდა. ლუიზამ ფეხი აითრია. მერე ვანოს დასაძინებლად წასვლა მოსთხოვა და იქვე უფროსის წინ ჩამოჯდა. -ვხედავ ,რომ ცუდ ხასიათზე ხართ ... შემიძლია რამით დაგეხმაროთ? -ვუყურებ ამ სითხეს და ...თავს ისე ვგრძნობ თითქოს რაღაც დავკარგე. ტალღა მოვარდა, ნაპირზე გამიტაცა და მერე იქვე დამტოვა. ზუსტად ისე როგორც ეს ღვინო. ჭიქას ვატრიალებ და მისი ნაწილები კი კედლებზე რჩება. მეც ასე ვარ. თითქოს სადღაც კედელზე გავრჩი. -ცხოვრება ყოველთვის გვიბრუნებს უკან იმას რაც დავკარგეთ. თუ ის ჩვენ გვეკუთვნის... -ყოველთვის არა..._ სინანულით თქვა ნიკამ -დააკვირდი. ის რაც ჭიქის კედლებზე რჩება უკან ბრუნდება. იქ საიდანაც მოვიდა. შეიძლება ამას დრო დასჭირდეს ,მაგამ აუცილებლად დაბრუნდება. -და იმას რა ქვია როცა მისტირი რაღაცას რაც შენ არასდროს გეკუთვნოდა? როდესაც მუდმივად გარბიხარ? საკუთარი თავისგან... როგორ ვაპირებ ,რომ უკან დავბრუნდე იქ საიდანაც მოვედი? საკუთარ თავს ვერ ვუყურებ სარკეში. სად არის ადამიანი ,რომელიც ერთ დროს ჩემში ცხოვრობდა... ? -შეეშვით თვითგვემას. თუ კი იცით ,რომ ვეღარ დააბრუნებთ უკან იმას რაც იყო, თუ კი იცით ,რომ ის თქვენი არასდროს ყოფილა... თავი დაანებეთ. დღეს ხომ დღესასწაულია? მეტი დრო დაუთმეთ თქვენს შვილს... ის დაგაბრუნებთ იქ სადაც უნდა იყოთ. -წარსულის დდავიწყება ასე მარტივი ,რომ იყოს ქალბატონო ლუიზა... -მითუმეტეს ისეთის როგორიც თქვენ გქონდათ. მუდმივად იმაზე ტირილი სად დაუშვით შეცდომა ვერაფერს შეცვლის. ეს მხოლოდ გააღრმავებს ჭრილობას ,რომელიც ისედაც ამდენი წელია ღიაა. -ასეთი სასტიკი ,რომ არ ვყოფილიყავი... ასე უმოწყალოდ ,რომ არ მოვქცეულიყავი იქნებ შემძლებოდა... -არ შეგეძლოთ. თქვენ ის გააკეთეთ რაც საჭირო იყო. ის რაც უნდა გაგეკეთებინათ. ასე სჯობდა თქვენთვისაც და თქვენი შვილისთვისაც. უკვე ათი წელია ამას გიმეორებთ და მაინც ვერ დაგაჯერეთ. -და ვერც დამაჯერებ. მოვა დრო როდესაც ვანიკო კითხვების დასმას დაიწყებს და არ ვარ დარწმუნებული ,რომ შევძლებ ვუყურო თვალებში და მოვუყვე ის ტყუილი ,რომელიც ლამისაა მეც დავიჯერო. უკვე იმდენჯერ გავუმეორე საკუთარ თავს ,რომ ხანდახან მგონია მე თვითონაც მჯერა... განა ეს არაა სიგიჟის დასაწყისი? იქნებ მაგ დრომდე ვეღარც გავძლო. ლუიზა ოთახიდან გავიდა. მიხვდა ,რომ არაფერი აღარ ჰქონდა სათქმელი. უკან შესასვლელიდან კიბეებს აუყვა და ვანიკოს ოთახის კარი შეაღო. ბავშვს უკვე ეძინა. საბანი მიაფარა და სანათი ჩააქრო. გარეთ ჯერ ისევ ისროდნენ ასაფეთქებლებს , მაგრამ ბავშვის ძილს მაინც ვერ აფრთხობდნენ. კარი ფრთხილად გამოიხურა და გვერდით ოთახში შევიდა დასაძინებლად. ის ყოველთვის ბავშვის ოთახის გვერდით იძინებდა რადგან ახლოს ყოფილიყო თუ რამეში დასჭირდებოდა. ნიკა კი ლამის გათენებამდე იჯდა ბუხრის წინ და ჰაერში მოლივლივე ცეცხლის ალს თვალს არ აშორებდა. თითქოს ამშვიდებდა მისი ყურება. ბოლოს გააბრუა და იქვე ჩაეძინა __________ სალამი !!! ეს ისტორია ნამდვილად არ დამვიწყებია და არც მიმიტოვებია. უბრალოდ ინტერნეტწვდომა არ მქონდა და ვერ ვდებდი. ალბათ უკვე დაგავიწყდათ ,ამიტომაც დავდე სულ თავიდან და გაგრძელებაც დავამატე მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და მოგწონთ და კიდევ ბოდიში ,რომ გალოდინეთ <3 მიყვარხართ ყველანი <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.