შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოფლელი სანდრა მინდა მეე?(5)


17-12-2015, 19:47
ავტორი zoi
ნანახია 2 552

-დიახ..და გისმენ
-მისმენ კი არა გირჩევნია კიდევ მომიყვე რამე ქართველებზე,აქამდე არაფერი მსმენია
-იდიოტო საქართველოს სახელიც არ გაგიგია?
რიჩარდის უხერხული სახის დანახვაზე თავი გააქნია და ბრძნულად ჩაილაპარაკა
-ეჰ ასეა ასე როცა პატარა ხარ არავის სჭირდები.
-ვის არ სჭირდები ანა?
-ოო მე კი არა ჩემი პატარა ქვეყანა არ სჭირდება არავის,შენ ხო წარმოდგენა არ გაქვს საქართველო რა არის
-ხოდა მაგიტომაც ხარ აქ რომ მომიყვე
-ეჰ ლომგულ იცი რა ლამაზია?
-ლომგულ?ეგ რამე ადგილია?
-ღმერთო ჩემო მე საქართველოზე მოგიყვე თუ ინგლისზე?რიჩარდ ლომგული არ გაგიგია?ისტორია თუ არ იცი სკოტი მაინც არ წაგიკითხავს?
-კაი ეე ნუ გამლანძღე,შენ მგონი ყველამხრივ განსწავლული ხარ
ანას თვითკმაყოფილი სახის დანახვაზე მეც და რიჩარდსაც გაგვეცინა.პოზიტივია ეს გოგო,და თან ლამაზი პოზიტივი.პარკში,როცა ჩემს გვერძე ზის საერთოდ მეკარგება წერის სურვილი მინდა რომ მარტო მას ვუყურო.ოდესმე განსხვავებული რამე თუ გიგრძვნიათ მიხვდებით.არც სიყვარული რომ არაა და არც მოწონება.მაგრამ მე ხომ ჩემს ამბავს არ გიყვებით.ანა და რიჩარდი დივანზე ისხდნენ და რამდენიმე სიტყვას იზეპირებდნენ
-რიჩარდ მისმინე ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი გაიმერო
-სიკვალული
-აუ შენ ჩემი დაქალის ბავშვივით ლაპარაკობ რაა
-რაა?
-რა და ორი წლის ბავშვივით ლაპარაკობ
-ანა გავიწყდება რომ ლონდონში დავიბადე?
-ოჰოო მე კიდევ ბრეთში დავიბადე მაგრამ მგონი ინგლისურად მშვენივარად ვლაპარაკობ
-მერე ხომ გეუბნები შენ მაგარი ხარ
-არ გინდა ახლა აფერისტობა,გირჩევნია ის მომიყვე როგორ აპირებ ამ შენი დამტვრეული ქართულის გამოყენებას?
-გული გადაგიშალო ანა?
-ოო არ მინდა შენი გული შემეშვი
ანა სამზარეულოში გავიდა და მაცივრიდან წვენი გამოიღო.ხო ზუსტად ისე იყო რიჩარდთან როგორც საკუთარ სახლში.
-ანაა
სამზარეულოში რიჩარდი შემოვიდა
-ხოუ
-სანდრას ნურაფერს ეტყვი
-ღმერთო მიშველე მგონი ქართველებზე ყველაფერი კარგად ვერ მოგიყევი.
-ხო ხო ვიცი თუ ამბობ რომ არ იტყვი ასეც იქნება
-აბა რაღა გინდა?
-მე ხომ ქართველი არ ვარ
-ხოდა უნდა გახდე,კარგი გპირდები სამარე ვარ
-სამარე?
-რიჩარდ მოდი დღეს დავისვენოთ დამღალე
ანა მობეზრებული დაბრუნდა მისაღებში და ლეპტოპი აიღო.
-რიჩარდ იდეა მაქვს მოდი დაჯე
ანამ თავის გვერდით მიუთითა რიჩარდს და ლეპტოპში ქართული ფილმი ჩართო.რატომ მაინც და მაინც ფესვები ვერ გეტყვით.
-შენ გინდა რომ ამას ვუყურო და პლიუს გავიგო კიდეც?
-დასაწყისისთვის შეგიძლია მარტო უყურო,აზრს მე მოგიყვები.
გამიკვრიდა რიჩარდმა ფილმის ყურება რომ დაიწყო,არა და ქართულად არც ისე ბევრი სიტყვა იცოდა.ცოტა ხანს ანაც უყურებდა მაგრამ მერე წამოდგა.ღმერთო ნეტავ ვიცოდე რა აქვს ამ ქვეყანას ასეთი?აი სანდრა წარმატებული ადვოკატია,ბევრი ინგლისელი ინატრებდა მის კარიერას მაგრამ ყოველთვის ამბობს რომ საქართველოზე ოცნებობს,ანა?ანა ხომ არაა მონატრებული სამშობლოს ის ხომ სულ რაღაც ნახევარი წლის წინ ჩამოვიდა,მაგრამ მასაც ისევე სტკივა საქართველო როგორც სანდრას.ორივეს ერთნაირად უწყლიანდება თვალები.ახლაც არ უნდოდა ზედმეტი ემოციები რიჩარდთან და იმიტომ გავიდა სამზარეულოში.ფანჯარასთან იჯდა და ქუჩაში იყურებოდა.სახეზე სიამაყე მაგრამ დიდ ტკივილნარევი სიამაყე ეხატა.ნუთუ ყველა ქართველი ასეთია?ისეთი ღრმა ძირს რომ ვერ უპოვნი.ნუთუ ყველა ასე გრძნობს სამშობლოს.საქართველოზე ბევრი მსმენია მაგრამ სანამ სანდრა და მერე ანა არ გავიცანი,თუმცა სანდრას მხოლოდ შორიდან ვიცნობ,არ ვიცოდი რა იყო საქართველო და ქართველობა.საქართველო სიყვარული და სიძლიერეა,ქართველობა ღვთის საჩუქარი და სიამაყე.ლონდონელი რომ ამას ამბობს სასაცილოდ მოეჩვენება ბევრს მაგრამ ეს ასეა.თქვენც თუ ჩახედავთ საქართველოზე შყვარებულ ახალგაზრდას თვალებში,რომელსაც არაფერი აიძულებს იყოს პატრიოტი უბრალოდ სულით ასეთია,მიხვდებით რომ საქართველო ულევი სიყვარულის ადგილია.საქართველო სასწაულების ადგილია.მე ისიც ყოველთვის მიკვირდა სანდრას მისაღებში კედელზე ჩამოკიდებულ ხატებთან როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მაგრამ მერე ისიც მივხვდი რომ ისინი აძლიერებენ.თითქოს ლოგიკას მოკლებულია ინგლისელი კათოლიკე(ხო მე წესით კათოლიკე უნა ვიყო)მართლმადიდებლობის სიძლიერეზე რომ ვლაპარაკობ.მე დიდად მორწმუნე არ ვარ მაგრამ სანდრას ვხედავ,მას ვაკვირდები,საშინლად დაღილი,დაქანცული თითქმის ხელის ჩაქნევამდე მისული მიდის სახლში,ლოცვის შმდეგ კი ისევ ის ამაყი სანდრაა აბა ამას რა ვუწოდო?მგონი ჩემი აზრები მოგახვიეთ.რიჩარდმა დაამთავრა ფილმის ყურება.მართალია ვერაფერი გაიგო მაგრამ ბოლო კადრებმა გააოცა.ფილმი დამთავრდა თუ არა სამზარეულოში გავიდა.
-ანა შეგიძლია მომიყვე?საერთოდ ვერ მივხვდი ბოლო კადრებს განსაკუთრებით.
ანამ ანთბული თვალებით გამოხედა სიამოვნებით მოუყვებოდა,და მეც სიამოვნებით მოვუსმენ.
იმ დროის განმავლობაში რაც ანა ფილმს ყვებოდა რიჩარდი გასუსული იყო.მე?მე ხომ მწერალი ვარ,ხალხი რომანტიკოს მწერალს მეძახის,მე გამაოცა ამ ფილმა,რომანტიკა გამიგია სიყვარულიც მაგრამ მიწის მიმართ სიყვარული აქამდე არ მსმენია.რიჩარდიც ჩემსავით გაოცებული იყო.
-ანუ იმ ბიჭს არ იცნობდნენ და მაინც ასე შეხვდნენ
-ხო რიჩარდ არ იცნობდნენ საფრანგეთში დაიბადა
-...ვაუ
-ეს ხომ საქართველოა
-მაგარიააა
-ხო მაგარიაა
-....
-რიჩარდ?
-ჰო
-რაღაც მინდა გითხრა
-გისმენ
-ვიცი რომ სანდრა ამას არასდროს გეტყვის თვითონ,ის ჩემზე ცუდს არ იტყვის და შენთან წუწუნს არ დაიწყებს უბრალოდ მინდა რომ ეს იცოდე,მგონია რომ სანდრა მართლა გიყვარს,ხო ხო მე ეს თქვენზე ადრე მივხვდი,მინდა იცოდე რა გამოიარა და შეეცადო რომ შენ არასდროს ატკინო
-კარგი რა ანა,მართალია არ ვარ იდეალური მამაკაცი მაგრამ იცი რომ მიყვარს
-მასაც უყვარდა,ხო ხო ალექსანდრესაც მართლა უყვარდა,განა იმიტომ დაშორდა რომ არ უყვარდა? არა უბრალოდ ასე გამოვიდა,ტვინი გადაუბრუნდა,მე ვარ იმის მომსწრე რომ ისინი ერთმანეთზე გიჟდებოდნენ მაგრამ რა?სადამდე მივიდნენ?ერთმანეთი წლებია არ უნახავთ,ბოლოს ერთმანეთს ისე შეხვდნენ როგორც ადვოკატი და ბრალდებული.დიდი სიყვარული ყოველთვის არ მთავრდება დიდი ბედნიერებით,უბრალოდ....
-მოიცა ახლა რა თქვი გაიმეორე
-რა ვთქვი?ის ვთქვი რომ ალექსანდრეს და სანდრას ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ
-სანდრას არასდროს უხსენებია წარსულის სიყვარული მითუმეტეს თუ ის სიყვარული ის იდიოტია
რიჩარდი გიჟს გავდა ოთახში წინ და უკან დადიოდა.აქამდე ხომ ვერ იტანდა ალექსანდრეს ახლა უარესად შესძულდა,ანა რომ არ ყოფილიყო იქ და არ გადაეფიქრებინა რიჩარდისთვის ალექსანდრეს მოძებნა და ცემა ერთ-ერთი აუცილებლად ცუდად დაამთავრებდა
-არა ეს როგორ დამიმალა,ვხვდებოდი ის ნაბი***რი როგორ უყურებდა მაგრამ რა გინდა რო ქნა?გოგო შენი არაა გეტყვის შენ ვინ გეკითხებაო
-დამშვიდდი ადამიანო ის ნაბი***რი როგორც შენ მოიხსენიებ ჩემი ბიძაშვილია
-სულ გამოვშტერდი
-ხოდა მაცადე ყველაფერი ვთქვა....დიდი ხანი ივლი წინ და უკან?
რიჩარდი სავარძელში ჩაჯდა
-მე შენს გასაბრაზებლად არ მიხსენებია ალექსანდრე,უბრალოდ მინდა იცოდე რომ არავის არ აქვს უფლება სანდრას აწყენინოს,მე არაფრის თქმის უფლება არ მაქვს მაგრამ როგორც ხედავ მაინც გთხოვ რომ ყველანაირად გაუფრთხილდე.მე ვარ ის ადამიანი ვინც ყველაზე მეტად ატკინა გული.სანდრასგან ყოველთვის მესმოდა რომ მეგობრის ღალატს ვერ გადაიტანდა მე კიდევ რა გავაკეთე სწორედ ის რასაც ვიცოდი ვერასდროს მაპატიებდა.მაგრამ შენც ხომ იცი რომ სანდრა სასწაულია.
-ანა არ გინდა საკუთარი თავის ლანძღვა მე არაფერი ვიცი სანდრას წარსულზე მაგრამ არ მგონია ასეთი ცუდი იყო

-ვარ რიჩარდ ვარ,სანდრას წარსულს მე ვერ მოგიყვები უბრალოდ გეტყვი იმას რასაც ის არასდროს გეტყვის,მან მე მაპატია და არასდროს აღარ გაიხსენებს რაც ჩემს გამო გადიტანა.მინდა რომ ამდენ წლიანი ტკივილი შენ დაავიწყო.არაფერს იმჩნევს მაგრამ მე ხომ ვიცი რომ უჭირს ყველაფრის დავიწყება
-ანა,შენი აზრით ალექსანდრე კიდევ უყვარს?
-რიჩარდ ამას მე ვერ გეტყვი,ალექსანდრეს რომ უყვარს ეგ დანამდვილებით ვიცი,ამ ბოლო დროს ყოველ შეხვედრაზე ვკამათობთ.მიუხედავად იმისა რომ ალექსს გონია სანდრაზე გიჟდება და შეიძლება ასეცაა მე მას ვერ ვენდობი,მან ერთხელ უკვე ატკინა გული ახლა არ მინდა რომ მას რამე გამოუვიდეს
-არ ვიცი ანა არ ვიცი...როგროც შენ ამბობ სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი მე ვერ შევძლებ ძველი სიყვარულის აჩრდილს ვებრძოლო
-შენ რა გინდა თქვა რომ ჩემს იდიოტ ბიძაშვილს ნებას მისცემ სანდრას ისევ გული ატკინოს.აჩრდილს ვერა მაგრამ შენ ალექსანდრესთან ბრძოლა შეგიძლია.
-ღმერთო ეს გოგო გიჟია,აქამდე არც ერთ ქალს არ გაურჩევია ჩემთვის საქმე თან ჩემს სიყვარულთან დაკავშირებით
რიჩარდს უკვე ეცინებოდა ანას სერიოზულ სახეზე.გოგო იჯდა და ურჩევდა რა უნდა გაეკეთებინა.
-ხო აი კიდევ რა...ქართველი გოგოები ცოტა ტრიპაჩები ვართ მაგ საკითხში
-კაი კაი რა ტრიპაჩი მაგარი ტიპი ხარ
ანა და რიჩრდი იცინოდნენ მობილურმა რომ დარეკა
-ანა იქნებ ნება იბოძო და სახლში დაბრუნდე?მთელი დღე სად დადიხარ ისე რომ ერთხელაც არ დამირეკე ძალიან მაინტერესებს
ანამ ჩუმად მიიხედა რიჩარდისკენ თითქოს სანდრას მისი დანახვა შეეძლო და ცერა თითი ყელზე გამოისვა,რიჩარდი სიცილს ძლივს იკავებდა
-კარგი რა სანდრა დიდი გოგო ვარ უკვე
-დიდი გოგო კი არა მითხარი სად ხარ?
-მოვალ მალე რააა
-სად ხარ მეთქი
-მოვალ მალე საყვარელოო
ანამ მობილური გათიშა თორემ სანდრა უარეს დღეში ჩააგდებდა.რიჩარდი ახლა უკვე თამამად იცინოდა.
-ღმერთო ჩემო გამომლანძღა წავედი თორემ მომკლავს
-კარგი კარგი
რიჩარდმა ანა კარამდე მიაცილა და გადაკოცნა
-ისე თუ რამეს აპირებ მალე ქენი
-კარგი ახლა,ბარემ ისიც მითხარი რა და როგორ გავაკეთო
-არა გაკეთებას შენ მოგანდობ
ანა სიცილით შევიდა ლიფტში,რიჩარდიც გაღიმებული შებრუნდა ოთახში.დივანზე დაჯდა თავი უკან გადაწია და კარგა ხანი არც განძრეულა.თავში ქარბორბალა აქვსო რომ იტყვიან ხოლმე მასეთ მდგომარეობაში იყო.როგორია გიყვარს გოგო რომლის წარსულზეც არაფერი იცი.მერე იგებ რომ იმ გოგოს უყვარდა ერთი იდიოტი რომელიც ახლაც აქტიურად ერევა მის ცხოვრებაში.მან კი იცის რომ სნდრას მოსწონს მაგრამ სიყვარული და მოწონება ხომ სხვადასხვა რამაა.თვითონ პირველადაა ასეთ მდგომარეობაში და არ უნდა იმედები გაუცრუვდეს.ანა სახლში რომ მივიდა სანდრა უკვე საჩხუბრად იყო გამზადებული
-ქალბატონო სად დადიხარ?
-კაცებში სანდრა კაცებში
-კაცებს მოგცემ მე შენ,რად გინდა აქაური კაცი
ანას არ ესიამოვნა ეს სიტყვები,სანდრაც ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მიხვდა რომ სისულელე თქვა ეგრევე რიჩარდი გაახსენდა,სამაგიეროდ ანასთან ჩხუბი დაავიწყდა და ოთახში გავიდა.არც ერთ არ იღებდა ხმას ანა საჭმელს მიირთმევდა,სანდრა თვითონაც ვერ არკვევდა რაზე ფიქრობდა.
-სააან
ანა ოთახში ფეხისწვერებზე შევიდა და სანდრას გვერდით მიუწვა.ორივე გულაღმა იწვა და ჭერს უყურებდა
-ხოო
-არ გინდა რამე მითხრა?
-რა უნდა გითხრა ანეტ
-ოო რა ანეტ გოგო
-მომწონს მეე ანეტტტ
-კარგი რაა ნუ გადაგაქვს საუბარი სხვა თემაზე.ამდენი ხანი არაფერი რომ არ მითქვამს შენ გგონია არ ვიცი რომ ალექსანდრე აქაა
-რა?
-ხო რა იყო ჩემი ბიძაშვილია და ვნახულობ ხოლმე
-....
-რატომ არ მითხარი რომ შეხვდი
-...
-კიდევ რამეს გრძნობ?
სანდრა შეხტა ამ სიტყვებზე,საწოლიდან გიჟვით წამოხტა და თითქმის ყვირილით წამოიძახა
-არა ანა არაფერს არ ვგრძნობ,რამეს უნდა ვგრძნობდე ადამიანის მიმართ ვინც ამ დღეში ჩამაგდო?
-სანდრა დამშვიდდი
-დავმშვიდდე?იცი რამდენი ხანი ვიყავი მშვიდად?წლებია მშვიდად ვარ თავს უფლებას არ ვაძლევ ემოციები გამოვხატო იმიტომ რომ თუ ასე მოხდება ვეღარ დავმშვიდდები.ამ სიმშვიდემ ხედავ რად მაქცია?ემოციები მერევა უკვე,ტკივილი რომელიც უნდა გამომეთქვა შევინახე გესმის?გესმის რას ნიშნავს როცა ტკივილს 9 წლის განმავლობაში ინახავ?ის არ ნელდება იგივენაირად გტკივა.მე კი არ მქონდა იმის ბედნიერება რომ ეს ტკივილი გამეშვა ვერ გავუში ვისთვის მეთქვა,სხვას ვერავის ვეტყოდი.მე უნდა ვგრძნობდე რამეს ალექსანდრეს მიმართ?ადამინის მიმართ ვის გამოც ახლა შენ გიყვირი და გულს გტკენ?ვის გამოც მე წლებია გული მტკივა არა ანა არაფერს აღარ ვგრძნობ საშინელი ბრაზის გარდა.ვბრაზობ რომ ახლა ცრემლები მომდის მეზიზღება ჩემი თავი მის მიმართ თუნდაც ზიზღსაც კი რომ ვგრძნობ.ჩემთვის არავის გაუკეთებია ისეთი საშინელება რაც ალექსანდრემ მიქნა.ღალატი. ხომ იცი რომ ეს ჩემთვის სიკვდილია
სანდრა ხელებს უმისამართოდ იქნევდა და ცრემლებს ვერ იკავებდა.ანა კი ვერ ინძრეოდა უხმოდ სდიოდა ცრემლები.ვერ ბედავდა რამე ეთქვა.სანდრა ხომ ტყუილს არაფერს არ ამბობდა.ყველაფერში მართალი იყო.ამდენი ხანი იტანჯებოდა უთქმელობის გამო.ანა რომ ყოლოდა ასე არ გაუჭირდებოდა.ახლა კი ორივე იტანჯება.სანდრა უკვე ვეღარ აკონტროლებდა თავს.ანამ ძლივს გაბედა მისთვის ეთხოვა დამშვიდდიო მაგრამ უარესი შედეგი მიიღ.
-სანდრა გთხოვ დამშვიდდი
-არა არა გაჩუმდი ნუ მეუბნები ნურაფერს
-გეხვეწები ნუ მაშინებ რა
-არ მინდა არაფერი არ მინდა საერთოდ
სანდრა აღარ ყვიროდა ჩურჩულებდა და ოთახში წინ და უკან დადიოდა.
-სანდრა
-არა მეთქი არ გესმის?შემეშვი მაცადე დავიცალო მაცადე რომ მოვიშრო ეს ზიზღი,ბოროტებად რომ მექცა მაცადე ისევ ის სოფლელი სანდრა გავხდე,გთხოვ შემეშვი
ანა კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას მაგრამ სანდრა აღარ უსმენდა.ოთახიდან გავიდა და 2 წუთში ქუჩაში მიაბიჯებდა.ანა შეეცადა დაწეოდა მაგრამ ის უკვე აღარ ჩანდა.მთელი უბანი მოიარა.იმდენი ხალხი ირეოდა სად იპოვნიდა.აღარ იცოდა რა ექნა.ყველაფერზე ერთად დარდობდა იმაზე რომ ახლა სანდრას ვერ პოულობდა იმაზე რომ სანდრამ ვერ დაივიწყა ყველაფერი.იმაზე რომ მისი ბრალი იყო სანდრას ასეთად ქცევა.მაშინ პატარა სოფლელ სანდრას მეგობარი რომ ყოლოდა გვერდში ასეთად არ იქცეოდა.გულს გადაუშლიდა და დარდი შეუმსუბუქდებოდა.ახლა კი ბოლომდე მაინც ვერ პატიობდა ანას ამდენი წლის ტკივილს.უნდოდა მართლა უნდოდა მაგრამ ბოლომდე არ გამოსდიოდა.ვერც ანა პატიობდა საკუთარ თავს თავის საქციელს.სანდრა ისეთ მდგომარეობაში გაიქცა ძალიან ნერვიულობდა რამე არ მოსვლოდა.უშედეგო ძებნის შემდეგ,სახლში ავიდა მობილურის ასაღებად.რიჩარდთან უნდა დაერეკა ასე ვერ იჯდებოდა და ვერ დაელოდებოდა სანდრას როდის მოუნდებოდა სახლში გამოჩენა.
-ალო რიჩარდ
-დედაა ეს ხო ვერ მოვიშორე რა მოიფიქრე ახლა?რამე იდეა გაქ?მოიცა რას ქოშინებ რა ხდება
-სანდრაა
სანამ ანა სათქმელს დაამთავრებდა ლამის გული გაუსკდა,თითქოს დენმა გაუარაო გააკანკალა
-რა?რა სანდრა რა მოუვიდა რა ხმა გაქ
-დამაცდი?
ანა ისეთი განერვიულებული იყო რიჩარდს უყვიროდა
-სახლიდან საშინლად განერვიულებული გაიქცა,ვერსად ვპოულობ არ ვიცი რა უდნა ვქნა
-დამელოდე მალე მოვალ
რიჩარდი სპორტულებით გავარდა,მანქანა ელვის სისწრაფით მოსწყვიტა ადგილს.ასეთი აღელვებული ალბათ არასდროს არ ყოფილა.თუმცა რა გასაკვირია შეყვარებული ხომ არასდროს ყოფილა.
სანდრა მიდიოდა და თვითონაც არ იცოდა სად.რომ დაიღალა სკვერში სკამზე ჩამოჯდა.თხლად ეცვა არადა უკვე შუა ღამე იყო და ციოდა.სკამზე ფეხები აიკეცა და ხელები შემოხვია,თხელ მაისურში ქარი შედიოდა და გაყინულ სხეულზე ეალერსებოდა.თითქოს სიამოვნებდა კიდეც სიცივის,ტკივილის შეგრძნება.თავს საშინლად გრძნობდა.ყველაფრის გამო იმის გამო რომ ალექსანდრე დღემდე არ იყო მისთვის სულ ერთი.განა უყვარდა არა რა სისულელეა უბრალოდ იმდენად ბრაზობდა მასზე,ზიზღში გადასდიოდა და ესეც არ უნდოდა არ უნდოდა მასზე შურისძიების გრძნობა კიდევ ჰქონდოა მაგრამ ჰქონდა.ვერ ივიწყებდა განვლილ წლებს,შურსიძიების სურვილი ახრჩობდა,თითქოს მუცლიდან მოდიოდა და საფეთქლებში უჭერდა.ვერ იტანდა ამ შეგრძნებას.ვერ იტანდა იმას რომ გამუდმებით ფიქრობდა ალექსანდრესთვის გული ეტკინა.ვერ იტანდა იმ ფაქტს რომ მის გამო შეიძლება მეორედ დაეკარგა მეგობარი.ყველაზე მეტად იმაზე დარდობდა რიჩარდი როგორ მიიღებდა იმას რომ მან ალექსანდრე სამუდამოდ ვერ გააქრო.როგორ მიიღებდა იმას რომ სანდრა ლონდონში მის გამო იყო.იმის გამო რომ ის დაევიწყებინა და გამხდარიყო ძლიერი,ისიც იმის გამო,რომ მასზე ეძია შური.ხვდებოდა რომ რიჩარდი არ იყო მის მიმართ გულგრილი ეგ ურევდა გულს.გულს ურევდა ის ფაქტი რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანს უყვარდა საშინელი ადამიანი რომელიც მის გამო უნდა დატანჯულიყო.ეს თვითონ თვლიდა ასე თორემ საშინელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო.სანდრა როგორ უნდა ყოფილიყო ცუდი.
-ღმერთო მიშველე,შენ ხომ სულ ჩემს გვერძე ხარ,ხომ იცი რომ ახლა დახმარება მჭირდება.დამავიწყდა მეგობარს როგორ უნდა მოექცე.მაგრამ არ მავიწყდება როგორ უნდა გძულდეს ძველი სიყვარული.ღმერთო ასე აღარ შემიძლია.ეს ზიზღი მანადგურებს.
სანდრა ბუტბუტებდა და აქეთ იქით შეშინებული იყურებოდა თითქოს სრულიად უცხო გარემოში იყო.
-ღმერთო აქ რას ვაკეთებ აქ რა მინდა,ამ ცივ ქალაქში რატომ ვარ,მე ჩემს თბილ ქვეყანაში უნდა ვიყო.ჩემი სოფელი უნდა ვნახო.აქ ვეღარ გავძლებ.აქ აღარ მინდა.აქ არ შეიძლება.დავბრუნდები და ყველაფერს იქ დავივიწყებ სადაც დაიწყო.ღმერთო დამეხმარე,საშინელი ადამინი ვარ.ყველას გულს ვტკენ იმის გამო რომ ოდესღაც მეც მატკინეს,მე ხომ ასეთი არ ვიყავი.რა მომივიდა
სანდრა უკვე სახლში ბრუნდებოდა.თითქმის თენდებოდა ის კი თხელი მაისურით,დილის ლონდონში მიაბიჯებდა.ჯერ კიდევ არ გაუნათებია მზეს ქალაქი.რიჩრდი და ანა კი ოთახში სხედან დივანზე და სივრცეში იყურებიან.უძილობისგან ორივეს ჩაშავებული აქვს თვალები.ახლო მახლო თითქმის ყველა ქუჩა მოიარეს მაგრამ უშედეგოდ.სანდრას ძებნა ამხელა ქალაქში სისულელე იყო.ლოდინის მეტი არაფერი დარჩენოდათ.
-რიჩარდ მითხარი რა მეშველება?სანდრას რომ რამე მოუვიდეს რაღა მეშველება?
-ანა გაჩუმდი,შეიძლება გავგიჟდე სისულელეებს ნუ ამბობ
-რიჩარდი იმაზე მეტად იყო განერვიულებული ვიდრე ოდესმე ყოფილა.ასე არასდროს უდარდია.აქამდე თუ იცოდა რომ უყვარდა ახლა დარწმუნდა რომ ჩვეულებრივად კი არა არაამქვეყნიურად უყვარდა.თითოული კუნთი ეჭიმებოდა იმის წარმოდგენაზე რომ სანდრას შეიძლებოდა რამე მოსვლოდა.ანასთვის აქამდე არ უკითხავს რა მოხდა,მარტო ის იცოდა რომ იჩხუბეს.თითქოს კითხვის დასმის ეშინოდა.ანას თვალებში კითხულობდა რომ არ მოუნდებოდა იმისი ცოდანა რის გამოც იკამათეს.ვერ კითხა,თუ არასასურველ პასუხს მიიღებდა შეიძლება მართლა გაგიჟებულიყო.ბოლომდე მაინც ვერ მოითმინა მაინც ჰკითხა
-ბოლოს მომიღებს არა?კითხვაზე პასუხი რომელიც ახლა უნდა გკითხო ბოლოს მომიღებს არა?
-...რიჩარდ მე..
-რატომ?ალექსანდრეს ეხება არა?
ანა ვერ ბედავდა ყველაფრის თქმას.არ შეეძლო მისთვის ამის თქმა.უბრალოდ თვი დაუქნია.თითქოს ამ ჟესტმა გააშეშა.ძარღვები დაებერა სურვილი გაუჩნდა საკუთარი თავი ეცემა იმის გამო რომ ასე უყვარდა,ასე სტკიოდა.მაგრამ არ შეეძლო არ ყვარებოდა.
-რიჩარდ მე ვერაფერს გეტყვი,უბრალოდ არ ვიცი რა უნდა გითხრა.მაგრამ ის ვიცი რომ რასაც ახლა შენ ფიქრობ სისულელეა,სანდრა ალექსანდრეს გამო არ წასულა,ნუ გარკვეულწილად ასე იყო მაგრამ არა იმის გამო რომ უყვარს.
ეს არ იყო სასურველი პასუხი მაგრამ იმ საშინელ გრძნობას რომ საყვარელ ქალს სხვა უყვარდა ჯობდა.ორივე ჩუმად იჯდა სახლში სანდრა რომ შევიდა.სახეზე ადამიანის ფერი არ ედო.აბა რა იქნებოდა მთელი ღამე ამ ცივ ქალაქში გარეთ იყო.სულ გალურჯებული იყო,რიჩარდს გული შეეკუმშა ასეთი რომ დაინახა,დივნიდან წამოხტა და სანდრას მოეხვია,არ ადარდება თუ არ მიიკარებდა არც ის ადარდებდა რატომ მოიქცა ასე ახლა მხოლოდ ის უნდოდა მასთან ყოფილიყო მისი სხეული ეგრძნო.რომ არ მისულიყო ან რამდენიმე წამით გვიან მოხვეოდა დაეცემოდა.კიდურები იმდენად ჰქონდა გაყინული თავს ვეღარ იმაგრებდა.რიჩარდს მკლავებში ყავდა მოქცეული და თავზე კოცნიდა.რომ მიხვდა თავს ვერ იმაგრებდა,ხელში აიყვანა და საძინებელ ოთახში შეიყვანა ანამ საბანი ახადა და ლოგინში ჩააწვინეს.საშინელი კანკალი აუტყდა.სიცივიდან სითბოში მოხვედრამ ააკანკალა. არ იყო საკმარისი სითბო.სახე სულ გალურჯებული ჰქონდა და ხმას ვერ იღებდა.რიჩარდს სახეზე ეწერა რომ შეშინებული იყო და არ იცოდა რა ექნა.სანდრა რომ დააწვინა საშინელი სიცივე იგრძნო მკერდში.სანდრა გაყინული იყო და ის ვერ გაათბობდა,მისი სიახლოვისგან გამოწვეული სითბო იყო ის რამაც რიჩარდი ასე გაათბო.
-სახლში მინდა
კანკალით თქვა სანდრამ.
-ჩემს სახლში მინდა
რიჩრდს უარესად შეეშინდა
-სანდრა სახლში ხარ დამშვიდდი...
-არაა არაა მე ჩემს სახლში მინდა
მიხვდა რიჩარდი სანდრა რომელ სახლსაც გულისხმობდა,ფეხსაცმელი სასწრაფოდ გაიხადა და ლოგინში მის გვერდით დაჯდა.ზურგით საწოლის თავს ეყრდნობოდა.სანდრა ჩაიხუტა და საბანი შემოაფარა.ხელებს უსრესდა ცდილობდა გაეთბო.ანა სამზარულოში იყო ჩაის გასაკეთებლად.სანდრა სიცივისგან რიჩარდი კი მისი სიახლოვისგან კანკალებდა.მისი ხელები ხელებში მოიქცია და გასათბობად ტუჩებთან მიიტანა,პატარა და გაყინული თითები ჰქონდა.ნაზად აკოცა და გაეღიმა სანდრას რეაქციაზე.მკერდზე ჰყავდა აკრული და იმდენად ძლიერ ეხვეოდა ლამის გაჭყლიტა.თვითონ სანდრა?სიამოვნებდა როგორ არა მისი სიახლოვე.მთლი სხეული გაუთბა.მისი მკლავები საუკეთესო ლოგინად ეჩვენა.სიამოვნებით გაატარებდა ასე მთელ ცხოვრებას მაგრამ რაღაც არ აძლევდა საშუალებას ამაზე ეოცნება.თავისი თავი საშინელი ადამიანი ეგონა.რიჩარდს ვერ გაიმეტებდა თავისი სიბოროტეებისთვის როგორც თვითნ უწოდებდა თავის თავს.რიჩარდი კი თვლიდა რომ მასეზე თბილი და საყვარელი არსება არასდროს უნახავს.რამდენი ქალი არ ყოლია მაგრამ არც ერთი არ ყოფილა მისნაირი თბილი.ხო ასეთი გაყინულიც კი თბილი იყო მისთვის.თბილი და სათუთი.ვერ ხვდებოდა ამდენი ხანი რატომ არ უთხრა რომ უყვარს.ანა რომ შევიდა ჩაის ფინჯნით ხელში,გაეღიმა მათ დანახვაზე.სანდრას ეძინა ან უბრალოდ თვალები ეხუჭა.რიჩარდს კი ნამდვილად მარტო ეხუჭა თავალები,რა დააძინებდა მიუხედავდ იმისა რომ მთლი ღამე არ უძინია ახლა რა დააძინებდა.ახლა მისთვის უნდა ეყურებინა.თვალები მარტო იმიტომ დახუჭა რომ სანდრას კოცნა წარმოედგინა.
-ეი
ანა ჩურჩულით ლაპარაკობდა,და კითხვისნიშნიანი სახით უყურებდა
-ანა რის გამოც არ უნდა გეჩხუბათ თუნდაც იმ იდიოტის გამო ჩემთვის სულ ერთია მთავარია მას არავინ უყვარს
რიჩარდმაც ჩურჩულით უთხრა.ნახევარი წუთით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.ანამ იცოდა რომ იარაღი რომ მიეშვირა ახლა რიჩარდს მაინც ვერ ააყენებდა სანდრას საწოლიდან ამიტომ თვითნ მისაღებში გავიდა დასაძინებლად.ასეთი ღამე არც ერთს არ ჰქონია არასდროს.ყველაზე მშვიდად ეძინა საქართველოდან წამოსვლის შემდეგ.რიჩარდს კი ასე თბილად არასდროს სძინებია.ანასთვისაც განსაკუთრებული ღამე იყო.დილით კისერგაშეშბულმა გაიღვიძა ისე ცუდად ეძინა.რიჩარდისთვის იყო სამაგიეროდ ზღაპრული და რაც მთავარია თბილი დილა.ისევ ისე იწვნენ როგორც ჩაეძინათ.დილით ანას თავის მოძრაობამ გააღვიძა.თავი უკეთესად მოათავსა რიჩარდის მკერდზე და ძილი განაგრძო.ერთიანად რომ ამჩატდები,თავი მსუბუქი რო გეგონება,რომ გგონია გაფრინდები,გული გაასმაგებულად რომ ცემს და გეშინია არ ამოხტეს ეგეთ მდგომარეობაში ჩავარდა რიჩარი მძინარე სანდრას დანახვაზე.იმდენი ხანი უყურა გააღვიძა.ეგრევე გრძნობდა მძინარეც კი თუ ვინმე უყურებდა
-რატო მაშტერდები?
-...
-შენ გეკითხები ეე
-უყურე რაა განა იმას მკითხავს ჩემს საწოლში რა გინდაო
ორი წუთის წინ წამოწეული თავი ანამ ისევ კომფორტულად მოათავსა მკერდზე და გაჩუმა.
-ვიცი,ყველაფერი მახსოვს
რიჩარდს არაფერი უთქვამს.თმაზე დაუწყო თამაში.რომ მიხვდა არაფრის თქმას არ აპირებდა თვითონ კითხა
-ჩემთვის არაფერი გაქვს სათქმელი?
სანამ სანდრამ პირი გააღო რამის სათქმელად ოთახში ანა შემოვიდა წიოკით.
-დედააა მიშველეეთ
თავი გვერძე ჰქონდა გადაწეული და ყოველი მცდელობის მერე გაესწორებინა საშილად წიოკობდა და წიოკის გამო უფრო სტკიოდა კისერი
-რა დაგემართა გოგო
-რა და გუშინ ეგ ვაჟბატონი ისე ნაგლად მეუბნებოდა თვალებით აქედან მაინც არ ავდგები რამდნეიც გინდა მიყურეო რომ დივანზე დავიძინე ა შედეგიც
ანამ კისერზე მიიდო ხელი და კიდე დაიყვირა
-ფუიი შენი,მოგიწევთ თქვენ მომხედოთ,თქვენს გამო დავზარალდი.დროზე აბრძანდით მშია
-ე ეს ნახე რა?
-რა ქალბატონო დაზარალებული აქ მე ვარ და გთხოვთ მომიაროთ
სანდრა სიცილით წამოდგა და რიჩრდიც მას მიყვა
-ყავა გამიკეთე და რამე ნამცხვარიც მოაყოლეეეე
ანა უკვე საოლზე იწვა და იქიდან ეძახდა სანდრას.სამზარეულოში სიცილით შევიდნენ რიჩარდმა ყავა გააკეთა ანამ თებშზე ნამცხვარი დადო და რიჩარდს გაატანა ანასთან
-აი ეგრე მომემსახურე ზარალი ხომ უდნა ავინაზღაურო.
-ახლა წავალ რამე მალამოს მოგიტან და მომსახურებაც აღარ მომიწევს
-იყოს არ მინდა შეწუხდე ასე მირჩევნია
-ხო არაა?კიდევ რამე მოგართვათ
რიჩარდი ხმამაღლა იცინოდა.ანა იფერებდა და კიდევ ფიქრობდა რა ეთხოვა
-მმ ახლა არაფერი დაგიძახებ თუ რამეა
სანდრას ესმოდა ყველაფერი.თითქოს ბედნიერი დილა იყო.რაც მთავარია არც ერთი არ იხსენებდა გუშინდელს.იცოდნენ რომ როცა მზად იქნებოდა თვითონ მოუყვებოდა ყველაფერს.სანდრა კი თავს უხერხულად გრძნობდა.ანას აწყენინა არადა არ უნდოდა უბრალოდ თავი ვეღარ შეიკავა.ახსოვს სახლში რომ მივიდა რიჩარდს რა სახე ჰქონდა საშინლად ანერვიულა, მის გამო მთლი ღამე გაათენეს.ახლა კი არაფერს არ იმჩნევენ იმის გამო რომ სანდრამ თავი უხერხულად არ იგრძნოს.მიხვდა რომ ამ ორი ადამინის ფასი არაფერი არ იყო მთელს ქვეყნიერებაზე. მათ გამო ყველაფერი უნდა გაეკეთებინა მაგრამ შეძლებდა კი?ახსოვდა გუშინ რაზეც ფიქრობდა და ისევ იმ აზრზე იყო.აუცილებლად დაბრუნდებოდა სახლში.თავის სახლში.აუცილებლად დაამთავრებდა ყველაფერს.ჩაფიქრებუი იდგა ბართან რიჩარდი რომ მიუახლოვდა.
-სანდრა რა მოხდა?რა დაგემართა
-ახლა არა გთხოვ
სანდრა საუბარს გაურბოდა რა უდნა ეთქვა?მიყვარხარ მაგრამ პირველი სიყვარული იმდენად მძულს რომ მეშინია ამ სიძულვილმა ჩემს სიყვარულს ხელი არ შეუშალოსო?თუ ის ეთქვა მეშინია ბოლოს შენც ალექსანდრესავით არ მომექცე და შენს მიმართაც ზიზღი არ ვიგრძბოო.ვერც იმას ეტყოდა მეშინია ჩემი თავისო,მეშინია ვინმეს ვენდოვო.არაფრის თქმა არჩია მასთან ლაპარაკს.ანა ლაპარაკობდა სამაგიეროდ ბევრს.მთელი დილა რიჩარდიც და სანდრაც აქეთ იქით არბენინა.შუადღით რიჩარდს საქმე ჰქონდა და წავიდა.მანამდე ანას მალამო ამოუტანა და დაუბარა რომ დაგირკავ ასე აღარ იყოვო.სანდრაც სამსახურში წავიდა.ანასთვის არ უთქვამს რატომ.არ ეგონა ასეთი ძნელი თუ იქნებოდა.ხომ ოცნებობდა სახლში დაბრუნებაზე,მაგრამ ძნელი ყოფილა იმ ადგილის დატოვება სადაც წლებია მუშაობ.უფროსს რომ სთხოვა სარეკომენდაციო წერილი დაეწერა და სამსახურიდან გაეშვა ყველას გაუკვირდა.არ იჯერებდნენ,მისი კარიერა ზენიტში იყო ახლა არ უნდა დაეტოვებინა ყველაფერი
-მე ხომ ყოველთვის ვამბობდი რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი საქართველოში
-ხო მაგრამ ამ დროს?როცა სერიოზული საქმე უნდა მომეცა
-რიჩარდს მიეცით შესანიშნავი ადვოკატია.
-მგონი ეს ორი დამცინის,სულ რამდენიმე წუთით გაგასწრო რიჩარდმა ერთ თვიანი შვებულება მთხოვა და თუ არ მივცემდი საერთოდ წავიდოდა სამსახურიდან
-რა?
-რა და ერთი თვით დასვენებას აპირებს ბიჭი
-არ ვიცი რიჩარდი რატომ წავიდა მაგრამ მე აუცილებლად უნდა გამანთავისუფლოთ
-კარგი რა გაეწყობა მაგრამ ამას არ უნდა აკეთებდე,ხომ ხვდები რომ ანგრევ შენს კარიერას
- ჩემი კარიერა ისეთი ბრწყინვალე აღარ იქნება მაგრამ დანგრევით არ დაინგრევა
-კარგი ნება შენია,სარეკომენდაციო წერილს ახლავე დაგიწერ თუ დამელოდები.რადგან არც ერთი საქმე არ გაბარია შეგიძლია დღესვე განთავისუფლდე.
-დიდი მადლობა
სანდრამ თავისი ნივთები შეაგროვა და სალში წავიდა.ყველაფერს მოაგვარებდა და აუცილებლად წავიდოდა საქართვლოში.მაგრამ მერე მე რა მეშველება?მის გარეშე ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია ჩემთვის.მე მისი აჩრდილი ვარ მის გარეშე ჩემი ფანტაზია ისეთი ძლიეირ აღარ იქნება.
რიჩარდმა შვებულება აიღო.სანდრა ვერც კი წარმოიდგენს რიჩარდი რას აპირებს.სამი ბილეთი იყიდა თბილისის მიმართულებით.ანუ საქართველოში მიყვება გოგოებს?.იმ საღამოს ვერ მოახერხა სანდრასთან მისვლა.მეგობრის ქორწილი იყო და ვერ მიატოვებდა.სამაგიეროდ სანდრამ შეძლო ორივეს მიტოვება.საღამოს ბილეთები დაჯავშნა დილის რეისზე.ცოტაოდენი ტანსაცმელი ზურგჩანთაში ჩაალაგა,სახელფასო კარტა აიღო რომელზეც სოლიდური თანხა ჰქონდა დაგროვებული.ფული სად უნდა დაეხარჯა.ხელფასიდან ნახევარსაც არ ხარჯავდა.ამიტომ საკმაოდ დააგროვა.დილით 6 საათზე გაიღვიძა,თავის სახლს შეავლო თვალი უყვარდა თავისი ბუდე.ყველაფერი თავისი გაკეთებული იყო როგორ არ ეყვარებოდა?ანას ფრთხილად აკოცა რომ არ გაეღვიძებინა და კარი გამოიხურა.ანას წერილი დაუტოვა რომ არ შეეძლო მისი გაღვიძება.ყველაფერი მარტო უნდა გაეკეთებინა.ჯერ თვითნ უნდა ეპატიებინა საკუთარი თავისთვის ყველაფერი და მერე შეძლებდა ანას პატიების მიღებას.წერილის ბოლოში ბოდიშს უხდიდა და გასაღებს უტოვებდა.რა ეგონა ანა აქ მის გარეშე გაჩერდებოდა?ან მე გავჩერდებოდი აქ მის გარეშე?აეროპორტში რამდენმე წუთი მოუწია დაცდა მერე კი ჩასხდომა დაიწყო.სიხარულით მიდიოდა სამშობლოსკენ მაგრამ აქაურობაც მოენატრებოდა.შეუძლებელია 9 წელი იცხოვრო და ადგილი არ შეგიყვარდეს.აქედან ბედნიერი წავიდა.თუმცა კი იცოდა რომ ამით რიჩარდთან ყველანაირ შანსს იკლავდა.
მე უკვე იმაზე ფიქრი დავიწყე რა გამეკეთებიან.აქ ნამდვილად არ გავჩერდებოდი.ჯერ ერთი მასზე ისტორია მქონდა დასამთავრებელი,მეორე კი მის გარეშე ვერც ერთ ისტორიის დაწერას ვერ შევძლებდი.აი ასე ერთ დღეს დავინახე პარკში მოსეირნე გოგო ძირს რომ დაჯდა და ჩიტებს დაუწყო ლაპარაკი,მას მერე მის აჩრდილად ვიქეცი და ყოველდღე ვრწმნდებოდი იმაში რომ ტყუილად არ მომხიბლა.ის ჩემს მუზად იქცა.სანამ მე აეროპორტში დავრეკე და მეორე დღისთვის ბილეთი დავჯავშნე.ანამაც გაიღვიძა.წერილი რომ ნახა იმხელაზე იღრიალა კარში შესულ რიჩარდს გული გაუსკდა.
-კარი ღია იყო და შემოვედი რა გაყვირებს?თავი მისკდება ისედაც
-ამას რომ წაიკითხავ თავიც გაგისკდება და გულიც ზედ მიყვება
-რა არის მომეცი
რიჩარდმა წერილი რომ წაიკითხა ფეხებ ქვეშ მიწის გამოცლა იგრძნო.ანა მართალი იყო თავი უარესად ასტკივდა და გულმაც მას მიბაძა.ვერ იჯერებდა რომ ასე წავიდა და მას არაფერი უთხრა.
-ჩემთვის არაფერი დაუტოვებია აზრზე ხარ?



№1 სტუმარი qeti

dzaan magaria momwons kargi istoriaa magrqm agar daagviano ra shemdegi tavi :-D

 


№2 სტუმარი black

Kaia zoi dzaan Da velodebi shemdeg tavs aucileblad icodeee..da AR daagviano she arapunqtualurs dagiidzaxeb Sul icode wink

 


№3  offline წევრი zoi

black
Kaia zoi dzaan Da velodebi shemdeg tavs aucileblad icodeee..da AR daagviano she arapunqtualurs dagiidzaxeb Sul icode wink

რაღაც პრობლემები იყო ოჯახში,ბებია გარდამეცვალა და არ შემეზლო რამის დაწერა,აწი აღარ დავაგვიანებ გპირდები

 


№4  offline წევრი tvinischia

vaime yvela tavi wavikitxe ertad ra magriaaa male dade shemdegi ar daagviano kochagg ❤❤❤

 


№5  offline წევრი zoi

tvinischia
vaime yvela tavi wavikitxe ertad ra magriaaa male dade shemdegi ar daagviano kochagg ❤❤❤

დღეს აუცილებლად დავდებ,მადლობააა <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent