შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი სასწაული ხარ! 3


17-12-2015, 21:31
ავტორი blue jeans
ნანახია 2 510

დრო სწრაფად გადიოდა და ყველაფერი რთულდებოდა.კრიზისი დაიწყო და სამსახურს ვერ პოულობდა ანდრონიკაშვილი.ირემაშვილის ხელფასი კი ყველაფერს ვერ სწვდებოდა.
-გადავალ აქედან და როგორმე ჩემთვის ვიცხოვრებ რომ არ შეგაწუხო
ხშირად უთქვამს ანდრონიკაშვილს მაგრამ ირემაშვილი ისე დაუცაცხანებდა რომ ამის თქმის სურვილი ეკარგებოდა
-იცოდე ასეთი რამ მეორედ აღარ გაიმეორო თორემ ფანჯრიდან გადაგკიდებ.უბრალოდ ცოტა ხანს გვჭირს.მერე სამსახურს იპოვნი და ამოვიქაჩებით.იცოდე ჩვენ მეგობრები ვართ და მეგობრობას სხვანაირი განმარტება აქვს,ის არ განისაზღვრება მატერიალურით მითუმეტეს ჩვენ მეგობრობას ვერ შეეხება ვერავინ და ვერასდროს დაანგრევს ამ ყოველივეს ის რომ ზოგჯერ სახლში გვიან მოვდივარ ქანცგაწყვეტილი და ვერც ის რომ ზოგჯერ ფული არ გვყოფნის რომ ქირა გადავიხადოთ.ფული წარმავალია მაგრამ მეგობრობა ამის გამო ვერასდროს დაინგრევა.
ბევრჯერ უტირია ანდრონიკაშვილს იმის გამო რომ მისი დაუდევრობის გამო ახლა ყველაფერი ანკას ეწვა კისერზე ბევრჯერ სუიციდზეც უფიქრია.
ყოვლთვის რაღაც აჩერებდა ყოვეელთვის.
ისევ გარბოდა დღეები თუმცა უფულობა ჯიუტად იდგა ერთ ადგილზე და არ აპირებდა სადმე წასვლას.არა მხოლოდ გოგონები არამედ მთელი ქვეყანა ამ დღეში იყო არავინ იცოდა რა ექნათ.ხუთი ადამიანიდან სახლში ორი თუ მუშაობდა და ისინიც ისეთ ხელფასს იღებდნენ თვიდან თვემდე ვერ ყოფნიდათ.
ირემაშვილის შემოსავლის წყაროც დაიხურა.დიახ ერთადერთი წყარო რომელიც მათ ჰქონდათ გაქრა.
თვალცრემლიანი ირემაშვილი სახლში რომ მოადგა ანდრონიკაშვილს მიხვდა რომ მათი საქმე ცუდად იყო.
-დაწყნარდი სამსახურს როგორმე ვიშოვნით და ამ სახლის ქირას გდავიხდით არ გაგვყრიან
ამშვიდებდა ქეთი ანკას მაგრამ ამაოდ ის ტირილს აგრძელებდა.
-წინა თვის ფულიც გადასახადი გვაქვს 200 ლარი ახლა კიდევ მალე მოითხოვს ამ თვისასაც და 400 ლარი საიდან მოვიტანოთ??
-გთხოვ ასე ნუ ნერვიულობ როგორმე რამეს მოვიფიქრებთ
იმ ღამით არ სძინებია ანდრონიკაშვილს.
დილით ადრე ადგა და ქალაქში გავიდა.მოდუდუნე ქალაქს ჯერ კიდევ ეძინა და კიდევ კარგახანს არ გაიღვიძებდა.მერე კი მდინარეში ერთი ქალის სხეულს იპოვიდნენ რომელიც იმიტომ გადახტა რომ ეკონომიკურად უჭირდა.
ფიქრობდა ანდრონიკაშვილი და გზას მიიკვლევდა.ცხელი ასფალტი ფეხებს უწვავდა მაგრამ ვეღარ გრძნობდა.
სტკიოდა ანდრონიკაშვილს ძალიან სტკიოდა გული რომ ასე უნდა მომხდარიყო.ის ერთი უსარგებლო ადამიანი იყო რომლის სიკვდილის შემდეგაც ამ ქვეყანას კიდევ ერთ ცოდვილს მოაშორებდა.
როგორც იქნა მიუახლოვდა მდინარეს და ზემოდან გადახედა.გაეღიმა.
სიომ თმა აუფრიალა და თვალები დახუჭა.გაღიმებული იდგა და სახეზე ქარი ელამუნებოდა.
-კარგია არა??
მოესმა უცნობის ხმა და თვალები გაახილა.
გვერდით კაცი ედგა ეცნო მისი სახე და მისი თაფლისფერი თვალებიც რომელმაც პირველივე შეხვედრისას დააბნია.
-კარგია
უპასუხა ჩამწყდარი ხმით ანდრონიკაშვილმა
სიჩუმემ დაისადგურა.ანდრონიკაშვილს გულს უღრღნიდა ის ფაქტი რომ მაინცდამაინც ახლა გამოჩნდა ეს კაცი და გადახტომაში ხელი შეუშალა.
ნელ-ნელა მანქანები ახმაურდნენ.
მწველმა მზემ ანდრონიკაშვილს სახე დაუწვა და პირი გაუშრო.
-სახლში წასვლის დროა თქვა ქეთიმ და გზისკენ შებრუნდა.
მამაკაცმა ხელზე ხელი მოკიდა და ტუჩებზე ეამბორა.
ქეთი მამაკაცის ცხელმა ტუჩებმა წამიერად გათიშა დაიბნა რადგან ეს მისი პირველი კოცნა იყო.ასეთი მშვენიერი გრძნობა პირველად ეწვია ანდონიკაშვილს და მოუნდა ამ გრძნობით დამტკბარიყო.
ქეთი გონს მოეგო და რომ მიხვდა რაც ხდებოდა მაშინვე ცხელმა ცრემლებმა დაუსველა სახე.მამაკაცმა იგრძნო ეს ცრემლები და მოშორდა მის მათრობელა ტუჩებს.
ვერ გაეგო რა დაემართა ანდრონიკაშვილს რომელიც ცხარე ცრემლით ტიროდა და თვალებით კიცხავდა მამაკაცის ამგვარ ქმედებას.
დიახ! ვერც ანდრონიკაშვილი ხვდებოდა რას გრძნობდა, მის სულში რა ხდებოდა არც ის იცოდა.ერთი მხრივ სიამოვნებდა ეს კოცნა მაგრამ გული სტკიოდა რომ უცხო მამაკაცმა პირველი ამბორი წაართვა.ის გაქურდულად გრძნობდა თავს და ამიტომ განიცდიდა.
არც კი იცოდა რომ მის სულში ახალი ჯერაც სათუთი სიყვარული იბადებოდა.
ჯერ კვირტი იყო თუმცა გაზაფხული მალე გაფურჩქნიდა და დაამშვენებდა მას.
სახლში უნდა წავიდე ამოთქვა სუნთქვაშეკრულმა და გეზი სახლისკენ აიღო.
არც კი მიუხედავს უკან.მიდიოდა მწველი მზის ქვეშ და ცრემლები ნაკადულივით სდიოდა.


------------
პ.ს ძალიან მიხარია რომ მოგწონთ და კითხულობთ და დიდი მადლობა გამამხნევებელი კომენტარებისთვის.
ველი კომენტარებს შეფასებებს და კრიტიკასაც. მინდოდა უფრო მეტად მივვახლოვებოდი ანდრონიკაშვილის სულიერ მდგომარეობას.
იმედია მოგეწონებათ <3 :)



№1  offline წევრი cancara

კი კარგია მალე დადე

 


№2  offline წევრი ♡EPICLOVE♡

momewona dzaan ogond gogoebi mecodebian dzalian da ar damitovo axla ise
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№3  offline წევრი blue jeans

არა ვერ გავიმეტებ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent