ცრემლიანი ღამეები (თავი 2)
გული შემეკუმშა,ძლიერად შევისუნთქე ჰაერი და საწოლზე დავეშვი,გონება მებინდებოდა,ჩემს თავში ის მოგონებები მოდიოდა წინ,რომელიც მას მახსენებდა.მისი სითბო,მისი ღიმილი..ის ჩემი მეგობარიც იყო და საყვარელი მამაკაციც,ის იყო,ვინც მჭირდებოდა და მუდამ დამჭირდება.მის გარეშე ყვალაფერი ამაოა,დღე ბნელია,ღამე კი -კოშმარებით სავსე. ლეილაზეც გამეფიქრა,როგორ შეეძლო ასეთი რამ ეთქვა ჩემთვის,ვერ ხვდებოდა,რომ გული მატკინა და ყველაფერი ჩამწყვიტა..იქნებ ჩემი უბედურება მაშინებდა,იქნებ ის ცრემლიანი ღამეები მღრღნიდა და ძირს მაცლიდა..მისი სახელის გაგონებაც კი ამანთებდა და გავარვარებულ გულს დამიწვავდა..არ მჯეროდა,რომ ასე მარტო დავრჩი ამ ყველაფრის წინაშე.ზოგჯერ ცხოვრება სულ არ მინდოდა,მაგრამ რაღაც შეუცნობელი ძალა მაკავებდა და მაბრუნებდა მისკენ. -კარი გააღე..-საღამო იქნებოდა,როცა ზარი მომესმა.ჩემს ოთახში გაჩერებულიყო საათი და დროის მსვლელობასაც ვერ ვიგებდი. -ახლავე-წამოვიწიე და უკმაყოფილო სახით გავაღე კარი. -აი,ასე...მისმინე, იცი რა მოგიტანე.. -რა? -იოგაზე ჩაგწერე...ივლი ხოლმე..ვიცი,რომ გიყვარს და იქნებ.. -რა? ის მიწაში იყოს და მე გავერთო..მე ვისიამოვნო ამ ცხოვრებით? -ქრისტი,ნუთუ ვერ ხვდები,რომ საკუთარ თავს ინადგურებ..ვერ ხვდები,რომ ასე არ შეიძლება..განა მას უნდოდა,რომ ასეთი ყოფილიყავი?-ხელი ხელზე ძლიერად მომიჭირა. -ისევ თავიდან..-სახეზე ავიფარე ხელები და გავარვარებული სხეული სააბაზანოში შევიტანე. -ასე არა? ასე უსიცოცხლოდ და ასე სასტიკად? არ შეგიძლია,რომ არ იყო ასეთი პესიმისტი.. -ის აღარაა..-ვკიოდი და ცის წყალს ტანს ვუშვერდი. -არა..არა,ქრისტი..მე შენთან ვარ!-გავიგე ლეილას ხმა და რაღაც შვება ვიგრძენი.ის მართლაც ჩემთან იყო... *** -ვწუხვარ..-იოგაზე მართლაც მივედი.ლეილამ ძალით დამაქოქვინა მანქანა. -მადლობ. სახეზე ყველა მატყობდა,რომ განადგურებული ვიყავი..თავს უმწეოდ და უუნაროდ ვგრძნობდი,მაგრამ იმასაც ვგრძნობდი,რომ საყვარელი საქმე სიხარულს მგვრიდა..იქნებ ეს ახალი ემოციები და გრძნობები იყო,რაღაც ამოუცნობი..რაღაც შორი,რომელიც შორიდან მოდიოდა... საღამოს სახლში მოვედი თუ არა,ფილმი ჩავრთე..რაღაც კომედია ვნახე და გამეცინა კიდეც,სინდისი მქეჯნიდა თავიდან,მაგრამ შემდეგ ემოციებმა თავისი ქნეს.ლეილა მთელი კვირა მაიძულებდა,რომ სამსახურში დავბრუნებულიყავი,მთეხოვდა,მევედრებოდა...ბოლოს მეც დავთანხმდი,მაგრამ არ ვიცოდი და ჩამეცვა..ძველი სამოსი მას მაგონებდა..მაგრამ გადაყრაც არ მინდოდა,არ მინდოდა წარსულს გვაქცეოდი,ეს სისუსტეც იყო...უფრო მეტად კი არ მინდოდა,ჩემში იგი მომეკლა,არ მინდოდა მისი სახელი,რომ გამქრალიყო ჩემს გულში... -იქნებ უნდა გამოცვალო ეს ყველაფერი..გარდერობი ნივთები.. -არა,არ მინდა.. -დარწმუნებული ხარ,ქრისტ?-მკითხა ლეილამ და დაძაბულად მომიჯდა გვერდით. -კი...მე მიყვარს ეს სამოსი,მისი სურნელი ასდის,მას ვგრძნობ ხოლმე,როცა ამ ბალიშს გულში ვიკრავ...-ისევ ავიღე ბალიში და გულში ცოცხალი არსებასავით ჩავიკარი. -არა..ეს წარსულთან გაბრუნებს... -შენ ხომ არავინ გყვარებია.არ იცი რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა,ლეილა.. -არა,ქრისტ..მე უბრალოდ შენი მეგობარი ვარ და მინდა დაგეხმარო... -ხომ ხედავ,რომ ასე ვერ მეხმარები? *** ორშაბათი დილა გათენდა..ისევ ისმოდა ჩიტთა ჭიკჭიკი..ისევ დათარეშობდა ცაზე მზე და ისევ გვიახლოვდებოდა აპრილის დასასრული..გამახსენდა როგორ მიყვარდა მასთან ერთად სეირნობა,როგორ მიცემდა გული,როცა მის სიახლოვეს ვგრძნობდი...ისევ ვიგრძენი ძველი დროის კვალი,ადრე რეალური ვიყავი..ადრე ვიყავი ბუნებრივი მე და ცხოვრება მიხაროდა,მაგრამ ახლა...ახლა უბრალოდ მოსიარულე ჭურვი ვარ...საცაა ავფეთქდები და სხვის გულსაც თან წავიყოლებ..იქნებ ვერავინ მიტანს..ლეილაც როგორი საწყალი თვალებით მიყურებს ხოლმე.. ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებულად მძიმე იყო...ვგრძნობდი,რომ რაღაც გარდატეხა უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში და ამის მეშინოდა..არა,ეს შიშზე ძლიერი რამ იყო...მგონი,ასე არასდროს მინერვიულია.. სამსახურისთვის ძველი სამოსი გავამზადე და დილის შხაპის შემდეგ გადავიცვი..ჩვეულებრივად გამოვეწყვე...მაგრამ ეს მაინც რაღაც სხვა იყო,ამდენი ხნის მერე პირველად მოვკიდე ხელი მაკიაჟის ხელსაწყოებს...რაღაც შევიგრძენი,თითქოს ჩემი ქალული ნაწილი ისევ ცოცხალი იყო..ის ხომ მკვდარი მეგონა,მაგრამ იქნებ...ფიქრი შევწყვიტე და კარი გავაღე..მალე მისი ორმოცი იქნებოდა და კიდეც შევახსენებდა თავს მასზე ფიქრები.. *** სამინისტროში ვმუშაობ,აქ მუდამ გამოწკეპილი უნდა იყო...მაღლები,პერანგი დაუთოვებული,მოკლე იუბკა..არ ვიცოდი როგორ შვეწყობოდი ამ ყველაფერს,თავიდან როგორ ავუწყებდი ფეხს..მაგრამ ერთი ვიცოდი და ამაში დარწმუნებული ვიყავი,ლეილას ვალი უნდა გადამეხადა.. -მინისტრის მოადგილე დაბრუნდა..შეგცვლით..-მომესმა ხმები და გული ამიფართხალდა,არდა უკვე 26 წლის ვარ და მსგავსი რამეები არ უნდა მემართებოდეს..სინამდვილეში ვიცი,რომ გრძნობები თითოეულ ადამიანზე მსგავსად მოქმედებს. -ბატონო კახა,ბოდიშით..-დავიწყე მორცხვად. -არა,არ იდარდო...მესმის,ბოდიშს ნუ იხდი,ეს მე უნდა მოვიხადო,რომ ვერ მოვედი..და მხოლოდ დაგირეკეთ. -ორმოცზე შეგახსენებთ-ღიმილით ვუთხარი და კაბინეტისკენ წავედი. -რამე თუ დაგჭირდეთ,აქ ვარ..-მითხრა მინისტრმა. პასუხად თავი დავუქნიე და ჩემს კაბინეტში შევედი..აქ ყველაფერი ისე იყო,როგორც ადრე..არც არაფრის შეცვლა არ მინდოდა,არ მინდოდა,რომ გამექრო მისი ხსოვნა...აქაც რომ მაკითხავდა ხოლმე..გამახსენდა ერთხელ ერთ თანამშრომელთან ჩხუბი მოუვიდა,გინდა თუ არა ეფლირტავები ქრისტისო..როგორი ეჭვიანი იყო,ყოველ წამს თავს მახსენებს მისი გამოხტომები,სიგიჟეები. *** -დღემ როგორ ჩაიარა? -ორმოცზე კახაც მოვა.. -რა გინდა თავისი ადგილი დაგითმოს?-მკითხა ლეილამ და სიცილი დაიწყო. -არა..-ვუთხარი და ბუხრის წინ დავჯექი..ის ჩამქრალი იყო,რადგან აღარ იყო ზამთარი ...ამის დანახვამ შემაშინა,რომ ჩემს გულში არსებული გრძნობაც ჩაქრებოდა..გამახსნედა რას დავპირდი,მუდამ მეყვარები-მეთქი..მისი გარდაცვალების დღესაც ხომ ამას გავიძახოდი. -რაზე ჩაფიქრდი?-ლეილას ვერაფერს გამოაპარებს კაცი და,მით უმეტეს,მე..მუდამ ესმის რას ვგრძნობ,რას ვდარდობ..საოცარი ადამიანია. -უბრალოდ მეშინია,რომ ის დამავიწყდება.. -ასე თუ გააგრძელე,საკუთარ თავსაც მიაყოლებ..-წარბები მაღლა ასწია და ფეხზე წამომაყენა..-დადექი სარკის წინ-გაუცნობიერებლად დავემორჩილე. -რა იყო?-გავკვირვებული სახით მივაჩერდი. -რა ლამაზი და ახალგაზრდა ხარ..არ ხარ,მკვდარი და ძალით ნუ კლავ საკუთარ თავს..-ვერაფერი ვუპასუხე.. *** აპრილის ერთ ბოლო დღეს ორმოცის დასრულდა..დედამისმა თავის დიდ სახლში ჩაატარა ცერემონია..უკვე გვიანი იყო და ყველა იშლებოდა..კახა გაღიმებული მიყურებდა.. -მადლობ,რომ.. -თანამშრომლებს არ ვივიწყებ..-ვუპასუხე და დამშვიდობების ნიშნად თავი დავუკარი. -ხვალამდე.. -ისე არ გინდა გამაცნო? ცოლიანია?-წავიდა თუ არა,მკითხა ლეილამ. -ნუ ხარ ასეთი ცბიერი..-ბრაზით ვუთხარი დაქალს. -მართლა კარგი ტიპია..თან მინისტრი..რა კარგ ადგილას გაიჩითე.. -შენს სამსახურში ინადირე,ძვირფასო.. -კარგი ჰო...უბრალოდ მინდოდა,გამემხიარულებინე.. -თორემ მეც ვიცი როგორი ხარ ურთიერთობებში.. -ჰო,ჩემო კარგო..-ღიმილით მითხრა და ხელკავი გამიკეთა. *** მთელი ღამე ერთად გავატარეთ,ლეილას სახლში გავყევი და ძველებურად მივუჯექი დიდეკრანიან ტელევიზორს..ეს ყველაფერი ძველ დროს მახსენებდა და ემოციებს მმატებდა..ვსაუბრობდი თუ როგორი ბედნიერი ვიყავი ადრე და შეგრძნებებისგან ვიცლებოდი.. -იცი,როგორ მომენატრა ძველი ქრისტი.. -ისე ამბობ,თითქოს საუკუნე გავიდა.. -ჰო,ასეცაა..ზოგჯერ ერთი დღეც კი საუკუნეს უდრის..ზოგჯერ ისეთი დატვირთვა აქვს რომ... -კი,კი...და აღარ მინდა,რომ ახალგაზრდამ ვიხსენო წარსული ისეთი განცდებით,როგორც მოხუცმა..სამსახურში ხალხი როგორ მიყურებს,იცი? იცი,რას ვგრძნობ,როცა ვიღაცას ვებრალები? ვერ ვიტან ამ გრძობას..-თავი მხარზე ჩამოვდე და ტელევიზორს შევხედე.. -ყველაფერი კარგად იქნება..-ჩამჩურჩულა ლეილმა და თავზე ხელი გადამისვა. *** დილას ადრე გამეღვიძა..თავს განსხვავებულად ვგრძნობდი,რაღაც თავისუფლება ვიგრძენი..ისეთი გრძნობა იყო,თითქოს მხრებიდან რაღაც მომეხსნა.ფიქრები ამებლანდა ერთმანეთში,მაგრამ ავდექი და თავს დამძიმების საშუალება არ მივეცი.მაგიდაზე შევნიშნე ჩემი ჟაკეტი და შესანახად წავიღე,გარდერობში უნდა დამეკიდა,როცა შიგნიდან რაღაც ამოვარდა.ვიღაცის სავიზიტო ბარათი იყო,დავხედე უკმაყოფილოდ და გავიხსენე წინა დღე..ეს ჩემთვის არავის მოუცია,ამიტომ შევეშვი და თაროზე დავდე. -გაიღვიძე უკვე?-მკითხა თმააწეწილმა ლეილამ. -ჰო,ადრე უნდა წავიდე სამსახურში.. -ჰო,მეც..ჩაი გამიკეთე რა..-თბილად გამიღიმა და ფეხშიშველა წამოდგა. *** -დღეს წვეულებაა და უნდა მოხვიდე..-წამოსვლისას შემხვდა კახა. -წვეულება? ხომ მაგრამ.. -სამსახურებრივია.. -კარგი..-თავი დავუქნიე და კარებისკენ წავედი. შესაფერისი კაბა უნდა მეყიდა,მაგრამ არ მქონდა ამისი თავი..ლეილას დავურეკე და ვთხოვე გამომყოლოდა.ისიც დამთანხმდა,მაღაზიებში სიარულის დროს სულ იღიმოდა და იხსენებდა ძველ დროს. -გახსოვს როგორ გვუყვარდა ხოლმე აქ სიარული?-ემოციებით იმეორებდა ერთსა და იმავეს. -კი,მახსოვს..რა კარგი დრო იყო..კიდევ მინდა,რომ ასეთი მხიარული და სიცოცხლით სავსე ვიყო.. -დაგეხმარები..-ლოყაზე მაკოცა. -აბა,ნახე ეს კაბა...-მოტკეცილი,მოკლე შავი კაბა ვანახე.. -ძალიან გიხდება..შენი ტანისთვისაა შეკერილი-თვალი ჩამიკრა და შემომატრიალა. *** საღამოსთვის მზად ვიყავი.მანქანა დავქოქე და ჰორიზონტს გავყევი..ვგრძნობდი,რომ ცხოვრებას ვუნრუნდებოდი,რაღაც ძალა მემატებოდა,თავიდან შევიგრძნობდი ყველაფერს და მიხაროდა,რომ ცხოვრებას წვეთები ისევ ცვიოდა.. -გამარჯობა...გამიხარდა,რომ მოხვედი.. -დამაგვიანდა..-ტელეფონს დავხედე და დანანებით ვთქვი.. -სულ რაღაც ათი წუთი..-გამიღიმა კახამ და ხალხთან წარმადგინა. შუა წვეულების დროს საპირფარეშოში გავედი,მოვიწესრიგე თავი და ისევ გამოვედი გარეთ..კახაზე რაღაც ვიფიქრე,ხომ არ მეფლირტავება-მეთქი,მაგრამ შემდეგ დავრწმუნდი,რომ ეს მხოლოდ სამსახური იყო და მეტი არაფერი..არა,ასეთ რამეს ვერც გააკეთებდა,მე ხომ სულ ცოტა ხნის წინ დავკარგე სიყვარული,ემოცია და გამოვიფიტე... ყველაფერზე ძნელი ცრემლიანი ღამეები ყოფილა..ყველაზე მტკივნეული და დამთრგუნველი.. -წაგიყვანო? -მანქანით ვარ-ვუპასუხე კახას და კარებისკენ წავედი. -ხვალამდე-მომესმა მისი ხმა,მაგრამ აღარ მიპასუხია. *** -როგორ ხარ აბა?-ლეილა სახლში დამხვდა.ეტყობოდა,რომ მგულშემატკივრობდა. -ისევ შეეცოდე ხალხს? -არა,ახლა თვალი დარჩათ..-სიცილი ამიტყდა და დივანზე დავეცი. -ასეთი ქრისტი მომწონს..-თვალი ჩამიკრა და კარებისკენ წავიდა..-უნდა წავიდე,ხვალ დილას დაგირეკავ,არ დაგაგვინდეს სამსახურში. -კარგი-გავძახე და ემოციებში წავედი..ახალი და იდუმალი მართლაც სჯობდა ძველსა და წარსულში დარჩენილს. მალევე ჩამეძიან..სიზმარიც ვნახე და თანაც ძალინ გრძელი სიზმარი..მხოლოდ ერთი ფრაზა შემორჩა ჩემს გონებას.ალბათ,ყველაზე საინტერესო და ჩამაფიქრებელი.. ძილში რაღაც იდუმალმა და უსხეულო არსებამ მითხრა, ათას მქონდა ერთი მაქვს სჯობიო.. ეს მართლაც დასაფიქრებელია... ___ ესეც მეორე თავი.ველი შეფასევებს..მიყვარხართ,ჩემო ტკბილუკებო. გკოცნით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.