რა იქნებოდა...(10)
-დარწმუნებული ხარ?-ძლივს მიპასუხა -დარწმუნებული არაფერში ვარ,თუმცა მინდა ვცადოთ,არ მინდა შემდეგ ვინანო,ყველაზე მეტად კი შენს დაკარგვას ვერ შევეგუები-გავუღიმე და მოვეხვიე,თვალები მაგრად დავხუჭე,ცხვირში სასიამოვნოდ შემიღიტინა ნაცნობმა სურნელმა. -ვაბშე ყველაზე მაგარი გოგო ხარ! ყველაფერზე მეტად მიყვარხარ ანა!-მაგრად მომხვია მკლავები,სუნთქვაც კი შემეკრა,თუმცა იმ წუთას ყველაზე ბედნიერი ვიყავი -აჭარბებ ახლა-გამეცინა და ოდნავ მოვშორდი -არაფერსაც არ ვაჭარბებ,განსაკუთრებული ხარ,23 წლის განმავლობაში ჩემი ერთადერთი სიყვარული ხარ,პირველი და უკანასკნელი -ვაიმე გიო,კარგად გამაცინე,საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი თუ შენნაირებს ასეთი სიყვარული შეეძლოთ-გამეცინა და მხარზე დავკარი ხელი კაი ძმაკაცივით -ჩემნაირებში რას გულისხმობ აბა? მხიარული რო ვარ და ყველაფრზე ემიძლია ვიკაიფო ამას გულისხმობ?-თვითონაც გაეცინა -ყველა გოგოს დასცინი და ეღადავები -ყველას არა ანუკი,ვინც იმსახურებს იმათ კი-თითი დამიქნია -კარგი,ამის მერე დამპირდი,რომ არცერთ გოგოს არ გაეკაიფები -გპირდები-მასაც გაეცინა -ჩვენებს როგორ ვუთხრათ? -ისედაც ყველამ იცის რო მაგრად მიყვარხარ,მაგრად გაუსწორდება სასტავს ჩვენი ერთად ყოფნა -მაგაში დარწმუნებული ვარ-გამეცინა-წადი ახლა გვიანია,არსად წაბოდიალდე იცოდე,პირდაპირ სახლში წადი! შეგამოწმებ-თითი დავუქნიე და გავუღიმე მანაც როგორც შენ მიბრძანებო და წავიდა. არვიცოდი იმ წუთში მიყვარდა თუ არა გიორგი ისე როგორც საჭირო იყო,თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცოდი,ნუკასთან როცა ვხედავდი ეგოიზმის მომენტი მქონდა,მას სხვა გოგოსთან ვერ წარმოვიდგენდი,მაშინვე რაღაც ძალიან ცუდი და ბოროტი შეგრძნება მეუფლებოდა,ის მხოლოდ ჩემი უნდა ყოფილიყო და სხვისი არავისი. დილამდე იმაზე ვფიქრობდი მივიღე თუ არა სწორი გადაწყვეტილება თანხმობით,თუმცა მერე ჩამეძინა და ფიქრებიც სადღაც მოიფანტნენ. დილა მშვიდი იყო,სახლშიც არავინ დამხვდა,ყავა იევ სამზარეულოოს მაგიდის შუაგულში იდო,გემრიელად გადავუძახე მუცელში და უნივერსიტეტში წასასვლელად მოვემზადე.სახლიდან გამოვდიოდი როცა ნუკას შეტყობინება მივიღე "დღეს უნდა გნახო და დაგელაპარაკო" მხოლოდ ეს ეწერა,მეც პასუხად მივწერე როცა მოვრჩები ლექციეს უბანში გნახავთქო. არაფერი მოუწერია.გაჩერებაზე გავედი,ჩემი გოგონებიც იქ იყვნენ უკვე -სულ როგორ უნდა ვაგვიანებდეთ?-გადავკოცნეთ ერთმანეთი და აკანკალებულებმა განვაგრძეთ ავტობუსის ლოდინი -წამო რა ტაქსით ავიდეთ,დავიტანჯე უკვე!-ყელში ამოუსლმა განვაცხადე და ტაქსს ხელი დავუქნიე.ვერც წარმოიდგენთ რამხელა სიამოვნება იყო გამყინვარებიდან სითბოში გადანაცვლება,მეგონა მეორედ დავიბადე თბილი ჰაერი რომ ვიგრძენი. -რაღაც უნდა გითხრათ-გადავხედე გოგონებს -ჰა, თქვი რა ხდება-ინტერესიანი თვალები მომაპყრეს -წუხელ გიო გამომიტყდა სიყვარულში -მერე?-ყბა ჩამოუვარდათ -მერე მე შანსი მივეცი -ვაიმე გული! მერე? -მერე ის რომ ახლა ერთად ვართ-გამეცინა მათ სახეებზე ცოტახანს მიყურეს,შემდეგ კი რაღა გაურკვეველ ბგერებს წარმოთქვამდნენ,ამაზე გულიანად გამეცინა,მერე გონს მოვიდნენ და მომეხვივნენ,ძალიან გაუხარდათ.უნივერსიტეტშიც მალე მივედით,სავარაუდოდო ბიჭებს ეცოდინებოდათ უკვე,გიო ეტყოდა ალბათ.დღემ არაჩვეულებრივად ჩაიარა, 2 საათისთვის დამტავრდა ლექციები -ნუკამ მომწერა უნდა გნახოო -რა უნდა? პასუხი უნდა მოგთხოვოს?-გაეცინა დინას -უეჭველი გეტყვის ჩემსა და გიოს შორის რატო ჩადექიო და იქ დებილივით არ დაიბნე და არ დადგე როგორც იცი ხოლმე ენა არ ჩაიგდო,გაიგე? გინდა გამოგყვეთ?-დამარიგა თაკომ -წამოგყვებით ჩვენც-ხელკავი გამომდო ნინომ -არა რად მინდა გამოყოლა,რაზბორკაზე ხო არ მივდივარ თქვენ კიდე რა იყოთ,ვნახავ და დაველაპარაკები ნორმალურად,პატარა ბავშვები ხო არ ვართ-გამეცინა ამასობაში ნუკამაც მომწერა ვერის ბაღში ვარ აქ გელოდებიო. 15 წუთში უკვე მის წინ ვიჯექი -მშვიდობაა?-გამეღიმა -მეღადავები ხო?-დაეჭვებულმა გადმომხედა -ვაბშე არა,გისმენ აბა რა საქმე გქონდა?-თავდაჯერებულმა ვუპასუხე,თუმცა მივხვდი რომ თაკო მართალი იყო და გიოზე აპირედა ლაპარაკს და ჩემს გასამართლებას -ესეიგი შენ და გიო მხოლოდ მეგობრები იყავით ხო? -მერე? -მერე ის რო მაგარი აფერისტი გოგო ხარ,პირში მიცინოდი და თურმე ჩემთვის გიოს წართმევა გქონდა დაგეგმილი-ამ სისულელეზე თავი ვეღარ შევიკავე და ხარხარი ამიტყდა -ვაიმე,ვაიმე რამდენი მაცინე-პირზე ხელი ავიფარე მეტი რომ აღარ გამეცინა -სასაცილოა შენი აზრით?! რო გეკითხა შენი ძმა იყო და ახლა? ახლა რა შეიცვალა? თვენი სამსახარაო ვარ მე?! -ხმა გააკონტროლე თუ შეიძლება და ნუ ყვირი,რაც შეეხება თქვენს ურთიერთობას ეს მე არ მეხება დავიჯერო ვერასოდეს ხვდებოდი რომ მას არ უყვარდი? ან თავმოყვარეობა მაინც არ გაქვს ამ ყველაფერს რომ მეუბნები?-მეც ვეღარ მოვითმინე მეტი და პირში მივახალე ყველაფერი რასაც ვფიქრობდი -შენი ბრალია,შენ ჩადექი ჩვენს შორის!-ისევ იმავეს აგრძელებდა -მესმის რომ გაბრაზებული ხარ ნუკა,თუმცა ეს ყველაფერი ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის,გიოს უთქვამს შენთვის რომ უყვარხარ? -ეგ შენი საქმე არაა! მაგარი უნამუსო და დამპალი გოგო ხარ! შეყვარებულების ახევის მეტი არაფერი იცი! თავი ძლივს შევიკავე სახეში რომ არ გამერტყა,თუმცა მასთან ლაპარაკსაც კი არ ჰქონდა აზრი,ლაწირაკი განებივრებული ბავშვი იყო,რომელიც ყველა სურვილის ასრულებას იყო მიჩვეული. მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას.10 წუთში უკვე სახლში ვიყავი ცხელი ჩაის ჭიქით ხელში ვიჯექი ფანჯრის რაფასთან. ნინომ დამირეკა შენთან მოვდივართო.ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი გოგონებს და კარგადაც იცინეს ნუკას სიტყვებზე -ნუკა ნახე რა,გამოაჩინა კლანჭები-გაეცინა დინას -ნერვები მომიშალა უაზროდ,რა გგონიათ ნუკას გიო უყვარს? პროსტა პრინციპის თემაა ეს რო დაადო გიომ ეგ გაუტყდა -კაი დაიკიდე ეგ ლაწირაკი ნუკა,რაო გიომ არ დაგირეკა დღეს?-თვალები აათამაშა თაკომ და გოგონებს გადახედა -არა,დღეს არც მოუწერია,არც დაურეკავს,რამე ხო არ დაემართა ნეტა? -რა უნდა დამართნოდა,სვამს ალბათ ან მოწეულშია როგორც ყოველთვის -კარგი რა,ნუღა ამბობ მაგას,ისედაც ინდოდოა მაგ თემაზე დალაპარაკება -ხომ იცი რომ ახლა უნდა შეესვას მაგეებს და სერიოზულად უნდა შეხედოს ცხოვრებას? -ვიცი და იმედია ასეც იზამს -გიყვარს?-უცებ მაჯახა თაკომ -არვიცი,თუმცა მიხარია მასთან ყოფნა -აუ ეს რა დებილია,რა არიცი გოგო? -ასე ადვილია? -იცოდე მერე არ დაიწყო შევცდი და რაღაცეები,არ ეთამაშო გიოს თორე ცუდად შემოგიბრუნდება ხო იცი როგორი ხასიათი აქვს? -ვიცი,დინა ვიცი,მაგრამ რა ვქნა? არც მისი დაკარგვა მინდა,ხომ იცით ჩემთვის როგორი ძვირფასია -მისთვისაც ზალიან ძვირფასი ხარ და ეცადეთ ორივემ ურთიერთობა ააშენოთ და ყველაფერი გამოვა-გამღიმა ნინომ კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ,მოგვიანებით გიომ დამირეკა ბოდიში მომიხადა ამდენხანს რომ ვერ შეგეხმიანეო,მცხეტაში ვართ სანდროს ბაითზეო.მივხვდი იქ რასაც აკეთებდნენ,ამიტომ ზედმეტი არაფერი მითქვამს ვიცოდი მისი ხასითი და არ მინდოდა გამეღიზიანებინა უარესად.გვიან ჩამოვალ და თუ არ გეძინება გნახავო. კონსპექტები გადმოვალაგე და მეცადინეობას შევუდექი,თუმცა ტვინში მაინც არაფერი შედიოდა,გავბრაზდი გიოზე,პირველი დღე იყო ჩვნი ერთად ყოფნის და ასე უყურადღებოდ მომექცა.თუ ასე გააგრძელებდა შორს ვერ წავიდოდით. გაბრაზებულმა დავხურე კონსპექტები და ლოგინში ჩავწექი,მალე ჩემებიც მოვიდნენ,მაგრამ არ გავსულვარ მათთან.გიომ გვიან დამირეკა,უკვე მეძინა -გეძინა ანუს? -ხო -გაბრაზდი? -არა -ხო ვიცი რო გაბრაზდი -თუ იცი რაღას მეკითხები?-ცოტა უხეშად კი გამომივიდა -რა ხასიათზე ხარ რა იყო? -რომელი საათია იცი? -საათს რა მნიშვნელობა აქვს? -ოოო,წავედი მე მეძინება -მოიცა,მოიცა რანაირად მპასუხობ? -გიორგი მეძინება,ხვალ გნახავ -კარგი დილით ადრე ავდექი როგორც ყოველთვის,არც გიორგის დაუყოვნებია დარეკვა -გაიღვიძე? -კი -დამშვიდდი? -კი გიო -სახლში ხარ? -კი,მოდი 5 წუთში ჩემთან იყო.მის წინ ვიჯექი ხალათში შეფუთული -გეწყინა ხო გუშინ რო ვერ გნახე? -დაიკიდე-გავუღიმე -ძაან მომენატრე-ჩემს გვერდით დაჯდა და მომეხვია -აფერისტო! რატო წაეთრიე გუშინ მცხეთაში?-შუბლი შევჭმუხნე -უეჭველი უნდა წავსულიყავი შენ თავს ვფიცავარ-თავზე მაკოცა ხმა აღარ ამომიღია,გავიყუჩე და მივეკარი.იმხელა სითბო მოდიოდა მისგან,რომ კინაღამ დავდნი,თავს ვუსაყვედურე კიდეც ყოყმანი რომ დამჭირდა მისი სიყვარულის მისაღებად.ნინომ დამირეკა -ჰო ნინო -სად ხარ? გაჩერებაზე ვართ უკვე -მე არ მოვდივარ დღეს -რატო? -მერე გეტყვი,წავე მიყვარხარ,რო მორჩებით ლექციებს ჩემთან ამოდით. დიდხანს ვილაპარაკეთ მე და გიომ,თითქმის ყველაფერზე,საოცრად მსიამოვნებდა მისი მოსმენა და ყურება. -ბიჭებმა რა გითხრეს?-გამეცინა -მაგრად გაუსწორდათ,გოგონებმა რაო?-მასაც გაეცინა -მათაც მაგრად გაუსწორდათ-ორივეს გაგვეცინა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.