შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 16


19-12-2015, 23:21
ავტორი mako-makako
ნანახია 2 633

-დღეს ყველანი ვსვამთ ერთის გამოკლებით და გაპროტესტებას ადგილი არ ჰქონდეს.-მკაცრად მაგრამ მაინც ღიმილნარევი ხმით წარმოსთქვა ბექამ და ჭიქა ხელში ასწია.
-ეს გამოკლებით მე ვარ არა?-სევდა შეეპარა ხმაში ლექსოს.
-რა ვქნათ ძმაო ცოტაც მოითმინე და ფეხზე რომ წამოდგები კარგად მერე მოვულხინოთ უკეთსად.ყველანი აქ ვართ კი არსად გავრბივართ.-მეგობრულად მოჰხვია ხელი ლევანმა.
-კაი ჯანდაბას.-დანანებით ჩაიქნია ხელი ლექსომ და ჭიქას გაუღიმა.
-ხო კაი ეხლა ნუ ჩამოგტირის ცხვირ პირი.დღეს ყველაზე ბედნიერი და ლამაზი დღეა,რადგან ყველანი ჩვენს საყვარელ გოგოებთან ერთად ვართ.-გაამხნევა ძმაკაცი ბექამ და ჭიქები სასმისით შეავსო.
-აბა ამ ჭიქით ჩვენს ბედნიერებას გაუმარჯოს პირველ რიგში და მერე სხვა დანარჩენს.-ფეხზე წამოდგა ლევანი და სადღეგრძელო ისე თქვა.-ყველა ვსვამთ,არ დამიწყოთ ეხლა აქ პრანჭვა გრეხვა.-თითი აგვიწია და სასაცილოდ დაგვეჭყანა.მისი შემხედვარე ყველანი წამში გავმხიარულდით და სუფრას მხიარულებაა შეემატა. მართლაც რომ ყველანი ვსვამდიტ ლექსოს გარდა და ამაზე ძალიან ბრაზობდა მაგრამ რა უნდა ექნა განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდა და ვერც გააპროტესტებდა ასეტი მეგობრების ხელში. ისეთი მხიარული და სიყვარულით სავსე იყო იქაური ატმოსფერო რომ უცხო თვალს მაშინვე შეშურდებოდა ჩვენ კი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავით ასულები.ვსვამდით და კარგადაც ვატარებდით დროს,ასეთი ბედნიერი ალბათ კარგა ხანია არ ვყოფილვარ.გვიხროდა ერთად ყოფნა რადგან ყველას ძლიერ გვიყვარდა ერთმანეთი და გვაბედნიერებდა ეს დაუვიწყარი წუთები.უცებ ნია ფეხზე წამოხტა და იმხელაზე შეჰყვირა ,,ყველამ უნდა ვიცეკვოთო,, რომ თვითონვე აუტყდა თავის ხმაზე სიცილი.ისეთი საყვარელი იყო იმ წუთას,ისეთი გულღია სიცილი ჰქონდა რომ ლევანმა თავი ვეღარ შეიკავა და ასე ჩვენს თვალწინ გულიანად დაუკოცნა ვარდისფერი ტუჩები.ნია გაშრა არ მოელოდა ამდენს ზედგენიძისგან,რადგან არც ლევანი გამოირჩეოდა სითამამით და არც ნია, ამიტომ ყველანი გაკვირებულები ვაკვირდებოდით მათ საქციელს და ყველას ღიმილი დაგვთამაშებდა სახეზე.მერე როგორც იქნა ორივე გონს მოვიდა და უხერხული სიჩუმე ჩამოწვა ოთახში.ნიას ლოყები სირცხვილისგან აწითლებოდა და სახე უხურდა.ზედგენიძის კისერში სახე ჩამალა და იქიდან კარგა ხანს აღარ ამოუყვია,არც ლევანი იყო კარგ მდგომარეობაში ნასვამი იყო მაგრამ ხვდებოდა რომ სითამამე გამოიჩინა და თავისი საყვარელი გოგო სიწითლემდე მიიყვანა. მაგრამ გულში სითბო ეღვრებოდა როდესაც ჩახუტებული ჰყავდა ეს ნაზი არსება და ყელში მისი ცხელი სუნთქვა ეფრქვეოდა.ლექსომ და თეკომ ბაღში სუფთა ჰაერზე გასეირნება გადაწყვიტეს და მალევე წამოდგნენ ფეხზე.უხერხული სიტუაცია შეიქმნა,ვიცნობდი ორივე ჩემს მეგობარს საკმაოდ კარგად და ვიცოდი რომ მათ ეხლა ყველაზე ძალიან მარტო დარჩენა და ერთმანეთის სიყვარული სჭირდებოდათ.ბექას გადავხედე და ხელზე ოდნავ მოვჭირე.ვანიშნე რომ ჩვენც გავსულიყავით გარეთ და გვრიტები მარტო დაგვეტოვებინა.ბექა მაშინვე მიმიხვდა ჩანაფიქრს და ფეხზე წამოდგა.მეც წამომაყენა.რაც სმა დავიწყეთ ფეხზე არ ავმდგარვარ და უცებ ოდნავ შევბარბაცდი.გასსვიანმა თავისი ღონიერი მკლავებით ისე ამიტაცა ჰაერში გეგონებათ ბუმბული აიტაცა ხელშიო.ასე მსუბუქად ვიყავი მის მკლავებში მომწყვდეული და ნელა მარწევდა.ისე მომერია ძილი თვალის გახელას ვეღარ ვახერხებდი.მინდოდა მის მკლავებში დამძინებოდა და მთელი ცხოვრება ის ყოფილიყო ჩემი სიზმრებისა და ფიქრების დარაჯი.არ ვიცი როგორ ამიყვანა მეორე სართულზე და როგორ დამაწვინა საწოლზე მხოლოდ ის მახსოვს რომ საღამურების ჩაცმა უნდოდა ჩემთვის და დავიჩემე არ მინდა თქო.ეგრევე მივწექი საწოლზე გაუხდელად და ხელით საწოლის მეორე ნახევარს დავარტყი იმის ნისნად რომ ბექაც გვერდით მომწოლოდა.უცებ მისი სიახლოვე ვიგრძენი და სუნთქვა შემეკვრა.სხეულში სასიამოვნოდ ცხელმა ტალღამ დამიარა და მთელი ჩემი არსება მოიცვა მისმა სიყვარულმა.ყურებამდე ვიყავი ამ ადამიანზე შეყვარებული და ამის დამალვა არავისთვის არ მინდოდა.ჩემი ნება რომ ყოფლიყო მთელს ხმაზე ვიყვირებდი ბექა მიყვარხარ მეთქი.მისი სურნელი მაგიჟებდა და ტვინს მირევდა. იმდენად ახლოს იყო ჩემთან რომ თვალების გახელაც კი არ მინდოდა,რადგან ვიცოდი რომ მაშინვე მის თვალებს გადავეყრებოდი. მე კიდევ ისედაც ნასვამს კიდევ უარესად არ მინდოდა მისი თვალებით სიმთვრალე,რადგან მერე აღარ ვიცოდი რა მოხდებოდა და საკუთარ საქციელზე პასუხისმგებელი არ ვიყავი.კარზე კაკუნმა მომცა ამოსუნთქვის საშუალება.ბექა ფეხზე წამოდგა და კარების გასაღებად გაემართა.
-ბექა ძმაო.ანა როგორაა?-იკითხა კარის გაღბისთანავე ლევანმა.
-კარგადაა ძმა,არ იდარდი დავაწვინე უკვე და სადაცაა ჩაეძინება.-ჩურჩულით უთხრა გასვიანმა თითქოს მე უკვე მეძინა და იქ არ ხდებოდა არ მესმოდა.
-მიხარია თუ კარგადაა,კარგი მაშინ მე და ნიაც დავწვებით.დავიღალეთ უკვე თან დილით ადრე უნდა დავიძრათ თბილისისკენ და გამოძნება არ გვაწყენდა არც ერთს.აბა ღამემშვიდობისა და ანას შენ გაბარებ ძმაო.-დაემშვიდობა ლევანი ბექას და დერეფანს ბოლომდე გაუყვა სტუმრების ოთახში შესასვლელად.ბექა შემობრუნდა კარები გასაღებით გადაკეტა და გვერდით მომიწვა.
-ანა,ანა გძინავს?-დაბალი ხმით ჩამძახა ყურთან ახლოს და ცხელი სუნთქვა მომაფრქვია.ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი რადგან უკვე ძილის ბურუსში ვიყავი გახვეული და მხოლოდ სიტყვების რაღაც ნაწყვეტები აღწევდა ჩემს ყურთასმენამდე,ისე ჩამეძინა არ მახსოვს.გვიან ღამით სიცივემ გამაღვიძა.ვერ ვინძრეოდი ბექას ორივე ხელი მაგრად ჰქონდა ჩემს შიშველ წელზე შემოხვეული და თვითონაც ნახევრად შიშვეული ამკვროდა მთლიანად ზედ.უცებ გონებამ ყველაფრის გადახარშვა და გაანალიზება დაიწყო.ყველა ფრაგმენტის გახსენების მერე მივხვდი რომ იმ ღამით ჩვენსშორის არაფერი მომხდარა,როგორც ეტყობა ნექამ უბრალოდ მაისური და შარვალი გამხადა.მერე თავი ვეღარ შეიკავა და ისე ჩამეხუტა ეგონა ალბათ სადმე გაქცევას ვაპირებდი.ჩემს ფიქრებზე გამეცინა მუცელზე ნაზი მოფერება ვიგრძენი და ტაომ დამაყარა მთელს სხეულზე.ასე ახლოს იყო ჩემთან,სულ მეხუტებოდა და მეფერებოდა მაგრამ ამ უჩვეულო შეგრძნებას მაინც ვერ ვიშორებდი თავიდან.არ შემეძლო მის მოფერებაზე მსუბუქი და მოპასუხე რეაქცია მქონოდა,მსიამოვნებდა მისი ყველაფერი მაგრამ ამავე დროს მაინც მრცხვენოდა მასთან სიახლოვე.ბექამ ზურგით კიდევ უფრო ამიკრო მის სხეულზე და ეხლა საერთოდ გიტარის სიმივით დამეჭიმა სხეული.მეშინოდა რომ ერთხელ თავს ვეღარ შევიკავებით და მოხდებოდა ის რაც არ მინდოდა მომხდარიყო.არ გაგეცინოთ მაგრამ მთელი ცოხვრება მწამდა რომ ქმარს უბიწო უნდა ჩაბარებოდი და მეც მინდოდა ეს ყველაფერი შემენარჩუნებინა იქამდე სანამ მისი ცოლი არ ვიქნებოდი.ჯერ ამის დრო კი ნამდვილად არ იყო.
...
თეკო და ლექსო ბაღში გამოვიდნენ და იქვე სკამზე ჩამოჯდნენ.მთელი დღე ჯდომისგან გადაღლილი შამანაური სკამზე გადაწვა და თავი საყვარელი ქალის მუხლებში დადო.თეკო ნელა ეფერებოდა თმებზე და ორივე ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გაჰყურებდნენ.სასიამოვნოდ ქროდა ხეებს შორის ნაზი სიო და გოგონას სრიალა თმებს ოდნავ უწეწავდა.ამ დროს ყველაზე საყვარელი შესახედი იყო ლექსოსთვის ეს არსება.მისი შემხედვარე რწმუნდებოდა რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა და არასოდეს ინანებდა ამ ნაბიჯს რომ გადადგა,რადგან ვინ იცის კიდევ რამდენი დრო დასჭირდებოდა რომ სიყვარულში გამოსტყდომოდა და თავი ასე ბედნიერეად ეგრძნო.იცოდა რომ გოგონასაც ასე ძლიერ უყვარდა და ამას მთელი სხეულის ყველა უჯრედით გრძნობდა.უყვარდა გოგონასთვის სახეზე ცქერა და ყველა ნაკვთის შესწავლა.მოსწონდა როდესაც მის ავარდისფერებულ ლოყებს მოჰკრავდა თვალს და მაშინვე თეკოს დაბნეულ მზერას დაიჭერდა.ეხლაც ვერ ხვდება საიდან მოვიდა ამდენი გამბედაობა და ამდენი სითამამე,ალბათ სასმლის ბრალი იყო თორემ თეკო ამის გაკეთებას თავის სიცოცხლეში ფხიზელ მდგომარეობაში ვერასოდეს გაბედავდა. ნელა დაიხარა ბიწის ტუჩებისკენ და ვნებიანად აკოცა ისე რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია.ასე ჩაჰყურებდა ვნება ანთებული მის საოცრად ლამაზ თვალებს და არ ნანობდა პირველ გადადგმულ ნაბიჯს.ლექსოს თვალებში სინაზე და სიყვარული ირეკლებოდა მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა როდის გახდებოდა გოგონა სხეულით მისი,მისთვის ისიც საკმარისი იყო რომ მისი გული და სული ლექსოს ეკუთვნოდა და სულ არ ჩქარობდა სხეულის დასაკუთრებისთვის.მაგრამ გოგონა კოცნას არ წყვეტდა და მოქმედებას მოითხოვდა ბიჭისგან.ლექსო ნელა წამოიმართა ფეხზე,მთელი სხეულით ზედ აიკრა თეკო,თვალებში ჩახედა და ისე ჰკითხა.
-დარწმუნებული ხარ ამაში?
-მთელი გულით.-უთხრა აკანკალებული ხმით გოგონამ და სველი კოცნა დაუტოვა ტუჩის კუთხეში.
-არ ინანებ?-არ ეშვებოდა შამანაური რადგან იცოდა რომ გოგონა ძალიან ფაქიზი სულის პატრონი იყო და არ უნდოდა თავისი საქციელი მერე ენანა.
-არა.-მოკლედ და გადაჭრით უთხრა თეკომ ლექსოს და მთელი სხეულით ჩაეუტა.ცდილობდა აცახცახებული სხეული როგორმე დაემორჩილებინა მაგრამ არა და არ გამოსდიოდა.ლექსომ ფეხზე წამოაყენა და ასე ჩახუთებული შეიყვანა სახლში.ყველანი უკვე წასულები იყვნენ დასაძინებლად და გადაწყვიტა თვითნაც დაეძინათ.ნელა აიყვანა ნასვამი გოგო მეორე სართულზე და თან ცალი ხელი ჭრილობაზე ეჭირა.აშკარად აწუხებდა მაგრამ არ იმჩნევდა.თეკო საწოლზე დააწვინა,პლედი გადააფარა და გვერდით მიუწვა.თეკო ნელა გადაბრუნდა ლექსოსკენ და ხელი მაისურის ქვეშ შეუცურა.ჭრილობისკენ აუყვა და ნაზად დაუწყო ფერება.გოგონას ასეთ საქციელზე შამანაურს უკვე თავის მოთოკვა უჭირდა და რაც შეეძლო ეწინააღმდეგებოდა საკუთარ თავს.მაგრამ თეკო ჯიუტად ცდილობდა მის დასაკუთრებას და თითებს ნაზად დაასრიალებდა ლექსოს ახორკლილ სხეულზე.გიორგაძეს ეტყობოდა რომ უნდოდა დღეს მისი გამხდარიყო და ეს სულაც არ მიაჩნდა შეცდომად.ალბათ იმიტომ რომ ნასვამი იყო,მაგრამ როცა გამოფხიზლდებოდა და რეალობას თვალს გაუსწორებდა მერე რა მოხდებოდა?ინანებდა თუ არა ამ საქციელს?ბიჭს სულ ეს ფიქრები უტიალებდა თავში და ცდილობდა გონება მოეკრიბა რომ ღრმად არ შესულიყო ზღვაში ისე რომ იქიდან გამოსვლა გაუჭირდებოდა.მაგრამ გული ერთს კარნახობდა გონება კი მეორეს. ბოლოს როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე გულმა იმარჯვა გონებაზე და ლექსოც დამორჩილდა გულის კარნახს.გოგონასკენ შებრუნდა და თვალებში ჩახედა.მერე ნელა დაეწაფა მის ვნებიან ტუჩებს და სიყვარულის მორევში გადეშვნენ თავით ორივე.თეკოსთვის ეს საქციელი საკმარისი იყო ვნების გასაძლიერებლად.მაშინვე მოექცა მამაკაცის მკლავებში და თვალებდაბინდული ჰყვებოდა მის ყველა მოძრაობას და მსუბუქ კვნესას აყოლებდა სიამოვნების განცდისას.ამაზე ლექსო უფრო თამამდებოდა და ვნება უფრო და უფრო უმძაფრდებოდა მის მიმართ.უნდოდა რაც შეეძლო დასამახსოვრებელი და ლამაზი ღამე ეჩუქებინა გოგონასათვის და ამისათვის უკან არ დაიხევდა.ნელა გახადა მაისური გიორგძეს და მის სავსე მკერდს თვალი უფრო კარგად შეავლო. ხორბლისფერი კანი ისეთი ნაზი და სასიამოვნო სურნელით გაჟღენთილი ჰქონდა რომ მამაკაცს თავბრუს ახვევდა და ვნების მორევში ძირავდა.თვითონაც გაიხადა რის ვაი ვაგლახით მაისური და შარვლის ამარა დარჩა გოგნასთან.თეკომ ნელა დააცურა მამაკაცის გულმკერდიდან თითები მუცლისაკენ და ნაზად აკოცა ტუჩებზე.მისი ეს სითამამე ლექსოს უფრო აგიჟბდა და უნდოდა რაც შეეძლო მეტი სიამოვნება მიენიჭებინა მისთვის.შარვალი ნელი მოძრაობით გახადა და გვერდით მიაგდო.ხელი ნელა აუცურა პრიალა კანზე და საჯდომთან მსუბუქად მოუჭირა. ამაზე გოგონას კვნესა აღმოხდა და თვალები სიამოვნებისგან მინაბა.მამაკაცი უფრო გათამამდა და ეხლა უკვე მის ამობურცულ და სავსე მკერდს დააცხრა მთელი მონდომებით.კოცნიდა და თავბრუ ეხვეოდა ამ სიამოვნებისგან.ასეთი განცდა არასოდეს ჰქონია არც ერთ ქალთან.ალბათ იმიტომ რომ სერიოზულად არასოდეს არავისთვის შეუხედავს თეკოს გარდა.ეხლა კი მისი ოცნების ქალი მის მკლავებში იყო მოქცეული და სიამოვნებისგან გარინდული იწვა საწოლზე და ელოდებოდა მამაკაცის მორიგ მოქმედებას.ლექსოც არ აყოვნებდა და მთელი სინაზით ეფერებოდა მის სხეულს.ბოლოდ დედიშობილა დატოვე ეს საოცარი ქმნილება და თვალი ვნებიანად ააყოლა მის უნაკლო სხეულს.ნელა გადაიხარა მისკენ და საბლოოდ გადაეშვნენ ვნებისა და სიყვარულის სავსე მორევში.სიჩუმეს მხოლოდ თეკოს ტკივილნარევი და სიამოვნებით გაჟღენთილი ხმები თუ დაარღვევდა ხოლმე.ლექსო კი მთელი ასრებით ცდილობდა გამოეხატა ის სიყვარული რაც უკვე რამდენიმე წელიწადია მის გულში ხანძრად ენთო და ეხლა უფრო მეტად გიზგიზებდა.ცოტა ხანში საწოლზე ერთმანეთში გადახლართული,ქანცგაწყვეტილი სხეულები ერთმანეთს მოწყდნენ და უღონოდ მიესვენენ ბალიშზე.თეკოს თვალები დახუჭული ჰქონდა და უკვე ძილის სამფლობელოში მიიპარებოდა ნელი ნაბიჯებით,ლექსო კი სიყვარულით აღსავსე თვალებით შესცქეროდა მის საყვარელ არსებას და ხვდებოდა რომ მისთვის სიცოცხლესაც კი დასთმობდა.მკლავებში ნაზად მოიქცია,ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა ,,მიყვარხარ,,-ო და ისიც ბედნიერი გადაეშვა ძილის სამფლობელოში.დილით თეკო თავის ტკივილმა გააღვიძა.მძიმედ წამოსწია თავი ბალისიდან და ოდნავ გახელილი თვალებით მოავლო გარემოს მზერა.მისი გამოხედვა გვერდით მწოლიარე ლექსოს შიშველმა სხეულმა გაამკაცრა და მაშინვე უსიამოვნო ფიქრებით გაევსო გონება.მერე ფრთხილად დაიხედა თავის სხეულზე,ეგონა რომ ის მაინც აღმოჩნდებოდა ჩაცმული მაგრამ იმედები გაუცრუვდა.მას საერთოდ არაფერი ეცვა,მხოლოდ თხელი ზეწრი უფარავდა ნახევრად მის თლილ სხეულს და ტანსაცმელები ოთახის ყველა კუთხეში იყო მოფანტული.ამის დანახვაზე გონებაში წუხანდელი კადრები ამოუტივტივდა თავში და ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა თვალებიდან,რომლებმაც გზა უმალ მონახეს და მის გრძელ ყელს დაუყვნენ მკერდისკენ.შერცხვა გუშინდელი ღამის და საკუთარი თავის.ეხლა რას იფიქრებდა ლექსო მასზე,რომ როგორც უკანასკნელი კახ.. ისე ჩაუგორდა ლოგინში და თან თავისივე ინიციატივით.არა კი არ ნანობდა რომ ლექსოს დანებდა.პირიქით ყველაზე ბედნიერი იყო ამ წუთას რადგან იცოდა რომ ის იყო მისი პირველი მამაკაცი,მაგრამ იმაზე ვერ ინელებდა ამ ყველაფერს რომ ინიციატივა პირველმა თვითონ გამოიჩინა და ამაში სიმთვრალემაც შეუწყო ხელი. ფრთხილად წამოდგა საქოლიდან,ისე რომ ლექსოს არ გაღვიძებოდა,არ იცოდა რა ეთქვა ან როგორ შეეხედა მისთვის თვალებში,ამიტომ ამ სიტუაციის თავიდან რიდების მიზნით გაპარვა გადაწყვიტა.დაფიქრება სჭირდებოდა ამ ყველაფერზე და ამისათვის ლექსოსგან შორს უნდა ყოფილიყო.წამოკრიფა თავისი ტანსაცმელები და სააბაზანოში შევიდა ჩასაცმელად.იხსენებდა გუშინდე ღამეს და ეხლაც გრძნობდა ბიჭის მხურვალე ხელებს მის სხეულზე.არ უნდოდა წასვლა არ ეთმობოდა ლექსო ამხელატკივილისთვის,მითუმეტეს რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო მაგრამ სხვაგვარადაც არ შეეძლო.ჩაიცვა,ხელ პირი დაიბანა.ნორმალური ადამიანის სახე მიიღო და აბაზანიდან უხმაუროდ გამობიდა.იქვე ტუმბოზე ფურცელს და კალამს მოკრა თვალი,გადაწყვიტა შამანაურისთვის წერილი მაინც დაეტოვებინა რომ ბიჭს თავი დამნაშავედ არ ეგრძნო.უცებ დაწერა რისი თქმაც სურდა.ერთხელ კიდევ დახედა მძიმარეს.მხარზე ნაზი კოცნა დაუტოვა.ჩანთას მოკიდა ხელი და ჩუმად ჩაირბინა კიბეები.ჭიშკარი უხმაუროდ გამოაღო და ცენტრალური გზისკენ აჩქარებული ნაბიჯით წავიდა.თითქოს უკან ვინმე მოსდევსო.მთელი გზა ცრემლებს იკავებდა.არ უნდოდა ვინმეს ნამტირალები შეემჩნია და თავს აიძულებდა რომ არ ეტირა.როგორც იქნა ტაქსი გამოჩნდა, გააჩერა მაშინვე დაიკავა უკანა ადგილი და წრემლებს მხოლოდ ეხლა მისცა გზა რომ წამოსულიყვნენ.მძღოლი გაკვირვებული უყურებდა მაგრამ ხმას მაინც არ იღებდა.ვინ იცის რამდენი ადამიანი ჰყავს ამ მდგომარეობაში ნანახი,რომ მის მანქანაში ცრემლებისგან თვალები უსივდებოდათ და გულს იცლიდნენ. სიმპატიური ახალგაზრდა მამაკაცი იყო,ეტყობოდა ძალიან ესმოდა იმ მომენტში გოგონასი.ამიტომ მანქანა იქამდე არ დაუძვრია ადგილიდან სანამ თეკომ მისი სახლის მისამართი არ უკარნახა და ცოტა არ დაწყნარდა.მანქანა მასინვე მოწყდა ადგილს და დანიშნულების ადგილისკენ სწრაფი მოძრაობით წავიდა.
ლექსოს სახეზე მზის სხივები ნავარდობდნენ და არ უშვებდნენ ბიჭს რომ მშვიდად დაეძინა,რამდენჯერმე ხელიც კი აიფარა სახეზე მაგრამ ამაოდ.სხივები ჯიუტად განაგრძობდნენ მის ლამაზ ნაკვთებზე თამაშს და ცდილობდნენ როგორმე ძილიდნ გამოეყვანათ.ლექსო ერთის აიქნია ხელი და საწოლის მეორე მხარეს სიცარიელეს დაენარცხა ზედ.შამანაურმა მაშინვე გაახილა თვალები და საწოლის იმ მხარეს დახედა სადაც მძინარე თეკო ეგულებოდა,მაგრამ ვაი რომ გოგონა იქ არ იყო.ამოს დანახვაზე უსიამოვნო წიათგრძნობა დაეუფლა,მაშინვე წამოხტა საწოლიდან და ჭრილობამაც მაშივე შეახსენა თავი.ოდნავ ტკივილისგან დაიგმინა მაგრამ მასინვე დაივიწყა ყველაფერი და სააბაზანოს მიაშურა.იქიდან ჩამიჩუმი არ გამოდიოდა,კარი ფრთხილად შეაღო,როცა დაინახა იქ არავინ იყო ამაზე საერთოდ გადაირია.თვალებით მოძებნა მისი ტანსაცმელი და უმალ ჩაიცვა.გასვლას აპირებდა როდესაც ტუმბოზე დაწერილ ფურცელს მოჰკრა თვალი და მაშინვე რაღაც უსიამოვნომ გაჰკრა გულში.საქოლზე ჩამოჯდა და წერილის კითხვა დაიწყო.
ჩემო საყვარელო ლექსო
,,ვიცი რომ ეხლა რასაც ვწერ და რაც გავაკეთე ამით გული საშინლად გატკინე, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს,რომ არ წავიდე ვიცი თვალებში სირცხვილისგან ვეღარაოდეს ვეღარ შემოგხედავ და მე ეს უფრო გამანადგურებს.არ მინდა ისე დავიჭირო თავი ვითომც არაფერი მომხდარა.ეს უფრო გაანადგურებს ჩვენს ურთიერთობას რომელიც ეხლა იწყებს ფრთების გაშლას.უბრალოდ მინდა რომ გამიგო და მხოლოდ ერთს გთხოვ საკუთარი თავი არაფერში დაადანაშაულო.ეს ყველაფერი მე თვითონ მინდოდა და საკუთარ საქციელზე მევე ვარ პასუხისმგებელი.ამიტომ შენ აქ არაფერ შუაში ხარ.შენ ხომ ცდილობდი ჩემს
შეჩერებას მაგრამ მე მაინც ჯიუტად იგივეს ვაგრძელებდი.არ ვნანობ არაფერს რაც გუშინ ღამით ჩვენს შორის მოხდა.ჩვენს სიყვარულს გეფიცები ამას ჩემი სიყვარული არ შეუსუსტებია და არც არაფერი მომხდარა ისეთი რაც თავს ცუდად მაგრძნობინებს,უბრალოდ მრცხვენია შენტვის თვალებსი შემოხევის.დრო მჭირდება რომ დავფიქრდე.რომ გადავხარშო ეს ყველაფერი და საკუთარ თავთან და ასევე შენთან მშვიდად დაბრუნებაშევძლო.მხოლოდ გთხოვ არ მომძებნო და არ სცადო ჩემი ნახვა იქამდე სანამ მე თვითონ არ მოვალ შენთან,სანამ მე არ ვიქნები ამ ნაბიჯის გადასადგმელად მზად.''
შენი თეკო.
წერილის კითხვა ჩაამთავრა თუ არა ლექსო და არაადამიანურად დაიღრიალა ისე რომ მთელი სახლის კედლებიც კი შეინზრა ერთი წამით.



№1 სტუმარი darina

jer chamoekida bich da mere gaiqca ar mesmis aseti adamianebis, ai beqa sul ufro da ufro miyvardeba :-D :-D ashkarad beqas gadavekide :-D :-D chemi gvritebi ar daashoro da danarchens avitan, shenze ra vtqva xom ici rom sheyvarebuli var shenze.

 


№2  offline წევრი mako-makako

darina
jer chamoekida bich da mere gaiqca ar mesmis aseti adamianebis, ai beqa sul ufro da ufro miyvardeba :-D :-D ashkarad beqas gadavekide :-D :-D chemi gvritebi ar daashoro da danarchens avitan, shenze ra vtqva xom ici rom sheyvarebuli var shenze.

მადლობა ჩემო ლამაზო და კარგო ადამიანო ასეთი ლამაზი სიტყვებისთვის.შენც ძალიან შემაყვარე თავი და ჩემი ისტორიის არცერთი თავი შენიკომენტარის გარეშე არ წარმომიდგენია.მადლობა რომ ცხოვრებას მიხალისებ...ბექას რაც შეეხება შენ ძალიან შეიყვარდა მართლა. wink ხოო რა ვიცი რას გაიგებ თეკოსას ყველა თავისებური ადამიანია wink
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№3 სტუმარი nina

მაკო ძალიან კარგია! უკვე რამდენიმე დღეა ველოდები შემდეგ თავს და ერთი სული მაქვს როდის დადებ და წავიკითხავ!საოცარი ადამიანი ხარ!ძალიან მაგარი გოგო ძალიან მაგარი ისტორიებით love

 


№4  offline წევრი mako-makako

nina
მაკო ძალიან კარგია! უკვე რამდენიმე დღეა ველოდები შემდეგ თავს და ერთი სული მაქვს როდის დადებ და წავიკითხავ!საოცარი ადამიანი ხარ!ძალიან მაგარი გოგო ძალიან მაგარი ისტორიებით love

მადლობა ჩემო კარგო ასეთი თბილი სიტყვებისთვის.შენც ძალიან კარგი გოგო ხარ რომ კითხულობ და მოგწონს ჩემი ისტორია.უკვე დავდე და ბოდიში ამხელა დაგვიანებისთვის..აწი აღარ გალოდინებთ.მალ მალე ვტვირთავ love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№5 სტუმარი nina

mako-makako
nina
მაკო ძალიან კარგია! უკვე რამდენიმე დღეა ველოდები შემდეგ თავს და ერთი სული მაქვს როდის დადებ და წავიკითხავ!საოცარი ადამიანი ხარ!ძალიან მაგარი გოგო ძალიან მაგარი ისტორიებით love

მადლობა ჩემო კარგო ასეთი თბილი სიტყვებისთვის.შენც ძალიან კარგი გოგო ხარ რომ კითხულობ და მოგწონს ჩემი ისტორია.უკვე დავდე და ბოდიში ამხელა დაგვიანებისთვის..აწი აღარ გალოდინებთ.მალ მალე ვტვირთავ love

წავიკიტხე და მომეწონა საოცრად <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent