შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა ფერი{9}


12-03-2015, 00:41
ავტორი malaizia
ნანახია 2 239

დილა ამაზე ბედნიერად ჯერ არ დაწყებულა დაშნიანისთვის.უკვე მეორედ ხედავდა ახალგაღვიძებულზე სასურველის სახეს,თუმცა ახლა უფრო კარგ სიტუაციაში იმყოფებოდა,რადგან მათ შორის გრძნობები აღარ იყო დამალული,თავისუფლად შეეძლო კოცნით გაეღვიძებინა და ამის სულ არ მორიდებოდა.ბევრი არც უფიქრია და სიამოვნებით დაეწაფა ავალიანის ძილისაგან უფრო გადიდებულ ბაგეებს.რამდენიმე მსუბუქი კოცნით შემოიფარგლა და უკვე ადგომას აპირებდა,როდესაც სწრაფი მოძრაობით გიგა მის ზემოდან მოექცა და ახლა მან აიღი მოფერების სადავეები ხელში.
-სად მიიპარებოდი ქალბატონო,ძილისგან დბაოხებული ხმით ამოთქვა ავალიანმა ისე რომ ტუჩები მისი ყელისთვის არ მოუშორებია.
-გიგა მალე უნდა წავიდეთ თორემ სამსახურში დავაგვიანებთ,ამოიჩურჩულა დაშნიანმა,თუმცა სულ არ უნდოდა გიგა მის ყელს მოშორებოდა.
-ცოტას მოგეფერები პატარავ და წავალთ,ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა,რასაც დინას სიამოვნების ამოოხვრა მოყვა.
უფრო გახელდა ავალიანი,ტუჩებს აქეთ იქით დააცოცებდა და თითებით დინას სხეულს სწავლობდა.წვრილ წელზე ნაზად აატარა ხელი და იგრძნო როგორ დააჟრიალა დაშნიანს.არც თვითონ იყო უკეთეს დღეში,დინას თითები ხან მის თმებში იყო ახლართული,ხანაც ხერხემალზე დაბორიალობდა,მისი სხეულიც ტაოს დაყრით პასუხობდა დაშნიანის ყოველ ქმედებას.
ალბათ კიდევ დიდხანს ინებივრებდნენ,დინას კიდევ ერთხელ რომ არ გახსენებოდა სამსახური.უკმაყოფილოდ მოშორდა ავალიანი და ორივე მოწესრიგებას შეუდგა,ცოტახანში კი ორივე თბილისის გზას დაადგა.დინა სახლთან დატოვა და დაუბარა რომ ნახევარ საათში გამოუვლიდა. ბედნიერმა შეაღო სახლის კარი და ღიღინით წავიდა წყლის გადასავლებლად. სწრაფად მოემზადა,არ უნდოდა გიგას მისი ლოდინი დასჭირვებოდა,არა რა სიყვარული თუ არაპუნქტუალურობის მკურნალი იყო არ ვიცოდი ნამდვილად.
თმენი უბრალოდ ჩაიწნა და ტანსაცმლის კარადას მიადგა,უფრო მეტი მონდომებით ცდილობდა ლამაზად ჩაცმას,ვიდრე რამდენიმე დღის წინ,“ყოველთვის ისეთ ფორმაში უნდა გამოვიყურებოდე რომ გიგამ ჩემს გარდა ვერავინ დაინახოსო“ ეშმაკურად ჩაეღიმა და კრემისფერ მთლიან კაბას დაავლო ხელი,რომელიც დინას ულამაზეს ფეხებს ნამდვილად ზედ აკვდებოდა. თაის დროზე ჩავიდა დაბლა და გიგას მანქანაში ჩასკუპდა. მისმა შემხდვარე ავალიანმა,სასწრაფოდ ღვედი შეიხსნა და გამომწვევად მომზერალ ტუჩებს ეძგერა,ხანგრძლივი კოცნით დაასაჩუქრეს ერთმანეთი და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდნენ სამსახურში.
-საღამოს ბარში დავსხდეთ სადმე და ჩვენზე ვუთხრათ დანარჩენებს ხო? წინადადება წამოაყენა ავალიანმა.
-შენ იმ პარაზიტებს რას გამოაპარებ,ჩემ სახეს რომ დაინახავენ მაშნვე გამოკითხვებს დამიწყებენ და არ გამოვა ეგ საქმე,მეგობრების გახსენებისას მხიარულად გადაიკისკისა და მასზე მიშტერებულ გიგას რომ შეხედა გაკვირვებით იკითხა რა ხდებაო
-შენს სიცილზე ვგიჟდები,ღიმილით აუხსნა ავალიანმა,ჩემი ბედნიერება ხარ,შემდეგ გზას გახედა და დატოვა ასე გაშტერებული დაშნიანი.
-კარგი მართალი ხარ გოგოები მიხვდებიან ყველაფერს,სასადილოდ რომ გავალთ ბიჭებსაც ვუთხრათ.
-კარგი მასე იყოს,ღიმილით დაეთანხმა დინაც.
მანქანიდან გადმოვიდა ავალიანი და დინას მიეხმარა გადმოსვლაშ,შემდეგ ხელი ნაზად მოხვია წელზე და ერთად შეაბიჯეს შენობაში,რასაც საკმაოდ ბევრი შურიანი მზერა მოყვა. პირველ რიგში კი ზურაბის,რომელსაც ავალიანმა დაასწრო კარის გაღება დინასთვის,თანაც ერთი კარგად დაუბღვირა და ანიშნა გაწეულიყო. ოთახში ხელჩაკიდებულებმა შეაბიჯეს და გოგოების გაოგნებული სახეებიც დაიმსახურეს.ერთმანეთს გადახედეს დინამ და გიგამ და სიცილი აუტყდათ .
-კარგით ეხლა დამუწეთ პირები,ბუზები დაფრინავენ საყვარლებო,სიცილით წარმოსთქვა დინამ.
-მოიცა ეს.. ეს როგორ თქვენ ერთად თან ეს ხელები.. რა ხდება აქ ავალიანი? ეჭვიანი მზერა შეავლო მარიამმა ჯერ მათ ხელებს შემდეგ კ სათითაოდ ორივეს სახეს.
-ყველაფერი კარგი ჩემო მარიამ,ღიმილით დაიწყო გიგამ და ახლა წელზე მოხვია ხელი დინას,მე და დინას ერთმანეთი გვიყვარს და ერთად ვართ.
გოგოებმა წივილი დაიწყეს სიხარულით და ხან ერთს ეხუტებოდნენ ხან მეორეს,დინა კი გაშეშებული იდგა და სახე ღიმილს გაეპო.მართალია გუშინდელის შემდეგ უბედნიერესი გახდა,მაგრამ სიტყებმა „ერთმანეთი გვიყვარს“ სხვანაირად გაუთბო გული.
-ვერც წარმოიდგენთ თქვენ როგორ მიხარია,ორივეს ერთად ეხტებოდა ნინო და ემოციებიდან ვერ გამოდიოდა.
-თუ არ დაგვახრჩობ ნინაჩკა კარგი იქნება,სიცილით ამოილაპარაკა დინამ და ოდნავ მოშორდა ნინოს.
-მოკლედ ეს ამბავი ნამდვილად აღსაღნიშნავია მეგობებო,თეატრალურად წარმოსთქვა თვაისი თავით კმაყოფილმა მარიამმა.
-დღეს ყველანი კარაოკე ბარში მივდივართ და ვსვამთ, კმყოფილმა წამოიძახა ნინომ,რამაც ყველას სიცილი გამოიწვია.
ძლივს დაშოშმინდნენ და საქმეს შეუდგნენ. საქმესთან ერთდ მაინც ახერხებდნენ ერთმანეთის ყურებას და თვალებით ლაპარაკს შეყვარებულები,მათ შემხედვარე გოგოებსაც ეცინებოდათ და სიცილიტ დაუცაცხანებდნენ საქმეს მიხედეთო.
შესვენების დროს საყვარელ კაფეს ესტუმრნენ და ბიჭების მოსვლას დაელოდნენ.
-აი ჩვენც მოვედით,სათითაოდ გადაოცნეს ბიჭებმა ყველა და შემდეგ რჩეულების გვერდით მოთავსდნენ.
დინას მხარზე რომ ავალიანის ხელი შენიშნა ლაშამ მზერა გაუშეშდა და ბექას გაკრა მხარი,რომელიც სატრფოსთან საუბრით იყო გართული.
-რას გვიმალავთ? ეჭვიანი მზერა მოავლო ბექამ ყველას და პასუხს დაელოდა.
-მე და დინა ერთად ვართ,ღიმილით ამცნო ავალიანმა ახალმოსულებს.
-აუ მასე რა ტო გაიხარეთ,თქვენ გენაცვალეთ ბიჭო,სიხარულით აღარ იცოდა რა ექნა ლაშას.
-ეე მაგრად გამახარეთ ტო ბედნიერებას გისურვებთ,აყვა ბექაც და მიმტანს კონიაკის მოტანა თხოვა,მართალია ყველას სამსახური გვაქვს მაგრამ ერთი ორი ჭიქით რო არ ავღნიშნოთ ეს ამბავი საღამომდე რა მოითმენსო დაამატა.
ერთის მაგივრად სამსამი ჭიქა დალიეს და კარგად გამხიარებულები დაბრუნდნენ სამსახურში,თან ცდილობდნენ მალე მიეღწიათ თავიანთი ოთახისთვის,რომ ვინმეს არ შეეტყო სასმლის გავლენა მათზე.
ძლივს ჩაამთავრეს სამუშაო დღე და მოსამზადებლად სახლებს მიაშურეს.



მაინტერესებს თქვენი აზრი პერსონაჟებზე smile ნუ დაიზარებთ და მითხარით რა მოგწონთ ან პირიქით არ მოგწონთ smile სიყვარულით თქვენი მალაიზია
love




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent