იდუმალი
მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობა შეუძლებელია თუ ისინი ყოველ დღე ხვდებიან ერთმანეთს.სისუელეა მე არ მჯერა მაგის.ჩემი სიცოცხლის განუყოფელი ნაწილი ორი ბიჭი იყო,ობოლ გოგონას მათ გარდა არავინ არ მყავდა.პანსიონში ვიზრდებოდი და საერთოდ არ მახსოვდა რა იყო დედის სითბო მამის დარიგება.ყოველთვის ვოცნებობდი რომ მეც ჩამხუტებოდა დედა ან მეც გავეყვანე მამაჩემს ეზოში ბურთის სათამაშოთ მანამ სანამ ყველა ახლობელს ორი გიჟი შემიცვლიდა. როდესაც თოთხმეტის ვიყავი პანსიონიდან გავიპარე თავგადასავლების საძიებლებად.ჩემი იქ დარჩენა არ შეიძლებოდა ძალიან ცელქი ვიყავი და მეორე დღეს "პრიუტში"მიპირებდნენ გაგზავნას,ასე რომ მძაფრ შეგრძნებებს ვენდე და გადავეშვი 'ტომ სოიერის' ძიებაში. ქუჩაში მოხეტიალეს მალევე შემეცვალა აზრი,მაგრამ ერთი ძალიან მდიდრული მანქანიდან კაცი გადმოვიდა,ჩემსკენ წამოიდა და შემეკითა,"უკაცრავად ხომ არ იცით ეს შენობა სად მდებარეობს?" და თან რაღაც ფურცელი გამომიწია რომ შენობას დავკვირვებოდი. -ეს ჩვენი ქალაქის ბიბლიოთეკაა,იქ ხშირად დავყავდით ხოლმე. -გმადლობთ,პატარა ქალბატონო. იმ კაცმა თავაზიანად დამემშვიდობა და მანქანისკენ წავიდა,როდესაც მანქანაში შეიხედა აქეთ იქეთ თვალების ცეცება დაიწყო და თან ყვირილი წამოხდა პირიდან 'ღმერთო! ახლა მაინც სად წავიდნენ? ასეთ შვილებს ერთი სკამი დამეჭედა ის აჯობებდა!" განცვიფრებული გადი-გამოდიოდა აქეთ იქეთ ,მერე გაბრაზებულმა ხელი ჩაიქნია და სულ ააბღვერა ალფანტი.ამ ყველაფერს ინტერესით ვუყურებდი,გეგონებოდათ რაიმე საინტერესო ფილმს უყურებსო.მაგრამ როდესაც "ფილმი" დამთავრდა ,შემოვბრუნდი და ჩემს წინ ორი ძალიან საყვარელი ბიჭი შემეფეთა.დაახლოებით ჩემი ასაკისა იქნებოდნენ.ორივეს ხელები და ფეხები ჩემსავით იარებსა და დაჟეჟილობებში ჰქონდათ. -ვინ ხართ? უხეშად შევეკითხე მათ,რადგან მათი ძალიან შემშურდა,ისეთი ლამაზები იყვნენ. -და შენ ვინ ხარ ? შემეკითხა მწვანე თვალებამ.როცა მისი თვალების თვალიერებას მოვრჩი მერე ძლივ ამოვილუღლუღე. -ის კაცი თქვენ გეძებდათ? -მამაჩვენია.-მითხრა მწვანეთვალებამ. -ბიჭებო რა ლამაზები ხართ !არ გრცხვენიათ? არც კი ვიცი როგორ წარმოვთქვი ეგ იდიოტობა,მაგრამ თავი დავიმშვიდე პანსიონში 6 წლიდან გოგოებთან იზრდები და გოგოებისთვის ასეთი რამეების თქმა მიღებულია.ჩემდა გასაკვირად ორივემ დიდხანს იხარხალა. -ტომ ჩვენიანია ! უთხრა მწვანეთვალებამ და მასზე ოდნავ დაბალმა. -ასეა! თქვა მაიკმა ,ცისფერთვალებამ. ამ სულელური შემთხვევის შემდეგ განუყოფელნი გავხვდით. რათქმაუნდა მე პრიუტში დამაბრუნეს,მათ კი მამამ მოაკითხა და სპეციალურ სკოლაში წაიყვანეს,მაგრამ წლები გადიოდა სამივე ნელნელა წარმატებულნი ვხდებოდით. ბავშვთა სახლში არანაირი პერსპექტივა არ მქონდა ასე რომ წიგნებიდან თავს არ ვიღებდი,მაგრამ როცა დაღამდებოდა , შენობის ღობიდან კატასავით ვისკუპებდი ტომთან და მაიკთან შესახვედრათ. ჩვენ განსაკუთრებული მეგობრობა გვქონდა არა ისეთი რომელიც მოკითხვით და დამშვიდობებითაა მოცვული,არა ისეთი რაიმის საჭიროებაში რომ ახსენდება და მითუმეტეს არა ისეთი სახელი რომ უკეთდებათ . ჩვენ ატომივით განუყოფელნი ვიყავით.ღმერთო! რამდენჯერ დამინთია მათი მორიგი შეყვარებულებისთვის ცეცსლის გული ღამღამობით. როდესაც სკოლა დავამთავრეთ. მე როგორც წარჩინებულმა მოსწავლემ სტიპენდიით ჩავაბარე უნივერსიტეტში.ჩემმა გიჟებმა კიდე ნერვები დაიწყნარეს და ეცადეს რომ მამას მისთვის ადგილი ეყიდა იმ უნივერში სადაც მე ვსწავლობდი. როგორ მახსოვს სტუდენტობის წლები როცა ჩვენ სულ ერთად ვიყავით.პირველ კურსზე ერთი ბიჭი მომწონდა მაგრამ ჩემ სიცოცხლეებზე რომ დაიწყო ეჭვიანობა მაშინვე დავშორდი.ამის გამო ორივე მაწვალებდა ხოლმე,მეც არ ჩამოვრჩებოდი ,მეც ბევრი რამ მქონდა გასახსენებელი მაგალითად მაიკს მეძავი შეუყვარდა და სამი წელი დაზდევდა იმ ქალს.ტომმა მის შეყვარებულს ვიბრატორი უყიდა.მაიკი ვარდისფერი საცვლები აღმოვუჩინეთ კარადაში. პირველ კურსზე ვიყავი როდესაც ჩემი ღრმა ბავშვობის მეგობარი ალექსანდრა გადამაწყდა თავს,რათქმა უნდა ჩემი მეგობრები გავაცანი და რამოდენიმე კვირაში მაიკმა და ალემ ერთად დაიწყეს აქეთ -იქეთ ბოდიალი.მე ეს ამბავი ძალიან მახარებდა და მინდოდა რომ ტომისთვისაც მეშოვნა ვიღაც მაგარი მისი შესაფერისი გოგო. რომ გენახათ რა სიმპატიურები იყვნე ორივენი,მაიკი ცისფერ თვალება დაკუნთული,მაღალი და ქერა იყო.ტომი შავთმიანი და მწვანეთვალება, ტანით და ოდნავ იყო დაბალი მაიკზე თორემ ისე ერთნაირი აღნაგობა ჰქონდათ.მეც არამიშავდა ტომზე ოდნავ დაბალი ვიყავი ქამელეონი თვალები მქონდა ვერ გაიგებდი რა დროს რა ფერი,მუქი ჩალისფერი თმა და ლამაზი ტანი.ბავშვობაში ჩემი თავი არ მომწონდა არ ვიცი ძალიან სუსტი რომ ვიყავი იმიტომ თუ სულ სილურჯეებით რომ ვხედავდი ჩემს თავს იმიტომ.მოკლედ ბანკეტზე წასვლის წინ სრულიად შიშველი დავდექი დიდ სარკესთან და მერე მივხვდი როგორ ვიყავი შეცვლილი და გაზრდილი,და ის ვიღაც ძალიან მომეწონა, იმის შემდეგ ხშირად ვიხედები ხოლმე სარკეში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.